Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მშენებლობა და რემონტი > დუშკაბინების ფართო არჩევანი სად არის


Posted by: gege84 6 Aug 2019, 09:52
დუშკაბინის შეცვლა მინდა გაიბზარა ძველი იდეალის ჩინური იყო ეხლა მინდა შედარებით ხარისხიანი ვიყიდო, ელიავას გარდა და იდეალის გარდა ფართო არჩევანი რომ იყოს არის ეგეთი ადგილი თბილისში სადმე?

Posted by: amsona69 7 Aug 2019, 14:15
კაფელის სახლში ნახე,საბურთალოზე.
ისე კაი ხანია დუშკაბინა აღარ შემხვედრია.აღარავინ არ აკეთებს.

Posted by: Detroit 8 Aug 2019, 01:39
amsona69
აბა რას ხმარობენ

Posted by: amsona69 8 Aug 2019, 07:30
Detroit
დაბლა კაფელით აპირკეთებენ და შუშით უკეთებენ კედლებს.უფრო მოსახერხებელია და პრაქტიკული.
ფასში ბევრად იაფი დაჯდება ვიდრე საშუალო დონის დუშკაბინა,თან კონფიგურაციას მისცემ როგორსაც გინდა.

Posted by: PAINKILLER 8 Aug 2019, 09:47
QUOTE (amsona69 @ 8 Aug 2019, 07:30 )
Detroit
დაბლა კაფელით აპირკეთებენ და შუშით უკეთებენ კედლებს.უფრო მოსახერხებელია და პრაქტიკული.
ფასში ბევრად იაფი დაჯდება ვიდრე საშუალო დონის დუშკაბინა,თან კონფიგურაციას მისცემ როგორსაც გინდა.

მე ვაკეთებ ახლა მასე, ამოშენებული კაფელით და შუშის კარებით


არადა 10 წლის წინ ჩინური დუშკაბინა ვიყიდე წერეთელზე და იმენნა ნევროზი დამმართა ყველაფერი გაუფუჭდა რაც კი შეიძლებოდა გაფუჭებულიყო... თან იაფიც არ ღირდა, 1000 ლარი მაშინ 600$-ზე მეტი იყო

Posted by: amsona69 8 Aug 2019, 10:19
PAINKILLER
QUOTE
არადა 10 წლის წინ ჩინური დუშკაბინა ვიყიდე წერეთელზე და იმენნა ნევროზი დამმართა ყველაფერი გაუფუჭდა რაც კი შეიძლებოდა გაფუჭებულიყო... თან იაფიც არ ღირდა, 1000 ლარი მაშინ 600$-ზე მეტი იყო

სისულელეა დუშკაბინის ყიდვა.ასე თუ ისე ნორმალური რო იყიდო 1000 ლარზე მეტი უნდა გადაიხადო.ისიც ჩინურში.
მაგ ფასად კარგად გააკეტებ და სილიკონები და ოხრობები მაინც არ დაგჭირდება.
თან რა ზომასაც გინდა გააკეთებ.
მოკლედ ლამაზიც გამოდის და პრაკტიკულიც.
რო მაჩუქო დუშკაბინას არ დავაყენებ

Posted by: PAINKILLER 8 Aug 2019, 10:36
QUOTE (amsona69 @ 8 Aug 2019, 10:19 )
PAINKILLER
QUOTE
არადა 10 წლის წინ ჩინური დუშკაბინა ვიყიდე წერეთელზე და იმენნა ნევროზი დამმართა ყველაფერი გაუფუჭდა რაც კი შეიძლებოდა გაფუჭებულიყო... თან იაფიც არ ღირდა, 1000 ლარი მაშინ 600$-ზე მეტი იყო

სისულელეა დუშკაბინის ყიდვა.ასე თუ ისე ნორმალური რო იყიდო 1000 ლარზე მეტი უნდა გადაიხადო.ისიც ჩინურში.
მაგ ფასად კარგად გააკეტებ და სილიკონები და ოხრობები მაინც არ დაგჭირდება.
თან რა ზომასაც გინდა გააკეთებ.
მოკლედ ლამაზიც გამოდის და პრაკტიკულიც.
რო მაჩუქო დუშკაბინას არ დავაყენებ

