Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მოგზაურთა კლუბი > სტამბოლი - İstanbul


Posted by: მაჰათმა განდი 31 Jul 2014, 20:15
აქ გავაგრძელოთ სტამბოლის ირგვლივ საუბარი.



I

http://forum.ge/?f=69&showtopic=33735514


II


http://forum.ge/?f=69&showtopic=34390382&st=0


10 ფორუმელი:


sus 112
teo-teokuna 84
datiko 71
bugalteri2 65
di_onise 46
tako44 39
webdesigner93 32
dii 31
mais 29
Ninoshka7 28



Posted by: kid a 31 Jul 2014, 21:04
ბინის დასაჯავშნი საიტი მირჩიეთ, რა
სანდო და გამოცდილი smile.gif

Posted by: TetGiorgsson 31 Jul 2014, 22:23
xatatula
QUOTE
ორი ნოლი უნდა და მერე 995, მერე ნომერი ჩვეულებრივად.

გაიხარე მადლობა.

Eirene
QUOTE
კი, იყიდება ბევრგან ეგ კარტები, ყოველ ფეხის ნაბიჯზე დგას ტელეფონის ჯიხურებიც
შარშან ვიყავი და მთლად ზუსტად არ მახსოვს, მგონი 4 ლირა იყო დარიცხული კარტაზე და 5 მივეცი გამყიდველს biggrin.gif
ნუ ერთი კვირა მეყო საქართველოში დასარეკად, დღეში ერთხელ მოვიკითხავდი ხოლმე დედას )

მადლობა და კიდევ ერთი კითხვა ანუ ეგ ერთი კარტა 1 კვირა გყოფნიდა? eek.gif

ესიგი ვიყიდი კარტას ჯიხურში შევაცურებ და ვილაპარაკებ დრო ალბა 5 წუთზე მეტი მანც იქნება ხოო?

ვა კაი რაღაცაა.

ხვალ დილით გავვდივარ სტამბულისკენ bis.gif


Posted by: teo-teokuna 1 Aug 2014, 00:21
kid a



www.airbnb.com აქ დავჯავშნეთ ჩვენ, სანამ წავიდოდით...


TetGiorgsson


როგორ მშურს შენი... sad.gif(((



Posted by: Eirene 1 Aug 2014, 09:18
TetGiorgsson
QUOTE
მადლობა და კიდევ ერთი კითხვა ანუ ეგ ერთი კარტა 1 კვირა გყოფნიდა? 

ესიგი ვიყიდი კარტას ჯიხურში შევაცურებ და ვილაპარაკებ დრო ალბა 5 წუთზე მეტი მანც იქნება ხოო?

ვა კაი რაღაცაა.

ხვალ დილით გავვდივარ სტამბულისკენ

რავიცი, დიდიხანს არ ვჭორაობდი, მოკლე ინფოს ვუტოვებდი დედას, რომ ცოცხალი ვარ და მორჩა biggrin.gif
იქ ეწერება წამები, რამდენი გრჩება ბარათზე და მაგის მიხედვით განსაზღვრავ
თუ არადა კიდევ ერთი იყიდე, არაა ძვირი არანაირად


მშვიდობიანი გზა
შარშან ამ დროს მეც იქ ვიყავი mad.gif
როგორ მომენატრა

არქეოლოგიის მუზეუმი არ გამაზო, ძალიან საინტერესო რამეებია
აკვარიუმშიც წადი
პიერ ლოტის კაფე - ყავა დალიე და დატკბი სტამბოლის ხედით
ემინონუზე თევზის იაფიანი სენდვიჩი biggrin.gif და ორტაკოიზე კარტოფილის კუმპირი ჭამე

ჰო, დაწერე აქ შთაბეჭდილებები და აზიურ მხარეშიც თუ გაივლი, სანახავი რა არის მანდ, ეგეც მოგვწერე biggrin.gif

Posted by: kid a 4 Aug 2014, 13:50
teo-teokuna

დიდი მადლობა smile.gif

Posted by: knopka 7 Aug 2014, 02:32
თბილისი-სტამბოლი მეტროს ავტობუდები რა ღირს?

და ისიც მირჩიეთ პლს. რომელ რაიონში ჯობია ბინის დაჯავშნა

Posted by: fircxo 7 Aug 2014, 10:21
სტამბულში მოსახვედრად ყველაზე იაფიანი გზა რა არის? და რაჯდება?

Posted by: akkai 7 Aug 2014, 10:56
QUOTE
სტამბულში მოსახვედრად ყველაზე იაფიანი გზა რა არის?

fircxo
ალბათა ავტობუსი;

QUOTE
თბილისი-სტამბოლი მეტროს ავტობუდები რა ღირს?


knopka
ვერ მივხვდი კითხვას;

QUOTE
რომელ რაიონში ჯობია ბინის დაჯავშნა


გააჩნია რისთვის მიდიხარ:


Posted by: ივანიჩ 7 Aug 2014, 11:15
knopka
fatih-ში გირჩევნია, უფრო იაფად იშოვი ვიდრე სულთანახმეტზე
ოგონდ შეეცადე ტრამვაის ხაზთან ახლოს იყოს სასტუმრო

Posted by: knopka 7 Aug 2014, 17:14
akkai
ავტობუსები რა ღირს ? smile.gif (METRO -თუ არ ვცდები კომპანიია )

ეხლა ავიაბილეთები ცოტა ძვირი ჯდება, 200 ევრომდე, და ქინებ ავტობუსით ჯობია.. და ასევე მაინტერესებს რამდენი დღე ხარ გზაში ავტობუსით

Posted by: akkai 7 Aug 2014, 18:10
knopka

მე არ მიმგზავრია ავტობუსით და არ ვიცი:

აქაა მაგ კომპანიაზე ინფორმაცია და საკონტაქტოც
http://www.bigsale.ge/metrogeorgia/index.html


Posted by: 123412341234 8 Aug 2014, 08:15
გოკჩენიდან ატათურქში უნდა გადავიდე და მაქვს დრო 12 საათი. უნდა გავიარო ტაქსიმი. რის დათვალიერებას მირჩევთ ამ დროში? რა ღირსშესანიშნაობაა ამ მოედანთან ახლოს? სად შეიძლება ჭამა, რის გასინჯვას მირჩევთ??

დიდი მადლობაა

Posted by: ივანიჩ 8 Aug 2014, 11:33
123412341234
ტაქსიმიდან ჩამოუყევი ისტიკლალს (თან წაიშოპინგებ თუ დრო გექნა), სულ ბოლომდე რომ ჩახვალ, გალათას კოშკზე შეგიძლია ახვიდე, იქიდან ისევ ფეხით ჩამოუყვები, გადახვალ ხიდზე და შეგიძლია გრანდ ბაზარში შეიარო...
მერე სამგზავრო ბარათი თუ გექნება შეახტები ტრამვაის და ახვალ სულთანახმედზე- იქ სანახავია აია სოფია, ლურჯი მეჩეთი, ბაზილიკა ცისტერნა - მიწისქვეშა კომპლექსი, ასევე არის არქეოლოგიური მუზეუმიც-, ვერ მოასწრებ თორემ ტოპკაპის სასახლე არ უნდა გამოტოვო წესით....
ჭამა ყველგან შეგიძლია გააჩნია რა გინდა - მაკდონალდსით დაწყებული უბრალო დონერ ქაბააბით დამთავრებული biggrin.gif

Posted by: donkosta 24 Aug 2014, 12:37
მანქანით ვინც ყოფილხართ, 40ლ დიზელი რომ გადავიტანო არის შანსი? biggrin.gif

Posted by: tamo7779 25 Aug 2014, 20:39
donkosta
კი. მაგრამ რომ გიპოვონ.......... biggrin.gif

Posted by: donkosta 26 Aug 2014, 15:46
tamo7779
ჰოდა, რომ მიპოვნონ რა?
არც არავინ ამოწმებს საზღვარზე, მაგრამ არ მაქვს უფლება? მთაში მივდივარ იქნება ან არ ვარგა მაგათი საწვავი?

Posted by: tamo7779 26 Aug 2014, 17:15
donkosta
smile.gif ვარგა თუ არ ვარგა არავის აინტერესებს.
საწვავის შეტანა შეიძლება ბაკით. და არა დამატებითი ბაკით, კანისტრებით, ბიდონებით და კოკაკოლას ბოთლებით biggrin.gif
ჩამოგართმევენ თუ გიპოვეს და გაააჩნია რა ხასიათზე იქნებიან შეიძლება დაგაჯარიმონ კიდეც smile.gif თუმცა არის შანსი რომ გადახვიდე საზღვარზე უპრობლემოდ smile.gif

Posted by: Trump 26 Aug 2014, 17:23
123412341234
QUOTE
გოკჩენიდან ატათურქში უნდა გადავიდე და მაქვს დრო 12 საათი. უნდა გავიარო ტაქსიმი. რის დათვალიერებას მირჩევთ ამ დროში? რა ღირსშესანიშნაობაა ამ მოედანთან ახლოს? სად შეიძლება ჭამა, რის გასინჯვას მირჩევთ??

დიდი მადლობაა




ეჰ,, თუ დავაგვიანე სამწუხაროა.. ესეიგი :

İstiklal Cad. No: 509 არის ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ბურგერები Shake Shack.. ევროპაში სულ ორ ქვეყაანშია შესული ინგლისი და თურქეთი.. არ გამოტოვო და ჭამე ყველაფერი მანდsmile.gif

http://pix.ge/

Posted by: nocs_13 27 Aug 2014, 09:45
QUOTE
გოკჩენიდან ატათურქში უნდა გადავიდე და მაქვს დრო 12 საათი

თუ გავითვალისწინებთ ისტანბულის საცობებს და ღოღიალა ტრანსპორტს, ეგ 12 საათი დიდ დროდ შეიძლება არც კი მოგეჩვენოთ.... wink.gif

Posted by: dii 27 Aug 2014, 16:08
nocs_13
საცობები მართლა საოცრებაა. საღამოს 9 ზე უნდა გავსულიყავით სასტუმროდან, ბოლო დღისთვის შემოვიტოვეთ ბოსფორზე გასეირნება და ორტაკოიში კუმპირის დაგემოვნება smile.gif)) სადღაც 7 საათზე დავიძარით ნავსადგურიდან ორტაკოისკენ. ჯერ ტრამვაით და მერე ავტობუსით smile.gif) აი ტრამვაი ავტობუსთან შედარებით სინათლის სიჩქარით დაფრინავს smile.gif)) ავტობუსის ტაბლო თვალებით ამოვწვი ისე ნელა იცვლებოდა სადგურის დასახელებები.
help.gif როგორც იქნა ორტაკოიმდე ჩავჩაქჩაქდით თან პიკის საათია სრული საგიჟეთი. ცოტა ვეძებეთ კუმპირი სად იყიდებოდა, მოკლეთ 9 ის წუთები იყო და ისეთი სიმწარით ველოდებით ავტობუსს და ის არ მოდის. გონებაში ვითვლიდი სირბილით რამდენ ხანში მივიდოდით ემინონუმდე :დ მაგრამ ბოლოს მოვიდა და მშვენივრად ჩავეტიეთ დროში. მგონი ეს მხოლოდ ძირითადი ტრასა არის ძალიან გაჭედილი, მინიატურკისკენ საერთოდ დაფრინავენ ავტობუსები. ათათურქისკენაც, მარშუტკამ 10 წუთში მიგვიყვანა ზუსტად სულტანაჰმედიდან sa.gif

Posted by: donkosta 27 Aug 2014, 18:06
tamo7779
QUOTE
ვარგა თუ არ ვარგა არავის აინტერესებს.
საწვავის შეტანა შეიძლება ბაკით. და არა დამატებითი ბაკით, კანისტრებით, ბიდონებით და კოკაკოლას ბოთლებით
ჩამოგართმევენ თუ გიპოვეს და გაააჩნია რა ხასიათზე იქნებიან შეიძლება დაგაჯარიმონ კიდეც  თუმცა არის შანსი რომ გადახვიდე საზღვარზე უპრობლემოდ

ჰოდაა smile.gif ეს სადმე დაწერილია თუ "ალბათ" ? biggrin.gif
თან აქაური მებაჟე თუ მახსნევინებს მანქანას ისიც იქიდან როცა შმეოვდივარ, აქედან ვაბშე არავინ არაფერს
და დამატებითი ბაკი მაქვს და ჰა, რა მაგის საქმეა biggrin.gif თუ გავყიდი დამიჭიროს smile.gif)

Posted by: tamo7779 27 Aug 2014, 23:06
donkosta
საწვავის შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მანქანის ბაკით. მეტი არაფრით smile.gif წერია smile.gif
აქედან-იქიდან - ვერ გავიგე რა გიწერია smile.gif
დამატებითი ბაკი მანქანას არ სჭირდება smile.gif მებაჟე ვერ გამოგყვება - შენ გასაყიდად შეგაქვს თუ არა საწვავი ვერ და არ გაგიკონტროლებს - მის მოვალეობაშიი არ შედის smile.gif სავსე ბაკის გარდა თუ ბენზინი გჭირდება უნდა იყიდო თურქეთში

არის მეორე ვარიანტი: საბაჟოზე უთხარი, რა შენი საქმეა თქო და გააგრძელე გზა biggrin.gif

Posted by: donkosta 29 Aug 2014, 13:45
tamo7779
QUOTE
არის მეორე ვარიანტი: საბაჟოზე უთხარი, რა შენი საქმეა თქო და გააგრძელე გზა

კარგი ჰოო, წავალ ავტობუსით sad.gif

130 სტამბულამდე
300 უკან
50 დაზღვევა
50 გზის გადასახადი
80 ბატუმი-თბილისი
650 გამოდის აზრი არ აქვს sad.gif


Posted by: tamo7779 29 Aug 2014, 14:04
donkosta
რა გზის გადასახადი?
* * *
ვინმე რომ ნახო და გაიყოთ გზა? რამდენი დღით მიდიხარ?

Posted by: donkosta 29 Aug 2014, 18:06
tamo7779
QUOTE
რა გზის გადასახადი?

სტამბულში და ანკარამდე გზაზე არის გადასახადი, უნდა დააკრა მანქანაზე და ავტომატურად ეჭრება ჩეკპოინტზე გავლისას

QUOTE
ვინმე რომ ნახო და გაიყოთ გზა? რამდენი დღით მიდიხარ?

160 გამოდის 4 კაცზე
70-80$ ავტობუსით ტუდა აბრატნა ჰო?
რა ვიცი თან 10 საათი დილას გახვალ ღამეს კარგავ რა მანქანით ან უნდა გაჩერდე სადმე

Posted by: tamo7779 29 Aug 2014, 18:16
donkosta
აააა, მაქეთ არ ვყოფილვარ, კაბადოკია, ანკარა, ანტალიაზე არაფერი გადამიხდია....
ჰო დაახლოებით 80 დოლარამდეა ავტობუსი, პ.პ. 2 გზა.
მაგრამ მანქანა მაინც ძალიან კომფორტულია.....

Posted by: donkosta 31 Aug 2014, 12:02
tamo7779
QUOTE
მაგრამ მანქანა მაინც ძალიან კომფორტულია.....

კი მაგრამ უფრო ძვირი გამოდის + დაღლა sad.gif
400 რომ გამოდიოდეს კიდევ ჰოო, უნდა გადავიტანო რა smile.gif 40ლ მეყოფა smile.gif)
კაცო სადღაც სამსუნთან ადრე 3.4-ად ჩავასხი დიზელი და სტამბულში პუმას ან ბპ-ს ფასებს ვუკურებ და 5 ლირაა, ამხელა სხვაობაა თუ იქაც იშოვება იაფად?

Posted by: mamulii 2 Sep 2014, 13:28
გოკჩEნიდან ტაქსიმზე როგორ მოვხვდე?

Posted by: teo-teokuna 4 Sep 2014, 11:38
mamulii

აეროპორტიდან რომ გამოხვალ ავტობუსები დგას პირდაპირ....


13 ლირა ღირს (თუ სწორად მახსოვს) მიგიყვანს პირდაპირ მოედანზე...


************************************************************************************************************************************************

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

Posted by: meluzi 15 Sep 2014, 00:14
გამარჯობა, რამოდენიმე კითხვა მაქვს და იქნებ დამეხმაროთ,18-22 ოქტომბერს უნდ ავესტუმრო სტამბოლს (5 სრული დღე გამოდის), გავეცანი წინა თემის თითქმის ყველა გვერდს და რაც შეეხება ღირსშესანიშნაობებს გეგმა შევადგინე, მგონი არაფერი გამომრჩა.

1. მეხუთე დღეს დილით 12-ზე გვაქვს ჩექაუთი და ბარგის ამბავი მაინტერესებს, არ იქნება პრობლემა სასტუმროში დატოვება საღამომდე? თუ არსებობს რამე შემნახველი საკნებივით მთელი დღის განმავლობაში რომ დაიტოვონ ბარგი.

2. შოპინგის ამბავი ვერ გადავწყვიტე, მინდა ისეთი კონკრეტული ადგილები სადაც იქნება ბევრი მაღაზია (უფრო ადგილობრივები), იმიტომ რომ ბრენდები ჩვენთანაცაა. ისეთი მაღაზიები მინდა საცალოდ რომ იყიდება ყველაფერი და არჩევანი რომ არის დიდი, დაწყებული ფეხსაცმლით, ჩანთებით, ქურთუკებით და ა.შ. ფასებიც რომ ნორმალური იყოს. რამოდენიმე საიტზე ვნახე ინფორმაცია და როგორც მივხვდი უამრავი სავაჭრო ცენტრია, რადგან ყველას ნახვას ვერ შევძლებ მინდა კონკრეტულ ადგილას მოვხვდე და არ შევცდე.

დამეხმაროთ გამოცდილები იქნებ.

Posted by: kolxet 15 Sep 2014, 03:55
donkosta
QUOTE
კი მაგრამ უფრო ძვირი გამოდის + დაღლა

დაღლა თუ რამოდენიმე წახვალთ მორიგეობით დაჯდებით და ეგაა რა.

აი სიძვირეს ვერაფერს უზავ.

ამას დამატებული თუ ჯარიმები აიკიდე ხომ საერთოდ..
ახლობლები იყვნენ მანქანით, სულ გინებით ჩამოვიდნენ, ქვეყანა ჯარიმები გადაუხდიათ. ალბათ ბატებივით დადიოდნენ smile.gif

ისე გაზის ამბავი როგორ არის მანდ საინტერესოა თუ იცია ვინმემ, იმ გაზის აპარატურის ფულს კი ამოქაჩავს კაცი მაგ გზაზე.
მე მინდა წასვლა თუ მოვახერხე ერთ თვეში დაახლოებით...

და ღირს საერთოდ გაზიანი მანქანით მაგ გზაზე სიარული?, მე არასდროს მყოლია გაზზე მანქანა.

Posted by: bugalteri2 15 Sep 2014, 08:12
meluzi

QUOTE
ინდა ისეთი კონკრეტული ადგილები სადაც იქნება ბევრი მაღაზია

ისტიკლალზე უამრავი მაღაზიაა, ბრენდებიც და ადგილობრივი ნაწარმიც. თან ისეირნებ და მაღაზიებსაც დაათვალიერებ, არც დაიღლები.

Posted by: donkosta 15 Sep 2014, 10:57
kolxet
QUOTE
დაღლა თუ რამოდენიმე წახვალთ მორიგეობით დაჯდებით და ეგაა რა.

არ გამოდის
აქედან 4 ბათუმი, 1 საბაჟო, 12-14 სტამბული, ბათუმში უეჭველი უნდა დარჩე, თორემ ღამე გზაზე ყველას ეძინება
ბუნებრივი გაზი მგონი არ აქვთ,

ჯარიმები რაღაც საშვი უნდა იყიდო ა იმით იარო, მე რომ ჩამომყავდა გავაკატავე ერთი სამი ეგეთი გამშვები მაგრამ არაფერი არ მომსვლია

Posted by: webdesigner93 15 Sep 2014, 15:14
1ში მივდივარ მგონი სტამბულში, მომენატრა რაღაცნაირად.

P.S. Atlasjet-ით პირველად მივფრინავ და იმედია არ გამაწბილებს ძალიან biggrin.gif

Posted by: datkaaa 19 Sep 2014, 01:24
შაბათს დღისით რომელზე გადიან ავტობუსები სტამბოლამდე ორთაჭალიდან?

Posted by: lilelile123 19 Sep 2014, 17:13
გამარჯობა,

ერასმუსით ვარ სტამბოლში 4თვით.

კ ა დ ი კ ო ი შ ი ხო არავინ აქირავებთ ოთახს? პმ მომწერეთ გთხივთ!

Posted by: Camommilegirl 21 Sep 2014, 21:59
2-3 ოქტომბერი და 5-6 დაბრუნება ავიაბილეთებს სად ვიშოვი იაფად ოქტომბერზე მაქვს საუბარი smile.gif

Posted by: Otka 22 Sep 2014, 00:40
donkosta
kolxet
გაზი მარტო კერძო ავტოპარკის ტერიტორიებზეა სადაც მართო თავის ავტობუსებს თუ ტაქსებს აზაპრავკებენ CNG
არის თხევადი გაზი LPG რაც შედარებით ეკონომიურია მაქაურ ბენზინზე მაგრამ მაგ სისტემით აქ არავინ ასრგებლობს sad.gif

Posted by: dii 22 Sep 2014, 00:41
meluzi
წესით და რიგით არავითარი პრობლემა არაა. ბარგს შეინახავენ რამდენ ხანსაც საჭიროა.

Posted by: Rain Cloud 24 Sep 2014, 17:40
მე რა მაინტერესებს ახლა, 4 საათით მიწევს საბიჰას აეროპორტში გაჩერება. მაგ აეროპორტში მხოლოდ სასტუმროდან დაქირავებული მანქანით ვარ ნამყოფი და არ ვიცი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი რამდენად კარგად და სწრაფად დადის. რას იტყვით, დავტოვოთ აეროპორტი, თუ ვიბოდიალოთ მაღაზიებში უქმად?

Posted by: teo-teokuna 24 Sep 2014, 17:45
Rain Cloud


ეგ დრო მხოლოდ გზას დასჭირდება...



ვერაფერს მოასწრებ საინტერესოს...



ჯობია დარჩე აეროპორტში, მშვიდად მაინც იქნები, არ დამაგვიანდესო არ ინერვიულებ... biggrin.gif

Posted by: Rain Cloud 25 Sep 2014, 09:59
teo-teokuna

ჰო, ეგრე ვიზამთ ალბათ sad.gif კარგი იქნებოდა სტამბულში კიდევ ერთხელ გასეირნება ((

Posted by: teo-teokuna 25 Sep 2014, 16:45
QUOTE (Rain Cloud @ 25 Sep 2014, 09:59 )
კარგი იქნებოდა სტამბულში კიდევ ერთხელ გასეირნება ((

cry.gif



ნეტავ მალე დადგეს ეგ დრო.... კიდე ერთხელ რომ გავისეირნო სტამბოლში...



rolleyes.gif

Posted by: chaPPek 25 Sep 2014, 16:54
Rain Cloud

მეც 4 საათი მაქ გადაჯდომა და არ გავაკ, 2 საათი ცენტრამდე მისვლას უნდა საბიჰადან. sad.gif

Posted by: nino877 25 Sep 2014, 17:33
სამივე თემაში ვარ ნამყოფი
5 დეკემბერს მივდივარ
იმედია არ იქნება უბედური ამინდი
http://www.radikal.ru
ეს გამხმარი კრენდელუკები მომენატრა smile.gif
* * *
meluzi
QUOTE
1. მეხუთე დღეს დილით 12-ზე გვაქვს ჩექაუთი და ბარგის ამბავი მაინტერესებს, არ იქნება პრობლემა სასტუმროში დატოვება საღამომდე? თუ არსებობს რამე შემნახველი საკნებივით მთელი დღის განმავლობაში რომ დაიტოვონ ბარგი.

2. შოპინგის ამბავი ვერ გადავწყვიტე, მინდა ისეთი კონკრეტული ადგილები სადაც იქნება ბევრი მაღაზია (უფრო ადგილობრივები), იმიტომ რომ ბრენდები ჩვენთანაცაა. ისეთი მაღაზიები მინდა საცალოდ რომ იყიდება ყველაფერი და არჩევანი რომ არის დიდი, დაწყებული ფეხსაცმლით, ჩანთებით, ქურთუკებით და ა.შ. ფასებიც რომ ნორმალური იყოს. რამოდენიმე საიტზე ვნახე ინფორმაცია და როგორც მივხვდი უამრავი სავაჭრო ცენტრია, რადგან ყველას ნახვას ვერ

შეიძება გაგცეს კიდეც პასუხი არ გადამიკითხია მაგრამ
ლირა არ წაიღო სულ ,შოპინგი ევროში და $ ში ხდება ლირას ძვირად გიანგარიშენებ
მაგალითად $ ან ლირა შეგიძია დახარჯო ზარაში და ასეშემდეგ

სასტუმროსვე აქვს შემნახველი საკანი და 10ლირა მივეცით ჩვენ და საღმოს 8 საათზე გავიტანეთ ბარგი

მერე დაგიწერ კიდევ რაღცეებს ეხლა გავდივარ უკვე სამსახურიდან

Posted by: bugalteri2 25 Sep 2014, 18:41
meluzi

QUOTE
ლირა არ წაიღო სულ ,შოპინგი ევროში და $ ში ხდება ლირას ძვირად გიანგარიშენებ


დოლარზე ვაჭრობა ლალელის საბითუმო მაღაზიების გარდა არსად მინახავს. თუ სავაჭრო ცენტრებში და სხვა მაღაზიებში გინდა ვაჭრობა იქ ლირაა საჭირო, დოლარიც შეიძლება მიიღონ, მაგრამ ცუდი კურსით ანგარიშობენ. ზოგიერთ მაღაზიაში ზრდილობიანად მიგვასწავლეს გადასახურდავებელი პუნქტები, ზოგი თვითონ გავიდა და გადაახურდავა და ა.შ.
მარტო ლალელიში იყო ფასები დოლარებში და იქ საერთოდაც ვერაფერს იყიდი, ერთი დასახელების 20 კაბა თუ არ შეიძინე თან ერთი ფერის smile.gif

Posted by: lilelile123 26 Sep 2014, 14:18
გამარჯობა,

სტამბოლი - თბილისი ავტობუსი რა ღირს? ბილეთი სად ვიყიდო? და რა დროში ჩადის??

მადლობა!!

Posted by: drow 1 Oct 2014, 00:00
1თვისწინ ვიყავი ანტალიაში და დზაან მინდოდა სტამბოლში ჩამოსვლა მაგრამ ვერ მოვახერხე იმედია ახლო მომავალში მაინც ვნახავ სტამბოლს

Posted by: teo-teokuna 1 Oct 2014, 09:22
bugalteri2


დოლარით კი იყო ვაჭრობა, მაგრამ კურსი ჰქონდათ სასწაული...


5 ლირა თუ ღირდა რაღაც (დავუშვათ) 5 დოლარს გთხოვდნენ.... biggrin.gif


ჭკვიანები ნუუუ.... biggrin.gif

Posted by: webdesigner93 1 Oct 2014, 21:18
დღეს ღამე მივფრინავ smile.gif მომენატრა, კაი ხანია არ ვყოფილვარ smile.gif იმედია კარგი ამინდებია

Posted by: teo-teokuna 2 Oct 2014, 14:15
http://www.istanbuluseyret.com/TuristikKameralar/



კიი ნახე webdesigner93 .... მაისურებით დადის ხალხი... მზიანი და თბილი ამინდი ჩანს.... :3





მინდაააააააააააააააააააააააა..... : ((((((((((((((((((

Posted by: ninicool 2 Oct 2014, 19:26
lilelile123
QUOTE
გამარჯობა,

სტამბოლი - თბილისი ავტობუსი რა ღირს? ბილეთი სად ვიყიდო? და რა დროში ჩადის??

მადლობა!!

სტამბული - თბილისი თუ თბილისი სტამბული?

2012 $40 ღირდა თბილისიდან წასვლა და წამოსვლა $50.

სტამბული - თბილისი ინტერნეტითად შეგიძლიათ შეიძინოთ
https://www.metroturizm.com.tr/otobus-bileti-satin-al-binis-istanbul-inis-tiflis-tarih-02.10.2014.html

Posted by: bacaco 5 Oct 2014, 10:55
stambulis mimartulebit tbilisidnan avtobusebi saidan gadian an ra girs mgzavroba??

Posted by: meluzi 7 Oct 2014, 23:58
18ში მივფრინააავ და მიხარია რაღაცნაირად, ყველა ისე კარგად დამიხასიათა ეს ქალაქი bis.gif

Posted by: ნინა411 8 Oct 2014, 05:18
QUOTE (bacaco @ 5 Oct 2014, 10:55 )
stambulis mimartulebit tbilisidnan avtobusebi saidan gadian an ra girs mgzavroba??

ორთაჭალის ავტოსადგურიდან გადიან და 50$ ღირს

Posted by: aloha__ 9 Oct 2014, 15:35
nino877
მე 8-ში მივდივარ, ოღონდ შენგან განსხვავებით პირველად, ძირითადად ღირსშესანიშნაობების სანახავად და მეც დიდი იმედი მაქვს რომ ამინდი კარგი იქნება smile.gif



bacaco
lilelile123
რა ავტობუსი, პეგასუსზე ვიყიდეთ ჩვენ ბილეთები და წასვლა-წამოსვლა ორივე ერთად 200 ლარი დაგვიჯდა. ანუ ერთი გზა 100 ლარი. მიზერული სხვაობაა და იმჰო, დრო და ტანჯვა არ გიღირთ მაგ სხვაობად..

Posted by: nino877 9 Oct 2014, 17:49
მე დაგეგმილი მაქვს რა უნდა გავაკეთო
რომ ჩავალ
პირველ რიგში უნდა ვჭამო თევზის სენდვიჩი
მერე დავლიო ჩაი
მერე ვჭმაო რაკუშკებში რომარის ჩატენილი ბრინჯი და რაღაცეები ბევრი ლიმნით და
ბევრი უნდა ვიბოდიალო კაი იქნება თუ თბილი ამინდი იქნება მზიანი და არა თოვლი და ჭყაპი

http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/

ვინც მანდ ცხოვრობთ მაქვს ერთი თხოვნა და კითხვა
მივდივარ ახალ კლინიკაში და ტაქსი გამომართმევს მინიმუმ 50-70 ლირას და დავწერ საიდან სად
მინდა და ეგებ მითხრათ რადარა ავტობუსებს უნდა გავყვე ან მეტრო ან რამე


* * *
ლალელის ან აქსარაის ან მანდ რაც ქვია ცენტრს იქიდან როგორ მივიდე ანუ რა ტრანსპორტით
ანდაც ტაქსიმიდან რომ წავიდე მაგალითად
ან უკანა გზა მაინც აქიდან დაუშვათ ტაქსით წავალ
http://pix.ge/

Posted by: Datka1964-10-10 11 Oct 2014, 21:24
სალამი ყველას!

გთხოვთ მომაწოდოთ ინფორმაცია სტამბოლის 3 დღიან შოპინგ ტურის შესახებ.სასტუმრო 4 ვარსკვლავიანი . ადგილდებარეობა ქალაქის ევროპული ნაწილის ცენტრი . ფრენა პეგასუსით.
წინასწარ დიდი მადლობა ინფორმაციიისთვის.

Posted by: XFX 13 Oct 2014, 01:28
aloha__


აუ რა მოიცდის 8-მდე biggrin.gif


Posted by: ივანიჩ 13 Oct 2014, 01:35
Datka1964-10-10
საიდან მოგაწოდოთ?
აქ აწყობს ვინმე?
თუ თქვენ აპირებთ?

rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif

Posted by: irusha 16 Oct 2014, 15:06
ე.ი გადავწყვიტეთ ახალ წელს სტამბოლში შევხვდეთ.. jump.gif

გადავიკითხე თემები და მადლობა ყველას ესეთი დეტალური აღწერისთვის..


ხომ არ იცით რა ხდება ახალი წლის დღეებში და რამე რჩევას ხომ არ მომცემთ.. user.gif

7 დღით მივდივართ მაქსიმუმ და მინდა ყველაფერი მოვასწრო, შესაბამისად ორგანიზებულად მინდა წავიდე და იმიტომ დავიწყე 2 თვით ადრე მომზადება.. user.gif

პ.ს ტურისტულით წავიდე თუ მე თვითონ დავჯავშნო სასტუმრო??

Posted by: nina1992 16 Oct 2014, 17:24
irusha
QUOTE
ხომ არ იცით რა ხდება ახალი წლის დღეებში

აბსოლიტურად არაფერი განსაკუთრებული.
ეს ის ქალაქია, რომელიც სულ ბორგავს და აურზაურია, წელიწადის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ დღესასწაულზე.

IMHO.

პ.ს. ერთადერთი ქალაქია ალბათ მსოფლიოში, სადაც მეორედ არ მომინდება წასვლა. user.gif

Posted by: teo-teokuna 17 Oct 2014, 09:55
QUOTE (niana @ 16 Oct 2014, 17:24 )


პ.ს. ერთადერთი ქალაქია ალბათ მსოფლიოში, სადაც მეორედ არ მომინდება წასვლა. user.gif

ჩამოსვლის დღიდან ვფიქრობ, როდის დავბრუნდე ისევ სტამბოლში... war.gif




irusha

სვუპზე ნახე, ფასდაკლებები დევს ტურების... დიდი არჩევანია... თან საკმაოდ იაფიც ჯდება, ფრენით და სასტუმროთი...



ერთი კვირა ცოტაა ყველაფრის სანახავად.... :/


Posted by: ივანიჩ 17 Oct 2014, 10:09
niana
რომელ დიდ ქალაქში არაა აურზაური?
დიდ ქალაქს ვეძახი 12 მილიონზე მეტი რომ ცხოვრობს ისეთს...

Posted by: bugalteri2 17 Oct 2014, 21:19
QUOTE
პ.ს. ერთადერთი ქალაქია ალბათ მსოფლიოში, სადაც მეორედ არ მომინდება წასვლა. user.gif

ჩამოსვლის დღიდან ვფიქრობ, როდის დავბრუნდე ისევ სტამბოლში... war.gif

რა ვქნა, მეც არასდროს მომწყინდება, სულ მენატრება და დიდი სიამოვნებით წავალ კიდევ ბევრჯერ (იმედია smile.gif )

Posted by: what 19 Oct 2014, 15:22
niana
პირველად ვნახე ესეთი გადაწყვეტილება სტამბულზე, ყოველი ჩამოსვლის მერე ამ ქალაქიდან ვფიქრობ როდის წავალ კიდე

Posted by: chotik 19 Oct 2014, 22:22
gamarjobat shemtxvevit agmovchdi stambulshi, raari iseti sanaxavi kai magaziebi sadari mitxarit vinmem tuicit, grand bazari ar mitxrat davigale siarulit da araferi arari

Posted by: უტა 19 Oct 2014, 22:53
4 dgian turshi girs wasvla ? Movaswreb ramis naxvas?

Posted by: teo-teokuna 20 Oct 2014, 10:02
chotik


ისტიკლალზეა ბევრი მაღაზია...


სავაჭრო ცენტრებია კიდევ ბევრი... ისტანბულ ფორუმი მაგალითად...


უტა

რამის ნახვას მოასწრებ... გააჩნია როგორ დაგეგმავ... ნუ მე 10 დღე არ მეყო, მაგრამ ინტერესებს გააჩნია... რა გინდა...


Posted by: dii 20 Oct 2014, 10:49
chotik

გრანდ ბაზარში საყიდლებზე არ დადიან , ეგ მუზეუმი უფროა biggrin.gif ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ასეა, თუმცა გრანდ ბაზარში შესული არ ვიყავი ვიღაც კაცმა შემათრია რაღაც ფარდულში და მშვენიერი ჯინსი მომყიდა ფეიქი რასაკვირველია, 20 ლირად. დღემდე მაქვს და მიყვარს ეს ჯინსი biggrin.gif ახლაც მახსენდება სიჩქარის გადაჭარბებით რომ მიგვაქროლებდა და ჩვენც მივყვებოდით და არ ვიცოდით სად და რისთვის biggrin.gif
თვითონ ბაზარში ვერც მივეკარეთ ვერაფერს, მაგრამ დახლები ულამაზესია.
რაც შეეხება ისტიკლალს მშვენიერი შესაძლებლობაა კარგი ნივთის შესაძენად, ფორუმშიც ყველა ბრენდული მაღაზია მოიპოვება, იქ თუ წახვალთ, ოკეანარიუმს ესტუმრეთ, სავაჭრო ცენტრშია.
ეგვიპტური ბაზარიც ძალიან საინტერესო და ლამაზია. მანდ უფრო სასუსნავი და სუნელებია, მაგრამ აუცილებლად სანახავი ადგილია
ლალელის თუ გირჩევენ უბრალოდ არ უსმინოთ biggrin.gif ყველაფერი საბითუმოა,აი ყველაფერი! ძალიან იშვიათია საცალო ვაჭრობა.
მე მაინტერესებს აზიურ მხარეს სავაჭრო ცენტრები. საერთოდ არ გადავსულვარ აზიურ მხარეს. ახლა აპრილში ვაპირებ ტიტების ფესტივალზე ჩასვლას და ეს მხარეც უნდა დავათვალიერო. მირჩიეთ თუ არის მანდ კარგი მაღაზიები.

Posted by: teo-teokuna 21 Oct 2014, 10:47
dii


აუუ.... გოკჩენის აეროპორტთან (ნუ არც ძალიან ახლოს... biggrin.gif ) იყო რაღაც ძალიან დიდი სავაჭრო ცენტრი...



სახელი არ მახსოვს... sad.gif შევეცდები გავარკვიო და დავწერ...
* * *
ვიაპორტი ჰქვია იმ სავაჭრო ცენტრს... გავარკვიე... ოღონდ შორია ევროპული მხრიდან... გოკჩენის აეროპორტთან არის ახლოს...

Posted by: უტა 21 Oct 2014, 22:26
QUOTE
უტა

რამის ნახვას მოასწრებ... გააჩნია როგორ დაგეგმავ... ნუ მე 10 დღე არ მეყო, მაგრამ ინტერესებს გააჩნია... რა გინდა...

მითხრეს რომ ძირითადად ტაქსიმთან არისო ახლოს ყველაფერი და 4 დღე გეყოფაო თუ საშოპინგოდაც არ მიდიხარო

Posted by: teo-teokuna 22 Oct 2014, 12:29
უტა



ძირითადი სანახაობები სულთანაჰმედზეა... აია სოფია, არქეოლოგიური მუზეუმი, ცისფერი მეჩეთი, ტოპკაპის სასახლე (დიდი დრო დაგეხარჯება აქ) , ბაზილიკა ცისტერნა.


აქეთ ტაქსიმისკენ დოლმაბაჰჩეს სასახლე (აუცილებლად ნახე), Istanbul modern (საინტერესოა ძალიან), უმანკოების მუზეუმი (თუ გაქვს წაკითხული დაგაინტერესებს), გალათას კოშკი...


პრინცის კუნძულებზე შეგიძლია ერთი დღე გაისეირნო, ძალიან ლამაზი ადგილია, მშვიდი... <3

მსოფლიო საპატრიარქო, აკვარიუმი... ბევრი ადგილია, რაც ვერ მოვასწარი კიდევ...


ხოოო... ქალაქის ბოლოში, ისე სორს, რომ ადგილობრივებმაც არ იცოდნენ ეს ადგილი არის atatürk arboretum, რომლის ნახვაც ამ დროს არის ერთი დიდი სიამოვნება... დაგუგლე მიხვდები... biggrin.gif


თუ რამე კითხვები გექნება, სიამოვნებით გიპასუხებ... smile.gif



Posted by: M-N 22 Oct 2014, 13:16
გამარჯობა,
4 დღით მივდივარ სტამბოლში და შესაბამისად, დროში ვარ შეზღუდული. კუნძულებზე წასვლა რამდენად ღირს? რა არის სანახავი, გარდა იმისა რომ სიწყნარეა და მანქანების ნაცვლად, ეტლები დადიან smile.gif)
და კიდევ, რამდენიმე კუნძულია და რომელზე წავიდე, თუ წავალ? ნახევარი დღე მეყოფა?
* * *
teo-teokuna
QUOTE
აკვარიუმი

რა აკვარიუმზეა საუბარი, შეგიძლია მითხრა? ან დასახელება, ან ლინკი smile.gif

Posted by: dii 22 Oct 2014, 13:51
teo-teokuna

დიიიდი მადლობა, ვნახავ აუცილებლად

Posted by: teo-teokuna 22 Oct 2014, 14:35
M-N


http://www.turkuazoo.com/en/ სავარაუდოდ ეს არის... მე არ ვყოფილვარ, ვერ მოვასწარი... ვიცი რომ სავაჭრო ცენტრი რომ არის ფორუმი, იქაა ეს აკვარიუმიც... მაგრამ ორი ფორუმი არსებობს თურმე და ორივეშია აკვარიუმი... biggrin.gif მთავარია არ შეგეშალოს, ის მეორე ასეთი გრანდიოზული არ ყოფილა... biggrin.gif


კუნძულზე არის ქრისტიანული ტაძრები (2, თუ სწორად მახსოვს), ლამაზი ადგილია, ზოგადად... ბუიუკადა ეს არის ყველაზე დიდი კუნძული და ბოლო გაჩერებაა გემით რომ მიდიხარ... დანარჩენ კუნძულებზე არ ვყოფილვარ და არ ვიცი რითია ეს უკეთესი...

Posted by: M-N 22 Oct 2014, 15:32
teo-teokuna
QUOTE
http://www.turkuazoo.com/en/ სავარაუდოდ ეს არის... მე არ ვყოფილვარ, ვერ მოვასწარი... ვიცი რომ სავაჭრო ცენტრი რომ არის ფორუმი, იქაა ეს აკვარიუმიც... მაგრამ ორი ფორუმი არსებობს თურმე და ორივეშია აკვარიუმი...  მთავარია არ შეგეშალოს, ის მეორე ასეთი გრანდიოზული არ ყოფილა...

მადლობა, მოვძებნი ინფორმაციას და თუ მოვასწარი, ვნახავ smile.gif

QUOTE
კუნძულზე არის ქრისტიანული ტაძრები (2, თუ სწორად მახსოვს), ლამაზი ადგილია, ზოგადად... ბუიუკადა ეს არის ყველაზე დიდი კუნძული და ბოლო გაჩერებაა გემით რომ მიდიხარ... დანარჩენ კუნძულებზე არ ვყოფილვარ და არ ვიცი რითია ეს უკეთესი...

გემი რა ადგილიდან გადის და ფასიც ხომ არ იცი?
ჩემით ვაგროვებ ინფორმაციებს, 2 გოგო მივდივართ და იმედია არ დავიკარგებით biggrin.gif

Posted by: dii 22 Oct 2014, 15:57
M-N

გამარჯობა, მე ვარ ნამყოფი ამ აკვარიუმში biggrin.gif ისტანბულ ფორუმშია, დიდი სავაჭრო ცენტრია, კარგი სანახაობაა საკმაოდ. ნახეთ აუცილებლად. ფორუმში ყველანაირი მაღაზიაა ვაიკიკის და ზარას თამადობით biggrin.gif მისამართში ბაირამფაშა რომ ვნახე ვიფიქრე რა უნდა მანდ მისვლას თქო და მეტროდან ბაირამფაშას სადგურზე გამოვედი და შევცდი, უნდა წავსულიყავი თურმე KOCATEPE მდე. მეტროდან რომ ამოდიხარ უცებ მიხვდები სადაა ეგ ფორუმი.

Posted by: უტა 22 Oct 2014, 16:15
teo-teokuna
teo-teokuna
Didi madloba infostvis, marto vapireb casvlas da sashishi xom ar aris . Cota meshinia mainc turketia

Posted by: teo-teokuna 22 Oct 2014, 16:40
dii

მასე მე ტაქსიმიდან ტოპკაპში მივდიოდი და ავტობუსს ეწერა გაჩერება ტოპკაპი, ვიფიქრე პირდაპირ მიმიყვანს მეთქი და ვაი... ისეთ დაუსახლებელ ადგილას აღმოვჩნდი... ხალხი გაკვირვებული გვიყურებდა, ტურისტებს აქ რა უნდათო ალბათ... biggrin.gif


უტა

მარტოო? საშიში კი არაა, მაგრამ მარტო ვერსად წავიდოდი... :/ ისე, ძალიან კეთილი და სტუმართმოყვარე ხალხია ტაქსის მძღოლების გარდა (თუმცა ბოლო დღეს ძალიან საყვარელი ტაქსის მძღოლიც ვიპოვეთ biggrin.gif )... ჩვენ პირველ დღეს რომ ჩავედით ბინას ვერ ვპოულობდით და თუ კი ვინმე შეგვხვდა გზაში ყველა გვეხმარებოდა... ერთი კი საერთოდ... წვიმაში წინ გაგვიძღვა და მიგვიყვანა კიდეც დანიშნულების ადგილამდე... biggrin.gif

ზოგადად, თუ რამე დაგჭირდა, ჰკითხე ნებისმიერს და აუცილებლად დაგეხმარება, თვითონ რომ არ იცოდეს, ისეთ ადამიანს გიპოვის, ვისაც ეცოდინება... biggrin.gif


M-N

5 ლირა გადავიხადეთ, მახსოვს... მაგრამ ადგილის სახელი არ მახსოვს ზუსტად... მგონი ემინონუ ჰქვია მაგ ადგილს... სხვადასხვა მიმართულებით გადიან გემები... ბოსფორის ტურზეც შეგიძლიათ წასვლა... 10 ლირა ღირდა ის... "ბალიქ ექმექი" ანუ თევზის ბურგერი შეგიძლიათ დააგემოვნოთ მანდვე... ^^

Posted by: M-N 22 Oct 2014, 17:21
dii
QUOTE
გამარჯობა, მე ვარ ნამყოფი ამ აკვარიუმში  ისტანბულ ფორუმშია, დიდი სავაჭრო ცენტრია, კარგი სანახაობაა საკმაოდ. ნახეთ აუცილებლად. ფორუმში ყველანაირი მაღაზიაა ვაიკიკის და ზარას თამადობით მისამართში ბაირამფაშა რომ ვნახე ვიფიქრე რა უნდა მანდ მისვლას თქო და მეტროდან ბაირამფაშას სადგურზე გამოვედი და შევცდი, უნდა წავსულიყავი თურმე KOCATEPE მდე. მეტროდან რომ ამოდიხარ უცებ მიხვდები სადაა ეგ ფორუმი.

მადლობა, ვიწერ და ვიმახსოვრებ ყველაფერს smile.gif))
teo-teokuna

QUOTE
5 ლირა გადავიხადეთ, მახსოვს... მაგრამ ადგილის სახელი არ მახსოვს ზუსტად... მგონი ემინონუ ჰქვია მაგ ადგილს... სხვადასხვა მიმართულებით გადიან გემები... ბოსფორის ტურზეც შეგიძლიათ წასვლა... 10 ლირა ღირდა ის... "ბალიქ ექმექი" ანუ თევზის ბურგერი შეგიძლიათ დააგემოვნოთ მანდვე... ^^

ბოსფორზე გასეირნება ვიცი კი, კუნძულებზე რა ადგილიდან მიდის გემი, ეს უნდა დავადგინო smile.gif თევზის ბურგერები სხვაგანაც წავიკითხე და მაგის გასინჯვის გარეშე არ წამოვალ smile.gif
უტა
რა რიცხვებში მიდიხარ? მე 31.10-03.11 smile.gif
მოახლოვდა უკვე წასვლა jump.gif jump.gif

Posted by: dii 22 Oct 2014, 17:33
M-N არაფრის,
გემები ემინონუდან გადიან, ბოსფორზეც და კუნზულებზე. კუნძულებზე წამსვლელი გემების განრიგია გამოკრული, გამოფრენის დღეს არ წახვიდე არავითარ შემთხვევაში.

Posted by: ashley judd 22 Oct 2014, 21:35
სადმე სტამბოლის ტურისტული მარშრუტი არის?

Posted by: უტა 22 Oct 2014, 23:43
teo-teokuna
Didi madloba:*
Me 15 wlis win viyavi ankarashi da mashin gamokideba icodnen xolme biggrin.gif exla cota ganvitardnen etyoba, tan ramdenadac vici stambuli bevradbufro ganvitarebulia sxva kalakebisganbgansxvavebit
* * *
M-N
Noembris bolis minda , tu ver cavedi mere albat titebis festivalze caval

Posted by: dii 23 Oct 2014, 12:27
ashley judd
http://www.tripadvisor.com/Travel-g293974-c198349/Istanbul:Turkey:7.Days.Itinerary.html
აი ნახეთ საკმაოდ კარგი მარშრუტია

Posted by: ashley judd 23 Oct 2014, 12:47
dii
დიდი მადლობა 2kiss.gif

Posted by: M-N 23 Oct 2014, 17:28
სტამბოლში მეტროს და ტრამვაის სამგზავრო კარტა ერთი და იგივეა? smile.gif ფასები თუ იცით?
ათათურქის აეროპორტში ვიყიდი და იქვე ჩავრიცავ თანხასაც, ასე მაქვს გეგმაში smile.gif)

Posted by: dii 23 Oct 2014, 18:47
M-N
ერთი და იგივეა ისტამბულკარტა ასე ქვია.
აეროპორტში ქვემოთ ჩადის ესკალატორები მიმათითებელი აბრებია "მეტრო" აწერია. რომ შეხვალთ მეტროში მარჯვენა მხარეს აპარატები დგას akbil აწერია. იღებს 5 ლირიან კუპიურებს უფო პატარა კუპიურები არ მოწონს biggrin.gif ძალიან სწორია იქვე ჩარიცხვა იმიტომ რომ აეროპორტიდან მეტროთი თავისუფლად გახვალთ ქალაქის ნებისმიერ წერტილში. ლირაზე მეტი ღირს ერთი გასვლა, თუ არ ვცდები 1,75. 2 ადამიანს შეუძლია ერთი ბარათით სარგებლობა. თვითონ ბარათი სადღაც 2 ლირა ღირს და ანგარიშზე ჯდება თანხა. ბარათსაც აკბილი- მოგაწვდით smile.gif)) ჩვეულებრივი მენიუა და იქ მიუთითებთ რა გჭირდებათ. ბევრი დაბნეული ტურისტი დგას მაგ აკბილებთან თუ რამე ვერ გაიგეთ ერთობლივი ძალებით მაინც მოერევით აპარატს smile.gif)) ჩვენც ასე მოგვივიდა, რკინის ლირებს სანამ ვაჩხრიალებდით მაგ აპარატში და ჩვენს გვერდით ყველა სანამ ასე იქცეოდა biggrin.gif მერე ვიღაც გონიერმა 5 ლირიანი ჩაუშვა და ყველამ შვებით ამოვისუნთქეთ biggrin.gif და იგივე გავიმეორეთ

Posted by: M-N 24 Oct 2014, 12:11
dii
შენ გაიხარე, რომ არ დაგეზარა და ასე დაწვრილებით ამიხსენი 2kiss.gif

Posted by: dii 24 Oct 2014, 12:17
M-N
2kiss.gif არაფრის , ბედნიერ დასვენებას გისურვებ

Posted by: Incredible 27 Oct 2014, 23:47
ახალი წლისთვის მინდა წასვლა და რას მირჩევთ ტურისტული კომპანიით წავიდე თU ჩემით დავჯავშნო ყველაფერი?

