მაიკლი რომ ტომს ესაუბრება თავდასხმის შემდეგ და ოჯახს აბარებს, რამხელა მანუპულაციას ჩადის მაიკლი და მარტო მანდ ჩანს, რა ცივსისხლიანი ნაბიჭვარი გახდა. ტომს სიყვარულს უხსნის- ჩემი ძმა ხარ და ძალიან გაფასებო. თუ დააკვირდებით ტომზე ყველაზე მეტად -ეგ მოქმედებს.
ძალიან უნდოდა ნამდვილ ოჯახის წევრად ეგრძნო თავი და გულისსირღმეში ხვდებოდა კიდეც, რომ ბოლომდე ახლობელი არ იყო კორნეოლეს ოჯახისთვის. მაიკლმა კარგად იცის თუ რა იმოქმედებს ტომზე ყველაზე მეტად და სწორედ იქ ურტყამს )))
ის, მომენტიც რომ დონმა გვარი არ მისცა პატარა ტომს და თქვა: უპატივცემულობა იქნება ტომის მშობლების მიმართო, მე ბლეფი მგონია.
უბრალოდ, ასე ღირსეულად აარიდა თავი მაგ საკითხს, თუმცა ნდობით მაიკლიც ენდობა ტომს და ვიტოც, რადგან იციან, რომ ტომი უმადური არ არის და არ უღალატებს ოჯახს. თავდასხმის მომენტში ყველაზე შეეძლო მაიკლს ეჭვის მიტანა, მაგრამ არა ტომზე.
გასაგებია, რომ ტომს დონად არავინ დანიშნავდა, რადგან არც იტალიელი იყო და მითუმეტეს არც სიცილიელი, მაგრამ ხომ შეეძლო ეფიქრა, რომ ტომმა რაღაცის სანაცვლოდ გაყიდა, თუმცა ეგრე არ იფიქრა.
ჩემი საყავრელი პერსონაჟია ნათლიაში ტომი.
ძალიან გამიტყდებოდა რომ ეღალატა მაიკლისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მაიკლის მიმართ არასოდეს მქონია სიმპათიები, უბრალოდ მაგარი უმადური მასტი გაიჩითებოდა, რადგან რაცარუნდა იყოს უპატრონო ბავშვი მიიღო ოჯახმა და არაფერი მოაკლო და ახლა ბოლომდე თუ ოჯახის წევრად არ თვლიდენ, მაგ მხრივ არ შეიძლება ასე ერთი ხელის აღებით გამტყუნება.
ზოგადად, მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ პირველ და მეორე ნაწილს ტომის თვალით დანახულ ისტორიას ვუყურებთ. თითქოს მაყურებლებს ტომის პერსონაჟი განასახიერებს. ისე მომენტი მევასება კიდე ტომი რომ ტესიოს ეტყვის უარს და როდესაც უყურებს თუ როგორ მიყავთ დასაჯელად ტესიო. რაღაცნაირი სევდა იგრძნობა ტომის გამოხედავაში. სხვათა შორის წიგნში ხშირად აძახებენ ცუდი კონსელიერი ხარო, თუ არ ვცდები მაიკლიც გაჰკრავს მაგ მხრივ კბილს. წიგნში კიდე ის ირლანდიელი პოლიციელი, რომელიც ბარზინის დაბრიდავს კიბეზე საინტერესო პერსონაჟი ჩანს, ხოლო ფილმში მგონი აღარც ჩანს მეორე ნაწილში.
ისე, კლიმენცეს როლის შემსრულებელი რა ახალგაზრდა ყოფილა ( ცოტათი უფროსი იყო ალ პაჩინოზე ) არადა ფილმში ძაან ასაკოვანი ჩანს )))
ამიტომ არ ვარგა სიმსუქნე და დროზე რომ დავემშვიდობე ასწორებს
ფრედოს დაბრედვაზე დავწერე წინაზე და იგვეს გავიმეორებ, მიუხედავად იმისა, რომ პირველად როდესაც ვუყურე ძალიან გავბრაზდი მაიკლზე, საბოლოოდ ვამართლებ მაიკლს მის ადგილას შეძლება მეც ეგრე მოვქცეულიყავი, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ შემწყნარებელი ბუნების ადამიანი ვარ, მაგრამ ამავე დროს სამართლიანი და ჩესნად რომ ვთქვათ, იმსახურებდა ფრედო დაბრედვას. მაგარი უპატიებელი რაღაცა ჰქნა და მაიკლმა უფრო იმიტომ დაბრიდა სასჯელის წინაშე ყველა თანაბარი უნდა იყოს, არ შეიძლება გამონაკლისის დაშვება.
მაგარი პროჭობა ჰქნა ფრედომ. მხოლოდ იმიტომ რომ სულელი იყო არ ეპატიებოდა, მიუხედავად იმისა, ძნელია არ შეგეცოდოს ფრედო.
გენიალური გადაწყვეტილება ფრედოს იმ დონეზე დაბეჩავებული ჩვენება რომ უმრავლესობას მის მიმართ სიბრალულის გრძნობა გაუჩდეს, თან ამავე დროს, აჩვენო რომ მაფიაში სისხლით ნათესაობასაც კაპიკის ფასი აქვს, როდესაც საქმე ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ეხება (არა მხოლოდ მაფიაში ) და ერთი შეხედვით ისეთი ბუნჩულა ტიპი, როგორიც ფრედოა ,შეიძლება ყოვლად მიუტევებელ ღალატზე წავიდეს.
კოპოლამ როგორ სწორად შეარჩია მსახიობები. ალ პაჩინოს აყვანა არ უნდოდა სტუდიას, მგონი სიმაღლის გამო, თუ იმიტომ რომ ნაკლებად სიმპათიურიაო ))) მაგრამ კოპოლამ თავისი გაიტანა. ჯეკ ნიკოლსონს სთავაზობდენ მგონი მაიკლის როლს, მაგრამ იტალეიელი უნდა იყოსოს
დაიჩემა კოპოლამ.