Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ბიზნესი და ეკონომიკა > 20k რა ბიზნესის დაწყება შეიძლება დღეს?


Posted by: Opana 19 Jun 2019, 21:26
20k ან 25 000$- ით რა შეიძლება რო გააკეთო წლიური მოგება რო მიიღო მინიმუმ 12% -15 %, (ბანკისგანაც რო ისესხო მაქსიმუმ 80 000$ საჭიროების შემთხვევაში)
* * *
ან ვინმეს ხომ არ გჭირდებათ ფინანსები საქმეში ?დაგაფინანსებთ თუ იქნება საინტერესო ჩემთვის და ამავდროულად უსაფრთხო .( დაცული ინვესტიცია)
* * *
ისეთი სერიოზული რაღაც მოვიფიქრე გაკვირვებული ვარ. 50%მოგება. რისკი 0%. ამ იდეჲსთვის მხოლოდ 4 საათი დავკარგე. პს. შეიძლება დავფიქრდე ამ იდეეის გაყიდვაზე : D vxumrob

Posted by: zazmena12 26 Jun 2019, 11:17
ინტერნეტ კაფე გააკეთე კომპიუტერებით ოღონდ მარტო PS4 და Xbox ები არ დადგა. სადმე კარგ ადგილას გააკეთე და ამუშავებ უეჭველი.
ან ბინა იყიდე პატარა და გააქირავე smile.gif

Posted by: სნუპ დოგი 26 Jun 2019, 12:56
Opana
პს4 და xbox one იყიდე და გახსენი ინტერნეტ კაფე. ოღონდ ყველგან რომ ღირს 1 საათი 4 ლარი. შენ ერთი საათი 3 ლარად გქონდეს და ყველა შენთან მოვა.

Posted by: Opana 26 Jun 2019, 21:24
ინტერნეტ კაფე კარგი იდეაა. ადგილი გინდა ალბათ ,, აეროპორტში თუ გაამართლებს ?? საინტერესო იქნება თქვენი აზრი დღეს ყველას აქვს ტელეფონები, პლანშეტები..
* * *
user posted image 5 ლ რო ღირდეს 1 სთ

Posted by: kshaneli 27 Jun 2019, 12:46
1 საატი ხუთი ლარი რაში უნდა ვიხადო? სონი 2 რომ იყო გამოსული 50 თეთრს ძლივს იხდიდნენ და 5 ლარი რა უბედურებაა ხბოქსისტვის, განვიტარებული ტექნოლოგიის პირობებში

Posted by: ZSU-23-4 27 Jun 2019, 12:52
QUOTE
20k ან 25 000$- ით რა შეიძლება რო გააკეთო


LC200 მიყიდო და მაჩუქო დაბადების დღეს user.gif

Posted by: kshaneli 27 Jun 2019, 12:53
მე გირჩევდი უძრავი ქონება იყიდო და გააქირავო

Posted by: ladusha2 27 Jun 2019, 17:26
რაის ინტერნეტ კაფე ყველგან WIFI-ია მათ შორის აეროპოტრში. თხილი იყიდე აგვისტოში მოსავალზე და სექტემბრის ბოლოდან ყიდე ნელ-ნელა. ან მანქანები იყიდე ეკონომიური და აქირავე. ყველას ჯობია წახვიდე და ისაწვალო ,კვალიფიკაცია აიმაღლო მაგ თანხით და აქ ან სხვგანა იშოვო უკეთესი სამსახური.

Posted by: seito_i 5 Jul 2019, 02:15
კარგი რჩევების დიდი იმედი მაინცდამაინც ნუ გექნება აქ smile.gif) ყველას ვისაც კი ბიზნესის რამე გაგვეგება, უამრავი კარგი იდეა გვაწუხებს, მაგრამ მათი გაზიარებისგან ბუნებრივია თავს შევიკავებთ, ლოგიკურია არა? მოვა დრო და ჩვენვე მოვკიდებთ საკუთარ იდეებს ხელს.
ისე კი ერთს ვიტყვი, ბიზნესს კაპიტალზე მეტად კარგი იდეა სჭირდება.
ჩემი ბიზნესი დავიწყე 60 ლარით, ზუსტად. 6 თვის მერე ყოველთვიურად 2-3K მაქვს მოგება+ განუსაზღვრელი პერსპექტივა, როგორ? სწორი იდეით (შრომასთან ერთად რათქმაუნდა). ამიტომაც, კარგად დაფიქრდი, რისი კეთება შეგიძლია, რა მოგწონს, რისი ინტერესი გაქვს... აწონ-დაწონე პერსპექტივები და ისე მიიღე გადაწყვეტილება. ის ბიზნესი სადაც შეიძლება სხვა წარმატებული იყოს, შენ შეიძლება არ გამოგივიდეს და პირიქით... გარანტირებული მოგება მხოლოდ ბინის გაქირავება თუ იქნება, მაგრამ არის ეგ ბიზნესი? სადაც ბევრ ენერგიას, ფულს ხარჯავ და რეალურად ყოველწლიურად 6% თუ გექნება მოგება დახარჯული თანხის.
მეტი ფანტაზია მეგობრებო smile.gif

Posted by: Garsevanishvili 5 Jul 2019, 11:26
20კ რეალურად ბიზნესს ვერ დაიწყებ ნუ კევების ბიზნესს თუარ ჩავთვლით

Posted by: donika1 5 Jul 2019, 13:14
20k კარგა ბლომად ჩამოიტან ჩინეთიდან პროდუქციას და კარგ მოგებას ნახავ აქ.