Posted by: dii 28 Oct 2014, 00:22
Incredible
ჯობს დამოუკიდებლად დაჯავშნოთ ყველაფერი

Posted by: Incredible 28 Oct 2014, 18:53
dii
ხომ ვერ მირჩევთ რომელი ავიაკომპანიის ბილეთი ჯობს რომ დავჯავშბო რომელი სასტუმრო და ა შ. არ აქვს მნიშვნელობა მაინცდამაინც სასტუმროს,იყოს ბინა, სვუპზე დევს 3 4 დღიანი ტურები, უფრო დიდი ხნით მეც არ მცალია მაგრამ დამოუკიდებლად თუ შევძლებ ჩემით მირჩევნია დავჯავშნო

Posted by: dii 28 Oct 2014, 19:34
Incredible
მე თურქიშით ვიმგზავრე სრულიად ნორმალურია. თან რა კარგი აქცია აქვთ 99 ევრო ორი გზა smile.gif მშვენიერია, ათათურქში ჩასვლას გირჩევთ. გოქჩენიდან დიდი დრო უნდა სულტანაჰმეტამდე მიღწევას.

Posted by: bugalteri2 29 Oct 2014, 08:54
QUOTE
თან რა კარგი აქცია აქვთ 99 ევრო ორი გზა

იჩქარეთ, 31 ოქტომბრამდე უნდა შეიძინო ბილეთი 99 ევროდ რომ იმგზავრო

Posted by: meluzi 29 Oct 2014, 09:05
18 ოქტომბერს ჩავედი და 23ში დავბრუნდი love.gif საოცარი იყოოო
* * *
ძალიან კმაყოფილი ვარ, ძირითადი სანახაობების ნახვა მოვასწარი. თუმცა კიდევ ერთი კვირა რომ ვყოფილიყავი მაინც არ მეყოფოდა. ისეთი ადგილია, რომ კიდევ მოგინდება ჩასვლა. მარტივად გადასაწყვეტი, დასაგეგმი love.gif
* * *
M-N
QUOTE
სტამბოლში მეტროს და ტრამვაის სამგზავრო კარტა ერთი და იგივეა?  ფასები თუ იცით?
ათათურქის აეროპორტში ვიყიდი და იქვე ჩავრიცავ თანხასაც, ასე მაქვს გეგმაში )


კი ისტამბულ კარტა. 6 ლირა ღირდა ეგ კარტა. პირდაპირ ათათურქის აეროპორტიდან ჩავედით მეტროში და იქ ვიყიდეთ. თუმცა ეგ 6 ლირა თან ანგარიშზე ჯდებოდა. 2.15 ლირა ღირს ერთი მგზავრობა. ძალიან მოსახერხებელია ბარათის აღება, ბარათის გარეშე 4 ლირა ღირს მგზავრობა.

Posted by: MeGaLine 1 Nov 2014, 23:17
მემგონი ატსალსჯეტი ყველას ჯობია ავტობუსზე იაფი გამოდის. 60 დან 70 ევრომდეა ერთი გზა სტამბულამდე და შესანიშნავი ფასია.

მეც მინდა გასეირნება ერთი კვირით ან ათი დღით. თუ შევიკრებით 3, 4 ადამიანი მგონი კარგად უნდა გავერთოთ მარტო წასვლის მუღამი ნაღდად არ მაქვს.

Posted by: MeGaLine 3 Nov 2014, 16:46
აეროპორტიდან ყველაზე იაფად აქსარაიში როგორ მოვხვდები?

Posted by: dii 3 Nov 2014, 18:03
MeGaLine
http://www.yigitalp.com/metromap.asp
აი ნახეთ, ეს არის სტამბულის მეტროს და ტრამვაის რუკა. წითელი ზოლის დასაწყისი ქვემოთ მარცხნივ არის ათათურქის აეროპორტი. შეგიძლიათ მეტროს ხაზს გაყვეთ აქსარაიმდე. ან გადაჯდომა გააკეთოთ ზეიტინბურნუში ტრამვაიზე და ისე მიხვიდეთ.

Posted by: mm@mm 4 Nov 2014, 14:52
სტამბულში რომ წავიდე სამოგზაურო დაზღვევა დამჭირდება?

Posted by: teo-teokuna 4 Nov 2014, 17:29
სავალდებულო არ არის...


mm@mm


არავინ მოგთხოვს...

Posted by: mayadeniz 4 Nov 2014, 20:01
გამარჯობათ გოგოებო.ვინ მიფრინავს სტამბულში დეკემბრის თვეში.ასაკოვანი დედა მინდა ჩამოვიყვანო.იქნებ ვიმნე დამეხმაროს .ეშინია რომ დაიკარგება).მე შეგხვდებით მიგიყვანთ სადაც მოისურვებთ .

Posted by: ANTISTEPLER 5 Nov 2014, 15:24
პირველად მივდივარ სტამბულში თვის ბოლოს და თურქულ კარგ თეთრეულს სახლისთვის იაფად სად ვიყიდი? სად არის იაფი ბაზრობები?

Posted by: NEWDRIVER 5 Nov 2014, 15:39
dii
გადაჯდომის დროსაც უნდა გადაიხადო ხო?
ANTISTEPLER
ბაზრობები? rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif

Posted by: dii 5 Nov 2014, 16:13
NEWDRIVER კი, მაგრამ გადაჯდომა მეტროდან ტრამვაიზე ძალიან მარტივია, მეტროდან თითქმის არ გამოდიხარ. მეორე ტურნიკეტში გამოხვალ და ტრამვაის გაჩერებაც იქვეა. შეგიძლია არც გადაჯდე და აქსარაის გაჩერებამდე მიხვიდე, მაგრამ გააჩნია რა ადგილას გიწევს წასვლა, ძალიან შორს არ მოხვდე დანიშნულების ადგილიდან.
ANTISTEPLER

ლალელის ბაზრობაა იაფი, მაგრად მთლიანად საბითუმო, თუმცა თეთრეულს ჩვეულებრივ ყიდიან.

Posted by: meluzi 5 Nov 2014, 17:59
MeGaLine
QUOTE
მემგონი ატსალსჯეტი ყველას ჯობია ავტობუსზე იაფი გამოდის. 60 დან 70 ევრომდეა ერთი გზა სტამბულამდე და შესანიშნავი ფასია.


ატლასჯეტით ვიყავი მეც, კომფორტული თვითმფრინავები ყავთ საკმაოდ. კვებაც შედის ფრენის ფასში და პლიუს 30 კგ ბარგის უფლება მგონი მაგას აქვს მხოლოდ.

Posted by: NNina 6 Nov 2014, 01:44
ხალხო.დიდი ხნით დარჩენის მიზნით თურქეთი ჯობია ეგვიპტეს ხო. არაფერია იმ ეგვიპტეში ..ბახრების ურება ისეთია.. და რა ვიცი.

ხალხის მხრივ მირჩიეთ რა.

Posted by: ნინა411 8 Nov 2014, 22:58
QUOTE (NNina @ 6 Nov 2014, 01:44 )
ხალხო.დიდი ხნით დარჩენის მიზნით თურქეთი ჯობია ეგვიპტეს ხო. არაფერია იმ ეგვიპტეში ..ბახრების ურება ისეთია.. და რა ვიცი.

ხალხის მხრივ მირჩიეთ რა.

მე ვიყავი 1 თვით ანკარაში, ხალხი რავი გაევროპელებულები არიან,ინგლისური ბევრმა არ იცოდა,ნუ აი ქუჩაში ვინმეს რამეს თუ ვკითხავდი აზრზე არ იყვნენ, ახალგაზრდებმა უფრო იციან,მარა გადასარევად არა..ეგვიპტეს ნამდვილად გერჩივნოს,თუნდაც კლიმატის მხრივ და სამსახურსაც იშოვი რამეს ბევრი ქართველია როგორც ანკარაში,ისე სტამბულში და ანტალიაში.ხალხი ყველა მხარეში განსხვავებულია,როგორც თავად თურქები ამბობენ,შავი ზღვის მხარეს მცხოვრები ხალხი უფრო თბილები არიან და გახსნილები

Posted by: CrossFire 12 Nov 2014, 17:08
რამდენიმე დღით მიწევს წასვლა სტამბოლში და რას მირჩევთ აქვე ვიყიდო ლირები თუ იქ დავახურდავო? ევრო წავიღო თუ დოლარი?


Posted by: ANTISTEPLER 15 Nov 2014, 20:34
ათათურქის აეროპორტიდან დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში თუ მარტო ტაქსები? და ფასები როგორაა? მოკლედ დეტალურად გამარკვიეთ ტრანსპორტის ამბავში რა ფლიზ smile.gif

Posted by: teo-teokuna 17 Nov 2014, 13:30
CrossFire


კურსი თითქმის ერთი და იგივეა... მე აქედან წავიღე ლირა, მაგრამ იქაც დამჭირდა დოლარის დახურდავება და დიდი სხვაობა არ მიგრძვნია...

Posted by: Rain Cloud 17 Nov 2014, 17:38
ANTISTEPLER
კი, შიგ აეროპორტში ამოდის მეტრო smile.gif)

Posted by: sasutela 18 Nov 2014, 13:31
ANTISTEPLER
ავტობუსები გადიან აეროპორტიდან, 11 ლირა ღირს ტაქსიმამდე როგორც მახსოვს.
ტაქსი ტაქსიმამდე 60 ლირა ღირს. ჩვენ ავტობუსის რიგში სხვა ტურისტებმა შემოგვთავაზეთ ტაქსით წავიდეთ და გავიყოთ ფულიო, და ძალიან კარგი გადაწყვეტილება აღმოჩნდა საბოლოო ჯამში.
მეტრო აეროპორტშია, თუმცა ძაან საწვალებელია მეტროთი მგზავრობა ამხელა მანძილზე თან ბარგით, და არ გირჩევ.
თორე ქალაქში გადასაადგილებლად საუკეთესოა მეტრო

Posted by: ANTISTEPLER 18 Nov 2014, 19:06
[b]sasutela[b] [b] Rain Cloud[b]
მადლობა smile.gif

Posted by: forum_irakli 20 Nov 2014, 21:45
ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში ვაპირებ სტამბოლში და სად შემიძლია კარგ ფასში ფეხსაცმელი და ტანსაცმელი ვიყიდო რომელ მოლებში ან აუთლეტების სახელები თუ იცით? სულთამედ ში მივდივარ

Posted by: ANTISTEPLER 21 Nov 2014, 16:37
ტკბილეული, შოკოლადები, სუნელები და მსგავსი რამეები სად ვიყიდო ფასიც რომ ნორმალური იყოს? ეგვიპტურ ბაზარში?
* * *
თან იმხელა არჩევანი იქნება, ამერევა გონება და კონკრეტულადაც თუ მირჩევთ რომელი გემრიელობები წამოვიღო? biggrin.gif

Posted by: nuki-nuka 21 Nov 2014, 19:01
აიასოფიამდე როგორ მივაღწიო, მეტრო მიდის მაქამდე?

აი ვტკვათ ვარ ოსმანბეის მეტროსთან, ან ტაკსიმზე, აქედან იქ როგორ მივაღწიო

Posted by: dii 21 Nov 2014, 22:35
ANTISTEPLER

ტკბილეულის ერთი მაღაზიაა ამ ქუჩაზე hudavendigar caddesi გულჰანეს პარკიდან სირკეჩისიკენ რომ მივდივართ იმ გზაზე. მაგ მაღაზიამ ჩემი ექსტაზში ჩაგდება 2 წუთში მოახერხა. იქვე არის კოშკა (დიდი ქსელია), მაგრამ კოშკას ბევრად მირჩევნია პირველი.

რაც შეეხება ეგვიპტის ბაზარს, ნამდვილად იქ ჯობს ყველაფრის ყიდვა, საერთოდ ეს ყუთებში ლამაზად ჩაწიკწიკებული შეფუთული ტკბილეული 100 ჯერ ნაკლებად გემრიელია, ვიდრე დახლიდან ნაყიდი. ეგვიპტურ ბაზარში წონით ვიყიდეთ რაჰათ ლუკუმი და ძალიან ლამაზ ყუთებში ჩაგვიწყვეს, ანუ შეფუთვის პრობლემა არ არის.

nuki-nuka

მე პირადად ტაქსიმიდან ფეხით მივბოდილებდი სულტანაჰმედზე, მაგრამ ძალიან მიყვარს სიარული და იმიტომ :დ ტაქსიმიდან ჩამოხვალთ "საბაგიროთი" ტრამვაის გაჩერებამდე " კაბატაშ"და ტრამვაით ძალიან მალე მიხვალთ სულტანაჰმეტზე.

Posted by: nuki-nuka 22 Nov 2014, 00:40
ტაქსიმიდან ჩავედი ქვევით ტრამვაის ბოლო გაჩერებამდე და იქ ტუნელი რომ არის იმაში კი არ ჩავჯექტი ეგ ტუნელი არ ვიცი სად მიდის, არამედ ჩავედი ქვევიტ სანაპიროზე თევზის სასაუზმეები რომ არის და ფეხიტ გადავედი ხიდზე, იქიტ დამხვდა რაღაც გრაბდიოზული მეჩეთი, ეგ ხომ არაა რამე ცნობილი მეჩეთი თუ რა ნაგებობაა? და მაქედან აია სოფიამდეც მივალ"? საბაგირო სადაა ვერ მივხვდი არსად არ სემხვდა საბაგირო მთელი ტაქსიმი ფეხიტ მაქვს მოვლილი

მოკლედ ტრამვაით უნდა მივიდე აია სოფიამდე? და როგორ მივხვდე სად ჩამოვიდე?

Posted by: bugalteri2 22 Nov 2014, 09:29
nuki-nuka
QUOTE
ფეხიტ გადავედი ხიდზე, იქიტ დამხვდა რაღაც გრაბდიოზული მეჩეთი, ეგ ხომ არაა რამე ცნობილი მეჩეთი თუ რა

ეგ ახალი მეჩეთია, ტრამვაის ხაზს თუ გაუყვები, ორ გაჩერებაშია აია სოფია და ცისფერი მეჩეთი.


* * *
ტაქსიმიმზე მეტროში უნდა ჩახვიდე და ფუნიკულიორი ნახო, ერთი გაჩერება სულ, მიგიყვანს კაბატაშამდე. ზემოთ რომ ამოხვალ, ჩაჯდები ტრამვაიში. გაჩერებებს აცხადებენ და სულთანახმედზე ჩამოდი.

Posted by: nuki-nuka 22 Nov 2014, 21:12
bugalteri2

ტაქსიმიდან ფეხით ვერ მივალ? ხიდი არ უნდა გადავიარო? საერტოდ სხვა მიმართულებაა? ფუნიკულიორი რომელია ის ტუნელი რომაა?

Posted by: bugalteri2 22 Nov 2014, 21:22
nuki-nuka
QUOTE
ტაქსიმიდან ფეხით ვერ მივალ? ხიდი არ უნდა გადავიარო?

ფეხით კი მიხვალ, მაგრამ შორია. ისტიკლალს უნდა ჩაუყვე ფეხით, გალათას კოშკამდე, მერე გზას თუ გაყვები, ტრამვაის ხაზამდე ჩამოხვალ, გალათას ხიდს გადაივლი (უკვე გავლილი გაქვს ეგ გზა) ტრამვაის ხაზზს გაყევი, ანუ იმავე მარშრუტით იარე, რომლითაც ტრამვაი დადის და მიხვალ.
გალათას ხიდიდან ორი გაჩერებაა.

QUOTE
ფუნიკულიორი რომელია ის ტუნელი რომაა?

ტუნელი სხვაა, ეგ ისტიკლალის ბოლოშია, ფუნიკულიორი ტაქსიმთანაა.

Posted by: nuki-nuka 22 Nov 2014, 23:12
ტაქსიმზე რომ ჩადის ტრამვაი ბოლო გაჩერება რომაა ეგ არაა ფუნიკულიორი? ქვევიტ რომ ჩადის რაღაცა?

მე რომ ხიდი გადავიარე სრუტე, და სტამბულის საერტოდ მეორე მხარეს რომ ავღმოჩნდი, სხვა კონტინენტზე შენ მაგას გალატას ხიდს ეზახი? ხიდის პირველ სართულზე ასე ვთქვათ ქვევიტ ხომ გადის რაღაცა ტრამვაი ტუ მეტრო მაგას როგორ უნდა გავყვე დამეკარგა მაგის გზა კვალი როდესაც იქით მხარეს გადავედი

Posted by: ANTISTEPLER 25 Nov 2014, 14:29
ბოსფორზე გასეირნება ემინონუს სანაპიროდან ხდება? ბალიკ იკმეკსაც მანდ მივირთმევთ? დაწვრილებით რა ფლზ smile.gif
* * *
H & M - ბევრგანაა ქალაქში? სად ვიშოპინგებ ცოტა იაფად?

Posted by: dii 25 Nov 2014, 14:51
ANTISTEPLER

- ბოსფორზე გასეირნებისთვის ემინონუს სანაპიროზე უნდა მიხვიდეთ და იქ არჩევანის წინაშე დადგებით, არის მინიმუმ 2 ტიპის კრუიზი, ხანგრძლივობაშია სხვაობა
- ემინონუზე დააგემოვნებთ ბალიკ ეკმეკს, სამი ვარიანტია: გალათას ხიდზე (საფეხმავლო ხიდის ქვეშ რესტორნებია); ემინონუზე არის ადგილი სადაც წითელი ნავებია, ხალხი ხის მორებზე ზის და ისე აგემოვნებს თევზს, აქვე ბევრი მწნილი იყიდება. არის კიდევ ერთი ადგილი- გალათას ხიდს რომ გადახვალთ (ტაქსიმის მხარეს)ზედმეტი
გაპრანჭვის გარეშე დგას უბრალოდ გრილები სულ რამოდენიმე. აი იქ გავსინჯე მე ბალიკ ეკმეკი და დღემდე ასოცირდება ეს მოგონება ნეტარებასთან love.gif

Posted by: ANTISTEPLER 25 Nov 2014, 14:53
გალათას ხილიდ ძალიან გრძელია ფეხით რომ გადავისეირნო? biggrin.gif

* * *
dii
დიდი მადლობა smile.gif

გალათას კოშკზეც თუ დაწერთ რამეს, შესვლა ფასიანია? ან თუ ღირს შიგნიდან ნახვად?

Posted by: dii 25 Nov 2014, 15:33
ANTISTEPLER


გალათას ხიდი სულ არაა რთული გასავლელი. პირიქით, მეთევზეების ხიდია და გაერთობით, დატკბებიოთ ხედებით. ჩვენ ჩხუბსაც შევესწარით, საინტერესო სცენა იყო: თითქოს არაფერი ყველა თავის საქმით (თევზაობით) არის დაკავებული, ტურისტები სეირნობენ, უცებ ორმა მეთევზემ ცხვირპირი ჩაამთვრია ერთმანეთს, და 1 წუთის შემდეგ ერთმანეთის გვერდზე მშვიდად თევზაობდნენ biggrin.gif ასევე არ გაწყენინებენ თუ ცოტა ხნით ანკესს ეთხოვებით სურათის გადასაღებად wink.gif
გალათას კოშკი აუცილებლად სანახავთა სიაშია. ჩვენ იქ მივედით საღამოს, შესვლა 7 ევრო ღირს, თუმცა ლირებზე უარს არავინ გეტყვით. ბოლო სართულზე ადის ლიფტი, ლიფტიდან რომ გამოხვალთ, მერე ფეხით. არატურისტული სეზონისთვისაც ხალხმრავლობა იყო. ბოლო სართულზე კაფეა საოცარი ხედებით, ამ კაფეს აივანზე გადიხართ და უყურებთ სტამბულს როგორც ხელის გულზე. მშვენიერი,შთამბეჭდავი ხედებია. რაც შეეხება თვითონ გალათას კოშკს, მასზე რამოდენიმე ისტორია არსებობს.
მისი დასახელება სავარაუდოდ ამ ადლის დანიშნულებიდან გამომდინარეობს, აქ ადრე რძის ბაზარი იყო. მეცამეთე/მეთოთხმეტე საუკუნეში ის გენუელები დასახლდნენ და მას იყენებდნენ საზღვაო მიმოსვლაზე დაკვირვებისთვის, აქ იყო ობსერვატორიაც, აქედან ფრენას სწავლობდნენ (პირდაპირი მნიშვნელობით) ციხის ფუნქციაც შეუსრულებია, ორჯერ აღადგინეს ჯერ მიწისძვრამ დააზიანა, მერე კი ხანძარმა. სულ 68 მეტრია და თავის პირვანდელ მოდელთან შედარებით საკმაოდ მაღალიც. ძალიან შთამბეჭდავია გარედანაც. ულამაზესი იყო ღამეში განათებული... მომენატრა love.gif
* * *
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/

აი ეს ხედები <3
* * *
ხედები გალათას ხიდიდან


ახალი მეჩეთი
http://pix.ge/

http://pix.ge/
:დ
http://pix.ge/
ხედი ბოსფორზე სეირნობისას
http://pix.ge/
თურქული ყავას
http://pix.ge/
პანორამა მუზეუმი, კიდევ ერთი დაუვიწყარი შთაბეჭდილება

http://pix.ge/


Posted by: east 25 Nov 2014, 21:30
დაახლოებით რა ღირს სტამბულში ცხოვრება 1 თვე ბინის ქირის ჩათვლით უფრო მაინც ბინა მაინტერესებს საშუალოდ რა ფასში იშოვი 1 თვით ნორმალურ ბინას $ კურსში?
* * *
ხო კიდე რა მაინტერესებს ხალხი როგორია ანუ გულღია ხალხია თუ ჩაკეტილი მოკლედ ძალიან ადრე ვარ ნამყოფი მანდეთ და მაშინ მაინდამაინც ა გულღია არ იყვნენ ტურისტების მიმართ ნუ გურჯებს ცოტა მაინც ისე გვიყურებდნენ დობრი რო იტყვიან რუსები ახლა რა მდგომარეობაა მაგ მხრივ ბინა იაფად ნორმალურ ფასში უსაფრთხო სად შეილება დაიქირაო ევროპულ ნაწილში მირჩევნია

Posted by: ANTISTEPLER 27 Nov 2014, 17:27
რომ ჩავფრინდები სამგზავრო ბარათის შეძენას სად შევძლებ?

Posted by: dii 27 Nov 2014, 18:15
ANTISTEPLER

აეროპორტშივეა მეტრო და იქ შეძლებთ ავტომატში

Posted by: east 28 Nov 2014, 16:16
აუ არავინ იცით სტამბულში ჩვეულებრივი ბ ინის ქირაობა შეიძლება და რა დაჯდება დაახლოებით 1 თვით რო იქირაო ვინც კომპედენტური ხართ ამ საკითხში სასწრაფოდ ვარ წასასვლელი მანდეთ ასე 1 თვით და სასტუმროები ძან ვიწეწები სამკურნალოდ მინდა წასვლა და ჩვეულებრივი ბინის ფასები მაინტერესებს 1 თვით რაც შეილება იაფად რო ვნახო სულთანაჰმეტდან ან ტაქსიმთან ახლოს

Posted by: პერსიელი 29 Nov 2014, 03:41
QUOTE (east @ 28 Nov 2014, 16:16 )
აუ არავინ იცით სტამბულში ჩვეულებრივი ბ ინის ქირაობა შეიძლება და რა დაჯდება დაახლოებით 1 თვით რო იქირაო ვინც კომპედენტური ხართ ამ საკითხში სასწრაფოდ ვარ წასასვლელი მანდეთ ასე 1 თვით და სასტუმროები ძან ვიწეწები სამკურნალოდ მინდა წასვლა და ჩვეულებრივი ბინის ფასები მაინტერესებს 1 თვით რაც შეილება იაფად რო ვნახო სულთანაჰმეტდან ან ტაქსიმთან ახლოს

http://www.budgetplaces.com/istanbul/budget-apartments-list/ გადახედეთ აბა ფასებს რამდენად მისაღებია თქვენთვის smile.gif

Posted by: ANTISTEPLER 29 Nov 2014, 17:19
ათათურქის აეროპორტიდან სულთამაჰმედზე როგორ წავიდე იაფად თან რომ არ გავწვალდე? smile.gif
* * *
ათათურქის აეროპორტიდან სულთამაჰმედზე როგორ წავიდე იაფად თან რომ არ გავწვალდე? smile.gif

Posted by: east 29 Nov 2014, 19:55
QUOTE (პერსიელი @ 29 Nov 2014, 03:41 )
QUOTE (east @ 28 Nov 2014, 16:16 )
აუ არავინ იცით სტამბულში ჩვეულებრივი ბ ინის ქირაობა შეიძლება და რა დაჯდება დაახლოებით 1 თვით რო იქირაო ვინც კომპედენტური ხართ ამ საკითხში სასწრაფოდ ვარ წასასვლელი მანდეთ ასე 1 თვით და სასტუმროები ძან ვიწეწები სამკურნალოდ მინდა წასვლა და ჩვეულებრივი ბინის ფასები მაინტერესებს 1 თვით რაც შეილება იაფად რო ვნახო სულთანაჰმეტდან ან ტაქსიმთან ახლოს

http://www.budgetplaces.com/istanbul/budget-apartments-list/ გადახედეთ აბა ფასებს რამდენად მისაღებია თქვენთვის smile.gif

დიდად მადლობელი ვარ ვნახე ასე 5 ამდე მთავარია იქაც იგივე ფასები დამხვდეს მოკლედ გაიხარეთ rolleyes.gif

Posted by: bugalteri2 29 Nov 2014, 20:36
ANTISTEPLER
QUOTE
ათათურქის აეროპორტიდან სულთამაჰმედზე როგორ წავიდე იაფად თან რომ არ გავწვალდე? smile.gif

მეტროთი ზეიტენბურნუმდე და მერე ტრამვაითი სულთანახმედამდე, 40-50წუთი დაგჭირდება და 2 ჯეტონი. მაგაზე იაფად ვერ მიხვალ

Posted by: ANTISTEPLER 30 Nov 2014, 19:57
რომელ სავაჭრო ცენტრში ვიშოპინგო რას მირვევთ? ბრენდებიც და H&M და waikikiც რომ იყოს, :-) პირველად მივდივაღ, გრანდიოზული ცენტრებიაო გამიგია ისტანბულ ფორუმი, ისტინიპარკი, ლევენტი. ამათზე დაწერეთ რამე, ან რომელ ქუჩაზეა კარგი მაღაზიები. გამარკვიეთ რა ფლზ:-)

Posted by: east 1 Dec 2014, 18:26
ისე ისთამბულში უფრო იაფა იშოვი კაცი სასტუმროს ვიდრე ერევანში რა biggrin.gif

Posted by: Harry Green99 6 Dec 2014, 10:16
თუ იცით სტამბული-ბელგრადი მატარებელი დადის?? და დაახლოებით რა ღირს ერთი გზა? ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება <33

Posted by: east 6 Dec 2014, 15:42
QUOTE (Harry Green99 @ 6 Dec 2014, 10:16 )
თუ იცით სტამბული-ბელგრადი მატარებელი დადის?? და დაახლოებით რა ღირს ერთი გზა? ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება <33

რა გინდა სერბეთში მე ვიყავი 3 დღე კინაღამ მოვკვდი მოწყენილობით არაფერი ქალაქი არაა მე არ მომეწონა რავი რაც შეეხება მატარებელს არ ვიცი ნაღდად მარა ვერტმფრენიც არ არის ძვირი რო გაფრინდე

Posted by: Harry Green99 6 Dec 2014, 16:11
east
QUOTE
რა გინდა სერბეთში მე ვიყავი 3 დღე კინაღამ მოვკვდი მოწყენილობით არაფერი ქალაქი არაა მე არ მომეწონა რავი რაც შეეხება მატარებელს არ ვიცი ნაღდად მარა ვერტმფრენიც არ არის ძვირი რო გაფრინდე

ესეიგი ერთI კაცი მარტო ვერ გაერთOბა ხო?


რა მაინტერესებს სტამბულში თU წამოვალ წამოვალ ზაფხულში და გართობის მხრივ როგორი ქალაქია?

Posted by: east 6 Dec 2014, 17:08
QUOTE (Harry Green99 @ 6 Dec 2014, 16:11 )
east
QUOTE
რა გინდა სერბეთში მე ვიყავი 3 დღე კინაღამ მოვკვდი მოწყენილობით არაფერი ქალაქი არაა მე არ მომეწონა რავი რაც შეეხება მატარებელს არ ვიცი ნაღდად მარა ვერტმფრენიც არ არის ძვირი რო გაფრინდე

ესეიგი ერთI კაცი მარტო ვერ გაერთOბა ხო?


რა მაინტერესებს სტამბულში თU წამოვალ წამოვალ ზაფხულში და გართობის მხრივ როგორი ქალაქია?

სტამბულში თუ ვერ გაერთე რავიცი სტამბულში გასართობების მეტი რაა არა სერბეთში ვერა მე ვერ გავერთე თან პუტინით წაგიყებენ ტვინს რუსებზე ჭედავენ

Posted by: Harry Green99 6 Dec 2014, 20:47
QUOTE
სტამბულში თუ ვერ გაერთე რავიცი სტამბულში გასართობების მეტი რაა არა სერბეთში ვერა მე ვერ გავერთე თან პუტინით წაგიყებენ ტვინს რუსებზე ჭედავენ

კაია სტამბული მაგრად მევასება გართობის პონტიც თU ჩითავს მაგას რა ჯობია smile.gif
* * *
ისე მოსაწევი ჩითავს?



------------------------

Posted by: GIORGI088 8 Dec 2014, 06:08
სტამბულში რამე ვაკანსიების საიტი არის? ან სად შეიძლება ნახოს კაცმა სამუშაოები სტამბულში? კაცისთვის რამდენად რეალურია მანდ მუშაობა?

Posted by: teklikie 8 Dec 2014, 14:10
შოპინგი სად ღირს მანდ? აიი მიზერულ ფასებში რომ ჩითავენ ზმანებს biggrin.gif biggrin.gif სტამბოლის ბაზარია ეგ?

Posted by: Girl 10 Dec 2014, 14:47
ზუსტად 1 დღით ჩამოვდივარ სტამბოლშI და მაქვს რამის შანსი თუ ჩავღუნო თავი და ჰაიდა აეროპორტშI პირდაპირ ? biggrin.gif აქედან ნახევარი დღე საქმეზე ვიქნები , ნახევარი დღე თავისუფალი და ჩემს განკარგულებაში მექნება ..

Posted by: GIORGI088 10 Dec 2014, 17:08
სტამბულში რამე ვაკანსიების საიტი არის? ან სად შეიძლება ნახოს კაცმა სამუშაოები სტამბულში? ქართველი კაცისთვის რამდენად რეალურია მანდ მუშაობა?

Posted by: Girl 11 Dec 2014, 20:27
ეეე თU მალე არ მიპასუხეთ წამოვედი და ეგაა smile.gif)))))

Posted by: Ak0 11 Dec 2014, 22:45
გამარჯობათ

გთხოვთ დმეხმაროთ მომაძებნინეთ ბილეთი "თბილისი-სტამბული-ოდესა, ოდესა-სტამბული-თბილისი"

გადავქექე ნეტ და ვერსად ვნახე იქნებ დამეხმაროთ

Posted by: Girl 11 Dec 2014, 23:49
Ak0
rolleyes.gif
თურქიშზე ჩავწერე თუ არა თბილისი - ოდესა (ნებისმიერი თარიღი) ეგრევე ეგ რეისი მომცა: ტბილისი-სტამბ-ოდესა და უკან ისევ ოდესა -სტამბ-თბილისი...

Posted by: Ak0 12 Dec 2014, 02:23
Girl
დამილინკე რა










--------------------------------------

Posted by: Charlotte_ Sometimes 13 Dec 2014, 19:48
ვინმე ყარსიდან სტამბულამდე მატარებლით ყოფილხართ?

Posted by: Girl 13 Dec 2014, 22:36
მოკლედ გუშIნ ძAლიან გვაკატავა პილოტმა : (((( სტამბოლიდან რომ გამოვფრინდით თითქმის ჩამოსული დატრიალდა და უკან სტამბულშI წავიდა : ((((((((((((( დავრჩენილიყავი ჩემი ნებით ერთი ორი დღე არ ჯობდა facepalm.gif

Ak0
https://online.turkishairlines.com/internet-booking/availabilityInt.tk;jsessionid=p7DcJMGZ91QyTvJ2kCb94Bswrj2pdYRYyjx6t267mznpGmFbQmJL!752920322

ნებისმიერ თარიღზე ამ რეისით დაფრინავს შენითაც რომ ჩაწერო თუ ეს ლინკი არ გახსნა პირდაპირ.

Posted by: gubaja 16 Dec 2014, 15:08
მეგობრებო ხომ არ იცით სტამბულში სახლის ქირაობა რა ჯდება? ან სად შეიძლება რომ ვნახო ? რაიმე საიტი ხომ არ იცით? როგორც ჩვენთან არის ხოლმე myhome ge და ასეთი რაიმე საიტი?
ბუქინგზე არ მიჩვენებს წესივრად 2 თვეზე,,

Posted by: praaalo 16 Dec 2014, 15:16
gubaja
http://www.booking.com/

აქ მოძებნე

Posted by: gubaja 16 Dec 2014, 15:37
praaalo
მადლობა მაგრამ
მანდ ვიცი მანდ 2 თვეზე არ მიჩვენებს


Posted by: dii 16 Dec 2014, 16:44
http://www.istanbulrentals.com/

აბა ეს საიტი ნახე, უბნების მიხერვით შეგიძლია მოძებნო
* * *
http://www.flatsinistanbul.com/search.html ესეც გამოდგება

Posted by: GIORGI088 16 Dec 2014, 18:02
მეგობარს აინტერესებს რამე სამუშაოების საიტი არის სტამბულში? ან ქართველებისთვის რამდენად რეალურია მანდ მუშაობა?

Posted by: gubaja 17 Dec 2014, 00:30
dii
მადლობა ვნახავ აუცილებლად

Posted by: SLR722 18 Dec 2014, 00:24
გამარჯობათ, თუ იცით ვინმემ სტამბულიდან გემით თუ შეიძლება უკრაინაში წასვლა,და როგორ ან რანაირად ხდება ან თუ გაგიგიათ ასეთი რაამ??
* * *
?????????????????????????????????????????????????????????

Posted by: ეს-კობა-რი 18 Dec 2014, 15:49
გამარჯობა---ხო არ იცით საახალწლო რამე ტური არ არის სტამბოლში? კრუიზიც სეიძლება. გუგლვით ევრ ვნახე

Posted by: teo-teokuna 18 Dec 2014, 16:14
ეს-კობა-რი

https://www.swoop.ge/offers/85374

https://www.swoop.ge/offers/82269

https://www.swoop.ge/offers/84598


Posted by: ეს-კობა-რი 18 Dec 2014, 16:43
teo-teokuna
უღრმესი მადლობა 2kiss.gif

Posted by: teo-teokuna 18 Dec 2014, 16:45
ეს-კობა-რი


წარმატებები 2kiss.gif

Posted by: CrossFire 19 Dec 2014, 02:23
მეგონა ცხოვრებაში აღარ მომინდებოდა ამ ქალაქში დაბრუნება, მაგრამ ახლა სიამოვნებით წავიდოდი ისევ ერთი კვირით

Posted by: aloha__ 19 Dec 2014, 23:50


ვინმემ ამის ფრენშაიზი რომ აიღოთ და თბილისში გახსნათ არ გინდათ? sad.gif

საუზმისთვის შესანიშნავი ადგილია up.gif


Posted by: არწივი9 20 Dec 2014, 16:22
CrossFire
teo-teokuna
ეს-კობა-რი
dii
GIORGI088
gubaja
Charlotte_ Sometimes
Ak0
იქნებ მითხრათ სტამბულში 1-2 თვით სტუმრობა რა დაჯდება? ანუ ვიზა, მგზავრობა (თვითმფრინავი ან ავტობუსი), სასტუმრო+კვება?

Posted by: dii 20 Dec 2014, 16:45
არწივი9
ვიზა - არაფერი biggrin.gif
თვითმფრინავი - ატლასჯეტით 35 - 45 ევროს ფარგლებში იმგზავრებ ერთი კაცი ერთი გზა bis.gif https://online.atlasjet.com/AtlasOnline/availability.kk
სასტუმროები არის დილის საუზმეთი როგორც წესი და საშუალო სასტუმროში 20- 24 დოლარის ფარგლებში ერთი ღამით უპრობლემოდ იშოვება. თუ 2 თვით გინდა ამ შემთხვევაში აქედან დაჯავშნა არ იქნება მომგებიანი. ჯობს ჩახვიდე ბოლო-ბოლო 2 ღამით დაჯავშნო აქედან რამე სასტუმრო და ადგილზე ეძებო. სულტანაჰმედზე ძვირია, შედარებით იაფია ტაქსიმი. ეს ტურისტული დანიშნულებით თუ გინდა, და თუ სამუშაოდ სასწავლებლად ან ისე მიდიხარ, მაშინ გაითვალისწინე რომ უზარმაზარი ქალაქია და დანიშნულების ადგილამდე ყოველდღიურად დიდ მოგზაურობაში არ მოგიწიოს წასვლა
კვება- მე შაურმებისა და ბალიკ ეკმეკების ფანმა უიაფესად ვიკვებე , მაგრამ ნებისმიერ სასაჭმელოში რომ შეისეირნებ 7-10 ლირად შეგიძლია ბედნიერი გამოხვიდე.
სისტემატურად სულტანაჰმედზე არ იკვებო ცოტა მოშორებულ უბნებში სასაცილო ფასებიცაა.

Posted by: არწივი9 20 Dec 2014, 16:56
dii
QUOTE
და თუ სამუშაოდ სასწავლებლად ან ისე მიდიხარ, მაშინ გაითვალისწინე რომ უზარმაზარი ქალაქია და დანიშნულების ადგილამდე ყოველდღიურად დიდ მოგზაურობაში არ მოგიწიოს წასვლა
კვება- მე შაურმებისა და ბალიკ ეკმეკების ფანმა უიაფესად ვიკვებე , მაგრამ ნებისმიერ სასაჭმელოში რომ შეისეირნებ 7-10 ლირად შეგიძლია ბედნიერი გამოხვიდე.

აი სწორედ ამ ვარიანტზეა საუბარი smile.gif ჰოდა მინდა ვიცოდე დღეში რამდენი დამიჯდება სასტუმრო+კვება

QUOTE
სასტუმროები არის დილის საუზმეთი როგორც წესი და საშუალო სასტუმროში 20- 24 დოლარის ფარგლებში ერთი ღამით უპრობლემოდ იშოვება

ესე იგი, ძალიან უხეშად რომ ვიანგარიშოთ 2 თვე ეს დაახლოებით 1200 დოლარი დამიჯდება საშუალო დონის სასტუმრო? ასე 5 დოლარი რომ ვიანგარიშოთ შუადღის კვება მაშინ ორ თვეზე გამოდის 300 დოლარი, ანუ ჯამში 1500 დოლარი. სწორია (მიახლოებით ფასებზეა საუბარი ცხადია)?

Posted by: dii 20 Dec 2014, 17:06
არწივი9
რათქმაუნდა მიახლოებითზე, ყოველ დღე 2 თვე ერთნაირად ვერ კვებება ადამიანი. თუ იცი რომელ უბანში უნდა ისწავლო/იმუშავო, იმის მიხედვით შეიძლება აქედანვე რაიმე ვიპოვოთ

Posted by: GIORGI088 20 Dec 2014, 17:33
dii
სტამბულში რამე სამუშაო არის კაცებისთვის თუ არა?

Posted by: dii 20 Dec 2014, 17:34
GIORGI088

კი არის, მე რაც გამიგია, ძირითადად ფაბრიკებში ამუშავებენ, ძალიან რთული ფიზიკური შრომაა sad.gif სხვა არაფერი ვიცი

Posted by: GIORGI088 20 Dec 2014, 17:40
dii
კონკრეტულად არავინ არაფერი იცის?

Posted by: არწივი9 20 Dec 2014, 17:52
dii
QUOTE
თუ იცი რომელ უბანში უნდა ისწავლო/იმუშავო, იმის მიხედვით შეიძლება აქედანვე რაიმე ვიპოვოთ

საუბარია სტამბულის აზიურ ნაწილზე, ცოტა სამხრეთსკენ, აი:
user posted image
user posted image
user posted image


Posted by: dii 21 Dec 2014, 10:30
http://www.booking.com/hotel/tr/juliet.ru.html?aid=357026;label=gog235jc-hotel-ru-tr-rhissNhotelNmaltepe-unspec-ge-com-L%3Aru-O%3Aunk-B%3Aunk-N%3AXX-S%3Abo;sid=e4419bb6b5e918d327a2761ef9ec52dd;dcid=4;checkin=2015-01-08;checkout=2015-01-09;ucfs=1;pr=0,60;pr_cur_code=USD;srfid=edd0196ac8a1e7e71377c11d2672db39cc369692X5#map_closed

აი მაგალითად ეს აზიის მხარეს, შეფასება აქვს იდეალური. და რომ მიწერო თვითონ სასტუმროს ფასსაც 22 დოლარიდან ჩამოიყვანენ საკმაოდ, მითუმეტეს 2 თვით რჩები

Posted by: kuzu112 21 Dec 2014, 11:13
@GIORGI088


first of all if you want to work in turkey you have to get worker permit from our goverment.

I can anwer quesion about istanbul and turkey generally. but you have to write english. my georgian language suck:p

Posted by: GIORGI088 21 Dec 2014, 12:25
kuzu112
QUOTE
first of all if you want to work in turkey you have to get worker permit from our goverment.

i interested where can u get this work permit? which kind of jobs available in turkey?

Posted by: არწივი9 21 Dec 2014, 14:18
QUOTE (dii @ 21 Dec 2014, 09:30 )
http://www.booking.com/hotel/tr/juliet.ru.html?aid=357026;label=gog235jc-hotel-ru-tr-rhissNhotelNmaltepe-unspec-ge-com-L%3Aru-O%3Aunk-B%3Aunk-N%3AXX-S%3Abo;sid=e4419bb6b5e918d327a2761ef9ec52dd;dcid=4;checkin=2015-01-08;checkout=2015-01-09;ucfs=1;pr=0,60;pr_cur_code=USD;srfid=edd0196ac8a1e7e71377c11d2672db39cc369692X5#map_closed

აი მაგალითად ეს აზიის მხარეს, შეფასება აქვს იდეალური.  და რომ მიწერო თვითონ სასტუმროს ფასსაც 22 დოლარიდან ჩამოიყვანენ საკმაოდ, მითუმეტეს 2 თვით რჩები

ძალიან კარგია, მადლობა jump.gif

Posted by: banannaco 21 Dec 2014, 17:21
აპრილში თბილისი-სტამბოლი-ბილისის ბილეთებს ყველაზე იფად როდის ვიყიდი? :დ ეხლა რაც ვნახე თურქიშის საიტზე ცოტა მეძვირა, fly.ge-ს აქვს შედარებით იაფად (276 ლარი), მაგრამ ეხლავე რო ვიყიდო და მერე უფრო იაფად იყოს სადმე არ მინდა :შ ვინმე გამოცდილი თუ ხართ, სეზონურად ფასის ცვლილებების შესახებ დამაკვალიანეთ :დ ან რამე სააგენტო თუ იცით ვისაც აქვს ხოლმე ფასდაკლებები ამ მიმართულებით. (მე რაც ვნახე აპრილამდე არცერთი არაა :შ).

Posted by: კატანკა 27 Dec 2014, 14:23
აია სოფიას ნახვა მინდა

30-31-1 რიცხვებში მინდა სტამბოლში. და სასტუმრო მირჩიეთ 2 კაციანი და იაფი

Posted by: GIORGI088 27 Dec 2014, 15:04
კატანკა
QUOTE
აია სოფიას ნახვა მინდა

30-31-1 რიცხვებში მინდა სტამბოლში. და სასტუმრო მირჩიეთ 2 კაციანი და იაფი

ტაქსიმზე ამას გირჩევდი დილის საუზმით და ნორმალური სასტუმროა , კარგი ადგილმდებარეობით smile.gif

Taksim Star Express Hotel ***

Posted by: კატანკა 27 Dec 2014, 15:56
531 ლარიო 3 ღამე


sad.gif

Posted by: GIORGI088 27 Dec 2014, 16:10
კატანკა
QUOTE
531 ლარიო 3 ღამე

ახალ წელს ყველგან ძვირია სასტუმრო, და შესაბაისად არც ექსპრესს ჰოტელია გამონაკლისი smile.gif

Posted by: კატანკა 27 Dec 2014, 17:43
ხოდა ჩემი ფეხი არ იქნება მანდ smile.gif

Posted by: მაჰათმა განდი 27 Dec 2014, 22:18
banannaco
QUOTE
აპრილში თბილისი-სტამბოლი-ბილისის ბილეთებს ყველაზე იფად როდის ვიყიდი? :დ ეხლა რაც ვნახე თურქიშის საიტზე ცოტა მეძვირა, fly.ge-ს აქვს შედარებით იაფად (276 ლარი), მაგრამ ეხლავე რო ვიყიდო და მერე უფრო იაფად იყოს სადმე არ მინდა :შ ვინმე გამოცდილი თუ ხართ, სეზონურად ფასის ცვლილებების შესახებ დამაკვალიანეთ :დ ან რამე სააგენტო თუ იცით ვისაც აქვს ხოლმე ფასდაკლებები ამ მიმართულებით. (მე რაც ვნახე აპრილამდე არცერთი არაა :შ).


ატლას ჯეტი ნახე; http://www.atlasjet.com/en ატლასჯეტზე ვნახე ფრენა, აპრილის შუა რიცხვები და მომცა 109 ევრო ორივე გზა; ფასში ასევე შედის ბარგის საფასური და კვება. ამაზე იაფად მე ვფიქრობ იშვიათად თუ ნახავ ბილეთებს.


და პეგასუსი.



ამ 2 ავიაკომპანიას თუ ექნება დაბალი ფასები, თორემ თურქეთის ავიახაზები არ არის საბიუჯეტო კომპანია და ნაკლები შანსია რომ იაფად აიღO მათი ბილეთები. ასევე, შეგიძლია ატლასჯეტის და პეგასუსის ოფისებში მიხვიდე და შეეკითხო აპრილის თვის ბილეთები ყველაზე იაფად როდის შეიძლება იყიდო.

ზოგადად, რაც უფრო ახლოვდება გაფრენა, ფასებიც ძვირდება; ზამთარი არ არის სეზონი სტამბოლში; გაზაფხულიდან სეზონი იწყება და მოთხოვნაც იზრდება და ჩემი ვარაუდით, აპრილი-მაისი არის შედარებით მოთხოვნადი თვეები ვიდრე იანვარი-თებერვალი-მარტი; შესაბამისად, ბილეთებიც გაძვირდება.

Posted by: mm@mm 27 Dec 2014, 23:38
კატანკა

მე ამ სასტუმროში ვიყავი ტურისტულმა მირჩია და არც ვინანე და საკმაოდ კმაკოფილი ვიყავი. ადგილმდებარეობაც ძალიან კარგი ქონდა. 150 ევრო დამიჯდა 4 დღე

http://www.booking.com/hotel/tr/leyenda.en-gb.html?aid=356980;label=gog235jc-hotel-XX-tr-leyenda-unspec-ge-com-L%3Aen-V%3A0CEQQFjAC-O%3Aunk-B%3Aunk-N%3Ayes-S%3Abo;sid=53b8c34175e517492b77ba9ace4fbfc5;dcid=4;checkin=2014-12-31;checkout=2015-01-02;ucfs=1;srfid=b319b559df255a6c84bbe65d72d1b07d85b6709aX1;highlight_room=89697305

Posted by: კატანკა 29 Dec 2014, 00:27
mm@mm
http://www.booking.com/hotel/tr/moonlight-sultanahmet.ru.html?aid=303948;label=istanbul-vZpXIpObTWO203F6XoIu5QS27319422981%3Apl%3Ata%3Ap12040%3Ap2%3Aac%3Aap1t1%3Aneg;sid=438be7e54af9e139cc0d18cad6874ab5;dcid=4;checkin=2014-12-30;checkout=2015-01-02;ucfs=1;pr=0,120;pr_cur_code=GEL;srfid=d2b651f631c0af33df00aabb5a848c4d056bdd0fX15;highlight_room=29736314#availability

ამას შევციცინებ smile.gif

მგონი უნდა გამომივიდეს



Posted by: dastambo 29 Dec 2014, 11:39
გამარჯობათ სტამბულში მივდივარ ცოლშვილი მიმყავს 7 იანვარს ერთი კვირით იქნებ მირჩიოთ სასტუმრო სად ავიღო ნორმალურ ფასად ცენტრი რომ იყოს და ტრასპორტი არ დამჭირდეს...

Posted by: dastambo 3 Jan 2015, 21:18
სასტუმრო ტაქსიმის ცენტრში ავიღე და მგონი შევცდი სულთანახმედი ჯობდა..

Posted by: Elene-elene 3 Jan 2015, 23:01
სულთანახმედზე ჯობია.ახლოსაა ყველაფერი. გააუქმე ბრონი.

Posted by: tako44 4 Jan 2015, 00:55
dastambo
მართალს გეუბნება, გააუქმე ბრონი, სულთანაჰმედი ჯობს ))

Posted by: ეს-კობა-რი 5 Jan 2015, 11:58
არწივი9
პიერ ლოტი სასტუმრო. 3 /5 ვარსკვლავიანია მგონი. დაღმარტზეა ბეაზიტბზრიდან რო სულტანახმედისკენ ჩადიხარ ცენტრალური ქუჩით. 2 წელი საბოდიალოდ მანდ ვჩერდებოდი. იქვე სასტუმდოსტანაა პიცერია 5 დოლარად პიცა ჩიპსი კოლა ჩითავდა. 2 წელია არ ვყოფილვარ არამგონია დიდად შეცვლილიყო. ვაჭრობა სასტუმროში მოსულა. სულ რამდენიმე 3 ვარსკვლავიანია კატალოგში და ერტი ესაა. კაი დონეა

Posted by: dastambo 6 Jan 2015, 00:22
ბუკინგზე ბრონი გავაკეთე და იმავე დღეს მესიჯი მომივიდა კარტიდან მოიხსნა თანხა..მაილზეც ინვოისი მომივიდა გადახდის..არა და ადრეც გამიკეთებია ბრონი და ასეთი რამე არ მომსვლია..
* * *
ბავშვი მიმყავს და მაგიტომ წინასწარ მინდოდა ყველაფრის მოგვარება .. სტამბულში პირველად მივდივარ..
ევროპაში სასტუმრო წინასწარ არასდროს გადამიხდია და არც პრობლემა მქონია..

Posted by: migeli85 26 Jan 2015, 21:20
მეგობრებო,

სულთანახმედზე თუ გეგულებათ ნორმალური ბიუჯეტური სასტუმრო? მეუღლესთან ერთად მივდივარ მარტის ბოლოს.

Posted by: poker 27 Jan 2015, 13:13
ვინც ცხოვრობს სტამბოლში ან ვინ დადის ხშირად ან ვინ არის ნამყოფი და იცის იქაურობა?
დახმარება მჭირდება

Posted by: dii 27 Jan 2015, 18:12
migeli85
ერთი კარგი სასტუმროა http://www.booking.com/hotel/tr/kafkas-istanbul.ru.html?sid=270877897126734d2a54d756dc89a985;dcid=4;no_rooms=1;req_adults=2;req_children=0&
ძალიან კარგი ადგილმდებარეობა აქვს, სხვათაშორის აქ მირჩიეს ფორუმზე smile.gif
ბიუჯეტს რაც შეეხება შარშან თებერვალში 200 ევროდ გავჩერდით ორნი 6 ღამე. ფასები იწევს აპრილიდან.
ბევრი პოსტი წავიკითხე თავიდან ცუდ ნომერში გასახლებენ 0 სართულზე რომ მერე მეტი გადაგახდევინონ და წესიერში გადაგიყვანონო, ამიტომ თადარიგი დავიჭირე და სასტუმროს მივწერე ხედს ჩემთვის უუუდიდესი მნიშვნელობა აქვს თქო biggrin.gif სხვათაშორის გაითვალისწინეს და მანსარდაში მოგვცეს საყვარელი ოთახი, საოცარი ხედით ბოსფორზე. სტამბულში მგონი ყველგან პატარა ნომრებია, არ გაგიკვირდეთ. ამ სასტუმროში საუზმეც საკმაოდ კარგი იყო.
წარმატებები smile.gif

Posted by: migeli85 30 Jan 2015, 00:17
dii

დიდი მადლობა რჩევისთვის.