იაფფასიან დუშკაბინას ისევ ჩუგუნის ძველი აბაზანა მირჩევნია smile.gif



კარგი ხარისხის დუშკაბინა ადრეც ძვირი ღირდა (დემასში ვნახე 5000 ლარამდე და მეტშიც), ახლა კიდევ მომატებული ექნება ფასი




ამოშენებული საშხაპე დაახლოებით საშუალო ხარისხის კაბინის ფასი ჯდება (ონკანების და ტრაპის ჩათვლით), სამაგიეროდ შენი გემოვნებით შეგიძლია გააკეთო როგორიც გინდა smile.gif


მე ვაკეთებინებ ახლა და მარტო შუშის კარი და ტიხარი 800 ლარამდე გამოდის, ონკანი+ტრაპი სადღაც 300 ლარი საშუალოდ, კიდევ ჰიდროიზოლაციაც სჭირდება კაფელის ქვეშ, ეგეც სადღაც 100-150 ლარი + ხელობის ფასი

Posted by: amsona69 8 Aug 2019, 10:46
PAINKILLER
QUOTE
მე ვაკეთებინებ ახლა და მარტო შუშის კარი და ტიხარი 800 ლარამდე გამოდის, ონკანი+ტრაპი სადღაც 300 ლარი საშუალოდ, კიდევ ჰიდროიზოლაციაც სჭირდება კაფელის ქვეშ, ეგეც სადღაც 100-150 ლარი + ხელობის ფასი

ზატო იმუშავებს 100 წელი და პადონი არ გატყდება,კარებები არ ჩამოვარდება და რავიცი ათასი რამ.
თან პრაქტიკულიცაა.

Posted by: PAINKILLER 8 Aug 2019, 10:49
QUOTE (amsona69 @ 8 Aug 2019, 10:46 )
PAINKILLER
QUOTE
მე ვაკეთებინებ ახლა და მარტო შუშის კარი და ტიხარი 800 ლარამდე გამოდის, ონკანი+ტრაპი სადღაც 300 ლარი საშუალოდ, კიდევ ჰიდროიზოლაციაც სჭირდება კაფელის ქვეშ, ეგეც სადღაც 100-150 ლარი + ხელობის ფასი

ზატო იმუშავებს 100 წელი და პადონი არ გატყდება,კარებები არ ჩამოვარდება და რავიცი ათასი რამ.
თან პრაქტიკულიცაა.

ხო რა, მაგრად გამაწამა როლიკებზე მოძრავმა მექანიზმებმა, 2 წლის მერე ჯერ ერთი კარები ჩამოვარდა, მერე როგორღაც შევაკეთე, მერე საერთოდ მოტყდა როლიკები, ახლაც ცალი კარი გაჭედილია მხოლოდ ერთი მოძრაობს biggrin.gif


თაროებიც ჩამოტყდა ორივე, წყლის გამანაწილებელი დაზიანდა ისე რომ ნახევარი წყალი მანდედან გადმოდის, ვერც შეაკეთებ მთლიანად უნდა გამოცვალო (4 სხვადასხვა პოზიცია აქვს და რაღაც ობობასავით გამანაწილებელია)


პადონმა გამიძლო, მძიმე არ ვარ biggrin.gif

Posted by: amsona69 8 Aug 2019, 11:43
PAINKILLER
QUOTE
პადონმა გამიძლო, მძიმე არ ვარ

biggrin.gif biggrin.gif
ადრე იყო ხოდში დუშკაბინა.მაშინ არაფერი არა გვქონდა ნანახი და დუშკაბინა გვეგონა რო მაგარი რამეა.
მიხვდა ხალხი დროთა განმავლობაში რო სისულელეა მაგაში ფულის გადახდა.არანაირი უპირატესობა არა აქვს.გემაროი კი რამდენიც გინდა

Posted by: PAINKILLER 8 Aug 2019, 14:21
QUOTE
მაშინ არაფერი არა გვქონდა ნანახი და დუშკაბინა გვეგონა რო მაგარი რამეა.

amsona69

საშხაპე კაბინას თავისი დანიშნულება აქვს, უბრალოდ ჩვენთან დაბალი ხარისხის კაბინები შემოჰქონდათ


რა თქმა უნდა Custom დამზადებული სჯობია შენს გემოზე, კარგი ხარისხის მასალებით



Posted by: fermina 8 Aug 2019, 17:46
PAINKILLER
QUOTE
მე ვაკეთებ ახლა მასე, ამოშენებული კაფელით და შუშის კარებით


ვის აკეთებინებ? კარგი ხელოსნები გყავს?

