The Walking Dead არის ფრენკ დარაბონტის ამერიკული სატელევიზიო სერიალი, პოსტ-აპოკალიპტური ჰორორი, რომელიც ეფუძნება მიმდინარე კომიქსს იმავე სახელწოდებით.
სერიალის ვარსკვლავი ენდრიუ ლინკოლნი, რომელიც არის შერიფის წარმომადგენელი რიკ გრაიმსი იღვიძებს კომის შემდეგ და აღმოაჩენს სამყაროს, რომელშიც ბინადრობენ ზომბები. რის შემდეგაც, იგი ცდილობს თავისი ოჯახის პოვნას სხვა გადარჩენილებთან ერთად.
სერიალის პრემიერა შედგა 2010 წლის 30 ოქტომბერს AMC-ზე, შეერთებულ შტატებში. პირველი სეზონის პრემიერა წარმატებული გამოდგა და რამდენიმე ნომინაციაც კი მიიღო, რომელთა შორის იყო საუკეთესო სატელევიზიო დრამა სერიალი ოქროს გლობუსის 68-ე დაჯილდოებაზე.
AMC-მ დაიწყო სერიალის მეორე სეზონი 2011 წლის 16 ოქტომბერს, რომელმაც ჯამში 13 სერია უნდა შეადგინა, 2012 წლის 14 ოქტომბერს კი შედგა მესამე სეზონის პრემიერა, რომელსაც 16 ეპიზოდი ექნება.
მაყურებლის მხირდან სერიალს დაფასება ნამდვილად არ აკლია, რაც იმაშიც აისახა, რომ მესამე სეზონის პრემიერა 10.9 მილიონმა ადამიანმა იხილა, რამაც იგი ყველაზე ხილვად საკაბელო დრამად აქცია ტელემაუწყებლობის ისტორიაში.
სთორილაინი:
The Walking Dead მოგვითხრობს ზომბების აპოკალიფსის შემდეგ გადარჩენილთა მცირე ჯგუფის ისტორიას. სიუჟეტი ფოკუსირებულია პოსტ-აპოკალიპტურ სამყაროში ადამიანურ ელემენტზე და გადარჩენისთვის ბრძოლაზე. ჯგუფის ლიდერი არის რიკ გრაიმსი, რომელიც ჯორჯიის პატარა ქალაქში შერიფის თანაშემწე იყო ზომბების გამოჩენამდე. რაც უფრო სახიფათო და რისკიანი ხდება სიტუაცია, სასოწარკვეთილება სიგიჟის ზღვარზე აყენებს გადარჩენილებს.
***
წინა თემები1.
პირველი2.
მეორე3.
მესამე4.
მეოთხე5.
მეხუთე6.
მეექვსე7.
მეშვიდე8.
მერვე9.
მეცხრე10.
მეათე11.
მეთერთმეტე12.
მეთორმეტე13.
მეცამეტე14.
მეთოთხმეტე15.
მეთხუთმეტე16.
მეთექვსმეტე17.
მეჩვიდმეტე18.
მეთვრამეტეTOP 5 misha20123 105
ჩარლი 97
B-E-R-U 53
gramatikikina 51
MEDS 44
This post has been edited by MEDS on 1 Dec 2016, 02:03