Posted by: lepori 30 Jan 2015, 11:26
ვისაც გიცხოვრით,
420 ლირა რავარი ფულია მანდა?..
ძვირია ცხოვრება? rolleyes.gif




სხვა დიდ ქალაქებში?

baby.gif

Posted by: akkai 2 Feb 2015, 16:59
ათათურქის აეროპორტში მეტროს სადგური არის ხო?

Posted by: M-N 2 Feb 2015, 17:42
akkai
კი, არის smile.gif
................................

Posted by: akkai 2 Feb 2015, 17:46
M-N
თუ იცი მეტროთი სულთანაჰმედზე მოვხვდები?

სხვა ტრანსპორტი რომ არ დამჭირდეს?

უკანა გზაზე თბილისისკენ 8 საათი მექნება დრო და მეტროთი გასვლას კიდე აქვს აზრი ცენტრში, აი ტაქსი ან სხვა ტრანსპორტი ფინანსურადაც და დროის ამბავშიც მაგრა გაგვჭედავს (ტრეფიკის ამბავში)

თუ მიდის იქითკენ ხაზი რომელ სადგურზე ჯობს ამოსვლა?

ამ რუკის მიხედვით თუ მეტყვით, უკეთესი იქნება:

http://www.radikal.ru

Posted by: M-N 2 Feb 2015, 17:52
მეტრო პირდაპირ არ მიდის, ტრამვაიზე უნდა გადაჯდე, მაგრამ ადვილია და იაფი. 40 თუ 45 წთ დაგვჭირდა სულ აეროპორტიდან სულთანაჰმედამდე smile.gif

მე-7 გაჩერებაზე "Zeytinburnu" ამოხვალ და გადადიხარ ტრამვაიში, რომელიც მიდის სულთანაჰმედზე.
მეტროში და ტრამვაიში ყველგან არის რუკები და ძალიან ადვილია, შანსი არაა ეგრიოს და დაიკარგო smile.gif

Posted by: akkai 2 Feb 2015, 17:59
M-N
ამ რუკაზე წითელი მეტროს ხაზია და ლურჯი ტრამვაი ხო?

ის ხო არ გახსოვთ აია სოფიასთან რომელი გაჩერებაა ყველაზე ახლოს: (სადგურის სახელი ამ რუკის მიხედვით)

პ.ს. მადლობა დახმარებისთვის 2kiss.gif

Posted by: M-N 2 Feb 2015, 18:08
ხო, წითელი მეტრო და ლურჯი ტრამვაი.
გაჩერება "sultan ahmet" არის სულთან აჰმედის მოედანზე, ამ მოედანზეა აია სოფიაც, ლურჯი მეჩეთიც, ბაზილიკა ცისტერნა, ტოპკაპის სასახლე და კიდევ ბევრი რამ smile.gif)
მკითხე, თ კიდევ რამე გაინტერესებს, მეც აქ მასწავლეს ბევრი რამ, წასვლის წინ smile.gif)

Posted by: akkai 2 Feb 2015, 18:13
M-N
მადლობა:
ეგ ყველაფერი ნანახი მაქვს;
2 ჯერ ვარ ნამყოფი:
უბრალოდ ორივეჯერ იმ მეორე აეროპორტიდან:


Posted by: M-N 2 Feb 2015, 18:14
akkai
გასაგებია smile.gif
.......................................30

Posted by: dii 2 Feb 2015, 18:16
akkai
ვაიმე "იმ მეორე აეროპორტში" ვიჭედები 5 საათით სად წავიდე რა გავაკეთო, ისე არ მინდა 5 საათი ყურყუტი sad.gif ყველას ამას ვეკითხები, ფარხმალს არ ვყრი biggrin.gif

Posted by: akkai 2 Feb 2015, 18:20
dii
ტაქსიმზე მოდის იქედან ავტობუსი , ოღონდ როგორც მახსოვს სადღაც 1 საათი დრო ჭირდება:

5 საათი თითქოს ბევრია,მაგრამ ამ შემთხვევაში ალბათ არ გიღირს გარისკვა:

საცობებში თუ მოყევი შეიძლება დაგვიანდე კიდევაც.

მეტრო არ არის იქ:

თან საკმაოდ პატარა აეროპორტია დროის გასაყვანათ:

უფასო wi-fi-ც კი არ აქვთ , სადმე რაიმე უნდა აიღო საჭმელი და იმ გადახდილით ჩაირთავ ინტერნეტს:

სამწუხაროდ შენს შემთხვევაში დიდი არჩევანი არ აქვს:

Posted by: bugalteri2 2 Feb 2015, 18:50
dii
QUOTE
ვაიმე "იმ მეორე აეროპორტში" ვიჭედები 5 საათით სად წავიდე რა გავაკეთო, ისე არ მინდა 5 საათი ყურყუტი  ყველას ამას ვეკითხები, ფარხმალს არ ვყრი

ძალიან ახლოსაა ვიაპორტის სავაჭრო ცენტრი და იქ შეგიძლია დრო გაიყვანო

Posted by: dii 2 Feb 2015, 18:58
bugalteri2
ტაქსით მივიდე ხო?? ვაიმე რა ბედნიერებაა biggrin.gif

Posted by: bugalteri2 2 Feb 2015, 19:03
dii
მგონი ტრანსპორტიც დადის, ისე ტაქსს 10 ლირა უნდაო და 7-10 წუთში მიგიყვანს. როგორც ვიცი ყველაზე იაფი აუთლეტ ცენტრია სტამბულში.

Posted by: dastambo 7 Feb 2015, 00:49
მოვიარე ცოლშვილთან ერთად სტამბოლი და ძალიან კმაყოფილი ვარ უმაგრესი ქალაქია..
ერთ კვირაში რაც მოვასწარი და ვნახე ესენია აია სოფია,ლურჯი მეჩეთი, აკვარიუმი, მიწისქვეშა წყლის სისტემა, გემით ბოსფორზე, თევზის ბაზარი, ეგვიფტური ბაზარი, და უამრავი კარგი რესტორნები და რა თქმა უნდა სავაჭრო ცენტრები..ვცხოვრობდი ტაქსიმზე პატარა და მყუდრო სასტუმროში..
ვცდილობ თურქეთის ავიახაზებით ვიარო თუ სადმე მიწევს წასვლა სტაბილური და სანდო კომპანიაა..
ერთი ადამიანი წინ და უკან 315 ლარი ბილეთი (წასვლამდე 3 დღით ადრე ავიღე). სასტუმრო 60 დოლარი სუტკა სამ კაცზე ერთ ოთახიანი სტუდიო კვების გარეშე ტაქსიმის ცენტრში..
ყველა შენობის პირველი სართული ან კაფე ან მაღაზიაა ამიტომ არაა აუცილებელი სასტუმრო კვებით იყოს..დილას რომ გახვალ გამემდე მაინც არ მოდიხარ სასტუმროში.. ტრასპორტი მეტრო ტრამვაი ავტობუსი ყველგან დადის ტაქსი ძვირია..სადაც ფასი არ აწერია ნებისმიერ რამეზე შეგიძლია ევაჭრო და გიკლებენ ფასს..
თუკი ადამიანს რამე გართობა მოუგონია ყველაფერი არის უპრობლემოდ და არც ძვირი არ ჯდებაsmile.gif
ამსტერდამის მერე მასეთი კაი დრო არსად გამიტარებია..

Posted by: Antea 13 Feb 2015, 13:00
მაისში მივდივარ სტამბულში 5 დღით, ოღონდ მარშუტით sad.gif ეს ძალიან არ მომწონს მაგრამ სხვა გზა არ არის sad.gif ხოდა ერთი რასაც ვფიქრობ ამ 5 დღის შემდეგ გამოვეყო ჯგუფს და დავრჩე კიდევ ცოტა ხნით და რის ნახვასაც ვერ მოვასწრებ დარჩენილ დროს მოვინახულო. სანახაობების ნუსხას რომ გადმოგვცემენ მერე თქვენი დახმარება დამჭირდება და მოგმართავთ : ) ვფიქრობ ამ 5 დღეში ვერ მოვასწრებთ კუნძლებზე წასვლას, არადა ძალიან მინდა მაქსიმალურად ვნახო ყველა სანახაობა sad.gif

Posted by: beso106 21 Feb 2015, 14:50
გამარჯობა, რა მაინტერესებთ თურქეთში გადაფრენა თუ არის შესაძლებელი იდ პირადობის მეშვეობობით? პასპორტი არ მაქვს აღებული და მაინტერესებს თუ შემიძლია თურქეთში გადაფრენა მხოლოდ პირადობით

Posted by: teo-teokuna 21 Feb 2015, 19:49
beso106
კი მე ვიყავი სტამბოლში აი დი ბარათით.... არანაირი პრობლემა...

Posted by: beso106 21 Feb 2015, 20:51
teo-teokuna
გაიხარე, მადლობა ინფოსთვის

Posted by: Legally blonde 26 Feb 2015, 20:32
QUOTE
და რა თქმა უნდა სავაჭრო ცენტრები.

ამ წასვლაზე ძირითადად ეს მაინტერესებს, ალბათ ბევრჯერ დაწერილა მაგრამ იქნებ კიდევ დაწეროთ და მირჩიოთ სავაჭრო ცენტრები

Posted by: Antea 10 Mar 2015, 21:46
aba gamocdilebo girs wasvla? me vfiqrob sul unaxaobas sjobstqo sad.gif
ტურის არწერა :
1 დღე. გამგზავრება 18.00 სთ.
2 დღე. 13.00 საათზე განთავსება სასტუმროში
თავისუფალი 2 საათი, გალათას კოშკის
მონახულება , ისტიკლალზე ტრამვაით
გასეირნება . თავისუფალი დრო.
3 დღე ტოპკაპის სასახლე , აიასოფია და
ბაზილიკა ცისტერნა.
4 დღე. გემით გასეირნება ბოსფორზე ,
ლურჯი მეჩეთი.
5 დღე მინია თურქი, მოტორსითი და კანიონი
( სავაჭრო ცენტრები )
6. დღე დაბრუნება

Posted by: bugalteri2 10 Mar 2015, 22:35
Antea
თუ მოინდომებ ლურჯი მეჩეთის ნახვასაც მოასწრებ მე-3 დღეს. სავაჭრო ცენტრები გვიანობამდე მუშაობენ და გირჩევ დღე დრო არ დაკარგო, საღამოს იარე საშოპინგოდ, მეტროსითი და კანიონი ერთანეთის გვერდითაა, თუმცა კანიონი საკმაოდ ძვირია და მე მარტო დასათვალიერებლად შევედი smile.gif ძალიან ლამაზია smile.gif

მე-4 დღეს ბევრი დრო დაგრჩება და რამე დაამატე, მაგალითად დოლმაბახჩეს სასახლე ან რუმელის ციხე.
მე გირჩევდი პიერ ლოტის კაფესაც, ოქროს ყურეშია, საპატრიარქოსკენ და ძალიან ლამაზი ხედებია იქიდან, თან უგემრიელესი ვაშლის ჩაი და ყავა აქვთ, უფ მომენატრა smile.gif


Posted by: Antea 11 Mar 2015, 09:00
didi madloba, zustad aseve vetyvi chvens gids :* jgufi mivdivart da anu maximalurad unda davtvirtot dgeebi. iqneb rogorme movaxerxot kundzulebze wasvla sad.gif bevri ram aklia am turs me ase mgonia, mara sul unaxaobas mainc mirchevnia.

Posted by: M-N 11 Mar 2015, 13:31
Antea
საერთოდ რად გინდა გიდი, 2 გოგო ვიყავით სტამბოლში, ერთი არ აგვრევია გზა smile.gif თუ რამდენიმე მიდიხართ, მით უმეტეს smile.gif
საღამოს 6 საათზე წასვლა არის ძალიან ცუდი დრო, საღამოს ჩახვალ იქ და მთელი ღამე აეროპორტში უნდა იყო, დილით იქნები დანგრეული smile.gif
თან მაგ გიდს სიარული ეზარება, როგორც ჩანს, ძალიან არის გაწელილი პროგრამა, მე 4დღეში უფრო მეტი რამე ვნახე, ვიდრე მანდ 6-ში smile.gif
მეგობრული თხოვნაა, საერთოდ არ გინდა გიდი, ან უკიდურეს შემთხვევაში ეგ გიდი შეცვალე smile.gif 2kiss.gif

Posted by: Antea 11 Mar 2015, 17:46
M-N
დიდი მადლობა ჩემო კარგო, ვერ დავითანხმე ვინმე რომ წავიდეთ ცალკე და ჩვენთვის, თან ენის პრობლემა არ არის რა უნდა მოხდეს ისეთი რომ დაიკარგო : )) მაგრამ რატომღაც თავს იკავებენ. ახლა იკითხავთ მაგ ჯგუფიდან აიყოლიე ვინმეო : )) მაგრამ იმის თქმა დამავიწყდა რომ მარშუტით მივდივართ და შედარებით იაფი ჯდება sad.gif ანუ ძირითადად ფინანსების პრობლემაა. თუ ვინმე აპირებთ ჯგუფად წასვლას სტამბოლისკენ, სულ არ ვიდარდებ უცნობებს და სიამოვნებით წამოვიდოდი smile.gif გიდს რაც შეეხება ჯგუფზეა კარგად მორგებული, ფინანსებიან სიარულიანად biggrin.gif biggrin.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: M-N 11 Mar 2015, 18:03
Antea
ხო, მარშუტკის შემთხვევაში სხვაა smile.gif
მე-2 დღეს ისტიკლალიდან ტრამვაის წამოყევით ემინონუს ხიდზე (2 თუ 3 გაჩერებაა ) და ხიდის ქვეშ თევზის რესტორნებია, უგემრიელესი თევზის ბურგერები ჭამეთ და ბოსფორზე საღამოს გაისეირნეთ, ულამაზესია განათებულზე, ემინონუს ხიდიდად დადიან გემები smile.gif
მე-3 დღეს აია სოფიასთან ერთად ლურჯ მეჩეთსაც ნახავთ, ისიც სულთან აჰმედის მოედანზეა და მაგისთვის ცალკე დღეს ნუ დაკარგავთ smile.gif
მე-4 დღეს დოლმაბაღჩეს სასახლეში წადით დილიდან და მერე აზიური ნაწილის მზარეს გადადით, ულამაზესი კოშკია წყალში "kiz kulesi" ასე ეძახიან.
მოკლედ, თუ არ იზარმაცებთ, გაცილებით ბევრ რამეს ნახავთ smile.gif
ბედნიერი მგზავრობა 2kiss.gif

უჰ, მომნატრებია სტამბოლი love.gif

Posted by: Antea 11 Mar 2015, 18:09
ugrmesi madloba, aucileblad gavitvaliswineb am yvelafers :* :* ki shecvla mouwevs ragac gegmebis aucileblad. dzaan moxetiale jgufi vart da dzilshi drois gatarebas ar vapirebt <3

Posted by: haji 18 Mar 2015, 15:19
რა მაინტერესებს, ხვალ ჩავდივარ გოკჩენის აეროპორტში, საქმე მაქვს არხის მეორე მხარეს, ევროპულ ნაწილში ახალი სტადიონი რომ არის დიდი სტადიონი ათათურქის სახელობის, მაგის გვერდზე მივდივარ ზუსტად, გუგლით რომ გადავწომე ეხლა 60 კილომეტრს მაჩვენებს პირდაპირი ხაზით, ისე ალბათ 90-100 კილომეტრი იქნება.

რას მირჩევთ, ვინც იცით სტამბული იქნებ დამაკვალიანოთ როგორ მივიდეთ, ორნი ვართ. გუგლის რუკაზე რო ვუყურებ იქნებ ზღვითაც გადადიოდნენ მანდ კატერები, თუ ხართ ვინმე კომპეტენტური მირჩიეთ რა, დამაკვალიანეთ.

Posted by: akkai 18 Mar 2015, 17:37
QUOTE
1 დღე. გამგზავრება 18.00 სთ.
2 დღე. 13.00 საათზე განთავსება სასტუმროში

Antea
6 ზე თბილისიდან მიფრინავ?

და სასტუმროში შეგიშვებენ მეორე დღის 13 საათზე;

ამდენი ხანი იქ და განსაკუტრებით ღამე სად აპირებ ყოფნას?

გარკვეული გაქ ეს მომენტი?

Posted by: Antea 18 Mar 2015, 23:36
mgzavroba marshutit aris sad.gif netav mivfrinavde : )) magram jgufs moarges es yvelaferi

Posted by: Eshka 20 Mar 2015, 14:08
dii
შენ ხარ არტურ Fრომერი biggrin.gif


გადავიკითხე მთლიანი თემა
და რა მინდა გკითხოთ

2 მივდივართ აპრილში სავარაუდოდ ატლასჯეტით წავალთ ყველაზე იაფი ეგ გამოდის...
ღირსშესანიშნაობების ნახვაც მინდა პირველ რიგში და ღამის ცხოვრება როგორია კლუბები თუ არის ნარკოტიკები და ა.შ და ამ ყველაფრის ერთად გათვალისწინებით სად ჯობია რო სასტუმრო ვეძებო?

Posted by: dii 20 Mar 2015, 14:49
Eshka
დიდი მადლობა ასეთი სასიამოვნო შეფასებისთვის bis.gif

პირველი რაც სტამბულში უნდა გააკეთოთ აპრილში ესაა: დატკბით ტიტების ფესტივალით!!!
რაც შეეხება ღამის ცხოვრებას: ბეიოღლუ ძალიან აქტიური უბანია ამ მხრივ. ტაქსიმზე დუღს ყველაფერი. სასტუმროს აღებაც ტაქსიმის მახლობლად ჯობს გართობა და ხმაური თუ მოგწონთ, რაც შეეხება ღირსშესანიშნაობებს, რამდენი დღით რჩებით? ამის მიხედვით შეიძლება სწორად განსაზღვრა

Posted by: Eshka 20 Mar 2015, 19:05
dii
არაფერის...

7 დღე დავრჩებით

dii
კიდე რა მაინტერესებს შენ გეცოდინება თვითმფრინავით რო მიფრინავ ID ბარათით შეგიძლია რო წახვიდე თუ აუცილებლად პასპორტი გინდა?

მითხრეს რო თუ თვითმფრინავით მიდიხარ შეიძლება არ გაგიშვან მარტო ID ბარათით და პასპორტი მოგთხოვონო

Posted by: teo-teokuna 20 Mar 2015, 21:39
Eshka

შარშან ვიყავი აი დი ბარათით... ჩვეულებრივად გავფრინდი... არანაირი პრობლემა არ შემქმნია... wink.gif


სასტუმროს რაც შეეხება, თუ ღამის ცხოვრება და გართობა უფრო მეტად გინდა, მაშინ ტაქსიმი (თუმცა სულთანაჰმედზეც საკმაოდ ბარები იყო შარდენივით ქუჩა ვიპოვეთ... biggrin.gif )

თუ ღირსშესანიშნაობები უფრო გაინტერესებს, მაშინ სულთანაჰმედი... (აქაც მოქმედებს ერთი თუმცა... biggrin.gif მე ტაქსიმზე ვცხოვრობდი და სულ არ მიჭირდა ფეხით სიარული სულთანაჰმედამდე და იქიდან დაბრუნებაც საღამოს... ანუ გააჩნია ზოგისთვის ეგ წარმოუდგენელია, მაგრამ ჩემთვის სულ არ ყოფილა შორი ეგ ორი ადგილი... ) biggrin.gif






Posted by: Eshka 20 Mar 2015, 23:53
teo-teokuna
ანუ გადავალ ID ბარათით უპრობლემობ...გაიხარე მადლობა

QUOTE
სასტუმროს რაც შეეხება, თუ ღამის ცხოვრება და გართობა უფრო მეტად გინდა, მაშინ ტაქსიმი (თუმცა სულთანაჰმედზეც საკმაოდ ბარები იყო შარდენივით ქუჩა ვიპოვეთ...  )

უფრო მეტად გასართობად მივდივარ
მარა ღირსშესანიშნაობებსაც ვნახავ


ტაქსიმზე რამე ნორმალური სასტუმრები იცით ? რა ფასებია მიახლოვებით?

აქედანვე უნდა დავჯავშნო ხო?

Posted by: dastambo 21 Mar 2015, 00:40
ჯობია ადგილზე აიღოთ სასტუმრო .. ყველგან სასტუმრო და კაფეებია პრობლემა არ არის კარებთან დგანან და ძალით გეპატიჟებიან შემოდიო.. smile.gif ..2 ადამიანზე ოთახს 30-40 დოლარად თავისუფლად აიღებ ტაქსიმზე ..შევაჭრება მოსულა..რასაც ფასი არ აწერია ყველაფერს აკლებენ..
ტაქსიმი გასართობათ საუკეთესოა ნებისმიერ კლუბს და ნარკოტიკს მარტივად იშოვნი ბნელ ადგილებში ისეთი ტიპები დგანან ეჭვიც არ შეგეპარება .. wink.gif givi.gif ყველაზე კარგი ტრასპორტი მეტროა კარტა აიღე და ბევრად იაფია..ტაქსიმის მოედანზეა მეტროს ჩასასვლელი..

Posted by: Eshka 21 Mar 2015, 01:22
dastambo
ანუ ადგილზე შევაჭრების თემაა და მაგიტო ჯობია ხო.? უფრო იაფად დავითრევ...

QUOTE
ტაქსიმი გასართობათ საუკეთესოა ნებისმიერ კლუბს და ნარკოტიკს მარტივად იშოვნი ბნელ ადგილებში ისეთი ტიპები დგანან ეჭვიც არ შეგეპარება ..    ყველაზე კარგი ტრასპორტი მეტროა კარტა აიღე და ბევრად იაფია..ტაქსიმის მოედანზეა მეტროს ჩასასვლელი..

გაიხარე მადლობა კარგი ინფოა

Posted by: teo-teokuna 21 Mar 2015, 01:30
Eshka


მე აპარტამენტი მქონდა ნაქირავები... სასტუმროებთან შედარებით იაფი ჯდება... :დ

Posted by: dastambo 21 Mar 2015, 02:11
სტუდიო ბინები ქირავდება ზედ მოედანთან 70-100 ლირა ..თვითონ ალაგებენ ცვლიან ლოგინებს..ჭამა არ არის აუცილებელი შედიოდეს ყველგან სასადილოებია..ყავას და აირანს სახლშიც აიტან.. მაცივარიც გაქვს და გაზქურაც..სასმელი და სიგარეტი ძვირია..
ენის პრობლემაც არაა თუ ქართულის გარდა ვერცერთ ენაზე ორ სიტყვას ვერ აბავ დაგიხატავენ ბოლობოლო და ისე გაგაგებინებენ შენ ოღონთ გადაიხადე..smile.gif

Posted by: Eshka 21 Mar 2015, 14:32
ტიტების ფესტივალი როდის არის და რა ხდება მაგ ფესტივალზე?

Posted by: dii 21 Mar 2015, 21:38
Eshka
7 დღის ძალიან საინტერესოდ გამოყენება შეგიძლია, ისე რომ გართობასაც მოასწრებ და ღირსშესანიშნაობების დათვალიერებასაც.
მაშასადამე: idea.gif
აუცილებლად სანახავი: დავიწყოთ სულთანაჰმეტით, აქ აუცილებლად მოხვდებით და ბევრი საინტერესო რამის ნახვა შეიძლება
- აია სოფია, ცისფერი მეჩეთი, ბაზილიკა ცისტერნა, იპოდრომი(მოედანს ქვია ასე); მერე გულჰანეს პარკი... აქვე გიპასუხებ ტიტების ფესტივალზე, ტიტების წარმომავლობა თურქეთის ტერიტორიას უკავშირდება და ზოგადად ქალაქის სიმბოლოდ ითვლება, მარტის ბოლოსთვის მილიონიბით ტიტა ირგვება ქალაქის პარკებში და ძალიან ლამაზი სანახაობაა, ძალიან მწყდება გული რომ წელს ვერ მივდივარ სტამბულში sad.gif (http://www.theguideistanbul.com/news/view/1622/best-parks-to-see-the-tulip-festival-top-7/) https://www.google.ge/search?q=all+about+tulip+fest+in+istanbul&biw=1280&bih=699&source=lnms&tbm=isch&sa=X&ei=DaUNVeXnFtHPaPGLgNAD&ved=0CAYQ_AUoAQ&dpr=1 აი როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი, ტოპკაპის სასახლე თუ უნდა ნახო, აიღე აუდიო გიდი და 3-4 საათი გამოყავი ამ ექსკურსიისთვის. ეს ყველაფერი სულტანაჰმედზეა თავმოყრილი, ახლა სანაპიროსკენ წავიდეთ: ეგვიპტური ბაზარი - თუ სუნელების, რაჰატ ლუკუმის, ჩაის და ყავის ყიდვა მოგინდათ. მერე ემინონუ - ხალხმრავალი ადგილია, აქ იპოვით ტურისტებისთვის მოწყობილ სპეციალურ ადგილს სადაც თევზს წვავენ, მწნილებს ყიდიან, ფრეშს გთავაზობენ, სიმიტს (ბუბლიკი) მე გირჩევ გადავიდე გალათას ხიდზე ფეხით და ტაქსიმის მხარეს დააგემოვნო პურში ჩადებული შემწვარი თევზი- ბალიკ ეკმეკი, იქ რატომღაც უფრო გემრიელია, მიზეზი არ ვიცი smile.gif მერე ავიდეთ გალათასკენ , კოშკში ასვლა ღამით ჯობს, იქიდან ისეთი ლამაზი ხედია, ჩემ გადაღებულ სურათებს რომ ვუყურებ ფოტოშოპით გაკეთებული მგონია, საოცარი სილამაზეა...
ცოტაც გავისეირნოთ და ტაქსიმზე ვართ smile.gif) აქ იპოვით ყველაფერს გართობისთვის ხო, ნარკოტიკებს რაც შეეხება პირდაპირ ქუჩაში გვთავაზობდნენ, ჩემთვის ძაან მომხიბლავი არ იყო ეს შემოთავაზება, ამიტომ დეტალები არ ვიცი smile.gif
მერე შეიძლება დოლმაბაჰჩეს სასახლის ნახვა, ბევრ დროს არ წაიღებს სულ 40 წუთიანი ექსკურსიაა, მაგრამ მნიშვნელოვანია გახსნისთვის მიხვიდე რომ რიგში არ იგდე დიდხანს. სტამბულში, არის საინტერესო ფერადი და ძველი სახლებით დაწინწკლული უბანი- ფენერი, აქ არის მსოფლიო საპატრიარქო და წმინდა გიორგის ტაძარი.
აუცილებლად წადით პრინცის კუნძულებზე, მე უამინდობის გამო ვერ მოვახერხე, მაგრამ ამბობენ საოცარი სილამაზეა, თანაც ბოსფორზეც გაისეირნებთ და კარგი ექსკურსიაც გამოვა https://www.google.ge/search?biw=1280&bih=699&tbm=isch&sa=1&q=prince+islands&oq=prince+islands&gs_l=img.3...137994.142575.0.142735.0.0.0.0.0.0.0.0..0.0.msedr...0...1c.1.62.img..0.0.0.n5rAOKqzYRw ასეთი სილამაზეა იქ და დღემდე დადიან ეტლებით smile.gif

კარგი ხედი ქალაქზე არის პიერ ლოტის კაფედან https://www.google.ge/search?biw=1280&bih=699&tbm=isch&sa=1&q=pierre+loti+cafe&oq=pierre+loti+cafe&gs_l=img.3...140222.144147.0.144339.0.0.0.0.0.0.0.0..0.0.msedr...0...1c.1.62.img..0.0.0.hXVs1t4Mr58

ერთი საინტერესო ადგილია ბოსფორის ხიდის ქვეშ, ორატკოიში, იქ აკეთებენ კუმპირს, გამომცხვარ კართოფილში სურვილისამებრ დებენ სხვადასხვა გემრიელობებს და აქვეა უგემრიელესი ნაყინი ბელგიური ვაფლით chups.gif

მე ვნახე მინიატურკიც, ეს პარკია სადაც თურქეთის და არამარტო უმნიშვნელოვანესი შენობების მინიატურული კოპიების ნახვა შეიძლება.
თუ დაგაინტერესებს შემიძლია აგიხსნა ჩვეულებრივი ტრანსპორტით როგორ მიხვიდე, ტაქსი ძვირია, თან სულ საცობებია ამიტომ ძირითადად ტრამვაი\მეტროთი სარგებლობა ჯობს.


Posted by: Eshka 22 Mar 2015, 23:23
dii
აუ შენ გაიხარე რა დიდი მადლობა

QUOTE
მე ვნახე მინიატურკიც, ეს პარკია სადაც თურქეთის და არამარტო უმნიშვნელოვანესი შენობების მინიატურული კოპიების ნახვა შეიძლება.
თუ დაგაინტერესებს შემიძლია აგიხსნა ჩვეულებრივი ტრანსპორტით როგორ მიხვიდე, ტაქსი ძვირია, თან სულ საცობებია ამიტომ ძირითადად ტრამვაი\მეტროთი სარგებლობა ჯობს.

კი დაწერე რა მევასება ეგეთი რაღაცეები მაგრად...


QUOTE
აქვე გიპასუხებ ტიტების ფესტივალზე, ტიტების წარმომავლობა თურქეთის ტერიტორიას უკავშირდება და ზოგადად ქალაქის სიმბოლოდ ითვლება, მარტის ბოლოსთვის მილიონიბით ტიტა ირგვება ქალაქის პარკებში და ძალიან ლამაზი სანახაობაა, ძალიან მწყდება გული რომ წელს ვერ მივდივარ სტამბულში


ძაან ბევრ სურათებს ჩამოგიტან მაგ ტიტების გპირდები smile.gif

Posted by: akkai 23 Mar 2015, 11:18
Eshka
რამდენი მიდიხართ?
ეგებ სახლის ქირაობის იდეა უფრო მოგეწონოთ?
ჩვენ 3 ოთახიანი სახლი ვიქირავეთ და საერთო ჯამში უფრო იაფი გამოგვივიდა ვიდრე სასტუმროში უნდა გადაგვეხადა:

ნუ ეგაა რო სასტუმროს სხვა მომსახურება და კომფორტი აქვს:


Posted by: Eshka 23 Mar 2015, 14:11
akkai
ორნი მივდივართ
სად გქონდათ სახლი ნაქირავები?

Posted by: dii 23 Mar 2015, 14:11
ემინონუდან დადის ავტობუსი 47C ან 47 E მიდიან მინიატურკში, ავტობუსების გაჩერებაზე ბევრი რიგი დგას ავტობუსების, თითო რიგში თითო ნომერი, სულ ქვედა რიგში ვიპოვეთ ამ ავტობუსის გაჩერება. რომ იკითხო ეცოდინებათ ისედაც. http://www.letsgoistanbul.com/miniaturk.htm ესეც მინიატურკი
აუცილებლად აიღეთ ისტანბულკარტი "აკბილ" ასე აწერიათ ავტომატებს, სადაც ბარათსაც იყიდით და ანგარიშსაც შეავსებთ. მე მაგალითად აეროპორტშივე ვიყიდე და აეროპორტიდან მეტრო+ტრამვაი და აღმოვჩნდი სულტანაჰმედზე სადაც სასტუმრო მქონდა.

უი კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ადგილია: პანორამა მუზეუმი 1453, იქ ასახულია კონსტანტინოპოლის აღება, შთამბეჭდავი სანახაობაა, გუმბათია და ნახატებით, ნამდვილი ქვემეხებით და ხმაურით შექმნილია ნამდვილი ომის ილუზია. https://www.google.ge/search?q=panorama+museum+1453&biw=1242&bih=586&source=lnms&tbm=isch&sa=X&ei=H-MPVeqvNuTmywPCsYLIDg&ved=0CAYQ_AUoAQ&dpr=1.1
ძალიან მარტივად მოსაძებნია, ჩაჯექი ტრამვაიში, ასკარაის გაჩერებაზე გადახვალ მეტროში და გაჩერებაზე "ტოპკაპი" ამოდით მეტროდან გზაზე გადახვალ და იქვეა. მუზეუმიდან რომ გამოხვალთ უკანა მხარეს ისტორიული კონსტანტინოპოლის კედის ნანგრევებია

ისე სტამბულში მეტრო/ტრამვაით სიარული უმარტივესია, კაბატაში თუ აწერია მატარებელს ესეიგი მიდის ტაქსიმისკენ, (კაბატაშის გაჩერებაზე ტაქსიმისკენ მიმავალი ერთგაჩერებიანი საბაგიროა-ჩვეულებრივი მატარებელი მიწისქვეშა) თუ ბაგჩიგლარი ესეიგი მიდის სულტანაჰმედისკენ, სხვათშორის გრანდ ბაზარისკენ, ეგეც საინტერესო ადგილია.

ხო ორივეგან წააწყდებით ვერტმფრენს. ამ ვერტმფრენში ჯდებით რომელიც მინი კინოთეატრივითაა და უყურებთ 5დ ფილმს სტამბულის შესახებ 10 წუთიანია მგონი smile.gif მე მომეწონა
ოცნებად მექცა ამ ტიტების ნახვაsmile.gif)) ძალიან მაგარი იქნება ^_^

bis.gif

Posted by: Westbrook 24 Mar 2015, 22:58
ვინმემ თუ იცით, რიზედან ან ტრაბზონიდან მატარებელი მიდის სტამბოლამდე?

Posted by: taileri 26 Mar 2015, 23:53
სტამბლოში გვინდა ტური, 25 ადამიანზე. 2 ღამით.
ავტობუსით არ გვაწყობს, ცოტა დრო გვაქვს.
ფრენა ვიცი რომ დილით ადრეა და უკან, გვიან საღამოს. ანუ გამოდის 4 არასრული დღე და 2 ღამე.
დათვალიერბა, საღამოს ცოტა გართობა.
ვინმეს შეგიძლიათ მირჩიოთ სად შეიძლება დავგეგმოთ?

Posted by: gvamer 30 Mar 2015, 11:58
საინტერესო სტატიაა imogzaure.ge -ზე
http://imogzaure.ge/?p=2269
შეიძლება გამოგადგეთ

Posted by: wrupa 31 Mar 2015, 19:19
სტამბულში ტურით ღირს წასვლა თუ საკუთარი ბარგი ბარხანით??? :დდდდ

Posted by: teo-teokuna 1 Apr 2015, 11:45
wrupa

შენით წადი... არ გინდა ტურისთული... ძალიან მარტივი დასაგეგმია... wink.gif

Posted by: wrupa 1 Apr 2015, 23:27
teo-teokuna
მეც მაგას ვამბობ, მაგრამ ჩემმა დაქალებმა შემჭამეს ცოცხლად ტურისტული ტურისტულიო... sad.gif(
-დაახლოებით 7-10 დღე რა დამიჯდება...
და აი ყველაზე იაფიანი სასტუმრო სად შეიძლება რომ მოვძებნო?? აი ჰოსტელიც კარგი იქნება....
ან რომელ ნაწილში სჯობს გაჩერება???

Posted by: gvamer 2 Apr 2015, 10:25
ეხლა აპრილში ტიტების ფესტივალი არის და გაასწორებს.
აკვარიუმი მაინტერესებს ძალიან და სასტუმრო შორს მაქვს მაქედან (სისლიში).
როგორც ვნახე აეროპორტთან არის ახლოს და თქვენ თუ იცით სადმე ბარგის დატოვების პონტი თუ არის, უკანა გზაზე აეროპორტში რომ წავალ, ბარემ მანდ შევივლიდი, თორემ სპეციალურად მაგისთვის ამხელა გზის გავლა ტეხავს

Posted by: teo-teokuna 2 Apr 2015, 11:34
wrupa

www.airbnb.com ამ საიტზე ნახე, ბინებია... სასტუმროებთან შედარებით იაფი ჯდება...

ტაქსიმი და სულთანაჰმედი არის ცენტრალური ადგილები... სულთანაჰმედზე ჯობია გაჩერება, იმიტომ რომ უმეტესი სანახაობები მანდ არის ერთმანეთთან ძალიან ახლოს...

მე 10 დღით ვიყავი წასული... დამოუკიდებლად წავედით, საერთოდ არანაირი შეხება ტურისტულთან... თანხაც დავზოგე და ნერვებიც... biggrin.gif ახლა ვიყავი ევროპაში ტურისტულით და საშინელი გამოცდილება მივიღე... ამიტომ გირჩევთ თქვენით წახვიდეთ რააა....

Posted by: akkai 2 Apr 2015, 12:28
QUOTE
აკვარიუმი მაინტერესებს ძალიან და სასტუმრო შორს მაქვს მაქედან (სისლიში).
როგორც ვნახე აეროპორტთან არის ახლოს და თქვენ თუ იცით სადმე ბარგის დატოვების პონტი თუ არის, უკანა გზაზე აეროპორტში რომ წავალ, ბარემ მანდ შევივლიდი, თორემ სპეციალურად მაგისთვის ამხელა გზის გავლა ტეხავს

gvamer
არ ვიცი რამდენად მისახერხებელია, მაგრამ ათათურქის აეროპორტს თუ გულისხმობ მანდ აქვთ ბარგის შესანახი ოთახი:

ისე თუ მოხვდები ფოტო დადე რა მერე აკვარიუმის აქ.
ძალიან მაინტერესებს

Posted by: gvamer 2 Apr 2015, 13:16
akkai
QUOTE
არ ვიცი რამდენად მისახერხებელია, მაგრამ ათათურქის აეროპორტს თუ გულისხმობ მანდ აქვთ ბარგის შესანახი ოთახი:

ისე თუ მოხვდები ფოტო დადე რა მერე აკვარიუმის აქ.
ძალიან მაინტერესებს

მოსახერხებელი რატო არიქნება, ათათურქის აეროპორტის უკან არის იდეაში.
სურათები აქაც არის:
http://www.istanbulakvaryum.com/en/galeri/foto

ესეც ადგილმდებარეობა:
http://www.istanbulakvaryum.com/en/iletisim

Posted by: akkai 2 Apr 2015, 13:59
gvamer
ძაან მაგარია.
რომ მცოდნოდა მოვინახულებდი:
7 საათი მქონდა ბოლოს თავისუფალი დრო სტამბოლში და ტაქსიმზე გასვლის მაგივრად მანდ გავიდოდი

Posted by: gvamer 2 Apr 2015, 14:59
მეორე აკვარიუმიც ყოფილა, ევროპაში ყველაზე დიდიო: TurkuaZoo ქვია, ეგ ცოტა ცენტრშია:
https://www.visitsealife.com/istanbul/

Posted by: dii 7 Apr 2015, 18:30
gvamer
კი, ძალიან საინტერესოა ეს ისტანბულფორუმშია სავაჭრო ცენტრში

Posted by: malvina 8 Apr 2015, 13:07
ლირას წაღება თბილისიდან ჯობია თუ სტამბულში გადახურდავება?
და სავაჭრო ცენტრებზეც მითხარით ერთი ორი სიტყვა, ძალიან ძვირი რომ არ იყოს.
დანარჩენი ასე თუ ისე დავალაგე smile.gif

Posted by: irusha 10 Apr 2015, 10:42
გადავწყვიტე დაბ. დღეს სტამბულში შევხვდე, ახალ წელს მინდოდა წასვლა და აღარ გამოვიდა და ეხლა ძლივს დავიყოლიე მეგობარი.. smile.gif)))
თან სასწაულად გააიაფეს ბილეთები, როგორც ვნახე.. smile.gif)

5 დღით გვინდა წასვლა, მე ყველა მუზეუმის ნახვა მინდა და ჩემს დაქალს ყველა კლუბის.. biggrin.gif მე რა უნდა ვნახო და დღის გეგმები დაახლოებით შედგენილი გვაქვს, მაგრამ აი, კლუბებს ხო ვერ გვირჩევდით რამეს? smile.gif))

და კიდევ, რამე ისეთი ბილეთი თუ არსებობს, რომ იყიდო და ყველა მუზეუმის გზა ხსნილი იყოს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: teo-teokuna 10 Apr 2015, 11:15
irusha

85 ლირა ღირს 72 საათიანი ბარათი, ბილეთების რიგებსაც აცდები და რაღაც ფასდაკლებაც გამოგივა... თუმცა, რაღაც ადგილი არ შედიოდა ამ ბარათში... თუ არ ვცდები, დოლმაბახჩე იყო ( 40 ლირა ღირს შესვლა)...


ხო... კლუბებზე ვერაფერს გეტყვი, არ ვყოფილვარ... )))

Posted by: dii 10 Apr 2015, 11:26
QUOTE
თან სასწაულად გააიაფეს ბილეთები

შეგიძლია მითხრა რომელმა ავიაკომპანიამ? ჩასაფრებული ვარ

Posted by: teo-teokuna 10 Apr 2015, 12:45
dii


ქუთაისიდან დაიწყო პეგასუსმა ფრენები... ნუ მაისიდან იწყება... ფასი ჯამში გამოდის 80 ევრო (ივლისი), ატლასჯეტმა დააგდო ფასი და გუშინ რომ ვნახე ივლისის ბილეთები ორი გზა გამოდიოდა 75 ევრო...

Posted by: dii 10 Apr 2015, 13:31
teo-teokuna
აუ რა მაგარიააააა, მე კიდევ იმედი გადამეწურა წელს სტამბულის მონახულების. დიდი მადლობა!!!

Posted by: irusha 10 Apr 2015, 15:39
teo-teokuna

მადლობა 2kiss.gif

გადავქექე ყველაფერი და ფასები ვერ ვნახე.. smile.gif))

dii

პეგასუსმა.. ^^

100$ გამოდის მაქს.

Posted by: teo-teokuna 10 Apr 2015, 19:00
irusha


http://www.radikal.ru

აი ეს ბარათია... 48 საათიანიც არის თუ არ ვცდები, სხვა ფასი და ნაკლები მუზეუმი...


Posted by: irusha 10 Apr 2015, 22:27
teo-teokuna

დიდი მადლობა.. smile.gif)) ცისტერნებიც ყოფილიყო რა მოხდებოდა.. sad.gif :დ

Posted by: akkai 10 Apr 2015, 23:10
irusha
ეგ რო არ ნახო ისე არ წამოხვიდე.
ძააან ძააან ძააან მაგარია და. აია სოფიაზე და ლურჯ მეჩეთზე ნაკლებად გაპიარებული.
ბევრი ისე მოდის რო არც იცის მისი არსებობა.არადა იქვეა აია სოფიასთან.
ხო კიდე ჰარამ ხანაში შესვლაზე დროს ნუ დაკარგავ.არაფერი არ არი მანდ სანახავი.სამაგიეროდ მაგ კომპლექსშია მუზეუმი და ის ნახე.თევზი რო არ ჭამო ხიდის ქვეშ რო რესტორანია ისე არ წამოხვიდე და წაბლი გასინჯე აუცილებლად.
კიდე თუ რამე გაინტერესებს მკითხე

Posted by: _იუზერნეიმი_ 11 Apr 2015, 06:17
irusha
QUOTE
ჩემს დაქალს ყველა კლუბის..  მე რა უნდა ვნახო და დღის გეგმები დაახლოებით შედგენილი გვაქვს, მაგრამ აი, კლუბებს ხო ვერ გვირჩევდით რამეს?


აზიურ ნაწილში ტაქსიმზე გადით, ისტიკლალზე გაისეირნეთ და ირგვლივ ყველა პატარა ქუჩაზე კლუბებია სულო-გულო biggrin.gif დილამდე ხალხმრავლობა და ზუზუნია მაგ ნაწილში. ოღონდ რავი, მარტო გოგოები თუ იქნებით, ყველგან არ შეხვიდეთ და ჩანთებს მიაქციეთ ყურადღება.

Posted by: irusha 11 Apr 2015, 10:53
akkai

ცისტერნები ხო? ადრე სადღაც ვნახე ფოტო და იმის მერე ამოჩემებული მაქვს.. უეჭველი ვნახავ, ამ ბარათის ყიდვა ღირს ე.ი <3 კიდევ რამე უეჭველი და აუცილებლად სანახავი მითხარი.. smile.gif)))) არადა, ჯერ არ მივდივარ, უბრალოდ, ეხლა თუ არ დავჯავშნე და ვიყიდე ყველაფერი, შეიძლება მერე ჩემმა დაქალმა გადაიფიქროს და დამარტყავს გული.. biggrin.gif


_იუზერნეიმი_

2-მა გოგომ რომ ვიბოდილოთ საშიშია?? sad.gif


Posted by: Baiateo 11 Apr 2015, 21:23
irusha
3-ჯერ ვარ სტამბულში ნამყოფი და სამჯერვე მარტო. ყველგან მიბოდიალია, იქაც კი სადაც ტურისტები არ დადიან და საშიში ნამდვილად არ არის. თუმცა სიფრთხილეს თავი არ სტკივა, ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყანაში.

Posted by: malvina 12 Apr 2015, 01:48
ვინც იცით იქნებ მითხრათ, სულთანაჰმედიდან როგორ მოვხვდე ფორუმის სავაჭრო ცენტრში? რაღაც რუკით ვერ გავაგენი

Posted by: bugalteri2 12 Apr 2015, 08:51
malvina
QUOTE
ვინც იცით იქნებ მითხრათ, სულთანაჰმედიდან როგორ მოვხვდე ფორუმის სავაჭრო ცენტრში? რაღაც რუკით ვერ გავაგენი

მე არ ვყოფილვარ, მაგრამ M1 მეტროს ხაზზე, Kartaltepe-Kocatepe გაჩერებაზე უნდა ჩამოხვიდე და იქ ყველგანაა მაჩვენებლებიო, მაგ ხაზზე აქსაირაიდან მოხვდები. აქსარაიმდე ტრამვაითი smile.gif

Posted by: Ser_Waymar_Royce 14 Apr 2015, 01:24
ვინმემ თუ იცით, საქართველოში ვიყიდო გლობალსელის ბარათი თუ სტამბულში თურქსელის? რომელია უფრო იაფი?

Posted by: teo-teokuna 14 Apr 2015, 13:49
ზაფხულში ვაპირებ კიდევ ერთხელ სტამბოლის მონახულებას და, მეგობრებო, იაფიანი სასტუმრო მირჩიეთ რა სულთანაჰმედის მხარეს...

Posted by: Ser_Waymar_Royce 14 Apr 2015, 17:19
ვინმემ თუ იცით, გოჰჩეს აეროპორტიდან მეტრო მიდის ცენტრში?

Posted by: ტერი 14 Apr 2015, 17:34
QUOTE
გლობალსელი

ძალიან ძვირი სიამოვნებაა

Posted by: dii 14 Apr 2015, 18:51
ტერი
რატომ არის ძვირი? მე ვიყენებ სულ. მმ ისე თუ იცით ალტერნატივა იქნებ მეც მირჩიოთ რაც ვიყიდე მაგათი ნომერი ყველგან თან დამაქვს biggrin.gif

Posted by: spichuka 14 Apr 2015, 18:55
მანქანით(გაზზე) რა ჯდება დაახლოებით წასვლა წამოსვლა სტამბოლში ხომ ვერ მეტყვით დაახლოებით ციფრებს? sad.gif ან იქნებ რამდენი კილომეტრი გამოდის მანქანით მგზავრობისას ის მითხრათ და დავიანგარიშებ მე თვითონ tongue.gif

Posted by: Ser_Waymar_Royce 14 Apr 2015, 19:32
კიდევ კითხვა: ვინ იცით სილთანაჰმედის მიდამოებში იაფი და ნორმალური საჭმელი სად იყიდება? ანდა, სუპერმარკეტებში მზა საჭმელი სადმე იყიდება?

Posted by: ტერი 14 Apr 2015, 19:39
spichuka
ბათუმიდან დაახლოებით 1400 კმ

Posted by: Roqsalana 14 Apr 2015, 22:07
ბოდიშით თუ არათემატურ პოსტს ვდებ, სარფის საზღვარზე გრამაფონის ჩასადებს გადაგვატანინებენ? იქნებ ვინმეს გაქვთ ამის შესახებ ინფორმაცია? მადლობა

Posted by: sul ertia 14 Apr 2015, 23:01
ქუთაისიდან იქნება მალე ძალიან იაფი ფრენები smile.gif

Posted by: teo-teokuna 15 Apr 2015, 00:01
sul ertia

80 ევრო გამოდის... ატლასჯეტით თბილისიდან 75 ევრო... არც ისე იაფია ეს ქუთაისიდან ფრენა...Ser_Waymar_Royce
გოკჩენიდან ავტობუსები დადიან მხოლოდ... მეტრო არაა... ტაქსიმამდე მიდიან...

Posted by: dii 15 Apr 2015, 10:11
Ser_Waymar_Royce
გამარჯობა, სულტანაჰმედი ტურისტების საყვარელი ადგილია, შესაბამისად ძალიან იაფად რამის პოვნა რთულია. უმჯობესია ნახოთ ადგილი სადაც ადგილობრივები სადილობენ. ასევე შაურმები ყოველ ფეხის ნაბიჯზეა და ძვირიც არაა smile.gif

Posted by: sul ertia 15 Apr 2015, 11:02
teo-teokuna
მე ვიფრინე ქუთაისიდან ძალიან იაფად ევროპაში და მერე შიდა 5 ფრენა იგივე ავიაკომპანიით. ახლა მართლა გაძვირებულია ძალიან უკვე, რა ეტაკათ ვერ გავიგე

ატლასჯეტით ერთი გზა არის 75 ევრო ხო? ამაზე ამბობენ 1 გზა 40 ევრომდე ეღირებაო და რა ვიცი

Posted by: irusha 15 Apr 2015, 11:42
ეხლა დევს 45$ ჯდება სადღაც.. smile.gif))

===================================

Posted by: teo-teokuna 15 Apr 2015, 12:43
sul ertia

ორი გზაა ატლასჯეტით 75 ევრო... გუშინ მასე იყო და ახლა არ შემიმოწმებია... biggrin.gif


ევროპაში მეც ვიმგზავრე ვიზეარით იაფად...


ხო პეგასუსს აქვს ერთი გზა 40 ევრო... მაგრამ ატლასჯეტი რომ იგივე ფასს გთავაზობს თბილისიდან, ჯობია ისევ ატლასჯეტით იმგზავრო...



Posted by: Ser_Waymar_Royce 15 Apr 2015, 13:46
teo-teokuna
QUOTE
ორი გზაა ატლასჯეტით 75 ევრო..

სადაა ეგეთი ფასები? 175 ევრო ვნახე ძლივს თბილისიდან სტამბულში. ატლას 190 ჰქონდა

Posted by: sul ertia 15 Apr 2015, 13:59
teo-teokuna
ვა, თუ მასეა მაშინ მაგით ჯობია რა თქმა უნდა

ვიზეარით ხო მეც. ახლა გაორმაგებული და გასამმაგებული ფასები აქვს შედარებით, მაგრამ მაინც იაფია biggrin.gif

QUOTE
სადაა ეგეთი ფასები? 175 ევრო ვნახე ძლივს თბილისიდან სტამბულში. ატლას 190 ჰქონდა

ისე მეც არ მჯერა ეგ ამბავი რაღაც smile.gif

irusha
QUOTE
ეხლა დევს 45$ ჯდება სადღაც.. ))

ეგრეა კი პეგასუსი ქუთაისიდან

Posted by: teo-teokuna 15 Apr 2015, 14:40
sul ertia
Ser_Waymar_Royce

ივლისს ვეძებ მე და ეგ ფასია ორი გზა... ატლასჯეტის ვებგვერდზე...

Posted by: bugalteri2 15 Apr 2015, 16:00
teo-teokuna
QUOTE
ივლისს ვეძებ მე და ეგ ფასია ორი გზა... ატლასჯეტის ვებგვერდზე...