დავიტანჯე, ერთი თვეა ვეძებ და ვერ ვეღირსე, ზოგს არ სცალია, ზოგი ქალაქგარეთაა და ასე.

Posted by: PAINKILLER 8 Aug 2019, 17:53
fermina

რა ხელოსანი უნდა მაგას, იატაკზე და კედელზე კაფელშიკმა უნდა იმუშავოს, მინის ტიხრებს თვითონ აყენებენ ვინც მინას ამუშავებს

Posted by: amsona69 8 Aug 2019, 18:27
PAINKILLER
QUOTE
საშხაპე კაბინას თავისი დანიშნულება აქვს, უბრალოდ ჩვენთან დაბალი ხარისხის კაბინები შემოჰქონდათ

მაღალი ხარისხისაც მინახია.მაგალითად 10 ათასი რო ღირს.მაინც ვერა რა,არაა სივრცე.
მე არ მომწონს რა ფასისაც არ უნდა იყვეს.მასაჟორებს და ფინტიკრუშებს ისედაც გაუკეთებ

Posted by: fermina 8 Aug 2019, 18:44
PAINKILLER
QUOTE
რა ხელოსანი უნდა მაგას, იატაკზე და კედელზე კაფელშიკმა უნდა იმუშავოს, მინის ტიხრებს თვითონ აყენებენ ვინც მინას ამუშავებს


და ნორმალური კაფელშიკი საიდან მოვიყვანო, მაგას ვკითხულობ, მეტს კი არაფერს smile.gif

მინის ტიხრები ვიცი, ვისაც უნდა დავაყენებინო.

Posted by: კუსკუსა 9 Aug 2019, 17:14
amsona69
QUOTE
ადრე იყო ხოდში დუშკაბინა.მაშინ არაფერი არა გვქონდა ნანახი და დუშკაბინა გვეგონა რო მაგარი რამეა.

ნაღდად არაა მაგარი, სივიწროვეა, იხუთება ადამიანი
ნუ მე ძაან არ მომწონს, კომფორტულად არ ვთვლი


Posted by: fermina 14 Aug 2019, 00:06
ღია დუშკაბინები რომ არის, აი ამ სტილში:

ამაზე რას იტყვით?

http://ideal.ge/?m=31&g_id=36&p_id=40&cat_id=119&pid=3011

http://ideal.ge/?m=31&cat_id=95&pid=2998

ვინაიდან ხელოსანი, რომელიც შეძლებს და ამოაშენებს გვერდებს საშხაპისთვის, გახდა დეფიციტური და უბრალოდ არ არსებობს ბუნებაში, ვიფიქრე, ასეთი ხომ არ მეყიდა. მე მგონი იდეაში იგივეა დაახლოებით და უფრო მარტივი და ნაკლებ შრომატევადი პროცესია ამის დაყენება.

Posted by: amsona69 14 Aug 2019, 13:00
fermina
იგივეა ეგ,რაც ზემოთ დაწერეს.მაგას ძირი არა აქვს,ტრაპი უნდა.ასე რომ ხელოსანი მაინც გინდა.
როგორ არ არსებობს მაგის ხელოსანი,ვინც კაფელზე მუშაობს ყველა გააკეთებს.საქმე ისაა რომ 2-3 კვადრატის გაკეთება არავის უღირს.ისევ იმას სთხოვე,ვინც კაფელი გაგიკეთა.სხვას ძნელად იშოვი.
გვერდებს რატომ უშენებ?შუშით გააკეთე ეგ გვერდებიც.მარტო ძირზე დაგჭირდება ტრამპის დასმა.

Posted by: fermina 15 Aug 2019, 13:05
amsona69

მადლობა, ისევ ამოშენება გადავწყვიტე და ხელოსანიც მოიძებნა მგონი. smile.gif

გვერდებს არ ვუშენებ, ძირი ვიგულისხმე, თორემ გვერდები შუშის იქნება.

