Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჩოგბურთი > ჩოგბურთის თამაში


Posted by: dmum23 17 Jun 2011, 16:06
ვისაც სურს თამაში და არ არი პროფესიონალი მაგრამ ბურთის გადაგდება იცის smile.gif . ხომ არ ვითამაშოთ ?

Posted by: dmum23 20 Jun 2011, 14:18
მოყვარულები არ იჩითებიან აქ? sad.gif

Posted by: tornike-92 20 Jun 2011, 19:47
dmum23
მე ბურთის გადაგდებაც არ ვიცი smile.gif)

Posted by: Vako_Barca 20 Jun 2011, 20:22
QUOTE
მე ბურთის გადაგდებაც არ ვიცი

+1

მარა ამ დღეებში წავალ ალბათ სათამაშოდ


ფასები დაწერეთ რა ვინც იცით

Posted by: tornike-92 20 Jun 2011, 20:32
Vako_Barca
QUOTE
ფასები დაწერეთ რა ვინც იცით

ვერის ბაღში 12 ლარია ერთი საათი და 1 ლარი ჩოგნის დაქირავება.
ვაკის პარკში 15 ლარი ერთი საათი და ჩოგნის დაქირავება 5 ლარი.
მე ეს ორი ვიცი მარტო.
ჰარდია ორივეგან

Posted by: N3MO 20 Jun 2011, 20:34
tornike-92
QUOTE
ჰარდია ორივეგან

ვაკის პარკში არ ვიცი, მაგრამ ვერის ბაღში კაუჩუკის საფარია user.gif


Posted by: tornike-92 20 Jun 2011, 20:37
N3MO
QUOTE
ვაკის პარკში არ ვიცი, მაგრამ ვერის ბაღში კაუჩუკის საფარია

მე მაგასაც ჰარდს ვეძახი biggrin.gif
მთავარია თიხა არაა biggrin.gif

Posted by: dzola 20 Jun 2011, 20:40
არასოდეს მითამაშია ჯოგბურთი თუგინდათ ვითმაშოთ ვერის ბაღში გცალიათ ამდღეებში ?

ცივი ლუდიც დავლიოთ და ერთმანეთიც გავიცნოთ ლაივში ჰა რას იტყვით ?

Posted by: N3MO 20 Jun 2011, 20:48
dzola
გაგანია უიმბლდონის დროს?
რა ვიცი, რა ვიცი...
ვნახოთ მსურველები და ერთ დღეს კი გავმაზავ, როგორმე biggrin.gif

Posted by: dzola 20 Jun 2011, 21:02
N3MO
ჩვენს მოვაწყოთ ჩვენი უმი რაპრობლემა biggrin.gif

Posted by: dmum23 21 Jun 2011, 14:23
არ გამოჩნდა ხო მოყვარული არავინ? smile.gif (ვინც გადაგდება იცის ბურთის smile.gif )

Posted by: Gio T 21 Jun 2011, 14:25
QUOTE
ვერის ბაღში 12 ლარია ერთი საათი და 1 ლარი ჩოგნის დაქირავება.
ვაკის პარკში 15 ლარი ერთი საათი და ჩოგნის დაქირავება 5 ლარი.

ვაჟაზე ეკლესიის უკან 20 ლარი საათი
ვაკეში საცურაო აუზის უკან 10 ლარი საათი.

დინამოს კორტები სად გადაიტანეს ხომ არ იცით?

Posted by: dmum23 21 Jun 2011, 14:28
QUOTE (Gio T @ 21 Jun 2011, 14:25 )
QUOTE
ვერის ბაღში 12 ლარია ერთი საათი და 1 ლარი ჩოგნის დაქირავება.
ვაკის პარკში 15 ლარი ერთი საათი და ჩოგნის დაქირავება 5 ლარი.

ვაჟაზე ეკლესიის უკან 20 ლარი საათი
ვაკეში საცურაო აუზის უკან 10 ლარი საათი.

დინამოს კორტები სად გადაიტანეს ხომ არ იცით?

დინამოს კორტები არსად არ გადაუტანიათ უბრალოდ დაანგრიეს!!!
ეხლა საცურაო კომპლექს ოლიმპიკთან აშენებენ კორტებს

Posted by: Gio T 21 Jun 2011, 14:34
dmum23
ძალიან ცუდი, კარგი კორტები იყო. ვაკის პარკში ნორმალურია თუ იცი?

Posted by: dmum23 21 Jun 2011, 14:52
არ მითამაშა მაგრამ ახალი გაკეთებულია და არ იქნება ცუდი. კიდე კრწანისშია კორტები კარგი თიხა აქვთ 20 ლარი ღირს საათი

Posted by: Gio T 21 Jun 2011, 14:58
ძვირია მაინც 20 ლარი smile.gif ისევ 10 ლარიან კორტებზე ჯობია წასვლა. ისე კედელთან რომ ვივარჯიშო ეგეც ფასიანია თუ იცით?

Posted by: marisha-mari 22 Jun 2011, 22:17
მე მინდა თამაში სურვილი თუ გექნებათ ვითამაშოთ jump.gif jump.gif jump.gif jump.gif

Posted by: TRAVELER777 23 Jun 2011, 18:00
QUOTE
dmum23

ბავშვობაში ბევრს ვთამაშობდი და ეხლაც მუღამზე მოვედი თამაშის მარა ალბათ მაგარი სასაცილო ვიქნები თამაშის დროს,კვირაობით თუ ითამაშებთ ვნახავ რა გამომივა...

Posted by: Parabellum_ 27 Jun 2011, 17:12

QUOTE
ვაკის პარკში ნორმალურია თუ იცი?


მშვენიერი კორტია! 24 საათიანია თან ... ვთამაშობთ ხოლმე ღამე ...

Posted by: phenom animal 27 Jun 2011, 17:35
+1 დიდი სიამოვნებით smile.gif)) ვითამაშებ bis.gif bis.gif

Posted by: TRAVELER777 28 Jun 2011, 13:25
QUOTE
Pаrаbellum

და რა ღირს კაცი 1 საატი,და ჩოგნის ქირაობა?24 საატი ერტი და იგივე ფასებია?

Posted by: Gio T 28 Jun 2011, 15:06
TRAVELER777
15 ლარია კორტი და ჩოგნები 5 ლარი

Posted by: Parabellum_ 28 Jun 2011, 15:39
TRAVELER777
დღისით 30 და საღამოს 20....

Posted by: delpo 28 Jun 2011, 17:33
marisha-mari
გეთამაშო?

ძაან ნუ მომიგებ ოღონდ biggrin.gif

boli.gif

N3MO
ბიჯო ის ჩვენი გაკეთებული,ძველი თემა სადაა?biggrin.gif

Posted by: marisha-mari 28 Jun 2011, 17:40
QUOTE
გეთამაშო?

ძაან ნუ მომიგებ ოღონდ biggrin.gif

თუ გინდა თამაში ვითამაშოთ biggrin.gif ძაან რა ეხლა ორი წელია არ მივარჯიშიაbiggrin.gif

Posted by: delpo 28 Jun 2011, 17:43
QUOTE
თუ გინდა თამაში ვითამაშოთძაან რა ეხლა ორი წელია არ მივარჯიშია

ვნახოთ აბა რა გამოვა biggrin.gif

ჰა ვისაც გინდათ კდიე თამაში დაწერეთ smile.gif

Posted by: N3MO 28 Jun 2011, 18:08
delpo
აქ არის შჩ biggrin.gif
http://forum.ge/?f=75&showtopic=34117655&hl=forum\.ge%20open&st=0
აქ არ გადმოვატანინე
ბრიგადის თემაა რა 2kiss.gif

P.S.dmum23
ჰეთთრიკში ორბი რომ შენი იყო ახლა გავიგე, ჩემი ლიგელი ხარ biggrin.gif

Posted by: BuckLey 28 Jun 2011, 21:12
QUOTE
მე ბურთის გადაგდებაც არ ვიცი )

ნუ გეშინია შენ მარტო არ ხარ ))არც მე ვიცი 2kiss.gif
პ.ს. სურვილი კი მაქვს mad.gif

Posted by: TRAVELER777 1 Jul 2011, 12:20
10 იქნება თუ 30 ლარი, ერთი საათი თამაში ანუ ორი კაცი არა???

Posted by: nadusa 1 Jul 2011, 15:24
ოპ ოპ რათემა ვნახე ეს მეც მაქ სურვილი


chups.gif ოღონდ არ ვიცი არ მითამაშია არასდროს და მასწავლეთ


Posted by: Vako_Barca 2 Jul 2011, 23:27
QUOTE
ვერის ბაღში 12 ლარია ერთი საათი და 1 ლარი ჩოგნის დაქირავება.

ეს კაი კორტია?

და ფასები კორტზეა თუ 1 კაცზე?

Posted by: Gio T 2 Jul 2011, 23:47
Vako_Barca
სხვა კორტები ბევრად ჯობია, ფასი კორტზეა ანუ კორტის დაქირავება 12 ლარი, თუ ჩოგანი გინდა +1 ლარი

Posted by: Metallica Loverman 3 Jul 2011, 00:02
თU გაინტერესებთ დიღომში იან ჰომერზე გრუნტიცაა და ჰარდიც 15 ლარი ერთი საათი მარა ყველაზე საკაიფო კორტებია... ჩოგანი არ ვიცი

Posted by: TRAVELER777 3 Jul 2011, 16:41
QUOTE
Metallica Loverman

QUOTE
დიღომში იან ჰომერზე გრუნტიცაა და ჰარდიც 15 ლარი ერთი საათი მარა ყველაზე საკაიფო კორტებია.

MASIVSI?ZUSTAD MISAMARTI SEGIDZLIA DATERO?

Posted by: Metallica Loverman 3 Jul 2011, 16:51
TRAVELER777
ზუსტი არ ვიცი აი ღუდუშაურის საავადმყოფიმდეა 100 მეტრაში. ზარაფხანას წინ. სანაპიროდან ასტრა პარკთან როჩაუხვევ მერე პირდაპირ ბოლოს მარჯვნივ და იქაა მერე მარცხნივ... თუ ვერ გაიგე უფრო დაწვრილებით დავწერ

Posted by: TRAVELER777 3 Jul 2011, 16:58
QUOTE
Metallica Loverman

GAIXARE,VIKITXAV DA MIVAGNEB.XANDAXAN COTAS GAVERTOBI,ALBAT COGNEBSAC GAAQIRAVEBEN...
* * *
გრუნტიცაა და ჰარდიც.AR DAMCINOT MARA KVELAZE KARGI SATAMASO RAZE HARDZE TU?ANU KORTEBI RIT GANSXVAVDEBIAN GARDA IMISA ROM SATAMASO ZEDAPIREBI STORI DA XARISXIANI SEIZLEBA AR IKOS...AR DAGEZAROT DATERET....

Posted by: Metallica Loverman 3 Jul 2011, 17:04
TRAVELER777
ესეიგი არსებობს მაგარზედაპირიანი იზი და ჰარდ კორტები. იზიზე ბურთი ხტება სწრაფად და ძნელია უფრო მგონი საქართველოში არაა. ჰარდზე უფრო ბალანსია. გრუნტზე ნელა ხტება ჩემი საყვარელი საფარია გრუნტი საქართველოში უმეტესად ეგაა. კიკვიძეში უსაზიზღრესია. დიღომში ჩვენთან კაია. კიდე თუ გინდა რამე დაწერე არ მეზარება smile.gif

Posted by: TRAVELER777 3 Jul 2011, 17:14
QUOTE
Metallica Loverman

MADLOBELI VAR MSVENIVRAD GAVIGE,EXLA TAVAL VITAMASEB DA TU DAVAMUGAME MERE COGNIS ARCEVASI DA SEDZENASI MOMEXMARETTTTT VISAC GAMOCDILEBA GAQVTTTTTTTTTTTTTTTTT

Posted by: Metallica Loverman 3 Jul 2011, 17:16
TRAVELER777
საიტს გეტყვი და დაგეხმარები თუ გინდა. ბაბოლატის ღირს დაახლოებით 185$ თითო ოღონდ გამოწერით ეგ. აქ თბლისიში იგივეებს 150 ევროდ მოგცემენ თუ გინდა და + 20 ლარი სტრუნების დაჭიმვა. მოყვარული ხარ დიდი მნიშვნელობა არ აქ ჩოგანს მარა წონას აქ მნიშვნელობა და თუ ძაან ჯანიანი ხარ 315 გრამი გამოგადგება თუ არადა 300 კაია biggrin.gif

Posted by: TRAVELER777 3 Jul 2011, 17:27
QUOTE
Metallica Loverman

BAVSVOBASI KARGAD VXALISOBDI,EXLA RAGAC MUGAMZE MOVEDI VNAXAV RA GAMOVA.JANI9 KI MAQ MARA MAG RCEVAS QIRAOBIS DROS GAVITVALISTINEB DA ROMELIC MOMETONEBA TU GADAVTKVITE KIDVA IMAS VIKIDI.SAMUSAO SAATEBI TU IUCI DA KVIRAOBIT ALBAT MUSAOBEN ARA?

Posted by: Metallica Loverman 3 Jul 2011, 17:29
TRAVELER777
კი ყოველდღეა. 9-20 საათამდე 15 ლარი 20საათის მერე ბნელდება პროჟექტორები უნდა ამიტო 20 ლარი

Posted by: TRAVELER777 3 Jul 2011, 17:34
KIDE RA UNDA GAITVALISTINOS DAMTKEBMA TAMASISA DROS?

Posted by: Metallica Loverman 3 Jul 2011, 17:38
TRAVELER777
მეტი არც არაფერი თუ 1-2 გაკვეთილი ტრენერს აიყვან კარგი იქნება... გაგისწორებს მოძრაობას

Posted by: TRAVELER777 3 Jul 2011, 17:44
QUOTE
Metallica Loverman

და ეგ სიამოვნება რა ჯდება ხომ არ იცი?

Posted by: Metallica Loverman 3 Jul 2011, 18:01
TRAVELER777
კორტის თხუტმეტი და ზოგ ტრენერთან 15 ლარი ზოგთან 20... ერთი საათი

Posted by: kokako7 4 Jul 2011, 18:18
ამ კვირაში არ გინდათ არავის თამაში?

Posted by: dmum23 5 Jul 2011, 14:02
რამდენ ხანია არ შემომიხედია აქ smile.gif. აბა ვის უნდა თამაში?

Posted by: REGVENI 5 Jul 2011, 15:46
მე მინდა თამაში მარა არასდროს მითამაშია, ისე მაგრად მევასება და თეორიას ვფლობ. სად შეილება ნორმალურად ითამაშო. მე ისე ჩოგანიც არ მაქვს რა თქმა უნდა

Posted by: dmum23 5 Jul 2011, 17:02
QUOTE (REGVENI @ 5 Jul 2011, 15:46 )
მე მინდა თამაში მარა არასდროს მითამაშია, ისე მაგრად მევასება და თეორიას ვფლობ. სად შეილება ნორმალურად ითამაშო. მე ისე ჩოგანიც არ მაქვს რა თქმა უნდა

მაშინ ჯობია ცოა ფული დახარჯო და მწვრთნელი აიყვანო და სწორი დარტყმა და მისვლა მაინც რო გასწავლოს smile.gif

Posted by: kokako7 5 Jul 2011, 17:06
ხვალ საღამოს თუ გინდათ ვინმეს მზად ვარ ვერის ბაღში

Posted by: REGVENI 7 Jul 2011, 18:19
როგერს ვუყურებ 9 წელიწადია, მაგაზე კარგი რა უნდა მასწავლოს ვინმემ. baby.gif
რა კარგია როჯერი და რა მხიარული

Posted by: tornike-92 7 Jul 2011, 19:32
REGVENI
QUOTE
როგერს ვუყურებ 9 წელიწადია, მაგაზე კარგი რა უნდა მასწავლოს ვინმემ.

მომეწონა ეს პოსტი smile.gif)

Posted by: Gio T 13 Jul 2011, 14:17
აბა ვის უნდა დღეს თამაში? smile.gif
------------------------------------

Posted by: Gio T 4 Sep 2011, 12:35
საღამოს 6-ის მერე არავის გინდათ ვითამაშოთ?

Posted by: zura_87 5 Sep 2011, 15:39
აბა რა ხდება აქ, არიან თამაშის მსურველები? smile.gif

Posted by: მაჰათმა განდი 7 Sep 2011, 00:34

ჰეჰ, როჯერისთვისაც მიყურებია მე და ანდრია აგასისთვის, მაგრამ ჩოგანს ერთ ხელში რომ დაიჭერ და ბურთს მეორე ხელში და ამავე დროს უნდა ისე დაარტყა ბურთს ჩოგანი რომ ხაზის შიგნით ჩავარდეს, საკმაოდ ძნელი რამ არის. მეც ეგრე მეგონა თავიდან, მაგრამ ჩოგანი ხელში რომ დავიჭირე, და ბურთს ვარტყავდი მარცხნივ, (მეგონა რომ მარცხნივ ვარტყავდი) ბურთი რაკეტასავით მიფრინავდა გაურკვეველი მიმართUლებითbiggrin.gif

მოკლედ, ყურებისას, როდესაც პროფესიონალები თამაშობენ, ისე ჩანს, რომ ჩოგბურთIს თამაში ადვილია, თუმცა რეალობა ცოტა სხვა რამეს გვეუბნება, საკმაოდ რთულია თავიდან, მით უმეტესი მწვრთნელის გარეშე,, ყოველ შემთვევაში, მე ასე ვფიქრობ,,




პატივისცემით,
განდი.
არწივი.

Posted by: Gio T 11 Sep 2011, 01:43
ხვალ საღამოს ვინმეს თუ გინდათ თამაში PM

Posted by: g_o_g_i_n_a 11 Sep 2011, 03:59
მე ვითამაშეთ ამას წინათ ვერის ბაღში
ძალიან რთული ყოფილა
თუმცა დავუმუღამე შედარებით
თბილისში რომ ვიყო ვივლიდი სიამოვნებით თქვენთან ერთად

Posted by: JISHI 21 Sep 2011, 15:01
ვან ჰომერზე არის მოყვარულებისთვის ტრენერი?