ივლისი მინდა მეც და ეგ ფასები ვერსად ვნახე, ორი კვირაა ვეძებ sad.gif დაბალფასიანი უკან დასაბრუნებელი ბილეთები აგვისტოშიც კი ვერ ვნახე და რამე სხვა მეთოდით ეძებთ?

Posted by: teo-teokuna 15 Apr 2015, 16:38

Posted by: irusha 18 Apr 2015, 18:00
ვიყიდე ბილეთები!! <3 რაღაც სასწაული სისწრაფით იყიდებაო და რომ დავრეკეთ 3 იყო დარჩენილი sad.gif
260 ლარი გამოვიდა smile.gif))

Posted by: operis achrdili 19 Apr 2015, 13:59
ატლასჯეტით მივფრინავთ, ბილეთები უკვე ავიღე და 188 ლარი გადავიხადე, ფრენა თბილისიდან და დილით ადრე ჩავდივართ სტამბულში, უკან კი გვიან მოვფრინავთ, პრაქტიკულად დღეს არ ვკარგავთ. მგონი ნორმალური ფასია.
ოღონდ თვენახევრით ადრე ავიღე smile.gif

სასტუმროც დავბრონე ფატიჰზე, არ დამიჯდა ძვირი, თან ყურადღება მივაქციე გამოხმაურებებს. რომ დავბრუნდები დავწერ შთაბეჭდილებებს.

პირველად მივდივარ სტამბულში, ძალიან მაინტერესებს.

Posted by: teo-teokuna 20 Apr 2015, 11:59
irusha

სულთანაჰმედი... სანახაობების უმრავლესობა სულთანაჰმედზეა...
* * *
operis achrdili

ეჰ... მეც მაგ ფასს ველოდი... კი არადა... ეგ ფასი მელოდა 1-2 დღე... მაგრამ...



ვიყიდე ბილეთები... (happy)



მერე რა რომ უფრო ძვირად... biggrin.gif

Posted by: tchritcho 20 Apr 2015, 16:02
QUOTE
260 ლარი გამოვიდა ))

ბილეთი? როდის მიფრინავ?

Posted by: irusha 20 Apr 2015, 16:47
teo-teokuna

2kiss.gif

tchritcho

30 მაისს.. ქუთაისის აეროპორტში შევხვდები დაბ. დღეს.. :party:

Posted by: sul ertia 20 Apr 2015, 17:28
irusha
QUOTE
30 მაისს.. ქუთაისის აეროპორტში შევხვდები დაბ. დღეს.. :party:

გილოცავ up.gif smile.gif

Posted by: geor-gien 20 Apr 2015, 17:40
ატლასჯეტის საიტზე ვნახე საკმაოდ კარგ ფასებში ბილეთები თბილისი-სტამბულზე 2-გზა 85-ევროდან ივნისი-ივლისში.

Posted by: Legally blonde 22 Apr 2015, 10:41
ვინმე ხომ ვერ დამაკვალიანებთ როგორ შეიძლება მოვხვდე ათათურქის აეროპორტიდან კარტალში, აზიურ ნაწილში? ტაქსს არ ვგულისხმობ რა თქმა უნდა, მეტრო ან ავტობუსი მაინტერესებს smile.gif

მაისის ბოლოს მივდივარ, ატლასჯეტით, ბილეთი 87 $ დამიჯდა smile.gif

Posted by: logotip 22 Apr 2015, 10:48
QUOTE (irusha @ 18 Apr 2015, 18:00 )
ვიყიდე ბილეთები!! <3 რაღაც სასწაული სისწრაფით იყიდებაო და რომ დავრეკეთ 3 იყო დარჩენილი sad.gif
260 ლარი გამოვიდა smile.gif))

თბილისიდან 2 გზა?

თუ ქუთაისიდან 2 გზა?

Posted by: akkai 22 Apr 2015, 10:54
QUOTE
რამე სასტუმროს ხომ ვერ მირჩევთ?? ან უბანი მითხარით, მე ერთი ტაქსიმი ვიცი და იქნებ რამეა უკეთესი..

irusha
მარტივად აგიხსნი და შენი გადასაწყვეტია:
ძირითადად 2 უბანიაL:
სულთანაჰმედი სადაც ტურისტული იობიექტებია და ტაქსიმი სადაც ძირითადად კლუბები და მაღაზიებია:
გააჩნია რომელი უფრო გაინტერესებს: შესაბამისად ჯობს სასტუმროც იქ აიღო
ერთმანეთისგან საკმაოდ მოშორებულია :
ისე შოპინგს თუ აპირებ ტაქსიმზე მაღაზიებს ჯობია შოპინგ მოლები ნახო;
ბრენდებია და უფრო ხელსაყრელ ფასად;


Posted by: dastambo 22 Apr 2015, 14:24
ქუთაისიდან სტამბოლის მიმართულებით იაფი რეისი დაფრინავსო ვერსად ვერ ვიპოვე ინტერნეტში ..
მართალია ეგ ამბავი თუ რამე აქცია იყო..?

Posted by: webdesigner93 22 Apr 2015, 14:26
dastambo
მართალია, flypgs.com-ზე შედი და ქუთაისი აირჩიე

Posted by: Ser_Waymar_Royce 22 Apr 2015, 18:06
ხალხო, სტამბულში ვარ ეხლა. სად არის ყველაზე კარგი ადგილი, სადაც შეიძლება ტანსაცმლის ყიდვა იაფად? ლალელი ცეცხლის ფასია, თბილისის ფასებზე ძვირია. მითხრეს, რომ აზიურ ნაწილშია რაღაცა. ზუსტად ვინ იცით ეს აზიურ ნაწილში სადაა და ღირს თუ არა იქ მისვლა? თუ არ ღირს და სადაა კარგი ადგილი?

Posted by: lonelydreamer 22 Apr 2015, 18:35
იმედია მოვახერხებ წელს წასვლას და აქედან იწყება ჩემი მოგზაურობა :ვ

Posted by: progresi 23 Apr 2015, 22:24
ახლა რა ხდება. თვის ბოლოს მიწევს სტამბოლში წასვლა ბეშიკთაშის რაიონში Aytar Caddesi Başlık Sokak

აი ამ მისამართზე და ზოგადად მაინტერესებს ვთქვათ ტაქსი რა ღირს, სასტუმრო თუ ვინმემ იცით იმდენად ახლოს რომ ძვირი არ იყოს და ფეხითაც შეიძლებოდეს მისვლა. ან კვება რა ღირს. ერთი სიტყვით სტამბოლის არ ვიცი არაფერი და თუ ვინმე დამეხმარება მადლობელი ვიქნები. და კიდევ რა ადგილების მონახულებას მირჩევდით? ფულშიც რომ არ გავიწეწო და ახლოსაც იყოს რა

Posted by: sonex2009 23 Apr 2015, 23:02
გამარჯობათ აგვისტოში სტამბულში ვაპირებთ წასვლას 4 ვართ და გვინდა ბინა ვიქირაოთ რო იაფათ გამოვიდეთ სასტუმრო გაგვწეწავს და მიტჩიეთ რა რამე

Posted by: OFYK 25 Apr 2015, 14:52
თუ ვინმე ხართ სტამბულში ერთ დოლარს რამდენ ლირად ვიყიდი ლეგიძლიათ მითხრათ?

Posted by: geor-gien 26 Apr 2015, 21:45
ატლასჯეტის საიტზე ნაყიდ ბიკეთებს ონლაინ ჩექინი სჭირდება?

სტამბულიდან მარმარისში ჩასვლის რა საშუალებებია და სად შეიძლება ვნახო ფასები?

Posted by: irusha 27 Apr 2015, 12:24
akkai

ტაქსიმი გადავწყვიტეთ მაინც.. smile.gif))

დილით ღირსშესაანიშნაობებს მოვივლით და საღამოს გადავინაცვლებთ კლუბებზე..

თან დაგვხვდებიან იქ და სანერვიულოც აღარ არის გოგოების ბოდიალის თემა.. smile.gif))


მადლობა 2kiss.gif

Posted by: geor-gien 27 Apr 2015, 12:27
მარმარას კუნძულზე ყოფილხართ ვინმე? იქნებ მირჩიოთ ღირს იქ ჩასვლა?

Posted by: dato_dato 30 Apr 2015, 12:36
QUOTE
თუ ვინმე ხართ სტამბულში ერთ დოლარს რამდენ ლირად ვიყიდი ლეგიძლიათ მითხრათ?

და ხომ არ იცით ბენზინი რა ღირს ამჟამად??

Posted by: progresi 4 May 2015, 19:47
2 რამეში დამეხმაეთ რა. მითხარით კარგი საშოპინგო ადგილები სად ვნახო სტამბოლში. და ზღვის სანაპიროზე გასასეირნებლად რა ადგილებს მირჩევდით?

Posted by: irusha 5 May 2015, 11:13
QUOTE
2 რამეში დამეხმაეთ რა. მითხარით კარგი საშოპინგო ადგილები სად ვნახო სტამბოლში. და ზღვის სანაპიროზე გასასეირნებლად რა ადგილებს მირჩევდით?

დაეხმარეთ ადამიანს, საშოპინგო ადგილების პოვნაში user.gif

Posted by: akkai 5 May 2015, 11:32
irusha
progresi
ტაქსიმზე არ გირჩევთ:
უაზრო გაწელილი ფასებია და არცევანი არ არის დიდი:

2 ცალი დიდი შოპინგ ცენტრი ვიცი, მაგრამ სახელი არცერთის არ მახსოვს:

ორივე ერთმანეთის გვერდითაა:
მეტროს სადგურებიდან ადიხარ პირდაპირ:


Posted by: ივანიჩ 5 May 2015, 11:46
progresi
ინფო სავაჭრო მოლების შესახებ : http://www.istanbulview.com/top-10-istanbul-shopping-malls/

Posted by: dato_dato 5 May 2015, 12:02
irusha
QUOTE
დაეხმარეთ ადამიანს, საშოპინგო ადგილების პოვნაში

2 შოპინგ მოლია ახლოახლოს ერთი სასტუმრო კრაუნპლაზასთან E80 ავტობანის პირას ხიდზე რომ გადახვალ საბერძნეთიდან საქართველოსკენ მომავალ გზაზე მარჯვენა მხარეს მაგ ადგილს მგონი სულთანახმედი ქვია თუ არ მეშლება

Posted by: irusha 5 May 2015, 13:18
სუპერ თემაა რა, მადლობების კორიანტელი <3 <3 <3

Posted by: progresi 5 May 2015, 17:32
akkai
აქ იმდენი მეტროა რომ სად გინდა ნახო?

Posted by: geor-gien 5 May 2015, 18:21
სტამბოლთან ახლოს მდებარე კუნძულებზე რისი თქმა შეგიძლიათ? რომელს ჯობია რომ ესტუმროს ადამიანი დასათვალიერებლად, გასართობად და თუნდაც საცურაოდ?

Posted by: JCH 7 May 2015, 02:17
ვინმემ თუ იცით, სტამბოლიდან ანტალიამდე მატარებელი მოძრაობს?

რუკაზე ვერ ვნახე და მგონი საერთოდ არ დადის მატარებელი ანტალიაში

Posted by: Franziskaner 11 May 2015, 11:14
სიგარეტის წაღება საქართველოდან ჯობია ჰო? 1 ბლოკს(10 კოლოფი) გადავიტან?

Posted by: JCH 12 May 2015, 02:45
Franziskaner

კი გადაიტან

იქ ორჯერ ძვირი ღირს

Posted by: Franziskaner 12 May 2015, 09:35
JCH

ჰოო, ვნახე ფასები, რა ძვირი ყოფილა...

მადლობა!

http://www.radikal.ru

Posted by: tchritcho 13 May 2015, 14:38
QUOTE
2 რამეში დამეხმაეთ რა. მითხარით კარგი საშოპინგო ადგილები სად ვნახო სტამბოლში. და ზღვის სანაპიროზე გასასეირნებლად რა ადგილებს მირჩევდით?

სისლიზე რაღაც მოლია İstanbul Cevahir და იქ ვიყავი საშოპინგოდ მაგრამ სიძვირეა, მაგ: ნიუბალანსები იყიდა ჩემმა მეგობარმა 176 ლირად აქ რა ღირს არ ვიცი, მოკლედ იაფობა მარტო აოუტლეტებშია და H&M-ში რომელიც ტაქსიმზეა...
კვებაც ძვირია საკმაოდ,
30 ლირა - აია სოფია, 20- ცისტერნა ბაზილიკა, 30 ტოპკაპის სასახლე, ლურჯი მეჩეთი უფასოა, ბოსპორის ტური ბორანით 12 ლირა,
ტაქსიც ძვირია, მეტროტი და ტრამვაიტ მოზრაობა მარტივი და იაფია

Posted by: Ratatat 13 May 2015, 15:17
მარტო id ბარათით თვითმფრინავით ვერ წავალ სტამბოლში?-

Posted by: teo-teokuna 13 May 2015, 16:28
Ratatat

წახვალ.. წახვალ... წახვალ.....



Posted by: JCH 13 May 2015, 17:57
ვინმე თუ იქით ხართ, დოლარის კურსი რამდენზეა? 2.7?

Posted by: tchritcho 13 May 2015, 18:16
JCH
100 დოლარად ვიყიდე 260 ლირა ტუ სწორად მახსოვს ტაქსიმზე

Posted by: Ratatat 13 May 2015, 20:34
teo-teokuna

მადლობა...მადლობა....მადლობა..

Posted by: Nini999 21 May 2015, 23:14
გამარჯობა, მოკლედ ვისაც ცოტახანი გიცხოვრიათ სტამბულში იქნებ დამეხმაროთ smile.gif მამიდაჩემი ცხოვრობს და ჩამოდიო მეუბნება თვითონ კარგად არის მაგრამ თუ ჩავალ ცალკე უნდა ვიცხოვრო რადგან ქმარი და შვილი მყავს.. არ მინდოდა აქამდე რადგან თურქები დიდად არ მეხატება გულზე და არმინდა ბავშვი თურქებთან ერთად იჯდეს ბაღში.. ეხლა მითხრეს რომ არის სტამბულში ისეთი უბანი სადაც მარტო ჩამოსულები არიანო და თურქები საერთოდ არ არიან იქო ხოდა დავინტერესდი ვინმეს თუ გაქვთ რამე ინფორმაცია იქნებ დამეხმაროთ love.gif და ზოგადად მაინტერესებს როგორი ცხოვრებაა, სამუშაო ადგილები, ხელფასები, ბაღები და ა.შ. დიდი მადლობა წინასწარ :*:*

Posted by: akkai 22 May 2015, 00:44
QUOTE
სადაც მარტო ჩამოსულები არიანო და თურქები საერთოდ არ არიან იქო

Nini999
ეს სავარაუდოდ ის უბანია სადაც დიპლომატების ოჯახები და სხვადასხვა საერთაშორისო მისიებში დასაქმებული უცხოელები რომ ცხოვრობენ:

ეგ უბანი პრესტიჯულად ითვლება და შესაბამისად საკმაოდ ძვირია მანდ სახლის ქირაობა

Posted by: JCH 22 May 2015, 00:51
QUOTE
არმინდა ბავშვი თურქებთან ერთად იჯდეს ბაღში..


facepalm.gif

facepalm.gif facepalm.gif

facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: turebige 22 May 2015, 14:52
შოპინგ ტური სტამბოლში
https://www.turebi.ge/tours_out&id=5585#content

Posted by: Nini999 22 May 2015, 20:46
akkai
გიცხოვრია შენ სტამბულში?
JCH
რა მოხდა?

Posted by: ფრანკო 23 May 2015, 14:38
ძაან კარგი ქალაქია, სტამბული.

რამოდენიმე ადამიანმა მითრა რომ არ მოეწონათ, მაგრამ მე პირიქით ძალიან ვისიამოვნე ამ ქალაქით.
აქსარაიზე ვცხოვრობდი, სასტუმროში
მარტო მეტრო და ტრამვაით უნდა იმოძრაო, ტაქსით მოძრაობა საკმაოდ ძვირია
ხალხი საკმაოდ მეგობრულია და ვინც ინგლისური იცის ის სულ გეხმარება
ადგილობრივ ქართველებს ცოტა მოერიდეთ
დოლარის კურსი ტაქსიმზე არის ყველაზე კარგი.

მთიანი მოგზაურობის მოყოლა ძალიან მეზარება მაგრამ 5 დღე ვიყავი და ძალიან მაგრა გავერთე, გალათა თაუერის გარდა ყველაფერი ვნახე, ისიც ერთი დღით ჩაკეტილი იყო და ვერ შევძელი მისვლა, ბოსფორზე ტური მაგრად ასწორებს, მე გემის კაპიტანთან ერთად წინ დავჯექი კაიუტაში და საკმაოდ კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა, ინგლისურიც იცოდა და ძალიან ბევრი რამე მომიყვა თურქეთზე. ტურზე ვიცნ წახვალთ კონრკეტული ადგილი არ მახსოვს, მაგრამ იკითხეთ და გეტყვიან საიდან გადის გემები იქ მიდით პირდაპირ 20 ლირა გადავიხადე 3 საათიან ტურში და ტაქსიმზე იგივე ტური 80 ლირამდე ღირდა.

Posted by: Kotika16 23 May 2015, 20:52
QUOTE (ფრანკო @ 23 May 2015, 14:38 )
ძაან კარგი ქალაქია, სტამბული.

რამოდენიმე ადამიანმა მითრა რომ არ მოეწონათ, მაგრამ მე პირიქით ძალიან ვისიამოვნე ამ ქალაქით.
აქსარაიზე ვცხოვრობდი, სასტუმროში
მარტო მეტრო და ტრამვაით უნდა იმოძრაო, ტაქსით მოძრაობა საკმაოდ ძვირია
ხალხი საკმაოდ მეგობრულია და ვინც ინგლისური იცის ის სულ გეხმარება
ადგილობრივ ქართველებს ცოტა მოერიდეთ
დოლარის კურსი ტაქსიმზე არის ყველაზე კარგი.

მთიანი მოგზაურობის მოყოლა ძალიან მეზარება მაგრამ 5 დღე ვიყავი და ძალიან მაგრა გავერთე, გალათა თაუერის გარდა ყველაფერი ვნახე, ისიც ერთი დღით ჩაკეტილი იყო და ვერ შევძელი მისვლა, ბოსფორზე ტური მაგრად ასწორებს, მე გემის კაპიტანთან ერთად წინ დავჯექი კაიუტაში და საკმაოდ კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა, ინგლისურიც იცოდა და ძალიან ბევრი რამე მომიყვა თურქეთზე. ტურზე ვიცნ წახვალთ კონრკეტული ადგილი არ მახსოვს, მაგრამ იკითხეთ და გეტყვიან საიდან გადის გემები იქ მიდით პირდაპირ 20 ლირა გადავიხადე 3 საათიან ტურში და ტაქსიმზე იგივე ტური 80 ლირამდე ღირდა.

ემინომუდან გაყევი ბოსფორტურს ? პრინცის კუნძულებზე ხომ არ იყავი ?

Posted by: sony2005 23 May 2015, 22:22
QUOTE
არმინდა ბავშვი თურქებთან ერთად იჯდეს ბაღში..

biggrin.gif
ჩემი რჩევა 9ქნება თურქს არადა ქართველს მოარიდე რამდენადაც შეძლებ lol.gif

Posted by: Bloomy 23 May 2015, 22:45
გამარჯობა
***************
რამოდენიმე დღით მივდივარ სტამბულში sisli-ში. ახლომახლო ძვირფასი სამკაულების შეძენა სად შეიძლება? გრანდ ბაზარი ძალიან შორსაა? და ღირს თუ არა წასვლა

Posted by: Nini999 24 May 2015, 18:57
sony2005
ჰაჰაჰა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif მაგიტო მინდა წავიყვანო აქედან მარა არც თურქები მეხატება გულზე biggrin.gif ეხლა იტალიაში მივდივარ და ვნახავ იქაც სიტუაციას იმედია სადმე გავაღწევთ სამუდამოდ biggrin.gif

Posted by: tako44 27 May 2015, 10:21
წავიდოდი, გადავიკარგები სტამბოლის რომელიმე მიყრუებულ ქუჩაში. დეპრესია მიტევს აშკარად! sad.gif
ზაფხულში რა და სექტემბრის დასაწყისში ფასები როგორია სასტუმროების? იქნებ სამი დღით მაინც გავაღწიო.

Posted by: irusha 28 May 2015, 16:25
QUOTE
არმინდა ბავშვი თურქებთან ერთად იჯდეს ბაღში..


+1 ფეისპალმი.. smile.gif)


________________________

ე.ი ხვალ მივდივარ bis.gif როგორც იქნა.. <3

ერთსაც გკითხავთ და მეტს აღარ შეგაწუხებთ.. user.gif
ფულზე რა ვქნა, დოლარი წავიღო, ლირა.. სად დავახურდავო და ა.შ.






Posted by: Tianshan 28 May 2015, 23:07
გამარჯობა, მე ვარ სტამბულში ამჟმად და გირჩევ, რომ დოლარი წამოიღო რადგან აქ უკეთეს კურსში დაახურდავებ, უბრალოდ ეცადე რომ საქართველოდან 40-50 ლირა გედოს რადგან აეროპორტში საკომისიოს იღებენ დახურდავების დროს !!! რაც შეეხება ქალაქში დახურდავებას პრობლემა არ შეგექმნება უამრავი პუნქტია

Posted by: feeling good 1 Jun 2015, 09:51
ბავშვებო თქვენი დახმარება მჭირდება smile.gif

გოქჩენის აეროპორტიდან როგორ უნდა მოვხვდე Sirkeci Fatih ამ უბანში? რა ნომერი ავტობუსი მიდის? smile.gif დამაკვალიანეეთ

Posted by: Time2Travel 3 Jun 2015, 15:37
ანატლია/თურქეთი სრული პაკეტი-243 $-იდან
მოგზაურობის პერიოდი
13/06/15-19/06/15
Aktas Hotel 3*-243 $
IMEROS HOTEL 3*-253 $
HOTEL ARES 3*-263 $
AKASIA RESORT HOTEL 3*-263 $
SUNMERRY HOTEL 4*-284 $
GALAXY BEACH HOTEL 4*-297 $
ARMA'S RESORT HOTEL 5*-377 $
ACG HOTELS PALACE FAMILY 5*-380 $
სასტუმროების შესარჩევად და კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს.
ტელ:2907-307
599582002
მის: ჯანაშიას N

Posted by: feeling good 4 Jun 2015, 12:44
QUOTE (feeling good @ 1 Jun 2015, 09:51 )
ბავშვებო თქვენი დახმარება მჭირდება smile.gif

გოქჩენის აეროპორტიდან როგორ უნდა მოვხვდე Sirkeci Fatih ამ უბანში? რა ნომერი ავტობუსი მიდის? smile.gif დამაკვალიანეეთ

ჰელფ smile.gif ტაქსი როგორც ვიცი ძალიან ძვირი ჯდება

Posted by: Pac. 19 Jun 2015, 17:23
ხალხო სტამბულში მინდა წასვლა და ზაფხულის რომელ პერიოდში მირჩევთ წასვლას??? smile.gif აგვისტოში ცხელა ძაან?
ახალგაზრდები, კარგი გართობის მოყვარულები ვაპირებთ და რომელ ქუჩაზე გვირჩევთ ბინის ან ჰოსტელის მოძებნას? იაფიც რო იყოს რა user.gif

Posted by: Betforlife 19 Jun 2015, 17:28
Pac.
sultanahmedze an zed taximzec shegizliat tu axalgazrdebi xartt

Posted by: limpompo 21 Jun 2015, 05:41
ივანიჩ
ბევრი ინფო გიწერია ამ ქალაქზე და იქნებ მითხრა ეს ორი აეროპორტჯ რა დაშორებითაა ერთმანეთთან და რითი წავალ ერთიდან მეორემდე?

Posted by: ივანიჩ 21 Jun 2015, 12:18
limpompo
საკმაოდ შორსაა
60 კმ დაახლოებით
წასვლა ალბათ ტაქსი იქნება ყველაზე მოსახერხებელი

Posted by: limpompo 21 Jun 2015, 16:22
ივანიჩ
და კიდევ ორი შეკითხვა რა ენაზეა კომუნიკაცია შესაძლებელი ტაქსისტებთან და ქუჩაში და რა ჯდება დაახლოებით ტაქსი და შევაჭრება თუა შესაძლებელი?

Posted by: Betforlife 21 Jun 2015, 17:35
limpompo
sul unda sheevachro rom getyvis 30ss utxari 10 ... da tanxa yoveltvis sheecado ise miacodo rom xurda ar kondes dasabrunebeli ramdenimejer shevutanxmdi cinascar da 50 iani rom mivacode naklebi momca xurda vidre mekutvnoda chxubs magattan azri ar akvs da davrhi ise

Posted by: ივანიჩ 21 Jun 2015, 19:12
limpompo
კი მოსულა შევაჭრება, ინგლისურად შეგიძლია თუმცა ყველა ვერ ქაჩავს
სასტუმროში ხომ იქნებით და იქ მისაღებში შეგიძლიათ სთხოვოთ ტაქსის გამოძახება, შეიძლება უფრო იაფი იყოს wink.gif

Posted by: limpompo 21 Jun 2015, 23:04
Betforlife
ივანიჩ
მადლობა იმედია არ დავიკარგები
ისე მე გერმანულად მირჩევნია ყველაფერი

Posted by: ll1992 22 Jun 2015, 22:05
ვინც იცით მირჩიეთ რააა, მანქანით ვაპირებ წასვლას თურქეთშიი, სარფიდან მოყოლოებული სტამბულამდე სად არის ნორმალური ადგილი.სადაც შეიძლება გავჩერდე მეუღლესთან ერთად,?? აკვა პარკები მხოლოდ სასტუმროებს აქვს? ანუ ცალკე არ არის?

Posted by: Betforlife 22 Jun 2015, 22:11
ll1992
tanjvaaa 3jer viyavi da sjobs gadafrindeee ....

Posted by: ll1992 22 Jun 2015, 23:23
Betforlife
რავიცი ქმარმა უმანქანოდ რა ვაკეთოთო.

Posted by: Betforlife 23 Jun 2015, 00:39
ll1992
pirikit gacamdebit sjobs ik ikiravot mankana upro iapic dagijdebat da navigatoric ekneba rom ar aibnet kalakshi

Posted by: sus 30 Jun 2015, 14:56
feeling good

E10 ავტობუსით წახვალ ბოლო გაჩერებამდე (ქადიქოიში) და ბორანით გადახვალ სირქეჯიში. დაგიჯდება სულ 7 ლირამდე wink.gif

Posted by: სემირამიდა 1 Jul 2015, 00:45
ჰეელპ ჯანდაბა
თვითმფრინავმა გამომასწრო დღეს sad.gif(((

თანხაც არ დამიბრუნეს ფასდაკლებით მქონდა ნაყიდი

ხვალ ავტობუსით უნდა წავიდე და რა ღირს არ იცით სტამბოლი -თბილისიიი რო არ გამწეწონ რო ვიცოდე რა sad.gif(((

რაღაც სადგრუს მივაგენი საიდანაც გამოდიან ოტოგარია მეტროსადგური და იქედან და თუ სადმე იცით სხვა და ნორმალური ეგეც დამიწერეთ რაა პლზჰელპ

პრინციპში ხვალ დილამდე აქ რო ვინმე შემოვა და რამეს მომწერს არ მაქვს დიდი იმედი sad.gif( მარა ნუუ მაინც დავწერე იქნება და....

Posted by: donkosta 1 Jul 2015, 11:43
სემირამიდა
40$ არ ღირს ავტობუსები?

ll1992
QUOTE
tanjvaaa 3jer viyavi da sjobs gadafrindeee ....

yes.gif
მანქანით რა უდნა აკეთო კაკ რაზ smile.gif


sus
QUOTE
E10 ავტობუსით წახვალ ბოლო გაჩერებამდე (ქადიქოიში) და ბორანით გადახვალ სირქეჯიში. დაგიჯდება სულ 7 ლირამდე

ეს ცოტა დეტალურად რა smile.gif

საბიჰადან ტაკსიმზე როგორ მოვხვდე ფაბლიქ ტრანსპორტიტ მაინტერესებს

Posted by: Betforlife 1 Jul 2015, 12:02
სემირამიდა
aqsaraishi midi ortogaydan mgoni ar gamodis nu me clinaxevris cin camovedi da ar iyo ortogaydan mashin ...50 $ girda

Posted by: sus 1 Jul 2015, 18:29
donkosta
აეროპორტის წინ არის ავტობუსების გაჩერება. დაელოდები E10 ნომერს რომელიც მიდის ქადიქოიში, ღირს 3.8 თუ რაღაც ეგრე 4 ლირამდე. თუ უფრო კომფორტულად გინდა სერვისის ავტობუსები დგას ხოლმე გაჩერებასთან 10-12 ლირა ღირს, იგივე ადგილას მიდის ქადიქოიში. ქადიქოიში არისს სადგური საიდანაც გადის ბორნები,ავტობუსები, მარშუტკები. ტაქსიმზე პირდაპირ მიგიყვანს ყვითელი მარშუტკა (სარი დოლმუშ ქვია), გრიალ გრიალით მიგიყვანს 6-7 ლირად smile.gif ზუსტი თანხა არ ვიცი 6 ღირდა და გაძVირდა შეიძლება. ტაქსიმამდე ყველაზე იაფი გზა ესაა.

Posted by: lonelydreamer 2 Jul 2015, 00:11
გამარჯობა,
საცხოვრებლად მინდა წასვლა სტამბულში ან ანტალიაში სად მირჩევდით დასახლებას 1-2 წლით?
და დაახლოებით ბინის ფასები რამდენია?
ბევრი ბევრი გასართობი ადგილები და ა.სშ აუცილებელი ფაქტორი

მადლობთ

Posted by: donkosta 3 Jul 2015, 12:14
sus
მადლობა smile.gif
E11 სჯობს მგონი, კადიქოიში მიდის პირდაპირ
იქიდან ვაპირებ ბორნით კაბატაში და შემდეგ მეტროთი smile.gif)

sus
QUOTE
ტაქსიმზე პირდაპირ მიგიყვანს ყვითელი მარშუტკა (სარი დოლმუშ ქვია), გრიალ გრიალით მიგიყვანს 6-7 ლირად  ზუსტი თანხა არ ვიცი 6 ღირდა და გაძVირდა შეიძლება. ტაქსიმამდე ყველაზე იაფი გზა ესაა.

აუ არა მარშუტკებიდ ა ეგეთები არ ღირს smile.gif

ყველაზე მოკლე დ აიაფი არის პირდაპირი ავტობუსი ტაკსიმზე 14 ლირა ღირს, მაგრამ ეხლა იაფს არ ვეძებ, მაინტერესებს ბორნები და მეტროები smile.gif

Posted by: sus 3 Jul 2015, 15:26
donkosta
E11 და E10 პირდაპირ ქადიქოიში ორივე smile.gif

მაშინ ქადიქოიდან გადახვალ ბორნით ან კაბატასში ან ქარაქოიში და იქიდან ტაქსით smile.gif

მეტრო არაა არც კაბატაშთან არც ქარაქოისთან.

ისტიკლალზე თუ ახვალ მეტროთი და იქიდან ფეხით მაშინ. თუ ისტიკლალის მეტროს გადაწყვიტავ მაშინ ქარაქოიში უნდა გადახვიდე უფრო ახლოსაა

Posted by: mayans 3 Jul 2015, 17:17
მე რომ მევასება მანქანით სიარული პრობლემა ჩემშია? არანაირ დაღლას არ ვგრძნობ lol.gif
ნუ მთავარია არ დასივდე იმდენი ჯდომისგან :დ

Posted by: Pac. 3 Jul 2015, 17:51
აგვისტოს დასაწყისში მინდა გადაფრენა სტამბულში და მირჩიეთ რა იაფად ბილეთები...
პეგასუსით 200ევრო მიჯდება ... user.gif

Posted by: feeling good 4 Jul 2015, 16:00
sus

მადლობა ინფორმაციისთვის

9-ში მივფრინავ და ემოციებში ვარ biggrin.gif

ე.ი E11 ან E10 ავტობუსით ქადიქოიში, შემდეგ ქადიქოიდან ბორნით ემინონუზე და იქიდან ნუ ფეხით მოვხვდები გულჰანესზე

ჰავატაშ ავტობუსებზე რას იტყვით? smile.gif
* * *
feeling good
QUOTE
sus მადლობა ინფორმაციისთვის 9-ში მივფრინავ და ემოციებში ვარ ე.ი E11 ან E10 ავტობუსით ქადიქოიში, შემდეგ ქადიქოიდან ბორნით ემინონუზე და იქიდან ნუ ფეხით მოვხვდები გულჰანესზე ჰავატაშ ავტობუსებზე რას იტყვით?

ასევე მაინტერესებს სად ჯობია ლირების ყიდვა აქ თუ იქ?

Posted by: lonelydreamer 7 Jul 2015, 13:55
გამარჯობა, სტამბოლში მცხოვრები თუ ხართ აქ ვინმე გთხოვთ შემეხმიანეთ 1-2 კითხვა მაქვს.

Posted by: operis achrdili 8 Jul 2015, 16:47
feeling good
QUOTE
ასევე მაინტერესებს სად ჯობია ლირების ყიდვა აქ თუ იქ?

50 ლირა წაიღე აქედან მაინც. 42 ლარი დაგიჯდება თბილისში. გუშინ ჩამოვფრინდი სტამბულიდან და ტაქსიმზე 100 დოლარი 266 ლირა ღირს. დანარჩენი იანგარიშე და შენ თვითონ გადაწყვიტე.
იქნებ ვინმე შენიანს სტამბულის სამგზავრო ბარათიც აქვს და გათხოვოს, ათა თურქის აეროპორტიდან მეტროთი იაფად გადაადგილდები, ბარათით 2 ლირა დაგიჯდება, ისე ოთხი, თუ გადაჯდომა დაგჭირდა სხვა ხაზზე ხელახლა უნდა გადაიხადო.

Posted by: feeling good 8 Jul 2015, 20:05
operis achrdili

მე დღეს მივფრინავ, რამდენი ხანია მინდოდა სტამბული და აი დადგა ნანატრი დღე love.gif
აჰა ანუ იქ ჯობია გადახურდავება, 60 ლირა კი მაქვს დასაწყისისთვის smile.gif აი ბარათის ყიდვა მომიწევს სამწუხაროდ არავის აქვს, თან ორნი ვართ, ფასდაკლება ალბათ ერთი ბარათით ერთ ადამიანზეა ხომ?

Posted by: bugalteri2 8 Jul 2015, 20:41
feeling good
QUOTE
ფასდაკლება ალბათ ერთი ბარათით ერთ ადამიანზეა ხომ?

ერთი ბარათით შეგიძლიათ ორივემ ისარგებლოთ, მაგრამ ფასდაკლებას მარტო ერთზე გააკეთებს

Posted by: ll1992 11 Jul 2015, 23:35
22 ში მივდივართ მე და ჩემი მეუღლე. სად გავჩერდეთ ისიც არვიცით.. სულთან აჰმედზე რომ ვიქირავოთ ბინა ძვირი დაგვიჯდება 1 თვე? სანაპირო თუ აქვს ახლოს? არვარ ნამყოფი და საერთოდ არვიცი არაფერი.. პლზზ ჰეეელფ

Posted by: სემირამიდა 12 Jul 2015, 00:10
მადლობა ხალხ გამოხმაურებისთვის :-*


გამოვაღწიე და ჩამოვაღწიე მთელი სტამბული თუ არა ტრამვაის და ბორნის ასავალ-დასავალი სადგურები და მთავარი ადგილები სულ ზეპირად ვიცი უკვე biggrin.gif biggrin.gif


ერთხელ თუ წავალ კიდე რაღაც -რაღაცეები დამრჩა სანახავი თორე ჩემი ფეხი აღარ იქნება მანდ მეტი vik.gif



ll1992
QUOTE
22 ში მივდივართ მე და ჩემი მეუღლე. სად გავჩერდეთ ისიც არვიცით.. სულთან აჰმედზე რომ ვიქირავოთ ბინა ძვირი დაგვიჯდება 1 თვე? სანაპირო თუ აქვს ახლოს? არვარ ნამყოფი და საერთოდ არვიცი არაფერი.. პლზზ ჰეეელფ



ბანძი სასტუმრო ტოპ-კაპის და აია-სოფიას მიმდებარედ 30 დოლარი მაინც არის ( თუ წინასწარ არ დაჯავშნი თან) და ნუ ისე 50 დოლარიდან იწყება

თუ დაჯავშნი რავი ნახე კაი ვარიანტები

მე თუ მკითხავს კაცი უკვე მანდ აღარ ავიღებდი ტაქსიმისკენ ვარჩევდი მანდ ჭამაც ისეთი ძვირია და ყველაფერი საერთოდ რომ 3 დღეში 400 დოლარი დავხარჯე :დ


მოკლედ ცოტა მოშორებით ჯობია დაცხოვრება და ტურისტულებში მისვლა ყველაზე ადვილია smile.gif

Posted by: teo-teokuna 12 Jul 2015, 02:32
სემირამიდა

400 დოლარი რაში დახარჯე 3 დღეში? (თუ საიდუმლო არაა)


Posted by: IuzerNeimi 12 Jul 2015, 10:28
QUOTE (Nini999 @ 21 May 2015, 23:14 )
გამარჯობა, მოკლედ ვისაც ცოტახანი გიცხოვრიათ სტამბულში იქნებ დამეხმაროთ smile.gif მამიდაჩემი ცხოვრობს და ჩამოდიო მეუბნება თვითონ კარგად არის მაგრამ თუ ჩავალ ცალკე უნდა ვიცხოვრო რადგან ქმარი და შვილი მყავს.. არ მინდოდა აქამდე რადგან თურქები დიდად არ მეხატება გულზე და არმინდა ბავშვი თურქებთან ერთად იჯდეს ბაღში.. ეხლა მითხრეს რომ არის სტამბულში ისეთი უბანი სადაც მარტო ჩამოსულები არიანო და თურქები საერთოდ არ არიან იქო ხოდა დავინტერესდი ვინმეს თუ გაქვთ რამე ინფორმაცია იქნებ დამეხმაროთ love.gif და ზოგადად მაინტერესებს როგორი ცხოვრებაა, სამუშაო ადგილები, ხელფასები, ბაღები და ა.შ. დიდი მადლობა წინასწარ :*:*

ეს სტერეოტიპული აზროვნებაა... მეც ცუდი წარმოდგენა მქონდა თურქებზე ადრე. მაგრამ კარგი ხალხია. ჩვენზე ცუდები არ არიან, ყოველ შემთხვევაში. ცუდი ისე ყველგან გამოერევა... მე რამოდენიმე გავიცანი და ძალიან კარგი ხალხია ყველა ვინც შემხვდა...

Posted by: ll1992 12 Jul 2015, 15:32
სემირამიდა
შეგიძლია მითხრა გარეუბანში კონკრეტულად სადდ/ ? აზრზე არვარ არაფრის.. თან ვერ გადაგვიწყვეტია მანქანით წავიდეთ და სადმე ტრაბზოთან ,ვიქირაოთ რამე თუ გადავფრინდეთ სტამბულისკენ,, ისეთი ადგილი მინდა სანაპირო რომ იყოს თან ძალიან ახლოს sad.gif და მირჩიეთ რა რამეე სად არის ასეთი ადგიილიი sad.gif
* * *
სასტუმრო დავჯავშნე. მერე გაუქმება ვცადე და ვეღარ გავაუქმე, არ შეიძლებაოო,,, პრობლემა შემექმნება>?

Posted by: Librocubicularist 12 Jul 2015, 22:48
გამარჯობა, მეგობრებოო

ხომ არ იცით თბილისი-სტამბულის მიმართულებით მინივენის დაქირავება თუ შეიძლება და ვინმეს თუ გიმგზავრიათ ასე? მეგობრებს გვინდა წასვლა და ავიაბილეთებზე არ გვინდა ასე ძაან დავიხარჯოთ სამი დღისთვის user.gif user.gif

Posted by: სემირამიდა 16 Jul 2015, 17:09
teo-teokuna
QUOTE
400 დოლარი რაში დახარჯე 3 დღეში?

არა რა საიდუმლო smile.gif))

გზაში სასტუმროში კვებაში და ერთ–ორ სუვენირში :დ ჰო + მაგას თვითმფრინავი ცალკე smile.gif

ll1992
QUOTE
ადგილი მინდა სანაპირო რომ იყოს თან ძალიან ახლოს

მანდ ყველაგნ ბოსფორის ნაპირებია biggrin.gif

მტლად გარეუბანი არ გინდა მე მაგალითად ტრამვაის არეალში დავცოხვრებოდი ძალიან მოსახერხებელია . რომ ჩახვალ დაჯექი და დაათვალიერე ცენტრალური ადგილები. ან ისეთი აირჩიე სადაც მეტრო გადის და ადვილად ივლი ყველგან


Posted by: sus 16 Jul 2015, 17:32
teo-teokuna
ფულის დახარჯვას რა უნდა biggrin.gif თან სტამბულში

Posted by: feeling good 17 Jul 2015, 02:45
მე გუშინ ჩამოვედი და მართლაც რომ ძალიან ლამაზი და საინტერესოა, ისეთია მეორეჯერაც რომ სიამოვნებით წავალ და არ მომბეზრდება love.gif ხუთი დღე ვიყავი და არ მეყო biggrin.gif გულჰანეს გაჩერებასთან მქონდა სასტუმრო და მართლაც რომ იდეალური ვარიანტია, იქვეა ყველაფერი, ორი სამი წუთის სავალზე.
ფასებს რაც შეეხება ნამდვილად ძვირია biggrin.gif არ მოველოდი ესეთ სიძვირეს user.gif

Posted by: teo-teokuna 17 Jul 2015, 20:12
სემირამიდა

ნუ.. სასტუმროც თუ შედიოდა კიდევ კარგად დაგიხარჯავს...

Posted by: giorgi_psp3000 21 Jul 2015, 15:48
თურქეთში, სტამბოლში ან სხვა ქალაქში ყველზე იაფი ტური რომელ კომპანიას აქვს? 5 დღეზე ნაკლები რომ არ იყოს ისეთი.
ნორმალური პირობები რომ იყოს თან.

Posted by: teo-teokuna 22 Jul 2015, 11:25
giorgi_psp3000

ზღვაზე გინდა დასვენება თუ მოგზაურობა?



Posted by: MeGaLine 22 Jul 2015, 13:07
ფულის დახარჯვას რა უნდა 2800 დოლარი დავხარჯეთ 3 დღეში ორმა კაცმა smile.gif თან აქსარაიზე ძაან უაზროდ biggrin.gif

Posted by: giorgi_psp3000 22 Jul 2015, 14:17
teo-teokuna
ზღვაზე



Posted by: teo-teokuna 22 Jul 2015, 16:26
MeGaLine

მე 400 ლირა... სამ დღეში... მარტო ჭამაში და თან სულ მშიოდა... biggrin.gif biggrin.gif


უბრალოდ მაინტერესებდა, ვინმემ ჩემი რეკორდი თუ მოხსნა (ჭამის biggrin.gif )


giorgi_psp3000

მაშინ სტამბოლი არ გინდა...


good travel-ს ჰქონდა რაღაც აქციები ფეისბუქზე ვნახე იმ დღეს.. აგვისტოსთვის ნორმალური ფასები იყო... ზოგადად, ძალიან ძვირია ახლა ყველაზე ცხელი პერიოდია...

ხო და კიდევ turi.ge -ს აქვს დიდი ბაზა როგორც ვიცი...

travel shop ამ ტურისტულის კმაყოფილი ვარ კიდევ... ფასები ერთი და იგივე სასტუმროები ამ ბოლოს უფრო იაფად ჰქონდა ვიდრე turi.ge -ს... ამიტომ გირჩევნია შეარჩიო რამდენიმე სასტუმრო და გადაამოწმო ფასები სხვადასხვა ტურისტულთან...

Posted by: giorgi_psp3000 22 Jul 2015, 16:53
teo-teokuna
მადლობა
მაგ საიტებს გადავხედე უკვე გაძვირებულია ფასები $370- ზე ნაკლები არცერთი ტური არ ღირს

2 კვირის წინ იყო $280 ად იყო რომელიღაც ქალაქი 1 კვირა 12 ივლისიდან 19 მდე
380 ლარად ვნახე რომლიღაც ტური მარა ის რა იქნება წარმოდგენაც არ მინდა biggrin.gif

თითონ თურქული სასტუმროები რომ ვნახო ინტერნეტში, ამათ ტურებზე იაფი არ გამოვა?

Posted by: teo-teokuna 23 Jul 2015, 09:14
giorgi_psp3000

არ მგონია, ტურისტულებს სრულ პაკეტებს და აქციებს სთავაზობენ ხოლმე და მაგიტომ არის იაფი...


ხოდა... რა შეგიძლია იცი? სპეც. ოფერს დაელოდო... ჩემი მეგობრები ახლა მაგას ელიან biggrin.gif


თუ შეგიძლია მასე, ერთი-ორი დღით ადრე იდება ხოლმე ფასდაკლებული ტურები, ჯგუფი რომ ვერ ივსება, თვითღირებულებით გვთავაზობენ ტურისტულები... მაგ შემთხვევაში გაქვს იაფი ტურის ყიდვის შესაძლებლობა... tongue.gif


370$ არ არის ძვირი იმასთან შედარებით, რა ფასებსაც მე ვხედავ... რომელი ტურისტულია ეგ და რა ადგილი?

Posted by: giorgi_psp3000 23 Jul 2015, 16:27
teo-teokuna
QUOTE

იდეალური დასვენება ანტალიაში, 25 ივლისიდან - 1 აგვისტომდე
Las Palmeras Hotel 3* – 326$

ესაა 370$ მახსოვდა რატომღაც
ALLTOURS
ფეისბუქის გვერდი აქვთ საიტი არა

Posted by: coroline 23 Jul 2015, 17:10
Early Bird Discount!!
ახალი წელი სტამბულში!
31.12-02.01
ფასი: 165 ევრო!
ღირებულებაში შედის:
*ავიაბილეთი თბილისიდან ათათურქის აეროპორტში 2 გზა;
* სასტუმრო 2 ღამე სტამბულის ცენტრში-Antea Hotel 4*;
* საუზმე;
* ბარგი;
* სამოგზაურო დაზღვევა.

რას მირჩევთ ღიირს ამ პერიოდში სტამბულში წასვლა?

Posted by: Pac. 23 Jul 2015, 17:39
feeling good
QUOTE
გულჰანეს გაჩერებასთან მქონდა სასტუმრო და მართლაც რომ იდეალური ვარიანტია, იქვეა ყველაფერი, ორი სამი წუთის სავალზე.

სასტუმრო რა დაგიჯდა თუ საიდუმლო არ არის, დაახლოებით მანდ მინდა ჩასვლა და ვეძებ სასტუმროს და ფასებს....
ისეთი სურათი დადე ნერწყვები წამომივიდა, მაგ წამებში დავიკარგებოდი........ biggrin.gif

Posted by: feeling good 23 Jul 2015, 19:00
Pac.

2 კაციანი ნომერი ხუთი ღამე დამიჯდა 170 ევრო, ლირებში გადავიხადე 515 ლირა, ცოტა დაბალი კურსით დამითვალა smile.gif

Gulhane corner hotel wink.gif


Posted by: G_saxva 29 Jul 2015, 12:24
საშვალოზე მაღალი დონის სასტუმრო ძვირი ჯდება? დაახლოებით 4*

Posted by: wrupa 29 Jul 2015, 23:00
გამარჯობააათ smile.gif)))
თქვენი დახმარების იმედი მაქვს.... smile.gif)))
თურქეთში მივდივააააარ.... ევეეეეთ biggrin.gif
სტამბულში არა სხვა ქალაქში ,თუმცა რამოდენიმე დღით სტამბულში მინდა ჩასვლაა... ჰოდა შეგიძლიათ მირჩიოთ სასტუმრო არა და ჰოსტელი???...სადაც ცხელი-ცივი წყალი იქნება, საწოლი და მეტს არ ვითხოვ არაფერს biggrin.gif
პლიიიიზ...
მადლობაააა

Posted by: nikato-nikato 30 Jul 2015, 02:48
იტოგში.

გოგჩენში მიწევს გაჩერება ღამე. 8 საათის განმავლობაში.

აი რა უნდა ვქნა რას მირჩევთ?

ქალაქში ვერ გავალ დილის 6 საათი იქნება და თან შორია ეს გოგჩენი. შიგნითაც ცუდი აეროპორტია sad.gif

დუთი ფრიები იქნება მაინც ან სტარბაქსი ? რო გავერთო ცოტა

Posted by: Avrora_ 30 Jul 2015, 07:45
ტერორიზმის საფრთხე არ გაშინებთ? ცოტა არ იყოს დავპანიკდი sad.gif

http://www.express.co.uk/news/world/594253/Turkey-Istanbul-tourists-Islamic-State-ISIS-bombs-public-transport-train-Foreign-Office

http://www.tzona.org/post/germania-thurqethis-khelisuflebas-stambulshi-mosalodneli-teraqtebis-shesakheb-afrthkhilebs

Posted by: Today 30 Jul 2015, 09:25
nikato-nikato
QUOTE
ქალაქში ვერ გავალ დილის 6 საათი იქნება და თან შორია ეს გოგჩენი. შიგნითაც ცუდი აეროპორტია 

დუთი ფრიები იქნება მაინც ან სტარბაქსი ? რო გავერთო ცოტა

გართობის რა გითხრა და დუთი ფრიები არის.

Posted by: sus 30 Jul 2015, 10:12
nikato-nikato
სტარბაქსიც არის
* * *
სავაჭღო ცენტრი არის აეროპორტთან ძალიან ახლოს VIAPORT ქვია . მაქს 10 ლირა გამოგართვას ტაქსმა. იქ შეგიძლია წასვლა თუ ძალიან მოგწყინდა smile.gif

Posted by: dato_dato 30 Jul 2015, 10:27
QUOTE
ტერორიზმის საფრთხე არ გაშინებთ? ცოტა არ იყოს დავპანიკდი 

2-ში მივდივარ მანქანით
facepalm.gif facepalm.gif

Posted by: lelukaa 30 Jul 2015, 16:11
nikato-nikato
QUOTE
VIAPORT

ძირითადად მაინც აუთლეთებია მაგ ცენტრში და საკმაოდ იაფია სხვა სავაჭრო ცენტრებთან შედარებით
მაგალითისთვის ლევისის მაღაზიაში სპორტული ფეხსაცმელი რომ ღირდა 109 ლირა, იგივე ისტიკლალზე და სხვა სავაჭრო ცენტრების ფილიალში ღირდა 159.
სტარბაქსი გაინტერესბედა და ეგეც მანდვეა smile.gif

მაისში ვიყავი 10 დღე და არ მეყო sad.gif
გავგიჟდი, გადავირიე სტამბოლზე, უკვე ვგეგმავ რომ შემოდგომაზე დავბრუნდე კიდევ 4-5 დღით მაინც. <3

Posted by: ramms01 2 Aug 2015, 16:27
გამარჯობათ, იციით რა მაინტერესებს რა ღირს ქუთაისიდან ან თუნდაც ბატუმიდან სტამბულამდე ბილეეთი ?

Posted by: JCH 7 Aug 2015, 11:27
რაღაც რეკლამები რო იყო, ქუთაისისად 30 ევროდ რო უნდა ეფრინა სტამბოლში

გაიმაზა ეგ თემა?

Posted by: feeling good 7 Aug 2015, 12:28
JCH

მე გავფრინდი ქუთაისიდან 35 ევროდ ერთი გზა smile.gif ოღონდ რაღაც კამპანია იყო, ატი წუთის მერე რომ შევედი საიტზე 60 ევრო მიჩვენა ბილეთი.

Posted by: JCH 7 Aug 2015, 13:33
feeling good

როდის?