Posted by: კუსკუსა 17 Aug 2019, 10:36
fermina
რომ დაასრულებს ხელოსანი , დადე რა ფოტო smile.gif
ვფიქრობ, აგურის ერთი წყება გავუშვა, კაფელით მოაპირკეთებს და ზედ შუშა დავამონტაჟებინო


user posted image

Posted by: amsona69 18 Aug 2019, 09:35
კუსკუსა
yes.gif yes.gif yes.gif
ეგრე უნდა გააკეთო.
ეცადე ის ჯებირი მაღალი არ იყოს.
ტრაპი დააყენე დიდი,წყლის მიღება რო ქონდეს კარგი.

Posted by: amsona69 18 Aug 2019, 09:51
...................................................................................................................

Posted by: amsona69 18 Aug 2019, 09:58
ბევრი საწერთოდ არ უკეთებს იმ ჯებირს და მთლიან ვანას აძლევს დაქანებას ტრაპისკენ.
ხოდა შესაბამისად სადაც არ უნდა დაიქცეს წყალი,მაინც ტრაპისკენ წავა,მეორე ტრაპი აღარაა საჭირო.

Posted by: კუსკუსა 18 Aug 2019, 11:17
amsona69
QUOTE
ეცადე ის ჯებირი მაღალი არ იყოს.
ტრაპი დააყენე დიდი,წყლის მიღება რო ქონდეს კარგი.


მადლობა რჩევისთვის, აუცილებლად გავითვალსიწინებ smile.gif


Posted by: PAINKILLER 18 Aug 2019, 23:56
QUOTE (amsona69 @ 18 Aug 2019, 09:35 )
კუსკუსა
yes.gif  yes.gif  yes.gif
ეგრე უნდა გააკეთო.
ეცადე ის ჯებირი მაღალი არ იყოს.
ტრაპი დააყენე დიდი,წყლის მიღება რო ქონდეს კარგი.


მე 6სმ გავაკეთე ჯებირი (ერთი აგურით), არც დიდია რომ გადაბიჯება ძნელი იყოს და არც პატარა რომ წყალმა დაგუბება მოასწროს smile.gif


ტრაპიც გრძელი დავაყენე (60სმ-ია მგონი)


ბოლომდე რომ მოვრჩები დავდებ სურათებს

QUOTE
ვფიქრობ, აგურის ერთი წყება გავუშვა, კაფელით მოაპირკეთებს და ზედ შუშა დავამონტაჟებინო

კუსკუსა

ერთი აგური (6სმ) საკმარისია, მეტზე არ აამაღლო





QUOTE
ბევრი საწერთოდ არ უკეთებს იმ ჯებირს და მთლიან ვანას აძლევს დაქანებას ტრაპისკენ.
ხოდა შესაბამისად სადაც არ უნდა დაიქცეს წყალი,მაინც ტრაპისკენ წავა,მეორე ტრაპი აღარაა საჭირო.


მაგ შემთხვევაში კარი არ უნდა ჰქონდეს, ან კარის ქვემოთ უნდა დატოვო ღრიჭო წყლის გასასვლელად

ჩემი აზრით "პაროგი" მაინც საჭიროა, თუ მთლად აბაზანის ცენტრში არ გაქვს საშხაპე, სხვა შემთხვევაში დიდი დახრა დასჭირდება იატაკს რომ საშხაპის ტრაპთან მივიდეს წყალი ნორმალურად



მეც ასეთი მინის ტიხარი მინდა გავაკეთო, ოღონდ მეორე მხარეს კარიც ექნება (ანუ დახურული იქნება საშხაპე)

თავიდან ალუმინის ჩარჩოს გარეშე ვფიქრობდი (მხოლოდ შუშის ტიხარს), მაგრამ არა მგონია მყარი გამოვიდეს, ისევ ჩარჩო სჯობია, როგორც ამ სურათზეა

ჩემი ტრაპიც ზუსტად მასეთია (შიგნით მეტლახის ზოლი ჩავდე როგორც აქ), მდებარეობაც იგივე (დაჟე უნიტაზიც ზუსტად მასე დგას საშხაპესთან biggrin.gif)

user posted image
* * *
QUOTE (fermina @ 14 Aug 2019, 00:06 )
ღია დუშკაბინები რომ არის, აი ამ სტილში:

ამაზე რას იტყვით?

http://ideal.ge/?m=31&g_id=36&p_id=40&cat_id=119&pid=3011

http://ideal.ge/?m=31&cat_id=95&pid=2998

ვინაიდან ხელოსანი, რომელიც შეძლებს და ამოაშენებს გვერდებს საშხაპისთვის, გახდა დეფიციტური და უბრალოდ არ არსებობს ბუნებაში, ვიფიქრე, ასეთი ხომ არ მეყიდა. მე მგონი იდეაში იგივეა დაახლოებით და უფრო მარტივი და ნაკლებ შრომატევადი პროცესია ამის დაყენება.