Posted by: Gio T 21 Sep 2011, 18:24
JISHI
კი, 35 ლარი მითხრა 1 საათი თამაში : )

Posted by: JISHI 22 Sep 2011, 00:38
Gio T
ნომერი ხო არ გაქვს?

Posted by: Gio T 22 Sep 2011, 00:43
JISHI
არაა. თამაში იცი და ისე გინდა გეთამაშოს თუ სწავლა გინდა?

Posted by: JISHI 22 Sep 2011, 01:10
Gio T
ნუ მე რო ვიცი მაგას თამაში არ ქვია :-)
ჰოო რა სწავლა მინდა

Posted by: Gio T 25 Sep 2011, 22:04
ვინმეს ხომ არ გინდათ პარაში ვითამაშოთ?

Posted by: kososa 26 Sep 2011, 22:28
გამარჯობა,დამაინტერესა ამ სპორტმა და სად შეიძლება შესწავლა მაღალ დონეზე და რა ფასებია?
მადლობა წინასწარ

Posted by: zura_87 6 Oct 2011, 13:10
GIO გინდა ძმა პარაში თამაში? რა დონეზე თამაშობთ, მოყვარულები ხო ხართ?

Posted by: Gio T 6 Oct 2011, 18:34
zura_87
კი მოყვარულები ვართ, ვითამაშოთ?

Posted by: zura_87 7 Oct 2011, 14:09
Gio T
ბაზარი არაა, ჩვენ საღამოობით ვთამაშობთ ხოლმე, რომელ კორტებზე დადიხართ?

Posted by: Gio T 7 Oct 2011, 19:27
zura_87
ვერის ბაღში და ვაკეში. თქვენ სად დადიხართ?

Posted by: zura_87 8 Oct 2011, 16:48
ჩვენ ხან ვაკეში, ხან სამედიცინოზე, მიტხარი როდის გაწყობთ და ვითამაშოთ

Posted by: dmum23 10 Oct 2011, 20:54
Gio T
მომწერე შენი ნომერი პმ ში და სამედიცინოს დარბაზში ვითამაშოთ. მე და ზურა_87 გეთამაშებით სიამოვნებით smile.gif

Posted by: KarN 28 Oct 2011, 17:21
სწავლა თუ ვინმეს უნდა მომწეროს და ვეთამაშები ერთი საათი 20 გელ

Posted by: zura_87 1 Nov 2011, 13:49
რა ჩაიძირა ეს თემა, აღარავის უნდა თამაში? სანამ ჯერ ისევ არის ნორმალური ამინდები...

Posted by: giorgi22 4 Nov 2011, 00:13
QUOTE (marisha-mari @ 22 Jun 2011, 22:17 )
მე მინდა თამაში სურვილი თუ გექნებათ ვითამაშოთ jump.gif jump.gif jump.gif jump.gif

გეთამაშები თუ სურვილი გაქვს ამ დღეებში. კარგად იცი?

Posted by: LAZERBOY 23 Nov 2011, 13:30
თბილისში ჩოგბურთს სამოყვარულო დონეზე სად ასწავლიან და რა ღირს? კერძო მასწავლებლით უმჯობესია.

Posted by: giorgi22 26 Nov 2011, 13:34
QUOTE (LAZERBOY @ 23 Nov 2011, 13:30 )
თბილისში ჩოგბურთს სამოყვარულო დონეზე სად ასწავლიან და რა ღირს? კერძო მასწავლებლით უმჯობესია.

თითქმის ყველგან ყავთ მწვრთნელები. ინდივიდუალურად 1 საათი 15 ლარი კორტის+ 15 მწვრთნელის დაახლ. ჯგუფური სხვადასხვა პირობების ყველგან, დაურეკო ჯობია.

Posted by: LAZERBOY 26 Nov 2011, 14:34
giorgi22



მადლობა ინფორმაციისათვის smile.gif

Posted by: kekeshpalva 3 Dec 2011, 02:48
სალამი, მეც მინდა თამაში, ორი სამჯერ მითამაშნია...უდროობის და კიდე არამეწყვილეობის და კიდევ თავმოუბლობის გამო ვერ ვახერხებ.... sad.gif

Posted by: zura_87 4 Dec 2011, 10:54
სულ ორჯერ გითამაშია? თუ დიდი ხანია არ გითამაშია იგულისხმე? smile.gif

Posted by: kekeshpalva 4 Dec 2011, 17:26
მოკლედ, სჰარსჰანწინ ვიტამაშე ასე 5 ჯერ, შარშან ასე 3 ჯერ ალბათ და წელს ვითამაშე ასე 2-3 ჯერ...თამაში არ ვიცი, ნუ წესები და ასე შემდეგ...უცოდინარი ხალხი ვთამაშობდით ხოლმე, ჩოგანი ვიყიდე და მეგობასრაც ვაყიდინე და ვთამაშობდით...სულ ეს...ხოდა ახლა მინდა...

Posted by: ksovreli 24 Jun 2012, 10:30
ჩოგანს სად დაჭიმავენ კარგად?......................

Posted by: Pinturico 30 Jun 2012, 01:19
ksovreli
QUOTE
ჩოგანს სად დაჭიმავენ კარგად?......................


ამ მკვდარ თემაში მაგაზე პასუხი ნაკლებად smile.gif

ისე ზაფხულია და ხომ არ წამოგვეწია ეს თემა? ხომ არავინ არის მსურველი დამწყებთან ერთად თამაშის?

Posted by: Gio T 2 Jul 2012, 16:45
QUOTE
ჩოგანს სად დაჭიმავენ კარგად?......................

მესხის კორტებზე ჭიმავენ კარგად

Posted by: dmum23 28 Mar 2013, 21:58
არ გამოჩდა არავინ მოთამაშე?
,..

Posted by: helter-skelter 7 Apr 2013, 18:25
სიამოვნებით ვითამაშებდი მარა არ ვიცი .. გამოცდილება არ მაქვს... user.gif

Posted by: don gajetino 8 Apr 2013, 19:39
არადა ბავშვობიდან მინდოდა მევლო მაგრამ არ ქონდათ ჩემ მშობლებს იმის ფული რომ ვეტარებინე weep.gif

ფეხბურთი ხო მიყვარს, მაგრამ აი ჩოგბურთი ინდივიდუალურ სპორტეში მხეცია სულ მინოდოდა მეთამაშა...

ისე ახლა კი გავერთობოდი ისე...

Posted by: helter-skelter 8 Apr 2013, 21:27

QUOTE
არადა ბავშვობიდან მინდოდა მევლო მაგრამ არ ქონდათ ჩემ მშობლებს იმის ფული რომ ვეტარებინე  ფეხბურთი ხო მიყვარს, მაგრამ აი ჩოგბურთი ინდივიდუალურ სპორტეში მხეცია სულ მინოდოდა მეთამაშა...ისე ახლა კი გავერთობოდი ისე...

რამდენის ხარ? გვიანია?

Posted by: don gajetino 8 Apr 2013, 22:43
helter-skelter


20ის ვარ , გვიანია აბა ჩემი ტოლები გრანდ სლემებზე თამაშობენ უკვე და სამოყვარულოდ თამაშისთვის კიდე ასაკს რა მნიშვნლეობა აქვს მთავარია სურვილი გქონდეს

Posted by: helter-skelter 8 Apr 2013, 23:30
მერე რა ... რო მომემზადო და ბოლობოლო 10 000 15 000 -იან ტურნირებს ვერ გაუქაჩავ? ნუ რათქმა უნდა თუ სწრაფად აუღებ ალღოს..

Posted by: kakhaaa 27 Apr 2013, 12:16
QUOTE (dmum23 @ 28 Mar 2013, 21:58 )
არ გამოჩდა არავინ მოთამაშე?
,..

მე ვითამაშებ მაგრამ არვიცი კარგად სულ 10 ჯერ მექნება ნათამაშები.
* * *
არავის არ გინდათ ჩოგბურთის თამაში?



...............

Posted by: Hawley 28 Apr 2013, 16:46
მინდა კი. მაგრა არ მითამაშია არასდროს. ვინმემ საიტი ან ზუსტი მისამართი დაწერეთ რა სად შეიძლება კორტის დაქირავბა, ძვირიც რომ არ იყოს.

Posted by: GunsN 1 May 2013, 21:55
ვაკის პარკის კორტები მომწონს, კარგი ტრენერი ჩანს ისე smile.gif

Posted by: ulrixa 5 May 2013, 19:39
dmum23
მოკლედ მე ვთამაშობ მოყვარულის დოენზე და სიამოვნებით ვითამაშებ )

Posted by: iPod 8 Jun 2013, 12:48
GunsN
ტრენერით რა ღირს ხო არიცი?

Posted by: GunsN 8 Jun 2013, 13:55
iPod
არ ვიცი აზრზე არ ვარ, ძაან იშვიათად ვარ, შემთხვევით თუ მოვხვდი მანდეთ ვუყურებ ხოლმე

Posted by: sofiko_sofo 5 Jul 2013, 22:54
არვის უნდა ჩოგბურთის თამაში ?

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: ბავარიელი 5 Jul 2013, 23:09
......................................................

Posted by: Arizona Junior 6 Jul 2013, 21:16
facebookზე გახსნილი გვაქვს გვერდი და უკვე შედგა რამდენიმე შეხვედრა. ასე რომ ვისაც სურვილი გაქვთ დაგვიკავშირდით და შემოგვიერთდით.

Posted by: GunsN 6 Jul 2013, 22:12
Arizona Junior
აბა ლინკი

Posted by: Federer R 11 Jul 2013, 21:28
სიამოვნებით შემოგიეღთდებით... ჩოგბურთის გვერდი მაქვს Facebook-ში , დაალიქეთ და თან ორგანიზება გვუუწიოთ ჩვენს შეკრებას პატარ-პატარა ტურნირები მოვაწყოთ https://www.facebook.com/TTeenniiss

Posted by: sofiko_sofo 13 Jul 2013, 21:23
იცით რა მაინტერესებს ფიზიკურად კარგად ვარ მომზადებული სწრაფიც ვარ და საკმაოდ მიზანდასახული და 1 წელიწადში შესაძლებელია პროფესიონალი გახდე ყველი დგე რომ ივარჯიშო და კარგი ტრენერი აიყვანოო? პროსტა ის ტეხავს რომ უკვე ასაკში ვარ 20 ის გავხდი და ნამეტანი გვიანია ხო sad.gif(((

Posted by: nickson 13 Jul 2013, 21:59
sofiko_sofo
ნამეტანი გვიანია მითუმეტეს გოგოსთვის

ეეეჰ მეც მინდა ტენისის თამაში, მარა ჯერ ჩოგანიც არ მჭერია

Posted by: sofiko_sofo 13 Jul 2013, 22:46
ლიცენზიას იღებენ ხო სხვადასხვა ტურნირებზე რომ მოხვდე ნუ დაბალი რანგის ტურნირებზე მაინც

Posted by: slim4you 13 Jul 2013, 23:06
sofiko_sofo
QUOTE
იცით რა მაინტერესებს ფიზიკურად კარგად ვარ მომზადებული სწრაფიც ვარ და საკმაოდ მიზანდასახული და 1 წელიწადში შესაძლებელია პროფესიონალი გახდე ყველი დგე რომ ივარჯიშო და კარგი ტრენერი აიყვანოო? პროსტა ის ტეხავს რომ უკვე ასაკში ვარ 20 ის გავხდი და ნამეტანი გვიანია ხო


ზუსტად შენ დღეში ვარ biggrin.gif 19-ის ვარ ოღონდ მე.

ცოტა არ იყოს ონცების სფეროა მაგაზე ფიქრი და ვცდილობ ძაან არ ავირიო ტვინი მაგაზე ფიქრით.

sofiko_sofo
QUOTE
ლიცენზიას იღებენ ხო სხვადასხვა ტურნირებზე რომ მოხვდე ნუ დაბალი რანგის ტურნირებზე მაინც


ესეთი რაღაცების გარკვევაც არ მინდა იმიტო რო უფრო მეტს ვიფიქრებ მერე sad.gif

არადა ძაან მინდა და მაინტერესებს...

Posted by: Hawley 13 Jul 2013, 23:28
slim4you
ფეხბურთზე ვიყავი ეგრე 16 წლიდან, სულ ვფიქრობდი რომ უკვე გვიანია სწავლის დაწყება. ახლა 21ს ვარ და ვნანობ რომ 16 წლის აასაკში არ შევედი.
თუ არ ცდი ვერ გაიგებ და მერე მთელი ცხოვრება ინანებ.

Posted by: slim4you 13 Jul 2013, 23:32
Hawley
QUOTE
თუ არ ცდი ვერ გაიგებ და მერე მთელი ცხოვრება ინანებ.


მაგაზეც ბევრს ვფიქრობ...

1 თვეა რაც დავიწყე ვარჯიში (არც კი) არ ვამბობ რომ გენიოსი ვარ ჩოგბურთში biggrin.gif

მაგრამ არ მასვენებს იმაზე ფიქრი, რომ ღირს ცდა, თან იმდენად მინდა რომ...

ჯერ იმას ვნანობ უფრო ადრე რატო არ მივედი და მერე იმას ვინანებ ახლა თუ არ ვცდი და არ ვიცი რა გავაკეთო...

ისე მადლობა მაგ პოსტისთვის ...

Posted by: JubaGr 13 Jul 2013, 23:35
slim4you
მიდი ცადე

მარა lol.gif lol.gif

Posted by: slim4you 13 Jul 2013, 23:38
JubaGr

შეურაცხყოფას მოგაყენებ იცოდე

გადი biggrin.gif

Posted by: Alix 13 Jul 2013, 23:48
slim4you

მიდი და თემას გაგიხსნი მერე ქართულ სპორტში chups.gif

პ..ს დაგასწარით mad.gif

Posted by: slim4you 14 Jul 2013, 00:06
QUOTE (Alix @ 13 Jul 2013, 23:48 )
slim4you

მიდი და თემას გაგიხსნი მერე ქართულ სპორტში chups.gif

პ..ს დაგასწარით mad.gif

ძმა ხარ 2kiss.gif

biggrin.gif

============

Posted by: sofiko_sofo 14 Jul 2013, 09:42
გასაგებია რომ 20 წლის ვარ და გვიანაა მაგრამ ოცნებაზე არ მინდა უარის თქმა და რაც ჩემზე იქნება ისედაც ყველაფერს გავაკეთებ Sam Querrey შეძლო და 22 წლის ასაკში გახდა პროFესიონალი და გოგო თუ მოინდომებს ვითომ ვერ შეძლებს რავიცი რავიცი მე უარს არ ვიტყვი ვნახოტთ რა გამოვაა

Posted by: JubaGr 14 Jul 2013, 09:46
QUOTE
Sam Querrey

ამერიკაშI ცხოვრობდა

ჩვენ ჯურღმულში jump.gif jump.gif

Posted by: sofiko_sofo 14 Jul 2013, 10:00
ანუ რადგან საქართველოში ვცოხვრობ შანსი არ მაქვს sad.gifsad.gifsad.gif მე კიდე ძალიან ოპტიმისტი ვარ ასე რომ...

Posted by: slim4you 14 Jul 2013, 11:31
sofiko_sofo

მიდი კაცო ცადე შენ ...

ყველგან ისწავლი თუ მოინდომებ

http://www.wikihow.com/Become-a-Professional-Tennis-Player

ცოტა ზედაპირულად წერია მაგრამ მაინც გადახედე



პ.ს. ქუერი 19ის პროფესიონალი იყო უკვე biggrin.gif

Posted by: egrea 27 Jul 2013, 20:33
QUOTE (slim4you @ 14 Jul 2013, 11:31 )


http://www.wikihow.com/Become-a-Professional-Tennis-Player

ქართულად არსად დევს? biggrin.gif ინტერნეტშიკი არ დამიძებნია ისე მაგრამ ადავხედავდი სიამოვნებით ))

Posted by: 4Motivi 7 Aug 2013, 11:14
ვისაც სურს ჩოგბურთის თამაში შემეხმიანოს

Posted by: slim4you 7 Aug 2013, 12:04
4Motivi
QUOTE
ვისაც სურს ჩოგბურთის თამაში შემეხმიანოს


მე მსურს, მაგრამ მარტო 1 თვე მაქვს ნავარჯიშები ანუ დაბალ დონეზე ვარ biggrin.gif

თუ ფიქრობ რო რამე შანსი იქნება თამაშის PM სკაიპი მომწერე და უფრო კარგად აგიხსნი up.gif

Posted by: Alternick 7 Aug 2013, 18:23
გამარჯობათ.
თბილისში სად არის თიხის კორტები, რომელიც ქირავდება თავისი ატრიბუტიკით ჩოგნებით და ბურთებით ანუ და რაღირს ერთი საათი. თამაში მინდა და რას მირჩევდით რომელი ჯობია.
დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: Jordan23 8 Aug 2013, 01:32
იქირავეთ 70%-მდე ფასდაკლებით საჩოგბურთო კორტები «City Sport»-ში და გაატარეთ დრო სპორტულად მეგობრებთან ერთად
http://besmart.ge/event/citysport/

Posted by: giorgi22 8 Sep 2013, 13:21
თუ გექნებათ სურვილი კარგ მოთამაშეს (მოყვარულს) ვეთამაშები.

Posted by: 4Motivi 19 Jan 2014, 17:48
მეგობრებო ვინმეს არ გინდათ თამაში ?

