Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები > ფიზიკოსები ორშაბათს


Posted by: bugler 13 Oct 2017, 22:26
რამდენიმე კვირის წინ, LIGO-სა და VIRGO-ს ერთობლივი მუშაობით გრავიტაციული ტალღები მეოთხედ დავაფიქსირეთ. მათ სამმა ყველაზე გამოჩენილმა ფიზიკოსმა კი ნობელის პრემია აიღო თავიანთი ნაშრომის გამო.

ორშაბათს კი, ისინი გამოაცხადებენ რაღაც ახალს. ამ დიდი აღმოჩენის შესახებ კრინტს არავინ ძრავს. ევროპის სამხრეთულმა ობსერვატორიამ განაცხადა, რომ ეს „უპრეცედენტო აღმოჩენა“ იქნება, ამიტომ, დიდი ალბათობით, ყველანი უნდა გავოცდეთ. LIGO, VIRGO და 70 სხვა ობსერვატორია მსოფლიოს გარშემო ჩაატარებს პრეს-კონფერენციას ერთსა და იმავე დროს.

ამიტომ გადადეთ ყველანაირი საქმე ორშაბათს, 18:00 საათზე. დიდი ალბათობით, ვინც მუშაობთ, ამ დროს საცობში იქნებით, ამიტომ შეგიძლიათ ეს მძიმე ტვირთი ამ აღმოჩენის გამოცხადების სიხარულით გადააგოროთ. პირდაპირ ტრანსლაციას შეგიძლიათ უყუროთ National Science Foundation-ის ან ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის ვებ-გვერდზე.

მანამ, სანამ ამ ტრანსლაციის დრო მოვა, შეგიძლიათ გაეცნოთ გრავიტაციულ ტალღებზე ბლოგს National Geographic საქართველოზე: რა არის გრავიტაციული ტალღა? რატომ არის მათი აღმოჩენა ასეთი მნიშვნელოვანი? რა ახალ გზას გვთავაზობს სამყაროს მათით შესწავლა? და ა.შ.


http://bit.ly/2g9Za2n


იმედია ეთერის არსებობას აღიარებენ.. სხვა არაფერი გამახარებს biggrin.gif

Posted by: არწივი9 14 Oct 2017, 13:17
bugler
QUOTE
იმედია ეთერის არსებობას აღიარებენ.. სხვა არაფერი გამახარებს

გიყვარს ეთერი? old.gif

Posted by: eniqsi 14 Oct 2017, 14:04
QUOTE
რამდენიმე კვირის წინ, LIGO-სა და VIRGO-ს ერთობლივი მუშაობით გრავიტაციული ტალღები მეოთხედ დავაფიქსირეთ.

დაფიქსირდა გრავიტაციული შეშფოთება და არა გრავიტაციული ტალღა. დანარჩენი პიარია სანამ არ იქნება საკმარისი სტატისტიკა და არ მოხდება ერთობლივი დაკვირვება ელექტრომაგნიტურ და ნეიტრინულ არეში.

Posted by: bugler 15 Oct 2017, 10:55
არწივი9
QUOTE
გიყვარს ეთერი?


ჩემი ოცნების ქალია smile.gif

Posted by: grooveco 19 Oct 2017, 18:07
აბა რო გაიხსნა თემა არის რამე სიახლე ?

Posted by: Lilith 19 Oct 2017, 18:33
grooveco
QUOTE
აბა რო გაიხსნა თემა არის რამე სიახლე ?


Posted by: nforumi 21 Oct 2017, 09:15
QUOTE (Lilith @ 19 Oct 2017, 18:33 )
grooveco
QUOTE
აბა რო გაიხსნა თემა არის რამე სიახლე ?


ვინმემ უყურა თავიდან ბოლომდე? იქნებ მოკლედ დაწეროთ რას ამბობენ გარდა იმისა თუ როგორ აღმოაჩინეს ეს ტალღები.


