forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (18) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ტაქსა, ვის გყავთ ეს ყველაზე ჭკვიანი ძაღლი??? :))
pepi grdzelicinda
dachshund owner


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1279
წევრი No.: 100614
რეგისტრ.: 22-September 09

გამოგზავნილია: 6 Jan 2012, 16:35  #29076835      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვის გყავთ ეს ყველაზე ჭკვიანი ძაღლი??? smile.gif)


--------------------
Stuff your feelings in!
MITIATO
დეპრესიული ოპტიმისტი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9058
წევრი No.: 111500
რეგისტრ.: 5-February 10

გამოგზავნილია: 6 Jan 2012, 17:05  #29077263      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
pepi grdzelicinda
ძალიან გთხოვ, ტაქსაზე რამე ინფორმაცია მოიძიე და დადე.
ვინც არ იცის ჯიშის ისტორია, დანიშნულება, ხასიათი და ა.შ. ხომ უნდა გაიგოს.
ასეთია თემი გახსნის წესი. 2kiss.gif


--------------------
"როდესაც მოიჭრება უკანასკნელი ხე,
როცა მოიწამლება უკანასკნელი მდინარე,
როცა დაჭერილი იქნება უკანასკნელი ჩიტი,
თქვენ მიხვდებით, რომ ფული არ იჭმება.”
pepi grdzelicinda
dachshund owner


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1279
წევრი No.: 100614
რეგისტრ.: 22-September 09

გამოგზავნილია: 6 Jan 2012, 17:10  #29077318      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კარგი, ახლა სამსახურში ვარ და სახლში რომ მივალ აუცილებლად ასე მოვიქცევი smile.gif
* * *
ტაქსა

მეცნიერები თვლიან რომ ტაქსას წინაპრები იყვნენ ძველი ეგვიპტური ძაღლები გრძელი ტანით და მოკლე კიდურებით. დღევანდელი ტაქსას სამშობლო გერმანიაა. მოკლებეწვიანი ტაქსა ყველაზე ძველი ჯიშია. იგი XVII საუკუნეში ძველი ტანდაბალი მეძებრების (ბრაკების) და პინჩერების შეჯვარების შედეგად გამოიყვანეს. მოკლებეწვიანი ტაქსა გახდა საფუძველი 2 დანარჩენი ნაირსახეობის გამოყვანისათვის. გლუვი ტაქსებისა და სპანიელების შეჯვარებისაგან წარმოქმნილი გრძელბეწვიანი ტაქსას ტიპი XVIIსაუკუნეში დაფიქსირდა. უხეშბეწვიანი ტაქსა XIX საუკუნის ბოლოს უკვე არსებული მოკლებეწვიანი ტაქსას, ჯუჯა პენჩერის, შნაუცერის, დენდი-დინმონტ-ტერიერის და სავარაუდოდ სკოჩ-ტერიერის შეჯვარების შედეგად გამოიყვანეს. ტაქსას ჯიშის პირველი სტანდარტი დადგინდა 1879 წელს. ტაქსების გერმანული კლუბი კი 1888 წელს შეიქმნა. სტანდარტული ტაქსა (განსაკუთრებით უხეშბეწვიანი) გამოიყენება დაჭრილი ნადირისა და ფრინველის ძებნისათვის სისხლიან ნაკვალევზე, მსხვილ ნადირზე, კურდღელზე და ბოცვერზე, ასევე როგორც სოროს ძაღლი მელიაზე და მაჩვზე სანადიროდ. ბოცვერული ტაქსა სპეციალურად ბოცვერებზე სანადიროდ გამოიყვანეს. XX საუკუნის დასაწყისში ტაქსების მოყვარულები უპირატესობას მოკლებეწვიან ტაქსებს ანიჭებდნენ, შემდგომში გრძელბეწვიანმა ტაქსებმაც მოიპოვეს დიდი პოპულარობა. ამჟამად, ყველაზე პოპულარული უხეშბწევიანი ტაქსაა.
შეფერილობა: მოკლებეწვიანი ტიპი: ერთფეროვანი-წითელი (მოყვითალო წითელი ხის ფერამდე), ირმისფერი, სიასამურისფერი. ორფეროვანი-შავი, სოკოლადიფერი, ნაცრისფერი (ცისფერი) თეთრი ლაქებით კიდურებზე, ჩალისფერი ღია ლაქებით თვალებქვეშ, დრუნჩის ორივე მხარეს. მკერდზე, კიდურების ზედა ნაწილზე, თათებზე და ა.შ. არლეკინო ან მარმარილოსფერი-ღია-ყავისფერი, ღია-ნაცრისფერი ან თეთრი ძირითადი შეფერილობა, ღია ყავისფერი, წითური, წითელი ან შავი არასწორი ფორმის ლაქებით. უხეშბეწვიანი ტიპი: დაშვებულია ნებისმიერი შეფერილობა. გრძელბეწვიანი ტიპი იგივე, რაც მოკლებეწვიანი ტიპისთვის. სიმაღლე : ხვადი 27-22 სმ. ძუ 25-20 სმ. ჯუჯა: ხვადი 21-16 სმ. ძუ 19-14 სმ. ბოცვერული: ხვადი 15-12 სმ. ძუ 13-10 სმ. წონა და ზომები სტანდარტულია: წონა: 9 კგ-ზე ნაკლები. იდეალში იწონის 6,5-7 კგ. მკერდის გარშემოწირულობა 35 სმ-ზე მეტია. ჯუჯა: წონა 4 კგ-ზე ნაკლებია 18 თვის ასაკში. მკერდის გარშემოწირულობა 35 სმ-ზე ნაკლებია. ბოცვერული: წონა: 3,5 კგ-ზე ნაკლებია. მკერდის გარშემოწირულობა 30 სმ-ზე ნაკლებია.
ხასიათი: მოკლე ფეხების მიუხედავად, ტაქასა არ არის მოუქნელი ან ტლანქი. მას გააჩნია თავისუფალი მოძრაობები და ამაყი გარეგნობა მაღლა აწეული თავით. ტაქსა მოძრავი, მამაცი, აქტიური და საკმაოდ გაწონასწორებული ძაღლია. შეიძლება იყოს კარგი დარაჯი, ფლობს მაღალ ხმას. ხშირად ეს ჯიში ჰყავთ სახლის საყვარელი არსებების სახით.არის რა მონადირული ძაღლი, ტაქსა გარკვეულ თვითნებობას და დაუჯერებლობას ავლენს, ამიტომაც წვრთნის საკითხებს მფლობელი სერიოზულად უნდა მიუდგეს.
ტაქსას ესაჭიროება რეგულარული სეირნობები ან ნადირობაზე გამოყენება. არ შეიძლება ტაქსას ზედმეტი კვება და აუცილებელია ყურადღება იმას მიაქციოთ, რომ ძაღლმა რაც შეიძლება ნაკლები იხტუნოს როგორც ზევით, ისე ქვევით, რადგან ეს ქმნის ხერხემალთა გადაადგილების საფრთხეს.