Posted by: Garsevanishvili 5 Jul 2019, 13:47
QUOTE (donika1 @ 5 Jul 2019, 13:14 )
20k კარგა ბლომად ჩამოიტან ჩინეთიდან პროდუქციას და კარგ მოგებას ნახავ აქ.

რა პროდუქცია უნდა ჩამოიტანო ჩინეთიდან რო აქ კარგა მოგება ნახო ?

Posted by: donika1 5 Jul 2019, 15:30
Garsevanishvili
ბაზრის შესწავლა უნდა, რა არის გაყიდვადი პოპულარული და ა.შ. შანსი არაა რომ თავიდანვე დიდი მოგება ნახო, სანამ ხალხის ნდობას არ მოიპოვებ, დღესდღეობით კარგად მუშაობენ ოპტავშიკები. უნდა გადახედო აქ რა არის მოთხოვნადი და ეძებო ჩინეთში, პირველად ჩასვლა ჯობია რომ და დაბალ ფასში იყიდო.

Posted by: Opana 5 Jul 2019, 17:33
მაგრად გაუფასურდა ფული, რამოდენიმე წლის წინ ბევრი მწვანე იყო არადა 20 კ . აქციებში თუ ჩადებ და გაგივარდება გამოიცნობ ..მზარდ კომპანიას. ამაზე უკეთესი რავი ვერ ვფიქრობ, user posted image
rolls-royce holdings plc rllcf აქციების ვარდნაც აარა ადვილი საყურებელი
* * *
................
user posted image
* * *
user posted image
.....................
* * *
QUOTE (seito_i @ 5 Jul 2019, 02:15 )

ჩემი ბიზნესი დავიწყე 60 ლარით, ზუსტად. 6 თვის მერე ყოველთვიურად 2-3K მაქვს მოგება+ განუსაზღვრელი პერსპექტივა,
          როგორ?           სწორი იდეით (შრომასთან ერთად რათქმაუნდა). სადაც ბევრ ენერგიას, ფულს ხარჯავ და რეალურად ყოველწლიურად 6% თუ გექნება მოგება დახარჯული თანხის.
მეტი ფანტაზია მეგობრებო smile.gif

ესეთი მამალი ტყუილი პირველად არ მომისმენია )) მეტი დეტალები მოგვაწოდე 60 ლ-ით დაწყებულ ბიზნესზე wink.gif მეორე აბზაცში გეთანხმები რეალურად 6 % ზე მეტ მოგებას ვერ დააწერინებ ბინის ქირას... yes.gif yes.gif

Posted by: seito_i 5 Jul 2019, 19:08
QUOTE
სეთი მამალი ტყუილი პირველად არ მომისმენია )) მეტი დეტალები მოგვაწოდე 60 ლ-ით დაწყებულ ბიზნესზე  მეორე აბზაცში გეთანხმები რეალურად 6 % ზე მეტ მოგებას ვერ დააწერინებ ბინის ქირას...   

მეგობარო, შენ თუ საკმარისი ნიჭი და ჭკუა არ გაქვს ეს რომ გააკეთო, სხვა ადამიანს რომელსაც არ იცნობ, მატყუარა არ უნდა უწოდო, როგორც მინიმუმ უტაქტობაა ეს. მეტი დეტალები არა ტოროლა, ბიზნეს გეგმებს ჩამოვწერ აქ smile.gif)

Posted by: Opana 5 Jul 2019, 20:49
seito_i
მაგხელა შემოსავალი პატიოსანი გზით გამორიცულია: შანსი "ლიმონში ერთია" მითუმეტეს საქართველოში . და შენ თუ მაქინაციებით მოკლე დროში მაგას ნიჭით და ჭკუით აპრავებ კაი. სხვის უბედურებაზე ბიზნესი არ მინდა. )) 10 დან 11 ადამიანს ტყუილად მოეჩვენება მატყუარა არა ხარ. არც მართალი : )
* * *
60ლ ჩადე + შრომა = 10 000% მოგებას მალადეც გადადგეს ნაძირალა ბახტაძე user posted image

Posted by: ნაკო 5 Jul 2019, 21:08
QUOTE (seito_i @ 5 Jul 2019, 02:15 )

ჩემი ბიზნესი დავიწყე 60 ლარით, ზუსტად. 6 თვის მერე ყოველთვიურად 2-3K მაქვს მოგება+ განუსაზღვრელი პერსპექტივა, როგორ? სწორი იდეით (შრომასთან ერთად რათქმაუნდა).

