იმ დროისთვის უმაგრესი არხი იყო, რომელსაც სიამოვნებით ვუყურებდი მთელი დღის განმავლობაში. მაშინ სკოლის მოსწავლე ვიყავი და მულტიკები და ამერიკული ფილმები უფრო მაინტერესებდა, მაგრამ პოლიტიკურ და საინფორმაციო გამოშვებებსაც არ ვმაზავდი. გიორგი თარგამაძე მაშინ მხოლოდ ნორჩი ჟურნალისტი იყო.
რა მახსოვს იბერვიზიის შესახებ:
1. მისი წყალობით თბილისელი მაყურებელი ეზიარა Super Channel-ს და MTV-ს.
2. პირველად იბერვიზიაზე ვუყურე ოსკარის დაჯილდოვებას და შემდეგ წლის საუკეთესო ფილს "კრავთა დუმილი" (1991)
3. არ მახსოვს, "პა-სეანსი" იყო პირველი თუ "პა-რანოია", მე მეორე უფრო მომწონდა, თუნდაც მათი უკბილო ხუმრობების გამო.
4. ეს არხი მიყვარდა, რადგან სხვა იმ დროის ქართული არხებისგან განსხვავებით ფილმებს, მულტფილმებს, კლიპებს და ასე შემდეგ დაღეჭილი კასეტებიდან არ უშვებდნენ. მართალია VHS იყო, მაგრამ ახალი და სუფთა. (ამ თვალსაზრისით ყველაზე მეტად მაღიზიანებდა მეორე არხი, რომელსაც არნახული Hiss და Hum დაყვებოდა).
5. მულტიმედიური ტიხრები. დღევანდელი გადასახედიდან ალბათ ძალიან სასაცილოდ მეგვეჩვენება მათი შესრულების დონე, მაგრამ ეს არხი ერთ ერტ პირველი იყო, რომელიც აქტიურად იყენებდა მულტიმედიას და გრაფიკას.
6. საღამოობით იყო ძალიან სახალისო გადაცემა, სახელი არ მახსოვს, თუ არ ვცდები თემურ თათარაშვილს მიყავდა.
7. რათქმაუნდა პაროდიული კლიპები, გულნაზი - შენახარ უჟასი!
მოკლედ ძალიან კარგი არხი იყო! მხოლოდ დადებითი მოგონებები მაქვს და ძალიან გული დამწყდა როცა დაიხურა.
მიმაგრებული სურათი