c.h.I.g.u.r.h.კარგი. ყველა თხოვნაზე ერთ დეტალს დავამატებ.
გრამატიკა და ლექსიკონისთვის წინასწარ ვიხდი ბოდიშს.
დეტალი 1. - ოკუნოშიმა aka კურდღლების კუნძული
ამ კუნძულძე ვიმგზავრე კიოტოდან. მგზავრობას ერთი მხარე 3 საათი მიაქვს ასე რომ ადრე უნდა იმგზავროთ.
დილით ადრე შინკანსენით (ტყვია მატარებელი) წავედი და ჩავედი მიჰამაში. მიჰამადან უნდა გადაჯდე ადგილობრივ მატარებელში რომელიც ტადანოუმში მიმიყვანდა. დაახლოებით ერთი საათი იყო ტრანზიტის დრო და გარეთ გამოვედი. მიჰამაში სადგურის გარეთ სულ 2-3 კაფე იყო ადგილობრივი რომლებიც ბულკებს და წვენებს ყიდნენ უმეტესად. ასევე ნუდლების ბარიც იყო. საერთოდ ძალიან უღიმღამო გამოურჩეველი ადგილია.
ტადანოუმში რომ ჩავედი იქედან ფეხით მომიწია ცოტა სიარული რომ მომეძებნა გემი რომელიც წამიყვანდა კურდღლების კუნძულზე. საკმაოდ დიდი რიგი იყო იმიტომ რომ გემი საათში ერთხელ მოდის. სანაპიროს გასწვრივ ელოდები ამ გემს და თევზები მოჩანს კამკამა წყალში. იქვე ახლოს არის ტურისტული მაღაზია სადაც შეიძლება იყიდო კურდღლის საკვები და სუვენირები. 2 ხელი საჭმელი ვიყიდე. გემით მგზავრობას დაახლოებით ნახევარი საათი ( ან ნაკლები) უნდა. თუ გირჩევნიათ სახლიდან კომბოსტო ან სტაფილოს წაღებაც შეიძლება. კურდღლებს ეგ უფრო მოსწონს მგონი.
კუნძული განლაგებულია იაპონიის ზღვაში და ჰიროშიმას საპრეფექტოს ნაწილია. 1927 - 29 წელს აქ საიდუმლო მომწავლავი გაზის ლაბორატორიები იყო. ასევე მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენებოდა ისევ საიდუმლო გაზის საწარმოებლად. ასე რომ კუნძულზე რომ დასეირნობთ ბევრ ლაბორატორიულ, მიტოვებულ შენობებს და ბუნკერებს ნახულობთ. შეიძლება ჩასვლა მაგრამ ზოგ ბუნკერში წყალი იყო ჩაგუბებული და მე არ შევტოპე... ძალიან საშიშად მომეჩვენა თან.
როცა მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, იაპონელებმა ამ კუნძულის შესახებ დაწვეს ყველა საბუთი. მეცნიერებმა საცდელი კურდღლები გაუშვეს კუნძულზე და ათეული წლების მანძილზე იქ არავინ ჩასულა. ამ კუნძულზე სხვა არანაერი ცხოველი არ სახლობს, ყავთ ჩიტები და კურდღლები. ოთხმოციან წლებში ისევ ჩავიდნენ ამ კუნძულზე და აღმოაჩინეს რომ ის საცდელი კურდღლები გამვრავლდენ და არანაერი ცხოველის ან ადამიანის არ ეშინიათ.
გემიდან რომ გადმოვედი ეგრევე დავინახე ძალიან ბევრი კუდღელი ჩრდილში წამოწოლილი. ესეიგი გადავსებულია კურდღლებით მთელი კუნძული. ყველა კუთხე კუნჭულში რომ მიიხედავ კურდღელია. მივედი, მივეფერე, საჭმელი ვაჭამე და ასე უშიშრად ჩამიჯდნენ კალთაში. მთელი კუნძული მოვიარე, ნუ კრუგი დავარტყი კუნძულს და გზადგზა ვეფერებოდი კურდღლებს. კუნძულიც ძალიან ლამაზია, ულამაზესი ხედებით და მთელი დღე ასე ფიქრში და კურდღლებთან თამაშში გავატარე.
საღამოს ძალიან აცივდა იქ და ასე 5 საათზე დავტოვე გემით.
ძალიან სურეალური გამოცდილება იყო.
რა ვისწავლე აქ ვიზიტით... ყველა ადამიანი ვართ ჩვენი გარემოებიდან შექმნილი. კურდღელი რომელიც გაიზარდა მტაცებელი ცხოველის გარეშე გახდა უშიშარი. ჩვენ ყველა სულ სხვანაერები ვიქნებოდით პირობები რომ გვქონოდა განსახვავებული. ასევე, "ბუნებრივად" კურდღელს ყოველთვის ეშინია ადამიანის და სხვა ცხოველების თუმცა ამ კუნძულძე საერთოდ უშიშრები არიან. ასე რომ ადამიანიც შეძლებს რომ თავისი ბუნების წინააღმდეგი ხასიათი ჩამოიყალიბოს თუ გაცილებით განსხვავებული მიდგომა ექნა... დავრწმუნდი რომ ყველა ჩემი შეზღუდვა ჩემს თავშია. სინამდვილეში ბუნება არ მკარნახობს იმას რაც ახლა მაბრკოლებს.
This post has been edited by ireallydonwtknow on 4 May 2020, 03:41