Posted by: asphurcela 21 Oct 2017, 11:40
nforumi
სამსაათნახევრიანი ვიდეოა, ბოლომდე არ მინახავს.
მაგრამ ამბობენ, რომ ნეოტრონული ვარსკვლავების შერწყმის სიგნალი მიიღეს და იმავდროულად ხილული დიაპაზონის ტელესკოპები მიმართეს მოცემული მიმართულებით და სინათლის გამოსხივებაც დააფიქსირეს.
მონაცემების ანალიზით დაადგინეს, რომ 2 ნეოტრონული ვარსკვლავი გაერთიანდა და ბოლოს აფეთქდა და გამოასხივა გამა სხივები.
ასევე ამ გაერთიანებისას სპექტროსოკიული ანალიზით დაადგინეს, რომ ოქრო და პლატინა ფორმირდა ამ აფეთქებისას.
მნიშVნელოვანი მიღწევა ისაა კიდევ, რომ ზუსტად განსაზღვრეს მიმართულება, ანუ ადგილი სადაც მოხდა ეს.

ხო გამომრჩა:
საბოლოოდ დამტკიცდა, რომ გრავიტაციული ტალღების სიჩქარე და სინათლის სიჩქარე ტოლია.
რაგდან გრავიტაციული ტალღები და სინათლის ტალღები ერთდროულად მოვიდნენ რამოდენიმე მილიონი სინათლის წლით დაშორებული ობიექტიდან.

და ასე შემდეგ, ბევრ რამეს ამბობენ კიდევ.

Posted by: Basiani1202 21 Oct 2017, 12:01
asphurcela
QUOTE
გრავიტაციული ტალღები და სინათლის ტალღები ერთდროულად მოვიდნენ რამოდენიმე მილიონი სინათლის წლით დაშორებული ობიექტიდან.

ანუ ისტორიას უყურეს?

Posted by: ლოგიკⒶ 21 Oct 2017, 16:00
ნეტა ის სასტავი რას შვრება ვინც გამწარებული უარყოფდა ფარდობითობის თეორიას? ალბათ ლოცვებს აძლიერებენ სხვა რა დარჩენიათ


p.s.



ისე ეხლა დავფიქრდი ვიდეოში რო ამბობს ვარსკვლავები ტრიალისგან ენერგიას კარგავენ გრავიტაციული ტალღების სახითო და უახლოვდებიან ერთმანეთსო... იგივე ხდება ყველა სისტემის შემთხვევაში დედამიწაც მთვარეც და მზეც გრავიტაციულ ტალღებს უშვებენ ვინაიდან წრიულად მოძრაობენ და კარგავენ ენერგიას არა? მაშინ როდისღაც ყველაფერი უნდა დაეცეს ერთმანეთს... და საინტერესოა სწორ ხაზზე მოძრავი ობიექტი თუ ასხოვებს რაღაცა სახის გრავიტაციულ ტალღებს?

Posted by: asphurcela 21 Oct 2017, 19:41
Basiani1202
QUOTE
ანუ ისტორიას უყურეს?

კი, წარსულს უყურებს ყველა ასტრონომი.

ლოგიკⒶ
QUOTE
და საინტერესოა სწორ ხაზზე მოძრავი ობიექტი თუ ასხოვებს რაღაცა სახის გრავიტაციულ ტალღებს?

სწორზე იმოძრავებს თუ დაკლაკნილზე, მნიშვნელობა აქვს თუ ურთიერთქმედებს რომელიმე გარე ობიექტთან გრავიტაციულად.
ვინაიდან განმხოლოებული ობიექტი არ არსებობს და გვერდს ვერ აუვლის სხვა ობიექტს, ნიშნავს, რომ გრავიტაციულად მოქმედებს გარემოსთან.
და მაშასადამე კარგავს გარკვეულ ენერგიას.
საკითხავია ამ ურთიერთქმედების ენერგია რამხელაა.
როცა ორი მძიმე ობიექტი ახლოსაა ერთმანეთთან და ერთმანეთის ირგვლივ ბრუნავენ, ამ დროს წარმოქმნილი დრო-სივრცის შეშფოთება, ანუ გრავიტაციული ტალღების ინტენსივობა საკმარისად დიდია, რომ დააფიქსირო ხელსაწყოზე.
მოკლედ, იმის თმა მინდა, რომ ნებისმიერი ურთიერთქმედების დროს ხდება ენერგიის გაცვლა, ან გარემოში გამოსხივება. უბრალოდ ზოგი უსაშველოს მცირეა, ზოგი საკმარისად დიდი.