როგორი ძვირფასია ჩემთვის ახლა 60 ლარი. ჰაერივით საჭირო cry.gif

Posted by: seito_i 5 Jul 2019, 23:08
QUOTE
მაგხელა შემოსავალი პატიოსანი გზით გამორიცულია: შანსი "ლიმონში ერთია" მითუმეტეს საქართველოში . და შენ თუ მაქინაციებით მოკლე დროში მაგას ნიჭით და ჭკუით აპრავებ კაი. სხვის უბედურებაზე ბიზნესი არ მინდა. )) 10 დან 11 ადამიანს ტყუილად მოეჩვენება მატყუარა არა ხარ. არც მართალი : )

აი შენ რა იცი როგორ შეიძლება საქართველოში ფულის შოვნა და რამდენი კაპიტალით, რამდენი მცდელობა გქონია ბიზნესის დაწყების სულ? რახან არ გამოგივიდა ე.ი. სხვებიც ვერ შეძლებენ ხომ? ადამიანის ინსტიქტია ეს, საკუთარი წარუმატებლობა სხვა ფაქტორებს გადააბრალოს. კარგი გეტყვი როგორც დავიწყე, გამოვიწერე რამდენიმე (3) მუსიკალური ინსტრუმენტის მასალა, გავაკეთე და გავყიდე 4-ჯერ ძვირად, ასე და ამგვარად რამდენიმე ეტაპის შემდეგ ავედი შედარებით მსხვილ ბრუნვაზე, ეხლა საერთაშორისო ბაზარზე ვაპირებ გატანას და კარგ მოგებას ველოდები იქედან. დიახ, ეს ყველაფერი დავიწყე 60 ლარით და საკუთარი ნიჭით/ცოდნით, შავ და მამაძაღლურ საქმიანობას ხედავ აქ სადმე?

Posted by: Opana 6 Jul 2019, 00:36
...................................

Posted by: seito_i 6 Jul 2019, 00:45
QUOTE
ეგობარო ეგ ბიზნესი შემთხვევით 2012 ის მერე ხო არ გაქ დაწყებული?

7-8 თვეა რაც დავიწყე, თუმცა გრიგოლიჩი აქ არაფერ შუაშია, ის 60 ლარი მისთვის არ გამომირთმევია
QUOTE
პროსტა მოგვარე?

არა მარტო მოგვარე, ნათესავია და როგორც შენ გაქვს ურთიერთობა ისე მაქვს მეც. ზოგადად ძაან იაფფასიანი ლაპარაკი მგონია, რასაც ეხლა აკეთებ ამიტომაც დაგემშვიდობები.

Posted by: MrPenguin 6 Jul 2019, 01:56
QUOTE (Opana @ 5 Jul 2019, 17:33 )
მაგრად გაუფასურდა ფული, რამოდენიმე წლის წინ ბევრი მწვანე იყო არადა 20 კ . აქციებში თუ ჩადებ და გაგივარდება გამოიცნობ ..მზარდ კომპანიას. ამაზე უკეთესი რავი ვერ ვფიქრობ, user posted image
rolls-royce holdings plc rllcf აქციების ვარდნაც აარა ადვილი საყურებელი
* * *
................
user posted image
* * *
user posted image
.....................
* * *
QUOTE (seito_i @ 5 Jul 2019, 02:15 )

ჩემი ბიზნესი დავიწყე 60 ლარით, ზუსტად. 6 თვის მერე ყოველთვიურად 2-3K მაქვს მოგება+ განუსაზღვრელი პერსპექტივა,
          როგორ?           სწორი იდეით (შრომასთან ერთად რათქმაუნდა). სადაც ბევრ ენერგიას, ფულს ხარჯავ და რეალურად ყოველწლიურად 6% თუ გექნება მოგება დახარჯული თანხის.
მეტი ფანტაზია მეგობრებო smile.gif

ესეთი მამალი ტყუილი პირველად არ მომისმენია )) მეტი დეტალები მოგვაწოდე 60 ლ-ით დაწყებულ ბიზნესზე wink.gif მეორე აბზაცში გეთანხმები რეალურად 6 % ზე მეტ მოგებას ვერ დააწერინებ ბინის ქირას... yes.gif yes.gif

მე დავიწყე ბიზნესი 5 წლის წინ 50 ლარად . ეხლა თვეში მოაქვს 6 კ მდე
1 წელიდაში მოქონდა 1-2 კ ) როცა ლარი ლარობდა.

ეგ მეც მაინტერესებს ბირჟAზე ვაჭრობა , ) სანდო საიტს ხო ვერ მირჩევ?