ზუსტად მაგაზე ვსაუბრობდით, ნახევრად ტიპის ამოშენებული საშხაპე შუშის ტიხრებით და კარით smile.gif

Posted by: amsona69 19 Aug 2019, 07:38
PAINKILLER
QUOTE
ჩემი ტრაპიც ზუსტად მასეთია (შიგნით მეტლახის ზოლი ჩავდე როგორც აქ), მდებარეობაც იგივე (დაჟე უნიტაზიც ზუსტად მასე დგას საშხაპესთან

biggrin.gif ჩემი გაკეტებულია ეგ სანტექნიკა,დიზაინერს ქონდა ეგრე დახატული.ერთი დიზაინერი ხო არა გყავთ.
QUOTE
ჩემი აზრით "პაროგი" მაინც საჭიროა, თუ მთლად აბაზანის ცენტრში არ გაქვს საშხაპე, სხვა შემთხვევაში დიდი დახრა დასჭირდება იატაკს რომ საშხაპის ტრაპთან მივიდეს წყალი ნორმალურად

ნუ ეგ ჩპ რო მოხდეს მაგისთვისაა რა,თორემ ისე ზედმეტი ტრაპი რად გინდა?საქართველოს გარდა მაგას არავინ აკეთებს.ჩვენთან იციან,შლანგი რო გასკდეს?ან წყალი რო დაიქცეს? და ეგეტები.
ისე ცნობისათვის,შლანგი რო გასკდეს ეგ ტრაპი მაინც ვერ მოასწრებს წყლის გატარებას.მაშინ გარეთაც დიდი ტრაპი უნდა გქონდეს.ამიტომ მე ვფიქრობ რომ თუ გაქვს საშუალება ერთ ტრაპზე გააკეთო და მტელ იატაკს მისცე იმ ტრაპისკენ დახრა.კარებსაც გაუკეთებ სურვილის შემთხვევაში,უბრალოდ ბოლომდე იატაკზე არ დასვავ შუშას,დაბლიდან სამაგრებს გაუკეთებ და 1-2 მმ იც საკმარისია წყალმა რო გაიაროს.უფრო ლამაზი გამოდის ეგრე.იატაკი სიმაღლე სჭირდება ცოტა მეტი.სხვათაშორის ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი ამბობს უარს დამატებით ტრაპზე.ნორმალური შლანგები და შემრევები იყიდე და არაფერიც არ გასკდება.

Posted by: amsona69 19 Aug 2019, 07:43
..............................................................................................

Posted by: PAINKILLER 19 Aug 2019, 14:05
QUOTE
ჩემი გაკეტებულია ეგ სანტექნიკა,დიზაინერს ქონდა ეგრე დახატული.ერთი დიზაინერი ხო არა გყავთ.


amsona69

ჩემს სახლში მე თვითონ ვდიზაინერობ, ვპრარაბობ და შავი მუშაც მე ვარ biggrin.gif


QUOTE
ჩვენთან იციან,შლანგი რო გასკდეს?ან წყალი რო დაიქცეს? და ეგეტები.


QUOTE
ზე.ნორმალური შლანგები და შემრევები იყიდე და არაფერიც არ გასკდება.


კარგი ხარისხის შლანგები სად იყიდება ხო არ იცი? smile.gif




QUOTE
ისე ცნობისათვის,შლანგი რო გასკდეს ეგ ტრაპი მაინც ვერ მოასწრებს წყლის გატარებას


შლანგი ხომ ბოლომდე არ გასკდება ეგრევე smile.gif მქონია რამდენჯერმე შემთხვევა რომ პატარა ადგილზე დაზიანდა და წვეთავდა საკმაოდ ინტენსიურად, ტრაპი რომ არ ყოფილიყო გაივსებოდა აბაზანა