Posted by: phasko 21 Jan 2014, 22:06
ძალიან მინდა თამაში რამდენი ხანია თან და ვერავინ ვნახე რო მეთამაშოს ((( თამაში ვიცი მაგრამ დიდი ხანია შეხება არ მქონია (
კარგი იქნებოდა facebookze ყოფილიყო ჯგუფი მოყვარულებისთვის და შემდგარიყო შეხვედრები\თამაშები smile.gif))

Posted by: win22 1 Feb 2014, 20:13
ერთხელ ვითამაშე და წელი მომწყდა ბურთების კრეფით ... ვიღაცას ჩემს მაგივრად რომ აეკრიფა ბურთები ბევრად მეტს ვისწავლიდი biggrin.gif თუ ვინმეს სურს ჩემნაირ დილეტანთან (თუმცა იმედისმომცემ) ჩოგბურთელთან თამაში დამეკონტაქტოს პაპალამ გავიყოთ გადასახადი კორტის. (მენტორული უნარებიც თუ ექნება ასეთ ვოლუნთერს დიდად მადლობელი ვიქნები)

Posted by: GunsN 1 Feb 2014, 20:16
ეჰ როგორ მინდა თამაში მარა არ გვაქ დახურული დარბაზი sad.gif

Posted by: win22 1 Feb 2014, 20:22
როგორ არა გვაქვს თან 2 .. ერთი მესხის აკადემიაში და მეორე სამედიცინოში

Posted by: slim4you 1 Feb 2014, 21:38
win22
GunsN

ოლიმპშიც არის

2 კორტი ინდორი

Posted by: win22 1 Feb 2014, 21:46
slim4you
რა ღის საათი ? ჩოგნები თუ შედის ფასში?
ჰარდია ჰო ?

პ.ს ოლიმპიკში თუ ოლიმპში?





































Posted by: slim4you 1 Feb 2014, 22:16
win22

როგორც მახსოვს ოლიმპი ქვია

ჩოლოყაშვილის ქუჩაზე.

დარბაზი 20 ლარი ღირდა და 25 ღამის საათებში

ჩოგანი არ ვიცი მე ჩემი მქონდა ხოლმე.

Posted by: win22 1 Feb 2014, 22:35
ორი კორტი რომ არის გვერდი გვრერდ მწვანე საფარით მაგაზე ამბობ ჰო?

თუ მაგაზე,ამბობ ოლიმპიკია. არ გინდა უახლოეს დღებში ვითამაშოთ?

Posted by: GunsN 1 Feb 2014, 22:41
slim4you
გორიდან ხო არ ვივლი თორე დიდი სიამოვნებით გადავიხდიდი 20 ლარს smile.gif
win22
ჩოგანი შენი უნდა გქონდეს, თუ თამაშს აპირებ სამომავლოდაც აჯობებს თუ შეიძენ.

Posted by: slim4you 1 Feb 2014, 23:17
win22
QUOTE
ორი კორტი რომ არის გვერდი გვრერდ მწვანე საფარით მაგაზე ამბობ ჰო?

ხო ეგაა არასწორად მხსომებია

QUOTE
არ გინდა უახლოეს დღებში ვითამაშოთ?


დიდი სიამვნებით ვითამაშებდი მაგრამ არ ვარ საქართველოში sad.gif


Posted by: win22 1 Feb 2014, 23:41
ჩოგანი მაქვს ჩემი smile.gif

ბურთებიც ხომ არ წამოვიღო?

ნუ რა ვქნათ აბა ბიჭებო sad.gif

სხვებს არ გინდათ?

Posted by: გოგინა7 2 Feb 2014, 20:33
ოდესმე თუ მექნა საკუთარი სახლი
ეზოში ჩოგბურთის მოედანივით გავაკეთებ
ან თუმდაც დარბაზს რომ გული ვიჯერო ხოლმე
თამაშით

მარა ტყუილა ვოცნებობ საკუთარი სახლი
კი არა საჭმლის ფული მქონდეს სანატრელი
ისე იქნება, არ მეშველება არაფეეი biggrin.gif

Posted by: zura_87 3 Feb 2014, 10:06
მეც მინდა თამაში, მოყვარული ვარ, 1 წელია უბრალოდ არ მითამაშია, წყვილებში მირჩევნია, მაგრამ 1-1ზეც სიამოვნებით ვითამაშებ, არის ვინმე მსურველი?

Posted by: win22 3 Feb 2014, 19:10
zura_87
მე ვარ მსურველი smile.gif

Posted by: zura_87 4 Feb 2014, 10:37
win22
ხოდა შევთანხმდეთ და ვითამაშოთ smile.gif თუ დაგვემატა ვინმე წყვილებში ვითამაშოთ.

Posted by: GunsN 4 Feb 2014, 10:55
zura_87
QUOTE
წყვილებში ვითამაშოთ.

რა მუღამი აქვს წყვილებში თამაშს user.gif

Posted by: zura_87 4 Feb 2014, 12:17
GunsN
რატომ არ აქვს? მე პირადად ბადესთან თამაში მიყვარს, რომელიც ერთეულებში თამაშისას ძალიან რთულია (მოყვარულის დონეზე ვგულისხმობ რა თქმა უნდა), წყვილებში კი პირიქით აუცილებელიცაა, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერ შემთხვევაში მინდა თამაში.

Posted by: norika 4 Feb 2014, 12:21
მეც მინდა თამაში, მაგრამ ამ დღეებში არ მცალია, აი გამოცდებს რომ ჩავამთავრებ....ვაჟაზე ვთამაშობ ხოლმე მაგრამ იშვიათად, ბოლოს ნოემბერში ვიქნიე ჩოგანი biggrin.gif

Posted by: zura_87 4 Feb 2014, 12:54
norika
ვაჟაზე დარბაზში არასდროს არაა ხოლმე ადგილი და გარეთ კიდე გავიყინებით, აბა ვის აქვს სურვილი უახლოეს მომავალში თამაშის?

Posted by: GunsN 4 Feb 2014, 13:31
zura_87
მარტო მიყვარს თამაში, წყვილებში ვერ ვთამაშობ. ვერ ვხურდები ხოლმე biggrin.gif

Posted by: norika 4 Feb 2014, 13:37
zura_87
საღამოობით ვთამაშობ ხოლმე, სამსახურის და უნივერსიტეტის შემდეგ, 8-დან 10 მდე ძირითადად

წინა დღით ჩაეწერები და ადგილი არაა პრობლემა

Posted by: zura_87 4 Feb 2014, 13:48
ხო, მეც ეგრე მაწყობს, საღამოს, სამსახურის მერე, რავი აბა ვინ მეთამაშება მომწერეთ რა.

Posted by: norika 4 Feb 2014, 14:00
მოვრჩები ამ გამოცდებს და თავისუფალი დრო რომ მექნება ვითამაშოთ
ადგილიც მაწყობს, 5 წუთი მინდა სახლიდან

Posted by: zura_87 4 Feb 2014, 14:04
norika
კაი, მაშინ შენ გამოცდების მერე გეთამაშები.

Posted by: dmum23 8 Feb 2014, 06:39
zura_87
მე მეთამაშე კრუჩონები ვიცი ოღონდ wink.gif

Posted by: zura_87 8 Feb 2014, 07:27
dmum23
ნეტა საქართველოში იყო და სიამოვნებით.

Posted by: Vako_Barca 11 Feb 2014, 17:25
სადმე არაა რო ვთქვათ 1 თვიანი აბონიმენტი ავიღო მაგალითად 8 ან 10 შესვლით, ჩოგნებიც რო შედიოდეს
და დაახლლოებით რა ეღირება

Posted by: avenged7fold 11 Feb 2014, 17:57
Vako_Barca

ისანში არის სადაც შეგიძლია აბონიმენტი აიღო 1 საათი 20 ლარი ღირს დალშე შენ გამოიანგარიშე
ჩოგნებს აქირავებენ თუ არა ეგ არ ვიცი

Posted by: zura_87 17 Feb 2014, 12:13
არ გამოჩნდა არავინ მსურველი???????????????

Posted by: zura_87 5 Apr 2014, 10:22
http://swoop.ge/offers/51783 ------

Posted by: General Discussion 16 Apr 2014, 12:13
ვინაც იცით დაყარეთ ინფო სად შეიძლება მწვრთნელიც რო იყოს და ფასები თუ იცით კიდევ. კი მითამაშია ბევრჯერ მაგრამ ჩემით ნასწავლი რაღაცეები, მირჩევნია მწვრთნელმა მასწავლოს სწორად მისვლები, აღება და ა.შ. რო უფრო კონკურენტუნარიანი მოთამაშე გავხდე, თუნდაც მოყვარულებში.

Posted by: todo_n 16 Apr 2014, 12:53
ჩოგბურთის თამაში მეც მინდა და ვისაც აქვს სურვილი შევიკრიბოთ ყველნი ერტთად და წავიდეთ სადმე ვითამაშოთ, პატარა ტურნირი მოვაწყოთ smile.gif

Posted by: zura_87 17 Apr 2014, 18:46


General Discussion
todo_n
კარგი იქნებოდა, მაგრამ მეც საუკუნეა არ მითამაშია და ჯერ ისე ვითამაშოთ არ გინდათ?

Posted by: todo_n 25 Apr 2014, 20:54
კი მინდა, დიდი სიამოვნებით, შევიკრიბოთ რამდენიც ვიქნებით და დავგეგმოთ ... smile.gif ან ჩვენ ვითამაშოთ Zura_87

Posted by: zura_87 1 May 2014, 19:49
todo_n
მომწერე როდის და რომელ კორტზე გაწყობს და ვითამაშოთ.

Posted by: todo_n 7 May 2014, 18:51
zura_87
პირადში მოგწერე

Posted by: GunsN 20 Jun 2014, 18:35
ბურთებს სად ყიდულობთ ხოლმე?
მაქსიმუმ ორი თამაში და ბურთი აღარ ვარგა, რომელი ფირმისაა ნორმალური მითხარით რა.

Posted by: avenged7fold 20 Jun 2014, 18:46
GunsN

http://www.amazon.com/Penn-Championship-Tennis-Balls-Single/dp/B0000BYRT0/ref=sr_1_3?ie=UTF8&qid=1403275411&sr=8-3&keywords=penn+balls

ამას ვყიდულობ პირადად მე,ეხლა ძვირი ღირს,უნდა დაიჭირო მომენტი და 3 დოლარამდე ღირს

ისე აქ იქსტრიმში ნახავ,მაგრამ ძვირი ღირს 15 ლარი 3 ბურთი

Posted by: GunsN 21 Jun 2014, 14:24
avenged7fold
გამოვიწერ აბა, უწერია ჰარდისთვისააო და ვნახოთ ერთი როგორ გაძლებს.

Posted by: avenged7fold 21 Jun 2014, 19:53
GunsN

მაგის გამოწერას ეს ჯობია რომ გამოიწერო თანხის მხრივ

http://www.amazon.com/Wilson-Sporting-Goods-Championship-Tennis/dp/B001FZCVTM/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1403365966&sr=8-1&keywords=tennis+balls

ესეც მქონდა და არაუშავს,ნორმალური ბურთებია

Posted by: enorme 23 Jun 2014, 03:44
სად შეიძლება კორტის ქირაობა? ჩოგნებით და ბურთებით? და რა ღირს საათი?

Posted by: todo_n 24 Jun 2014, 00:05
ვაჟა ფშაველას და ასათიანის კუთხეში როა ცითი სპორტის კორტები მანდ ღირს 20 ლარი 1 საათი

Posted by: Gio T 25 Jun 2014, 10:53
მეც მინდა თამაში და მომწერეთ რა ვინც თამაშობთ

Posted by: GunsN 25 Jun 2014, 21:33
კვირას გორში ტურნირია, მოყვარულები თამაშობენ, რუსთავიდან ჩამოდიან, არ გვესტუმრებით? smile.gif

Posted by: todo_n 26 Jun 2014, 00:15
Gio T
იცი ჩოგბურთის თამაში ?

Posted by: Gio T 26 Jun 2014, 08:58
todo_n
მოყვარულის დონეზე ვთამაშობ, პროფესიონალი არ ვარ smile.gif

* * *
GunsN
რა ადგილას არის გორში კორტები და რომელ საათზეა? ვინ ატარებს რამე სერიოზული ტურნირია?

Posted by: GunsN 26 Jun 2014, 09:39
Gio T
გორში კომბინატის კლუბის უკანაა კორტები.
დილიდან იწყება რეგისტრაცია 9 საათზეა.

კი კარგი ტურნირია, ოღონდ მოყვარულებია

Posted by: jonjoli 26 Jun 2014, 11:08

მეც მინდა თამაში მოყვარულების საშუალოზე და ოდნავ მაღალ დონეზე ვინც იცის სიამოვნებით ვეთამაშები

Posted by: todo_n 26 Jun 2014, 11:24
Gio T jonjoli ვითამაშოთ სადმე სადაც გინდათ,შევხმიანდეთ და კაი საღამო გამოგვივა..
მეც ვთამაშობ მოყვარულის დონეზე smile.gif

Posted by: Gio T 26 Jun 2014, 11:28
jonjoli
todo_n
შაბათს ან კვირას შევხვდეთ და ვითამაშოთ საღამოს, დღეს საღამოსაც შეიძლება თუ გცალიათ

Posted by: jonjoli 26 Jun 2014, 12:11
todo_n
Gio T

სიამოვნებით smile.gif ამ შაბათ კვირასაც შეიძლება შევძლო გაგაგებინებთ თუ რამე smile.gif


და სად ქირაობთ ხოლმე კორტებს ? ჰარდია თუ თიხა



Posted by: todo_n 27 Jun 2014, 00:11
jonjoli
კაი ბაზარი არაა შაბათ კვირასაც ვითამაშოთ... ასათიანის და ვაჟა-ფშაველას კუთხეში..თიხის კორტებია

Posted by: ninininuca 10 Jul 2014, 04:53
სამოყვარულო დონეზე სად შეიძლება ჩოგბურთის შესწავლა?

Posted by: Coldplayer 10 Jul 2014, 13:25
ვერის პარკის კორტებზე არ ვყოფილვარ დიდი ხანია, რა მდგომარეობაშია ხომ არ იცით? ვაკის პარკის კორტები გათახსირებულია.

Posted by: Gio T 11 Jul 2014, 09:40
Coldplayer
კარგ მდგომარეობაშია

Posted by: ანტუან 29 Jul 2014, 19:02
ვინმე კარგი მწვრთნელის კოორდინატები არ იცით?

Posted by: saali18 26 Aug 2014, 19:53
თბილისში ვინ სად თამაშობთ? მეც მინდა sad.gif

Posted by: todo_n 28 Aug 2014, 00:49
მე ვთამაშობ ხოლმე ასათიანზე სითი სპორტის კორტებზე... სვუპზე დევს ხოლმე ვაუჩEრები smile.gif

Posted by: phenom animal 13 Sep 2014, 15:41
სამედიცინოზეა კარგი კორტები მოყვარულის დონეზე ვთამაშობ ხოლმე არავის აქვს სურვილი თამაშის? გოგო ბიჭი სულ ერთია ლიშბი ვინმე იყოს boli.gif

1 საათი 20 ლარი ღირს . კარგი კორტებია ხალიჩაცა დახურულიც აქვთ , თიხაც აქვთ

Posted by: Corvette 13 Sep 2014, 15:44
phenom animal
QUOTE
1 საათი 2 ლარი ღირს

2 თუ 20 ? biggrin.gif

Posted by: phenom animal 13 Sep 2014, 15:46
QUOTE (Corvette @ 13 Sep 2014, 15:44 )
phenom animal
QUOTE
1 საათი 2 ლარი ღირს

2 თუ 20 ? biggrin.gif

20 გამომრჩა ნული lol.gif gigi.gif

Posted by: Corvette 13 Sep 2014, 15:48
phenom animal
მაგიდის ტენისში ხომ არ აერიათქო biggrin.gif

Posted by: Enamorada 14 Sep 2014, 01:59
http://www.gamedesign.jp/flash/tennis/tennis.html

up.gif

Posted by: zura_87 13 Oct 2014, 15:12
თამაშის სურვილი ხომ არ აქვს ვინმეს უახლოეს მომავალში? თუნდაც დღესვე...

Posted by: todo_n 13 Oct 2014, 15:27
zura_87
ხვალე საგამოს შემიძლია მე პირადად wink.gif wink.gif

Posted by: zura_87 13 Oct 2014, 20:21
todo_n
ნიკუშ, პარასკევს გცალია?

Posted by: todo_n 13 Oct 2014, 21:03
zura_87
კი მცალია ზურა და შევხმიანდეთ და ვითამაშოთ smile.gif

Posted by: jonjoli 29 Oct 2014, 15:36
თამაშობთ ხოლმე ? მოყვარული ვარ საშუალო დონის ამ შაბათ კვირას ვითამაშებდი


ვერის ბაღში დავდიოდი ხოლმე დილას 10 ლარია 11 საათამდე

თქვენ რამდენს იხდით და სად ?

Posted by: zura_87 30 Oct 2014, 13:27
jonjoli
მე და ნიკამ (თოდო_ნ) ვითამაშეთ რამდენჯერმე ვაჟაზე, 20 ლარი ღირს, კიდევ 1 მსურველი თუ გამოჩნდება წყვილებში ვითამაშოთ.

Posted by: jonjoli 30 Oct 2014, 17:54
zura_87

სამედიცინოს კორტებზე ?


QUOTE
1 მსურველი თუ გამოჩნდება წყვილებში ვითამაშოთ.


ოკ : )

Posted by: todo_n 12 Nov 2014, 15:07
სანამ კარგი ამინდებია ხოარ გვეთამაშა ?

Posted by: todo_n 16 Dec 2014, 13:12
დღეს არავის გინდათ თამაში ? დახურული დარბაზი ვიცი საათი 20 ლარი

Posted by: Federer R 16 Dec 2014, 15:16
City Sport-ში ვთამაშობ ხოლმე მე პირადად. სულ 7 კორტია აქედან 3 გრუნტი და დანარჩენი ხელოვნური საფარი , ორი კორტი დარბაზში არის, ჩოგბურთი ის ემიყვარს საფარს მნიშნელობა არ აქვს ჩემთვის <3 სამოყვარულო დონეზე ვითამაშოთ smile.gif

Posted by: todo_n 16 Dec 2014, 17:23
Federer R
ხო ეგ მეც ვიცი სითი სპორტის კორტებზე ვარ ხოლმე სულ, უბრალოდ ზამთარში გარეთ თამაში ტეხავს...