Posted by: Opana 6 Jul 2019, 19:56
user posted image
ვისაც ეროვნული ბანკის ლიცენზია აქ წესით ის კომპანიები არიან სანდო. იყო ერთი ფაქტი: ქონდა ლიცენზია პირამიდა აღმოჩნდა. ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვხოვრობთ არ გამიკვირდება ეს კომპანიებიც პირამიდა აღმოჩნდეს

Posted by: RadioShack 7 Jul 2019, 11:42
seito_i
60 ლარის თესლი იყიდე და დათესე და ეხლა მოსავალს ყიდი? biggrin.gif


60 ლარით რეალურად არდაგიწყია სავარაუდოდ სხვა დაბანდებაც არის რასაც არ აღიქვამ ხარჯებად რადგან ან ისედაც გქონდა ან ვიღაცამ გათხოვა ან მსგავსი რაღაცეები

Posted by: loma318 13 Jul 2019, 11:31
Opana
Opana
Opana
შენი საკონტაქტო მომწერე პმ-ში, თუ სერიოზულად ხარ დაინტერესებული სერიოზულ საქმეში ფულის ჩადებით

Posted by: Opana 14 Jul 2019, 01:09
loma318
აღარ ვარ დაინტერესებული.( აქციებში დავაბანდე )

Posted by: ladusha2 15 Jul 2019, 11:45
Opana

საწერე მერე შედეგები, ეგება ავამუშაოთ ეგ საქმეsmile.gif

Posted by: guroguroguroguro 20 Jul 2019, 05:27
ბიტკოინები იყიდე.რო დაიწევს იყიდე.რო აიწევს გაყიდე smile.gif

Posted by: Oldmak888 10 Sep 2019, 21:48
Opana
აქციებში,რომ დააბანდე გააქვს რამე შედეგი ?
აქციებში დაბანდებაზე მეც ვფიქრობ და რჩევებს გავითვალისწინებდი...

Posted by: Iaraj7 11 Sep 2019, 10:07
Oldmak888
კაიფობთ ხო? რომელ აქციებში დაბანდებაზე ბაზრობთ? biggrin.gif DDDD

Posted by: Oldmak888 11 Sep 2019, 15:19
Iaraj7
ჰოდა მე აზზე არვარ და აქ იყო ნათქვამი აქციებზე თანხის ჩადებაზე და მაგიტომ ვიკითხე.

Posted by: ჩხრამბურთლაძე 11 Sep 2019, 19:29

მცირე ბიზნესის დაწყება შეგიძლია, ბოლომდე რომ გამართო რათქმაუნდა არ გეყოფა ეს თანხვა, ყიდულობ როსტერს , ყავის მოსახალ აპარატს, შემდგომ უგანდიდან შემოგაქ პორტში მოუხალავი მწვანე ყავა , ყავას ხალავ ცალკე კომპანიებისთვის, ყველას თავისი გემოს ყავა ექნება სხვებისგან განსხვავებული, უბრალოთ რომ მოხალო ერთ გემოზე და ასე პროვინციულათ რომ მიუდგე არაფერი არ გამოგივა, ბარისტა გჭირდება ან თვითონ უნდა მიიღო განათლება სადმე პროდაქშენს ეწვიო უცხოეთში .]
2) ინტერნეტ მაღაზია-ამაზონის მსგავსი ქართული.<<<<ამაზე ნაღდად არ გეყოფა არც თანხა არც ცოდნა არც მენეჯერობის უნარი
3) ავტოასამრეცხაო თვითმომსახურების , სადაც წუთი 50 კაპიკი ღირს, ყველა ტაკსისტი მანდ მოვა ) , ამაზეც არ გეყოფა თანხა.
4) თუ ახალგაზრდა ხარ, კრეატიული ხარ, ფესტივალი მოაწყვე, ელექტრო მუსიკასთან დაკავშირებული, ეს თანხა ,აპარატურის არენდაზეც უნდა გეყოს + რეკლამაზეც, ნაკლებიც დაგიჯდება, მოძებნე ორანიზატორები და დაელაპარაკე ,თუ სანდო პიროვნება არის, ხელშეკრულება გააკეთეთ .
5) აქ ესეთ იდეებს როგორც მე დაგიწერე,არ ელოდო სხისგან. აქ ხალხი კურდღლის ფერმებზე საუბრობს კიდე.
p.s იუთუბის გაქ იქ დასერჩე თითქმის ყველა ბიზნესის ლაიFხაკია

Posted by: Oldmak888 11 Sep 2019, 20:00
ჩხრამბურთლაძე
გამარჯობა მეგობარო,თუთუნზე ხომ ვერაფერს მეტყვი?ოღონთ 10 000 ლარის ფარგლებში შესაძლებელია ხო?
10 000 დ გამდიდრება მინდა მეთქი არა უბრალოდ 300 ლარიც,რომ მქონდეს ყოველთვე მოგება მე დამაკმაყოფილებს თან ეს 10 000 იც,რომ არდამეხარჯოს,რაიმე მსგავსი ხომარიცი ?

Posted by: უძინარი 11 Sep 2019, 20:23
თუ ბევრ პროცენტებს არ ითხოვთ, 10 000 ლარში(ან შესაბამის დოლარში) 1 წლის მერე მოგცემთ 12 000 ლარს და პლიუს რა საქმისთვისაც მინდა, იმ საქმის შემოსავლის 10 %(ეს შეიძლება ან ცოტა იყოს, ან ბევრი).