Posted by: amsona69 19 Aug 2019, 18:04
PAINKILLER
ვიცი.ელიავაზე ვყიდულობ ხოლმე,გადახურულში მაღაზიები რომაა,იქ არის ფინური სანტექნიკა აწერია.გროჰეს ონკანები ყიდიან და ხარისხიან რაღაცეებსაც.სად იყო იდეალი და ეგეთი მაღაზიები,ეგენი რო მუშაობდნენ.ძვირიც არაა მაქსიმუმ 5 ლარით მეტი ღირდეს ჩინურ ხლამზე.
ისე შლანგი ბოლომდე სკდება.მინახია თავს აძრობს საერთოდ.წნევრბის ცვალებადობამ იცის და ხანდახან უნდა გამოცვალო.ჩვენთან დააყენებენ და 10-15 წელი ხელს არავინ ადებს.ის შლანგი იჟანგება,კონდესატი აქვს და კოროზია მიდის.ხოდა ხანდახან იბუთქებს და არის წყალდიდობა სახლში.
ყველაზე მაგარია სპილენძის მილებით თუ იყიდი შემრევს.აქ იშვიათია,ნაღდი გერმანულები მინახია.ორ თაობას მოინელებს.

Posted by: fermina 19 Aug 2019, 18:24
კუსკუსა
QUOTE
fermina
რომ დაასრულებს ხელოსანი , დადე რა ფოტო


კი, თუ მეღირსა. ხვალ მორჩება იმ ჯებირებს, მერე მინის ტიხრები თუ კედლები უნდა დაყენდეს, სლაიდის ტიპის კარებით. მე უბრალოდ არსებული აკრილის აბაზანა მოვხსენი და ჯებირები ამოვაშენე.

დიდი სილამაზით შეიძლება ვერ დაიკვეხნოს, არ ვიცი საბოლოოდ რა გამოვა, კაფელ-მეტლახი უკვე 7 წლის წინაა გაკეთებული და ზუსტად შესაფერისი მასალა ვერ ვიშოვეთ. მთავარია ის მინა გააკეთონ ლამაზად.

Posted by: ლაშა117 19 Aug 2019, 18:54
მე ვაკეთებინებ მაგ შუშას მთელ კედელზე, სამ მხარეს კაფელი იქნება წინიდან შუშა, დავდებ მერე ფოტოს როგორიც გამოვა

Posted by: amsona69 19 Aug 2019, 22:41
fermina
დამიჯერე,იმ აბაზანაზე უკეთესი და ლამაზი გამოვა.
რაც მთავარია,მოსახერხებელი.

Posted by: PAINKILLER 19 Aug 2019, 23:23
QUOTE (fermina @ 19 Aug 2019, 18:24 )
კუსკუსა
QUOTE
fermina
რომ დაასრულებს ხელოსანი , დადე რა ფოტო


კი, თუ მეღირსა. ხვალ მორჩება იმ ჯებირებს, მერე მინის ტიხრები თუ კედლები უნდა დაყენდეს, სლაიდის ტიპის კარებით. მე უბრალოდ არსებული აკრილის აბაზანა მოვხსენი და ჯებირები ამოვაშენე.

დიდი სილამაზით შეიძლება ვერ დაიკვეხნოს, არ ვიცი საბოლოოდ რა გამოვა, კაფელ-მეტლახი უკვე 7 წლის წინაა გაკეთებული და ზუსტად შესაფერისი მასალა ვერ ვიშოვეთ. მთავარია ის მინა გააკეთონ ლამაზად.

მანდ ერთი მომენტია, ძველ გაკეთებულ კაფელ-მეტლახს სავარაუდოდ არ ექნება ჰიდროიზოლაცია (მითუმეტეს თუ აბაზანა იდგა), თუ კორპუსში ცხოვრობთ და ქვემოთ მეზობელი გყავთ შეიძლება პრობლემები შეგექმნათ...


Posted by: fermina 20 Aug 2019, 07:49
amsona69
QUOTE
fermina
დამიჯერე,იმ აბაზანაზე უკეთესი და ლამაზი გამოვა.
რაც მთავარია,მოსახერხებელი.


რა თქმა უნდა, ეჭვიც არ მეპარება.

PAINKILLER
QUOTE
მანდ ერთი მომენტია, ძველ გაკეთებულ კაფელ-მეტლახს სავარაუდოდ არ ექნება ჰიდროიზოლაცია (მითუმეტეს თუ აბაზანა იდგა), თუ კორპუსში ცხოვრობთ და ქვემოთ მეზობელი გყავთ შეიძლება პრობლემები შეგექმნათ...


