#53633060 · 21 Oct 2018, 16:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ საოცრება ქვეყანაში ვცხოვრობთ მამაჩემს აქვს სისხლის მიწოდების პრობლემა ქვედა კიდურებში. ამავდროულად წლების წინ ფეხი მოიტეხა და პლატინა ჩაუდგეს, ამოღება ვერ მოვახერხეთ რადგან ჯერ გულ-სისძარღვთა პრობლემების მოგვარება გვირჩია ექიმმა. 1. გაუწითლდა კაცს ფეხი, დავურეკეთ იმ ექიმს ვინც თავის დროზე ის მეტალი ჩაუდგა ფეხში, გვითხრა რომ თქვენც როგორც აღმიწერეთ ეგ ანგიოლოგთან საჩვენებელია, გამორიცხულია იმ მეტალმა ტკივილი გამოიწვიოსო. 2. მივიყვანეთ კახა ქუნთელიასთან და აორტის ოპერაციის მერე გაუვლის ეგ სიწითლეცო (ახლოს არ მისულა შორიდან შეხედა, მარტო გამოკვლევები ნახა). გავაგზავნეთ დაზღვევაში დაჩქარებული მოთხოვნა და დავბრუნდით სახლში. 3. ტკივილი აუტანელი ხდებოდა, ამიტომ გამოვიძახეთ სასწრაფო, გვითხრე ეს წითელი ქარი არისო (მიუხედავად იმისა, რომ სიცხე არ ჰქონდა). თან უკვირდათ, გამორიცხულია სიცხე არ ჰქონდესო, აბა გაუზომეო. გავუზომე არ ჰქონდა. გაუკეთეს გამაყუჩებელი და წავიდნენ. 4. მეორე დღესაც გამოვიძახეთ, იგივე მოხდა. 5. მესამე დღეს, რომ გამოვიძახეთ, უკვე ფეხი ცოტა დასიებული თუ დაჩირქებული იყო, გარეგნულად უბრალოდ გამოიბერა ერთ მონაკვეთზე. მოვიდა სასწრაფო და იმანაც სანამ დაჯდებოდა გვაჯახა წითელი ქარი არისო, მერე დაჯდა, ცოტა კარგად დააკვირდა, ცოტა კონსულტაციაც გაიარა ცენტრთან და გადაწყვიტა - ამას ჩირქოვანი ქირურგი უნდაო, ინფექციურში ვერ გიშველიანო და წავიდეთ ღუდუშაურშიო. წავედით ღუდუშაურში, შეაქანეს საოპერაციოში, რომ გაჭრეს თურმე ჩიქმა წნევით ამოასხა, იმ პლატინის ჭანჭიკები მოშვებული იყო და ეტყობა მოძრაობდა. მოკლედ ოპერაციის მერე კაცი გაღიმებული გამოვიდა, როცა მანამდე 1 კვირა რასაც ჰქვია ტიროდა. ექიმმა (გია, გვარი არ მახსოვს) გვითხრა მაგრად მოუსწარით თორემ სეფსისი იწყებოდაო.
პალატაში იწვა კიდევ ერთი კაცი, რომელსაც ფეხი ჰქონდა მოკვეთილი. რომ გამოველაპარაკე მის შვილს, რომელიც გაუჩერებლად ტიროდა, მითხრა, რომ მამამისსაც ეგრე გაუწითლდა, იმასაც წითელ ქარზე დაუწყეს მკურნალობა, რაღაცა სითხეებს ასხავდნენ 2 კვირა თურმე ინფექციურში ბოჭორიშვილის სახ. კლინიკაში. თან მორფს უკეთებდნენო ისე ტკიოდაო, თურმე სინამდვილეში იმ კაცსაც რაღაც სხვა სჭირდა, არ მახსოვს რა მითხრა, მაგრამ უარესად იმოქმედა იმ სითხეებმა, პირიქით სიმშრალე და სხვა მკურნალობა უნდოდა. საბოლოოდ ამ კაცს ნეკროზი განუვითარდა და მოსაკვეთი გახდა ბარძაყში. 58 წლის კაცი ექიმების დაუდევრობით დარჩა ცალი ფეხით. ის შვილიც იმიტომ ტიროდა გაუჩერებლად, რომ ხვდებოდა, სულ ტყუილად გახდა ფეხი მოსაკვეთი. თორემ როგორმე შეეგუები ადამიანი გარდაუვალ მდგომარეობას, ბოლო-ბოლო პროთეზს დაიყენებ და გააგრძელებ ცხოვრებას...
აი, ასე ხდება ჩვენთან. სიწითლეს რომ დაინახავენ ეგრევე წითელ ქარს გეუბნებიან. იმ ბოჭორიშვილში ხო საერთოდ არ უნდა მოხვდე. მანდ ერთხელ მყავდა ადრე მამაჩემი რაღაცით მოიწამლა და ექიმი ვერ ვნახე ფიზიკურად საღამოს საათებში. ექთნები გამოვიდნენ და მე მეკითხებოდნენ რა სჭირს მამაშენსო, არადაკვატურიაო. შევედი და კაცი თვალებს აჭყეტავდა, აქეთ-იქით გაურბოდა. მუშტებს იქნევდა. არ ვიცი რა გაუკეთეს მაგრამ ზომბს დაემგვანა, კინაღამ გული წამივიდა. იმ კაცის შვილმა ეგ მითხრა, ექიმები არ არიან მაგ ბოჭორიშვილშიო, 3 სართულზე დავრბოდით ვეძებდითო.
This post has been edited by Dovi on 21 Oct 2018, 16:09
|