გარანტია და თავდები იქნება 100%, ფულის დაკარგვის 0% შანსით.

QUOTE
20k რა ბიზნესის დაწყება შეიძლება დღეს?


საერთოდ უნდა იცოდეთ, რომ არ არსებობს ბიზნესი, რომელსაც უბრალოდ დაიწყებ და გაამართლებს. ის საქმეც კი, რომელიც ეხლა ამართლებს, აუცილებლად გადავა წამგებიან ფაზაში.

ამართლებს მხოლოდ ის საქმე, სადაც სხვებთან შედარებით ერთი კოზირით მეტი მაინც გიჭირავთ, მაგალითად დიდი ცოდნა ამ საქმეში, ან უფასო ფართი, ან კაი ადგილი, ან მაგარი ჭკვიანური ბიზნეს-სქემა, ან ბლომად ფული, ან ექსკლუზიური მომწოდებელი, ან ვირივით მუშაობა. უამრავი საქმე მიცდია და დამიჯერეთ რასაც ვამბობ.

ეს ერთი კოზირი ყველა ბიზნესს მომგებიანს ხდის.

ახლა დაფიქრდით, გაქვთ რამე კოზირი?

კოზირის გარეშე საქმე არ დაიწყოთ, თუნდაც დღეს კაი მომგებიანი იყოს, აიღეთ და ბანკს მიეცით, ბანკს უამრავი კოზირი აქვს.

Posted by: ჩხრამბურთლაძე 11 Sep 2019, 21:24
QUOTE (Oldmak888 @ 11 Sep 2019, 19:00 )
ჩხრამბურთლაძე
გამარჯობა მეგობარო,თუთუნზე ხომ ვერაფერს მეტყვი?ოღონთ 10 000 ლარის ფარგლებში შესაძლებელია ხო?
10 000 დ გამდიდრება მინდა მეთქი არა უბრალოდ 300 ლარიც,რომ მქონდეს ყოველთვე მოგება მე დამაკმაყოფილებს თან ეს 10 000 იც,რომ არდამეხარჯოს,რაიმე მსგავსი ხომარიცი ?

თუთუნის ფასები ნამდვილათ არ ვიცი, რამდენი გეყოფა, თუთუნს თუ შემოგაქ ,აქციზი არ ვიცი თუ არის საჭირო , თუ არ არის საჭირო შეგიძლია დაიწყო იმით რა შესაძლებლობაც გაქვს, პერუში იზრდება ესეთი თამბაქო სახელათ მაპაჩო, ესეც შეგიძლია განიხილო. ზოგადად მე თუ მკითხავ, თუთუნის ერთ ჯერადი ფილტრიანი ღერები და შესახვევი ქაღალდიც რომ შემოიტანო არც ეს იქება ურიგო. ამ ეტაპზე მაგ თანხას რაც შენ ახსენე, შეგიძლია ცადო, დღევანდელ დღეს ეს არესერიოზული თანხაა ბიზნესის დაწყებისთვის, შეგიძლია პირველი წელი იმუშაო მოგების გარეშე და ათი ათასი აქციო 30 ათ ათასათ.

Posted by: Oldmak888 12 Sep 2019, 01:09
უძინარი
ანუ იპოთეკას გულისხმობ მეგობარო თუ რას მაინც ვერმივხვდი ?

Posted by: უძინარი 12 Sep 2019, 02:57
Oldmak888
QUOTE
იპოთეკას გულისხმობ მეგობარო თუ რას მაინც ვერმივხვდი ?


ვისესხებ ფულს, რომლის გარანტიაშიც საქმეც ჩაიდება, ჩემი პასუხისმგებლობაც და პლიუს თავდებიც.

ანუ ფულის დაკარგვის 0%-იანი შანსი იქნება.

რაც შეეხება საქმეს, თუ ვინმეს აინტერესებს მომწერეთ და გეტყვით რაც არის. ჩემი გათვლებით მალე გავა კაი მოგებაზე, რადგან ფული სწორედ რეკლამისთვის და საქმის დასაქოქად მჭირდება. თუ არ გავა და არც ეგ იქნება თქვენი პრობლემა.

QUOTE
300 ლარიც,რომ მქონდეს ყოველთვე მოგება მე დამაკმაყოფილებს


საქმეს ხელს თუ მოკიდებ, ან წააგებ და ან მოიგებ, რა შუაშია 300 ლარი, მე არ გამიგია ურისკო ბიზნესი.

გარანტირებული მოგება თუ გინდა, ან ბინა უნდა იყიდო, ან მიწა, მერე კი გააქირავო. ასე ცოტას მოიგებ მაგრამ წაგება გამორიცხულია. რეალურად ეს ბიზნესი არც არის, ეს კაპიტალის შენახვაა, ბიზნესში ყოველთვის რისკია.

Posted by: Iaraj7 13 Sep 2019, 09:47
Oldmak888
36% იანი წლიური მოგება არააა ცოტა.