გააკეთა ამ ხელოსანმა ჰიდროიზოლაცია smile.gif

Posted by: amsona69 20 Aug 2019, 07:49
PAINKILLER
თუ კარგი დაგებულია მეტლახი არაფერი პრობლემა არ ექნება.
20 წელია ტრაპზე ვბანაობ სახლში,რასტვორზეა მეტლახი დაგებული.
ტრაპს თუ სვავს ვანის ადგილას უნდა არ უნდა დუშის იატაკი უნდა მოაპირკეთოს.

Posted by: PAINKILLER 20 Aug 2019, 09:03
QUOTE
გააკეთა ამ ხელოსანმა ჰიდროიზოლაცია


QUOTE
ტრაპს თუ სვავს ვანის ადგილას უნდა არ უნდა დუშის იატაკი უნდა მოაპირკეთოს.

amsona69
fermina

მხოლოდ იატაკზე არ არის საკმარისი, საშხაპის კედლებსაც სჭირდება იზოლაცია

QUOTE
თუ კარგი დაგებულია მეტლახი არაფერი პრობლემა არ ექნება.
20 წელია ტრაპზე ვბანაობ სახლში,რასტვორზეა მეტლახი დაგებული.


ყოველთვის ვერ აგებენ კარგად smile.gif

Posted by: კუსკუსა 21 Aug 2019, 19:24
PAINKILLER
QUOTE
ბოლომდე რომ მოვრჩები დავდებ სურათებს


fermina
QUOTE
კი, თუ მეღირსა. ხვალ მორჩება იმ ჯებირებს


up.gif


Posted by: fermina 22 Aug 2019, 11:34
კუსკუსა
აი მტვრიანი და ახალდამთავრებული ასე გამოიყურება. ამას გაუკეთდება კიდევ მინის კედლები "სლაიდის" ტიპის კარით.
ცოტა ავირიე ფერებში, რაც მინდოდა, ზომაში ვერ ჯდებოდა, მოკლედ საბოლოოდ ცუდი არ უნდა იყოს.

user posted image

user posted image

Posted by: კუსკუსა 22 Aug 2019, 19:14
fermina
მშვენიერია, ტრაპიც შეუმჩნეველად ჩაჯდა, მომეწონა
მინა კიდევ უფრო გაასიმპატიურებს, კომფორტულს გახდის
მე მხოლოდ ერთ მხარეს მიწევს მინის დამონტაჟება, ალბათ ცოტა იაფად გამოვალ biggrin.gif

ეს იდეაც მომწონს, ვკითხავ ხელოსანს, თუ შესაძლებელი იქნება, ჯებირსაც აღარ გავაკეთებ

user posted image

Posted by: fermina 23 Aug 2019, 00:31
კუსკუსა
ხო, ნორმალური გამოვიდა, იმ ძველ რემონტზე მეტი ვერც ვერაფერს მოიფიქრებდი, მთავარი იყო აბაზანის გატანა, რომელიც წყალს უშვებდა ყველა მხრიდან, ზემოდან წუწავდა და რა ვიცი, წყალდიდობა იყო ყოველი ბანაობა, თან ზედა მხარეს კაფელი ღია ფერისაა, ბეჟი, დახლოებით იმ ჯებირების ფერი და ამიტომ მთლიანობაში მოუხდა.

ეგ მეორე ვარიანტი რატომ არ უნდა გამოვიდეს ვითომ? ოღონდ ძალიან ხარისხიანად უნდა გააკეთონ, წყალს რომ არ აპარებდეს და ჩვენი ხელოსნების პირობებში რა ვიცი...

Posted by: amsona69 23 Aug 2019, 18:05
გამოვა მეორე ვარიანტიც.ერთი მინუსი აქვს,იატაკის სიმაღლეს წევს ცოტა მაღლა.
ქანობს მისცემს და დააგებს მეტლახს.არაფერი საპრობლემო და სვერხ ისწესტვენნი მანდ არაა საკეთებელი.მარტივად,თავისი საქმე უნდა იცოდეს.

Posted by: fermina 8 Sep 2019, 20:30
კუსკუსა

რა ქენი, გააკეთე საშხაპე?

