გამარჯობა <3
თქვენი რჩევა მჭირდება....
ხო არ იცით რომელი "ძაფი" გამოვიყენო კრიალოსნისთვის?
ჩემით რაც დავძებნე გუგლში ინფორმაცია გავარკვიე რომ ორი სახეიობის "ძაფი" არსებობს ძირითადად
1. რომელიც გამძლეობაზეა გათვლილი (უხეშად რომ ვთქვათ ხელით ვერ გაწყვეტ, სიმძიმეს უძლებს ასე ვთქვათ)
2. რომელიც ნაკლებად იხეხება/ცვდება
რამდენიმე ვცადე
კაპრონის "ძაფი" სხვადასხვა სისქის და ფერის, ძუაც ვცადე, მაგრამ ძაფები იხეხება ძალიან მალე (ხელში თამაშის გამო)
ძუაზე კი ქვემოთ იწევს "ქვები" და მანძილი იზრდება, ცუდი შესახედია მერე, თან უფრო გიშლის ნერვებს რომ არ მოგყვება ქვა :დ (((
წელვადი რეზინის ძუაც ვცადე იგივე ქნა
"საპოჟნიკების" კაპრონის ძაფი უნდა იკითხოო
ფბ-ზე დამიწერეს სტატუსზე და რავიცი ეგ სად უნდა ვიყიდო ან რა არის
მოკლედ, იქნებ იცოდეთ ისეთი "ძაფი" რომელიც ნაკებად იხეხება (გამძლეობას პრინციპში დიდი მნიშვნელობა არც ააქვს, გრამებს იწონის კრიალოსანი...)