Posted by: feeling good 7 Aug 2015, 13:35
JCH

9 ივლის გავფრინდი, ბილეთი ვიყიდე ივნისში

Posted by: lelukaa 7 Aug 2015, 16:09
მაისში ვიყავი მე თბილისიდან 40 ევროდ smile.gif

აი აქ ვიყიდე ბილეთები
http://www.edreams.com/

Posted by: ALL-IN 9 Aug 2015, 22:48
ხალხო სტამბულში ვინც ცხოვრობთ, თუ იცით სადმე თამაშები თუ არის ? ვიცი ოფიციალურად აკრძალულია, მაგრამ მაინც კლუბები არისო იატაკქვეშეთში smile.gif ხომ არ იცით შემთხვევით ეგეთი კლუბები?

Posted by: turebige 12 Aug 2015, 15:50
6 დღიანი ტური სტამბულში მწერალ ირაკლი კაკაბაძესთან ერთად https://www.turebi.ge/tours_out?id=8726#content

Posted by: Rockhound 13 Aug 2015, 01:59
კიდევ მინდა წასვლა smile.gif

ისე ბევრი ვერაფრის ნახვა მოვასწარი წინა ვიზიტზე. აღმოსავლეთ-დასავლეთის საინტერესო ნაზავია

Posted by: one_day- 14 Aug 2015, 20:17
სტამბოლში მინდა რაღაც ინდიკატორის ყიდვა და ვინმე თუ ხართ სტამბოლში რომ დაურეკოთ და ფასი გაიგოთ შეძლებთ? Nişantepe-ში არიან,

Posted by: konkretula 14 Aug 2015, 23:28
მე მივდივარ ერთ თვეში და უკვე ვეღარ ვითმენ ^_^

ორ ადამიანს დღეში 100 ლარი გვეყოფა? ანუ რო ვჭამო 1-2ჯერ, დავლიო რამე და სადმეც შევიდე.

თვითონ ღირსშესანიშნაობებში შესვლის ფასები სადმე შემიძლია ვნახო?

Posted by: teo-teokuna 17 Aug 2015, 16:11
konkretula

არ მგონია გეყოთ ორ კაცს 100 ლარი, დაახლოებით 120 ლირაა.. თითოს ასი ლარი კიდევ შეიძლება (ჭამა-სმა და სანახაობა)..


მუზეუმების ბარათებია 85 ლირა ღირს და თითქმის ყველა ღირსშესანიშნაობა შედის მაგ ფასში (დოლმაბახჩეს გარდა) 48 საათი გაქვს გამოყენების უფლება, თუ არ ვცდები, და მოსწრებადია... თუ ყველა სანახაობის ნახვა გინდა ძალიან გამოგადგება 50-60 ლირის ეკონომიას გააკეთებ... wink.gif




Posted by: boni91 17 Aug 2015, 18:02
სიმპატიური ხალხი ყოფილან თურქები, არველოდი..


Posted by: MiaTs 20 Aug 2015, 18:17
ბათუმიდან სტამბულში ავტობუსით წასვლას რა დრო სჭირდება? და რომელ კომპანიას მირჩევთ?

Posted by: fermina 24 Aug 2015, 10:53
სტამბულში მინდა მოხვედა ამ დღეებში და კატასტროფულად ძვირია თვითმფრინავის ბილეთები თბილისიდანაც, ქუთაისიდანაც და ბათუმიდანაც. ნუ ე მე რაც ვნახე პეგასუსის, ატლასჯეტის და თურქიშის საიტებზე.

ტურისტულებში ჯერ არ დამირეკავს.

ავტობუსით ჩაქჩაქი ძალიან მეზარება sad.gif

ერთი რაც ვიფიქრე, იქნებ ტრაბზონიდან იყოს შედარებით იაფი, მაშინ ჩავიდოდი ტრაბზონამდე ავტობუსით და მერე გადავფრინდებოდი...

რა ჯობია, ტურისტულებში ჩამოვრეკო, იქნებ მათ ქონდეთ რამე ნორმალური შემოთავაზება? ან ბილეთეი უფრო იაფად შეიძლება ჰქონდეთ?

Posted by: JohnMcCain 24 Aug 2015, 15:44
ხალხო,

იქნებ გამომეხმაუროთ სტამბულში ვინც ცხოვრობთ ან გიცხოვრიათ,

ბინის ქირაობა რა ჯდება? 1 ოთახიანის? ევროპულ ნაწილში.

გასაგებია რომ მარტივი არ არის ამ კითხვაზე პასუხი, ადგილს გააჩნია და ა.შ, მაგრამ სავარაუდოდ მაინც რომ მქონდეს წარმოდგენა.

ან თქვენ თუ გქონდათ ნაქირავები ფასი და ადგილი დაწერეთ smile.gif

მადლობა

Posted by: sus 24 Aug 2015, 22:02
JohnMcCain
ევროპულში არ მქონია, მაგრამ მინიმუმ 1000ლირა .

www.sahibinden.com ამ საიტზე ნახე

Posted by: iCyborg 24 Aug 2015, 22:34
მოგესალმებით ყველას!
სტამბულში მიწევს სექტემბრის დასაწყისში რამდენიმე დღით წასვლა და იქნებ ვინმემ მირჩიოს: 1. რა კურსში შეიძლება და სად ჯობია დოლარით ლირის ყიდვა. კურსი მაინტერესებს, რადგან აქ მთავაზობენ გადაცვლას და არ ვიცი, ვიყიდო თუ არა. 2. როგორ მოვხვდეთ 3 ჩერჩეტი გოგო გოგჩენის აეროპორტიდან ამ რაიონში Fatih, თან რომ არ გავწვალდეთ და თან ძალიან ძვირიც რომ არ დაგვიჯდეს ისე

Posted by: aloha__ 27 Aug 2015, 11:06



ჩვეულებრივი ველურები..


http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/shemthkhveva/62713-stambolshi-turistma-martom-scema-mtheli-kvartali.html
* * *
teo-teokuna
QUOTE
მუზეუმების ბარათებია 85 ლირა ღირს და თითქმის ყველა ღირსშესანიშნაობა შედის მაგ ფასში (დოლმაბახჩეს გარდა) 48 საათი გაქვს გამოყენების უფლება, თუ არ ვცდები, და მოსწრებადია



ეგ სად უნდა აიღო თუ შეგიძლია დაწერე რაა.. მახსოვს 40 ლირა გადავიხადე აია სოფიაში და 40 ტოპკაპში sad.gif

Posted by: Furiosa 27 Aug 2015, 16:08
სტამბოლი love.gif არასდროს მბეზრდება მისი მონახულება. smile.gif

Posted by: zazamos 27 Aug 2015, 17:00
aloha__
QUOTE
ეგ სად უნდა აიღო თუ შეგიძლია დაწერე რაა..

ნებისმიერ მუზეუმში, რომელშიც გადის, სასტუმრებში, ან ონლაინ:
http://www.muzekart.com/en/museum-pass
http://www.muzekart.com/en/museum-pass/sales-point_31.html
ყველაზე მოსახერხებელია აიასუფიას უკან, შადრევნის მხრიდან, მიკროავტობუსი დგება მაგ კარტის ემბლემით.

Posted by: aloha__ 28 Aug 2015, 11:47
zazamos

გაიხარე, დიდი მადლობა smile.gif

ეს ორი კვირაა ფამუქის "სტამბოლის" კითხვა დავიწყე და ისევ მომინდა სტამბოლში ყოფნა sad.gif

Posted by: turebige 31 Aug 2015, 11:02
ტური სტამბოლში ვაკაჭისთან ერთად https://www.turebi.ge/tours_out?id=8355#content

Posted by: LORD KIPANIDZE 31 Aug 2015, 17:47
ყველაზე კარგი სავაჭრო ცენტრი სტამბულში სად არის ხომ ვერ მიმასწავლით? იაფს ვგულისხმობ.

Posted by: dii 2 Sep 2015, 22:25
მიშველეთ!!!!

რომში მივფრინავ სტამბულში გადაჯდომით. გადაჯდომა არის საოცრება! ჩავდივარ საბიჰაში მივფრინავ ათათურქიდან. დილის 8:30 ჩაფრენა საბიხაში და 16:00 გაფრენა ათათურქიდან.
მირჩიეთ ავტობუსით კადიკოიმდე რომ მივიდე და იქიდან ბორნით ემონონუზე გადავიდე, მოვისიყვარულო სულტანაჰმედი და მერე გავქროლდე ათათურქში რამდენად ახლოსაა ჭკუასთან ?
ზოგადად ვინმეს ასეთი არაადამიანური გადაჯდომა თუ ქონია გამიზიარეთ გამოცდილება გთხოვთ!!!!

Posted by: Neno_ 2 Sep 2015, 22:46
dii
QUOTE
მირჩიეთ ავტობუსით კადიკოიმდე რომ მივიდე და იქიდან ბორნით ემონონუზე გადავიდე,

წინა კვირას ვიყავი მსგავსი გიჟური გადაჯდომით (ოღონდ მე უკან საბიჰაში უნდა დავბრუნებულიყავ, 9 საათი მქონდა შუალედი!).. მოკლედ, გამოხვალ თუ არა საბიჰადან ეგრევე დაგხვდება ავტობუსი Havatas თუ რაღაცა ეგეთი სახელი აქვს (დაგუგლე), წაგიყვანს კადიკოიმდე 9 ლირად (მეორე ავტობუსიცაა, ის ტაქსიმზე მიდის) და მე დამჭIრდა ზუსტად 30 წუთი, მარა ამბობენ ტრაფიკის დროს 1 საათი უნდაო.. მერე ცხადია ბორნით გადახვალ ემინონუზე და ტრამვაით სულთანაჰმედში.. ჯამში, სადღაც 1 საათი დამჭირდა მე biggrin.gif

კიდე კაი გავრისკე და წავედი, აია სოფია ვნახე, რიგი არ იყო!

მერე ათათურქში როგორ მიხვიდე გუგლი გეტყვის, საბიჰაზე ახლოსაა და დაჟე მგონი მატარებელიც ხო არ მიდის?

მე გირჩევ რომ წახვიდე, საკმაო დრო გაქვს, ჩემი აზრით..

Posted by: dii 2 Sep 2015, 23:09
Neno_
აუ რა მაგარია! ანუ ღირს. სტამბულის ევროპულ ნაწილს საკმაოდ კარგად ვიცნობ და არაა პრობლემა, ტრემით მივალ ათათურქში უმარტივესად. აი საბიჰადან მეშინია სწორედ საცობების გამო. იმედია გადავრჩები , ავტობუსი კადიკოიმდე მიმიყვანს და ბორნები ყოველ 15 წუთში დადიან ხო? როგორც ემინონუდან?
ისე მენატრება სტამბული, ყველაფერზე მზად ვარ.
ანუ იღებ ბარგს, გამოდიარ, მიდიხარ მეორე აეროპორტში ჩექინდები და ყველაფერი სტანდარტულად ხო?
ბოლო წამს აღმოვაჩინე სურპრიზი და მინი ისტერიკა დამემართა ნაწილობრივ სიხარულისგან რომ ეს აღმოჩენა უკვე სტამბულში არ გავაკეთე biggrin.gif

Posted by: Neno_ 3 Sep 2015, 00:36
dii
ვაიმე, ბორანის განრიგი არ ვიცი, წინაც და უკანაც ზუსტად გამოსვლისას მოვუსწარი და არ დავლოდებივარ არც ერთს, რომ გამეგო განრიგი biggrin.gif მარა, წესით ხშირად უნდა დადიოდნენ.

ისე კი, ტრაფიკის შიშს აზრი არ აქვს შენთვის, რამეთუ ყველა ვარიანტში ხო უნდა მიხვიდე ათათურქამდე და ალბათ მოგიწევს ისეც სტამბულში მისვლა? biggrin.gif ხოდა, რას კარგავ, თუ კატასტროფულ ტრაფიკში მოხვდები, აღარ წახვალ სულტანაში და გააგრძელებ ათათურქამდე biggrin.gif


QUOTE
ანუ იღებ ბარგს, გამოდიარ, მიდიხარ მეორე აეროპორტში ჩექინდები და ყველაფერი სტანდარტულად ხო?

უი, შენ ცოტა რთულად გაქვს საქმე, ეხლა მოვწვი, ანუ მე იგივე აეროპორტში რახან ვბრუნდებოდი, რა თქმა უნდა, დაჩეკინებული ბარგი აღარ გამომიტანია..

რადგან ვიცოდი რომ სტამბულში გავდიოდი, ცოტა ხელ-ბარგი ვიქონიე თან (მარტო კომპიუტერი და მაინც მომწყვიტა წელი biggrin.gif).. აი შენ როგორ იზამ ბარგით, არ ვიცი sad.gif მაშინ სტამბულშივე უნდა ნახო რამე შესანახი კონტეინერები თუ აქვთ სადმე ტურისტული სერვისის პონტში.. გერმანიაში, მაგალითად, ყველაზე ვაგზალზეა სეიფები, 3 ევროს ჩააგდებ და შეინახავ უსაფრთხოდ, დაბრუნდები - გამოაგრიხინებ.. აი სტამბულში არ ვიცი, თუ არის მსგავსი სერვისი.. უნდა დაგუგლო..

რაც შეეხება დაჩექინებას, კი ათათურქში მოგიწევს ყველაფერი ნულიდან, როგორც თბილისში გააკეთებ - ბარგის ჩაბარება და ყველა სექურითის გავლა, ამიტომ 2 საათით ადრე უნდა მიხვიდე biggrin.gif help.gif

თუ თრაფიქებში გაგიმართლა, წესით 3 საათი უნდა დაგრჩეს სტამბულისთვის და სრულიად საკმარისია ცენტრის მოსავლელად (ან რომელიმე ღირსშესანიშნაობის გადასამეორებლად biggrin.gif)..

Posted by: dii 3 Sep 2015, 10:10
ხო მეც გავთვალე და 3 საათი მრჩება საშუალოდ. არაუშავს ეგეც საკმარისია, უკანა გზაზე იგივე უნდა გავაკეთო თან biggrin.gif

Posted by: რუსთაველი 5 Sep 2015, 13:56
ჰაი გაიზ gigi.gif

სტამბოლით მივფრინავ და სამი საათი მიწევს მოცდა საბინა-გოკჩენის აეროპორტში.
გავიგე რომ თვითმფრინავის ბილეთს თუ აჩვენებ ერთ კაფეში, უფასოდ გეკუთვნის ინტერნეტიო და მართალია?
თუ იცით რა ქვია იმ კაფეს?


Posted by: turebige 9 Sep 2015, 13:31
სტამბულის საგზურები მხოლოდ 134 ევროდან https://www.turebi.ge/tours_out?id=9669#content

Posted by: dii 10 Sep 2015, 15:03
მეგობრებო,
სტამბულში სირკეჩის გაჩერებაზეა მგონი ბარგის შესანახი კამერა.
ზუსტი მონაცემები ვერ ვნახე, ან რა ღირს ან რამე ინფო თუ გაქვთ ვინმეს დამაკვალიანეთ

Posted by: Lasha244 10 Sep 2015, 18:34
როგორი სიტუაციაა თურქეთში,არი სამუშაოები? ეხლა გავიგე ჩაის კრრეფაზე არიო 40 დღიანი სამუშააო და რამდენად რეალურია ?

Posted by: turebige 15 Sep 2015, 13:50
სტამბულის საგზურები მხოლოდ 118 ევროდან https://www.turebi.ge/tours_out?id=9894#content

Posted by: madridman 15 Sep 2015, 15:25
QUOTE
ბორნები ყოველ 15 წუთში დადიან ხო


ან ნახევარ საათში ერთხელ ან 15 წუთში ერთხელ როგორც მახსოვს


QUOTE
გავიგე რომ თვითმფრინავის ბილეთს თუ აჩვენებ ერთ კაფეში, უფასოდ გეკუთვნის ინტერნეტიო და მართალია?

ვაი ფაი ვაფშე უფასო მე არ მინახავს ქალაქში თუ უფასო ვაი ფაი არ გაქვს ცალკე ნაყიდი biggrin.gif


QUOTE
საბიჰადან მეშინია სწორედ საცობების გამო

მაქსიმუმ 40 წუთი დაგჭირდეს საბიჰადან კადიკოიმდე ჰავატასით თუ წახვალ.
ძაან ცუდი აქ მაგ საბიჰას ის რო მეტრო არაა რა მანდ

Posted by: OZDEMIR 29 Sep 2015, 21:08
ვინმე ცხოვრობთ ან მუშაობთ სტამბოლში ?? შეკითხვები მაქვს

Posted by: OZDEMIR 1 Oct 2015, 02:35
არის აქ ვინმე ???????????????????

Posted by: dii 1 Oct 2015, 10:34
მეგობრებო,
შემახსენეთ ტოპკაპის რიგში რომ არ მიწევდეს დგომა რომელი ბარათი უნდა ვიყიდო? https://www.muze.gov.tr/tr/purchase?t=5
მხოლოდ ტოპკაპის ნახვას ვაპირებ

Posted by: OZDEMIR 1 Oct 2015, 14:07
QUOTE (OZDEMIR @ 29 Sep 2015, 21:08 )
ვინმე ცხოვრობთ ან მუშაობთ სტამბოლში ?? შეკითხვები მაქვს

?????????????????????????????????????????????????????????????

Posted by: sus 2 Oct 2015, 17:43
OZDEMIR

დაწერე იქნებ იქ ყოფნის გარეშეც დაგეხმაროთ ))

Posted by: OZDEMIR 3 Oct 2015, 01:18
მაინტერესებს ბინის ქირებიბი რა ფასებია და უამრავი შეკითხვა მაქვს

Posted by: madridman 3 Oct 2015, 16:06
OZDEMIR

თუ რამოდენიმე დღით ჩადიხარ ჰოსტელი აიღო ჯობია. იაფია 35-50 ლარამდე ნორმალურ ადგილებში

Posted by: OZDEMIR 4 Oct 2015, 00:08
არა მეგობარო ჯერ ათაბაზარში ჩავდივარ საბუთები უნდა გავაკეთო და მერე ცხოვრებაშ ვაპირებ

Posted by: sus 4 Oct 2015, 00:50
OZDEMIR
www.sahibinden.com თურქული თუ არ იცი ვინმე დაუხმარე და ნახავ ყველა უბანში ყველა სახის ბინის განცხადებას.

ქირები ცალკე ბინა თუ გინდა და არა ბინაში ოთახი 500ლირიდან იწყება, მაქსიმუმს ნუ მკითხავ ძვირია საკმაოდ biggrin.gif . უბანს და ადგილს აქვს მნIსვნელობა.

მომწერე PM რა გაინტერესებს და თუ შევძელი დაგეხმარები

Posted by: youngstar 10 Oct 2015, 21:52
რა ხდება სტამბულში არეულობა იყოო და მშვიდობაა ეხლა?

Posted by: konkretula 11 Oct 2015, 15:19
სტამბულში ვიყავი 21-28 სექტებბერს, გლობალ ატლასით ძალან კარგი რეისები იყო - ჩაფრენა დილის 7 საათზე, გამოფრენა ღამე 23:40, ანუ არც ერთი დღე არ დამიკარგავს.

ვისაც თანხა დააინტერესებს - 235 ევრო დამიჯდა ფრენა და სასტუმრო 6 ღამე საუზმით.

სტამბულს რაც შეეხება ძალიან მაგარია, საერთოდ მგონია რომ პირველი მოგზაურობისათვის იდეალური ადგილი შევარჩიე. სასტუმრო აია სოფიდან 10 წუთით ფეხით სავალზე გვქონდა და პრაქტიკულად ტრანსპორტი არ გამოგვიყენებია, შესაბამისად გზაზე ფული არ დაგვიხარჯავს თუმცა დღეში 12-13 კილომეტრს დავდიოდით. ვისაც კატები გიყვართ სტამბულში უნდა ჩახვიდეთ, ნამდვილი სამოთხეა, იმაზე უკეთესი ვიდრე წინასწარი მონაყოლიდან ვიცოდი.

და კიდე სუვენირებისთვის თუ ვნმე დაინტერესდებით ერთ კარგ ადგილს გასწავლით რომელიც შემთხვევით აღმოვაჩინე. აქვე გაფრთხილებთ ბაზარში არაფერი არ იყიდოთ - იმაზე მეტად ყიდიან ვიდრე შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. მაგალითად ჩანთა რომელში 20 ლირა გადავიხადე, გრანდ ბაზარში 75-80 ლირა ღირდა.

Posted by: dii 12 Oct 2015, 12:31
madridman

მიკლეთ დავბრუნდი და შიშებიც გადავლახე biggrin.gif ესეიგი აეროპორტიდან ჰავატაშის ავტობუსით წამოვედი, მაგრამ წასვლის დროს კადიკოისთან ჰავატაში ვერ ვიპოვე უცებ და T 11 ავტობუსი დავინახე აეროპორტისკენ მიდიოდა, 40 წუთში გოქჩენში ვიყავი. სულ 3 ჯერ გააჩერა მეტი არა 4 ევრო და რაღაც კურუშები ღირს.

Posted by: tat_025 15 Oct 2015, 23:27
konkretula
ტურისტულით წახვედი თუ შენით დაჯავშნე?

Posted by: youngstar 15 Oct 2015, 23:28
რა ფასებია ეხლა სტამბულში? baby.gif baby.gif chups.gif

Posted by: madridman 16 Oct 2015, 00:17
youngstar

გააჩნია უბანს და ადგილს

Posted by: youngstar 16 Oct 2015, 00:47
Eვროპის მხარეს მინდა სადმე ხმაურიან ადგილას ერევანში მოკვდები 1 კვირაო ვისაც ვკითხე და საბუთებს ვიზავ და ერევნი ისთანბულითქო და ეხლა რა ფასებია დაახლოებით? Yველაზე გაბერილი ჯობია ყოველთვის :-D

Posted by: madridman 16 Oct 2015, 10:04
youngstar
ევროპის მხარეს ყველაზე ძვირიანი უბნებია ბეიოღლუ (ნუ ტურისტულია მაინც), შიშლი და ბეშიქთაში.
მე აზიურ მხარეს გირჩევდი კადიკოის. იმენა ევროპაა ჩვეულებრივი პროსტა როგორც კი ხიდს გადმოცდები იქვეა რა თითქმის. ყველაზე მეტი ლუდის ბარი, ყველაზე მეტი ღრიანცელი და ყველაზე პრადვინუტი ახალგაზრდობა მთელი ქალაქის მანდ იყრის თავს. და ფასებიც არაა ძვირი მაინცდამაინც (ნუ ბეშიქთაშთან შედარებით მაგალითად).
ბარები თუ გევასება, ცოცხალი მუსიკა, ფეხბურთის ლაივები + ლუდი და ორაყი biggrin.gif მაგ უბანში გარეთ მანქანაც არ დადის საღამოს თითქმის. ანუ შიდა უბანია კადიკოის ,,მოდა" ქვია. ყველაზე კაი ადგილია ეგ. ღამის 5 საათამდე ლოთაობენ თურქები მანდ. biggrin.gif ჰოსტელიც შეგიძლია აიღო მანდ ძაან მაგარ ფასად (კვებიანად) yes.gif

Posted by: sus 16 Oct 2015, 10:36
madridman
QUOTE
ევროპის მხარეს ყველაზე ძვირიანი უბნებია ბეიოღლუ (ნუ ტურისტულია მაინც), შიშლი და ბეშიქთაში. მე აზიურ მხარეს გირჩევდი კადიკოის. იმენა ევროპაა ჩვეულებრივი პროსტა როგორც კი ხიდს გადმოცდები იქვეა რა თითქმის. ყველაზე მეტი ლუდის ბარი, ყველაზე მეტი ღრიანცელი და ყველაზე პრადვინუტი ახალგაზრდობა მთელი ქალაქის მანდ იყრის თავს. და ფასებიც არაა ძვირი მაინცდამაინც (ნუ ბეშიქთაშთან შედარებით მაგალითად). ბარები თუ გევასება, ცოცხალი მუსიკა, ფეხბურთის ლაივები + ლუდი და ორაყი  მაგ უბანში გარეთ მანქანაც არ დადის საღამოს თითქმის. ანუ შიდა უბანია კადიკოის ,,მოდა" ქვია. ყველაზე კაი ადგილია ეგ. ღამის 5 საათამდე ლოთაობენ თურქები მანდ.  ჰოსტელიც შეგიძლია აიღო მანდ ძაან მაგარ ფასად (კვებიანად)   


+1

იმასაც გააჩნია როგორი გართობა გიყვარს smile.gif თუ პერო და ამბები , ნიშანთაშიში მიბრზანდით smile.gif
მე ქადიქოი და ბაღდათ ჯადესი მირჩევნია.

Posted by: youngstar 16 Oct 2015, 14:42
მადლობთ თუ მოვიწყინე გადმოვალ ტურციისკენ კაი ხანი კია რაც არ ვყოფილვარ და მაგიტო მაინტერესებდა ფასები baby.gif
* * *
მოკლედ ინდოეთში წასვლამდე ერევანს მაინც სტამბული ვარჩიე მეგობართან ერთად მივდივარ მე 1 კვირაში ვბრუნდები ის მთელი თვე დარჩება და შესაბამისად 1 თვით გვინდა ჰოტელის ანჰოსტელის დაქირავება რა ჯობია აქედან დავბრონო თუ იქ მოვძებნო ? ჭამა რო საკმაოდ ძვირია კარგად მახსოვს მარა ბურგერ კინგი იყო და კიდევ არი ძან ხო კიდე თევზეული მიყვარს და რის დაგემოვნებას მირჩევთ სამწუხაროდ სტამბულში თევზი ჯერ არ მიჭამია ბედის ირონიაა sad.gif no.gif

Posted by: east 17 Oct 2015, 15:45
ხალხნო სტამბულში მინდა წასვლა მეტროს ავტობუსით და საზღვარზე გადაშვება როგორაა სასტუმროს ჯავშანი რო არ მექნება რამეს ხო არ მეტყვიან? ინგლისურსაც ვერ ვფლობ მაინდამაინც ჰელფ რა და რომელ უბანს მირჩევთ იაფი რო ჯდებოდეს ცლუბები როგორაა რა თანხით გაერთობი ნორმალურად?
* * *
დამეხმარეთ რა love.gif chest.gif ვინც კარგად ერკვევით მიპასუხეთ რა
* * *
და პოლიცია როგორაა უმიზეზოდ ხო არ აჩერებენ ქუჩაში ფეხით მოსიარულეებს?

Posted by: madridman 19 Oct 2015, 02:08
youngstar
აქედან დაბრონე ჰოსტელი ბუქინგ კომიდან ან რავიცი ნებისმიერი საიტიდან. იაფია ძაან 30-35 ლარი დაჯდა მე რო ვიყავი ქადიქოიში დილის კვებიანად დაჟე.
თევზს არც მე ვეტანები და ვერ გეტყვი. ჭამას გააჩნია, მაკი და ბურგერი იგივე ფასებია თითქმის რაც თბილისში. თურქული ლოკანტები უნდა გაჩითო, სასადილოებია პატარა, ყველგან არის, იაფიც არის, სუფთად აკეთებენ 100ჯერ ვიდრე საქართველოში და ძაან გემრიელიც.

east
უმიზეზოდ კი არა საერთოდ არ მინახავს პოლიცია რაც იქ ვიყავი. თან სულ გარეთ დავდიოდი. რადიკალურ შემთხვევებში გამოდის და თუ გამოვიდა მერე ოო biggrin.gif
უბანს რაც შეეხება მიწერია ზემოთ და ნახე.

Posted by: sus 19 Oct 2015, 10:26
east
არავინ არ გეკითხება საზღვარზე სასტუმროს. ტურისტად თუ მიდიხარ ევროპულში გაჩერება ჯობს ტაქსიმისკენ ან სულთანაჰმედზე (აია ფოფიასთან) .
გართობით იაფადაც გაერთობი და ძვირადაც smile.gif თუ არაფერი დააშავე არავინ არ გაგაჩერებს და საბუთებს არ მოგთხოვს smile.gif

Posted by: east 19 Oct 2015, 14:19
QUOTE (sus @ 19 Oct 2015, 10:26 )
east
არავინ არ გეკითხება საზღვარზე სასტუმროს. ტურისტად თუ მიდიხარ ევროპულში გაჩერება ჯობს ტაქსიმისკენ ან სულთანაჰმედზე (აია ფოფიასთან) .
გართობით იაფადაც გაერთობი და ძვირადაც smile.gif თუ არაფერი დააშავე არავინ არ გაგაჩერებს და საბუთებს არ მოგთხოვს smile.gif

მადლობაა ინფორმაციისთვის შენი პოსტები ვნახე ეტყობა ან იქ ცხოვრობ ან ხშირად დადიხარ დაახლოებით 1 თვე ადამიანს რა თანხა გეყოფა მანდ სასტუმრო ან ბინის გამოკლებით ჭამა და გარეთ მოძრაობას ვგულისხმობ ხანდახან რო გაერთო კიდეც და ასე შემდეგ??? ისე მე რამდენადაც ვიცი მსუბუქი ... იშოვება არა ისთანბულში?

Posted by: nutsiko 19 Oct 2015, 15:25
კაი გამარჯობა კაი ხალხს bis.gif

თურქეთს ვაპირებ ნოემბრის ბოლოსკენ.

სადღაც სამი დღით (უიქენდზე მინდა სტამბოლში გასეირნება).

მინდა ცენტრში დავბინავდე, თვითმფრინავით ვიმგზავრებ და რას მირჩევთ, რას მოვასწრებ სამ დღეში? სტამბოლის ცენტრის გათვალისწინებით?


ანუ სტამბოლისთვის MUST to VISIT რა არის?


Posted by: sus 19 Oct 2015, 18:20
east
დიდი ხანი ვცხოვრობდი და შეძლებისდაგვარად ხშირად ჩავდივარ. ძაან ინდივიდუალურ რაღაცას მეკითხები smile.gif) გააჩნია სად იცხოვრებ და სად იმოძრავებ, რა ტრანსპორტით ივლი. არა ძვირიან ადგილას გარეთ 1ხელ რო ჭამო 6-20 ლირა გინდა საშუალოდ . ტრანსპორტი 1 მგზავრობა მინიმუმ 2.5 ლირა. 1 თვეში რა დაგეხარჯება ესე ვერ გეტყვი smile.gif) აფსოლიტურად შენზეა დამოკიდებული/

QUOTE
ისე მე რამდენადაც ვიცი მსუბუქი ... იშოვება არა ისთანბულში? 


ვიცი რომ ფაბებში და ბარებში თავაზობენ მოყუჩულად biggrin.gif ფასი და ტოჩკები არ ვიცი


nutsiko

აია სოფია
ლურჯი მეჩეთი
ბაზილიკა
თოფქაფი
გრანდ ბაზარი
დოლმაბაჰჩე
გალათას კოშკი (თუ რიგი არ იქნა ადი, ისე დროს ნუ დაკარგავ)
ისწიკლალის ქუჩა ტაქსიმამდე

ეს ყველაფერი აუცილებლად MUST SEE არის

3 დღეში თავისუფლად მოასწებ თუ ძაან არ იბოდიალებ smile.gif)
წინასწარ ნახე ინტერნეტში რომელ საათამდე მუშაობენ და რომელ დღეს ისვენებენ, ტყუილად რომ არ მიხვიდე და დრო არ დაკარგო
* * *
nutsiko
ხოო კიდე საწვიმარი და ბოტები წაიღე, ისეთ დროს აპირებ დიდი შანსია ძაან გამოგადგეს chups.gif

Posted by: east 19 Oct 2015, 19:34
გასაგებია ანუ დასათვალიერებლად არ მინდა ყველაფერი მოვლილი მაქ რამის ადრე უბრალოდ მივლინების გატარება მინდა სხვა ქალაქში და ფასებია ძან მომატებულიო და სტამბულში ასე 800 $ ეყოფა ერთ კაცს 1 თვე სავარაუდოდ ხო?

Posted by: madridman 19 Oct 2015, 22:24
east

600-650 $ გეყოფა ტურისტულად ერთი თვე.

600 ლირა ჩემს ძმაკაცს ყოფნის თვეში სტუდენტია biggrin.gif მარა ნუ საცხოვრებელში და დღეში ერთხელ კვებაში არ იხდის არაფერს. და ტრანსპორტი სტუდენტური აქვს biggrin.gif

Posted by: east 19 Oct 2015, 22:44
Xო ანუ 800$ თავისუფლად მეყოფა რა მოსათვალიერებლად არ ჩავდივარ უბრალოდ ცოტახანი გასვლა მინდა თბილისიდან

Posted by: sus 20 Oct 2015, 09:59
east
800$ 2300 ლირაა. კი კი კარგად გეყოფა

-

Posted by: turebige 20 Oct 2015, 12:15
სტამბოლის ტური 145 ევროდ https://www.turebi.ge/tours_out?id=10891#content

Posted by: ვიღაც 20 Oct 2015, 16:41
სტამბოლი = წაბლი

Posted by: ჰოვა 21 Oct 2015, 02:18
ეს ბოლო დრო რაღაც ბევრი ცუდი მესმის თურქეთიდან, ხან ტერაქტი, ხან რა. ნოემბერში მინდა ჩასვლა. და ვერ ვწყვეტ.
როგორი ვითარებაა ქალაქში?

Posted by: sus 21 Oct 2015, 09:59
ჰოვა
ქვეყანაში არეულობაა, საკმაოდ სერიოზული. ესე სტამბულში ამ წუთას არაფერი ხდება, მაგრამ რა დროს რა იქნება კაცმა იცის.

Posted by: youngstar 22 Oct 2015, 14:53
Gაიზ სტამბულში გალათასარაის ფანები საით ცხოვრობენ ან გალას სტადიონი რომელ რეგიონშია მანდ მინდა ახლოს გალასთნ

Posted by: Harry Green99 22 Oct 2015, 15:11
QUOTE
Gაიზ სტამბულში გალათასარაის ფანები საით ცხოვრობენ ან გალას სტადიონი რომელ რეგიონშია მანდ მინდა ახლოს გალასთნ

გალათასარაის ფანი ხარ?
მე ფენერი მევასება


სტამბულში რა სიტუაციაა? ფასები კრიმინალი გართOბა სამსახურები სწავლა ცხოვრება რავი ყველაფერი მაიტნერესებს ღირს სასწავლებლად ჩამოსვლა? მაქაური დიპლომით გამიჭირდება მანდვე სამსახურის შოვნა?

ზამთარში თოვლი ხშირად მოდის ხოლმე? და ზოგადად ცივა ზამთარში

Posted by: youngstar 22 Oct 2015, 15:39
კი გალას ფანი ვარ თAნ ისე კი არა მეორე კლუბად რო მქონდეს იმენა გალას ფანი ვარ და სტადიონზე აქამდე ნამყოფი რო არ ვარ მიტყდება ეხლა უნდა მივანიჭო თავს ეგ სიამოვნება საითაა გალათასარაი? bis.gif bis.gif love.gif love.gif sa.gif
* * *
QUOTE (Harry Green99 @ 22 Oct 2015, 15:11 )
QUOTE
Gაიზ სტამბულში გალათასარაის ფანები საით ცხოვრობენ ან გალას სტადიონი რომელ რეგიონშია მანდ მინდა ახლოს გალასთნ

გალათასარაის ფანი ხარ?
მე ფენერი მევასება


სტამბულში რა სიტუაციაა? ფასები კრიმინალი გართOბა სამსახურები სწავლა ცხოვრება რავი ყველაფერი მაიტნერესებს ღირს სასწავლებლად ჩამოსვლა? მაქაური დიპლომით გამიჭირდება მანდვე სამსახურის შოვნა?

ზამთარში თოვლი ხშირად მოდის ხოლმე? და ზოგადად ცივა ზამთარში

სასწავლებლად კი მაგარია სტამბული მდაჟე ამერიკიდან ვიცი ბევრი სტამბულში მაგისთვის ჩამოსული yes.gif
* * *
Mიშველეთ გაიზ გალათასარაის ფანს დბინავებას საითკენ მირჩევთ ფენერის ფანებთან ნუ გამიშვებთ ბეშიქთაშის ფანებს ვიცი როგორც მოვერიდო :-D
* * *
Gალათასარაის ფანს საით მირჩევთ დარჩენას რო სტადიონთან და გალას ფანებთან ახლოს ვიყო?

Posted by: east 23 Oct 2015, 12:02
თურქეთში არეულობააო და საზღვარზე პრობლემებს ხო არ ქმნიან ან რა ხდება მასეთი მანდეთ?
* * *
ნიუჟელი არავინ იცის გალას ფანები საით არიან უფრო რომელ მხარეს? rolleyes.gif
* * *
უთხარით აგერ ჩემ ბიძაშვილს თორე გადამჭამა თავი aba.gif

Posted by: ARIZONA09 25 Oct 2015, 10:52
იქნებ მირჩიოთ ვინც იცით, სად და რომელ მაღაზიებში შეიძლება
ნორმალური ტანსაცმლის ყიდვა სტამბულში?
ერთადერთი ტაქსიმზე ვიცი რომ არის კარგი მაღაზიები...
თურქებზე გათვლილ ჭრელაჭრულას არ ვგულისხმობ,
კარგი ხარისხის და ნორმალური ფასის სად შეიძლება შევიძინო.
ან ეხლა რამე ფასდაკლებების პერიოდი ხომ არ არის?
მადლობა წინასწარ!!

Posted by: youngstar 25 Oct 2015, 13:34
ჩაკვდა სტამბული არადა როგორ ჩქეფდა ერთ დროს სისხლი baby.gif sad.gif biggrin.gif

Posted by: wrupa 25 Oct 2015, 18:02
ავიხდინე ოცნება და სექტემბრის ბოლოს ვიყავი რამოდენიმე დღით smile.gif))
ყველაფერი ფეხით მოვიარე.. თითოეული კუთხე...
ნიშანთაშიდან სულთანაჰმედამდე ფეხით რამდენჯერ ჩავედი და ამოვედი უბრალოდ არ ვიცი biggrin.gif biggrin.gif ემინონუზე ხელის აწევით ვესალმებოდი ხალხს biggrin.gif
ავუღე ალღო.. ვიცი რა და როგორ biggrin.gif აწი ხშირი სტუმარი გავხდები <3

Posted by: madridman 25 Oct 2015, 23:38
QUOTE
Mიშველეთ გაიზ გალათასარაის ფანს დბინავებას საითკენ მირჩევთ ფენერის ფანებთან ნუ გამიშვებთ ბეშიქთაშის ფანებს ვიცი როგორც მოვერიდო :-D
* * *
Gალათასარაის ფანს საით მირჩევთ დარჩენას რო სტადიონთან და გალას ფანებთან ახლოს ვიყო?


ევროპული ნაწილის ჩრდილო აღმოსავლეთ უბნებში უნდა იყო.

ქადიქოი და მიმდებარე ტერიტორია (ანუ აზიური ნაწილის) გულშემატკივრობს ფენერს.

ქალაქის ცენტრში ძირითადად (ანუ ბეიოღლუში და ბეშიქთაშში) ბეშიქთაშის ფანებია (ნუ ბუიუქშეჰირს არ ვთვლი, მაგასაც გულშემატკივრობენ)

გალას ფანები უფრო ევროპული ნაწილის ჩრდილო აღმოსავლეთში, გუზელთეფე, ალიბეიქოი ან მასლაკი - ეს უბნები რა

Posted by: sus 26 Oct 2015, 10:41
madridman

ვერ დაგეთანხმები. უბრალოდ ქადიქოიში არის ფენერის სტადიონი. თორე ის რომ აზიური მხარე გულშემატკივრობს ფენერს და ევროპული გალათასარაის არაა ეგრე smile.gif
გალას ფანები ყველგან არიან ისევე როგორც ფენერის smile.gif ესე ვერ გამოყობ ქალაქში უბანს. ქადიქოიში ვცხოვრობდი და სტადიონის გვერდით მცხოვრები უამრავ გალას ფანი ვიცი.

ARIZONA09
ფასდაკლებები დაიწყება 5 იანვრიდან. სავაჭრო ცენტრებში, გუგლში ნახე მისამართები.

Posted by: ARIZONA09 26 Oct 2015, 13:52
sus
იქნებ დამიწეროთ სავაჭრო ცენტრების სახელები,
გუგლში მისამართებს მე თვითონ მოვძებნი wink.gif
მადლობა წინასწარ!!

Posted by: madridman 26 Oct 2015, 16:19
sus

მე არ მითქვამს სექტორებად არიან დაყოფილები თქო biggrin.gif უბრალოდ შედარებით მეტნი არიან თქო ეგ ვთქვი. ზოგადად მთელ თურქეთში გულშემატკივრობენ მასე ტოპ სემეულს.

Posted by: sus 26 Oct 2015, 16:31
ARIZONA09

ევროპული მოლების ჩამონათვალია
http://www.avmlife.com.tr/haber/4008/istanbul-avrupa-yakasi-avm-lerinin-listesi.html

აზური
http://www.avmlife.com.tr/haber/4007/istanbul-anadolu-yakasi-avm-lerinin-listesi.html

გადახედე. მისამართებიც წერია და საიტებიც wink.gif


* * *
madridman

wink.gif სწორედ ვერ გავიგე ესეიგი smile.gif wink.gif rolleyes.gif

Posted by: Harry Green99 26 Oct 2015, 16:47
ელესდეზე და მოსაწევზე ძაან ჭედავენ თუ არი იმენა ადგილები სადაც შეგიძLია მიხვიდე და იყიდო თავისუფლად

Posted by: youngstar 26 Oct 2015, 20:58
Gალას ეკიპირებით რო ვიმოძრაო ფენერი ბეშიქთაშის ფანობასთან პრობლემა ხო არ იქნება სპორტული სიამოვნეების დღეები უნდა მოვიწყო და ვიღაც ფენერის გიჯი ფანი გადავიკიდო არ მინდა lol.gif biggrin.gif chest.gif
* * *
ღაიმე ნორმალური ბრენდის მაგაზიის საიტები ხო არ იცით თურქეთსი სიტზევე რო იყოს კოლექცია და ფასები? Aბა თუ მოგეპოვებათ მსგავსი საიტი

Posted by: sus 27 Oct 2015, 09:33
youngstar
ბევრი დადის ეგრე ვერავის ვერ გაალვირვებ biggrin.gif tongue.gif
https://gsstore.org/

ყველა ბრენდს აქვს თავის საიტი ფასებით, ცოტა გუგლიც მიიშველეთ rolleyes.gif

Posted by: konkretula 27 Oct 2015, 13:10
tat_025
QUOTE
ტურისტულით წახვედი თუ შენით დაჯავშნე?

ძალიან გვიან კი გპასუხობ მაგრამ, ჩემმა მეგობარმა დამიჯავშნა ვინც ტურისტულში მუშაობს.

Posted by: youngstar 27 Oct 2015, 22:50
Hოო პროსტა ფენერის ფანების ალყაში არ მინდა ყოფნა:-D

Posted by: ATMOSPHERIC 2 Nov 2015, 11:04
მეგობრებო ვინც ნამყოფი ხართ სტამბოლში დამაკვალიანეთ თუ შეგიძლიათ
3 დღით მინდა წასვლა განტვირთვის ამბავში, დიდი ღირსშესანიშნაობების მოყვარული მე არ ვარ უფრო კაი გარემო კაი ხალხი ლამაზი ქუჩები და ამბები

ხოდა
1) საით მხარეს უნდა წავიდე
2) ყველაზე კარგი უბნები რომლებია
3) რა გავითვალისწინო ჩასვლისას

Posted by: madridman 2 Nov 2015, 11:14
QUOTE
1) საით მხარეს უნდა წავიდე
2) ყველაზე კარგი უბნები რომლებია
3) რა გავითვალისწინო ჩასვლისას


რა ტიპის გართობა გინდა გააჩნია. როგორ გინდა რო დაისვენო მაგასაც

Posted by: ATMOSPHERIC 2 Nov 2015, 15:02
madridman

ბომჟური სიტუაცია ნაღდად არ მინდა და არც არისტოკრატების წრეში ბზრიალი მინდა biggrin.gif

Posted by: turebige 5 Nov 2015, 11:30
საახალწლო საგზური სტამბულში მხოლოდ 115 ევროდან https://www.turebi.ge/tours_out?id=11427#content

Posted by: klikun 14 Nov 2015, 12:04
თბილისი-ათათურქს ატლასჯეტის ოფისი ბილეთში მეუბნება 327 ლარს
ფლაი.ჯი-ზე ტარიფი არის 250 ლარი
იდრიმზე ტარიფი არის 216 ლარი

ვერ გავიგე სად ვიყიდო :დდ არა მირჩევნია რომ 216 ლარად ვიყიდო ბილეთი, მაგრამ მერე აეროპორტში არ მითხრან რომ ბილეთი არ გაქვს ნაყიდიო.

ვინმეს უყიდია ამ საიტიდან ბილეთი? www.edreams.net

Posted by: darchidze001 14 Nov 2015, 15:13
QUOTE (klikun @ 14 Nov 2015, 12:04 )
თბილისი-ათათურქს ატლასჯეტის ოფისი ბილეთში მეუბნება 327 ლარს
ფლაი.ჯი-ზე ტარიფი არის 250 ლარი
იდრიმზე ტარიფი არის 216 ლარი

ვერ გავიგე სად ვიყიდო :დდ არა მირჩევნია რომ 216 ლარად ვიყიდო ბილეთი, მაგრამ მერე აეროპორტში არ მითხრან რომ ბილეთი არ გაქვს ნაყიდიო.

ვინმეს უყიდია ამ საიტიდან ბილეთი? www.edreams.net

ამას გირჩევ
https://play.google.com/store/apps/details?id=net.skyscanner.android.main&hl=en

Posted by: teo-teokuna 14 Nov 2015, 20:07
klikun


იდრიმზე ვიყიდე მე ადრე სტამბოლის ბილეთი, მანამდე თურქიშს დავურეკე და ვკითხე, მეც მაეჭვებდა ფასების ასეთი განსხვავება.... მაგრამ... რავი.. biggrin.gif გამომადგა ... biggrin.gif

Posted by: klikun 14 Nov 2015, 20:57
teo-teokuna

მშვენიერი )))

იმედია მეც გამომადგება ))

darchidze001

მადლობა

Posted by: BuBuTi 23 Nov 2015, 12:49
აუ სადღაც წავიკითხე, მაგრამ ვეღარ ვაგნებ.
ხომ არ იცით, სტამბულში, ტაქსიმზე საშოპინგოდ მაღაზიებში რომელი ვალუტა არის უკეთესი რომ მქონდეს? ლირა, დოლარი თუ ევრო?

Posted by: sasutela 23 Nov 2015, 14:17
BuBuTi
აქედან წავიღე ნაწილი დოლარში ნაწილი ევროში და იქ ვიყიდე მთელი თანხით ლირა. ლირაში ვიხდიდი ყველაფერს.
სასტუმრო გადავიხადე ქეშად დოლარში.
ფიზიკური პირი გარეთ რო ვაჭრობს ყველა ვალუტას აიღებს, არააქ პრობლემა smile.gif).
მაღაზიებში ან ლირა ან ბარათი.


Posted by: BuBuTi 23 Nov 2015, 15:24
sasutela

ოოკ, მადლობა, ანუ მეც წავიღებ მაშინ დოლარს და იქ გადავახურდავებ ლირაში ))

Posted by: teo-teokuna 24 Nov 2015, 10:30
QUOTE (sasutela @ 23 Nov 2015, 14:17 )

ფიზიკური პირი გარეთ რო ვაჭრობს ყველა ვალუტას აიღებს, არააქ პრობლემა smile.gif).

biggrin.gif

იმას არ ექნება პრობლემა.... ისეთ კურსში აიღებს... წესით შენ უნდა გქონდეს პრობლემა ... biggrin.gif

Posted by: turebige 26 Nov 2015, 11:43
სტამბული მხოლოდ 88 ევროდ https://www.turebi.ge/tours_out?id=11950#content

Posted by: Ostati 26 Nov 2015, 12:50
QUOTE (turebige @ 26 Nov 2015, 07:43 )
სტამბული მხოლოდ 88 ევროდ https://www.turebi.ge/tours_out?id=11950#content

სტამბოლი მაინც დაწერეთ, ასე ჰქვია მაგ ქალაქს.

Posted by: Domaci 26 Nov 2015, 18:25
რა ვნახო სტამბულში ეუროპულ მხარეს.

მომწერეთ რა

სად შეიძლება რამე გემრიელი ვსჭამოოო )

Posted by: Ostati 26 Nov 2015, 23:36
QUOTE (Domaci @ 26 Nov 2015, 14:25 )
რა ვნახო სტამბულში ეუროპულ მხარეს.

მომწერეთ რა

სად შეიძლება რამე გემრიელი ვსჭამოოო )

აქ მაქვს დაწერილი რამდენიმე პოსტი -- http://goo.gl/8Tqn9K

user posted image

Posted by: turebige 27 Nov 2015, 10:58
QUOTE (Ostati @ 26 Nov 2015, 12:50 )

სტამბოლი მაინც დაწერეთ, ასე ჰქვია მაგ ქალაქს.

მაგ საკითხზე ენათმეცნიერებსაც კი არ აქვთ საერთო აზრი smile.gif

Posted by: klikun 2 Dec 2015, 08:42
ბილეთები უკვე ვიყიდე bis.gif

მაგრამ რამდენად ღირს წასვლა დეკემბრის ბოლოს ამ არეულობის გამო ვერ გადამიწყვეტია sad.gif

Posted by: CADRMN777 2 Dec 2015, 19:55
patara ert otaxian binas sadme gareubanshi yvelaze iafad ramdenad viyidi??

Posted by: Ostati 2 Dec 2015, 19:57
QUOTE (turebige @ 27 Nov 2015, 06:58 )
QUOTE (Ostati @ 26 Nov 2015, 12:50 )

სტამბოლი მაინც დაწერეთ, ასე ჰქვია მაგ ქალაქს.

მაგ საკითხზე ენათმეცნიერებსაც კი არ აქვთ საერთო აზრი smile.gif

როელიმე წყარო მიუთითეთ თქვენი მოსაზრების გასამყარებლად და მერე ვიკამათოთ. მე კი მხოლოდ ერთს დავძენ, გეოგრაფიულ ცნობარებში სტამბოლს ყველგან სტამბოლი ჰქვია smile.gif

სტამბოლი გასტონომიული -- http://wp.me/p2GnD2-zJ

user posted image

Posted by: Betforlife 3 Dec 2015, 09:56
CADRMN777
axal ashenebulshi ginda ?

Posted by: CADRMN777 3 Dec 2015, 15:34
QUOTE (Betforlife @ 3 Dec 2015, 09:56 )
CADRMN777
axal ashenebulshi ginda ?

სადაც უფრო იაფად ვიშოვი იქ მაინტერესებს, რავიცი help.gif

Posted by: CADRMN777 4 Dec 2015, 21:09
da kidev mainteresebs daaxloebit ragirs stambulshi turkulis kursebi

Posted by: lelukaa 7 Dec 2015, 23:01
darchidze001
edreams ზე ვიყიდე მეც. RT 160 ევრო 2 კაცზე, ასე იაფი არ იყო სხვაგან არსად.
ახლახანს მომივიდა კუპინი RT ს თუ ვიყიდდი ნებისმიერი მიმართულებით -30 ევრო. Gაზაფხული მაინც ყოფილიყო
* * *
darchidze001
edreams ზე ვიყიდე მეც. RT 160 ევრო 2 კაცზე, ასე იაფი არ იყო სხვაგან არსად.
ახლახანს მომივიდა კუპინი RT ს თუ ვიყიდდი ნებისმიერი მიმართულებით -30 ევრო. Gაზაფხული მაინც ყოფილიყო

Posted by: ნათია 9 Dec 2015, 12:13
31 დეკემბერი როგორ დავგეგმო? ახალ წელს ვინ ყოფილხართ სტამბოლში?