ჩემი როგორც იქნა დასრულდა. ჯერ კიდევ საფუძვლიანად დაულაგებელ-გაუწმენდავია, მაგრამ მთლიანობაში პრაქტიკულია ძალიან და ბევრად, ვიდრე აბაზანა.

გირჩევ, ყურადღება მიაქციო, რომ კარგი დაქანება გაუკეთონ და ასევე ხარისხიანი ტრაპი. მთავარია, წყალი გადიოდეს უპრობლემოდ და არ დგებოდეს, ცოტაც კი.



* * *
რატომღაც გაჭედა ფოტომ

user posted image

Posted by: amsona69 9 Sep 2019, 09:26
fermina
როგორია შთაბეჭდილება?
ჯობია ხომ ვანას და დუშკაბინას?

Posted by: fermina 9 Sep 2019, 09:37
amsona69
QUOTE
როგორია შთაბეჭდილება?
ჯობია ხომ ვანას და დუშკაბინას?


რა თქმა უნდა. ბევრად პრაქტიკულია, არც შევადარებ.

ახლა ვინმეს უზარმაზარი აბაზანა თუ აქვს თავის ჯაკუზით და იმის დრო, რომ შიგ ინებივროს, ამ შემთხვევაში არ ვიცი smile.gif

Posted by: კუსკუსა 10 Sep 2019, 19:43
fermina
გილოცავ დასრულებას. კარგია რომ კმაყოფილი ხარ
ტუალეტამდე ჯერ ვერ მივედი

აქვე ვიკითხავ, იქნებ ვინმეს დასჭირდეს, დიზაინი შევცვალეთ და ამიტომ მეტალოპლასმასის ყრუ კარებს, სრულიად ახალს, ვყიდი
სიგრძე-2.08
სიგანე ჩარჩოინად -2.83
თურქული, ვიტაჩის ფირმის
ფასი- 200 ლარი ( მე მეტი დამიჯდა)


amsona69
გთხოვ, დამაკვალიანე რა, ამოშენებული კედელი, შიგნიდან რითი შევაფუთინო, რომ სითბო შენარჩუნდეს



Posted by: amsona69 11 Sep 2019, 20:57
კუსკუსა
ვერ გეტყვი.
გააჩნია რა კედელია.
შიგნიდან ალბათ ქვაბამბით და თაბაშირმუყაოთი.

Posted by: armagedon 15 Sep 2019, 08:57
მოგესალმებით. კარგი ხელოსანი ხომ არ გეგულებათ საშხაპეს რომ ამიწყობს შეკვეთით. ექსტრა შუშებით მინდა გავაკეთო და ხელობაში ისეთ ფასს იძახიან დეტალები არ ღირს ჯამში მაგდენი.

Posted by: amsona69 15 Sep 2019, 16:19
armagedon
ექსტრა შუშები რა არის?
საშხაპე ნაწრთობი შუშით კეთდება

Posted by: l-e-v-a-n 15 Sep 2019, 22:37
QUOTE
ახლა ვინმეს უზარმაზარი აბაზანა თუ აქვს თავის ჯაკუზით და იმის დრო, რომ შიგ ინებივროს, ამ შემთხვევაში არ ვიცი

მე მაქვს ჯაკუზი
ჯაოკენში მაქვს ნაყიდი 2600+ ლარი მიცემული (ახლა 3000ზე მეტი ღირს კურსის გამო) და ნახევარ ფასში ვყიდი biggrin.gif ახალივითაა , 5ჯერ არ ვიქნები ჯამში ჩამჯდარი biggrin.gif
ვნანობ ჯაკუზის ყიდვას და კაბინა რომ არ გავაკეთებინე sleep.gif
ახლა ვცდილობ იქნებ გავყიდო და იმ ფასში ალბათ კი გავაკეთებ კაბინას

Posted by: armagedon 16 Sep 2019, 00:25
amsona69

ნაწრთობია ესეც უბრალოდ თეთრი გამჭირვალეა და მწვანე ფერი არ დაკრავს. ფასიც გაცილებით ძვირია

Posted by: Freestyle 22 Oct 2019, 16:11
სალამით, სილიკონის წასმის გარდა ღრიჭოებში სხვა რამე ხერხი არაებობს? რამე გადასაკრავი ან რავიცი

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)