დედამიწაზე გრავიტაციული ტალღების მიმღები იმდენად მგრძნობიარეა, რომ გარეთ მანქანების მოძრაობაც აისახება მასზე. მაგრამ ამას ხმაურში უშვებენ და უგულეგელჰყოფენ. განსაკუთრებით ადვილია ხმაურის გაფილტვრა, როცა რამოდენიმე დეტექორი სინქრონულად აანალიზებს მონაცემებს. ხმაური ერთის მიერ დაფიქსირებული არ ემთხვევა მეორისას და ის იფილტრება. ხოლო კოსმოსიდან მოსული სიგნალი ყველა დეტექტორში ერთნაირია და დროში წანაცვლებული. ეს ინახება და მერე ანალიზდება.

Posted by: eniqsi 21 Oct 2017, 20:28
asphurcela
QUOTE
მონაცემების ანალიზით დაადგინეს, რომ 2 ნეოტრონული ვარსკვლავი გაერთიანდა და ბოლოს აფეთქდა და გამოასხივა გამა სხივები.

ერთი პატარა პრობლემა აქვთ, გამა შეშფოთების ინტენსივობა ნაკლები აღმოჩნდა ვიდრე ვარაუდობდნენ.

Posted by: asphurcela 21 Oct 2017, 20:37
eniqsi
კიუ, თუმცა მაგის წინასწარი სავარაუდო ახსნა ისაა, რომ დედამიწა უბრალოდ არ მოხვსა გამა გამოსხივების მაქსიმალური ინტენსივობის არეში.
ანუ გამა გამოსხივებას სივრცეში ორი უღტიერთ საწინააღმდეგო ტოტი აქვს და მაქსიმუმი მანდ ჯდება.
ამიტომ მომავალი ანალიზი და დაკვირვებაა მაგ არეალის საჭირო.

Posted by: nforumi 21 Oct 2017, 23:35
QUOTE (asphurcela @ 21 Oct 2017, 11:40 )
nforumi
სამსაათნახევრიანი ვიდეოა, ბოლომდე არ მინახავს.
მაგრამ ამბობენ, რომ ნეოტრონული ვარსკვლავების შერწყმის სიგნალი მიიღეს და იმავდროულად ხილული დიაპაზონის ტელესკოპები მიმართეს მოცემული მიმართულებით და სინათლის გამოსხივებაც დააფიქსირეს.
მონაცემების ანალიზით დაადგინეს, რომ 2 ნეოტრონული ვარსკვლავი გაერთიანდა და ბოლოს აფეთქდა და გამოასხივა გამა სხივები.
ასევე ამ გაერთიანებისას სპექტროსოკიული ანალიზით დაადგინეს, რომ ოქრო და პლატინა ფორმირდა ამ აფეთქებისას.
მნიშVნელოვანი მიღწევა ისაა კიდევ, რომ ზუსტად განსაზღვრეს მიმართულება, ანუ ადგილი სადაც მოხდა ეს.

ხო გამომრჩა:
საბოლოოდ დამტკიცდა, რომ გრავიტაციული ტალღების სიჩქარე და სინათლის სიჩქარე ტოლია.
რაგდან გრავიტაციული ტალღები და სინათლის ტალღები ერთდროულად მოვიდნენ რამოდენიმე მილიონი სინათლის წლით დაშორებული ობიექტიდან.

და ასე შემდეგ, ბევრ რამეს ამბობენ კიდევ.

მე თავიდან ვუსმინე ცოტა და თითქმის ყველაფერი ეგ თავიდანვე ითქვა. მერე გადავიდნენ პროცესის აღწერაზე, თუ როგორ მოხდა ეგ ყველაფერი და მერე აღარ მეცალა ... smile.gif


Posted by: ლოგიკⒶ 22 Oct 2017, 00:59
asphurcela
QUOTE
მნიშვნელობა აქვს თუ ურთიერთქმედებს რომელიმე გარე ობიექტთან გრავიტაციულად.