ცოტა რთულია........

Posted by: უძინარი 13 Sep 2019, 21:18
QUOTE
36% იანი წლიური მოგება არააა ცოტა.


თუ უშრომელად გინდა ძალიანაც ბევრია.

თვეში 300 ლარი რომ დარჩეთ, ხალხი 50 000 ლარიან ბინას ყიდულობენ და მერე 300 ლარად აქირავებენ.

Posted by: diversified 21 Sep 2019, 14:15
QUOTE
ესეთი მამალი ტყუილი პირველად არ მომისმენია )) მეტი დეტალები მოგვაწოდე 60 ლ-ით დაწყებულ ბიზნესზე  მეორე აბზაცში გეთანხმები რეალურად 6 % ზე მეტ მოგებას ვერ დააწერინებ ბინის ქირას... 


მე მქონია თაბაშირების ბიზნესი 14 წლის ასაკში 200 ლარით დავიწყე და ყოველ თვე ათასი ლარი სუფთა ჯიბეზე მედო :დ 2კ -ც გამიკეთებია მაგრამ იშვიათად
* * *
რაც შეეხება ინვესტიციას აქციებში გრძელვადიანს ვგულისხმობ სრული კრახია განსაკუთრებით ამ პერიოდში როცა ფედ ბანკი სავარაუდოდ საპროცენტო განაკვეტის შემცირების ციკლში გაება და სავარაუდოდ კრიზისი გველის ახლო მომავალში ამავდროულად ბაზარს უკვე ალგოები ეგრედ წოდებული ბოტები განაგებენ რომლებიც 1 ტიკიანი მოძრაობითაც კი კმაყოფილდებიან და სრულიად არ აინტერესებთ გრძელვადიანი პოზიციები ჩემი აზრით ამ ბოლო პერიოდში ბაზრის სტრუქტურა იმდენად იცვლება განსაკუთრებული ზეგავლენა კრიპტო ნაგავმა იქონია მაგრამ მაინც შეცვალა სტრუქტურა გირჩევთ სკალპინგით ანდ დეი თრეიდით დაკავდეთ ვიდრე დივინდენტებს სდიოთ კომპანიებში ჯერ მარტო იმიტომ რომ ნამდვილ ბირჟაზე რომ შეიძინო ის ოდენობა რომ რამე იხეირო დიდი კაპიტალი გჭირდება და ასევე რთულად ამოსაცნობი ხდება დროთა განმავლობაში რომელი გაიბერება და რომელი გასკდება ისევ ვალუტებს დაეჯახეთ და ოქრო ვერცხლს ეს ბოლო ორი მეტალი რამოდენიმე წელიწადში შესაძლოა შემდეგ წელსაც ბიტკოინივით გაიბეროს რადგან ყველაზე დიდი კრიზისი გვაქვს თვალთახედვაში ტრეიდერებს ახლო მომავალში რაც ოქროს ერთადერთ საყრდენად აქცევს ყველა fiat ვალუტებში <3
* * *
ხო და თუ გინდა ეგ 20კ მე მომეცი საინვესტიციო კომპანია ჩამოვაყალიბოთ და მე გავუკეთებ მენეჯმენტს :დ :დ

Posted by: Saturnus 21 Sep 2019, 15:30
Oldmak888

ბინა აიღე გირით, ისე რო მეპატრონე ცხოვრობდეს და ყოველთვე პროცენტი გამოგივა 300 ლარი სადღაც yes.gif ყველაზე მარტივი ეგ არის და რისკებიც ძალიან დაბალია

Posted by: USER001 21 Sep 2019, 19:19
QUOTE (Saturnus @ 21 Sep 2019, 15:30 )
Oldmak888

ბინა აიღე გირით, ისე რო მეპატრონე ცხოვრობდეს და ყოველთვე პროცენტი გამოგივა 300 ლარი სადღაც yes.gif ყველაზე მარტივი ეგ არის და რისკებიც ძალიან დაბალია

არ გადაიხდის მეპატრონე და სდიე მერე 2kiss.gif


კარგად ჩაეძიეთ მაგ საკითხს და ნახავთ რომ წლების განმავლობაში გიწელება სასამართლოები.

Posted by: Saturnus 21 Sep 2019, 21:57
USER001

და რა სახის გირავნობაზეა ლაპარაკი? შენ კარგად ჩაეძიე? დააკონკრეტე მაშინ და აგვიხსენი წლები რატო გაიწელება სასამართლოები ბინაზე რომელიც იმ ადამიანის სახელზეა ვინც იგირავა და უფლება აქვს გაყიდოს ეგ სახლი.