This post has been edited by pepi grdzelicinda on 6 Jan 2012, 18:57

მიმაგრებული სურათი
2af2ec8b4472.jpg
pepi grdzelicinda
dachshund owner


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1279
წევრი No.: 100614
რეგისტრ.: 22-September 09

გამოგზავნილია: 9 Jan 2012, 09:54  #29114567      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ძალიან ბევრს კარგავთ თუ ტაქსასთან არ გქონიათ ურთიერთობა, მოსიყვარულე და ჭკვიანი ძაღლი არ არსებობს, ყველაფერი ესმის და ყველაფერი იცის, 4 თვისაა ჩემი ლეკვი და უკვე მაოცებს smile.gif
აუცილებელი არაა ძაღლი იყოს დიდი და ლამაზი, ტაქსაც ლამაზია თუ დააკვირდები , მერე რა რო დაბალია, აბა 2 ფეხზე დამდგარი ნახეთ ისეთი ტანწერწეტაა smile.gif
მოკლედ ამ ფორუმზე კიდე თუ ვინმეს არ აკრიტიკებ და წაეკიდები აზრი არა აქვს თემების გახსნას..ვოტ!
ნატალია
11:11


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 406
წევრი No.: 135704
რეგისტრ.: 9-September 11

გამოგზავნილია: 9 Jan 2012, 11:44  #29115268      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
pepi grdzelicinda
კარგი დამშვიდდი biggrin.gif
არ გვყავს ეს ტაქსები უბრალოდ თორე არც არავინ ერჩის , არ მქონია შეხება და რა გინდა რომ დაგიწერო? : ))) გამოჩნდება ვინმე ვინც დაინტერესებულია და დაწერს რამეს


