მოკლედ, მოგეხსენებათ რომ კაუკასუსს ახალი ხაზი გაყავს: ვარნა-ფოთი, გამტარუნარიანობა 1,3 ტერაბაიტით, რაც თურმე 100 ჯერ (მამიას განცხადებით
) მეტია იმაზე რასაც ახლა საქართველო მოიხმარს.
ასეა თუ ისე, გლობალი უნდა მნიშვნელოვანწილად გაგვიუმჯობესდეს.
როგორ იმოქმედებს ჩვენზე როგორც ვებმასტერებზე ეს ხაზი?ესეც ინტერვიუ:
//////////////////////
ქართული ინტერნეტ ბაზრის ლიდერი კომპანია „კავკასუს ონლაინი“ სულ მალე ამიერკავკასიისა და ცენტრალური აზიის ბაზარზე გასვლას გეგმავს. კომპანიამ 2006 წლის ზაფხულში „ჯორჯიან ონლაინი“ და „სანეტი“ შეისყიდა ამ გარიგების შედეგად „კავკასუს ონლაინი“ ინტერნეტ - კომუნიკაციების ბაზრის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი გახდა. ძლიერმა და გაერთიანებულმა კომპანიამ აქტიურად დაიწყო მუშაობა ახალი ინტერნეტ ტექნოლოგიების დანერგვისა და პროექტების განვითარების კუთხით.
„საქართველო სულ მალე ევროპულ ინტერნეტს შეუერთდება,“ - აცხადებენ კომპანიაში და არცთუ უსაფუძვლოდ. ქვეყანაში ინტერნეტზე მზარდი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით, კომპანიამ, გენერალური დირექტორის მამია სანადირაძის ინიციატივითა და უცხოელ პარტნიორთა დახმარებით ინოვაციურ პროექტზე დაიწყო მუშაობა.
„კავკასუს ონლაინმა“ და წამყვანმა ამერიკულმა კომპანიამ კომუნიკაციური ტექნოლოგიების დანერგვის სფეროში თყცო თელეცომმუნიცატიონს-მა ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის თანახმად, ამერიკული კომპანია
ერთ წელიწადში შავი ზღვის ფსკერზე, ფოთსა და ვარნას შორის, წყალქვეშა ოპტიკურ სისტემას დაამონტაჟებს და ამით საქართველოში „ევროპულ ინტერნეტს“ გზას გაუხსნის. „პროექტის განხორციელება დაწყებულია და
2008 წლის 7 სექტემბერს მაგისტრალი უკვე ჩაირთვება. საკმაოდ რთული სამუშაოებია ჩასატარებელი, შესაბამისად, მის განხორციელებაში ამერიკული კომპანია თყცო თელეცომმუნიცატიონს - ი გვეხმარება. მიმაჩნია, რომ
ახალი სისტემა განამტკიცებს და გააუმჯობესებს კავშირს საქართველოსა და ევროპას შორის. გარდა ამისა,
ახალი ტექნოლოგიების დანერგვა კომპანიას საშუალებას მისცემს, არა მხოლოდ საქართველოს ყველა კუთხე, ქალაქი და რაიონი მოიცვას, არამედ ევროპული ინტერნეტი მთელს კავკასიასა და კასპიის ქვეყნებს მიაწოდოს“, -აცხადებს „კავკასუს ონლაინის“ გენერალური დირექტორი მამია სანადირაძე.
„კავკასუს ონლაინი“ აღნიშნულ პროექტზე სამი წელია მუშაობს და მას საკმაოდ სოლიდური ფინანსებითა და გარანტიებით უზრუნველყოფს. პროექტი, მასშტაბურობიდან გამომდინარე, საკმაოდ ძვირადღირებულია -
საერთო ღირებულება 75 მილიონი აშშ დოლარს შეადგენს, ხარჯებს მთლიანად „კავკასუს ონლაინი“ ფარავს. „პირველი 5 წელი პროექტის განხორციელებისთვის დახარჯული თანხების ამოღებას დასჭირდება, ამის შემდეგ კი კომპანია უკვე მოგებაზე გავა. შესაბამისად,
არ არის გამორიცხული, რომ მომხმარებელმა მაღალხარისხიანი ინტერნეტი, დღევანდელ ფასებთან შედარებით, გაცილებით იაფად მიიღოს,“- ვარაუდობს ბატონი მამია სანადირაძე.
აღნიშნული პროექტი ინვესტორებისთვის საკმაოდ მიმზიდველი და მომგებიანია, ხოლო საქართველოს ამ პროექტის წყალობით, როგორც მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანას, განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის მეტი შანსი მიეცემა, თუმცა პროექტს ეკონომიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით პოლიტიკური დატვირთვაც გააჩნია. „ეს იქნება საქართველოსა და მისი მეზობელი ქვეყნებისათვის რუსეთისაგან დამოუკიდებელი კავშირგაბმულობის ალტერნატიული წყარო. ჩვენს ქვეყანას კი უსაფრთხო კავშირგაბმულობა ნამდვილად სჭირდება,“ - აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორი.
1200-კილომეტრიანი, უნიკალური მახასიათებლების მქონე ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გამტარუნარიანობა 1,3 ტერაბაიტია. ეს არის 100-ჯერ მეტი, რასაც დღეს საქართველო მოიხმარს. „ამ პროექტის განხორციელება ქართული ინტერნეტის განვითარების სრულიად ახალი ეპოქის დასაწყისს ნიშნავს... როდესაც ის დასრულდება და შავი ზღვის ფსკერზე კაბელი გაივლის, ჩვენ შეგვეძლება, ინტერნეტ-მომსახურება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ აზერბაიჯანს, სომხეთსა და შუა აზიასაც შევთავაზოთ. ასეთი კაბელი მსოფლიოში ძალიან ცოტა ქვეყანას თუ აქვს. კაბელის სიცოცხლისუნარიანობა 25 წელს შეადგენს. პროექტის დასრულების შემდეგ საქართველო ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა გახდება ამ სფეროში,“- იმედოვნებს მამია სანადირაძე.
////////////////////////////////////////
* * *
ესეც საიტი:
http://www.magistrali.ge
მიუხედავად იმისა, რომ ზღარბებს სტკიოდათ და ტიროდნენ, მაინც აგრძელებდნენ კაკტუსის ჭამას.