Posted by: Waffen_ss 16 Dec 2014, 19:03
todo_n
მე მინდა თამაში ხვალ ვითამაშოთ თუ გინდა 20 ლარი ჩოგნებიანადღირს?
ვინმეს თუ გსურთ თამაში დაწერეთ და სამედიცინოზე ვითამაშოთ

Posted by: todo_n 16 Dec 2014, 19:23
Waffen_ss
პირადში მოგწერე

Posted by: Waffen_ss 16 Dec 2014, 19:48
todo_n
მეც მოგწერე პირადში მემგონი მოგივიდა ? edelweiss4444 ეს არის ჩემი skype დამამატე და იქ მოგწერ

Posted by: norika 17 Dec 2014, 12:18
რომელ საათზე აპირებთ თამაშს?

თუ სამსახურიდან არსად წავედით საქეიფოდ, გამოგივლით სამედიცინოზე თუ თამაშობთ?

Posted by: todo_n 18 Dec 2014, 20:14
norika
შაბათს ლეილა მესხზე საღამოს 9 ზე დარბაზში მოდი იქ ვიქნებით

Posted by: Federer R 29 Dec 2014, 16:57
დარბაზში არ გვიშვებენ ზამთარში აბა sad.gif მაგრამ დავდივარ მაინც რა ძალიან მიყვარს და წვიმაშიც ვითამაშებ თუ ჩემი ჩკუის ადამიანს ვნახავ :დ

https://www.facebook.com/SportLegends შემომიერთდით ამ გვერდზე

Posted by: _mavne_ 30 Dec 2014, 09:44
გაუმარჯოს სასტავს, თუ თამაშობთ ხოლმე შემოგიერთდებით რაა, მაგრად მიზიდავს, არ მითამაშია არასდროს და დიდი სურვილი მაქ.. არა ძააალიან დიდი სურვილი :დ

Posted by: Geniculate 18 Jan 2015, 03:06
გამარჯობათ,თბილისში ჩოგბურთის კარგ ტრეინერს ვერ მირჩევთ?(ნორმალურ ფასად) მოყვარულის დონეზე ვთამაშობ ახლა ისიც ცუდად და ძალიან იშვიათად და მინდა გავაუმჯობესო smile.gif

Posted by: ladusha2 6 Feb 2015, 11:04
Geniculate

მე შემილია გავარჯიშო

რა დრო გაწყობს და რა დღეებში ? ინდივიდულაური ვარჯიში ფასი საათი 40 ლარი (ამ თანხაში შედის კორტის ღირებულებაც)


Posted by: todo_n 11 Feb 2015, 22:41
ხვალე არავის გინდათ თამაში ?? დარბაზი დავიკაოთ და ვითამაშოთ დღის განმავლობაში... აბა ვინაა მსურველი ??

Posted by: jonjoli 13 Feb 2015, 11:40

თიხაზე ყველაზე იაფი სად ღირს ? ჩემი ჩოგნებით და ბურთებით რო მივიდე

Posted by: todo_n 13 Feb 2015, 16:23
jonjoli
ყველაზე იაფი კიკვიძის ბაღშია კინო საქართველოსთან 15 ლარი ღირს 1 საათი

Posted by: jonjoli 13 Feb 2015, 20:38
todo_n

მადლობა smile.gif




..............

Posted by: _jani_ 11 Apr 2015, 13:59
მეც სიმაოვნევბით შემგიერთდებით, 20:00- საათიდან თითქმის ყოველ დღე მცალია.

მოყვარულის დონეზე ვფიქრობ ნორმალურად ვათამაშობ.

შევხმიანდეთ smile.gif

Posted by: phasko 12 Apr 2015, 15:11
მოგესალმებით!

აქ შეგიძლიათ გაწევრიანდეთ და ითამაშოთ ხოლმე ჩოგბურთი შესაფერისი დონის პარტნიორთან თბილისშიsmile.gif მეც ეხლა მივაგენი ამ ჯგუფს:]
https://www.facebook.com/groups/1567761166790124/

Posted by: maozeduni 15 Apr 2015, 20:21
მეც ვეძებ პარტნიორს, ყოველ შაბათს ვთამაშობ ხოლმე ოლიმპიკის კორტებზე, 5 დეკემბრის ქუჩაზე. თუ ვინმეს ექნება სურვილი მომწერეთ.

Posted by: zura_87 16 Apr 2015, 17:00
maozeduni
მე მაწყობს ტერიტორიულად ეგ ადგილი მაგრად, რა დონის მოთამაშე ხარ? იმედია პროფი არ ხარ smile.gif

Posted by: ulrixa 16 Apr 2015, 17:02
ოლიმპკზე მეც ვთამაშობ ბოლო 3 წელია კვირაში მინიმუმ 2 ჯერ . tongue.gif


ხო ჩოგნებს ვყიდი ))

http://www.mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&cPath=142_144&product_id=7537391

http://www.mymarket.ge/product_info.php?product_id=7537433

Posted by: maozeduni 16 Apr 2015, 22:46
zura_87

მეც მაწყობს, მაქეთ ვცხოვრობ, თან არ არის ცუდი კორტები. პროფესიონალი არ ვარ, 6-7 ჯერ ვითამაშე ჯერჯერობით თუმცა რასაც ვუყურებ არ გამომდის ცუდად. ტრენერი მავარჯიშებდა და ნორმალურად ავითვისე. დარტყმები თითქმის დავამუღამე ცოტა გაუმჯობესებას ვცდილობ ახლა. ვითამაშოთ და ვნახავთ მოკლედ. ყოველ შაბათს ვთამაშობ ხოლმე.
* * *
ulrixa
ჩოგნის ყიდვა მე მინდა მაგრამ ძვირი არ არის? მთლად კარგად ვერ ვერკვევი ჯერჯერობით მაგრამ თუნდაც მარკეტზე გაცილებით იაფადაც იყიდება.

Posted by: todo_n 16 Apr 2015, 23:31
რამდენი ხალხი შეკრებილხართ smile.gif
ხოდა ყველანი ერთად წავიდეთ და მოვცხოთ თამაში wink.gif

Posted by: zura_87 17 Apr 2015, 10:25
maozeduni
ვითამაშოთ, ჩოგნების ამბავშიც გაგარკვევ სად და როგორ უნდა შეიძინო იაფად და კარგად, შენ მარტო შაბათს გაწყობს? ეხლა რა ღირს მანდ 1 საათი დაქირავება?
todo_n
ნიკუშ, ეგ კორტები ჩემი უბნისკენაა და გვესტუმრე იქეთ smile.gif

Posted by: todo_n 17 Apr 2015, 10:34
zura_87
ბაზარი არა ზურა ვითამაშოთ smile.gif შაბათს საგამომდე მცალია, კვირას მთელი დღე smile.gif

Posted by: zura_87 17 Apr 2015, 10:47
მე კიდე შაბათზე ვერ დავდებ თავს, დღეს საღამოს მცალია და კვირას დღის პირველ ნახევარში.

Posted by: todo_n 17 Apr 2015, 10:59
zura_87
დღეს საგამოს 10 ზე მეცლება smile.gif თუ გაწყობს მომწერე პირადში და სადმე დავიკაოთ დარბაზი

Posted by: zura_87 17 Apr 2015, 12:04
todo_n
არა ნიკუშ 10 ძაან გვიანია ძმა, მაგ დროს ვიძინებ smile.gif შემოვიდნენ ბიჭები და კვირა დილაზე ვიფიქროთ, წყვილებში ვითამაშოთ პირველ დღეს.

Posted by: ulrixa 17 Apr 2015, 15:18
maozeduni
დამწყებისთვის არაა რეკომენდირებული ეს ჩოგნები . მე შეცდომა დავუშვი თავიდანვე ნოვაკის HEAD Speed pro 5 ზომა გრიფით 331 გრამიანი ჩოგანი ვიყიდე .

Posted by: maozeduni 18 Apr 2015, 00:00
zura_87

1 საათი ღირს 20 ლარი. მე ამ კვირას ვთამაშობ 4 საათზე მაგრამ მასწავლებელი მყავს. ამ ერთასც მივალ და მოვრჩები რა. ხვალ მინდა ჩოგანის ყიდვა და თუ მირჩევ კარგი იქნება. შაბათ-კვირას მცალია თითქმის სულ. ოთხშაბათსაც შევძლებ 6ის მერე ოღონდ ყოველთვის ვერა ალბათ. პირადში მომწერე შენი FB დაგამატებ და ნომრებიც გავცვალოთ.

zura_87
todo_n

მოკლედ შემდეგი კვირიდან მცალია და შევხმიანდეთ ხოლმე. თუ რამეა ერთი კაციც ვნახოთ და წყვილშიც შევძლებთ.

ulrixa
ხო ვერ მირჩევ სად და როგორი ვიყიდო?

Posted by: Misley 7 Jun 2015, 01:14
ulrixa

ანუ უფრო მძიმე ჩოგნით უნდა დაიწყო?




იმდღეს ვითთამაშე ახლობლის ჩოგნით და ძააან მსუბუქი იყო ვერც ვგრძნობდი ხელში ფაქტიურად მაგრამ რეალურად ბურთი ზუსტად იქ ხვდებოდა ხშირ შემთხვევაში სადაც განსაზღვრული მქონდა

Posted by: ulrixa 7 Jun 2015, 13:31
Misley
პირიქით დასაწყისისთვის მსუბუქი ჩოგნი ჯობია 280 გრამზე ზე მსუბუქი ) და ეცადე თავის ზომა არ იყოს 100 sq. in პატარა.
maozeduni
მეორადები არ ვიცი და ისე ბაბოლატის წარმომადგენელი არის მისი ნომერი შემიძლია მოგცე ასევე არის Head ის და Wilsoni _ისჩოგნებიც http://xtreme.ge/

Posted by: Misley 7 Jun 2015, 14:59
ulrixa

რავიცი ორივეს თავისი მუღამი აქვს


სად არის 24 საათიანი კარგი განათებით და კარგი საფარიტ?

Posted by: _jani_ 13 Jun 2015, 16:22
დღეს არავის გინდათ თამაში?

_____________________________________


Posted by: beckham7 3 Jul 2015, 11:03
გამარჯობათ
თამაშის სწავლა მინდა და სად შეიძლება ვისწავლო ან ვითამაშო?smile.gif

Posted by: nutsiko 15 Jul 2015, 02:04
სად შეიძლება ჩოგბურთის თამაში თბილისში?
სწავლას ვაპირებ თან.

რჩევებს მოვისმენდი.

მოკლედ, დამწყები ვარ smile.gif

Posted by: beckham7 15 Jul 2015, 16:24
nutsiko
მეც მაგ დღეში ვარ, თუ რაიმეს გაიგებ გამაგებინეsmile.gif

Posted by: zura_87 15 Jul 2015, 16:49
beckham7
ვაჟაზე, სამედიცინოს კორტებზე, ისანში, ოლიმპიკის კორტებზე, ყველაზე იაფი ღირდა ვაკეში ფიზკულტურულის უკან რომ კორტებია მანდ, ინსტრუქტორის დაქირავება და კორტი დაგიჯდება 40-50 ლარი.
10 ვარჯიში დაგჭირდება დაახლოებით მიმართულება რომ მოგცეს, მერე უმჯობესია მეწყვილე იშოვო შენი დონის და სისტემატიურად ეთამაშო და რაც გასწავლეს ის ამუღამო.

Posted by: nutsiko 15 Jul 2015, 21:46
QUOTE (beckham7 @ 15 Jul 2015, 15:24 )
nutsiko
მეც მაგ დღეში ვარ, თუ რაიმეს გაიგებ გამაგებინეsmile.gif

შევიკრიბოთ ,,მაგ დღეში" მყოფი ხალხი და ვისწავლოთ თამაში, ვასწავლოთ ერთმანეთს.

მე, პირადად, უნდა ვისწავლო. gigi.gif


Posted by: beckham7 15 Jul 2015, 23:38
nutsiko
მეც მინდა სწავლა, თეორიულად ვიცი ბევრი რამsmile.gif ჩოგანი გაქვს?smile.gif

Posted by: nutsiko 16 Jul 2015, 11:54
beckham7
არ მაქვს.
ახლა უნდა ვიყიდო smile.gif და ვითამაშებ ხოლმე.

Posted by: beckham7 16 Jul 2015, 11:57
nutsiko
ჯერ არ იჩქარო ყიდვა, რამოდენიმეჯერ ითამაშე და მერე

Posted by: nutsiko 16 Jul 2015, 11:59
beckham7
რითი ვითამაშო? smile.gif)))

თუ გამიმართლა და მათხოვეს, ხომ კარგი, თუ არადა - კორტებზე ვის გამოვართვა, როცა ხალხი სათამაშოდაა მოსული wink.gif

Posted by: Waffen_ss 16 Jul 2015, 12:43
QUOTE (nutsiko @ 16 Jul 2015, 11:59 )
beckham7
რითი ვითამაშო? smile.gif)))

თუ გამიმართლა და მათხოვეს, ხომ კარგი, თუ არადა - კორტებზე ვის გამოვართვა, როცა ხალხი სათამაშოდაა მოსული wink.gif

თუარვცდები სამედიცინოს კორტებზე შეიძლება ჩოგნის ქირაობა, დაილოცა ამიტომ ბათუმი ყველა კორტებზე ქირავდება ჩოგნები თან იაფია ჰარდზე 1 სთ ჩოგნებიანად 20ლ თიხაზე 10ლ
თუ ჩამოხვალ ბათუმში ვითამაშოთ yes.gif givi.gif

Posted by: nutsiko 16 Jul 2015, 13:32
Waffen_ss
ჩამოვალ და ვითამაშოთ. ჩოგნის ქირაობა არ მინდა biggrin.gif ჩემსას ვიყიდი და ისე... wink.gif

Posted by: Dimitri_ 16 Jul 2015, 13:38
nutsiko
QUOTE
ჩოგნის ქირაობა არ მინდა

QUOTE
ჩემსას ვიყიდი და ისე...

ისეც ნუ იზამ მერე 2 კვირაში გადასაგდები გაგიხდეს ის ნაყიდი ჩოგანი.

თუ პირვლეად ყიდულობ კიდე არ გამოიწერო, პირადად თუ არ მოსინჯე და არ 'მოირგე' ხელზე ისე არ იყიდო, დიდი მნიშნველობა აქვს თითოელ დეტალს და გრამს...

და ასევე არ იყიდო პროფების მოდელები, განსაკუთრებით ნადალის smile.gif

წარმატებები


Posted by: nutsiko 16 Jul 2015, 13:49
Dimitri_
ჩვეულებრივი და უწყინარი ჩოგანი უნდა ვიყიდო... თავიდან არა უშავს. მერე შევხედავ. ძვირფასს არ შევიძენ და არც რაღაც ტაფას.

შევხედავ, როგორ გაამართლებს. თან თამაშს ვიწყებ ნელ-ნელა და ზუსტად მეცოდინება, როგორი დამჭირდება.


მადლობა რჩევისთვის smile.gif

Posted by: beckham7 17 Jul 2015, 08:47
http://xtreme.ge/index.php?id_product=3125&controller=product&id_lang=2
ამ ჩოგანზე რას მეტყვით?
Waffen_ss
აგვისტოში ვაპირებ ბათუმში, ეგ კორტები რომელ ადგილასაა ზუსტად? ვითამაშოთsmile.gif
* * *
nutsiko
სამედიცინოსთან კორტებზე 10ლ ღირს ცალკე ჩოგანიsmile.gif

Posted by: Waffen_ss 17 Jul 2015, 13:15
beckham7
ჰარდის ბულვარში გრუნტის ბნზში ბათუმის შემოსასვლელში, ახალაშენებულია თან

Posted by: jonjoli 17 Jul 2015, 13:35
კაი დაყენებული დარტყმა რო ქონდეს ხართ ვინმე ეგეთი ?


ძაან დავიწყებული მაქვს და მალე მინდა გავიხსენო :/


ტრენერები ძვირია mad.gif

Posted by: pink_floyd667 17 Jul 2015, 15:00
jonjoli
კი ჩემი ძმა

მე მაქვს დაყენებული დარტმა.

შევერკინოთ ბესარიონ?

Posted by: jonjoli 17 Jul 2015, 15:14
pink_floyd667


QUOTE
შევერკინოთ ბესარიონ?


spy.gif biggrin.gif


რომელი ხარ rolleyes.gif

Posted by: dachigrdachigr 21 Jul 2015, 04:46
გამარჯობა, ჩოგბურთის სწავლა მინდა, სამოყვარულო დონეზე და ხომ ვერ დამეხმარებოდით ? ან მიმასწავლიდით ვინმე მწვრთვნელთან ? რეალურად არ ვიცი თამაში, მაგრამ თეორიულად ვიცი, წესები და ა.შ. smile.gif)) მადლობა წინასწარ

Posted by: pink_floyd667 21 Jul 2015, 20:24
jonjoli
ბუა
30 ბუა
სტანისლას ბუა
ხუან მარტინ ბუა
ტიპბუარევიჩი

Posted by: ImereTinski 22 Jul 2015, 12:53
მოკლედ,

მე და ჩემ მეგობარს გვინდა გავიხსენოთ თამაში. ადრე ვვარჯიშობდით ცალცალკე და აზრზე ვართ.

დამწყები სპორტსმენი თუ ხართ ვინმე ან ნაცნობი თუ გყავთ ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე სადაც გაწყობთ იქნებ გვავარჯიშოთ რამდენიმე დღე კარგად გახსენებამდე და დამუღამებამდე. მოედნის ქირას + თანხას რაზეც მოვილაპარაკებთ გამოვალთ

მადლობა smile.gif

Posted by: beckham7 22 Jul 2015, 23:17
dachigrdachigr
მესხის კორტებზე დავრეკე და ჯგუფები სამოყვარულო სექტემბრიდან იწყებაო სწავლება, თვეში 150ლ კვირაშI 2 გაკვეთილი. თუ მანამდე არ ვისწავლე თამაში მანდ უნდა დავიწყო სიარული..