ორი ობიექტის ურთიერთქმედება გასაგებია მაგრამ მე როგორც გავიგე ამ ნეიტრონულმა ვარსკვლავებმა ენერგია იმის გამო დაკარგეს რომ გრავიტაციული ტალღები წარმოიქმნა, კინეტიკური ენერგია გადავიდა გრავიტაციულ ტალღაში რის გამოც მოძრაობის სიჩქარე შეუნელდათ და შესაბამისად მიუახლოვდნენ ერთმანეთს... სამყაროში მაგ ორი ვარსკვლავის გარდა არაფერი რომ არ ყოფილიყო ყველაფერი იგივენაირად მოხდებოდა ეგ ორი ვარსკვლავი ენერგიას დაკარგავდა ამ წარმოქმნილი ტალღების სახით


საერთოდ გრავიტაციული ტალღა როგორ იქმნება უფრო ეს მაინტერესებს აუცილებელია რომ მოძრაობის მიმართულება შეიცვალოს ობიექტმა თუ სწორ ხაზზე მოძრაობისასაც წარმოიქმნება რამე ტალღა? თუ სწორად მოძრაობის დროსაც გვაქ ტალღა მაშინ სამყარო სულ ცარიელი რომ იყოს და ერთი ობეიქტი მიფრინავდეს სადმე, ადრე თუ გვიან დაკარგავს ენერგიას წარმოქმნილი ტალღის სახით და გაჩერდება არა?

Posted by: giorgevich23 22 Oct 2017, 02:50
ამხელა მანძილის გავლის მერე ტალღების დამახინჯება არ ხდება?წარმოიქმნა ტალღა,გაიარა რამდენიმე მილიონი სინათლის წელი და ისევ იმ ფორმით მოვიდა დედამიწამდე?
მაგალითად ერთმა ვარსკვლავმა თუ გამოუშვა რამე ტალღა 100 მილიონი სინათლის ტოლი მანძილიდან,მეორე ვარსკვლავმაც იგივე მანძილიდან იგივე დროს ,ოღონდ სულ სხვა მხრიდან და პირველისგან განსხვავებული ტალღა,ამხელა მანძილის გავლის შემდეგ არ შეიძლება ეს ტალღები იმდენად დამახინჯდეს რომ დედამიწაზე ერთდროულად მოსვლისას ერთმაენეთს მიემსგავსნონ?rolleyes.gif

Posted by: Dirac 22 Oct 2017, 10:03
giorgevich23
QUOTE
ამხელა მანძილის გავლის მერე ტალღების დამახინჯება არ ხდება?წარმოიქმნა ტალღა,გაიარა რამდენიმე მილიონი სინათლის წელი და ისევ იმ ფორმით მოვიდა დედამიწამდე?


გრავიტაციული ტალღაა, რა დაამახინჯებს? ყველაფერთან სუსტად მოქმედებს, ყველაფერს ჩაუქროლებს.

QUOTE
მაგალითად ერთმა ვარსკვლავმა თუ გამოუშვა რამე ტალღა 100 მილიონი სინათლის ტოლი მანძილიდან,მეორე ვარსკვლავმაც იგივე მანძილიდან იგივე დროს ,ოღონდ სულ სხვა მხრიდან და პირველისგან განსხვავებული ტალღა,ამხელა მანძილის გავლის შემდეგ არ შეიძლება ეს ტალღები იმდენად დამახინჯდეს რომ დედამიწაზე ერთდროულად მოსვლისას ერთმაენეთს მიემსგავსნონ?rolleyes.gif


ერთი ვარსკვლავი რა ჩემს ფეხებს გამოუშვებს, ორი ვარსკვავი/შავი ხვრელი რომ ერთმანეთის გარშემო ტრიალებენ, ასხივებენ გრავიტაციულ ტალღას. ეს ხდება წამების განმავლობაში. ანუ ტალღის მოკლე იმპულსი მოდის და გაქრება. წელიწადში რამდენიმე ასეთი ტალღის დაფიქსირებაა შესაძლებელი. რამხელაა შანსი რომ ამ რამდენიმე ნახევარწამიანი იმპულსიდან ორმა ზუსტად ერთდროულად მოაღწიონ დედამიწამდე?



