რაკიტიჩს რა ბედი აქვს, გრანადასთან სასტავში იდგება სავარაუდოდ. დე იონგს წითელი ბარათი აქვს, ალენია გაუშვეს(ეს საწყალი, იმენა ბედ ლაქ ბრაიანი გაიძითა; ნეტა ეხლა თუ შეიძლება მობრუნება ?), არტური არ არის მზად. ვინ დარჩა ? არ მგონია რობერტო დააყენოს ცენტრში. გამოვალთ ალბათ რაკიტიჩი - ბუსკეცი - ვიდალის ცენტრით, ბევრი არჩევანი არ აქვს. ნიჩიო, გრანადაა და მოვგუდავთ მარტივად.
მოდი ეხლა ერთ-ორ სიტყვას კიკეზე ვიტყვი და იმაზე თუ რატომ მგონია სწორი მისი დანიშვნა. ჩემი სიმპატია რომ გადავდო გვერდზე:
- უმთავრესი მიზეზი არის ის, რომ უნდა დავიბრუნოთ დაკარგული სტილი.
ცენტრის დაკარგვა, ასე თუ ისე, ლუჩოს პერიოდიდან იწყება, როცა დომინაცია გადაეცა ტრიდენტეს. ლოგიკური იყო კონტექსტიდან გამომდინარე, რადგან ტიაგომ მიუნხენში დაგაზა, ხავი ვეღარ გაქაჩავდა 90 წუთს ფიზიკურად და წინ ისეთი სამეული შეიკრა, ვერ გაუწევდა ცენტრი კონკურენციას - ხოდა, მოათრიეს რაკიტიჩი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო მაგ სქემაში.
მაგრამ გამოხდა ხანი და დაიშალა ტრიდენტე და არც ხორვატი ნაბოზვარის ყოლის აუცილებლობა იყო, რადგან მორღვეული ცენტრით ვეღარ ვიყავით ისეთები როგორებიც მანამ. ტიტულებმა არ შეგიყვანოთ შეცდომაში, ჩვენი ფეხბურთი აღარ გვითამაშია კარგა ხანია. ფეხურთი, რომელიც დაფუძნებულია ცენტრის დომინაციაზე. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ამისთვის შესაბამისი კადრები არც გვყავდა ვალვერდეს პირველ სეზონზე, მაგრამ არტურის მოსვლამ ყველაფერი შეცვალა, ალენიაც წამოიზარდა და პუჩი ბ გუნდში ირიცხებოდა. შარშანდელ სეზონში ისევ რაკიტიჩზე დაყრდნობას არ ქონდა არანაირი გამართლება.
მე ვთვლი აუცილებლად, რომ უნდა დავიბრუნოთ ცენტრი, ხერხემალი თამაშის წაყვანის რომ მესიზე აღარ ვიყოთ ჩამოკიდებულები. ცენტრით თამაშის წაყვანა სეტიენმა იცის ბრწყინვალედ, რაც დაადასტურა ლას პალმასსა და ბეტისში.
კრუიფის ფეხბურთი არის ისეთი ფეხბურთი, სადაც გჭირდება უმაღლესი კლასის შემსრულებლები, რომ მიაღწიო შედეგს. არ არის აუციელბელი, რომ მოთამაშე იყოს მსოფლიოში საუკეთესო, მთავარი არის ის, რომ ამ ფილოსოფიაში ჯდებოდეს და ქონდეს ის აზროვნება და სქილები, რაც არის საჭირო. სეტიენმა ეს ფეხბურთი ითამაშა დაბალი დონის შემსრულებლებით. ლას პალმასით და ბეტისით რომ სტილით დაამახსოვრებ თავს ხალხს ეს ძალიან ბევრს ნიშნავს და ამის მიღწევა არის ურთულესი.
ბარსელონაში ექნება ის ფუფუნება, რომ ქონდეს "წვდომა" ამ ფეხბურთის მცოდნესა და უმაღლეს ოსტატებზე. არტური, ფრენკი, ბუსი, პუჩი არიან დაბადებულები ამ ფეხბურთისთვის. ბუსი კი დაბერდა, მაგრამ მოიქნევს კუდს, არ წავა ისე. ფრენკი და არტური ხომ ტოპ დონეები არიან და ფორმაში შესვლის გარეშე დებენ უმარლეს დონეს თან ისეთ სისტემაში რომელიც არ არის მაგათთვის ოპტიმალური და რომელიც იქნება ოპტიმალური სეტიენის ხელში, მაგ ფეხბურთის სათამაშოდ მოიყვანეს ზუსტად. ლო ჩელსო ბიჭო რა დონეზე აათამაშა, დაფრინვდა ტიპი და კლასით და ნიჭით ახლოსაც კი არ არის არც არტურთან, არც ფრენკისთან და არც პუჩთან. ამათთან რას იზამს წარმომიდგენია. კიკეს ექნება სრული თავისუფლება და შესაძლებლობა რომ კრუიფისეული იდეები გადმოიტანოს მოედანზე, შემსრულებლები უკვე ყავს! პუჩი უცილებლად ამოვა პირველ გუნდში, შეუძლებელია სხვანაირად მოხდეს! ამ ცენტრს დაუმატე ზემოდან გრიზმანი და მესი, უმამესი და უმონსტრესი რამე იკვრება.