Posted by: jonjoli 24 Jul 2015, 11:07
pink_floyd667

chups.gif

Posted by: zura_87 24 Jul 2015, 11:18
pink_floyd667
jonjoli
გაუმარჯოს, თამაშის სურვილი ხომ არ გაქვთ უახლოეს მომავალში?

Posted by: nutsiko 28 Jul 2015, 00:28
ImereTinski
დამწყები ვარ. ახლა ვსწავლობ smile.gif მეც მინდა თამაში.
zura_87
მეც ვითამაშებ რააა smile.gif

თუ გადაწყვეტთ, შემოგიერთდებით, სად და როდის და ვითამაშოთ (ძალიან მოვინდომებ და ვითამაშებ) smile.gif თან ვისწავლი wink.gif

Posted by: jonjoli 28 Jul 2015, 11:01
zura_87
QUOTE
გაუმარჯოს, თამაშის სურვილი ხომ არ გაქვთ უახლოეს მომავალში?


კი ვითამაშოთ : ) შაბათ კვირიდან მცალია


nutsiko

სადმე კედელი ნახე და ივარჯიშე ხოლმე , სამედიცინოს კორტებზეც არის : ) დამწყებისთვის და არა მარტო დამწყებისთვის ძალიან მაგარი ვარჯიშია

ხან კორტები ხან კედელი ეგრე უფრო მალე დაამუღამებ

Posted by: nutsiko 28 Jul 2015, 13:36
jonjoli
biggrin.gif თამაში მინდა-მეთქი და კედელი ნახე და ივარჯიშეო biggrin.gif

მადლობა რჩევისთვის. კედელთან ისედაც ვივარჯიშებ, ეგ ვიცი. დავამუღამებ და ვისწავლი.


თამაში მინდოდა ადამიანებთან.

zura_87
მადლობა ზურას მართლა, კიდევ ერთხელ მადლობა smile.gif

Posted by: jonjoli 28 Jul 2015, 15:46
nutsiko

ნუ მეჯაჯღანები biggrin.gif vik.gif


კედელთან ისწავლე ჯერ და მერე გეთამაშები მონდომება უნდა დავინახო rolleyes.gif biggrin.gif

Posted by: paata847 28 Jul 2015, 15:48
კრისტალბეთზე 1 ლარი ჩამირიცხეთ ვინმემ რაიქნება sad.gif მაგრად მჭირდება ფული კრისტალბეთის პინ კოდი 374072 ტოტალიზატორს მაინც ვიყომარებ

Posted by: zura_87 28 Jul 2015, 18:55
nutsiko
არაფრის, რის მადლობა, ვითამაშოთ კიდეც, მაგრამ სწორ რჩევას გაძლევს, დასაწყისისთვის კედელი საუკეთესო პარტნიორია.

Posted by: nutsiko 28 Jul 2015, 19:45
Zura
Jonjoli

Madloba rchevistvis.

Kedeltan vitamasheb.

P.s. AR vjajganeb jonjoli.

Posted by: Waffen_ss 28 Jul 2015, 19:46
QUOTE (nutsiko @ 28 Jul 2015, 13:36 )
jonjoli
biggrin.gif თამაში მინდა-მეთქი და კედელი ნახე და ივარჯიშეო biggrin.gif

მადლობა რჩევისთვის. კედელთან ისედაც ვივარჯიშებ, ეგ ვიცი. დავამუღამებ და ვისწავლი.


თამაში მინდოდა ადამიანებთან.

zura_87
მადლობა ზურას მართლა, კიდევ ერთხელ მადლობა smile.gif

ჩამოდი ბათუმში და გეთამაშები vik.gif war.gif

Posted by: nutsiko 28 Jul 2015, 21:55
Waffen_ss
იქამდე კედელს ვეთამაშები თბილისში და ბათუმშიც ჩამოვალ...

მე, დამწყები და ჩაინიკი....

Posted by: beckham7 28 Jul 2015, 22:53
nutsiko
ჩვენ ერთ ამბავში ვართ, მე გადავწყვიტე სექტემბრიდან მესხის კორტზე სწორად სწავლა ჩოგბურთის, ჯგუფები იქმნება სექტემბრიდან. კვირაში 2 გაკვეთილი 2 საათით 150 ლარად. 1 თვე საკმარისი იქნება რომ სწორი თამაში ისწავლო, დანარჩენი პრაქტიკის ამბავი იქნება...

Posted by: nutsiko 29 Jul 2015, 02:04
beckham7
წარმატებები!

გავაგრძელებ მე კედელთან თამაშს და იმ ხალხთან, ვისაც უნდა თამაში (თუნდაც ჩემნაირ დამწყებთან ან ჩემზე უკეთ რომ იცის თამაში).


------------------------------

მადლობა ყველას ყურადღებისა და რჩევისთვის. გავითვალისწინებ.

Posted by: Waffen_ss 29 Jul 2015, 09:12
QUOTE (nutsiko @ 28 Jul 2015, 21:55 )
Waffen_ss
იქამდე კედელს ვეთამაშები თბილისში და ბათუმშიც ჩამოვალ...

მე, დამწყები და ჩაინიკი....

არაუშავს სამაგიეროდ მე ხე ვარ maxati.gif
* * *



ჩაინიკებს კი ვუგებდი მაგრამ ბოლო ორი თამაშია ჩაინიკთა შორის ერთ ერთმა უჩაინიკესმა ორჯერ მიმჯირყვნა user.gif

Posted by: jonjoli 29 Jul 2015, 11:24
nutsiko
QUOTE
P.s. AR vjajganeb jonjoli.


გეხუმრები : )

სწავლა თუ გინდა და მარტო გასართობად არა კედელი არის მაგარი რაღაც ხელის მოძრაობას ამუღამებ ფეხის მოძრაობას ტანის მოძრაობას ბურთის გრძნობას პადაჩას დისტანციას ბურთთან დახვედრას და ასე სემდეგ . . მაგიტოა მაგარი და მერე კორტებზე რო გადაიტან უფრო გაგიადვილდება და უფრო მალე ისწავლი

პარალელურად თან უნდა ითამაშო ხოლმე კორტებზეც ანუ ჩაანაცვლო ერთმანეთს



მეც დაგიდგები სანამ აქ ვარ ციდან ვარსკვლავებს მეც არ ვწყვეტ მარა თუ რამე ვიცი გასწავლი biggrin.gif

Posted by: nutsiko 29 Jul 2015, 12:30
Waffen_ss
ეს დღეები ვემზადები, ვვარჯიშობ, თან ვათვალიერებ დიდ შენობებს (კედელს ვარჩევ რა wink.gif ) თან ფეხის ტრამვა მომირჩა. გამართულად დავდივარ biggrin.gif

jonjoli
ვივარჯიშებ და შენც შეგეკითხები ხოლმე (მადლობა მხარდაჭერისთვის).


Posted by: laplandia 30 Jul 2015, 20:46
მეთამაშეთ მეც

ჩაინიკი ვარ მეც და ვაბშე შევიკრიბოთ ცაინიკები პასტა ფურცელი ავიღოთ, დავხაზოთ ცხრილი და ერთი ტურნირი მოვაწყოთ ჩაინიკებში

10-20 ლარი შესატანი და 8 კაცი მაინც თუ შეიკრიბება 80-160 ლარს მოიგებს... თუ მეტი - მეტს...

ამ თანხად კიდევ ლუდიც დაილევააა

Posted by: nutsiko 30 Jul 2015, 22:04
laplandia
კარგი სანახავები ვიქნებით ყველანი ერთად - ჩაინიკ ფართი wink.gif

ეს ხუმრობით. მეც მინდა თამაში და როგორც გამოგვივა და რანაირადაც, წავიდეთ, ფული შევაგროვოთ და ვითამაშოთ. თან ახლა ზაფხულია, ხალხი არაა ქალაქში, თითქმის არავინ იქნება კორტებზე და ვითამაშოთ.

+1

ვის უნდა კიდევ?

Posted by: laplandia 31 Jul 2015, 03:22
nutsiko

მოკლედ Uჩემოდ თუ რამე მოხდა არ გამომტოვოთ კაი? :*

Posted by: Corvette 31 Jul 2015, 14:12
QUOTE (nutsiko @ 30 Jul 2015, 22:04 )
laplandia
კარგი სანახავები ვიქნებით ყველანი ერთად - ჩაინიკ ფართი wink.gif

ეს ხუმრობით. მეც მინდა თამაში და როგორც გამოგვივა და რანაირადაც, წავიდეთ, ფული შევაგროვოთ და ვითამაშოთ. თან ახლა ზაფხულია, ხალხი არაა ქალაქში, თითქმის არავინ იქნება კორტებზე და ვითამაშოთ.

+1

ვის უნდა კიდევ?

კარგი აზრია , მეც ჩაინიკი ვარ და მეც მინდა თამაში biggrin.gif

მალე შევიკრიბოთ.

Posted by: GOVEN 31 Jul 2015, 14:49
სად აპირებთ თამაშს? მე2 კლასის მერე არ მითამაშია, ანუ 18-19 წელია და დიდი სურვილი მაქვს თამაშის smile.gif)

Posted by: Corvette 31 Jul 2015, 14:52
დავაი

ნუციკომ ითავოს ორგანიზება და შევიკრიბოთ pop.gif

Posted by: Dimitri_ 31 Jul 2015, 15:02
მსაჯი ვიქნები

-2 მაქვს up.gif



ხო კაი მთლად -2 არა, -1,25 მაქვს biggrin.gif


Posted by: Vako_Barca 31 Jul 2015, 15:05
მეც მინდა jump.gif


პროსტა ამ სიცხეში როგორ გამოვა ? biggrin.gif

Posted by: Corvette 31 Jul 2015, 15:15
კარგია jump.gif

ერთი 2-3 კაციც და პატარა ტურნირი მოვაწყოთ , 2 საათი ავიღოთ . რა ღირს საათი ?

Posted by: GOVEN 31 Jul 2015, 15:16
QUOTE
-2 მაქვს 



ხო კაი მთლად -2 არა, -1,25 მაქვს

აუ ეგ ვერ გავთვალე biggrin.gif
მარჯვენაში -3.5 მაქვს და მარცხენაში -2.75 (ასტიგმატიზმი ორივე თვალში) biggrin.gif
სათვალით ვითამაშებ თუ რამე biggrin.gif

Posted by: nutsiko 31 Jul 2015, 19:55
Corvette
კეთილი და პატიოსანი,

რამდენს გვინდა ჩოგბურთის თამაში?

სია:
1. მხევალი ღვთისა ანუ მე
2. Corvette
3. GOVEN
4. laplandia

მოდიხართ?

ორი კაციც რომ ვიყოთ, გავდივართ და ვთამაშობთ.

კორტების საკონტაქტოები დაწერეთ ან მომწერეთ და მე ორგანიზებას გავუკეთებ.

Posted by: Corvette 31 Jul 2015, 20:42
nutsiko
მე არ ვიცი საკონტაქტოები , ადრე ვერის ბაღში მაქვს ნათამაშები , მეტი არც ვიცი .

QUOTE
ორი კაციც რომ ვიყოთ, გავდივართ და ვთამაშობთ.

Vako_Barca -მ ხო დაწერა , 5-ნი ვართ .

Posted by: nutsiko 31 Jul 2015, 21:01
Corvette
იყოს ვერის პარკი. ვიცი ეგ ადგილი. აი, საკონტაქტოში მომეხმარეთ რა ვინმემ.

კვირას გაწყობთ?

Posted by: GOVEN 31 Jul 2015, 21:03
აუ ეს კვირა შასი არ მაქვს. 8 საათის მერე მცალია და მაგ დროს თუ გვიანი არაა ბაზარი არაა

აუ არა თან ნემსებს ვიკეთებ და კაკრას კვირას მიწავს. ამ კვირას გამოგაკლდებით.

Posted by: Corvette 31 Jul 2015, 21:04
nutsiko
QUOTE
იყოს ვერის პარკი. ვიცი ეგ ადგილი. აი, საკონტაქტოში მომეხმარეთ რა ვინმემ.

სხვებიც შემოვიდნენ , იქნებ მაგათმა იცოდნენ .

QUOTE
კვირას გაწყობთ?

ნებისმიერი დღე და დრო მაწყობს მე .

დავგუგლავ აბა იქნებ რამე ვნახო .

ეე აგერ ვნახე . ღია კორტებზე ვითამაშოთ .
http://codna.ge/%E1%83%A9%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98/3044?wg

Posted by: nutsiko 31 Jul 2015, 21:52
Corvette
ვითამაშოთ ღია კორტებზე.

მომწერე კორტების საკონტაქტოები. მეც დავძებნი.

ვითამაშოთ. ვისაც გინდათ, წამოდით. ყველაფერს რომ გავარკვევ, აქ დავწერ.

იყოს ორშაბათს თუნდაც ან მომავალ კვირას, რომელიმე დღეს, ოღონდ საღამოს, მთელი დღის განმავლობაში ძალიან ცხელა და ნუ მაძუნძულებთ ახლა, ამ ხვათქში.


მოკლედ, დავწერ და ვისაც გინდათ წამოდით, ტყუილად არ მიმიყვანოთ, თორემ შემოვალ და დაგხოცავთ ყველას smile.gif))))

Posted by: Corvette 31 Jul 2015, 23:55
nutsiko
მალევე ვითამაშოთ რა იქეთ კვირა და იმის იქეთ კვირა biggrin.gif ნახე ეგ ლინკი მანდ წერია საკონტაქტოები , რომელიმე ამოვირჩიოთ და იქ ვითამაშოთ . საღამოს ასე 7 საათიდან ვითამაშოთ , ძალიან არ ეცხელება ალბათ რავიცი .

დაწეროს ლაპლანდიამ ვაკო ბარსამ რავიცი შენც სხვა განყოფილებიდან წამოიყვანე ვინმე ვისაც იცნობ და ვითამაშოთ რა ხვალ-ზეგ .

Posted by: Vako_Barca 31 Jul 2015, 23:55
მე ალბათ ერთ კაცსაც წამოვიყვან ისიც ფორუმელია


ბახტრიონზე როა კორტები თუ იცით
უფასოა
პროსტა ხალხი თუ არ იქნება ვითამაშებთ

ორი კორტია ნორმალური, იდეალური არაა მარა ითამაშებ


ჩოგნები და ბურთები გააქვთ???


ერთი ისაა რო ან საღამოს უნდა ვითამაშოთ ან ძაან დილას
არამგონია რომელიმემ გავქაჩოთ 40 გრადუს სიცხეში


Corvette
QUOTE
საღამოს ასე 7 საათიდან


სამედიცინოსთან იძახი მგონი შენ
თიხაზეა მანდ გარე კორტები
არ მითამაშია არადროს
განათება ააქვთ?

ძვირიცაა მანდ 20 ლარია მგონი საათი
ბევრნი თუ ვიქნებით ფულის თემაცაა

მოკლედ დალაგება უნდა და ითაოს ვინმემ user.gif



ხო ბარემ ამ კვირაშივე ვითამაშოთ
მერე მე მაგალითად გავდივარ ქალაქიდან

Posted by: Corvette 31 Jul 2015, 23:59
Vako_Barca
QUOTE
პროსტა ხალხი თუ არ იქნება ვითამაშებთ

ხოდა ბარემ გადავიხადოთ ის 20 ლარი თუ რაც ეღირება საათი და ვითამაშოთ .

7 საათზე ძაან არ ეცხელება მგონი და ერთი-ორი საათი რო ავიღოთ მერე განათებასაც ჩართავენ ალბათ რა .

QUOTE
ჩოგნები და ბურთები გააქვთ???

მე არა .

QUOTE
სამედიცინოსთან იძახი მგონი შენ

არსად არ ვიძახი კაცო biggrin.gif ამოვირჩიოთ რომელიმე კორტი და იქ ვითამაშოთ .

QUOTE
მე ალბათ ერთ კაცსაც წამოვიყვან ისიც ფორუმელია

up.gif

Posted by: Vako_Barca 1 Aug 2015, 00:02
Corvette
თამაში თუ გვინდა 1 წყვილმა 1 სეტი მაინც რო ითამაშოს ნახევარი საათის თემაა
და რამდენად გვეყოფა 1-2 საათი

Posted by: Corvette 1 Aug 2015, 00:04
Vako_Barca
QUOTE
თამაში თუ გვინდა 1 წყვილმა 1 სეტი მაინც რო ითამაშოს ნახევარი საათის თემაა

რად უნდა მაგდენი დრო smile.gif) პროფები ხომ არ ვართ .

QUOTE
და რამდენად გვეყოფა 1-2 საათი

6 კაცს თავისუფლად უნდა ეყოს . მე არ მომწყინდება თამაში მაგრამ სხვებს შეიძლება მოსწყინდეს და დროც დაგვრჩეს biggrin.gif

Posted by: Vako_Barca 1 Aug 2015, 00:07
https://www.swoop.ge/offers/108094
აი ფასდაკლებითაა 12 ლარი
გარე კორტები
ყველა თიხაა მგონი
სამედიცინოსთან როა ეგაა


მაინც ბახტრიონზე ჯობია მგონი
დილას არავინაა ხოლმე და ვითამაშებთ
მაქეთ თუ ცხოვრობთ ან მოხვდებით ხვალე ნახეთ


Corvette
არაა
ხშირად ვთამაშობ ხოლმე
არც მე ვიცი კარგად მარა იწელება მაინც
ნუ თუ 2-3 ჯერ მაინც დაარტყი

Posted by: Corvette 1 Aug 2015, 00:14
Vako_Barca
QUOTE
აი ფასდაკლებითაა 12 ლარი

ვაა რა კარგია , ეს ავიღოთ და ხვალ ან ზეგ ვითამაშოთ რა .