Posted by: FDA 21 Sep 2019, 22:06
ჩვენი ბიზნესი არის დღეს ყველაზე მოთხოვნადი და აღმავალი საქართველოში, უვადოა თან.
მე არ ვარ საქარტველოსი და ვერ ვაქცევ ყურადრებას, ასე რომ ისარგებლეთ ბატონო და დამიკავშირდით

Posted by: USER001 21 Sep 2019, 22:48
QUOTE (Saturnus @ 21 Sep 2019, 21:57 )
USER001

და რა სახის გირავნობაზეა ლაპარაკი? შენ კარგად ჩაეძიე? დააკონკრეტე მაშინ და აგვიხსენი წლები რატო გაიწელება სასამართლოები ბინაზე რომელიც იმ ადამიანის სახელზეა ვინც იგირავა და უფლება აქვს გაყიდოს ეგ სახლი.

ე.წ.
გამოსახლებაზე გსმენია რამე?
გამოსახლებაზე რომ უნდა მიმართო სასამართლოს იცი?
აღარაა საპოლიციო გამოსახლება რომ დაადგებოდნენ და გამოყავდთ გარეთ.ახლა სასამართლოს გადაეცემა.

Posted by: Saturnus 21 Sep 2019, 23:35
USER001

ანუ ჩემ სახელზე გაფორმებულ სახლში რო ვინმე ძალით ჩამისახლდეს სასამართლოს უნდა მივმართო და წლები ველოდო?

Posted by: USER001 21 Sep 2019, 23:54
QUOTE (Saturnus @ 21 Sep 2019, 23:35 )
USER001

ანუ ჩემ სახელზე გაფორმებულ სახლში რო ვინმე ძალით ჩამისახლდეს სასამართლოს უნდა მივმართო და წლები ველოდო?

შემოვლენ უფრო კომპეტენტური პირები და დაწერენ.

იყო ფორუმზე სამართლის განყოფილებაში მსგავს თემა და ბოლოს გაირკვა რომ სასამართლოს უნდა მიმართო რომ გაასახლონ. lol.gif

Posted by: ironshota 22 Sep 2019, 12:35
20K გააჩნია რის მიმართ გაქვს ინტერესები, რა სფერო გაინტერსებს...

აქ ყველა იმას დაგიწერს რაც თვითონ იციან...


მაგ, მე მანქანების ჩამოვყვანდი, აქ პატარა პროფილაქტიკას გავაკეტებდი და ზოგადად ავტო ბიზნეს წამოვიწყებდი...

იმიტომ რომ უკვე ვიცი ეს საქმე ( მართალია ახლა თავი დავანებე)

პირველი ნაბიჯებია ბიზნესის რა საქმესაც იწყებ თავად დაიწყე საქმეე ნულიდან ფულის გარეშე...

აქ დაგიწერენ ინტერნეტ კაფე, ავტო ბიზნესი, სასტუმრო, კაფე ბარი....

და პირველი ნაბიები იქნება ამ რომელიმე სფეროდან ნულიდან დაიწყებ თუნდაც დამლაგებლიდან მუშაობას....

ამით შენ ისწავლი როგორ იმართება საქმე...

თორემ ნებისმერ სფეროში რაც არ იცი ეგ 20 K არ გეყოფაა და კედელს დაეჯახები, ისე დაგეფანტება ეგ ფული აზრზეც ვერ მოხვალ ....


Posted by: თენგო 26 Sep 2019, 23:53
https://forum.ge/?f=41&showtopic=35111458




...................

Posted by: GEORGIA007 27 Sep 2019, 09:52
QUOTE
ჩემი ბიზნესი დავიწყე 60 ლარით, ზუსტად. 6 თვის მერე ყოველთვიურად 2-3K მაქვს მოგება+ განუსაზღვრელი პერსპექტივა, როგორ? სწორი იდეით (შრომასთან ერთად რათქმაუნდა).

60 ლარიდან ყოველთვე 2-3 К რაღაც არარეალურია 10000 % ზრდა 6 თვეში

Posted by: yobo 30 Sep 2019, 16:20
დღევანდელი 20კ ლარი არაფერია საერთოდ.

Posted by: night-blue 30 Sep 2019, 19:17
ხუმრობთ? 20კ $?


იბეიდან იმდენ ტელეფონს გამოვწერ თვეში მინიმუმ 1000$ მოგებაში გავალ.

თუ ვინმეს გაქვთ ფული და არ იცით ეს როგორ გააკეთოთ მომწერეთ თქვენივე სახელზე გამოვწერ და დაგეხმარებით წილში გამიყვანეთ თანხაზე შევთანხმდებითsmile.gif) მართლა ვიძახი

Posted by: აპოლდა 30 Sep 2019, 23:04
l-e-v-a-n
Saturnus
ბუდა


გთხოვთ რელევანტურ თემაში ისაუბროთ მაგ საკითხზე.

Posted by: Ersoy 1 Oct 2019, 00:08
Opana მაგ თანხით ჯობია საზღვარგარეთ წახვიდე დალაგდე ცოტა ცოტა იმუშაო რამეზე . აქ ფულის დაბანდება იდიოტობაა თუ ახალგაზრდა ხარ. აქ ყველა სფერო ათვისებულია მაგ თანხის ფარგლებში. დიდი კონკურენციაა. რომელიმე ისეთ ქალაქში ან სოფელში დასახლდი სადაც ყოველთვე ფულს უხდიან 1000 1200€ მაგალითად იტალია ესპანეთი პორტუგალიაშია მსგავსი პროგრამები. მუქთად მარტო მაგათ ტერიტორიაზე რო დასახლდე ფულს გიხდიან.

