იმედია ჯილიზას მადათფის ტბაში არ გაცვლიან
მადათაფის ტბა ბიომრავალფეროვნებისაა ჯავახეთში და სომხეთს სურს ერთიანი დაცული ტერიტორიის გაკეთებაა არპის ტბასთან ერთად
თან წყლის პრობლემა აქვთ მაგ მხარეს და მადათაფის ტბა სომხეთისთვის მნიშვნელოვანია
მადათაფა, მადა[1] — ტბა საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ჯავახეთის ვულკანური მთიანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 2108 მ სიმაღლეზე. ფართობი 8,78 კმ², აუზის ფართობი 136 კმ², უდიდესი სიღრმე 1,7 მ, წყლის მოცულობა 9,7 მლნ მ³. ქვაბული წარმოქმნილია ლავის ნაკადით ხეობის გადაკეტვის შედეგად.[2]
ტბის წყალშემკრები აუზი ძირითადად აგებულია ჯავახეთის ქედის დანაპრალიანებული ვულკანური ქანებით, რომლებიც გადაფარულია მთა-მდელოს შავმიწა ნიადაგებით. ტბის წყალშემკრები აუზის მცენარეული საფარი ძირითადად წარმოდგენილია ალპური და სუბალპური ბალახეული ფორმაციებით.[3] ტბა საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. დონე მაღალია გაზაფხულზე, დაბალია ზამთარში. ტბიდან გაედინება მდინარე მადათაფა, რომელიც ერთვის მდინარე ბუღდაშენს მარჯვენა მხრიდან. აქვს მიწისქვეშა განადენიც, რის გამოც დონე მკვეთრად ირყევა. წყლის ტემპერატურა ზაფხულში 17-18 °C, ზამთრობით თითქმის ფსკერამდე იყინება.[2] ტბის შენაკადებიდან ყველაზე დიდია კიურიანჩაი.[3]
წყალი სუსტად მინერალიზებულია. ტბას მცირე სამეურნეო მნიშვნელობა აქვს. ტბაში თევზი არ არის. ზაფხულობით მრავლადაა წყლის ფრინველი. ტბის ნაპირები დაბალია და დაფარულია წყლის მოყვარული მცენარეულობით.[3] მადათაფა შედის მადათაფის ტბის აღკვეთილის შემადგენლობაში, რომლის საერთო ფართობია 320 ჰექტარი.[4]
წლის თბილ პერიოდში ტბაზე დიდი რაოდენობით იყრის თავს წყალხმელეთა გადამფრენი ფრინველები.[3] მადათაფის ირგვლივ გაშენებულია სოფლები: ეფრემოვკა, ჟდანოვი და სამება.
2020 წლის 8 ივლისს საქართველოს წარდგინებით, ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ რამსარის კონვენციის სამდივნომ მადათაფის ტბა საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების სიაში შეიტანა.[5]