--------------------
.
korela92



*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3303
წევრი No.: 126085
რეგისტრ.: 17-January 11

გამოგზავნილია: 10 Jan 2012, 10:02  #29129948      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აუ სულ მაინტერესებდა, ამ ძაღლებს შეუძლიათ კიბეებზე დამოუკიდებლად ასვლა თუ ხელში უნდა აიყვანო? რაღაც ტაქსა ვერ წარმომიდგენია რომ თავისით ადიოდეს კიბეზე.
ისე როგორც ვიცი კარგი მონადირეა და გარეგნობაც არ აქვს ცუდი. მე დაბალ ბეწვიანი მომწონს. მაგრამ პრინციპში სხვანაირი არც მინახავს არასდროს.
pepi grdzelicinda
გაგვაცანი რა შენი გენიოსი. დადე ფოტო smile.gif
M-A-S-E-R-A-T-I
exquisite member


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 13519
წევრი No.: 103763
რეგისტრ.: 31-October 09

გამოგზავნილია: 10 Jan 2012, 10:38  #29130157      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჩემს მეზობელად ბავშვებს უყიდეს ეს ძაღლი ძალიან ჭკვიანია, მაგრამ ასევე ძალიან ავია სხვა ბავშვები ვერ ეკარება მოსაფერებლად ან სათამაშოდ საბოლოოდ მოსავლელად ბებოს დარჩა biggrin.gif მეც თავის დროზე რთული ხასიათის გამო არ ვიყიდე ეს ძაღლი და არჩევანი გერმანულ ნაგაზზე შევაჩერე rolleyes.gif
ნატალია
11:11


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 406
წევრი No.: 135704
რეგისტრ.: 9-September 11

გამოგზავნილია: 10 Jan 2012, 23:34  #29141526      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
M-A-S-E-R-A-T-I
ტაქსადან გერმანულ ნაგაზზე გადასვლა მომეწონა biggrin.gif biggrin.gif რისი მიხედვით ხდებოდა არჩევა? :დ
M-A-S-E-R-A-T-I
exquisite member


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 13519
წევრი No.: 103763
რეგისტრ.: 31-October 09

გამოგზავნილია: 11 Jan 2012, 00:23  #29142540      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ნატალია
QUOTE
ტაქსადან გერმანულ ნაგაზზე გადასვლა მომეწონა რისი მიხედვით ხდებოდა არჩევა? :დ

biggrin.gif აღმოსავლური ნაგაზი იყო უფრო ზუსტად, რომ ვთქვა, კრიტერიუმებს ამბობ ხო? არჩევნებში 2 ხმა 1 წინააღმდეგ ნაგაზმა გაიმარჯვა rolleyes.gif
pepi grdzelicinda
dachshund owner


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1279
წევრი No.: 100614
რეგისტრ.: 22-September 09

გამოგზავნილია: 17 Jan 2012, 16:40  #29247135      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (korela92 @ 10 Jan 2012, 10:02 )
აუ სულ მაინტერესებდა, ამ ძაღლებს შეუძლიათ კიბეებზე დამოუკიდებლად ასვლა თუ ხელში უნდა აიყვანო? რაღაც ტაქსა ვერ წარმომიდგენია რომ თავისით ადიოდეს კიბეზე.
ისე როგორც ვიცი კარგი მონადირეა და გარეგნობაც არ აქვს ცუდი. მე დაბალ ბეწვიანი მომწონს. მაგრამ პრინციპში სხვანაირი არც მინახავს არასდროს.
pepi grdzelicinda
გაგვაცანი რა შენი გენიოსი. დადე ფოტო smile.gif

დამოუკიდებლად ადის და ჩადის კიდევაც კიბეზე, ოღონდ არაა სასურველი იაროს, ხერხემლის პრობლემა შეიძლება გაუჩნდეს, გაუმრუდდეს.
სირბილის დროს ყველაზე მაგარი სანახავია, ფეხები ფაქტიურად არ ჩანს , პროპელერი გეგონება გვერდიდან smile.gif))

* * *
QUOTE (M-A-S-E-R-A-T-I @ 10 Jan 2012, 10:38 )
ჩემს მეზობელად ბავშვებს უყიდეს ეს ძაღლი ძალიან ჭკვიანია, მაგრამ ასევე ძალიან ავია სხვა ბავშვები ვერ ეკარება მოსაფერებლად ან სათამაშოდ საბოლოოდ მოსავლელად ბებოს დარჩა biggrin.gif მეც თავის დროზე რთული ხასიათის გამო არ ვიყიდე ეს ძაღლი და არჩევანი გერმანულ ნაგაზზე შევაჩერე rolleyes.gif

