androabuladze1. სამუშაო ძალის თვალსაზრისით 1 თაობა არაა, მინიმუმ 2-ია. ის თაობა ვინც ახლა საშუალო ასაკისაა ისე დაასრულებს რომ მაგათ ვერ დავეწევით, ხოლო ის ვინც ახლა იწყებს შრომის ბაზარზე შესვლას მხოლოდ შრომითი კარიერის მეორე ნახევარში თუ მიაღწევს მაგ დონეს (რომელიც ისედაც თვით აღმ.ევროპის თვალსაზრისითაც კი არაფერია).
2.რომის აშენებაა ვითომ პოლონეთის დონეზე დაწევა? იტალია რომ დამეწერა კიდევ ხო....
1 დღეს არავინ ითხოვს, თუმცა ნორმალურ ეკონომიკურ ზრდას ე.ი. 6-8%-ის ფარგლებში (10 და 12 %-ებს შევეშვათ კარგი, ამის უნარი არ აქვთ), კი ნამდვილად უნდა ვითხოვდეთ და კომპეტენტური მთავრობა უნდა დებდეს კიდეც.
2013-2018 წლებში 4,4% რომ არ გვქონოდა საშუალო ზრდა და ვთქვათ 2-3%-ით მეტი ყოფილიყო (რაც 2010-2012 წლების ნაცების დროს იყო), ნახე აბა თუნდაც დღეს 2019 წელს, რა საგრძნობლად მეტი მშპ გვექნებოდა..... და მომდევნო 10-15 წლიან პერსპექტივაში რამხელა სხვაობას გაძლევს ეგ 2-3%.
3.შვეიცარია და აშშ ვახსენე? პოლონეთს რისი უწყვეტი ჯაჭვი აქვს? ან 10-12 წელში რატომ ვერ უნდა იდებოდეს მისი დღევანდელი დონე?
4.ახლიდან რომ გვაქვს დაწყებული რა ტემპით მერე? 4,4%-იანი ზრდით? იმ დროს როდესაც ძალიან ცუდი სასტარტო პირობები გვაქვს? კი ბაზარი არაა როდესღაც მივაღწევთ რაღაცას ამ ზრდითაც, ოღონდ იმ დროს მოსახლეობა ასე 1-1,5 მილიონით კიდევ შემცირდება.... ადამიანი აქ და ახლა ცხოვრობს, წინსვლას და განვითარებას რომ ხედავდეს 5-10 და 15 წელი მოიცდიდა, მაგრამ როცა ხოხვაა და პოლონეთის დღევანდელ დონესაც კი თაობები უნდა მაშინ რას ეუბნები, შენ არა მაგრამ შენი შვილი 50 წლის რომ გახდება აი მაშინ იქნება საშუალოზე საშუალო ცხოვრებაო?
ისე თუ ოპტიმიზმი გვინდა, ადრე თუ გვიან აფრიკაც გამდიდრდება, მაგაში ორი აზრი არაა, ზოგი 50 წელში, ზოგი 100-ში, ზოგი 23-ე საუკუნისთვის.... ზრდა მაგათაც აქვთ რაღაც და ეგ ყოფილა მაშინ ბედნიერება....