QUOTE
დილას არავინაა ხოლმე და ვითამაშებთ

აუ არა რა დილას (( თან უფასო არ გვინდა რა , ვიღაცა უნდა მოვიდეს და მოგებულს მე შევხვდები პონტები წავიდეს biggrin.gif

Posted by: Vako_Barca 1 Aug 2015, 00:15
Corvette
კაი იყოს მაშინ ფასიანი biggrin.gif

თიხაზეც პირველად ვითამაშებ

nutsiko
თუ ითავებ შენ
დაჯავშნე მაშინ კვირისთვის

ნომერს თუ გინდა PM მოგწერ



განათება თუ არაა
ალბათ 6ზე მაინც უნდა დავიწყოთ

Posted by: nutsiko 1 Aug 2015, 00:21
რა იყოოო, ხალხნო, ორი წუთით დაგტოვეთ და მუსაიფი გაგიმართავთ wink.gif არ ხართ მარტო დასატოვებელი ხალხი wink.gif

მოკლედ, წავიდეთ და ვითამაშოთ, ხვალ არა. ხვალ არ ვიქნები ქალაქში.

ზეგ ძალიან ადრე იყოს (ნუ ცხრიდან მაინც) ან საღამოს შვიდიდან.

პროფესიონალები არ ვართ, რომ გავწყდეთ თამაშით, ალბათ ყველამ რომ ვითამაშოთ ისე... თან არა მგონია, რომ ბევრნი წამოვლენ.

რამდენიც ვიქნებით წავიდეთ.

მე ზეგ, კვირას ანუ შემიძლია ან ორშაბათიდან ყოველ დღე, ნუ საღამოობით.


დატოვეთ საკონტაქტო, დავრეკავ და დავჯავშნი.

Posted by: Corvette 1 Aug 2015, 00:29
nutsiko
QUOTE
დატოვეთ საკონტაქტო, დავრეკავ და დავჯავშნი.

ჩვენს დადებულ ლინკებზე სპეციალურად არ შედიხარ ? spy.gif

მე არ ვიცი სვუპზე როგორ უნდა ვაუჩერის ყიდვა , შენ ნახე აბა . თუ ონლაინ უნდა იყიდო მაგ საიტზე არ ვიცი და თუ არადა გვერდზე წერია ნომერი .
https://www.swoop.ge/offers/108094

მ. ასათიანის 7ა
2391981
citysporttbilisi@yahoo.com

საღამოს ვითამაშოთ რააააააა

მოკლედ , ვთამაშობთ კვირას საღამოს , გაწყობთ ყველას ? ლაპლანდიაც შემოიყვანეთ წინა გვერდებზე ხომ დაწერა .

ესეც დანარჩენი კორტების საკონტაქტოები .

Posted by: nutsiko 1 Aug 2015, 00:55
ხვალ დავრეკავ და კვირას, საღამოს 7-ზე დავჯავშნი.

სადაც იქნება თავისუფალი ადგილი იქ ვჯავშნი და თან იაფიც wink.gif

Posted by: Corvette 1 Aug 2015, 00:58
nutsiko
QUOTE
სადაც იქნება თავისუფალი ადგილი იქ ვჯავშნი და თან იაფიც

up.gif განათებაც მოითხოვე biggrin.gif

Posted by: Gio T 1 Aug 2015, 12:58
ყველაზე იაფი არის სამედიცინოსთან ვაუჩერს თუ იყიდით, თან კარგი კორტებია, განათებაც კარგია. ისე ყველგან ერთი ფასია

Posted by: Dimitri_ 1 Aug 2015, 14:14
GOVEN
თამაშის დროს არ მჭირდება სათვალე biggrin.gif მაგდენს ვქაჩავ...




ისე ძალიან დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი მეც რომ შემეძლოს

მომენატრა...

Posted by: Vako_Barca 1 Aug 2015, 21:08
არაფერია ახალი ?

Posted by: Corvette 1 Aug 2015, 21:52
ესე არაფერიც არ გამოვა biggrin.gif

რამდენნი ვართ ბოლო-ბოლო ? ხვალ ამ თემაში თუ გაიჩითებით ყველანი ვინც თამაშს ვაპირებთ , დავრეკავ ვერის კორტებზე და არამგონია 4-ვე კორტი დაკავებული იყოს და იქ ვითამაშოთ .

სვუპზე არ ვიცი როგორ უნდა ვაუჩერის ყიდვა , თორემ ყველაზე კარგი ვარიანტი ეგაა .

Posted by: nutsiko 2 Aug 2015, 01:25
Corvette
ახლა მოვედი კომპიუტერთან. ბოდიში, ხალხ, არ ვიყავი ქალაქსა შინა.

ხვალაც არ ვიქნებ ქალაქად და იქნებ ორშაბათიდან რომელიმე დღე დავთქვათ? თუნდაც ორშაბათს.


თან კორტებზე, სადაც ვიქირავებთ, ვიკითხოთ ჩოგნებისა და ბურთების ამბავი (ცარიელ-ტარიელი ვარ, არ მაბადია არაფერი). სანამ შევიძენ, იქამდე ვითხოვებ ხოლმე.

Posted by: Corvette 2 Aug 2015, 01:41
nutsiko
არაუშავს

ოკ ვითამაშოთ ორშაბათს ან იქეთ კვირის რომელიმე დღეს .

QUOTE
თან კორტებზე, სადაც ვიქირავებთ, ვიკითხოთ ჩოგნებისა და ბურთების ამბავი (ცარიელ-ტარიელი ვარ, არ მაბადია არაფერი). სანამ შევიძენ, იქამდე ვითხოვებ ხოლმე.

მე რამდენადაც ვიცი ჩოგნები კორტის ქირაობის ფასში შედის

Posted by: nutsiko 4 Aug 2015, 00:44
აბა, ამ დღეებში რას იტყვით თამაშზე?

დავრეკავ და დავჯავშნი wink.gif

Posted by: Corvette 4 Aug 2015, 00:54
არ ვართ ჩვენ მთამაშებლები biggrin.gif

Posted by: nutsiko 4 Aug 2015, 01:00
Corvette
ვისაც უნდა შემეხმიანოს პირადში.

ორი კაციც რომ ვიყოთ წავალთ ან მე ისედაც ვაპირებ წასვლას და თამაშს.

როგორც გენებოთ...

Posted by: Corvette 4 Aug 2015, 01:02
nutsiko
მეც მინდა კაცო თამაში უბრალოდ ამდენი "ხვეწნა" რა საჭიროა , დაწეროს ვისაც უნდა და წავიდეთ და ვითამაშოთ .

Posted by: Waffen_ss 4 Aug 2015, 01:33
თქვენი დახმარება მჭირდება ამაზონიდან ჩოგნის გამოწერა მინდა და ვერ ვერკვევი საერთოდ რომელი ზომა და რომელი მოდელი ვარგა ჩემთვის, დიდი ხანი არ არის რაც ვთამაშობ მაგრამ ელემენტარული რაღაცეები ვიცი, აი ეს გამომადგება? http://www.amazon.com/Wilson-Federer-Strung-Tennis-Racquet/dp/B00TQKBPRM/ref=sr_1_2?ie=UTF8&qid=1438635849&sr=8-2&keywords=tennis+racket

Posted by: zura_87 4 Aug 2015, 09:21
თუ ნორმალურად დავგეგმავთ მეც შემოგიერთდებით და კიდევ 1 მოთამაშეს მოვიყვან, საერთოდაც წყვილებში ჯობია მგონი ჩავატაროთ, უფრო მარტივიცაა სათამაშოდ და ხარჯიც განახევრდება.

Posted by: nutsiko 4 Aug 2015, 09:58
ყველას საყურადღებოდ, ვისაც თამაში უნდა.

შევიძინე ვაუჩერი სვუპზე.

ხვალ მივდივარ საღამოს 7-ზე სათამაშოდ სითი სპორტში (ვაჟაზე, სამედიცინოსთან).

ვისაც გინდათ მოდით და ვითამაშოთ.

მე ყველა ვარიანტში მივდივარ და როგორც აქ დამარიგეს, კედელთან მაინც ვითამაშებ ან ვინმეს ვნახავ იქვე, აქედან თუ არავინ მობრძანდით.


ხვალამდე

Posted by: zura_87 4 Aug 2015, 10:21
nutsiko
ანუ დროულად ჩამოვწეროთ რა სისტემით ჩატარდება შეხვედრები, ვინ რომელ საათზე ითამაშებს, ერთეულებში იქნება თუ წყვილებში და ვინ იქნება მეთვალყურე კონკრეტულ თამაშში.
ეს ყველაფერი თუ წინასწარ არ განისაზღვრა იქნება დომხალი, მივალთ ყველა ერთად ავიღებთ კორტს და ვერ ვითამაშებთ, დავკარგავთ ტყუილად დროს.

Posted by: nutsiko 4 Aug 2015, 10:28
zura_87
ზურა, ხვალ მივდივარ 7-ზე ვაჟაზე, სითი სპორტში, სადაც ვითამაშეთ, ხომ გახსოვს.

თუ გცალია და გაქვს სურვილი, მოდი.

ვისაც უნდა, მოვა.

დომხალი არ მგონია რომ იყოს, მთლად ამდენი ადამიანიც არაა წამომსვლელი, მიუხედავად სურვილისა და აქ წერისა.



Posted by: io-io 4 Aug 2015, 11:06
nutsiko
Rogor xar? Ese igi chogburts tamashob? Kargia. Me chogburtheli viuavi. Mec wamoval tu tbilisshiviqnebi smile.gif

Posted by: Waffen_ss 4 Aug 2015, 11:17
nutsiko
თავიდან ყველა რო მოდიოდა ტურნირს ატარებდით და რამე ეხლა კი ერთი კაციც ვერ ნახე smile.gif თამაში წერის ნაცვლად givi.gif

Posted by: nutsiko 4 Aug 2015, 11:42
Waffen_ss
ჩემო კარგო, ძალიან ნაკლებად მადარდებს, კლავიატურის ლომფხვებიდან სინამდვილეში ვინ წამოვა და ვინ - არა. თამაშის სურვილი ბევრს აქვს, ,,ერთი ადგილი" - ზოგიერთს.
მე მივდივარ, definitely.
ვისაც უნდა, წამოდით, ვითამაშოთ.


zura_87
ზურა, იმედია შეძლებ ხვალ წამოსვლას.

ხვალ ვთამაშობ, ერთი სიტყვით.


Posted by: zura_87 4 Aug 2015, 12:17
nutsiko
4 მაინც თუ შევიკრიბეთ წამოვალ, ხვალ დილას მოიკითხე დაწერონ ვინც უეჭველი მოვა.

Posted by: Waffen_ss 4 Aug 2015, 12:32
nutsiko
მეც მაქვს წამოსვლის სურვილი მაგრამ თბილიში არ ვარ და ვერ მოვდივარ თორე დიდი სიამოვნებით.
ზემოთ ჩოგანზე რო დავწერე არავის წაგიკითხავთ? დამეხმარეთ რა ყიდვა მინდა და საერთოდ ვერ ვერკვევი user.gif

Posted by: nutsiko 4 Aug 2015, 12:32
ერთი სიტყვით, კიდევ ერთხელ დავწერ.

ვისაც უნდა, წამოვა.

მე მივდივარ ხვალ.

პ.ს. არაფრის გადამოწმებას აღარ ვაპირებ. გინდა? წამოდი. არ გინდა? არაა პრობლემა.


მივხედო ახლა საქმეს.

Posted by: Corvette 5 Aug 2015, 15:07
მოვდივარ .

Posted by: Waffen_ss 5 Aug 2015, 19:18
http://www.amazon.com/BABOLAT-Pulsion-102-Tennis-Racquet/dp/B00B9U8VSI/ref=sr_1_27?ie=UTF8&qid=1438787652&sr=8-27&keywords=babolat+racquet როგორი ჩოგანია? G/4 = 4 1/2 ეს ზომა მირჩია ერთმა კარგად ვერ ერკვევა და დიდი ხომ არ იქნება?

Posted by: nutsiko 5 Aug 2015, 23:22
ვითამაშეთ, დავიხოცეთ თამაშით და ხალისით.

მადლობა smile.gif

Posted by: N-K 6 Aug 2015, 00:00
nutsiko
მართლა თუ ღადაობ? რამდენი იყავით?

შემდეგს თუ დააპირებთ მეც მინდა

Posted by: nutsiko 6 Aug 2015, 00:26
N-K
არ ვღადაობ, რა არის დაუჯერებელი? smile.gif მართლა ვითამაშეთ, ორმა. მე და ერთ-ერთმა ფორუმელმა.

წამოდი, როცა დავაპირებთ.

კვირაში ერთხელ ვითამაშებ ხოლმე, ვაპირებ სიარულს. აქაც დავწერ. ვისაც გინდათ, წამოდით, თუ არადა, კედელთან ვითამაშებ ან მსურველის მეტი რა არის კორტებზე, ოღონდ მიდი და ....

Posted by: Corvette 6 Aug 2015, 00:34
კარგი იყო კი ))

შაბათს ან კვირას ვითამაშოთ კიდე .

Posted by: nutsiko 6 Aug 2015, 00:42
Corvette
აუ, შაბათს რა. კვირას არ მცალია.

შაბათს შევიკრიბოთ და წავიდეთ, ვისაც უნდა წამოვა.

მადლობა, მართლაც wink.gif

Posted by: Corvette 6 Aug 2015, 00:44
nutsiko
ოკ იყოს შაბათი , ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს.

Posted by: nutsiko 6 Aug 2015, 00:48
Corvette
ჩემთვის აქვს მნიშვნელობა.

შაბათს ვიკრიბებით სათამაშოდ, აიღეთ სვუპზე არის ფასდაკლება და ვისაც უნდა შემოგვიერთდება wink.gif ორნი ხომ ვართ wink.gif

ორი კაციც და წყვილებში ვითამაშებთ wink.gif

Posted by: Corvette 6 Aug 2015, 00:51
nutsiko
QUOTE
ჩემთვის აქვს მნიშვნელობა.

მაგიტომ დავწერე ჩემთვის არ აქვსთქო biggrin.gif

QUOTE
ორი კაციც და წყვილებში ვითამაშებთ

up.gif

Posted by: Waffen_ss 6 Aug 2015, 15:14
დიდი მადლობა ყველას ჩემი არაერთი თხოვნის დაკიდებისთვის love.gif love.gif

Posted by: N-K 6 Aug 2015, 15:25
nutsiko
რა დროს,?

Posted by: nutsiko 6 Aug 2015, 15:58
Waffen_ss
არ გიკიდებ. მართლა არ ვიცი. მეც საყიდელი მაქვს ჩოგანი და ბურთები. ამაზონზე ვნახე რაღაცეები. მითხრეს, რომ მჩატე იყოსო და მაინც და მაინც ბრენდულს ნუ მიასკდებიო.
რამეს მოკრძალებულს ვიყიდი ასი ლარის ფარგლებში. დამწყებისთვის კარგია.

მერე ამბიციაც მეტი მექნება და უკეთესი ჩოგანი და ბურთები.

N-K
შაბათს მივდივარ. საღამოს ცხრაზე ტრადიციულად. ისევ ვაჟაზე, სამედიცინოსთან.

Posted by: confeesa1988 6 Aug 2015, 19:21
gamarjobat.

siamovnebit shemogiertdebit chogburtis tamashis msurvelebss , ra tqma unda moyvarulebs da ara profebs,

vis surs da rodis? shevtanxmdet vitamashot )))

Posted by: Corvette 6 Aug 2015, 22:24
nutsiko
QUOTE
საღამოს ცხრაზე ტრადიციულად.

თუ 7-ზე ? biggrin.gif

Posted by: nutsiko 7 Aug 2015, 10:20
Corvette
7-ზე ადგილი არ იყო, სამწუხაროდ.

ხვალ მივდივარ ვაჟაზე, სამედიცინოსთან, საღამოს 9-ზე. ვისაც გინდათ, მოდით. 4 კაცი თუ ვიქნებით, წყვილებში ვითამაშებთ
* * *
ერთი სიტყვით, გეგმები შემეცვალა ამჯერად და დღეს გავდივარ ქალაქიდან.

შესაბამისად, Corvette ხვალ კორტებზე, ვაჟაზე, არ ვიქნები და ვერ ვითამაშებთ.


მომავალ კვირას დავგეგმოთ საღამოს.

Posted by: Corvette 7 Aug 2015, 20:33
nutsiko
QUOTE
მომავალ კვირას დავგეგმოთ საღამოს.

კარგი , ეგრე ვქნათ ))

Posted by: levana20 10 Aug 2015, 18:03
გამარჯობათ რამე ტურნირის პონტში ხომ არ ვითამაშოთ ? smile.gif

Posted by: nutsiko 11 Aug 2015, 11:18
Corvette
ხვალ, საღამოს რვა საათზე ვაჟაზე, სამედიცინოსთან, კორტებზე მივდივარ სათამაშოდ.
ხომ შემომიერთდები?

------------------------

ვისაც გინდათ თამაში, წამოდით და ხვალ ვითამაშოთ.

Posted by: levana20 11 Aug 2015, 13:47
nutsiko
ისე ფბ -ზე ხომ არაა რამე ჯგუფი , სადაც დაიწერება სად ვთამაშობთ როდის და ასე შემდეგ?

Posted by: Pac. 11 Aug 2015, 13:53
სამედიცინოზე დედის წიოკი არის ატეხილი საღამოს საათებზე... სვუპზე დევს ფასდაკლების ვაუჩერი და ადგილები არ არის ფაქტიურად....
სად შეიძლება სხვაგან??? ვერის ბაღი ნორმალურია
ვაკის პარკში როა რა ღირს ხო არ იცით 1 საათი საღამოს...

Posted by: nutsiko 11 Aug 2015, 16:37
levana20
ფბ-ზეც არის ჯგუფები. თუმცა მე არ ვიცი და არ ვარ მანდ გაწევრიანებული.

სვუპით ვყიდულობ, დავდივარ და ვთამაშობ მშვენივრად.