Posted by: BuBuTi 9 Dec 2015, 20:42
ვინმემ ხომ არ იცით, სტამბულში მაღაზიების (ისტიკლალზე) გარდა სად შეიძლება იაფად და ხარისხიანად შოპინგი ))

Posted by: Ostati 10 Dec 2015, 11:01
QUOTE (BuBuTi @ 9 Dec 2015, 16:42 )
ვინმემ ხომ არ იცით, სტამბულში მაღაზიების (ისტიკლალზე) გარდა სად შეიძლება იაფად და ხარისხიანად შოპინგი ))

ამ სტატიას გადახედე - http://wp.me/p2GnD2-qn

Posted by: ნათია 10 Dec 2015, 11:03
სასტუმრო მირჩიეთ რა, კარგი ლოკაცია რომ ქონდეს, ისეთი. ვერ გადავწყვიტე, ტაქსიმთან ახლოს ჯობია, თუ აზიურ ნაწილში.

Posted by: SHARI 10 Dec 2015, 11:48
ახალ წელს არ ხართ ვინმე ნამყოფი ? წელს მივდივარ და რამეს თუ მირჩევთ მადლობელი დაგრჩებით smile.gif)

Posted by: ნათია 10 Dec 2015, 13:17
SHARI
QUOTE
ახალ წელს არ ხართ ვინმე ნამყოფი ? წელს მივდივარ და რამეს თუ მირჩევთ მადლობელი დაგრჩებით

მეც იგივე მაინტერესებს

Posted by: lelukaa 10 Dec 2015, 16:29
BuBuTi
ვიაპორტში, სტამბოლის აზიურ ნაწილშია. საკმაოდ დიდი სხვაობაა ისტიკლალისა და ვიაპორტის მაღაზიების ფასებს შორის.
თუმცა ყველაფერი რაც ისტიკლალზეა არ არის ვია პორტში და პირიქით smile.gif



SHARI
ნათია
მე როგორც ვიციარაფერი განსაკუთრებული არ ხდება სტამბოლში ახალ წელს, არც მაღაზიებში ფასდაკლების მხრივ.
ნუ მეც ვიკითხე იქ ყოფნისას smile.gif

Posted by: Ostati 11 Dec 2015, 18:21
QUOTE (ნათია @ 10 Dec 2015, 07:03 )
სასტუმრო მირჩიეთ რა, კარგი ლოკაცია რომ ქონდეს, ისეთი. ვერ გადავწყვიტე, ტაქსიმთან ახლოს ჯობია, თუ აზიურ ნაწილში.

ორივე კარგია, ძნელი ასაჩევია. მე მაინც ტაქსიმთან, ისტიკლალის (დამოუკიდებლობის) გამზირზე მირჩევნია, იქ სადაც ძველი ტრამვაი დადის.

ამ ლინკებს გადახედე:

https://www.hotelscombined.com/Place/Istiklal_Avenue.htm?a_aid=15089

https://www.hotelscombined.com/Place/Sultanahmet.htm?a_aid=15089

user posted image

Posted by: Miria 12 Dec 2015, 10:24
სტამბულში თუ მიწევს ხოლმე ჩასვლა და დარჩენა 1-2 დღით - ყოველთვის აია სოფიასთან ახლოს ვრჩები ხოლმე სადმე.
მარტო ეგ უბანი ვიცი კარგად
smile.gif

Posted by: ნათია 14 Dec 2015, 11:17
Ostati
მადლობა! დავჯავშნე უკვე სასტუმრო სისლიში, შორი კი არის ცენტრიდან, მაგრამ ასე ვარჩიე.


Posted by: NissanNote 14 Dec 2015, 22:46
ვინ მოდიხართ ახალ წელს სტამბულში? ერთად ხომ არ მოვიფიქროთ რამე? smile.gif)

ასევე ვიც ნამყოფი ხართ სტამბულში,მაინტერესებს ალკოჰოლის შეტანაზე თუ არის რამე აკრძალვა?
* * *
QUOTE (klikun @ 2 Dec 2015, 08:42 )
ბილეთები უკვე ვიყიდე bis.gif

მაგრამ რამდენად ღირს წასვლა დეკემბრის ბოლოს ამ არეულობის გამო ვერ გადამიწყვეტია sad.gif

ღირს წამო კაცო,ყველაფერი ძალიან იაფი იქნება წესით biggrin.gif

Posted by: darchidze001 15 Dec 2015, 11:07
რამე კაი ადგილი მირჩიეთ სად წავიდე ჩაიხანა და მასეთები არ მაინტერესებს თურქი გოგოს გაბახება მინდა და სად შეილება კაი ღამის კლუბი ატ იცით?

Posted by: BuBuTi 16 Dec 2015, 20:58
იმედია სეილები იქნება და იმედია რუსეთი ომს არ დაიწყებს :დ

Posted by: darchidze001 17 Dec 2015, 21:19
http://postimg.org/image/67vhvvyo5/
ეს რას ნიშნავს ვინმემ იცით?
* * *
არავინაა აქეთქართველი შმმენეხმიანოს? გაგიჟებას ვარ ამ თურქების ხელში არც ენა ვიცი ამათ ხო უცხო ენა არაბინ არ იცის

Posted by: ჩხრამბურთლაძე 18 Dec 2015, 00:38
QUOTE (darchidze001 @ 15 Dec 2015, 10:07 )
რამე კაი ადგილი მირჩიეთ სად წავიდე ჩაიხანა და მასეთები არ მაინტერესებს თურქი გოგოს გაბახება მინდა და სად შეილება კაი ღამის კლუბი ატ იცით?

მე მგონი ქართველი გოგოები მოგაწოდებენ უფრო კონკრეტულ ინფორმაციას თავისი გამოცდილდებიდან )

Posted by: qorbuda 19 Dec 2015, 20:33
გამარჯობა, იქნებ თქვენ დამეხმაროთ რადგან საქართველოში არსებულმა ვერცერთმა ორგანომ პასუხი ვერ გამცა, მოკლედ თურქეთიდან დეპორტი მაქვს და როდესაც სარფში ჩავდივარ ჩვენი მხარე არ მიშვებს თურქეთის საბაჟომდე ამ დეპორტის გამო, არადა წესით საქართველო ვერ უნდა ხედავდეს დეპორტს, ხომ არ იცით როგორ მოვიქცე რომ საქართველომ გამატაროს?

Posted by: Neptunne 20 Dec 2015, 16:15
მეგობრებო რჩევა მჭირდება

იანვრის ბოლოს მივდივარ რამოდენიმე თვით.
სამუშAო ადგილები არ მჭირდება ანუ მუშაობა არ დამჭირდება.
მინდა ნორმალური გარემო განვითარებული ხალხი
გართობა კლუბები რაც მეტი იქნება მით უკეთესი..
მოკლედ სასიამოვნო ადგილი მირჩიეთ სადაც ცხოვრებას ისურვებდით თურქეთში..
ვიცი ინგლისური და ერთადერთი შეიძLება ვისწავლო თურქული რამე სასწავლო ცენტრში.

Posted by: madridman 21 Dec 2015, 09:31
Neptunne
ჩემი ფავორიტი მაგ სფეროში არის Kadikoy smile.gif
გართობა, ნორმალური ხალხი, ევროპული გარემო, ლუდის ბარები, ფეხბურთის ლაივები და ა.შ.

Posted by: Neptunne 24 Dec 2015, 22:49
QUOTE (madridman @ 21 Dec 2015, 09:31 )
Neptunne
ჩემი ფავორიტი მაგ სფეროში არის Kadikoy smile.gif
გართობა, ნორმალური ხალხი, ევროპული გარემო, ლუდის ბარები, ფეხბურთის ლაივები და ა.შ.

აი აი ზუსტად ეს მინდოდა გაიხარე..
ბინის ქირაობა რა დამიჯდება მანდ? აი 3 თვით რომ ავიღო რამე ნორმალური
ფინანსებში შეზღუდული ვარ ცოტა.
მთავარია სწრაფი ინტერნეტი მქონდეს 2kiss.gif

Posted by: madridman 25 Dec 2015, 12:29
Neptunne

აზიურ ნაწილშია ქადიქოი, როგორც კი ხიდზე გადახვალ იქვე ახლოს. მაგრამ ამავე დროს ყველაზე განსხვავებული და კარგი უბანია.
ბინის ქირაობის რა გითხრა, ძაან მაგარი ჰოსტელებია დღეში 30-35 ლირად.
3 თვე ნაღდად არ დავრჩენილვარ. თუ გინდა გაგირკვევ მერე ქირაობის ფასებს smile.gif
2 მეტროა თვითონ უბანში შიგნით ქადიქოი და აირილიქჩეშმესი.
და პლიუს უბანს თვითონ თავისი პატარა მეტროს (უფრო ზუსტად ტრამვაი) წრიული ხაზი აქვს. მოდა ქვია მაგ ხაზს.

მოკლედ ყველაზე კაი უბანია რაც კი შეგიძლია დასარჩენად და საცხოვრებლად ამოირჩიო სტამბულში, ფასებითაც, გართობითაც და რაც მთავარია ხალხითაც. ჩვეულებრივი, თბილი და კარგი ხალხი ცხოვრობს + არც რელიგიაზე გადამკვდარები, პირიქით smile.gif

http://www.mapaplan.com/travel-map/istanbul-turkey-city-top-tourist-attractions-printable-street-plan/high-resolution/istanbul-top-tourist-attractions-map-03-metro-metrosu-railway-train-station-tram-ist-ulasim-rapid-transit-net-syst-diag-ferry-air-high-resolution.jpg

აი წრიული ხაზი როა მუქწითლად T3 (Moda Tramvay) ეგ არის smile.gif

Posted by: Neptunne 27 Dec 2015, 02:29
QUOTE (madridman @ 25 Dec 2015, 12:29 )
Neptunne

აზიურ ნაწილშია ქადიქოი, როგორც კი ხიდზე გადახვალ იქვე ახლოს. მაგრამ ამავე დროს ყველაზე განსხვავებული და კარგი უბანია.
ბინის ქირაობის რა გითხრა, ძაან მაგარი ჰოსტელებია დღეში 30-35 ლირად.
3 თვე ნაღდად არ დავრჩენილვარ. თუ გინდა გაგირკვევ მერე ქირაობის ფასებს smile.gif
2 მეტროა თვითონ უბანში შიგნით ქადიქოი და აირილიქჩეშმესი.
და პლიუს უბანს თვითონ თავისი პატარა მეტროს (უფრო ზუსტად ტრამვაი) წრიული ხაზი აქვს. მოდა ქვია მაგ ხაზს.

მოკლედ ყველაზე კაი უბანია რაც კი შეგიძლია დასარჩენად და საცხოვრებლად ამოირჩიო სტამბულში, ფასებითაც, გართობითაც და რაც მთავარია ხალხითაც. ჩვეულებრივი, თბილი და კარგი ხალხი ცხოვრობს + არც რელიგიაზე გადამკვდარები, პირიქით smile.gif

http://www.mapaplan.com/travel-map/istanbul-turkey-city-top-tourist-attractions-printable-street-plan/high-resolution/istanbul-top-tourist-attractions-map-03-metro-metrosu-railway-train-station-tram-ist-ulasim-rapid-transit-net-syst-diag-ferry-air-high-resolution.jpg

აი წრიული ხაზი როა მუქწითლად T3 (Moda Tramvay) ეგ არის smile.gif

დიდად დამავალებ თუ გამირკვევ
მადლობა ამომწურავი პასუხისთვის ♥ ♥ ♥

Posted by: iase 27 Dec 2015, 21:58
madridman
შენ გარკვეული ჩანხარ და დამეხმარე რაsmile.gif

ქუთაისიდან თვითმფრინავის ბილეთი რა ღირს სტამბულამდე?


და

ნორმალურ სასტუმროს რამდენში ვიშოვი სტამბულში მიახლოებით?


საშUალო დონის სასტუმროს

Posted by: Cassablanca 28 Dec 2015, 00:36
QUOTE (iase @ 27 Dec 2015, 21:58 )
ქუთაისიდან თვითმფრინავის ბილეთი რა ღირს სტამბულამდე?


და

ნორმალურ სასტუმროს რამდენში ვიშოვი სტამბულში მიახლოებით?


საშUალო დონის სასტუმროს

ბილეთი წინ და უკან 200 დოლარამდე, სასტუმრო გააჩნია როგორი გინდა და რას ეძახი შენ ნორმალურს, იშოვი 70-100 დოლარის ფარგლებში, უფრო იაფადაც შეიძლება. პრინციპში უამრავი საიტებია ნახე. მგზავრობას მე უფრო ავტობუსით ვარჩევდი, დიდი ხანი კი მოუნდები მაგრამ ქვეყანას და გარემოს ნახავ.




Posted by: iase 28 Dec 2015, 03:05
Cassablanca
mec ავტობუსს ვფიქრობ smile.gif

20-25 ლირად ვერ ვიშოვი სასტუმროს?

Posted by: Cassablanca 28 Dec 2015, 11:11
iase

კი, ჩემი აზრით, ავტობუსი ყველაზე კარგია. ადრე 100 ლარი ღირდა ახლა აღარ ვიცი რა ფასებია. თურქეთის ყველაზე მივარდნილ მხარეებში არ მახსოვს ეგეთი ფასები, მითუმეტეს თუ ნორმალური სასტუმრო გინდა, სტამბოლში გამორიცხული მგონია.







Posted by: Nord90 2 Jan 2016, 16:19
თვითმფრინავით რო მიფრინავ სტამბულში პასპორტი უნდა თუ არა?

მანქანით რო ვიყავი გადასული მარტო ID საკმარისი იყო და გადაფრენაზე ხო არ იცით როგორაა საქმე? smile.gif

Posted by: teo-teokuna 2 Jan 2016, 16:52
Nord90


პირადობაც საკმარისია...


არაა აუცილებელი პასპორტი...

Posted by: Nord90 2 Jan 2016, 16:58
teo-teokuna

მადლობა თეო

Posted by: aloha__ 2 Jan 2016, 18:53


არ ვიცოდი კადიკოი თუ ასეთი კარგი იყო up.gif

მეტროს ხიდი რომ არის ოქროს რქის ყურეზე აი იქ ფათიჰის მხარეს საშინელი უბანია, მანდ არ გაჩერდეთ..

Posted by: Governance 2 Jan 2016, 23:47
გამარჯობათ მეგობრებო. ზოგადად თურქეთში ცხოვრება რამდენად ძვირია? იქნებ დაწეროთ
და დასაზმანად სად მირჩევთ წასვლას რაღაც ბაზარი არისო მირჩიეს ადრე და დამავიწყდა. ახალგარზდული ზმანები მინდა რა ჯინსები მაისურები ბოტასები და ა.შ და სად შეიძლება მივიდე?

Posted by: fermina 6 Jan 2016, 21:45
ატლასჯეტს მშვენიერი აქცია ჰქონდა, 75 ევროდ ვიყიდე ორი გზა იანვარში smile.gif

გამახსენეთ, ათათურქიდან სულთანაჰმედზე როგორ მოვხვდე? მეტრო და მერე ტრამვაი? მეტროს რომელ გაჩერებაზე ჩამოვიდე?

Posted by: salvatore 9 Jan 2016, 02:43
Governance
QUOTE
გამარჯობათ მეგობრებო. ზოგადად თურქეთში ცხოვრება რამდენად ძვირია? იქნებ დაწეროთ
და დასაზმანად სად მირჩევთ წასვლას რაღაც ბაზარი არისო მირჩიეს ადრე და დამავიწყდა. ახალგარზდული ზმანები მინდა რა ჯინსები მაისურები ბოტასები და ა.შ და სად შეიძლება მივიდე?

სტამბოლი ზოგადად ძვირია დანარჩენ თურქეთთან შედარებით.
სხვაგან,ანკარა,იზმირი და ა.შ. ევროპასთან შედარებით ბევრად იაფია.
ძვირია: ბინის ქირა ქართული სტანდარტებით უფრო ძვირია,დენი,გაზი,წყალი და ა.შ. ასევე ძვირია,ინტერნეტი,ბენზინი,ტრანსპორტიც... საჭმელ-სასმელი,წიგნები და ა.შ. დაახლოებით იგივე,რაც საქართველოში. (ხორცის და ალკოჰოლის გამოკლებით.ეგენი ძვირია biggrin.gif) ტანსაცმელი,ფეხსაცმელი და ა.შ. უფრო იაფია ვიდრე საქართველოში. თვეზე რომ გადავანაწილოთ: დავუშვათ ანკარაში ხარ და ბინაში იხდი ასე 600-800 ლირას(სადღაც მასეა საშუალო ბინის ქირა საშუალო უბანში,სტამბოლში როგორც ვიცი 1000 ლირა მაინცაა) სადღაც 300-400 ლირა გადასახადები(ინტერნეტის ჩათვლით,მობილურის პაკეტიც მივაწეროთ თუ faturali-ს იყენებ). სადღაც 120 ლირა ტრანსპორტი(დავუშვათ რომ მარტო მეტროს და სახელმწიფო ავტობუსს იყენებ,დღეში ორჯერ,ერთი გზა 2 ლირა) და თავი ადამიანად რომ იგრძნო,სადღაც 600-700 ლირა თვეში სახარჯოდ გინდა. ჰოდა ესეც შენი 1800-2000 ლირას შორის რაღაც smile.gif ანუ ძვირია საქართველოსთან შედარებით.

Posted by: Governance 9 Jan 2016, 15:02
salvatore

გამოდის აქაურზე უარესი იქაა. biggrin.gif
ისე თუ კარგი პონტი გაიჩითება შემოსავლის მხრივ კი ღირს ცხოვრება. ისე არა...

1800-2000 ლირა ჩვენ ფულზე რო ვიანგარიშოთ დაახლოებით რაიქნება?

Posted by: madridman 9 Jan 2016, 17:04
QUOTE (salvatore @ 9 Jan 2016, 02:43 )
Governance
QUOTE
გამარჯობათ მეგობრებო. ზოგადად თურქეთში ცხოვრება რამდენად ძვირია? იქნებ დაწეროთ
და დასაზმანად სად მირჩევთ წასვლას რაღაც ბაზარი არისო მირჩიეს ადრე და დამავიწყდა. ახალგარზდული ზმანები მინდა რა ჯინსები მაისურები ბოტასები და ა.შ და სად შეიძლება მივიდე?

სტამბოლი ზოგადად ძვირია დანარჩენ თურქეთთან შედარებით.
სხვაგან,ანკარა,იზმირი და ა.შ. ევროპასთან შედარებით ბევრად იაფია.
ძვირია: ბინის ქირა ქართული სტანდარტებით უფრო ძვირია,დენი,გაზი,წყალი და ა.შ. ასევე ძვირია,ინტერნეტი,ბენზინი,ტრანსპორტიც... საჭმელ-სასმელი,წიგნები და ა.შ. დაახლოებით იგივე,რაც საქართველოში. (ხორცის და ალკოჰოლის გამოკლებით.ეგენი ძვირია biggrin.gif) ტანსაცმელი,ფეხსაცმელი და ა.შ. უფრო იაფია ვიდრე საქართველოში. თვეზე რომ გადავანაწილოთ: დავუშვათ ანკარაში ხარ და ბინაში იხდი ასე 600-800 ლირას(სადღაც მასეა საშუალო ბინის ქირა საშუალო უბანში,სტამბოლში როგორც ვიცი 1000 ლირა მაინცაა) სადღაც 300-400 ლირა გადასახადები(ინტერნეტის ჩათვლით,მობილურის პაკეტიც მივაწეროთ თუ faturali-ს იყენებ). სადღაც 120 ლირა ტრანსპორტი(დავუშვათ რომ მარტო მეტროს და სახელმწიფო ავტობუსს იყენებ,დღეში ორჯერ,ერთი გზა 2 ლირა) და თავი ადამიანად რომ იგრძნო,სადღაც 600-700 ლირა თვეში სახარჯოდ გინდა. ჰოდა ესეც შენი 1800-2000 ლირას შორის რაღაც smile.gif ანუ ძვირია საქართველოსთან შედარებით.

სამაგიეროდ შემოსავალია საქართველოზე ბევრად მეტი.
იქ რამდენიც აქვთ შემოსავალი ეგ გადასახადები ძვირად არ ითვლება.
მაგალითად ჩემი ძმაკაცი ცხოვრობს სტამბულში, სტუდენტია და ეხლა მუშაობა დაიწყო ერთერთ ჰოსტელში. 3 დღეში ერთხელ უწევს მუშაობა და ტიპს 3000 ლირას უხდიან. ჩვეულებრივი ხელფასია რა ეგ მანდ.

Posted by: salvatore 9 Jan 2016, 22:52
madridman
QUOTE
მაგალითად ჩემი ძმაკაცი ცხოვრობს სტამბულში, სტუდენტია და ეხლა მუშაობა დაიწყო ერთერთ ჰოსტელში. 3 დღეში ერთხელ უწევს მუშაობა და ტიპს 3000 ლირას უხდიან. ჩვეულებრივი ხელფასია რა ეგ მანდ.

გასავალიც ბევრად მეტია. რაც შეეხება 3000 ლირას ჰოსტელში მუშაობაში,ორი წელია თურქეთში ვცხოვრობ და პირდაპირ გეტყვი,მაგდენი მხოლოდ სტამბოლის კარგ უბანში ან ბოდრუმ-მუღლა-ანტალიაში მდებარე კარგ ჰოსტელში შეიძლება მისცენ ადამიანს smile.gif იმამის,მეხანძრის,წვრილი მოხელის,მასწავლებლის ხელფასზე მეტია 3000 ლირა smile.gif რაც შეეხება გადასახადებს, 3000 ლირა,დავუშვათ,რომ მუშაობს ლეგალურად(და რახან ასეა,ესე იგი გაუმართლა,დასაქმებულთა სადღაც ნახევარი აქ "თაშერონია" ანუ უდაზღვევო,მინიმალურ 1300 ლირაზე ნაკლებზე მომუშავე) თვეში სადღაც 150 ლირა დაზღვევა,დღეში 12 ლირა კვების ფული,21% საშემოსავლო(25 ხდება მალე),ბინის ქირა,ტრანსპორტი,კომუნალურები... ანუ მთლად ჩვენი 3000 ლარი არაა smile.gif
P.S. გადავშალე "ჰურიეთის" ვაკანსიების გვერდი... ჰოსტელის და ა.შ. რეცეფციონისტის და მოსამსახურის ვაკანსიებში ხელფასად 1200-1500-ზე მეტი არსად არ წერია.

Posted by: tako44 11 Jan 2016, 05:04
ამინდი როგორია? პარასკევს მოვფრინავ )))

Posted by: fermina 12 Jan 2016, 13:26
There has been an explosion in a district of Istanbul popular with tourists, reports say, with several people said to have been injured.

Turkey's Dogan news agency said the explosion occurred in the city's historic Sultanahmet district, close to the Blue Mosque.
Ambulances rushed to the scene of the blast and police have sealed off the area.

ცისფერი მეჩეთის სიახლოვეს, არიან დაჭრილებიო
http://www.bbc.com/news/world-europe-35290760

მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
Screenshot_9.jpg

Posted by: fermina 13 Jan 2016, 13:38
დაწერეთ რა მანდ ვინც ხართ რა სიტუაციაა
ღირს თუ არა ჩამოსვლა უახლოეს პერიოდში (ამის პროგნოზირება ძნელია თუმცა)
ზოგადად სიმშვიდეა? უსაფრთხოებბის ზომები გაამკაცრეს?

Posted by: tako44 16 Jan 2016, 23:59
fermina
აქ ვარ, არაფერი საშიში არ ჩანს ჯერ ჯერობით. დღეს ჩამოვედი ტრაბზონიდან, მომეჩვენა, რომ გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. ჰილტონში ვართ სასტუმროში და ისე გაგვჩხრიკეს, შევწუხდით. Mაგრამ გასაგებია მიზეზები. Xვალ გავალთ გალათასკენ და სულთანაჰმედისკენ და დავწერ

Posted by: fermina 17 Jan 2016, 09:15
tako44
მეც ვაპირებ ამ დღეებში და მაინტერესებს, არ დაიზარო თუ მოახერხებ დაწერა და მშვიდობით იყავი 2kiss.gif

Posted by: tako44 18 Jan 2016, 02:41
fermina
მოვიარე მთელი სტამბოლი იმისდა მიუხედავად, რომ წვიმდა. სიმშვიდეა, ეხლა თოვს, დადო მაგრად.

Posted by: fermina 18 Jan 2016, 17:29
tako44
ეს ამინდი ცუდია, მაგრამ ოთხშაბათისთვის თითქოს მზიანი პროგნოზია.
მე მგონი არაფერი საშიში აღარ არის... :თავისდამშვიდებასმაილი:
* * *
დიდთოვლობაა და რეისები გადაიდოო...rolleyes.gif ups.gif

Posted by: tako44 20 Jan 2016, 02:41
fermina
Aრანაირი დიდთოვლობა არაა სტამბოლში, რეისის ამბავს ხვალ გეტყვი )))))

Posted by: fermina 20 Jan 2016, 14:13
tako44
ჩამოვედი და გადასარევი ამინდია
ტელევიზორში აპოკალიფსი დახატეს

Posted by: tako44 21 Jan 2016, 03:09
fermina
ზუსტად მაგას ვამბობდი მეც. ))))
Mე თბილისში დავბრუნდი ამწამს.
Bედნიერი სტამბულობა შენ bis.gif

Posted by: sus 25 Jan 2016, 11:26
salvatore
+1
გეთანხმები

madridman

ძალიან მეეჭვება 3000ლირას უხდიდნენ ჰოსტელში. ძაან გაუმართლა ესეიგი შენს მეგობარს smile.gif მოუფრთხილდეს მაგ სამსახურს smile.gif
არალეგალისთვის, რომელმაც კარგად არ იცის თურქული გამორიცხულია 1500ლირაზე მეტ ანაზღაურებადი სამსახურის ნახვა.

ლირის კურსი 0,82 ია/ ანუ 1500 ლირა 1230ლარია

საკმაოდ ძვირია ცხოვრება!



Posted by: ვიღაც 26 Jan 2016, 16:43
QUOTE
fermina

ტერორისტებმა ვერ შეგაშინეს? :დ

Posted by: M_A_D_R_I_D_I_S_T_A 26 Jan 2016, 20:37
გამარჯობა,ხალხო,გაზაფხულზე ვაპირებ ჩასვლას და რომელი კომპანიით ჯდება ყველაზე იაფი ფრენა ?

Posted by: fermina 26 Jan 2016, 23:29
ვიღაც
QUOTE
ტერორისტებმა ვერ შეგაშინეს? :დ 
       

ვერა, იქით შევაშინე vik.gif

Posted by: sus 27 Jan 2016, 11:17
M_A_D_R_I_D_I_S_T_A

ზოგადად პეგასუსი უფრო იაფია, მაგრამ ესეც ვერ იტყვი. ყველას ფასი უნდა ნახო მოცემულ მომენტში.

Posted by: marituri 27 Jan 2016, 14:59
M_A_D_R_I_D_I_S_T_A

ატლსაგლობალი

Posted by: M_A_D_R_I_D_I_S_T_A 27 Jan 2016, 22:52
sus
QUOTE
ზოგადად პეგასუსი უფრო იაფია, მაგრამ ესეც ვერ იტყვი. ყველას ფასი უნდა ნახო მოცემულ მომენტში.

ხომ,რაც ვნახე ამ ეტაპზე,ყველაზე იაფი გამოდის პეგასუსით ქუთაისიდან
marituri
QUOTE
ატლსაგლობალი

ამით რაც ვნახე როცა მინდა იმ პერიოდზე, 120 ევრო გამოვიდა ორივე გზა და პეგასუსით 80
ოღონდ,ეს თბილისიდან და ის ქუთაისიდან

Posted by: marituri 28 Jan 2016, 17:30
M_A_D_R_I_D_I_S_T_A

შეიძლება. უნდა აკონტროლო ორივეს ფასები , იმიტომ რომ ცვალებადია.

Posted by: fermina 28 Jan 2016, 22:18
M_A_D_R_I_D_I_S_T_A
ატლასჯეტის დიდი უპირატესობა ის არის, რომ ათათურქში ჩაფრინდება.მეტრო იქვეა და ნახევარ საათში ცენტრში ხარ.
მაგრამ მე ბარგში ჩაბარებული ჩანთა გამიხსნეს... რაღაც ნივთები ამომაცალეს უკანა გზაზე. ნუ ჩემი ბრალი იყო, დამავიწყდა ამოღება, მაგრამ ეს არ ამართლებს მათ ქურდობას.

Posted by: Miria 29 Jan 2016, 10:20
M_A_D_R_I_D_I_S_T_A
პეგასუსზე ერთხელ რომ ნახავ ფასს - მეორედ იმავე კომპიუტერით ან იმავე ტელეფონით რომ შედიხარ სანახავად ფასის - თანხას გაზრდილს გაჩვენებს.
ამიტომ სხვა კომპიუტერით უნდა შეხვიდე და პირველივე ჯერზე იყიდო ბილეთი
smile.gif

Posted by: ellizabed 30 Jan 2016, 19:44
პეგასუსით 29 ევროდან იყო ფრენები ქუთაისის აეროპორტიდან, მაგრამ ამ ფასად ეს ავიაკომპანია მგონი აღარ დაფრინავს.

Posted by: პერსიელი 31 Jan 2016, 01:24
მოკლედ რამდენიმე დღეში მივდივარ სტამბულში და მაინტერესებს რამდენად სტაბილური სიტუაციაა რომელ უბანს მირჩევთ დაახლოებით 30-40 ლირად რო ვიშოვო სასტუმრო ნორმალურ უბანში



Posted by: Miria 31 Jan 2016, 11:49
პერსიელი
მაგ ფასად ალბათ აქსაირაიში თუ იშოვი - ქართველი და არა მარტო ქართველი ქურდების და ბარიგების უბანი smile.gif

Posted by: natuka_ra 1 Feb 2016, 13:03
რამდენიმე სასტუმროს ფასი მაინტერესებს, ბუქინგზე იაფად შეიძლება რომ ტურისტულს ჰქონდეს?
აქ ხომ არ შეუძლია ვინმეს დახმარება?

Posted by: wrupa 1 Feb 2016, 20:54
გამარჯობათ smile.gif)))
მოკლედ გამოცდილი მოგზაურების რჩევები მჭირდება...)) იმედია არ დამზარდებთ ^_^
პირველი რაც მაინტერესებს იაფად რომელი კომპანიით ჯობია გადაფრენა დ იქნებ საიტებიც მომცეთ smile.gif)) ატლას გლობალით 300 ლარად როგორი ფასია? (ორი გზა)თუ ვნახავ უფრო იაფად?
მეორე სად დავჯავშნო სასტუმრო ? ლინკები ლუთFენ smile.gif)) გადავიკითავ წინა პსტებს იქნებ სხვა არსებულ შეკითხვებზე ვიპოვო პასუხიიი
მადლობა

Posted by: fermina 1 Feb 2016, 20:59
wrupa
http://www.booking.com/hotel/tr/kafkas-istanbul.en-gb.html?label=gen173nr-15CAEoggJCAlhYSDNiBW5vcmVmaFKIAQGYAS64AQTIAQTYAQPoAQE;sid=17be20c349ffc6b3af22f4f35c10b94a;dcid=1;dist=0;group_adults=2;room1=A%2CA;sb_price_type=total;srfid=6118f0d4abdccbf24ceeae36a6c32f3bf267e531X1;type=total;ucfs=1&

ერთ ერთი ძალიან კარგი სასტუმროა ამ თემაში სხვებმაც აღნიშნეს (თუ წინა მსგავს თემებშია აღარ მახსოვს)

საუკეთესო ადგილმდებარეობა, ორ ნაბიჯზეა სულთანაჰმედიც და ემინონუს პორტიც, ანუ ბოსფორი და გალათას ხიდი. წინ - ტრამვაის გაჩერება. მაღაზიები, გულჰანეს პარკი.

ფასის და ხარისხის ამბავში იდეალურია. კარგ ამინდში საუზმე ტერასაზე, არაჩვეულებრივი ხედით.

ამას წინათ გადავხედე და 40 დოლარად ორადგილიანი ჰქონდათ, საუზმით.

Posted by: Ostati 1 Feb 2016, 22:31
QUOTE (wrupa @ 1 Feb 2016, 16:54 )
გამარჯობათ smile.gif)))
მოკლედ გამოცდილი მოგზაურების რჩევები მჭირდება...)) იმედია არ დამზარდებთ ^_^
პირველი რაც მაინტერესებს იაფად რომელი კომპანიით ჯობია გადაფრენა დ იქნებ საიტებიც მომცეთ smile.gif)) ატლას გლობალით 300 ლარად როგორი ფასია? (ორი გზა)თუ ვნახავ უფრო იაფად?
მეორე სად დავჯავშნო სასტუმრო ? ლინკები ლუთFენ smile.gif)) გადავიკითავ წინა პსტებს იქნებ სხვა არსებულ შეკითხვებზე ვიპოვო პასუხიიი
მადლობა

სასტუმროების ალტერნატივას გირჩევთ, აპარტამენტი უფრო იაფი დაგიჯდება და თავს უფრო კომფორტულად იგრძნობ. თუ როგორ მუშაობს ეს სისტემა აღწერილია შემდეგ ლინკზე: http://hotels.ltd.ge/blog/ra-aris-airbnb/

სტამბოლის ცენტრში, ტაქსიმზე აი ასეთი აპარტამენტი ღირს $33

user posted image

Posted by: wrupa 1 Feb 2016, 23:13
fermina
Ostati
რა კარგები ხართ ...!! ჩოქ თეშექულერ ინფოსთვის... smile.gif)) :დდ
აპრილის ბოლოსკენ 20-27 მინდა წასვლა.. დედა და დაქალთან ერთად მივდივარ.. ბილეთები მინდა ახლა ვიყიდო და რა თქმა უნდა სასტუმროების გარკვევაც აქედანვე მინდა.. მაგრამ სასტუმრო მეძვირა მას შემდეგ რაც Ostati ამ საიტის შესახებ გავიგე.. გადავხედე წინაზე რაღაცეებს უბრალოდ ცოტა ეჭქვეშ ვიყავი. ძძალიან იაფად ვნახე ბინები პლიუს ბევრი კომენტები და რჩევებიც ქონდათ დატოვებული იქ უკვე ნამყოფ ხალხს.. რა თქმა უნდა სასიცოცხლო პირობებს უნდა შეეფერებოდეს ადგილი სადაც წავალ, მაგრამ ჩემთვის მნიშნელოვანია მისი ადგილმდებარეობა, რადგან დილით სასტუმრო/ბინას დავუქნევ ხელს და ღამემდე დავემშვიდობები :დდდ ანუ მირჩევნია ეკონომია ამ ეტაპზე და დაზოგილი ფულით სანახაობების ნახვა.. ვფიქრობ ცუდათ არ ვფიქრობ... მაგრამ შველას მაინც ვითხოვ :დდდ იქნებ ცუდათ ვაზროვნებ? :დდდ
თვითმფრინავის ბილეთებზე რას მეტყვით???
ბინა სად ავიღო??
სექტემრბის ბოლოს ვიყავი წელს სამი დღით.. ტაქსიმთან 15 წუთის მოშორებით ნიშანთაშიში ვცხოვრობდი... ყველა სულთანაჰმედს ამბობს მე კი ტაქსიმზე მომეწონა ცხოვრევა თან ჰავათაშების გაჩერებაც იქვეა და ორიენტაციას ადვილად შევძელი...
ორი თვით ვიცხოვრე ევსის პროგრამით სხვა ქალაქში და სტამბულის უნახავად წამოსლა?! ჰოდა მიხმობს ისევ...!!! მაშინ .. მარტო ვიყავი და ყველაფერი სპონტანურად და გამართლებით მოვახერხე... ახლა ჩემს უკან ორი კაცია ეგ ვერ მიშველის რამე ცუდათ რომ ავგეგმო ... ალბათ სტამბულში დამტოვებენ, აუფ არადა როგორ მეწყინებააა sad.gif( დდდდდდდდდ


Posted by: fermina 2 Feb 2016, 09:49
wrupa
სასტუმროს აქვს თავის უპირატესობა, კერძოდ თუნნდაც დილით გამზადებული საუზმე, მომსახურე პერსონალი, რომელსაც რამეს კითხავ, თხოვ, პრეტენზიას გამოთქვამ და ა.შ. უფრო ოფიციალური დაწესებულებაა რა smile.gif

ბინაზე უფრო მეტი რისკია, სურათებისგან ბევრად განსხვავებული ვარიანტი შეგრჩეს ხელში. ჩვენ ასე მოგვივიდა, ბინა გვქონდა დაჯავშნილი, ფოტოებზე ნორმალური იყო და ისეთი საშინელი უბანი და ისეთი სიბინძურე დაგვხვდა, რომ ეგრევე ავიკრიფეთ გუდა-ნაბადი. უფრო სწორად, კიდევ რამდენიმე ბინა გვაჩვენა მეპატრონემ მიმდებარე ტერიტორიაზე და ყველა ერთმანეთზე უარესი იყო. ჯერ მართო თეთრეულზე და ავეჯზე აგერეოდა გული. ჰოდა გამოვიქეცით და ამ სასტუმროს მივაგენით და ძალიან კმაყოფილები დავრჩით. აქვთ სამ და ოთხადგილიანი ნომრებიც.

Posted by: Ostati 2 Feb 2016, 10:29
QUOTE (fermina @ 2 Feb 2016, 05:49 )
wrupa
სასტუმროს აქვს თავის უპირატესობა, კერძოდ თუნნდაც დილით გამზადებული საუზმე, მომსახურე პერსონალი, რომელსაც რამეს კითხავ, თხოვ, პრეტენზიას გამოთქვამ და ა.შ. უფრო ოფიციალური დაწესებულებაა რა smile.gif

ბინაზე უფრო მეტი რისკია, სურათებისგან ბევრად განსხვავებული ვარიანტი შეგრჩეს ხელში. ჩვენ ასე მოგვივიდა, ბინა გვქონდა დაჯავშნილი, ფოტოებზე ნორმალური იყო და ისეთი საშინელი უბანი და ისეთი სიბინძურე დაგვხვდა, რომ ეგრევე ავიკრიფეთ გუდა-ნაბადი. უფრო სწორად, კიდევ რამდენიმე ბინა გვაჩვენა მეპატრონემ მიმდებარე ტერიტორიაზე და ყველა ერთმანეთზე უარესი იყო. ჯერ მართო თეთრეულზე და ავეჯზე აგერეოდა გული. ჰოდა გამოვიქეცით და ამ სასტუმროს მივაგენით და ძალიან კმაყოფილები დავრჩით. აქვთ სამ და ოთხადგილიანი ნომრებიც.

რას ლაპარაკობთ, სურათებით რა სასტუმრო ვერ მოგატყუებთ? აპარტამენტების შემთხვევაშI შეგიძლიათ გაეცნოთ შეფასებებს და კომენტარებს, რომლებიც ისეთი სისტემით არის შესრულებული, რომ შეკვეთით შეფასების დაწერა შეუძლებელია. საუზმის მომზადებას რაღა უნდა შენს გემოზე, სასტუმროში კვერცხის, ძეხვის, სოსის, ყველის, კარაქის, ჩაის და ყავის გარდა კიდევ რა არის? და მომსახურე პერსონალს რა უნდა ჰკითხო ასეთი?

რომელ საიტზე დაჯავშნეთ ბინა?

სტამბოლის არა მაგრამ აგერ ბუდაპეშტის 2 აპარტამენტის ვიდეომიმოხილვა გავაკეთე, ნახეთ და აბა - http://wp.me/p2GnD2-1WV

Posted by: fermina 2 Feb 2016, 10:59
Ostati
QUOTE
რას ლაპარაკობთ, სურათებით რა სასტუმრო ვერ მოგატყუებთ? ა

კი, მაგრამ ამიტომ უფრო მეტი შანსია, წახვიდე რომელიმე უკვე დატესტილ და აპრობირებულ სასტუმროში. ზუსტად იმ ბინის პოვნა, სადაც ფორუმელები არიან ნამყოფი და მოეწონათ, უფრო ნაკლებად შესაძლებელია smile.gif

Posted by: Ostati 2 Feb 2016, 13:44
QUOTE (fermina @ 2 Feb 2016, 06:59 )
Ostati
QUOTE
რას ლაპარაკობთ, სურათებით რა სასტუმრო ვერ მოგატყუებთ? ა

კი, მაგრამ ამიტომ უფრო მეტი შანსია, წახვიდე რომელიმე უკვე დატესტილ და აპრობირებულ სასტუმროში. ზუსტად იმ ბინის პოვნა, სადაც ფორუმელები არიან ნამყოფი და მოეწონათ, უფრო ნაკლებად შესაძლებელია smile.gif

ფორუმელები რა შუაშია, ბინების საიტზე ყველა აპარტამენტს აქვს შეფასებები, რომელთა გაყალბება შეუძლებელია, წაიკითხავ და მიხვდები ღირს თუ არა მისი დაჯავშნა. აგერ არის ინსტრუქცია: http://hotels.ltd.ge/blog/ra-aris-airbnb/

Posted by: fermina 2 Feb 2016, 14:00
Ostati
კარგი, აღარ გეკამათები. მე ჩემი აზრი მაქვს. smile.gif
შეფასებების გაყალბება ყველგან არის შესაძლებელი.

მოკლედ მე სასტუმრო მირჩევნია, ორი-სამი დღით არც ისე ძვირი გამოდის და უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს.

Posted by: Ostati 2 Feb 2016, 16:38
QUOTE (fermina @ 2 Feb 2016, 10:00 )
Ostati
კარგი, აღარ გეკამათები. მე ჩემი აზრი მაქვს. smile.gif
შეფასებების გაყალბება ყველგან არის შესაძლებელი.

მოკლედ მე სასტუმრო მირჩევნია, ორი-სამი დღით არც ისე ძვირი გამოდის და უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს.

არ არის პრობლემა ვიკამათოთ smile.gif არც აზრის შეცვლაა ცოდვა თუ არგუმენტირებულ უარყოფას მოისმენთ. დამერწმუნე შეუძლებელია. მე მაქვს აპარტამენტი თბილისში და ჩემი სტუმრების შეფასებებს ვერანაირად ვერ ვაკონტროლებ დაარც რედაქტირება-წაშლა შემიძლია. ერთმა სექტემბერში დამიწერა ღამე შემცივდაო...

რა თქმა უნდა უფრო კომფორტულია ვარსკვლავებიანი სასტუმროები, მაგრამგანსაკუთრებით თურქეთში ვარსკვლავები არ არის სანდო და ფოტო შეიძლება 2 წლის წინანდელი იყოს და სასტუმროს დღევანდელი მდოგომარეობა გაცვეთილი, მსუბუქად რომ ვთქვათ.

Posted by: fermina 2 Feb 2016, 16:49
Ostati
QUOTE
არ არის პრობლემა ვიკამათოთ  არც აზრის შეცვლაა ცოდვა თუ არგუმენტირებულ უარყოფას მოისმენთ. დამერწმუნე შეუძლებელია. მე მაქვს აპარტამენტი თბილისში და ჩემი სტუმრების შეფასებებს ვერანაირად ვერ ვაკონტროლებ დაარც რედაქტირება-წაშლა შემიძლია. ერთმა სექტემბერში დამიწერა ღამე შემცივდაო...

რა თქმა უნდა უფრო კომფორტულია ვარსკვლავებიანი სასტუმროები, მაგრამგანსაკუთრებით თურქეთში ვარსკვლავები არ არის სანდო და ფოტო შეიძლება 2 წლის წინანდელი იყოს და სასტუმროს დღევანდელი მდოგომარეობა გაცვეთილი, მსუბუქად რომ ვთქვათ.
კი ბატონო, სასტუმროზეც გეთანხმები, რომ ფოტო მატყუარაა. ასევე აპარტამენტის შემთხვევაში შეიძლება უამრავი ფეიქ ექაუნთი შექმნა ან ახლობლებს თხოვო და აქო და ადიდო ეს შენი აპარტამენტი.

უბრალოდ მე ცუდი გამოცდილება მქონდა აპარტამენტზე სტამბულში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ცუდია. სასტუმროც შემხვედრია საშინელი, არადა საიტზე ძალიანაც ნორმალური ჩანდა.

ამიტომ, აქაური პირადი შთაბეჭდილებები ძალიან ეხმარება ადამიანს. კაცია და გუნება თან, ზოგს სასტუმრო ურჩევნია, ზოგს აპარტამენტი.

სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უფრო დაცული ხარ სასტუმროში. smile.gif

Posted by: wrupa 2 Feb 2016, 21:38
Ostati
fermina
ისა რა ქვია biggrin.gif
გადავწყვიტე ბინა დავჯავშნო მაგრამ თქვენი წყალობით ზევით ნახსენები სასტუმრო მექნება შენახული ყოველი შემთხვევისთვის.. წასვლამდე გავარკვევ სად მდებარეობს და ასე შემდეგ...
რა მინდა გკითხოთ... ბილეთები რომელი კომპანიის ვიყიდოო და რომელ საიტზე????

Posted by: fermina 2 Feb 2016, 22:13
wrupa
რა ვიცი ბილეთებზე რა გითხრა, მე ვიყიდე ატლასჯეტის ერთხელ, 75 ევრო იყო ორი გზა, ჩემით დამეზარა და ტურისტულმა მაყიდინა, ყველას დაახლოებით აქვს ეს ფასები, როდესაც არის მსგავსი აქცია. ერთხელ თურქიშით ვიყავი, 120 ევრო იყო ორი გზა.
ატლასჯეტის საიტზე შეგიძლია ყიდვა, თუ თურქიშით არ წახვალ, მაშინ პეგასუსს ჯობს იმით, რომ თბილისიდან ათათურქში ჩაფრინდები და ეგ დიდი უპირატესობაა, ახლოსაა ცეტრთან და მეტროა იქვე კარებთან.

Posted by: wrupa 2 Feb 2016, 23:40
fermina
გასაგებია...
და ტურისტულით იყავი შენ წასული??? თუ უბრალოდ ბილეთები აყიდინე??
პ.ს ტიტების ფესტივალზე რას მეტყვით??? როდის არის???

Posted by: fermina 2 Feb 2016, 23:56
wrupa
რამდენჯერმე ვარ ნამყოფი, ერთხელ ვიყავი ტურისტულით ბოლოს, ანუ ეს რას ნიშნავს - ბილეთები ვაყიდინე და სასტუმრო დამიჯავშნეს, დანარჩენი იქ ჩემით ვიმოძრავე. ისტამბულკარტაც მქონდა და მარტივად მივედი აეროპორტიდან სასტუმრომდე. რომ არ დამზარებოდა, ბილეთსაც ჩემით ვიყიდდი და ჩემთვის სასურველ სასტუმროსაც დავჯავშნიდი დაახლოებით იგივე ფასად. ნუ მე ერთი ღამით ვიყავი და დიდი მნიშვნელობა აქ ჰქონდა, მთავარი იყო სუფთა და ნორმალურ ადგილზე. ცუდი ადგილი არ იყო, მაგრამ "ჩემი" სასტუმრო, სადაც ადრე ვიყავი ბევრად ჯობდა ადგილმდებარეობითაც და სერვისითაც. ეს იყო რაღაც პატარა ქუჩაზე პატარა გესტჰაუსი, ოთახს არა უშავდა, სამი საწოლი იდგა, მატრასებიც ნორმალური იყო და ნუ გაიძლებოდა რა ერთი ღამე.
ტიტების ფესტივალი არის აპრილში, როგორც მახსოვს...დღეები ზუსტად არ ვიცი.

Posted by: vatman 3 Feb 2016, 12:12
wrupa
აგერ მარტის დასაწყისსითვის ატლასჯეტზე 113 ევროდ აგდებს ბილეტების ფასს, ორი გზა. პეგასუსი ერთი 20 ევროთი იაფი რო იყოს მაინც ღირს ატლასჯეტით წასვლა

Posted by: lika23 3 Feb 2016, 13:04
გამარჯობათ,სტამბულში დღეში რამდენი ჭირდება დაახლოებით ადამიანს კვებაში გადაადგილებაში?დასათვალიერებლად 2მა ადამიანმა რამდენი უნდა გაითვალისწინოს თანხა თან ტანსაცმელების ყიდვაც რომ შეძლო, რა ფასებია?

Posted by: Ostati 4 Feb 2016, 13:44
QUOTE (fermina @ 2 Feb 2016, 12:49 )
Ostati
QUOTE
არ არის პრობლემა ვიკამათოთ  არც აზრის შეცვლაა ცოდვა თუ არგუმენტირებულ უარყოფას მოისმენთ. დამერწმუნე შეუძლებელია. მე მაქვს აპარტამენტი თბილისში და ჩემი სტუმრების შეფასებებს ვერანაირად ვერ ვაკონტროლებ დაარც რედაქტირება-წაშლა შემიძლია. ერთმა სექტემბერში დამიწერა ღამე შემცივდაო...

რა თქმა უნდა უფრო კომფორტულია ვარსკვლავებიანი სასტუმროები, მაგრამგანსაკუთრებით თურქეთში ვარსკვლავები არ არის სანდო და ფოტო შეიძლება 2 წლის წინანდელი იყოს და სასტუმროს დღევანდელი მდოგომარეობა გაცვეთილი, მსუბუქად რომ ვთქვათ.
კი ბატონო, სასტუმროზეც გეთანხმები, რომ ფოტო მატყუარაა. ასევე აპარტამენტის შემთხვევაში შეიძლება უამრავი ფეიქ ექაუნთი შექმნა ან ახლობლებს თხოვო და აქო და ადიდო ეს შენი აპარტამენტი.

უბრალოდ მე ცუდი გამოცდილება მქონდა აპარტამენტზე სტამბულში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ცუდია. სასტუმროც შემხვედრია საშინელი, არადა საიტზე ძალიანაც ნორმალური ჩანდა.

ამიტომ, აქაური პირადი შთაბეჭდილებები ძალიან ეხმარება ადამიანს. კაცია და გუნება თან, ზოგს სასტუმრო ურჩევნია, ზოგს აპარტამენტი.

სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უფრო დაცული ხარ სასტუმროში. smile.gif

კიდევ გიმეორებთ არ არის ეგრე, ფეიკ ექაუნთი რამდენიც არ უნდა შექმნა, თუ აპარტამენტი არ დაჯავშნე ფული არ გადაიხადე ისე კომენტარს ვერ დაწერ. იმიტომ ვკამათობ, რომ მინდა სწორი ინფორმაცია და აზრი დარჩეს აპარტამენტების შესახებ.

უფრო მეტი დეტალი აღწერილი მაქვს ჩემს პოსტში: http://hotels.ltd.ge/blog/ra-aris-airbnb/

Posted by: fermina 4 Feb 2016, 16:32
Ostati
ალბათ მართალი ხარ, ამდენი არ ვიცი.
ისე კი, გააჩნია გემოვნებას, გააჩნია ვისთან ერთად მიდიხარ, რამდენი ხნით და ა.შ. მაინც ინდივიდუალური არჩევანია.

