ე.წ. "ბაზრობის" განყოფილების მობილური ტელეფონების ქვეგანყოფილების წესები1. ნებადართულია:1.1. მობილური ტელეფონის, აქსესუარის, მეხსიერების ბარათის და მისთ. ყიდვა/გაყიდვა/გაცვლაზე განცხადების გაკეთება, ახალი ტოპიკის გახსნის გზით;
1.2. გახსნილ ტოპიკში დასახელებული ფასის გარშემო დისკუსია;
1.3. ღია ტიპის შემოთავაზებისათვის განკუთვნილი ტოპიკის გახსნა. მაგ.: "მაქვს 100$, მინდა ნოკია, ვინ რას შემომთავაზებს?"
1.4. (დაემატება მოგვიანებით)
2. აკრძალულია:2.1. სხვის ტოპიკში საკუთარი პროდუქტის ყიდვა/გაყიდვა/გაცვლაზე განცხადების გაკეთება, თუ იგი პირდაპირ და არაორაზრვნად არ ეხება ტოპიკის ავტორს;
2.2. ერთი და იგივე პროდუქტის შესახებ რამდენიმე ტოპიკის გახსნა;
2.3. ტოპიკის სათაურში შემოპატიჟებითი ან შეტყუებითი შინაარსის ფრაზების გამოყენება, როგორიცაა მაგ.: "შემოდით", "მაგარი ვეში", "ყველანი აქეთ", "მინდა რამე კაი ტელი" და ა.შ.;
2.4. ტოპიკში ხსენებული კონკრეტული ტელეფონის, აქსესუარის, მეხსიერების ბარათის და მისთ. განხილვა - ამისათვის უნდა ისარგებლოთ შესაბამისად, კომუნიკაციების ან კომპიუტერული ტექნიკის განყოფილებებით;
2.5. გინება (ნებისმიერი ასოჩანაცვლებული ფორმებითურთ), ოფფტოპიკი და სხვა სარეველა მცენარეული;
2.6. ტოპიკის სათაურის ქვედა ნაწილის გამოყენება ზედა ნაწილში ვერდატეული ტექსტის ჩასაწერად.
3. აუცილებელია:3.1. ყიდვა/გაყიდვა/გაცვლითი ტოპიკის სათაურში მიეთითოს:
ა) მოქმედების ტიპი - "იყიდება", "ვიყიდი" ან "იცვლება/ვცვლი";
ბ) გაცხადებული პროდუქტის ზუსტი დასახელება - მწარმოებელი, მოდელი და ა.შ.;
გ) და მეტი არაფერი.
3.2. ღია ტიპის შემოთავაზების ტოპიკის სათაურში მიეთითოს:
ა) თანხის ზუსტი ფარგლები - "არაუმეტეს 200$";
ბ) მაქსიმალურად ზუსტად თუ რა პროდუქტის მიღებაა ჩაფიქრებული ამ თანხად - "2MPX კამერიანი ტელეფონი";
გ) და მეტი არაფერი.
3.3. სხვა ნებადართული შემოთავაზებების ტოპიკის სათაურში მაქსიმალურად გასაგებად უნდა იყოს მითითებული შეთავაზებული პროდუქტი.
3.4. ზოგიერთი პროდუქტისათვის შეიძლება შეიქმნას ერთიანი ტოპიკი, სადაც თავს მოიყრის ყველა განცხადება. ასეთი ტოპიკი აიპინება, ხოლო მასში გაკეთებული განცხადებებისათვის იმუშავებს იგივე წესები, რაც დამოუკიდებელი ტოპიკების სათაურებისთვის - ანუ, პოსტის დასაწყისში უნდა მიეთითოს ყველა სავალდებული ინფორმაცია.
4. ასევე:4.1. წესები სავალდებულოა;
4.2. წესების დარღვევა ისჯება ფორუმის არსებული წესებით;
4.3. ქვეგანყოფილების ყველა ბინადარმა ვცეთ ერთმანეთს პატივი;
4.4. გენიოსების ადგილი მეცნიერებათა აკადემიაშია - ამ ქვეგანყოფილებაში ყველამ ყველაფერი არ ვიცით და რაღაცის სხვისგან გაგებაც გვინდა.
5. კინაღამ დამავიწყდა:5.1. წესები ძალაში შედის პირველი თებერვლიდან - მანამდე შეგვიძლია რაიმე დავამატოთ, მუხლები დაზუსტდეს და ა.შ.
Davidco-Moderatorთბილისის ფორუმიVersion: 1.0
Last reviewed: 24.01.07