Pac.
ბევრი ხალხი არის ხოლმე, ოღონდ ვაჟას მხარეს. უკან რომ კორტებია, იქ ცოტაა ხალხიც და სიმშვიდეა.
სხვაგანაც არის. უბრალოდ, აქ ფასდაკლება იყო და შევიძინე. ვერის ბაღშიც შეიძლება, მაგრამ იქ სულ ხალხია.

ხვალ მივდივარ და ვისაც გინდათ წამოდით, ვითამაშოთ )

Posted by: Pac. 11 Aug 2015, 17:27
nutsiko
QUOTE
ბევრი ხალხი არის ხოლმე, ოღონდ ვაჟას მხარეს. უკან რომ კორტებია, იქ ცოტაა ხალხიც და სიმშვიდეა.
სხვაგანაც არის. უბრალოდ, აქ ფასდაკლება იყო და შევიძინე. ვერის ბაღშიც შეიძლება, მაგრამ იქ სულ ხალხია.

ხვალ მივდივარ და ვისაც გინდათ წამოდით, ვითამაშოთ )

საღამოს ვერის ბაღში კარგია, არ არის ხოლმე მაგდენი ხალხი...
მეც ეხლა შევიძინე ვაუჩერი დღეს მივდივარ სათამაშოდ smile.gif უბრალოდ 1 საათი ცოტა არის ხოლმე ჩემთვის...
ხვალ რომელზე აპირებ თამაშს?

Posted by: nutsiko 12 Aug 2015, 00:16
Pac.
ოკ. ვერის ბაღშიც ვითამაშოთ.

ერთი საათი საკმარისია ხოლმე ჩემთვის, ძალიან ვიღლები თამაშით და ვკვდები მერე (ნუ მაინც დამწყები ვარ)

ხვალ ანუ უკვე დღეს, ოთხშაბათს, ვაჟაზე ვთამაშობ საღამოს რვა საათზე.
თუ გინდა შემომიერთდი და ვითამაშოთ.

Posted by: laplandia 12 Aug 2015, 04:21
აუ თბილისში არ ვიყავი ხალხო ბოდიშით
ფორუმკზეც არ ვიყავი
მოკლედ შაბათს საღამოს თუ აქ იქნებით და გადაწყვიტავთ მეც ვარ ტურნირში და თამაშში

ვიროჯერფედერერებ biggrin.gif

Posted by: Pac. 12 Aug 2015, 10:17
nutsiko
QUOTE
ხვალ ანუ უკვე დღეს, ოთხშაბათს, ვაჟაზე ვთამაშობ საღამოს რვა საათზე.
თუ გინდა შემომიერთდი და ვითამაშოთ.


მეც დამწყები ვარ, უბრალოდ ხანდახან არ მყოფნის ხოლმე 1 საათი smile.gif
გიპასუხე PM

Posted by: nutsiko 12 Aug 2015, 10:19
Pac.
ოკ.

მადლობა პასუხისთვის.

Posted by: Pac. 12 Aug 2015, 10:24
ჩოგბურთის მცოდნეები ამ ჩოგნებზე რა აზრის ხართ? smile.gif
http://www.mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&product_id=7845826&back_page_num=2


Posted by: nutsiko 14 Aug 2015, 10:38
Pac.
კარგად ვითამაშეთ. მადლობა smile.gif

---------------------------------------------------

მომავალ კვირას ვისაც უნდა, ვითამაშოთ.

Posted by: ჰოვა 7 Sep 2015, 17:11
გამარჯობა
სად არის კარგი კორტები თბილისში და ტრენერიც რო ყავდეთ კარგი?
მზიურთაან როა მანდ რა ხდება?
რა ფასებია?
საიტი აქვთ?

Posted by: ირაკლი17 8 Sep 2015, 02:29
მომენატრა თამაში sad.gif(

როდის გადავურჩები ზურგს sad.gif

Posted by: METEORA 8 Sep 2015, 11:08
ჰოვა

გაგიმარჯოს. მზიურში ძალიან დიდი და კარგი კომპლექსი გაიხსნა. სულ ახალი 9 ღია და 2 შიდა კორტით. საფარი ჰარდი. ფასი 20 ლარი საათი განათების გარეშე და 25 ლარი საათი განათებით. 599 55 41 41 - ლევანი. ესაა ამათი მენეჯერი და დაგაკვალიანებს.

სამედიცინოზეც არის და მარჯანიშვილზეც მესხის კორტებზე მაგრამ ძაან დაძველებულია ორივე. მწვრთნელი ყველა ამ სამივე კორტზე ჰყავთ, მაგრამ მე მზიურს გირჩევ ყველა ვარიანტში. მაგისნაირი ინფრასტრუქტურა ამ ეტაპზე თბილისში არაა. ფასი დაახლოებით იგივეა ყველგან. ქირაობა საათი 20 ლარი. სამედიცინოს აქვს პროსტა 12 ლარად სვუპზე ფასდაკლებები.

P.S ხო და კიდევ ერთი ნიუანსი: მზიურის კორტზე უკანა ხაზი არის სქელი (როგორიც უნდა იყოს) და ყველა სხვა კორტზე სადაც თბილისში მითამაშია არის იგივე სისქის რაც გვერდითა ხაზები, რაც არაა სწორი.

Posted by: ჰოვა 8 Sep 2015, 11:12
QUOTE (METEORA @ 8 Sep 2015, 11:08 )
ჰოვა

გაგიმარჯოს. მზიურში ძალიან დიდი და კარგი კომპლექსი გაიხსნა. სულ ახალი 9 ღია და 2 შიდა კორტით. საფარი ჰარდი. ფასი 20 ლარი საათი განათების გარეშე და 25 ლარი საათი განათებით. 599 55 41 41 - ლევანი. ესაა ამათი მენეჯერი და დაგაკვალიანებს.

სამედიცინოზეც არის და მარჯანიშვილზეც მესხის კორტებზე მაგრამ ძაან დაძველებულია ორივე. მწვრთნელი ყველა ამ სამივე კორტზე ჰყავთ, მაგრამ მე მზიურს გირჩევ ყველა ვარიანტში. მაგისნაირი ინფრასტრუქტურა ამ ეტაპზე თბილისში არაა. ფასი დაახლოებით იგივეა ყველგან. ქირაობა საათი 20 ლარი. სამედიცინოს აქვს პროსტა 12 ლარად სვუპზე ფასდაკლებები.

P.S ხო და კიდევ ერთი ნიუანსი: მზიურის კორტზე უკანა ხაზი არის სქელი (როგორიც უნდა იყოს) და ყველა სხვა კორტზე სადაც თბილისში მითამაშია არის იგივე სისქის რაც გვერდითა ხაზები, რაც არაა სწორი.

ძალიან დიდი მადლობა!
მზიურში ჩოგანსაც აქირავებენ ალბათ ხო?

Posted by: METEORA 8 Sep 2015, 15:16
ჰოვა

არაფრის. wink.gif

ჩოგანს აქირავებენ თუ არა მზიურში ეგ აღარ ვიცი. მე არ დამჭირვებია. თუმცა არამგონია არ აქირავებდნენ. ლევანი როა აი მაგას შეეხმიანე და გეტყვის ყველაფერს. ბოლოს რომ ვიყავი ბავშვებს ავარჯიშებდა და მგონი მწვრთნელიც არის პახოდუ.

Posted by: Waffen_ss 25 Feb 2016, 02:09
დადიხართ კიდევ სთამაშოდ? თემას როგორც ვატყობ არამგონია მაგრამ შეიძლება პმ ში წერთ ერთმანეთს

Posted by: todo_n 25 Feb 2016, 11:47
Waffen_ss

ki ki davdivart da vexmianebit xolme ertmanets pm -shi

Posted by: wkna 25 Feb 2016, 13:07
გამარჯობა,

თუ დადიხართ სათამაშოდ და რომელ კორტებზე ?

ან რა დღეებში ? smile.gif

Posted by: Corvette 25 Feb 2016, 18:43
ზაფხულში ვითამაშოთ ხოლმე სისტემატიურად თუ გინდათ

მარა რამდენჯერაც დავწერე აქ ,არავინ გამოთქვა სურვილი და მეეჭვება ვინმე იყოს მსურველი .

Posted by: N-K 25 Feb 2016, 19:04
QUOTE
ზაფხულში ვითამაშოთ ხოლმე სისტემატიურად თუ გინდათ

მარა რამდენჯერაც დავწერე აქ ,არავინ გამოთქვა სურვილი და მეეჭვება ვინმე იყოს მსურველი .

რა დონეზე?

დამწყები მოყვარულის დონეზე ვარ(პადაჩა რო უცხო ხილია) და სიამოვნებით შემოგიერთდებით

Posted by: Corvette 25 Feb 2016, 19:34
N-K
მეც დამწყები ვარ , სულ რამდენჯერმე რომ მაქვს ნათამაშები biggrin.gif

შენზე გავიგე ვარჯიშობდაო და biggrin.gif

Posted by: pink_floyd667 25 Feb 2016, 20:12
7-10 ჯერ მაქვს ნათამაშები ))) შემოგირთდებით თურამე

Posted by: Waffen_ss 25 Feb 2016, 23:51
todo_n
QUOTE
ki ki davdivart da vexmianebit xolme ertmanets pm -shi

ალბათ გახსოვარ, მესხზე 3 სეტში უშანსოდ რომ მიმჯირყვნე ის ვარ. მას შემდეგ ცოტა გავაუმჯობესე თამაში და თუ წინააღმდეგი არ იქნები კვლავ ვითამაშით (ოღონდ ცოტა ფორმაში შევიდე lol.gif lol.gif ) თუ რამე მერე შეგეხმიანები

Corvette
N-K
pink_floyd667
ახლო მომავალში არცერთს არ გსურთ თამაში?

Posted by: N-K 26 Feb 2016, 10:32
Corvette
საიდან გაიგე?

Posted by: pink_floyd667 26 Feb 2016, 20:19
Waffen_ss
კვირაობით ვთამაშობთ ხოლმე
35 სკოლასთან სტადინი რომაა იქ ))
ძირითადად სამნი ვართ ხოლმე. ამ კვირას თუგეცლება შემოგვიერთდი
კორტი უფასოა,გასაღები ჩვენ გვაქვს )))
ჩOგანი გინდა მარტო

Posted by: Waffen_ss 26 Feb 2016, 22:29
pink_floyd667
მარტო კვიაობით თამაშობთ? ჩოგანი და ბურთებიც მაქვს. თუ რამე პმ ში შეგეხმიანები

Posted by: pink_floyd667 26 Feb 2016, 22:48
Waffen_ss
სამსახურის გამო მე პირადად კვირაობით
ისინი ხშირად ყომარობენ. ისინი ნორმალურად თამაშობენ, მე იმათთან შედარებით ცუდად.




Posted by: Corvette 26 Feb 2016, 23:06
N-K
მაგიტომ კი არ მითქვამს კაცო biggrin.gif ადრე მითხრა ჩემმა ძმამ ერთად ვვარჯიშობდითო biggrin.gif

Posted by: fallow 26 Feb 2016, 23:35
1 ხელ მაქვს ნათამაშები , თუ 2 ჯერ. აზზრზე არ ვარ. ჩოგანი მაქვს. თუ რამე მეც ვითამაშებ user.gif

Posted by: wkna 27 Feb 2016, 10:46
10 წელი ვთამაშობდი ბავშობაში,თუმცა ეხლა 2 წელია საერთოდ ფეხი არ შემიდგამს კორტზე smile.gif

დიდი სიამოვნებით შემოგიერთდებით თუ გადაწყვეტთ თამაშს და თუ მოვახერხებ smile.gif

Posted by: todo_n 27 Feb 2016, 14:41
kviras kargi azria tamashistvis... mec shemogiertdebit satamashod tu shevxmiandebit... shevikribot da davcxot smile.gif

Posted by: N-K 27 Feb 2016, 16:53
საბურთალოზე ასათიანის და ვაჟას კუთხეში რო კორტებია მანდ იწყება ჯგუფური ვარჯიშები დამწყები უფროსებისთვის(აქამდე არ იყო), ორშბაათიდან თვეში 12 მეცადინეობა 170 ლარი. ორშ, ოთხ, პარასკ. 8საათიზე 1 საათით, მე ვაპირებ მისვლას და თუ სურვილიგაქვთ შემოდით

Posted by: Waffen_ss 1 Mar 2016, 04:35
ოთხშაბათს ან ხუთშაბათს ვინმეს გსურთ თამაში?

Posted by: zura_87 4 Mar 2016, 10:39
todo_n
ნიკუშ როგორ ხარ?
კარგი ამინდებია, მეც ვითამაშებდი ახლო მომავალში.

Posted by: Pac. 5 Mar 2016, 00:49
N-K
რამდენ კაციანი ჯგუფები კეთდება ????????

Posted by: N-K 5 Mar 2016, 01:01
QUOTE
რამდენ კაციანი ჯგუფები კეთდება ????????

ჯერ ორნივართ მაქსიმუმ ალბათ 4

Posted by: GS88 5 Mar 2016, 01:17
N-K
170 ლარი არის კატასტროფული თანხა

ნუ იმიტომაც არის საქართველოში ჩოგბურთი მაღალ დონოზე

ჯერ ესა მოსაწესრიგებელი და მერე სულ სხვა რამე

170 ლარი 12 გაკვეთილი თან ისეთი გაკვეთილი რაც მევიცი არის არამყქვენირი ფასი არცერთ ქვეყანაში არ არის მსგავსი ფასი და + გარემოდა პირობები

Posted by: N-K 5 Mar 2016, 01:20
GS88
კი მეც მეძვირება ცოტა მარა ნუ სხვა ფასი არაა, ისანშI ოლიმპიკის კორტებზე დავდიოდი თვეში 100 ლარს ვიხდიდი 8 გაკვეთილში მარა პახოდუ საბურთალოდან კი მეხარჯებლდა გძEტა 10 ლარის ბენზინი იქით აქეთ თან დამღლიცაა და გამისწორდა აქ რო გაიხსნა

Posted by: todo_n 7 Mar 2016, 18:10
zura_87kargad zura shen ?? bicho maja mtkiva da gamivlos tuata egreve davcxot, piradshi mogwere ...

Posted by: nikuSha71 9 Mar 2016, 03:36
შაბათს ვითამაშოთ ვისაც სურვილი აქვს . ან წითელი ბაღის კორტებზე ან სამედიცინოს კორთებზე smile.gif
2 ნი ვართ ჯერ-ჯერობით

Posted by: zura_87 9 Mar 2016, 11:36
nikuSha71
წყვილში თამაშობთ?

Posted by: todo_n 9 Mar 2016, 11:47
nikuSha71
shabats sagamos mec mecleba da shemogiertdebit smile.gif
zura_87

Posted by: zura_87 9 Mar 2016, 14:04
todo_n
წყვილებში ვითამაშოთ თუ 4 შევიკრიბეთ.

Posted by: todo_n 9 Mar 2016, 14:46
zura_87 შევიკრიბოთ ოთხივე და მერე გადავწყვიტოდ, რამოდენიმეჯერ მაქვს წყვილებში ნათამაშევი და აშკარად ერთეულები ჯობია

Posted by: zura_87 11 Mar 2016, 10:09
todo_n
აბა რა ვქნათ ნიკუშ ხვალ, მოგირჩა მაჯა?

Posted by: todo_n 11 Mar 2016, 14:27
zura_87 ხვალე 4 ზე მეცლება მე. ვითამაშოთ ... დანარჩენები გამოგვეხმაურონ აბა

Posted by: norika 11 Mar 2016, 17:05
შაბათ კვირასაც მცალია და სამუშაო დღეებში საღამოობითაც შეიძლება მოცლა
ამდენი თამაშის მსურველი ყოფილა ფორუმზე და არ ვიცოდი, არავის არ გიცნობთ აქედან და კაკ მინიმუმ გაგიცნობთ მაინც

Posted by: GS88 11 Mar 2016, 17:08
სურვილი დიდი მაქვს მოცლაც შემიძლია

ჩოგანი არ მაქვს ოღოდ sad.gif

Posted by: zura_87 11 Mar 2016, 17:12
norika
GS88
ხვალ 7ისკენ ვაპირებთ თამაშს თუ სურვილი გაქვთ შემოგვიერთდით.

Posted by: norika 11 Mar 2016, 17:19
zura_87
ამ შაბათ კვირას არ ვიქნები ქალაქში სავარაუდოდ
სად აპირებთ თამაშს?

ვაჟაზე ყველაზე მეტად მაწყობს, მანდვე ვარ

Posted by: todo_n 11 Mar 2016, 17:19
norika xoda gagvicani
GS88 chogan gatxoveb araa problema.

wamodit xvale 7 sken da vitamashot yvelam ertad

Posted by: nikuSha71 12 Mar 2016, 13:43
todo_n
რომელ კორტებზე ?

Posted by: todo_n 12 Mar 2016, 14:24
nikuSha71
ar vicit jer, gavarkvev da shegexmianebi. nomeri momwere piradshi da gagagebineb
* * *
nikuSha71
norika
GS88
dges 6 saatze pavlovze kortebia daxuruli, godziashvilis bagis teritoria, davikave xoda msurvelebi shemogviertdit,
* * *
არავის გაქვსტ სურვილი ტამაშის ??????

Posted by: norika 12 Mar 2016, 17:26
todo_n
შემოგიერთდებით შემდეგში, ვიცი სადაცაა
თიხის მასტერსებზე და ევროსლემებზე ფინალს რომ ერთად ვუყუროთ თავი ვერ მოვაბით, არადა რამდენი წელია ვიძახით
იქნებ წელს გამოგვივიდეს

Posted by: todo_n 12 Mar 2016, 17:47
norika
me tanaxma var, vuyurot ertad roca gindat da sadac smile.gif
tamashit kidev shemogbiertdi sxva dros gagvixardeba smile.gif

Posted by: norika 12 Mar 2016, 18:28
todo_n
2-3 ჯერ მაქვს სულ ნათამაშები და არასპორტულ ტანზეც ვარ საკმაოდ lol.gif ასე რომ ჯოკოვიჩი-ცივაძე დონე ვიქნები თქვენთან მიმართებით სავარაუდოდ, აქ რასაც ვკითხულობ ხშირად თამაშობთ და ფორმა გექნებათ აკრეფილი

მაგრამ იმდენი წელია ამ სპორტს ვუყურებ რომა სე მგონია ჩოგბურთელი რომ ვყოფილიყავი ფედერერის მსგავსი შედეგები მექნებოდა lol.gif

რა სტილის მოთამაშეები ხართ? ცაციას არის ვინმე, ან ტოპ სპინიტ თამაშობთ? ცალხელა ბექჰენდი?