Posted by: wrupa 6 Feb 2016, 11:27
lika23
სამი დღით ვიყავი პირადად მე.... ჭამაში ბევრი არაფერი დამხარჯია...
გარეთ ვიკვებებოდი ემინონუს კაფეებში მაქსიმუმ 15 ლირად.. და მთელი დღის განმავლობაში აქა იქ რაღაცეებს ვსინჯავდი.. სიმიტი, შემწვარი წაბლი...
თუ შეგეძლება იქ მოამზადო სადაც იცხოვრებ საკვები პროდუქტის ყიდვა ძალიან იაფად შეგიძლია Bim-ში ესეთი სუპერმარკეტის ქსელი აქვთ .. ძალიან იაფია ყველაფერი...
მთელი დღის განმავლობაში იმდენს ვმოძრაობდი საჭმელი არც მახსოვდა biggrin.gif გააჩნია შენ როგორ ხარ მაგ ამბავთან... biggrin.gif
* * *
vatman
რა საიტზე ნახულობ??
თვითონ ატლასის???
fermina
ერთი დღე ყველგან გაიძლება biggrin.gif მაგრამ შვიდი ღამე რომ მიდიხარ თან მარტო არაა ფსიქოლოგიურად გაგანადგურებენ თუ რამე არ მოეწონათ biggrin.gif

Posted by: giat 6 Feb 2016, 11:44
ისე ერთით თურქები ძალინ კარგ საქმეს აკეთებენ იმით რომ თავისი სერიალებით პოპულარიზაციას და რეკლამას უწევენ
როგორც თვითონ თურქეტს ისე სტამბოლს და და სხვა ღირშესანიშნავ ადგილებს
ამაზე მეტი კარგი საქმე რა უნდა Iყოს ის რომ როცა ტურისტი თურქეთში ან სტამბოლში ჩადის კაკ რაზ იმ ასგილებს ათვალიერებს ხოლმე
რომელიც სერიალების ყურების დროს ნახა და შეიყვარა
აი მხოლოდ ამითი ვაფასებ თურქებს
ნეტაი ჩვენც გავაკეთოთ ისეთი სერიალები რომ
საქართველო გავაცნოთ და ტურისტები მოვიზიდოთ

Posted by: M_A_D_R_I_D_I_S_T_A 7 Feb 2016, 18:16
ვიყიდე ბილეთები,ატლასით მივფრინავ, 5 დღე ვიქნები აპრილის ბოლო-მაისის დასაწყისი jump.gif

Posted by: wrupa 7 Feb 2016, 19:48
M_A_D_R_I_D_I_S_T_A
აბა კარგი დასვენებაა.. smile.gif)))))))))))))
აპრილის ბოლოს მივდივარ მეც.. ბილეთები რამდენად იყიდე??? რომელ საიტზე?
მეც ატლასით მინდა...

Posted by: M_A_D_R_I_D_I_S_T_A 7 Feb 2016, 22:22
wrupa
QUOTE
აბა კარგი დასვენებაა

გაიხარე,მადლობა
QUOTE
ბილეთები რამდენად იყიდე???

115 დოლარი ორივე გზა
QUOTE
რომელ საიტზე?

თვითონ ატლასის

Posted by: ozzyozzy 11 Feb 2016, 11:13
სტამბულში თვეობით რომ ქირავდებოდეს სახლი კარგ ფასად ან სასტუმრო იცით?

ანუ დღიური 100 დოლარი და ეგეთი არა აი 1 თვით, 2 ან 3 ით ესე რომ იყოს სახლები ხომ არის ეგეთები და ეგეთი მჭირდება. ვნახე რაღაცეები მაგრამ 4 000 დოლარი თვე და ეგეთები იყო.

ადგილი ტაქსიმთან ახლოს სადღაც ისტიკლალის მხარეს ან სულტანაჰმედისკენაც რომ იყოს.

ბოლოს 2012 ში ვიყავი და რა ფასებია და რა ხდება არ ვიცი ეხლა.

ვინც სამუშაოდაა წასული ქართველები მათ ხომ იაფად აქვთ სახლები და თუ საერთო საცხოვრებლებში და ცუდ პირობებში არიან?

იზოლირებული მინდა ანუ ყველაფერი და ნორმალური.

Posted by: salvatore 14 Feb 2016, 01:12
ozzyozzy
QUOTE
ვინც სამუშაოდაა წასული ქართველები მათ ხომ იაფად აქვთ სახლები და თუ საერთო საცხოვრებლებში და ცუდ პირობებში არიან?

ზოგი დამქირავებლის მიერ დაქირავებულ ფართში რჩება,ეგ ძირითადად სხვა არაფერია თუ არა ფარღალალა ოთახები,სადაც გაეხვევი საბანში და ყაზარმულ სტილში,შეეცდები დაიძინო. უფრო უკეთესად ვინცაა ისინი,შეამხანაგდებიან ხოლმე და ბინას ქირაობენ სადმე იაფ უბანში,საერთოდ ლეგალურებიც დაახლოებით ასევე აკეთებენ.
QUOTE
ანუ დღიური 100 დოლარი და ეგეთი არა აი 1 თვით, 2 ან 3 ით ესე რომ იყოს სახლები ხომ არის ეგეთები და ეგეთი მჭირდება

სადღაც 900-1000 ლირა უნდა თვეში ქირა სტამბოლში(კარგ ადგილას ალბათ სადღაც 1300-1500) როგორც მახსოვს+ორასი-სამასი ლირა კომუნალური ივარაუდე თვეში(თან აქ მრიცხველის ფული,დატაცებული დენის და დაღვრილი წყლის ფული და ათასი რაღაცაც უნდა გადაიხადო,ხშირად,დამატებითი გადასახადი მრიცხველის ჩვენებაზე ორჯერ ან სამჯერ მეტიც კია,ყადირას და მელიჰას დედებიც :დ) + დამატებით ერთი თვის ქირა "დეპოზიტია" ანუ გარანტია,რომ არ დაცოცხავ ანუ სამ თვეში ოთხი თვისას იხდი. კიდევ,შეეცადე პატრონისგან იქირაო,თორემ უძრავი ქონების სააგენტოებს კიდევ ერთი თვის ქირის ოდენა თანხა ან რაღაც მიახლოებითი ოდენობა უნდათ. და ბოლოს,თუ თურქული არ იცი,მოემზადე,რომ ყველანაირ აღმოსავლურ ხიმანდრობასთან შეიძლება გქონდეს საქმე,იმაზე უარესებთან,ვიდრე თურქულის ცოდნის შემთხვევაში გექნებოდა smile.gif

Posted by: ozzyozzy 14 Feb 2016, 09:10
salvatore

მოკლედ დენის და გადასახადების გადახდაც მე უ მიწევს და არ შედის ქირაში მაგას ისევ სასტუმრო მირჩევნია, არც მრიცხველის პრობლემა შემაწუხებს არც მეოთხე თვის ფულის დატოვება და არც ის რომ ბინაში უკეთესი შპალიერი მქოდაო და შენ გამიფუჭეო და ეგეთები :დ

სასტუმრო მეტი კი ჯდება თან ისტიკლალზე მინდა ან სადმე ახლო მახლო სხვა უბნები არ მაწყობს.

კაი სასტუმროები და სადაც დავდიოდი ხშირად მომატებული აქვს ფასები, 2010 ში და 2011 ში ხშირად მიწევდა ჩასვლა და ერთ და იგივე სასტუმროშI ვჩერდებოდი ისტიკლალზე 20 ლირად რა დრო იყო :დ მერე 2012 ში იგივეშI 20 ლირა რომ ვუთხარი არაო ხო არ გაგიჟდიო :დ თან მიცნობდა უფროსი მაგრამ ჩემი ფეხები. 40 ფეხი არ მოუცვალა და მერე ტაქსიმის მხარეს 90 ლირად შევედი ბევრად უკეთესში.
და ეხლა ბუკინგზე რაც ვნახე 100 ზე ზევითაა მაგ მიდამოებში ფასები, ადგილზე მეტი ნაკლები გამოვა და კიც აკლებენ მაგრამ მაინც გაზრდილია.






და ბარემ ერთი კითხვა სტამბული - კიევი რა ღირს ბილეთი თუ იცით? ფრენა...

Posted by: zika083 17 Feb 2016, 12:05
გამარჯობა
გოგჩენის აეროპორტიდან სულთან ახმეტზე იაფად როგორ მოვხვდე? დილის საათებში
ზოგადად ტრანსპორტი რომელი საათიადან მუშაობს?

Posted by: Miria 18 Feb 2016, 22:56
fermina
QUOTE
http://www.booking.com/hotel/tr/kafkas-ist...e=total;ucfs=1&
ერთ ერთი ძალიან კარგი სასტუმროა ამ თემაში სხვებმაც აღნიშნეს (თუ წინა მსგავს თემებშია აღარ მახსოვს)

ეხლა ვნახე რუკაზე ეს სასტუმრო.
ტრამვაის რელსებიდან 1 მეტრშია ეს შენობა.
ამიტომ, მჯერა რომ დილის 6 საათიდან ღამის 12 საათამდე ტრამვაის რელსების გუგუნი იქნება
sad.gif
* * *
fermina
QUOTE
შეფასებების გაყალბება ყველგან არის შესაძლებელი.

გაყალბების რა მოგახსენო, მაგრამ ტუილ-მართალი შეგიძლია დაწერო.
მაგალითად, booking.com-ზე ვერ დაწერ კომენტარს ვერც ერთ სასტუმროზე - თუ მართლა არ ხარ იქ ნამყოფი booking.com-ის ჯავშანით.
სისტემა ასეთია:
ჯავშანს აკეთებ booking.com-ზე შენი ვიზა ან მასტერ ბარათის მეშვეობით.
დაჯავშნისას აუცილებლად მიუთითებ შენს იმეილს.
დაჯავშნის პროცესის დასრულების შემდეგ booking.com-ი გიგზავნის ჯავშანის დამადასტურებელ იმეილს.
სასტუმროს მისდის ავტომატური შეტყობინება booking.com-იდან რომ ესა და ეს სტუმარი ჩამოდის ამა და ამ თარიღში ამდენი დღით.
ჩადიხარ სასტუმროში.
სასტუმრო "ატყობინებს" booking.com-ის ადმინისტრაცია რომ ჩახვედი.
სასტუმროდან წამოსვლის შემდეგ, იმავე დღეს ან 1 დღის შემდეგ , booking.com-ი გიგზავნის იმეილს სადაც არის ლინკი და გთხოვენ რომ დააწკაპუნო ამ ლინკზე რომ დაწერო შენი შთაბეჭდილებები ამ სასტუმროთან დაკავშირებით.
ლინკზე რომ დააწკაპუნებ - ლინკს გადაყავხარ booking.com-ის საიტზე სადაც არის ცარიელი გრაფა სადაც უნდა დაწერო შენი შთაბეჭდილებები.
აი, მანდ უკვე შენზეა დამოკიდებული ტყუილს დაწერ თუ მართალს smile.gif
პ.ს. ხდება ტეკსტის მონიტორინგი სანამ გამოქვეყნებენ რომ არ იყოს უცენზურო სიტყვები.
სხვა დანარჩენი: სიტყვა-სიტყვით აქვეყნებენ შენს კომენტარს booking.com-ზე იმ სასტუმროს გვერდზე რომელ სასტუმროშიც შენ იყავი.
ასე რომ რამდენი ექაუნთიც გინდა შექმენი booking.com-ზე, ის ლინკი თუ არ გაქვს - ვერაფერს დაწერ.
და ის ლინკი არ გექნება - თუ რეალურად არ დარჩი სასტუმროში.
smile.gif
* * *
zika083
QUOTE
გოგჩენის აეროპორტიდან სულთან ახმეტზე იაფად როგორ მოვხვდე? დილის საათებში

ჰავათაშის ავტობუსები გადის საბიჰადან ყოველ 30 წუთში როგორც მახსოვს.
მიგიყვანს ტაკსიმამდე.3-4 წუთი უნდა იარო ტაკსიმის მეტრომდე რომ მიხვიდე.
მერე ფუნიკულიორით ცახვიდე (ფუნიკულიორი მხოლოდ 1 გაჩერებაა: ტაქსიმი - ქაბათაში.)
ქაბათაშში გამოხვალ ფუნიკულიორის ვაგონიდან და შეხვალ ტრამვაიში.
დაცვაა ყველა გაჩერებაზე.
შეგიძლია ჰკითხო მიმართულებები.
ქაბათაშიდან მე7ე გაჩერებაა სულთანაჰმეთი.
მე სულ ასე დავდივარ.
smile.gif
სასიამოვნო მგზავრობას გისურვებ
smile.gif
* * *
lika23
QUOTE
თან ტანსაცმელების ყიდვა

ზოგადად თურქეთი საუკეთესო ადგილია ტანსაცმლის საყიდლად,
მე სულ ვცდილობ მანდ ვიყიდო (თუ თურქეთის გავლით მიწევს სადმე წასვლა - ბილეთს ისე ვჯავშნი რომ 1-2 დღე სტამბულში დავრჩე რომ ტანსაცმელი ვიყიდო smile.gif
დიიიიიდი არჩევანი და ყველანაირი ხარისხი
smile.gif
QUOTE
დღეში რამდენი ჭირდება დაახლოებით ადამიანს კვებაში

კვება - გააჩნია რა უბანში რას შეჭამ.
1 ულუფა ნორმალურ ადგილზე ასე 20-25 ლირა ჯდება.
გადაადგილება - მეტრო კარტი უნდა იყიდო, პირველი გასვლა 3 ლირა ღირს, მეორე 1,75 მგონი. მე3ეც.მაგრამ თუ 1 (მგონი, ზუსტად არ ვიცი) საათზე მეტი გავიდა პირველი გატარებიდან - ისევ 3 ლირადან იწყება ტანხის მოხსნა ბარათიდან.
ჯეტონით თუ ივლი - თითო ჯეტონი 3 ლირად უნდა იყიდო ყოველ ჯერზე.

Posted by: ellizabed 19 Feb 2016, 01:19
QUOTE (lika23 @ 3 Feb 2016, 13:04 )
გამარჯობათ,სტამბულში დღეში რამდენი ჭირდება დაახლოებით ადამიანს კვებაში გადაადგილებაში?დასათვალიერებლად 2მა ადამიანმა რამდენი უნდა გაითვალისწინოს თანხა თან ტანსაცმელების ყიდვაც რომ შეძლო, რა ფასებია?

ჭამა და გადაადგილება საშუალოდ 50 ლირა იანგარიშე, ანუ სადილი და მსუბუქი ვახშამი . რად შეეხება შოპინგს მანდ უკვე მაღაზიებს გააჩნია, არის უამრავი იაფფასიანი მაღაზია და არის ბრენდებიც, სადაც საოცარი ფასებია smile.gif
შარშან მაისში ვიყავი 1 კვირა და 1000 ლირა მქონდა სულ და მშვენივრად მეყო სახარჯოდ smile.gif

Posted by: fermina 19 Feb 2016, 20:28
Miria
QUOTE
ეხლა ვნახე რუკაზე ეს სასტუმრო.
ტრამვაის რელსებიდან 1 მეტრშია ეს შენობა.
ამიტომ, მჯერა რომ დილის 6 საათიდან ღამის 12 საათამდე ტრამვაის რელსების გუგუნი იქნება


ყველა ოთახი არ გამოდის ქუჩის მხარეს, თან რა ვიცი, გადასარევად მეძინა, დიდად არ შევუწუხებივარ ხმაურს, დილით ადრე ვიღვიძებდი ისედაც და სასტუმროში საკმაოდ გვიან შევდიოდი. საუზმე აქვს ტერასაზე, საიდანაც ბოსფორზეა ხედი და იდეალური ადგიმლდებარეობა, სულთანაჰმედი და ემინონუ ორ ნაბიჯზე, ტრამვაის გაჩერება იქვე. ვთვლი, რომ ფასთან შეფარდებით მშვენიერი სასტუმროა, არავის ვაძალებ. სხვებსაც მოეწონატ აქ.

Posted by: GIORGI088 19 Feb 2016, 22:15
wrupa
QUOTE
აბა კარგი დასვენებაა.. )))))))))))))
აპრილის ბოლოს მივდივარ მეც.. ბილეთები რამდენად იყიდე??? რომელ საიტზე?
მეც ატლასით მინდა...

მეც მარტის-ბოლოს აპრილის დასაწყისში მიწევს წასვლა და 95$ ად ვიყიდე 2 გზა, ძაან მაგარია biggrin.gif

Posted by: FRAGSTAR 21 Feb 2016, 15:40
მოკლედ მეგობრები ვაპირებთ ავტომობილით წასვლას სტამბოლში, ვინც ნამყოფები ხართ იქნებ რაიმე მირჩიოთ ფასები,სიტუაცია,კვება სასტუმროების საშუალო ფასები და ა.შ

Posted by: zika083 23 Feb 2016, 13:13
Miria
მადლობა
გუშინ ვიყიდე ბილეთი თვითმფირნავის ატლასჯეტით, 290 ლარი 2 გზა, ვინმეს თU დააინტერესებს smile.gif

Posted by: madridman 23 Feb 2016, 13:19
FRAGSTAR
QUOTE
ავტომობილით წასვლა

ძნელია მაგი საკმაოდ yes.gif
ბენზინიც ჩვენზე ძვირია როგორც მახსოვს

Posted by: JCH 24 Feb 2016, 23:32
QUOTE (madridman @ 23 Feb 2016, 13:19 )
FRAGSTAR
QUOTE
ავტომობილით წასვლა

ძნელია მაგი საკმაოდ yes.gif
ბენზინიც ჩვენზე ძვირია როგორც მახსოვს

როგორც მახსოვს, გზაში რამდენიც გჭირდება, იმ რაოდენობის ბენზინის გადატანა შეგიძლია.

Posted by: Ordoll 27 Feb 2016, 15:03
სალამი ხალხო
ხვალ დილით მივფრინავ სტამბულში, სასტუმრო ფათიჰში მაქ დაჯავშნული. საშოპინგოდ სად ჯობია წასვლა მირჩიეთ რა

Posted by: lavandula_vulgare 27 Feb 2016, 22:24
მოგესალმებით. ვინ არის სტამბოლის ქართულ კათოლიკურ ეკლესიაში ნამყოფი? რომელ საათებშია ღია, ან საერთოდ როგორ ფუნქციონირებს ეკლესია? დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: Cele 29 Feb 2016, 05:42
ლაციოს იგრაზე ვიყავით სტამბულში და იმენა ყველა პონტით კმაყოფილი დავრჩი, ლაციოს დვიჟენიითაც და თვითონ ქალაქითაც.

მოკლედ ვისაც გაქვთ დვიჟენია სტამბულში წასვლა/არ წასვლის თემით, გირჩევთ რო უეჭველი წავხიდეთ.

ძაან მაგარი ქალაქია!!!

Posted by: sus 1 Mar 2016, 14:52
lavandula_vulgare

ქართული კათოლიკური??? პირველად გავიგე smile.gif)

ბევრი ბერძნული ორთოდოქსული და კათოლიკური ტაძარია, განსხვავებული მუშაობის საათებით. ღუ სწორედ მახსოვს ძირითადად 5 ზე იკეტება

Posted by: lavandula_vulgare 1 Mar 2016, 21:19
QUOTE (sus @ 1 Mar 2016, 14:52 )
lavandula_vulgare

ქართული კათოლიკური??? პირველად გავიგე smile.gif)

ბევრი ბერძნული ორთოდოქსული და კათოლიკური ტაძარია, განსხვავებული მუშაობის საათებით. ღუ სწორედ მახსოვს ძირითადად 5 ზე იკეტება


ქართული კათოლიკური ეკლესია შიშლიში, XIX საუკუნეში დაარსებული. თქვენ ალბათ სხვა რამეს გულისხობთ
https://tr.wikipedia.org/wiki/Bomonti_G%C3%BCrc%C3%BC_Katolik_Kilisesi

https://www.google.com/maps/place/G%C3%BCrc%C3%BC+Katolik+Kilisesi/@41.058869,28.9810254,17z/data=!3m1!4b1!4m2!3m1!1s0x14cab71a115c3d1b:0xdab7202c81f3414b

Posted by: gamcemlidze 2 Mar 2016, 11:09
თურქეთში მაგთის.როუმინგი კარგად მუშაობს? თუ ჯობია იქაური კარტა ავიღო?

Posted by: wrupa 8 Mar 2016, 12:46
zika083
GIORGI088
ჯანდაბაა... გააძვირა ატლასმა ბილეთები, ვერ მოვასწარი ყიდვა და sad.gif(((( აიიი....
დამაკვალიანეთ სად ვიყიდოო რაა... sad.gif

Posted by: wrupa 9 Mar 2016, 17:16
რომელ თემაში გავხსნა შამპანური აღარ ვიცი biggrin.gif
მეღირსა სტამბულის ბილეთები...მაისში მივფრინავ...
პირველად ვიყიდე ონლაინით.. ფლაი.ჯი და ისეთი საყვარელი და კარგი გოგოები ჰყავთ რომ ლამის ჩემი დაქალები გახდნენ biggrin.gif biggrin.gif
ბილეთის ფასი ყოველ ჯერზე იცვლებოდა... 323 ლარად ვიყიდე ...ატლასის საიტზე კი ამ რიცხვებში უფრო მეტი ღირდა...
ახლა კი მირჩიეთ სად ღირს დასახლება სულთანაჰმეთზე თუ ტაქსიმზე??? ვაპირებ ბინის ქირაობას აირბნბ-ზე... ჰეეელფ

Posted by: marituri 10 Mar 2016, 18:15
wrupa
სულთანაჰმეთზე გირჩევნია ღირსშესანიშნავი ადგილების სიმრავლის თვალსაზრისით smile.gif
სასტუმრო თუ გინდა იაფად შემეხმიანე.

Posted by: zika083 15 Mar 2016, 10:46
wrupa
რამდენით გააძვირეს?
მე ყაზზბეგზე ვიყიდე 2 ადამიანზე ორივე გზა 580 ლარი

Posted by: marituri 17 Mar 2016, 11:04
ვინც სტამბულში ხართ ამჟამად, რა სიტუაციაა ?

Posted by: marituri 18 Mar 2016, 12:33
კიდევ მაინტერესებს აქედან წავიღო ლირები თუ იქ გადავახურდავო? რას მირჩევთ?

Posted by: Cockney1 20 Mar 2016, 03:12
ხომ არ იცით რამდენი დღე სჭირდება თურქეთის ვიზის აღებას საქართველოში სხვა ქვეყნის მოქალაქესთვის და რამდენად რთული პროცედურაა?



Posted by: Kratom 22 Mar 2016, 12:08
Ordoll

ლილოს თუ ეძებ ლალელი და აქსარაი, საშუალო და მაღალი კლასის ბრენდები ტაქსიმზე

Posted by: zika083 31 Mar 2016, 11:34
გუშინ ჩამოვედით ისტამბულიდან ხალხნო, ვინმე რამე თუ გაინტერესებთ სიამოვნებით გიპასუხებთ ახალ ინფოს smile.gif თუ ვიცი რათქმაუნდა
მხოლოდ 4 დღე ვიყავით, თუმცა ძალიან კმაყოფილები ვართ

Posted by: dato_dato 31 Mar 2016, 11:41
გოგჩენთან ახლოს არის რამე? 3 საათი მაქვს ფრენებს შორის დრო

Posted by: tatogulo_ 31 Mar 2016, 15:35
dato_dato
3 საათი ისე გავა სანამ გეიტამდე მიხვალ wink.gif არც იფიქრო გარეთ გასვლა

Posted by: dato_dato 31 Mar 2016, 15:47
tatogulo_
QUOTE
3 საათი ისე გავა სანამ გეიტამდე მიხვალ  არც იფიქრო გარეთ გასვლა

გამოსვლა და შესვლა ვიანგარიშე უკვე, ეგ სუფთა 3 საათია და მართალი ხარ არც ღირს გარეთ გასვლა, ათათურქში ბევრჯერ ვარ ნამყოფი, იქ 3 სააათი არაფერია და ეგ გოგჩენი ძაან პატარააო და ვიფიქრე....

Posted by: sus 31 Mar 2016, 16:32
dato_dato
თუ მაინცდამაინც გასვლა გინდა გოქჩენის აეროპორტთან არის სავაჭრო ცენტრი Viaport. ტაქსით მიხვალ 5 წუთში wink.gif

Posted by: dato_dato 31 Mar 2016, 16:41
sus
QUOTE
თუ მაინცდამაინც გასვლა გინდა გოქჩენის აეროპორტთან არის სავაჭრო ცენტრი Viaport. ტაქსით მიხვალ 5 წუთში

თუ 5 წუთში მივალ შეილება გასვლა, მადლობ ეგ მაინტერესებდა ზუსტად, დანარჩენს დავძებნი

Posted by: sus 31 Mar 2016, 16:46
dato_dato
8ყოფილა smile.gif მოკლედ 5 კილომეტრია

https://www.google.com.tr/maps/dir/Viaport+Al%C4%B1%C5%9Fveri%C5%9F+Merkezi,+Istanbul/Sabiha+Gokcen+International+Airport,+Sanayi+Mh.,+34906+Pendik%2F%C4%B0stanbul/@40.9223131,29.303707,14z/am=t/data=!3m1!4b1!4m14!4m13!1m5!1m1!1s0x14cad0a009e00a49:0x67676050d69b82fc!2m2!1d29.3234083!2d40.9380614!1m5!1m1!1s0x14cadbcbf424a153:0xacefca4d8098da74!2m2!1d29.3168603!2d40.905371!3e0?hl=en

Posted by: dato_dato 31 Mar 2016, 16:54
sus
QUOTE
dato_dato
8ყოფილა  მოკლედ 5 კილომეტრია

https://www.google.com.tr/maps/dir/Viaport+...1!3e0?hl=en

კი ვნახე, ბევრჯერ ვარ მანდ ნამყოფი მანქანით, მარა მაგ აეროპორტთან თუ იყო არ ვიცოდი

Posted by: Neptunne 13 Apr 2016, 16:24
ფიფოლ თქვენი დახმარება მჭირდება.

ვაპირებ წასვლას 3 თვით. მაინტერესებს საშუალოდ ნორმალურად რომ იცხოვრო ერთმა ადამიანმა ევროპულ მხარეს რამდენია თვეში საჭირო?
ბინები ვნახეა ეარბიენბიზე 300-400$ ში მომეწონა.. იქ არის შანსები რომ უფრო იაფად ვნახო?
და საერთოდ რას მირჩევთ სანამ წავალ ვინმე გამოცდილისგან მჭირდება რჩევა rolleyes.gif

პ.ს. ბილეთი ერთი გზა რა ღირს? ბათუმიდან სტამბულამდე

Posted by: stephanozi 13 Apr 2016, 23:00
გამარჯობათ ხალხო, ტაქსიმზე ღირს რამის ყიდვა? ფასები როგორია? სიიაფე საით უფრო იქნება მაგ ტერიტორიასთან ახლოს?

Posted by: sus 14 Apr 2016, 10:21
Neptunne
300-400$ ბინაში ოთახი ნახე თუ ცალკე ბინა? კომუნალურები ცალკე უნდა გადაიხადო? გააჩნია ადგილს უბანს სად უნდა იცხოვრო. 2 ოთახიანი ბინის ფასები საშუალოდ 700-3000 ლირის ფარგლებშია smile.gif +კომუნალურები ზაფხულში 150-200ლირამდე ზამთარში 400მდეც ავა. კვებაც ინდივიდუალურია, რას შეჭამ გააჩნია smile.gif სახლში თუ გააკეთებ საჭმელებს და გარეთ ჭამას მოერიდები სადღაც 400 ლირად გამოიკვებები. მოკლედ რა დაგიჯდება ცხოვრება დამოკიდებულია რა უბანში იცხოვრებ იმაზე.
ბილეთები www.thy.com დან ნახე. საშუალოდ 130ევრო

Posted by: Neptunne 14 Apr 2016, 14:39
sus

დიდი მადლობა wink.gif

--------------

Posted by: bohiko 14 Apr 2016, 14:45
QUOTE (dato_dato @ 31 Mar 2016, 15:47 )
tatogulo_
QUOTE
3 საათი ისე გავა სანამ გეიტამდე მიხვალ  არც იფიქრო გარეთ გასვლა

გამოსვლა და შესვლა ვიანგარიშე უკვე, ეგ სუფთა 3 საათია და მართალი ხარ არც ღირს გარეთ გასვლა, ათათურქში ბევრჯერ ვარ ნამყოფი, იქ 3 სააათი არაფერია და ეგ გოგჩენი ძაან პატარააო და ვიფიქრე....

ათათურქი იყო ჩემთვის პატარა, წარმოდგენაც არ მინდა რა იქნება გოგჩენი

Posted by: Miria 15 Apr 2016, 11:04
wrupa
QUOTE
რომელ თემაში გავხსნა შამპანური აღარ ვიცი biggrin.gif

givi.gif

Posted by: DoubleN 16 Apr 2016, 10:08
ახლობელს აინტერესებს,დეპორტი აქვს 23 აპრილამდე და როგორ ხდება შაბათი ემთხვევა,გადასვლა საზღვარზე,რამე პრობლემა ხო არ ექნება,იქნებ ვინმემ გამარკვიოთ?

* * *
ანუ ჩვეულებრივად გაატარებენ საზღვარზე თუ რამე პროცედურები და დრო დაჭირდება?ვინმემ მიპასუხეთ პლზ..............

Posted by: stephanozi 16 Apr 2016, 21:58
QUOTE
გამარჯობათ ხალხო, ტაქსიმზე ღირს რამის ყიდვა? ფასები როგორია? სიიაფე საით უფრო იქნება მაგ ტერიტორიასთან ახლოს?

???????????????????????????????????????

Posted by: stephanozi 20 Apr 2016, 20:14
ხალხო, სტამბულში ღამით იმართება დიდი ბაზარიო, ღამის 11ისთვის იწყებაო და არავინ არ იცით სად ხდება ეგ ამბები? biggrin.gif

Posted by: Miria 22 Apr 2016, 18:46
stephanozi
QUOTE
სტამბულში ღამით იმართება დიდი ბაზარიო, ღამის 11ისთვის იწყებაო

არ ვიცი მე ეგ ამბები...
მე ტრუსიკ-მაიკა-ნასკებს ემინონუში ვყიდულობ ხოლმე... პატარა ქუჩებია, ვიწრო, როგორც შარდენი, მანქანები არ მოძრაობენ, მხოოდ ასეთი რაღაცეების მაღაზიებია,
შიდა თეთრეული და ნასკები,იაფი მაიკებიც არის, სპორტული შარვლები, დამა ქალის ბოლო კაბები და ამიკა - ბლუზკები 10-20 ლირებში.
ნორმალურ ტანსაცმელს სავაჭრო ცენტრებში ვყიდულობ ხოლმე. ხარისხიანია და არც ისე ძვირი.
ოქტომბერში ჯინსები ვიყიდე სკიდკით 50 ლირებში.

Posted by: Neptunne 4 May 2016, 23:29
გამარჯობაა

სტამბოლი - ბათუმი
ავტობუსის ბილეთის ფასები შეგიძლიათ მითხრათ ვინმემ?

რატომღაც ეს თემა მკვდარია (


Posted by: naniko1122 5 May 2016, 00:03
Neptunne


QUOTE
პ.ს. ბილეთი ერთი გზა რა ღირს? ბათუმიდან სტამბულამდე
სტამბოლი - ბათუმი
ავტობუსის ბილეთის ფასები შეგიძლიათ მითხრათ ვინმემ?



http://geometro.ge/ge/travel-information/routes-timetable-fares

Posted by: madridman 5 May 2016, 16:40
QUOTE
ავტობუსის ბილეთის ფასები შეგიძლიათ მითხრათ ვინმემ?


110 ლირად დაახლოებით ფრენის ბილეთსაც იშოვი
ბევრად ჯობია თავის მოკვლას და ფეხებში წყალის ჩადგომას 2 საათ ნახევარში ჩაფრინდე

Posted by: qetquta82 6 May 2016, 10:43
Neptunne
კომპანია მეტრო დადის ბათუმიდან იაფად.
აი ტრაპიზონიდან თუ წახვალ გადაფრენა ძალიან იაფია თურქიში დაფრინავს მე 2 თვის წინ ესე წავედი, 175 ლირა ორივე გზა დამიჯდა.

Posted by: sus 6 May 2016, 11:03
Neptunne
qetquta82
უფრო იაფადაც შეიძლება ნახო ტრაპიზონიდან. წინასწარ თუ იყიდი.

Posted by: wrupa 6 May 2016, 18:47
4 დღეში მივდივაააააააარ... <3 <3
ვაპირებ ამ დღეებში ფურცელზე ჩამოვწერო რა უნდა ვნახო ,როგორ და ასე შემდეგ biggrin.gif
ამიტომ თქვენი დახმარების იმედი მაქვს<3

Posted by: lepori 6 May 2016, 19:40
wrupa
QUOTE
ვაპირებ ამ დღეებში ფურცელზე ჩამოვწერო რა უნდა ვნახო ,როგორ და ასე შემდეგ

მეც გადამაწერინე რა rolleyes.gif

Posted by: Neptunne 9 May 2016, 00:06
QUOTE (madridman @ 5 May 2016, 16:40 )
QUOTE
ავტობუსის ბილეთის ფასები შეგიძლიათ მითხრათ ვინმემ?


110 ლირად დაახლოებით ფრენის ბილეთსაც იშოვი
ბევრად ჯობია თავის მოკვლას და ფეხებში წყალის ჩადგომას 2 საათ ნახევარში ჩაფრინდე

სად არის აბა 110 ლირად? შეგიძლია მაჩვენო? სამომავლოდ გამომადგება

...

ვიყავი უმშვენიერეს სტამბოლში. სულთანაჰმედზე დავბინავდი, არაფრით არ ვარ უკმაყოფილო.
კარგი სასტუმრო მეგობრული გარემო. ყველაფერ მშვენიერი იყო!! ასევე მოვინახულე აკვარიუმიც თავიდან ვერ ვიპოვე და მერე ამ თემაში მოვძებნე მიახლოებით ვიცოდი სადაც იყო. და გამომადგა, მართლაც გასაოცარი იყო.. ვიყავი კუნძულებზეც.. თუ ჩახვალთ აუცილებლად წადით კუნძულ ადაზე.. იქ არის ეკლესია 5-10 წუთის ფეხით სავალში გაოცდებით გასაოცარი ხედი იშლება და ეკლესია ხომ საერთოდ))
ტოპკაპი, აია სოფია, ლურჯი მეჩეთი, ბაზილიკას ცისტერნა (გასაოცარია), გალათა თაუერი, აკუარიუმი.. იყო კიდევ ბევრი რამ რაც ვნახე..
ბოსფორზე ტურიც ავიღე წამოსვლისას ბოლო დღეს.. სადაც ყოველდღიურად იმართება წარმოდგენა გემში. ცეკვები და ა.სშ
მართლა კმაყოფილი ვარ..
რაც შეეხება პონტს ბიჭებოო.. მეგობრული გოგონები არიან.. ტურისტები ხომ ცალკე თემაა მაგრამ ადგილობრივებიც გახსნილები არიან.. იყავით თავაზიანები და შეირგეთ. ჩემ შემთხვევაში ყველაფერმა მშვენივრად ჩაიარა.

ფეხბურთის მოყვარული ვარ და ჩემპიონთა ლიგის მატჩის საყურებლად სულთანაჰმედზე ქუჩის მეორე მხარეს ბარში მივედი.. სავსე იყო ესპანელებით, ინგლისელებით და გერმანელებით. მაგრად გაასწორა შუადღეზე რომ მივედი ჩვეულებრივი რესტორანი მეგონა.. ვფიქრობდი აქ ფეხბურთის ყურება ტანჯვა იქნება მეთქი.. მაგრამ საღამოს მოლოდინს გადაჭარბა სრული საფეხბურთო გარემო! და ფეხბურთის მოყვარული სასტავი!

მესამე მეოთხე დღეს როცა რესტორანს ჩავუვლიდი მპატიჟებდნენ თურქულ ყავაზე biggrin.gif სიცოცხლით სავსე ხალხია biggrin.gif გალათას ხიდის ქვეშ რესტორანში თევზის დაგემოვნება მოვინდომეთ.. მივედით და მიუხედავად იმისა რომ იქაურობა სავსე იყო ტურისტებით, დიდი ყურადღება გამოიჩინეს და პერსონალთან სასიამოვნო საუბრის შემდეგ მოდის მეპატრონე და მეკითხება ყველაფერი მეგოწენათო... ამ დროს ქართულად ვსაუბრობდით და მკითხა საიდან ვიყავი.. აღმოჩნდა რომ ეს ტიპი ბათუმში ავტომობილებს ყიდის.. ხოდა გამოვიდა ისე რომ უფასოდ მივირთვით 70 ლირის თემა.. მერე გამოგვიარეთო და კი დავდიოდი.. lol.gif

ტერაქტების გამო არ შეშინდეთ. ყველგან პოლიციაა და უსაფრთხოების დონე მაღალია. ზურგჩანდით სიარულს მოერიდეთ 3-4 ჯერ გამაჩერეს ამის გამო..

თუ გაინტერესებთ ფასები სად რამდენი გადავიხადე ვგულისხმობ ღირსესანიშნაობებს მითხარით დავწერ.

სასიამოვნო გარემო, თავაზიანები, მეგობრულები, რავიცი აბა სიტყვები არ მყოფნის, მშვენიერი იყო.

love.gif love.gif

Posted by: madridman 9 May 2016, 01:00
Neptunne

ე.ი.
თურქიშის საიტზე შედი
გაფრენის ადგილი აირჩიე Hopa ჩაფრენის Istanbul (შიდა რეისად ითვლება ეგ და მაგიტოა იაფი)
დაახლოებით 110 ლირა ჯდება ერთი გზა. შეიძლება ნაკლებიც მე გვიან ვიყიდე ძაან ადრე რო მეყიდა უფრო იაფი იქნებოდა.
ამობეჭდავ ამ ბილეთებს. გადახვალ საზღვარზე ფეხით (სარფის საზღვარს ვგულისხმობ). 7 ლარად ტაქსი წაგიყვანთ Hopa-ში (პირველივე რაიონია სარფიდან). გააკეთებ ჩექინს და იქედან ავტობუსით წამოგიყვანენ ბათუმის აეროპორტში biggrin.gif (აეროპორტი არააქვს მაგ რაიონს და იმიტომ biggrin.gif) და ბათუმიდან მოფრინავ თითქმის ნახევარჯერ იაფად ვიდრე ღირს.
არ დავიჯერე ეს ამბავი სანამ მე თვითონ არ ვიმგზავრე.
თან კვებიან ყველაფრიანად. თურქიში კიდე პეგასუს რამდენად ჯობია ეგ კიდე ცალკე smile.gif

Posted by: naniko1122 9 May 2016, 02:42
madridman
QUOTE
იქედან ავტობუსით წამოგიყვანენ ბათუმის აეროპორტში  (აეროპორტი არააქვს მაგ რაიონს და იმიტომ )


ჰო, უჭირს თურქეთს ერთი აეროპორტის გახაზირება და იმიტომ რთავენ თურქეთის შიდა ფრენებში ბათუმის აეროპორტს.

Posted by: Neptunne 9 May 2016, 11:20
QUOTE (madridman @ 9 May 2016, 01:00 )
Neptunne

ე.ი.
თურქიშის საიტზე შედი
გაფრენის ადგილი აირჩიე Hopa ჩაფრენის Istanbul (შიდა რეისად ითვლება ეგ და მაგიტოა იაფი)
დაახლოებით 110 ლირა ჯდება ერთი გზა. შეიძლება ნაკლებიც მე გვიან ვიყიდე ძაან ადრე რო მეყიდა უფრო იაფი იქნებოდა.
ამობეჭდავ ამ ბილეთებს. გადახვალ საზღვარზე ფეხით (სარფის საზღვარს ვგულისხმობ). 7 ლარად ტაქსი წაგიყვანთ Hopa-ში (პირველივე რაიონია სარფიდან). გააკეთებ ჩექინს და იქედან ავტობუსით წამოგიყვანენ ბათუმის აეროპორტში biggrin.gif (აეროპორტი არააქვს მაგ რაიონს და იმიტომ biggrin.gif) და ბათუმიდან მოფრინავ თითქმის ნახევარჯერ იაფად ვიდრე ღირს.
არ დავიჯერე ეს ამბავი სანამ მე თვითონ არ ვიმგზავრე.
თან კვებიან ყველაფრიანად. თურქიში კიდე პეგასუს რამდენად ჯობია ეგ კიდე ცალკე smile.gif

ვახ. ეს მცოდნოდა ნეტა ადრე..
თავი მოვიკალი.. ტრაპზონიდანაც მერჩივნა წასვლა ვნახე 150 ღირდეს თუნდაც.
უბრალოდ მე რომ ვნახე ძვირი იყო და არ მყოფნიდა თანხა

მადლობა გაიხარე

Posted by: sus 10 May 2016, 10:30
Neptunne
QUOTE
თუ ჩახვალთ აუცილებლად წადით კუნძულ ადაზე..

ჩასწორებას გავაკეთებ ხალხი შეცდომაში რომ არ შევიდეს smile.gif)

ადა თურქულად ნიშნავს კუნძულს smile.gif შესაბამისად არის რამოდენიმე ადა (კუნძული). თუ გინდათ მოხვდეთ ჩემი შეფასებით საუკეთესოზე უნდა წახვიდეთ ''ბუიუქ ადა''ზე, ანუ ყველაზე დიდ კუნზულზე. სადაც არის ორთოდოქსული წმინდა გიორგის ეკლესია. ძალიან ლამაზი ხედით!
* * *
სტამბული ბოდრუმის ბილეთი 1 გზა 50 ლარად ვიყიდე მე anadolujet ის 2 თვით ადრე. კარგად თუ დაძებნი ადრე საკმაოდ იაფი ღირს შიდა ფრენები.ნამდვილად არ ღირს ავტობუსით ჩახჩახი.

თურქეთის შიდა ფრენები შეგიძლიათ ნახოთ ამ საიტებზე

www.turkishairlines.com
www.flypgs.com
www.anadolujet.com
www.atlasglb.com
www.onurair.com
www.sunexpress.com
www.borajet.com

Posted by: Neptunne 10 May 2016, 15:12
QUOTE (sus @ 10 May 2016, 10:30 )
Neptunne
QUOTE
თუ ჩახვალთ აუცილებლად წადით კუნძულ ადაზე..

ჩასწორებას გავაკეთებ ხალხი შეცდომაში რომ არ შევიდეს smile.gif)

ადა თურქულად ნიშნავს კუნძულს smile.gif შესაბამისად არის რამოდენიმე ადა (კუნძული). თუ გინდათ მოხვდეთ ჩემი შეფასებით საუკეთესოზე უნდა წახვიდეთ ''ბუიუქ ადა''ზე, ანუ ყველაზე დიდ კუნზულზე. სადაც არის ორთოდოქსული წმინდა გიორგის ეკლესია. ძალიან ლამაზი ხედით!

გაიხარე 2kiss.gif

----------------------

Posted by: lepori 10 May 2016, 23:58
ხალხნო
სტამბულში ტაქსი დაახლოებით რა ღირს?..
ვთქვა ათი კმ რა დაჯდება

Posted by: wrupa 11 May 2016, 01:04
lepori
დაუტოვე მთელი შენი ბიუჯეტი ტაქსს biggrin.gif
3.80 ლირიდან იწყება სტამბულში... ფეხი ჩადგი ვსიო 3.80 გაქვს biggrin.gif biggrin.gif
ტაქსი ძვირია, ამას დაუმატე ის რომ როცა ტურისტს ხედავენ ატყუებენ და წრეზე დადიან რომ ბევრი დაწეროს sad.gif(((

Posted by: lepori 11 May 2016, 02:02
wrupa

QUOTE
ტაქსი ძვირია, ამას დაუმატე ის რომ როცა ტურისტს ხედავენ ატყუებენ და წრეზე დადიან რომ ბევრი დაწეროს

გუგლით ვიცი 15 კმ მაქ გასავლელი
მაგიტომ ვიკითხე, ძაან რომ არ გადამოგდონ დაახლოებით რა ფასზე შევუთანხმდე biggrin.gif

შუაღამისას ჩადის მფრინავა და სხვა გზა არის ქალიქში გასვლის ტაქსის გარდა?..
ეგ ვერ მივგუგლე sad.gif


ღამის გულიზა ფასიც ალბათ ორმაგი იქნება smile.gif

Posted by: wrupa 11 May 2016, 02:23
lepori
როგორც ვიცი ტაქსი ასე შეთანხმებით არ არის sad.gif((
რასაც დაგიწერს დაგიწერს და ეგაა... მე პირადად ასე ვიმგზავრე...
აეროპორტის მანქანები არის.. ასევე დაქირავებაც შეგიძლია...
სასტუმროს სთხოვე და თვითონ დაგაკვალიანებს.. 25 ევროდან იწყება კაცი...
თუ ჯერ სასტუმრო არ დაგიჯავშნია და 4 დღეზე მეტი რჩები მაშინ აეროპორტიდან ტრანსფერი უფასო აქვთ... ეს მხოლოდ მათი ოფიციალური საიტიდან დაჯავშნის შემთხვევაში...
მე ათი დღით მივდივარ და ბუქინგზე დავჯავშნე sad.gif

Posted by: Cele 11 May 2016, 02:42
wrupa

QUOTE
ტაქსი ძვირია, ამას დაუმატე ის რომ როცა ტურისტს ხედავენ ატყუებენ და წრეზე დადიან რომ ბევრი დაწეროს


+1


როჟამ იმენა მთელი სტამბული დაგვათვალიერებინა, არადა 71-ჯერ მაინც ვანახეთ გუგლ-მეპით სად უნდა მისულიყო და ნუ გახსენებაც მეზარება, ექსკურსია ჩაგვიტარა როჟამ, ღამის სტამბული დავათვალიერეთ biggrin.gif

Posted by: lepori 11 May 2016, 03:14
wrupa
QUOTE
რასაც დაგიწერს დაგიწერს და ეგაა... მე პირადად ასე ვიმგზავრე...

ვკითხავ დაახლოებით რამდენი დაჯდებაო
და თუ ორმაგი დაწერა >> შევაგინებ მაინც ლეგალურად biggrin.gif

Celeste
QUOTE
როჟამ იმენა მთელი სტამბული დაგვათვალიერებინა, არადა 71-ჯერ მაინც ვანახეთ გუგლ-მეპით სად უნდა მისულიყო და ნუ გახსენებაც მეზარება, ექსკურსია ჩაგვიტარა როჟამ, ღამის სტამბული დავათვალიერეთ

რა ჯობია ღამის სტამბულს >> რა უმადური ხარ biggrin.gif

მოკლედ რას უნდა ველოდო >>50 ლირა? 100? 200?
დაახლოებით რამდენი მომიწევს sad.gif

Posted by: Cele 11 May 2016, 03:21
lepori

ღამით ბორანით ვიკატავეთ და ისეც საკაიფოდ ვათვალიერეთ ღამის სტამბული + იმ დღეს თამაშზე ვიყავით (ფოტოც დავდე 41-ე გვერდზე), ხოდა საკაიფოდ დავიღალეთ და ერთი სული გვქონდა სასტუმროში მისვლის, ამიტომაც კიდე ტაქსტით ღამის სტამბულის თვალიერება არ შედიოდა გეგმებში biggrin.gif

ისე 20 ლირაზე მეტი არ მივეცით მაინც, რო დავწვით იმენა ექსკურსიას გვიტარებს ეგრევე ვუთხარით რო კაროჩე 20 ლირაზე ვთანხმდებით რაც არ უნდა დაწეროს შოჩიკმა და მოყომარდა თემა biggrin.gif biggrin.gif

Posted by: sus 11 May 2016, 11:51
lepori
რომელი აეროპორტიდან სად გინდა წასვლა?დაახლოებით ფასს გეტყვი რას მოგთხოვს ტაქსი.

სერვისებიც არის და საზოგადოებრივი ტრანსპორტიც. უფრო დეტალურად დაწერე

Posted by: lepori 11 May 2016, 19:30
sus
QUOTE
რომელი აეროპორტიდან სად გინდა წასვლა?დაახლოებით ფასს გეტყვი რას მოგთხოვს ტაქსი.

ათათურქიდან აქ Molla Husrev Mah. Uzumcu Sokak
ოღონდაც ღამის 12ზე smile.gif


ისე, გუგლმეპი არ მაძლევს საზ.ტრანსპორტის განრიგებს და ეგ რა მაფიაა? ამოტელა სტამბულია ბოლობოლო user.gif
* * *
ბარემ ისიც რომ დამასწავლოთ,
სტამბულქალაქიდან გოქშენის ჰაეროპრტში როგორ უნდა მოხვდეს კაცი

ან რამე საიტი თუ იცით სასარგებლო>> შეურცხვა გუგლმეფს ნამუსი biggrin.gif

Posted by: sus 12 May 2016, 11:24
ღამე 80-100ლირას გამოგართმევს ტაქსი.

http://www.havatas.com/ ამას შეგიძლია გაყვე ტაქსიმამდე და იქ დაჯდე ტაქსზე.სულ 40 ლირაც არ დაგიჯდება. ტაქსკმიდან იგივე სერვისის ავტობუსით წახვალ საბიჰაში სულ რაღაც 14ლირად.


Posted by: M_A_D_R_I_D_I_S_T_A 12 May 2016, 15:45
5 დღე ვიყავი,ძალიან ძალიან მომეწონა,ულამაზესი ქალაქია

Posted by: wrupa 14 May 2016, 00:43
მერჰაბალარ სტამბულიდააააან :დდ smile.gif)))
ბოლომდე ჩემი ქალაქია რააა smile.gif)))
lepori
დღეს ვამბობდი ზუსტად ღამის სტამბულიც უნდა ვნახოთქო :დდ
დილით რომ გავდივარ ასე 7-8 სკენ ხელებით მოვდივარ :დდდ
ტაკ შტო ტაქსით მშვენივრად გიმგზავრია და დაგითვალიერებია სტამბული :***



Posted by: lelukaa 14 May 2016, 19:32
სტამბოლი love.gif
ვფიქრობ ერთადერთი, სად დაბრუნებას სულ მენდომება, რამდენჯერაც არ უნდა ვიყო ნამყოფი smile.gif
სექტემბერში ვგეგმავ ისევ, იმედია ხელი არ შემეშლება tan.gif

ხალხო, ბილეთები ედრიმს.ქომზე ნახეთ, შარშან მაისში რაუნდ თრიფი ვიყიდე 80 ევროდ.
ეხლა სექრემბრისებს ვყარაულობ, 86 ევროზე ნაკლები არ შემხვდა ჯერ, ნუ მაქს 90 ევროდ ვიყიდი ზუსტად ვიცი, ჯერ ძაან ადრეა და ამიტომ არ ვჩქარობ smile.gifsus

sus
QUOTE
ბუიუქ ადა

ულამაზესი love.gif
საოცარი ქუჩები, ხედები, სანაპირო...

lepori
აპპსთორში არის ერთი ძალიან სასარგებლო აპლიკაცია, ისტანბულ ჩაწერე და ტრანვაისლოგოიანი აპლიკაცია გადმოწერე. ჩაწერ საიდან სად გინდა მისვლა და ჩამოგირაკრაკებს ყველაფერს თავისი ტრანსპორტის ნომრიან დროებიანად, ძალიან კარგად გამოვიყენე მე პირადად.

wrupa
ვავავა, რა მაგარია, მოყევი აბა უფრო გემრიელად smile.gif
რა ტაქსი, ფეხით სიარულს აქვს მთელი მუღამი, 10 დღე ვიყავი და მინ 18, მაქს 25 კმს დავდიოდით დღეში თან ისე რო საღამოსაც ვერ ვგრძნობდი დაღლას, აუუუ როგორ მომენატრა ეგ მართლაც ბოროტი ქალაქი love.gif


Posted by: wrupa 14 May 2016, 22:20
lelukaa
ის ქალაქია, რომელზეც ლაპარაკი თუ დავიწყე ვერ გავჩერდებიი :დ
მე აქ უნდა ვიცხოვრო! ეს არის ჩემი კომენტარი... :დდდდ smile.gif))
ბლომად ტურისტები ვამძიმებთ აქაურობას.. და ყოველ დღე მატებაა :დ მალე გვერდულად დავიწყებ სიარულს სულთანაჰმედზე, ემინონუზე და ა.შ :დდდ
ხვალ ტაქსიმისკენ გავდივარ.. გალათა და დოლმაბაჰჩეს ნახვა მინდა კიდევ ერთხელ :დდ
დღეს გულჰანეს პარკი შემოვიარე, იქვე არსებულ ისლამის....მუზეუმში ვიყავი, გრანდ ბაზარში და ეგვიპტურშიც...
ბუიუქ ადაზეც წასვლა მინდააა ძალიან ... დამაკვალიანეთ რა უფრო კარგად როგორ, რანაირად... რა ვნახო თვითონ კუნძულზე და ასე შემდეგ.. თქვენი დახმარების იმედი მაქვს smile.gif)))
ჰოოო ტანსაცმლისს ყიდვა სად შეიძლება??? დღეს გრანდ ბაზარში ხალხი ყურებზე დაკიდებული პარკებით მოძრაობდა ... აიი ის ხალხიი ვინც გრძელ კაბებს, გრძელ საროჩკებს, თავშლებს კაროჩეეე...: :დდ ატარებს... არაფერი არ იყოო ცოტა ჩვენნაირი ადამიანებისთვის.. და სანამ შოპინგ მოლებში გავიჭრები გაცეცხლებული მითხრათ სად შეიძლება შედარებით ნორმალურ ფასებში ადამიანური ტანსაცმელების ყიდვა???;((( არავის შეურაცყოფას არ ვაყენებ, მაგრამ რაც ზემოთ ჩამოვთვალე ამის მეტი არაფერი მინახავს აქ sad.gif(((
ტაქსიმზე გავიხარებ მეეეეეეეე :დდდდ

Posted by: sus 16 May 2016, 14:39
wrupa
QUOTE
მე აქ უნდა ვიცხოვრო!