ძალიან ჭკვიანია, გეთანხმებით, მაგრამ ავი ნამდვილად არ არის, სტუმრები უყვარს ჩემს ლეკვს ძალიან, გადაირევა ხოლმე სიხარულისგან, და ამას გამოხატავს სირბილით smile.gif) რთული ხასიათი არა აქვს ნამდვილად, მაგრამ გაბუტვა იცის , მერე ვურიგდები ხოლმე smile.gif 4 თვისაა ჩემი უმა და მგონია რომ ყველაფერი ესმის.
korela92



*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3303
წევრი No.: 126085
რეგისტრ.: 17-January 11

გამოგზავნილია: 17 Jan 2012, 17:53  #29248241      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
pepi grdzelicinda
QUOTE
სირბილის დროს ყველაზე მაგარი სანახავია, ფეხები ფაქტიურად არ ჩანს

ხოო მართლა მაგარი სასაცილოები არიან. რამოდენიმე დღის წინ ახალი მეზობელი გადმოვიდა და ტაქსა ყავს, ხოდა მართლა მხიარული ვინმეა. ჩემს ცუგას უყეფდა და ისეთი სასაცილო ხმა ქონდა, წვრილი და თან არ ჩერდებოდა biggrin.gif
pepi grdzelicinda
dachshund owner


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1279
წევრი No.: 100614
რეგისტრ.: 22-September 09

გამოგზავნილია: 17 Jan 2012, 19:01  #29249270      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (korela92 @ 10 Jan 2012, 10:02 )

გაგვაცანი რა შენი გენიოსი. დადე ფოტო smile.gif

ესეც უმა smile.gif

This post has been edited by pepi grdzelicinda on 17 Jan 2012, 19:04

მიმაგრებული სურათი
IMG_2275___Copy.JPG
MITIATO
დეპრესიული ოპტიმისტი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9058
წევრი No.: 111500
რეგისტრ.: 5-February 10

გამოგზავნილია: 17 Jan 2012, 19:30  #29249724      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
pepi grdzelicinda
QUOTE
ესეც უმა

რა კაი ტიპია!
თითქოს იღიმება ამ სურათში.

ერისთაველი
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 68
წევრი No.: 141490
რეგისტრ.: 12-January 12

გამოგზავნილია: 17 Jan 2012, 20:53  #29251071      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მთელი ბავშვობა მინდოდა მყოლოდა ტაქსა. ყველაზე განსხვავებული ტიპია smile.gif


--------------------
ნუ დაჩაგრავთ ახლებს - დაძველდებით :)
pepi grdzelicinda
dachshund owner


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1279
წევრი No.: 100614
რეგისტრ.: 22-September 09

გამოგზავნილია: 17 Jan 2012, 23:19  #29253919      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (ერისთაველი @ 17 Jan 2012, 20:53 )
მთელი ბავშვობა მინდოდა მყოლოდა ტაქსა. ყველაზე განსხვავებული ტიპია smile.gif

მეც ბავშვობიდან მქონდა ეგ ოცნება, ასტრიდ ლინდგრენის "ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი" რომ წავიკითხე იქიდან. smile.gif დაბადების დღეზე რომ აჩუქეს ბიჭუნას ..
* * *
QUOTE (korela92 @ 17 Jan 2012, 17:53 )

ხოო მართლა მაგარი სასაცილოები არიან. რამოდენიმე დღის წინ ახალი მეზობელი გადმოვიდა და ტაქსა ყავს, ხოდა მართლა მხიარული ვინმეა. ჩემს ცუგას უყეფდა და ისეთი სასაცილო ხმა ქონდა, წვრილი და თან არ ჩერდებოდა biggrin.gif

განსაკუთრებით ნადირობისას ყეფს თურმე იმდენს რომ სოროდან თავისი ფეხით გამოდის ცხოველი smile.gif))) შეიძლია დიდხანს ყეფდეს და არ დაიღალოს, სოროზე მონადირე ძაღლია და თხრაც ეხერხება, ჯერჯერობით ტახტის გადასაფარებელს თხრის და მალე ნახვრეტს გააკეთებს smile.gif))

მიმაგრებული სურათი
IMG_2024.JPG
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (18) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0584 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]