კარგი რამე რაც არის კიდევ, ის არის, რომ არ დაგვჭირდება დიდი დრო სათამაშოდ ამ სტილის, რადგან ეს არის ჩვენი სავიზიტო ბარათი. ბეტისში დაჭირდათ დრო ადაპტაციისთვის. გუარდიოლას ერთი წელი დაჭირდა რომ დაენერგა გუნდში ეს სტილი. ჩვენ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ რაკიტიჩის გარდა ყველა იდეალურად ჩაჯდეს და ისე იყვნენ როგორც თევზი წყალში. ვიდალიც, რადგან ვიდალისთვის არ არის უცხო ეს სტილი და ზოგადად ყველა სტილს ერგება.
ხო, ისე, ბერნაბეუზე გამარჯვების გემოც იცის, ეგეც არაა უცხო მისთვის
ჩვენ ხო დაგვატყნა ულამაზესი ფეხბურთით და არც რეალისთვის დაუკლია რამე
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ბურთის კატავი ბერნაბეუზე, რეალისთვის.
ჩვენთვის კი უცხო არაა დიდად, მაგრამ ბეტისის დონის გუნდით ეს ფეხბურთი არ უთამაშია ბევრს ნამდვილად.
Real betis vs Real madrid - 2-0 - Juego de posiciòn (Quique Setien)
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ვიდეო ლას პალმასის პერიოდიდან. დამიჯერეთ, ასეთი ხარისხი მწვრთნელის ხელის გარეშე არ მიიჭრევა.
La Era de Quique Setién
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
Real Betis 17/18 Amazing goals achieved by astonishing football
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მოთამაშეებთან მუშაობას რაც შეეხება, მის ხელში აშკარად დიდი პროგრესი აქვთ მოთამაშეებს. ლო ჩელსოზე დავწერე უკვე. ჩვენი ფირპო მაგის გამოზრდილია და იმ დონეზე აიყვანა რომ ბარსაში ამოყო თავი. ასევე, მაგის გამოზრდილია ფაბიან რუიზი. უილიამ კარვალია ბრწყინვალე ფეხბურთს თამაშობდა მის ხელში. ზოგადად, კარვალიო ძალიან მაღალი დონის მოთამაშეა, მაგრამ ეს არ არის მთავარი, მთავარი ისაა, რომ ძალიან მაგრად იყენებდა და არ დააცვედანა მოთამაშე, ვალვერდესგან განსხვავებით.
ფაბიან რუიზის მოყვანა ისედაც ხომ გვინდოდა და ეხლა კიკეს გამო წესით ზაფხულის მთავარი თუ არა ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ნამდვილად იქნება. მთავარია რამდენს დააფასებს ნაპოლი და იქნება თუ არა ზაფხულის მერე კიკე აქ.
ასევე, ზიგისთვის კარგი ამბავი - ყველანაირი ლოგიკით ალბას სულში მოჯმის პერიოდი დგება: ფირპო ამის გამოზრდილია და იმაზე მეტი სათამაშო დრო ექნება ვიდრე ვალვერდეს ხელში ქონდა/ექნებოდა. შესაბამისად, ბევრად ნაკლები დროის გატარება მოუწევს ალბას მინდორზე.
უმთავრესი საკითხი რაც არის, არავინ იცის შედეგი წინასწარ. 2012 წელს არავის ეგონა, რომ ჩელსი ლიგას მოიგებდა. 2016 წელს არავის ეგონა, რომ რეალი ლიგას მოიგებდა. 2010 წელს ყველას ეგონა ჩვენ მოვიგებდით ლიგას. 2010 წლის პეპის ბარსა არ მიხსენებია ტყუილად. წესით არ უნდა დაგვვიწყნოდა თუ რა მონსტრთან გვქონდა საქმე. გალაქტიკაში იყო გუნდი დაგეშილი მესით
მონსტრი იყო მესი და გუნდი ადუღებდა ყველაფერს გზად რაც შეხვდებოდა, მაგრამ ვერ გახდა მაინც ჩემპიონი. ეხლა შანსი არ არის ეგეთი მონსტრი დააყენოს კიკემ ამ სეზონში ეს გუნდი, ამის შანსი არის ნულის ტოლი, შეიძლება უფრო დაბლაც - მინუსებში. ხდება ისე რომ სულ უძლიერესი ვერ ხდება ჩემპიონი და ეხლა ეგეთი გუნდი ლივერპულია, ულპარაკოდ პირველი გუნდია მსოფლიში, არ არიან ამ სამყაროში ისე არანორმალური მაქნანა ააწყო კლოპმა, მაგრამ შეიძლება აგერ ნაჯახებმა გამოაგდონ. ჩვენ კიდე შეიძლება მოვიგოთ ეს ლიგა ან შეიძლება ვერა. იმას ვამბობ, რომ გუნდის სიძლიერე არ არის გარანტია არც ერთი ტიტულის. ამიტომ მე ამ ეტაპზე არ ვთხოვ სეტიენს ლიგის მოგებას. თუ მოახერხა და დაიჭირა სწორი მომენტი და დააბრუნა გუნდი თავის რელსებზე, ოდნავი გამართლების პირობებში მოვიგებთ ლიგას მჯერა, მაგრამ უმაგისოდაც არ ჩავთვლი წარუმატებელ წლად. ეხლა მართლა ისეთი სასწაულები თუ არ ჩაიდინა რაც ვალვერდემ ქნა ენფილდზე, სემედო რო შემოიყვანა 3-0 და რაკიტიჩის ნაცვლად ვიდალი გამოუშვა მოედანზე 70+ წუთის მერე.
