დაიბადა 1988 წლის 3 ოქტომბერს, გოტებურგში, შვედეთში. სწავლობდა ბალეტს, მაგრამ რამდენიმე ტრამვის შემდეგ იძულებული იყო მიეტოვებინა. მიიღეს სამართლის სკოლაში, მაგრამ გადაწყვიტა თავის ოცნებას გაჰყოლოდა და მსახიობი გამხდარიყო. თავიდან შვედურ მოკლემეტრაჟიან ფილმებში თამაშობდა, შემდეგ ითამაშა სერიალში, Andra Avenyn. ამ როლისთვის ცნობილი გახდა სკანდინავიაში.
2011 წელს ერთ-ერთ ევროპელ ამომავალ ვარსკვლავად დაასახელეს. პირველად ყურადღება მიიპყრო, როდესაც ითამაშა Anna Karenina-ში, კირა ნაითლისთან და ჯუდ ლოსთან ერთად. იმავა წელს ფილმში A Royal Affair, დედოფალ კეროლაინ მატილდეს როლში, რომლისთვისაც ისწავლა დანიური.
2013 წელს ითამაშა ფილმში, The Fifth Estate, ბენედიქტ კამბერბეჩთან ერთად. მოგვიანებით კიდევ ერთ შვედურ ფილმში, Hotell.
2014 წელს ივენ მაკგრეგორთან ერთად ფილმში, Son of a Gun.
2015 წელს ითამაშა 6 ფილმში. Testament of Youth, რომელშიც მისმა თამაშმა დიდი მოწონება დაიმსახურა. ითამაშა ჯეფ ბრიჯესთან და ჯულიანა მურისთან ერთად ფილმში, Seventh Son. Ex Machina, რომელმაც წარმატება მოუტანა და მიიღო ოქროს გლობუსის ნომინაცია. შემდეგ ითამაშა გაი რიჩის, The Man from U.N.C.L.E, 1964 წლის სერიალზე დაფუძნებულ ფილმში.
2015 წელს ასევე ითამშა ფილმში, Burnt, ბრედლი კუპერთან ერთად. სცენარი სპეციალურად მისთვის დაიწერა, ვინაიდან ფილმის პროდიუსერს ძალიან მოსწონს ალისია
ამჯერად ორი ოქროს გლობუსის ნომინაცია აქვს, ფილმებისთვის Ex Machina და The Danish Girl.
ფილმოგრაფიაPure - 2009
The Crown Jewels - 2011
A Royal Affair - 2012Anna Karenina - 2012The Fifth Estate - 2013
Hotell - 2013
Testament of Youth - 2014
Son of a Gun - 2014
Seventh Son - 2014
Ex Machina - 2015The Man from U.N.C.L.E. - 2015The Danish Girl - 2015Burnt - 2015
ითამაშებს ქრისტოფერ ვალცთან ერთად ფილმში, Tulip Fever. მაიკლ ფასბინდერთან და რეიჩელ უაისთან ერთად, რომანის ადაპტაციაში, The Light Between Oceans. შემდეგ კი ჯეისონ ბორნის გაგრძელებაში.
ოცნებობს ქუენტინ ტარანტინოსთან და ტერენს მალიკთან მუშაობაზე
* * *