Posted by: GS88 12 Mar 2016, 19:34
norika
ყველაზე კარგი ვარინტი არის
როლან გაროსი

დროც გვიწყობს ხელს + გარეთაც კარგი ამიდებია

Mთავარი ვანხოთ რამე კარგი ბარი სადაც არ დაგცხება და საჩოგბურთო ატმოსფეროს ისედაც მოვაწყობტ smile.gif)


=========================

რაც შეეხება თამაშს, თიხაზე როცა გადავალთ შემოგიერთდებით ცოტა გამოვიდეს კარგად ამინდები

Posted by: todo_n 12 Mar 2016, 20:28
norika დამწყები არ ვარ, ვთვლი რომ კარგად ვთამაშობ biggrin.gif biggrin.gif
GS88 ხო მოვიდეს სეზონი და თან ვუყუროთ და თან ვითამაშოდ ხოლმე smile.gif

Posted by: bruno 12 Mar 2016, 21:13
ანგარში აჩვენებენ თითქმის სულ როლან გაროსსაც და მასტერსებსაც
შევუთანხმდეთ წინასწარ და წავიდეთ პრობლემა არაა. არც ფასები რამე განსაკუთრებული

ინდიან უელსი და მაიამი შეუძლებელია ფიზიკურად ისეთ დროსაა და თიხის სეზონიდან შეიძლება

Posted by: norika 12 Mar 2016, 21:50
წ;ებია უკვე ვიძახით და ვერ მივდივართ
არადა მაშინ გაცილებით საინტერესო იქნებოდა, ნადალი ნადალობდა, აბა ეხლა ჯოკოს ჰეგემონიაა მაგრამ ჯანდაბას, ერთმანეთს ხომ გავიცნობთ

მონტე-კარლო, მადრიდი, რომი, გაროსი, უიმბლდონი
მონტე-კარლო როგორცმახსოვს აღდგომას ემთხვევა ხოლმე და ამ დღეს შეიძლება ყველას თავისი საქმე ჰქონდეს მაგრამ დანარჩენებზე რომ მოვახერხოთ და შევიკრიბოთ კარგი იქნება

წელსაც ფეილი არ განვიცადოთ


Posted by: todo_n 12 Mar 2016, 22:26
norika
bruno
მე აქ ვარ და წინასწარ რომ შევთანხმდებით გამოვნახავ დროს და ბაზარი არაა წავიდეთ smile.gif smile.gif

Posted by: fallow 12 Mar 2016, 22:50
სად თამაშობთ ხოლმე? ქირაობთ კორტებს?


Posted by: ირაკლი17 13 Mar 2016, 02:51
QUOTE (norika @ 12 Mar 2016, 17:26 )
todo_n
შემოგიერთდებით შემდეგში, ვიცი სადაცაა
თიხის მასტერსებზე და ევროსლემებზე ფინალს რომ ერთად ვუყუროთ თავი ვერ მოვაბით, არადა რამდენი წელია ვიძახით
იქნებ წელს გამოგვივიდეს

ორგანიზება უნდა.
რამდენი წელია მართლა
რრთხელ კი შეიკრიბეთ მგონჯ მე არ ვიყავი

აუცილბელად გამაგებინე თუ დაგეგმავ

Posted by: todo_n 13 Mar 2016, 13:23
ითქვას დრო და ადგილი, მსურველები მივლენ და გავიცნობთ ერთმანეთს smile.gif მერე შეგვეძლება შეკრება და თამაშიც smile.gif

Posted by: norika 13 Mar 2016, 16:18
QUOTE
რრთხელ კი შეიკრიბეთ მგონჯ მე არ ვიყავი

ძველები რამოდენიმეჯერ ვართ შეკრებილი და ასე თუ ისე ვიცნობთ ერთმანეთს, უბრალოდ 150 წელია ერთმანეთი აღარ გვინახავს lol.gif

ჩაიაროს ამ ამერიკულმა მატერსებმა, მოვიდეს თიხის ტურნირები და მოვიფიქროთ რამე

Posted by: todo_n 25 Mar 2016, 12:55
ხვალე თამაშის მსურველები ვინ ხართ აბა ??? smile.gif biggrin.gif smile.gif biggrin.gif

Posted by: GunsN 9 May 2016, 16:29
რამდენი ხანია არ მითამაშია, ალბათ ერთ წელზე მეტია, ისე გაერთობოდა კაცი jump.gif

Posted by: Helios 11 May 2016, 06:33
ნიუ იორკში თუ იქნებით ვინმე -----------> შაბათს შემიძლია გეთამაშოთ biggrin.gif

Posted by: GunsN 11 May 2016, 07:55
Helios
ნეტა ნიუ იურკში ვიყო და სულ არ მინდა თამაში biggrin.gif

Posted by: Waffen_ss 18 May 2016, 22:16
არის აქ ვინმე ისეთი ვინც ბათუმში იმყოფება და თამაში სურს?

Posted by: ImereTinski 19 May 2016, 19:31
QUOTE
 ჩოგბურთის თამაში, ვისაც სურს თამაში და არ არი პროფესიონალი smile.gif


როდის არის უახლოესი შეკრება ?

ან არის თუ არა დათქმული რეგულარული ადგილი და დრო ? : )

Posted by: N-K 20 May 2016, 00:33
QUOTE
როდის არის უახლოესი შეკრება ?

ან არის თუ არა დათქმული რეგულარული ადგილი და დრო ? : )

მე ვისურვებდი დამწყებთან გაქ სურვილი?

Posted by: daniel_kowalski 25 May 2016, 12:11
N-K
მე ვარ დამწყები
ცხოვრებაში არ მითამაშია და ძალიან მინდა
შაბათ-კვირას შემიძლია

Posted by: snowboarder 25 May 2016, 22:01
დამწყები ვარ მეც, 5 გაკვეთილი მყავდა ტრენერი, მერე დავანებე ძვირი მიჯდებოდა. მოკლედ 5 დან 3-ს კარგად ვურტყავ რა smile.gif) ჩაწოდების დამუგამება ვერ მოვასწარი. ვითამაშებ დამწყებთან ისეთ პონტში რო თან დავამუღამოთ რა. თუ რამეა აქ ვარ. საღამოს საათებში მცალია თითქმის ყოველდღე

Posted by: N-K 26 May 2016, 04:46
QUOTE
მე ვარ დამწყები
ცხოვრებაში არ მითამაშია და ძალიან მინდა
შაბათ-კვირას შემიძლია

ეგეთიც არმაწყობს, აი 1 თვიანი სტაჟის მქონე კაიიქნება

Posted by: Vanpersie18 26 May 2016, 10:08
შატრიეზე დღეს ბაჩინსკი-ბუშარი და მერე ჩვენი მგელი გამოდის ეგრევე .ასე რომ ჩავუჯდეთ


QUOTE
ნიუ იორკში თუ იქნებით ვინმე -----------> შაბათს შემიძლია გეთამაშოთ


ვითომ რა გვახარბებ

გუშინ წინ სამტრედიაში ვიყავი და მერე რა lol.gif

Posted by: snowboarder 26 May 2016, 10:46
N-K
მე ვარ ერთთვიანი სტაჟით, ვსინჯოთ?

Posted by: SmokeG 30 May 2016, 20:08
სად შეიძლება რომ იქირაო კორტი და ჩოგნები და რა ჯდება თუ იცით გამაგებინეთ

Posted by: R_Lacoste 2 Jun 2016, 00:33
SmokeG
swoop ზე დევს ფასდაკლების ვაუჩერი სამედიცინოს კორტებზე, 12 ლარი გამოგივა 1 საათი 2 ჩოგანს მოგცემენ და 6 ბურთს. კიკვიძის ბაღში აქირავებენ კიდევ მემგონი მაგრამ ჩოგნები შენ უნდა მიიტანო

Posted by: SmokeG 4 Jun 2016, 03:07
R_Lacoste
სპასიბა გაიხარე

..................

Posted by: leo-063 20 Jun 2016, 11:51
სალამი ყველას , რა უნდა გკითხოთ , თბილისში თუ იცით ნორმალური კორტები უფასო ან დაბალ ფასებში , იპოდრომთან ვთამაშობდით ყოველთვის და დაგვინგრიეს ბო....ბმა

Posted by: Corvette 20 Jun 2016, 21:31
leo-063
ეს ნახე აბა .

https://www.swoop.ge/offers/138238


Posted by: Maars 25 Jun 2016, 19:42
ვერავინ ავიყოლიე თამაშზე სულ მარტო ვთამაშობ.. მეთამაშეთ ვინმემ რააა :დდდ

Posted by: unabonidasi 25 Jun 2016, 23:28
Maars


წამო ხვალ წავიდეთ მეგობარო-----------------------

Posted by: Maars 25 Jun 2016, 23:49
QUOTE

წამო ხვალ წავიდეთ მეგობარო-----------------------

მოგწერე და მოგივიდა?

Posted by: unabonidasi 26 Jun 2016, 00:00
Maars

კიიიი მოგწერეე მეეც ^^

Posted by: leo-063 26 Jun 2016, 14:37
QUOTE (Corvette @ 20 Jun 2016, 21:31 )
leo-063
ეს ნახე აბა .

https://www.swoop.ge/offers/138238

მადლობა რჩევისთვის ,ვისარგებლე და ძალიან მომეწონა კორტები . იპოდრომის მერე თავი პროფესიონლად მეგონა )))

Posted by: unabonidasi 9 Jul 2016, 16:48
ვინც სოლიდურად თამაშობს - ვინმეს თუ უნდა თამაში მომწეროს, ვაუჩერებით ვითამაშოთ სიტი სპორტში

Posted by: mad-888 12 Jul 2016, 20:29
Mikvars,vgijdebi am sportze,da vocnebob ertxel mainc davichiro chogani da vitamasho.. Sheidzleba sasacilod jgers magram martla vocnebob. Imedia avixden ocnebas :-)

Posted by: supermaswi 13 Jul 2016, 00:18
mad-888

გაგიკვირდება და მეც მაგ ოცნება მქონდა, 4-5 წლის წინ ავიხდინე და მართლაც საოცარი თამაშია

ყველა საქმე გადადე, მიდი კორტებზე გადაიხადე რაც ღირს ერთჯერადი შესვლა და მიიღე სიამოვნება (ვინმე შენსავით დამწყები წაიყვანე რომ თავიდანვე არ მოგიკლას ვინმე პროფმა მუღამი და ინტერესი

Posted by: mad-888 13 Jul 2016, 10:01
supermaswi
carmodgenac ar minda ra momiva roca gavacnobiereb rom kortze var da chogburts vtamashob :-) amas aucileblad gavaketeb! Da imedia didi xani ar momicevs amaze pikri da ocneba :-) rchevasac gavitvaliscineb,madloba :-)

Posted by: Corvette 25 Jul 2016, 17:21
ვითამაშოთ არ გინდათ ?

mad-888
წამო ოცნება აიხდინე biggrin.gif

Posted by: Corvette 26 Jul 2016, 16:41
დღეს 7-ზე გინდათ ვინმეს თამაში ?

დავრეკე და ჩავეწერე და თუ ხართ ვინც ითამაშებს ვიყიდი ვაუჩერს და ვითამაშოთ .


Posted by: JubaGr 26 Jul 2016, 16:58
Corvette
7ს ნახევარზე ვრჩები სამსახურს და ვერ მოვასწრებ თორე სიამოვნებით

პროსტა ძაან არ ვიცი თამაში :დ
1 ხელს მეჭირასუ ჩოგანი ხელში

Posted by: aloha__ 29 Jul 2016, 13:42
თუ ვინმეს შეიკრიბებით, მეც წამოვალ.. დღეს მაგალოთად ან ხვალ ან ამ ორი კბირის მანძილზე.. დამთაგეთ ან პმ მოიწერეთ.. დილეტანტი ვარ ოღონდ, დამწყები..

Posted by: onisepolski 22 Aug 2016, 23:39
გამარჯობა შემოგიერთდებით 19 წლის ბიჭი biggrin.gif დამწყებებს. დამაინტერესა ამ სპორტმა ქობულეთში ვარ და ვთამაშობ ხოლმე აქ საინტერესოა biggrin.gif

Posted by: axalicesi 6 Sep 2016, 17:28
Gამარჯობა. მინდა ჩOგბურთის თამაში ვისწავლო და ვეძებ ვინმეს ვინც კარგად თამაშობს და აქვს კარგი ნერვები. Mაქვს ჩოგნები და Gადავიხდი კორტების საფასურს

Posted by: MELO_MELO 21 Sep 2016, 23:24
ღამე მშვიდობისა ხალხო..

ვინმე გათვიცნობიერებულმა და გამოცდილმა, შეგიძლიათ მითხრათ შემდეგი ინფორმაცია? ან ლინკები თუ იცით მე თავად გავეცნობოდი
1. 6 წლის ბავშისთვის ჩოგბურთის სწავლის დაწყება რამდენად ნორმალურია?
2. თუ ნორმაა სად არიან ყველაზე გამოცდილი და კარგი ტრენერები?
3. თუ ჯერ ადრეა ასაკის გამო, რომელია ოპტიმალური ასაკი?
4. ცოტა გრძელვადიან პერსპექტივაში, ბავშვის დაინტერესების შემთხვევაში, ცხადია, საქართველოს რეალობიდან როგორ ხდება სხვადასხვა ტურნირებზე მონაწილეობა და რა ეტაპებია? უხეშად, რა ფინა სებთანაა ეს ყველაფერი დაკავშირებული?

სხვა უფრო მეტ დეტალებს და ნიუანსებს თუ გამიზიარებთ ძალიან დამეხმარებით..

სპორტის ფედერაციას არ ექნება ისე ეგ ინფო?

Posted by: romis-papi 10 Dec 2016, 07:46
QUOTE
მოყვარულები არ იჩითებიან აქ?

კიი

Posted by: Genius_3 23 Feb 2017, 04:26
გაუმარჯოს დამწყები ვარ დამწყები რა სუ 2-ჯერ ვიყავი კორტზე და ვინმე ჩემი დონის მოთამასშესთან ვითამაშებდი

Posted by: Midnight_Commander 23 Feb 2017, 17:19
სად არის კარგი პირობები სათამაშოდ ?! რა ჯდება 1 საათი კორტი + ჩოგანის დაქირავება ? ვინმე მწვრთნელის მაგვარი არის სულ ელემენტარული რომ აგვიხსნას თავიდან ?!

Posted by: Werner Voss 23 Feb 2017, 21:37
თემა შემეშალა
--------------------------

Posted by: HeKLeV 24 Feb 2017, 11:14
QUOTE
სად არის კარგი პირობები სათამაშოდ ?! რა ჯდება 1 საათი კორტი + ჩოგანის დაქირავება ? ვინმე მწვრთნელის მაგვარი არის სულ ელემენტარული რომ აგვიხსნას თავიდან ?!


მეც მაინტერესებს)))))

MELO_MELO
ქართული ჩოგბურთის თემაში დაწერე ბევრად მეტი ხალხი პოსტავს ეცოდინება ვინმეს biggrin.gif

Posted by: Genius_3 26 Feb 2017, 18:37
QUOTE (HeKLeV @ 24 Feb 2017, 11:14 )
QUOTE
სად არის კარგი პირობები სათამაშოდ ?! რა ჯდება 1 საათი კორტი + ჩოგანის დაქირავება ? ვინმე მწვრთნელის მაგვარი არის სულ ელემენტარული რომ აგვიხსნას თავიდან ?!


მეც მაინტერესებს)))))

MELO_MELO
ქართული ჩოგბურთის თემაში დაწერე ბევრად მეტი ხალხი პოსტავს ეცოდინება ვინმეს biggrin.gif

https://www.swoop.ge/offers/138238 აქ არის 1 საათით ღია კორტი 12 ლარი დახურული 20 ლარი თავისი ჩოგნებით და ბურთებით მწვრთნელი არის თუ არა ეგ აღარ ვიცი

Posted by: Corvette 26 Feb 2017, 20:40
Genius_3
QUOTE
https://www.swoop.ge/offers/138238 აქ არის 1 საათით ღია კორტი 12 ლარი დახურული 20 ლარი თავისი ჩოგნებით და ბურთებით მწვრთნელი არის თუ არა ეგ აღარ ვიცი

არა , ეს უბრალოდ ქირაობ კორტს და თამაშობ .

Posted by: ირაკლი17 1 Mar 2017, 18:55
ოლიმპიკთან
ვინმე ახლოს
თუ ცხოვრობს
ვითამაშოთ :

Posted by: Desmond Miles 1 Mar 2017, 21:10
QUOTE (mad-888 @ 12 Jul 2016, 20:29 )
Mikvars,vgijdebi am sportze,da vocnebob ertxel mainc davichiro chogani da vitamasho.. Sheidzleba sasacilod jgers magram martla vocnebob. Imedia avixden ocnebas :-)

რა ქენი აბა?

თუ ისევ ოცნებობ, მაიტა ერთად წავიდეთ სადმე. :დ


Posted by: zura_87 5 Mar 2017, 11:18
ირაკლი17
ოლიმპიკთან მე მაწყობს, რა დონეზე თამაშობ, მოყვარული ხარ ხო?

Posted by: POKERISBLUFF 25 Mar 2017, 03:09
სად,არის ყველაზე ნორმალური კორტები
ნორმალურ ფასად?


დაწერეთ,რა ვინმემმმმ

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)