ერთ მიზეზზე ვისაუბრე ზემოთ და ეხლა კიდევ ერთზე ვისაუბრებ კიკეს დანიშვნასთან დაკავშირებით. მისი მოსვლა არის ერთვარი გარდამავალი პერიოდი, რომ გუნდმა დაიბრუნოს იდენტობა. თუ შედეგი არ იქნება, ვგულისხმობ ლიგას და გაუშვებენ ზაფხულის მერე, მომავალი წვრთნელისთვის ნიადაგი მომზადებული იქნება, რადგან ბარსას ფილოსოფიას დაუბრუნდება გუნდი ამ თვეების განმავლობაში და დიდი დრო არ დაჭირდება ახალ მწვრთნელს ადაპტაციისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში არის გამართლებული მისი მოყვანა.
იგივე იქნებოდა გარსიას დაწინაურების შემთხვევაში ბ გუნდიდან, უბრალოდ მის მიმართ მოლოდინი ნაკლები მენქბეოდა და იმედი იმისა რომ ლიგაზე გავიწევდით. ვალვერდეს ყველა ვარიანტში აჯობებდა, რადგან შანსი მაინც გვექნებოდა მის ხელში, ვალვერდესთან ეს შანსი ნულს ქვემოთ იყო და დაწმუნებული ვარ ნაპოლი გაგვაგდებდა. უსიკვდილოდ თან, ულაპარაკოდ.
ამ ვიდეოს სპოილერის გარეშე დავდებ.
ეს ძალიან მაგარი სვეტი:
https://www.coachesvoice.com/quique-setien-real-betis/ვისაც არ გეზარებათ მთლიანად წაიკითხეთ, ძალიან მაგარია.
As a manager, I always try to find matches between a player’s way of thinking and mine.
A footballer knows that, when he buys into the discipline of a team, there is a part of him he must sacrifice to the service of his teammates.
You can’t win the match on your own.
You have to win the match we are all playing. Build the right balance, get a sense of cohesion, among everybody.This is what determines whether you have a team, or just 11 players on a pitch, doing whatever comes to mind.
And that is why it is important for a coach and his players to be of the same thinking – and for the players to play where they can really give their very best.
კრუიფის ბარსაზე და ფილოსოფიაზე
I remember when Johan Cruyff’s Barcelona came along.
You played against them, and you spent the whole match running after the ball. I said to myself: “This is what I like. I would like to be in this team, and know why this is happening.”
How can you get a team to have the ball permanently, so that the opponent is running after it for the whole match?
From then on, I started to make sense of what I had felt throughout life, through my career.
I started to really watch football. To analyse it. To understand what I felt, and what I wanted to put into practice when I became a coach.
I wanted the ball.კიკე რატოა იცით უმაგრესი კაცი და რატო მიყვარს მაგრად ? დღევანდელი დღის მერე უფრო შემიყვარდა. არავინ არ იყო, სადღაც დედის ტრაკებში აქვს ნამუშევარი ამდენი წელი და კრუიფის დრიმ თიმის პერიოდიდან უყვარს კრუიფის ფეხბურთი. უნდოდა მაგ გუნდში ყოფნა, მაგრამ არ მოხდა ეგრე. და ამდენი წლის მერე აიხდინა ეგ სურვილი და ეხლა მის ხელშია ბარსა - ის ფეხბურთი რაც ყველაზე მეტად უყვარს ფეხბურთში და რამაც ჩვენ მოგვიტანა წარმატება და უამრავი ლამაზი და დიდი გამარჯვება.
ბარსაში მოსახვედრად ზოგმა რა გზა გაიარა და ზოგმა რა, პეპი კრუიფის რჩევით მოვიდა, ლუჩო ჩვენიანი იყო და მაგიტომ, ეს არაკაცი აქ ეგდო ცოტა ხანი როგორც მოთამაშე და მაინც შინაურად თვლიდა ხალხი მიუხედავად იმისა რომ მის განაწვრთნელ გუნდებს არაფერი ეცხოთ ბარსასი.
აი, კიკე კიდე ბარსამდე იმან მოიყვანა, რომ ბარსას, კრუიფის ფეხბურთი უყვარს და მაგას თამაშობდა - ფეხბურთმა მოიყვანა და არა სხვა ფაქტორმა.
კიკე
წინ დიდი და ლამაზი გამარჯვებები გველოდება, სხვანაირად გამორიცხულია!
დავბრუნდით, პულსი იწყებს ცემას.
SOM I SEREM !!!