Posted by: kenshin 1 Oct 2019, 00:54
QUOTE
აქ ყველა სფერო ათვისებულია მაგ თანხის ფარგლებში


QUOTE
რომელიმე ისეთ ქალაქში ან სოფელში დასახლდი სადაც ყოველთვე ფულს უხდიან 1000 1200€ მაგალითად იტალია ესპანეთი პორტუგალიაშია მსგავსი პროგრამები. მუქთად მარტო მაგათ ტერიტორიაზე რო დასახლდე ფულს გიხდიან.


ჰო იქ აშენდებით აქ არაფერი არ გამოდის, ხელი არ გაანძრიოთ ღმერთი იმუშავებს და ჩაგირიცხავთ მუქთათ )

Posted by: Oldmak888 24 Oct 2019, 22:45
მეგობრებო გამარჯობათ,ერთი იდეა მომივიდა თავში,მაგრამ ვერა და ვერ გადავწყვიტე ვიმოქმედო თუ არა ჯერ ამისთვის რჩევები მჭირდება და კარგად გარკვევა საქმეში,მაქვს გეგმაში 2 ან 3 პრიუსის ჩამოყვანა და შემდგომ მათი გაქირავება,მაგრამ არვიცი დღიურად გავაქირავო თუ საბოლოო შესყიდვით ან საერთოდ ღირს თუ არა ამის გაკეთება,უკვე 23 ის ვარ და ვფიქრობ,რომ რამე საქმე უნდა მქონდეს წამოწყებული თორემ უკვე ამ უსაქმურობამ ნერვოზი დამმართა და თუ გამარკვევთ ამ საქმეში დიდად მადლობელი დაგრჩებით,მოკლედ მაინტერესებს ღირს თუ არა მსგავსი რამ ?

Posted by: აპოლდა 25 Oct 2019, 14:28
Oldmak888


ადრე უფრო ღირდა, ეხლა ნაკლებად ღირს, სუფთა მოგება 650 ლარი გრჩება დაახლოებით. დღეში 30 ლარად აქირავებ + დაზღვევა, ზეთი, საბურავები. დაახლოებით 2-3 წელიწადში იღებ სრულად მაგ თანხას. უბრალოდ რისკიც არის გარკვეული მაგ საქმიანობას როცა იწყებ. არის მაგააზე ცალკე თემა, გირჩევ გადახედო სარჩევს, გაგვიზიარეს უკვე გამოცდილება ადამიანებმა, ვინც მაგ საქმეში იყვნენ და არიან ჩართულები,

Posted by: Oldmak888 26 Oct 2019, 15:44
აპოლდა
ვაა ანუ არღირს ვითომ ? კარგ იდეად მეჩვენებოდა,მაგრამ მართლა სარისკოა რა,უბრალოდ რა ვქნა აღარვიცი,ბუტკაზეც ვიფიქრე ერთი პერიოდი სადმე კარგ ადგილას,მაგრამ რავი რაა არეულად ვარ მაგ საკითხში.მინივენზეც ვიფიქრე მეთქი ხომარჩავსვა ხაზში და ვამუშავო მეთქი.

Posted by: აპოლდა 26 Oct 2019, 22:35
Oldmak888
მემგონი უკვე გვიანია მაგ საქმისთვის, ადრე კარგად ტოვებდა ვიცი. ტრადიციულ ბუზნესთან შედარებით მე უფრო ონლაინ საქმიანობას ვანიჭებ უპირატესობად, თუმცა ცოდნა უნდა ამ უკანასკნელს სამწუხაროდაც ერთის მხრივ და მეორეს მხრივ - საბედნიეროდ.

Posted by: bacho215 28 Oct 2019, 14:15
გამარჯობათ ვეძებ ინვესტორს 20k ვისაც აქვს სამშენებლო ბიზნესით ვინც არის დაინტერესებული.რისკი არის 0% ნამდვილად და ამის გარანტიაც არის.მოგებას რაც შეეხება მინიმუმ 2 %თვეში .ამ საქმეში 10 წლიანი გამოცდილება მაქვს დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით და დეტალებზე გავისაუბროთ ან პირადში მომწერეთ. 557263020 ბაჩო
* * *
გამარჯობათ ვეძებ ინვესტორს 20k ვისაც აქვს სამშენებლო ბიზნესით ვინც არის დაინტერესებული.რისკი არის 0% ნამდვილად და ამის გარანტიაც არის.მოგებას რაც შეეხება მინიმუმ 2 %თვეში .ამ საქმეში 10 წლიანი გამოცდილება მაქვს დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით და დეტალებზე გავისაუბროთ ან პირადში მომწერეთ. 557263020 ბაჩო

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)