Posted by: nforumi 22 Oct 2017, 10:07
ლოგიკⒶ
QUOTE
საერთოდ გრავიტაციული ტალღა როგორ იქმნება უფრო ეს მაინტერესებს აუცილებელია რომ მოძრაობის მიმართულება შეიცვალოს ობიექტმა თუ სწორ ხაზზე მოძრაობისასაც წარმოიქმნება რამე ტალღა? თუ სწორად მოძრაობის დროსაც გვაქ ტალღა მაშინ სამყარო სულ ცარიელი რომ იყოს და ერთი ობეიქტი მიფრინავდეს სადმე, ადრე თუ გვიან დაკარგავს ენერგიას წარმოქმნილი ტალღის სახით და გაჩერდება არა?

ცარიელ სამყაროში მოძრაობა და გაჩერება რას ნიშნავს? არის რამე განსხვავება მათ შორის?

მე ვფიქრობ გრავიტაციული ტალღა წარმოიქმნება ნებისმიერი მასიური სხეულის აჩქარებისას და მისი სიდიდე პროპორციული უნდა იყოს მასისა და აჩქარების ნამრავლისა.




Posted by: eniqsi 22 Oct 2017, 16:05
nforumi
QUOTE
ცარიელ სამყაროში მოძრაობა და გაჩერება რას ნიშნავს? არის რამე განსხვავება მათ შორის?

ცარიელ (მათემატიკურ) სივრცეში განსხვავება არ არის. რეალურ სივრცეში (გარემოში) ინერციული მოძრაობა ფიქტიურია, ყველა ინერცულად მოძრავი სხეული უძრავია.

Posted by: Dirac 22 Oct 2017, 17:41
nforumi
QUOTE
მე ვფიქრობ გრავიტაციული ტალღა წარმოიქმნება ნებისმიერი მასიური სხეულის აჩქარებისას და მისი სიდიდე პროპორციული უნდა იყოს მასისა და აჩქარების ნამრავლისა.


მართალი ხარ, ოღონდ სისიდეში ალბათ ამპლიტუდას გულისმობ. ტალღის ენერგია მისი კვადრატის პროპორციულია. ელექტრომაგნიტურ ველსა და გრავიტაციულ ველს შორის ზუსტი ანალოგია არსებობს. სუსტი ველისთვის ტალღური განტოლების გამოყვანა შეიძლება რომელიც ელექტრომაგნიტურს ემთხვევა. როცა მუდმივი სიჩქარით გვიახლოვდება სხეული, მისი გრავიტაცია იზრდება მაგრამ ეგ არაა ტალღა. მუდმივი ველი მოძრაობს სივრცეში. აჩქარების დროს მის გარშემო ველი იცვლება და ეს ცვლილება სინათლის სიჩქარით ვრცელდება. განმარტების თანახმა ამას ტალღას ვეძახით.

Posted by: nforumi 22 Oct 2017, 19:17
eniqsi
QUOTE
ცარიელ (მათემატიკურ) სივრცეში განსხვავება არ არის. რეალურ სივრცეში (გარემოში) ინერციული მოძრაობა ფიქტიურია, ყველა ინერცულად მოძრავი სხეული უძრავია.

კი, მეც მაგას ვამბობ.

Dirac
QUOTE
მართალი ხარ, ოღონდ სისიდეში ალბათ ამპლიტუდას გულისმობ. ტალღის ენერგია მისი კვადრატის პროპორციულია. ელექტრომაგნიტურ ველსა და გრავიტაციულ ველს შორის ზუსტი ანალოგია არსებობს. სუსტი ველისთვის ტალღური განტოლების გამოყვანა შეიძლება რომელიც ელექტრომაგნიტურს ემთხვევა. როცა მუდმივი სიჩქარით გვიახლოვდება სხეული, მისი გრავიტაცია იზრდება მაგრამ ეგ არაა ტალღა. მუდმივი ველი მოძრაობს სივრცეში. აჩქარების დროს მის გარშემო ველი იცვლება და ეს ცვლილება სინათლის სიჩქარით ვრცელდება. განმარტების თანახმა ამას ტალღას ვეძახით.

უნდა დამეწერა გარკვეული ხარისხით თქო, რომ ზოგადად სწორი ყოფილიყო smile.gif


Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)