ჩემთვის არ იყო კარგი საცხოვრებელი ქალაქი smile.gif)

QUOTE
ბუიუქ ადაზეც წასვლა მინდააა ძალიან ... დამაკვალიანეთ რა უფრო კარგად როგორ, რანაირად... რა ვნახო თვითონ კუნძულზე და ასე შემდეგ.. თქვენი დახმარების იმედი მაქვს smile.gif)))

კაბატაშის სადგურიდან წახვალ ბუიუქ ადაზე. დაახლოებიტ საათნახევრის გზაა. ბოლო გაჩერება იქნება ბუიუქ ადა. აუცილებლად იკითხეთ რომელ საათზე ბრუნდება უკან ბორანი. თუ იცი ველოსიპეტის ტარება იქირავეთ და მოივლით მთელ კუნძულს. სულ ბოლოში ზევით არის წმინდა გიორგის ეკლესია. საკმაოდ აღმართია. იქნე დააბავთ ველოსიპეტებს და ფეხით ახვალთ დატკბებით ხედით. მეტი ისეთი სანახავი არაფერია. ლამაზი კუნძულია ძალიან.

QUOTE
ჰოოო ტანსაცმლისს ყიდვა სად შეიძლება??? დღეს გრანდ ბაზარში ხალხი ყურებზე დაკიდებული პარკებით მოძრაობდა ... აიი ის ხალხიი ვინც გრძელ კაბებს, გრძელ საროჩკებს, თავშლებს კაროჩეეე...: :დდ ატარებს... არაფერი არ იყოო ცოტა ჩვენნაირი ადამიანებისთვის.. და სანამ შოპინგ მოლებში გავიჭრები გაცეცხლებული მითხრათ სად შეიძლება შედარებით ნორმალურ ფასებში ადამიანური ტანსაცმელების ყიდვა???;((( არავის შეურაცყოფას არ ვაყენებ, მაგრამ რაც ზემოთ ჩამოვთვალე ამის მეტი არაფერი მინახავს აქ sad.gif(((
ტაქსიმზე გავიხარებ მეეეეეეეე :დდდდ


ქადიქოიში შეგიძლია გადახვიდე. ბევრი თურქული წარმოების მარაზიებია ერთად. შედარებით იაფად.

Posted by: sosoatis 16 May 2016, 23:53
http://aquatek-filips.livejournal.com/665883.html#cutid1

http://aquatek-filips.livejournal.com/664928.html#cutid1
აქ აღწერილ ადგილებში თუ ყოფილხართ ვინმე

Posted by: wrupa 17 May 2016, 00:48
sus
smile.gif)))
ერთი ესპანეთიიც ვნახოო და მერე გადავწყვეტ სად წავიდე საცხოვრებლად :დდდ ლოოლ
ქადიქოიში სად ზუსტად რომ ამიხსნა შეგიძლია?? ოსმანბეიზე ტაქსიმისკენ მიმავალ გზაზე ეგეთი არაფერია და ყველაფერი ძვირია... რამდენმა მითხრა მერთერის ბაზრობა კარგიაო, სალი ბაზარიო.. და ვეღარ გავიგე რომელი სადაა და როგორ მივიდე :დ და აქაურ ვაიკიკში და მანგოში რაცაა ის თბილისშიცაა აქედან არ ვათრიო sad.gif(( რამე განსხვავებული მინდოდა sad.gif((
დღეს ვიყავი კაკრას ბეშიქთასში და გავიგე ადას შესახებ...
მადლობა დიდი ❤️

Posted by: lepori 17 May 2016, 02:03
lelukaa
QUOTE
აპპსთორში არის ერთი ძალიან სასარგებლო აპლიკაცია, ისტანბულ ჩაწერე და ტრანვაისლოგოიანი აპლიკაცია გადმოწერე. ჩაწერ საიდან სად გინდა მისვლა და ჩამოგირაკრაკებს ყველაფერს თავისი ტრანსპორტის ნომრიან დროებიანად, ძალიან კარგად გამოვიყენე მე პირადად.

up.gif 2kiss.gif

Posted by: sus 17 May 2016, 10:59
wrupa
QUOTE
ერთი ესპანეთიიც ვნახოო და მერე გადავწყვეტ სად წავიდე საცხოვრებლად

აუუ ესპანეთი love.gif რაის სტამბული biggrin.gif

ქადიქოიში, ბორანის სადგურები სადაცაა ზევით ადის ქუჩა (ტრამვაის გზა). ხარის ქანდაკებასთან ახვალ. რამოდენიმე გზა იყოფა მანდ და არის ბევრი თურქული წარმოების მაღაზიები.ასევე ძალიან პატარა ქუჩაა ჩილექ სოქაქ ქვია, პატარა ბაზარივითაა მაღაზიებია და გარეთაც აქვთ დახლები გამოდგმული. თუ ვერ მიაგენი კითხე ვინმეს. ხარიდან დაინახავ ბურგერ კინგს და მაგ შენობის უკანა მხარეა.

QUOTE
მერთერის ბაზრობა

აქ არ ვარ ნამყოფი

QUOTE
სალი ბაზარიო

ეს მართლა კაი ბაზარია, კაპიკები ღირს ყველაფერი. სამშაბათს აწყობენ. სხვა დღეებში არაა. სადაც იყო ის უბანი სულ დაანგრიეს და ბევრჯერ შეიცვალა ადგილი. ეხლა არასწორედ რომ არ გითხრა მანდ ვინმე ადგილობრივს კითხე.



Posted by: lelukaa 17 May 2016, 13:41
wrupa
QUOTE
ის ქალაქია, რომელზეც ლაპარაკი თუ დავიწყე ვერ გავჩერდებიი :დ

same here, რამდენი აქ შემოვალ იმდენჯერ თავიდან ვათვალიერებ სტამბოლში გადაღებულს სურათებს, ისედაც არ ვაკლებ პრინციპში smile.gif
ბუიუქადაზე კი გითხრეს უკვე, ნუ მე კადიკოიდან წავედი ოღონდ და დრო ნაკლები უნდა შესაბამისად.
კაბატაშიდან რო გახვალ, კადიკოიში შედის ჯერ როგორც მახსოვს. მოკლედ გააჩნია ტერიტორიულად საიდან უფრო გაწყობს.
შოპინგს რაც შეეხება. სავაჭრო ცენტრი ვია პორტი არის იაფი გაცილებით რავი, ტაქსიმზე რა მაღაზიებიცაა ისინი ძირითადად ყველაფერია აქაც და გაცილებით იაფად, აქვე არის მანგოს აუთლეთიც,სხვაგან არ შემხვედრია მე.
კადიკოიში ბოლო დღეს აღმოვაჩინე საათების აუთლეთ მაღაზია, უმაგრესი სათები იყო ძალიან კარგ ფასებში.
ჰო ტაქსებს გიკლებენ მაღაზიებში ზოგან და გაითვალისწინე.

Posted by: sus 17 May 2016, 15:12
QUOTE
ბუიუქადაზე კი გითხრეს უკვე, ნუ მე კადიკოიდან წავედი ოღონდ და დრო ნაკლები უნდა შესაბამისად.
კაბატაშიდან რო გახვალ, კადიკოიში შედის ჯერ როგორც მახსოვს.


ტურისტები ძირითადად ევროპულში რო ჩერდებიან იმიტომ ვურჩიე. ბოსტანჯიდანაც გადის და ქადიქოიდანაც smile.gif აზიურიდან უფრო ახლოსაა

QUOTE
მანგოს აუთლეთი

არის ქადიქოიში ბაჰარიე ჯადესიზე (ხარის ქანდაკებიდან ტრამვაის გზას რო აუყვები) 4 სართულიანი. ასევე E5სე ოპტიმუმ სავაჭრო ცენტრში.



Posted by: lelukaa 17 May 2016, 17:52
sus
ალტინკოიზეც გეცოდინება შენ ბევრი, მირჩევ რამეს?

Posted by: wrupa 18 May 2016, 00:33
sus
ნწ... ერთში უნდა ვიცხოვრო და მეორეში უნდა გავთხოვდე :დ ლოოლ :დ
აუუ ეს მაღაზიებიც ქადიქოიშია sad.gif( ანუ ხვალაც მანდ უნდა წავიდე? მენახა ნეტავ დღეს ეს პოსტი დავძებნიდი sad.gif(
სალი ბაზარში ვიყავი დღეს და ძალიან სასაცილოოდ მოვხვდი... ვისაც ვკითხე სულთანაჰმედზე სალი ბაზრობა არავინ იცოდა.. კარგი ჩავიქნიე ხელი .. ჯანდაბა ბაზრობას წავალ უსკუდარს დავათვალიერებთქო. :დ ორას ლირამდე მქონდა და ვიფიქრე მეყოფა ეს თანხა დღეს მერე გადავახურდავებთქო :დ
იქ ერთი მარშუტკის მძღოლს ვკითხე სალი ბაზრობაზე და სანამ თქმა დავასრულე ისე მოფიქრებაც არმაცალა გამიჩერა მარშუტკა შემტენა.. მძღოლს უთხრა ბაზრობაზე გაუჩერეო და გამამგზავრა :დ
გზაში ვფიქრობ მშვიდობით სამშობლოვ სად მივდივარ არ ვიცითქო :დ მივედი და დამხვდა ლილო :დ პროსტა გვიან მივედი, მაგრამ მნიშვნელოვანი რამოდენიმე ნივთი ვიყიდე ჩემი 200 ლირით :დდდ
წესით ხვალ სულთანაჰმეთისკენ უნდა იყოს რამე ბაზრობა მაგრამ აქაურებს რომ კითხო არაფერი არ იციან ბლინ.. ემინონუდან გავალ აბა ხვალ ისევ ქადიქოიში და ყოველ დღე მუშაობენ ჰოო?? ფასები როგორი აქვთ??
პ.ს ქადიქოი და ქარაქოი ყოველთვის მერევა ერთმანეთში sad.gif( სულ ტაქსიმი მგონია ხოლმე :დდ

* * *
lelukaa
დღეს მინდოდა წასვლა ბუიუქადაზე მაგრამ ცუდი ამინდი იყო და ციოდა sad.gif((
იქნებ ხუთშაბათისთვის მაინც წავიდე sad.gif
ანუ ქადიქოიში წავიდე საყიდლებზე??
ტაქსიმზე არაფერი არ არის საერთოდ.. დაჟე წინა წელს რომ მანგოს მაღაზიაზე გადავირიე წელს ვერ ვიცანიი ისეთი ბანძი რაღაცეები ქონდათ sad.gif((
და ეს ვია პორტი სად არის ტერიტორიულად??
* * *
sus
lelukaa
ალთინქოიზე სერიალებიდან გამიგია :დ მოყევით ერთი რას წარმოადგენს :დ

Posted by: zazamos 18 May 2016, 10:07
wrupa
QUOTE
და ეს ვია პორტი სად არის ტერიტორიულად??

აუთლეტ მოლია საბიჰას აეროპორტთან.
http://www.viaport.com.tr/
* * *
sosoatis
QUOTE
აქ აღწერილ ადგილებში თუ ყოფილხართ ვინმე

http://aquatek-filips.livejournal.com/664928.html#cutid1
ქორა ანუ კარიეს მუზუმი აუცილებლად სანახავია, მუზე კარტშიც შედის. მისასვლელად ცოტა ძნელია. თუ ბიუჯეტურად არ ხარ, ეზოშივე უმაღლესი დონის ოტომანური რესტორანია.

მეორე ტაძარში არ ვარ ნამყოფი.

Posted by: sus 18 May 2016, 11:01
lelukaa
QUOTE
ალტინკოიზეც გეცოდინება შენ ბევრი, მირჩევ რამეს?

ანკარაში როა მაგაზე ამბობ? ანკარაში ვიცი ეთნოგრაფიულის მსგავსი მუზეუმია rolleyes.gif

wrupa
QUOTE
პ.ს ქადიქოი და ქარაქოი ყოველთვის მერევა ერთმანეთში


ქარაქოი ემინონუს მოპირდაპირე მხარეა ხიდის იქით smile.gif ქადიქოი აზიურშია უსკუდარის მხარეს.

Posted by: Nini999 25 May 2016, 23:06
ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ!
15ში მივდივარ სტამბულში 2 წლის ბავშვთან ერთად და ვინც ხართ ნამყოფი რას მირჩევთ რა ვნახო, რა გავითვალისწინო და ა.შ.
უფრო მაინტერესებს
პლიაჟი
აკვაპარკი
შოპინგი
გემრიელი საჭმელი
ატრაქციონების პარკი
და ისეთი ადგილები სადაც შეიძლება ბავშვით წავიდე

Zeynep Kamil Sk. ეს არის იმ სასტუმროს ქუჩა რაც ტურისტულში შემომთავაზეს ( ლალელი თუ რაღაც ) და თუ იცით ვინმემ კარგი ადგილია?
ცენტრი არისო და ასე ვერ ვხვდები რუქით და კარგი ადგილი მინდა, რომ ყველგან მარტივად წავიდე..

მადლობა წინასწარ <3

Posted by: wrupa 26 May 2016, 11:06
Nini999
გამარჯობა smile.gif)
მინდოდა ჩემი მოგზაურობის შესახებ დამეწერა მაგრამ წამეშალა დაწერილი sad.gif(( ამ დღეებში დავწერ ხელახლა :დ
ლალელი სულთანაჰმედიდან სამ გაჩერებაშია როგორც მახსოვს, ლალელი, ბეიაზითი, ჩემბერლიტაში და მერე არის სულთანაჰმედი, სადაც არის თითქმის ყველა სანახაობა... ჩემი აზრით სულაც არ არის ახლოს თან ბავშვი გყავს... ტრამვაით გადაადგილება კი ძალიან ადვილი და მოსახერხებელია უბრალოდ ყოველთვის ბევრი ხალხია მითუმეტეს ივნისიდან უფრო მოიმატებს ტურისტთა რაოდენობა...
მე ჩემბერლიტასში ვცხოვრობდი და ათ წუთში ფეხით ლურჯ მეჩეთთან ვიყავიი...
რაც შეეხება სანახაობებს ვფიქრობ ბავშვით ცოტა გაგიჭირდება, რადგან ბევრი რამ არის სანახავი- მეჩეთები, მუზეუმები, ქუჩებიი და ა.შ ათი დღით ვიყავი და დასვენებასთან ერთად სერიოზულად დავიღალე :დდდდდდდ
შეგიხლია წახვიდე ბუიუქ ადაზე... კუნძულია ასეთიიი.. ძალიან ლამაზი ბუნებააა.. დილით ადრე უნდა გახვიდე რომ საღამდე იქ იყოო smile.gif) პლიაჟი აქვთ თუ არა არ ვიცი სიმართლე გითხრა.. კუნძულის წვერზე არის წმინდა გიორგის ეკლესია რომელიც აუცილებლად უნდა ნახოოოsmile.gif) ნახევარ გზას გაივლი ფაეტონით მერე კი სადღაც 30-40 წუთი ფეხით უნდა იარო მაღლობზე რომ დანიშნულების ადგილზე მიხვიდე... ულამაზესი სანახაობა დაგხვდება... მეორე დღეს შეგიძლია მეორე კუმძულზე ჰეიბელიადაზე წახვიდე...
აკვარიუმში არ ვარ ნამყოფი მაგრამ ვიცი რომ რამოდენიმე აკვარიუმი აქვთ სხვადასხვა ადგილებში.. ფორუმიდან იყოო რამოდენიმე ადამიანი მანდ ასე რომ ამ საკითხში ისინი დაგაკვალიანებენ...
წარმატებები :**

Posted by: CADRMN777 28 May 2016, 13:43
გამარჯობა. მოკლედ მივდივარ სტამბულში ჩემს 16 წლის ძმასთან ერთად და მინდობილობა დამჭირდება? თუ ჩვეულებრივად გამოუშვებენ ?

Posted by: freedemocrat 28 May 2016, 16:17
ათათურქიდან ქალაქში ტაქსის გარდა სხვა რამე ტრანსპორტით შემიძლია გასვლა?

Posted by: wrupa 29 May 2016, 11:34
CADRMN777
გავიკითხე და მითხრეს რომ აუცილებლად გჭირდება...
freedemocrat
მეტრო და ტრამვაიი ...
თვითონ ათათურქის აეროპორტში არის მეტრო.
იყიდე ჟეტონი( 4ლირა) ან ბარათი როგორც ჩვენთან მეტრომანი. (20 ლირა ღირს და როგორც მახსოვს 10 ანგარიშზე გიჯდება)
მერე უკვეე გააჩნია საით მიდიხარ.. თუ სულთანაჰმედისკენ მაშინ ზეითინბურნუში ჩამოხვალ და იქვე გადაჯდები ტრამვაიზე კაბატაშების გაჩერებისკენ... ნუ მერე ჩამოხვალ იმ გაჩერებაზე რომელიც შენ გაწყობს.
ტაქსი ძვირია!
თუ დიდი ხნით მიდიხარ და ტრამვაით ბევრი უნდა იარო მაშინ ბარათი იყიდე..
წარმატებები

Posted by: mGeLo777 29 May 2016, 16:54
CADRMN777
QUOTE
გამარჯობა. მოკლედ მივდივარ სტამბულში ჩემს 16 წლის ძმასთან ერთად და მინდობილობა დამჭირდება? თუ ჩვეულებრივად გამოუშვებენ ?

გამარჯობა,კი დაგჭირდება


Neptunne
QUOTE
თუ გაინტერესებთ ფასები სად რამდენი გადავიხადე ვგულისხმობ ღირსესანიშნაობებს მითხარით დავწერ.

სალამი.
სასტუმროში რამდენი გადაიხადე?

25 ივლისიდან 5 აგვისტომდე 3 კაცზე დაახლოებით რამდენი იქნება საჭირო?

Posted by: freedemocrat 29 May 2016, 18:39
wrupa
მადლობა რჩევისთვის, გამომადგება აუცილებლად smile.gif 4 დღით მივდივარ, ბევრი არ არის, მაგრამ ქალაქის დათვალიერებაც მინდა, თან საერთაშორისო კონფერენციას უნდა დავესწრო

Posted by: Nini999 30 May 2016, 03:01
wrupa
მადლობა პასუხისთვის და ამ სასტუმროს უწერია ლურჯ მეჩეთამდე 10 წუთი და ცენტრიდან 850 მეტრი და რატო არის შორს sad.gif ადგილის შეფასებაც 9.2 აქვს და იტყუებიან ვითომ? ვაბშე ეს სულთანაჰმედები და რაღაც არ ვიცი ტაქსიმი ვიცი, რომ კარგია biggrin.gif

ეგ მეჩეთები და მუზეუმები არ მინდა უფრო შოპინგი, აკვაპარკი, ატრაქციონები და მსგავსი რაღაცეები მაინტერესებს ბავშვიც, რომ გაერთოს..
გამიჭირდება, მაგრამ მაინც მინდა და რავქნა((( ერთი იმაზე ვნერვიულობ ქუჩის ფოტოებს, რომ ვნახულობ იმდენი ხალხი მოძრაობს მანქანა ვერ დადის მგონი და აიმანდ რავქნა ბავშვითsmile.gif)))))))))) მართლა ეგეთი სიტუაციაა?
შოპინგ ცენტრიც მითხარი მანდ ყველაზე ახლოს რა არის კარგი მაღაზიები, რომ იყოს help.gif

უი და კიდევ ერთი მაინტერესებს ამ სასტუმროს ვერ ვუკავშირდები მეილზე არ მწერენ და ტრანსფერი არ ვიცი როგორ შევუკვეთო...
რითი ჯობია წამოსვლა აეროპორტიდან? რაღაც საიტი ვნახე და 55 ევრო დამიწერა და ეს ნორმალური ფასია? მაგ ფასად 3 დღე სასტუმროში იქნები და რაღაც ვერ გავიგეsmile.gif))))))))))

Posted by: wrupa 30 May 2016, 14:13
freedemocrat
არაფრის smile.gif)
ბარათი უფრო იაფი გიჯდება...
2.30 გაჭრის პირველად... ზოგჯერ 1.65ს.. მოკლედ მოსახერხებელია smile.gif))
ძირითადი ღირსეშანიშნაობები სულთანაჰმედზეა... ყველაფერს ვერ მოასწრებ, მაგრამ მთავარს ნახავ.
Nini999
ჩემბერლიტაშიდან მივდიოდი ათ წუთში და ლალელიდან ფრთებს თუ გამოიბამ და გაფრინდები მიხვალ ალბათ... :დდდ აბა რა გითხრა sad.gif((
ჩემს სასტუმროს კომენტარებში ეწერა ისეთი მიხვეულ-მოხვეული გზებია სასტუმრომდე, ვინმე რომ დაგხვდეთ და რამე დაგმართოთ არ გაგიკვირდეთო :დდდ და მეთქიი ვაიიი მაგრამ არაფერიი ეგეთი შესანიშნავი სასტუმრო იყოო თავისი ქუჩებით :დდდ
რადგან უწერიათ კარგი შეფასებები ესეიგი კარგია ამიტომ არ ინერვიულოო... ინტერნეტში ნახე რუკაზე .
მეც მხოლოდ ტაქსიმი ვიცოდი, მაგრამ ამ მოგზაურობის მერე მივხვდი რომ სანახაობრივად აზიური ნაწილი ჯობია, გასართობად კი ტაქსიმიი... სულთანაჰმედზე არის გულჰანეს პარკიი.. აი ძალიან დიდი და ლამაზია, ასე რომ მანდ შეგიძლია წაიყვანო ბავშვიი... კიდევ აია სოფიასა და ლურჯ მეჩეთს შორის არის პატარა პარკის მსგავსიი... გაერთობა პატარა :***
ტაქსიმს შორიდან რომ გავხედავდიი იმდენი ხალხი იყოო ვიტყოდი გვერდულით უნდა ვიაროთქოო, მაგრამ ისე აგივლის ყველა გვერდს შეხების გარეშე რომ გაგიკვირდება :დდდდ
შოპინგი შეგიძლია ტაქსიმზე... ბევრი ბრენდი მაღაზიებია, ასევე ტაქსიმის ქუჩაზე არის სავაჭრო ცენტრიი...
თვითონ თურქული წარმოების ტანსაცმელები შეგიძლია იყიდო სალი( სამშაბათს არის უსკუდარში) ბაზარში და ფატიჰში( ოთხშაბათს), ეს რაც მე ვიცი... ბაზრობებს მართავენ გარკვეულ დღეებში სხვადასხვა ნაწილში... ბევრი დახლებია და ძალიამ დიდი ბაზრობაა.. იაფად იქ შეგიძლია იყიდოო და სხვათაშორის კარგი რაღაცეები იყოო smile.gif))
ასევე ვიცი ფორუმიი ათათურქის აეროპორტისკენ სადაც არის აკვარიუმიიი... მაგრამ მე ნამყოფიბარ ვარ..
შოპინგო შემდეგისთვის შემოვინახე ამ ეტაპზე კი სანახაობებით შოვიფარგლე.
კიდევ ძალიან ბევრი შოპინგ ცენტრები აქვთ და წასვლამდე მოიძიე ინფორმაცია.
ეხლა ტრანსფერს რაც შეეხება. გააჩნია იმას თუ რომელ აეროპორტში მიდიხარ.
გოქჩენიდან და ათათურქიდან ჰავატაშები დადიან და ტაქსიმზე ჩერდებიან მაგრამ შენ თუ სულთანაჰმედზე იცხოვრებ არ გაწყობს. ( ეს მე რაც ვიცი და რითაც მისარგებლია.) წესით ფატიჰშიც უნდა მიდიოდეს ჰავატაში, მაგრამ სად არ ვიცი და გაარკვიე ესეც...
55 ევრო ძვირია... ეკონომია უპირველეს ყოვლისა :დდ სასტუმროდან ათათურქამდე 50 ლირა მითხრა ჩემმა სასტუმრომ.
ისე თუ სასტუმროს მათი ოფივიალური საიტიდან დაჯავშნი და 4 დღეზე მეტი რჩები მაშინ ტრანსფერი უფასო გაქვს... თითქმის ყველგან ასეა.
სასტუმრო თუ მეილზე არ გპააუხობს მაშინ ტელეფონით დაურეკე და გაარკვიე ყველაფერი... დასტური რომ მოგცენ...
მეტი აბა რა გითხრა... :დდ მკითხე და გიპააუხებ...

Posted by: just smile19 31 May 2016, 15:01
2 ადამიანს საშუალოდ რა დაგვიჯდება სტამბოლი 7-10 დღით?
ძაან პერო სასტუმროსა და ა.შ. გარეშე biggrin.gif

Posted by: Nini999 31 May 2016, 18:13
wrupa
აუუ მადლობა, რომ არ დაგეზარააsmile.gif))))))))

ერთსაც გკითხავ და ვსო Solari beach მომეწონა და სტამბულშია აშკარად, მაგრამ ვერ გავიგე სად არის და როგორ უნდა მივიდე რუქაზე... wink.gif)))))
ხოდა ნამყოფი თუ ხარ მითხარი ან რამე თუ იცი ან ეგ თუ არ იცი სხვა პლიაჟი რაც ახლოს არის და კარგია ეგ მასწავლე
* * *
just smile19
ეხლა მივდივარ და ბილეთები 135 ევრო და სასტუმრო 30 ევრო 1 დღე კარგ ადგილას საუზმით 4 ვარსკვლავიანი აუზით და ნორმალური რა მაგ ფასისთვის ძალიან კარგია ვფიქრობsmile.gif) ნუ ეს 1 კაცის ფასს გეუბნები და იქ ჭამა და ა.შ. იაფი არ ღირს რაც ვნახე ფასები და სავარაუდოდ 3 ამდენი დამიჯდება იქ ყოფნაsmile.gif)))

Posted by: just smile19 31 May 2016, 22:00
Nini999


გასაგებია, დიდი მადლობა 2kiss.gif

Posted by: mGeLo777 31 May 2016, 22:04
Nini999
QUOTE
სასტუმრო 30 ევრო 1 დღე კარგ ადგილას საუზმით 4 ვარსკვლავიანი აუზით და ნორმალური რა მაგ ფასისთვის ძალიან კარგია ვფიქრობ

დამილინკე რა ეგ სასტუმრო


Posted by: sus 1 Jun 2016, 13:25
Nini999
QUOTE
ერთსაც გკითხავ და ვსო Solari beach მომეწონა და სტამბულშია აშკარად

სტამბული ქვია smile.gif) თუ ზღვაზე დასვენება გინდა მანდ ნუ წახვალ წადი ანტალიის რეგიონში და თუ სტამბულის დასათვალიერებლად მიდიხარ მაინც მანდ ნუ წახვალ smile.gif)) ძალიან შორსაა!ძალიან.

Posted by: wrupa 4 Jun 2016, 19:41
სტამბულიიი <3
წამოვედი და დავტოვე გული იქ...!!! არაუშავს ჩავაკითხავ : D : )))
10 დღით ვიყავი წასული და არა..!!! არ მეყო sad.gif(( სტამბული არის ქალაქი, სადაც სანამ სიარულისგან შუა ცენტრში არ დაეცემი უნდა იაროო და იაროო : D
ასეც ვიქცეოდი და დავისვენე თუ დავიღალე ვეღარ გავიგე : D : )))))))))
თბილისიდან ათათურქის აეროპორტში ჩავფრინდი. ძალიან ადვილად მივაგენი მეტროს, რომელიც პირველ თუ მინუს პირველ სართულზე არის აეროპორტის : D smile.gif))
მეტროს ადვილად მიაგნებთ, რადგან თითქმის ყველგან არის ნიშანი და პლიუს ვისაც არ უნდა კიხულოთ ყველა დიდი სიამოვნებით დაგეხმარებათ smile.gif
თუ დიდი ხნით აპირებთ სტამბულში დარჩენას და ამასთანავე ტრანსპორტის გამოყენებას, მაშინ სასურველი იქნება თუ სპეციალურ ბარათს იყიდით, როგორც ჩვენთან მეტრომანი...
ისტანბულ ქარდი- რომლის ფასი 20 ლირაა და ათი ბარათზე გიჯდებათ. ბარათის გარეშე ერთი ჟეტონი 4 ლირა ღირს, ბარათით კი ხან 2.30 გეჭრებათ ხან კი 1.65.
ბარათზე თანხის ჩარიცხვა ძალიან ადვილია. სპეციალური ავტომატები დგას თითქმის ყველა გაჩერებასთან. ბარათს დადებთ და ფულს შეაცურებთ. სულ ესაა მეტი არაფის გაკეთება გიწევთ.
რაც შეეხება ათათურქიდან სულთანაჰმედამდე მისვლას ძალიან ადვილია და სულ რაღაც ერთი საათი გინდათ.
მეტროთი მიდიხართ ზეითინბურნუმდე, შემდეგ კი გადაჯდებით ტრამვაის kabatas-ის ხაზზე. შემდეგ კი ჩამოხვალთ იმ გაჩერებაზე რომელიც თქვენ გაწყობთ.
თუ დიდი ხნით აპირებთ დარჩენას და სანახაობებით ტკობას მაშინ კარგი იქნება თუ მუზეუმების ეკონომ ბარათს აიღებთ, რომელიც 85 ლირა ღირს და ძალიან ბევრი მუზეუმის ნახვა შეგიძლიათ. დიდი ეკონომია არის!
აია სოფია, ტოპკაპი(ტოპკაპში არსებული ჰარემი, რომელიც ცალკე თანხა ღირს), არქეოლოგიური მუზეუმი, მოზაიკის მუზეუმი, museum for the history of science and technology in islam, რომელიც გულჰანეს პარკშია და ძალიან საინტერესოა და კიდევ ბევრი სხვა მუზეუმი. მუზეუმების უმეტესობა აზიურ ნაწილშია, მაგრამ რამოდენიმე უსკუდარის და ტაქსიმის მხარესაც არის. ბარათი პირველი გამოყენებიდან აქტიურდება და შეგიძლიათ გამოიყენოთ 5 დღის განმავლობაში ერთჯერადად.
http://radikal.ru/big/7c79c63e766f4831ac2f3565b9ec3c1b
ისტანბულ ქარდი
http://radikal.ru/big/936423d1901f47e3a477d6825cf722ed
ერთი როგორც მახსოვს ჟეტონისთვის არის, ხოლო მეორე ბარათზე რიცხავს.
http://radikal.ru/big/8c78d7f7fafe4cdfbfd44be0a6dfa42e
წინა წელთან შედარებით მუზეუმების ფასები ცოტა მეტი იყო.. : )))
აია სოფია- 40ლირა,
ტოპკაპი-40ლირა, (ტოპკაპში არსებული ჰარემი თუ სწორად მახსოვს დამატებით 20 ლირა )
გალათა თაუერი- 25 ლირა,
ლურჯი მეჩეთი- უფასო
ბაზილიკა ცისტერნა-20 ლირა
ქიზ ქულესი- 20 ლირა (წყალში არსებული ეკლესია)
დოლმაბაჰჩეს სასახლე -40 ლირა თუ შიგნით ყველაფრის ნახვა გსურთს, ანუ შიგნით არის ცალკე ჰამამი , სურათების მუზეუმი, რომელთა ნახვაც 40 ლირიანი ბილეთით უფასოდ შეგეძლებათ.
მოზაიკის მუზეუმი-15 ლირა
ასევ ვნახე გულჰანეს პარკი, ეგვიპტური ბაზარი, გრანდ ბაზარი, ტაქსიმი, ბუიუქ ადა (კუნძული), უსკუდარი, ბეშიქთაში, ორთაქოის მეჩეთი.... მოკლედ ძალიან ბევრი შესანიშნავი ადგილი <3 მაგრამ გამომრჩა სულეიმანის მეჩეთი sad.gif არაუშავს შემდეგისთვის რამე ხო უნდა დამრჩენოდა სანახავი biggrin.gif smile.gif)))
რაც შეეხება კუნძულებს... მინდა განვმარტო- თურქები თავიანთ კუნძულებს პრინცის კუნძულებად , რადგან როცა პრინცის კუნძულს მეუბნებოდნენ მეგონა მხოლოდ ერთი კუნძული, მაგრამ ასე არ არის.. თუ სწორად მახსოვს 3-4 კუნძულია ამათგან ყველაზე პოპულარული ბუიუქ ადა და ჰეიბელიადა არის.
მე ბუიუქ ადაზე ვიყავი, სადაც მდებარეობს წმინდა გიორგის ეკლესია და საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება <3
კაბატაშების ბოლო გაჩერებიდან გადის გემები ბუიუკ ადასკენ.(ასევე უსკუდარიდან გადის და მე მგონი კადიქოიდანაც) ერთი გზა 7.50 ლირა ღირს. საათ ნახევრის გზა არის. გემი ჩერდება ჯერ ჰეიბელიადასთან შემდეგ კი ბუიუქ ადაზე.
ასევე აცხადებენ ასე რომ არ შეგეშლებათ. როგორც კი ხმელეთზე დადგამთ ფეხს გაუყევით ხალხის ნაკადს და მიხვალთ ბუიუკ ადას ცენტრში, სადაც დაგხვდებათ რიგი. ნუ გაგიკვირდებათ ეს ფაეტონის რიგია, რომლითაც კუნძული უნდა დაათვალიეროთ ან კუნძულის ნახევრამდე მაინც მიხვიდეთ რომ მერე ფეხით გაუყვეთ გზას წმინა გიორგის ეკლესიისკენ.
ფასები გამოკრულია კედელზე. კუნძულის მოკლე ტური 75 ლირა, დიდი ტური -95 ლირა და ა.შ. მე გადავიხადე 35 ლირა რომ მივეყვანე იმ ადგილზე საიდანაც წავიდოდი ეკლესიაში.
ეტყვით რომ წმინდა გიორგის ეკლესიის ნახვა გინდათ. როცა კუნძულის ნახევარს გაივლით მერე ფეხით უნდა აუყვეთ მაღლობს .დაახლოებით 30-40 წუთის სავალი გზა არის. იქიდან კი ბუიუკ ადას ცენტრამდე ფეხით ჩამოყვებით სიამოვნებით.
კარგი იქნება თუ კუნძულზე დილით ადრე წახვალთ. ბოლო გემი ღამის 9 საათზე გამოდის. ესეც თქვენი კუნძული. : D : ))
ახლა რაც შეეხება შოპინგებს, ბაზრობებს და ამბებს : D
შოპინგ ცენტრებში, რომელიც უამრავი აქვთ პირადად მე არ ვყოფილვარ. ვარჩიე ტაქსიმზე მეყიდა, სადაც ძალიან ბევრი ბრენდი მაღაზიებია და წავსულიყავი ადგილობრივ ბაზრობებზე.
მოკლედ დიდხნიანი გამოძიების შემდეგ გავარკვიე რომ სტამბულში ბაზრობები იმართება კვირის რომელიმე დღეს სხვადასხვა ნაწილში.
მაგალითად ფატიჰში ოთხშაბათს, ხოლო სალი ბაზარი სამშაბათს უსკუდარში.
უსკუდარის პორტიდან გზას ქიზ ქულესისკენ რომ აუყვებით არის გაჩერებები, საიდანაც გადიან მარშუტკები სალი ბაზარისკენ. (პატარა ლურჯი მარშუტკები)
მარშუტკებს აწერია სალი ბაზარი ამიტომ ადვილად გაარკვევთ მაგრამ გადამოწმების მიზნით მაინც კითხეთ და უთხარით რომ ბაზართან გაგიჩეროთ.
მარშუტკის ფასი ორი ლირაა. სადღაც 15-20 წუთის გზა არის. როგორც ლილო ისეთი სტილის ადგილია. ადვილად გარჩევის მიზნით გეტყვით რომ ბაზრის გვერდზე უნივერსიტეტია, მაგრამ რომელი აღარ მახსოვს.
სალი ბაზარი არც ისე დიდია, მაგრამ კარგი რაღაცეები იყო ძალიან იაფად,.. smile.gif))
იქიდან წამოსვლისას გადაჭრით ხიდით გზას და გაყვებით იგივე მარშუტკას უსკუდარისკენ.
რაც შეეხება ფატიჰის ბაზარს. მე ტაქსიმიდან გავყევი ავტობუსს. ფატიჰის ბაზრობა ძალიან ძალიან დიდია, შესაძლებელია რომ დაიკარგოთ biggrin.gif ავიღოთ ჩვენი ლილო და გავასამმაგოთ აი ეს არის ფატიჰის ბაზრობა : D
ჩემი სასტუმრო <3 რომელიც სულ ათი წუთის სავალზე იყო ლურჯი მეჩეთიდან.
ძალიან იაფი დამიჯდა ორ კაცზე თავისი საუზმით.
გეტყვით რომ როდესაც სასტუმროს იღებთ ძალიან კარგი იქნება თუ დილის საუზმით აიღებთ, რადგან დილაადრიან არ მოგიწევთ იმაზე ფიქრი თუ რა უნდა ჭამოთ.
აბა მეტი რა გითხრათ. შეკითხვებისთვის და ინფორმაციის დაზუსტებისთვის აქ ვარ smile.gif))
წარმატებები და კარგი მოგზაურობა თურქეთის გულში! <3
* * *
განრიგი ბუიუქ ადასკენ მიმავალი გემების
user posted image
user posted image
ბუიუქ ადა. აი მეორე ნაწილის წვერზე არის წმინდა გიორგის ეკლესია. smile.gif)))
http://radikal.ru/big/a14598e939a44ada853f799927c69307
ბუიუქ ადას ცენტრი
http://radikal.ru/big/eb82649fd1a74eda9b4e7101c4b9d86e
ვიმედოვნებ რომ სურათებით უფრო გაგიადვილდებათ :***

Posted by: freedemocrat 4 Jun 2016, 23:50
wrupa
ძალიან კარგი პოსტია, 27-ში მივფრინავ მე და გამომადგება აუცილებლად smile.gif დიდი მადლობა

Posted by: Harry Green99 6 Jun 2016, 00:46
ღამის კლუბები ვისაც გიყვართ და დადიხართ ხოლმე სტამულში ან გაქვთ გამოცდილება რაღაც კითხვა მაქვს

Posted by: konkretula 6 Jun 2016, 22:41
ერთი წელიც არ გასულა რაც სტამბოლში ვიყავი, ეს ჩემი პირველი მოგზაურობა იყო და ახლა რომ მახსენდება უზომოდ მენატრება მის ქუჩებში სიარული. ზღვა, ფისოები, მზე. სიტყვებით ვერ აღწერ, საოცარი ქალაქია, სიამოვნებით ვიცხოვრები 1-2 თვე ისე რო არ მომბეზრდებოდა.
სასტუმროს ვერანდა ზღვას გადაჰყჰურებდა და დილით იქ ასვლა სასაუზმედ ერთი ბედნიერება იყო.


ერთი რაც ახლა რჩევის სახით მახსენდება ისაა რომ აუციებლად წინასწარ (ტურისტულიდან) დაიქრავეთ ტაქსი აეროპორტიდან სასტუმრომდე. მე მატარებლით ვაპირებდი წამოსვლას მაგრამ ვინც კი შემხვდა არავინ ინგლისურის აზრზე არ იყო, არც ხალხი არც თანამშრომლები, მოკლედ ვერაფერთ გამაგებინეს სად გადავმჯდარიყავი რომ აია სოფიასთან მოვხვედრილიყავი. რამდენიმე სადგურის შემდეგ იძულებული გავხდი ტაქსით წამოვსულიყავი, რომელიც კილომეტრებით წერდა მაგრამ მიუხედავად იმისა რომ 30 ლირას უჩვენებდა მაინც 70 გამომართვა.
სასტუმროდან ცოტა იაფად, 50 ლირად წამიყვანა გამოძახებულმა ტაქსმა.


კიდევ ერთი - აუცილებლად უნდა ნახოთ ბუიუკადა- ულამაზესი კუნძული, სადაც მხოლოდ ველოსიპედები და ეტლები დადიან. 1.5 სთ უნდა სტამბულიდან გემს და მხოლოდ 5 ლირა ღირს.

Posted by: freedemocrat 7 Jun 2016, 00:56
konkretula
გავითვალისწინებ, გემები საიდან გადიან? :დ უცნაური კითხვაა მარა...

Posted by: sus 7 Jun 2016, 11:15
wrupa

კარგი პოსტია wink.gif რამოდენიმე ჩასწორებას გავაკეთებ

QUOTE
მუზეუმების უმეტესობა აზიურ ნაწილშია, მაგრამ რამოდენიმე უსკუდარის და ტაქსიმის მხარესაც არის.

მუხეუმების უმეტესობა ევროპულ ნაწილშია! სულტანაჰმედის მხარე როგორც მივხვდი აზია გგონია. ტაქსიმიც და სულთანაჰმედის მხარეც ევროპული ნაწილია. მხარე სადაც ბორანით გიწევს გადასვლა ან ბოსფორის ან 2 ხიდის გადაკვეთით (უსკუდარი და ქადიქოის მხარე) აზიაა.

QUOTE
კაბატაშების ბოლო გაჩერებიდან გადის გემები ბუიუკ ადასკენ.(ასევე უსკუდარიდან გადის და მე მგონი კადიქოიდანაც) ერთი გზა 7.50 ლირა ღირს.

არის ზღვის ავტობუსი ესე ქვია, ტრანსპორტი ბორანი რომელიც უფრო მალე მიდის კუნძულზე ღირს ეგრე რაც დაწერე, ასევე არის ზღვის მოტორები რომელსაც უფრო მეტი დრო ჭირდება, სამაგიეროდ ნახევარი ფასია.

QUOTE
კარგი იქნება თუ კუნძულზე დილით ადრე წახვალთ. ბოლო გემი ღამის 9 საათზე გამოდის.

ეს მხოლოდ ზაფხულის სეზონზე. შემოდგომიდან გაზაფხულამდე საგამოს რეისი არაა. აუცილებლად წინასწარ უნდა იკითხოთ ბოლო რეისის დრო, რომ არ ჩარჩეთ იქ smile.gif

* * *
freedemocrat
კაბატაშის გემის სადგურიდან (ევროპულში), ქადიქოი, უსკუდარი ბოსტანჯის საგდურებიდან (აზიურში).

Posted by: konkretula 7 Jun 2016, 11:35
freedemocrat
ტრამვაით გადავედი მე, ყველას აწერია სად მიდის,
KABATS არის სადგური და მანდ უნდა მიხვიდე და დაინახავ ზღვის პირას ბევრ ხალხს ;დ ჩვეულებრივი სამგზავრო ბარათით გახვალ გემზეც. გასასვლელში წერია რომელი გემი სად და რომელ საათზე გადის, თუმცა მე რომ ვიყავი კაი ხანს დააგვიანა (სადღაც ნახევარი საათი).
მგზავრობა ცოტა არაკომოფრტულია, ადგილის აღება დასწრებაზეა, ეგრევე ზემოთ უნდა გავარდე რომ აივანზე მოხვდე ;D თუმცა ბუიუკადაზე რომ ჩახვალ მივხდები რომ ღირდა.
სულ ასეთი პატარა ქუჩებია, შეგიძლია თამამად იბოდიალო არც მაქნანა შეგაწუხებს არაფერი. ცენტრში პატარა კაფე/რესტორნებია. ძალიან გემრიელი თევზეულით.

Posted by: sus 7 Jun 2016, 12:07
freedemocrat
აუცილებლად წმინდა გიორგის ეკლესიამდე ადი! ბევრი მიდის კუნძულზე და ეკლესიამდე არ ადის. ულამაზესი ხედია !!!

Posted by: freedemocrat 7 Jun 2016, 19:21
sus
konkretula


მადლობაა გავითვალისწინებ აუცილებლად smile.gif

Posted by: east 14 Jun 2016, 23:08
როგორი ამინდებია? არი უკვე დასასვენებლად რო წამოვიდეს კაცი კარგი დრო?

Posted by: freedemocrat 17 Jun 2016, 18:03
რაღაც წამლების ყიდვა მინდა თვალის სტამბოლში და ლირებში წამოვიღო ხო ფული? ლირებს აქვს გასავალი მხოლოდ? თუ დოლარსაც და ევროსაც?

Posted by: Harry Green99 7 Jul 2016, 16:21
ერთი კითხვა მაქვს და ვინც იცით ძალიან გთხოვთ დაწერეთ 16 წლის ადამიანი 20 წლის ადამიანთან ერთად ID ბარათის საშუალებიტ უპრობლემოდ გადავა თურქეთის საზღვარზე? რამე მინდობილობის საბუთი ან რაიმე მსგავსი ხომ არ დასჭირდება?

Posted by: ნინა411 19 Jul 2016, 14:30
QUOTE (Harry Green99 @ 7 Jul 2016, 16:21 )
ერთი კითხვა მაქვს და ვინც იცით ძალიან გთხოვთ დაწერეთ 16 წლის ადამიანი 20 წლის ადამიანთან ერთად ID ბარათის საშუალებიტ უპრობლემოდ გადავა თურქეთის საზღვარზე? რამე მინდობილობის საბუთი ან რაიმე მსგავსი ხომ არ დასჭირდება?

მინდობილობის გარეშე შანსი არაა რომ გაუშვან, პირადი გამოცდილებიდან გეუბნები

Posted by: dato_dato 19 Jul 2016, 15:07
freedemocrat
QUOTE
რაღაც წამლების ყიდვა მინდა თვალის სტამბოლში და ლირებში წამოვიღო ხო ფული? ლირებს აქვს გასავალი მხოლოდ? თუ დოლარსაც და ევროსაც?

ლირებში ჯობია, ევრო და დოლარით შეილება მარა ცუდ კურშში გიანგარიშებენ

Posted by: ნინა411 19 Jul 2016, 22:45
ხალხო, ერთი თვით მომიწევს თურქეთში ყოფნა და ყველაზე კარგი ქსელი, იაფიანი მობილური ინტერნეტი რომ ჰქონდეს, რომელია?

Posted by: sus 20 Jul 2016, 14:59
ნინა411
აუფ sad.gif ცუდი პერიოდი დაგემთხვა.
თურქსელი ან ვოდაფონი/ ტარიფები იგივე აქვთ ორივეს. იაფი არაა

Posted by: ნინა411 22 Jul 2016, 00:03
QUOTE (sus @ 20 Jul 2016, 14:59 )
ნინა411
აუფ sad.gif ცუდი პერიოდი დაგემთხვა.
თურქსელი ან ვოდაფონი/ ტარიფები იგივე აქვთ ორივეს. იაფი არაა

რა ვიცი დღეს ჩამოვედი და სიმშვიდეა user.gif
vodafone ავიღე

Posted by: Miria 21 Aug 2016, 04:03
Neptunne
ეს აკვარიუმი არ ვიცი... სად არის და რა არის?
პ.ს. რომელ სასტუმროში გაჩერდი სულთანაჰმეთზე?

კუნძულ ადაზე - რომ ამბობ, ადა-თურქულად კუნძულს ნიშნავს და ადა კუნძულს არ ერქმევა. ნეტა რომელი კუნძული იყო?
4 კუნძულზე რომ შედის გემი - მაგ ტურით იყავი?

* * *
madridman
QUOTE
გაფრენის ადგილი აირჩიე Hopa ჩაფრენის Istanbul (შიდა რეისად ითვლება ეგ და მაგიტოა იაფი)
დაახლოებით 110 ლირა ჯდება ერთი გზა. შეიძლება ნაკლებიც მე გვიან ვიყიდე ძაან ადრე რო მეყიდა უფრო იაფი იქნებოდა.
ამობეჭდავ ამ ბილეთებს. გადახვალ საზღვარზე ფეხით (სარფის საზღვარს ვგულისხმობ). 7 ლარად ტაქსი წაგიყვანთ Hopa-ში (პირველივე რაიონია სარფიდან). გააკეთებ ჩექინს და იქედან ავტობუსით წამოგიყვანენ ბათუმის აეროპორტში biggrin.gif (აეროპორტი არააქვს მაგ რაიონს და იმიტომ biggrin.gif) და ბათუმიდან მოფრინავ თითქმის ნახევარჯერ იაფად ვიდრე ღირს.
არ დავიჯერე ეს ამბავი სანამ მე თვითონ არ ვიმგზავრე.

შენ გაიხარე.
ყოველთვის მინდოდა ამომეხსნა ეს რთული ამოცანა - რა უბედურება იყო ეს ჰოფას რეისი.
კი წავიკითხე რომ ეწერა საიტზე - ბათუმში ჩაფრენის მერე პირდაპირ ავტობუსში გსვამენ და თურქეთსი, ჰოფაში გადაყავხარო ამ ავტობუსს და მხოლოდ იქ გაქვს მიწაზე ფეხის დადგმის საშუალება და პასპორტ კონტროლსაც იქ გაივლითო.
მაგრამ , აი, ჰოფადან როგორ უნდა წავიდეს ადამიანი - არ ეწერა.
და ბათუმის აეროპორტში რომ მივიდე ჰოფა-სტამბულის ბილეთით - თვითონ თურქიში არ წამიყვანს-წამომიყვანს ჰოფაში?
ჰა?
user.gif

Posted by: ozzyozzy 27 Aug 2016, 15:00
Miria

Tu sworad vicani eg princesas kundzulia... Dzalian lamazia... Magram cxenis sunia ...

Posted by: donkosta 31 Aug 2016, 13:07
მანქანით ვინც გადახვედით ბოლო დროს, რამე შეიცვალა? დ აზღვევა 50 ლირა აღარ ღირს გაძვირდა?

Posted by: turebige 15 Sep 2016, 19:50
5 დღიანი ტური სტამბოლში 165 ევროდ https://www.turebi.ge/tours_out?id=23735#content

Posted by: datiko 17 Sep 2016, 09:42
მეგობრებო,
რამე აპლიკაცია ხომ არ იცით, რუკაზე მითითებულ მისამართზე ავტობუსის ნომერს რო გიგდებდეს?

Posted by: webdesigner93 17 Sep 2016, 09:45
გამარჯობა, მოკლედ 13 საათიანი ტრანზიტი მაქვს ათათურქის აეროპორტში და ვაპირებ ქალაქში გასვლას და როგორც მახსოვს ზეინტობურნუს გაჩერებაზე უნდა გადავჯდე ხო ? თუ მეშლება ან შეიცვალა რამე ამ ბოლო წლებში ?

Posted by: datiko 17 Sep 2016, 10:04
ვიპოვე trafi ქვია და ოფლაინ მუშაობს smile.gif

Posted by: datiko 18 Sep 2016, 13:51
fermina
QUOTE
wrupa
http://www.booking.com/hotel/tr/kafkas-ist...e=total;ucfs=1&

ერთ ერთი ძალიან კარგი სასტუმროა ამ თემაში სხვებმაც აღნიშნეს (თუ წინა მსგავს თემებშია აღარ მახსოვს)



მადლობა რჩევისთვის, აქ ვაპირებ smile.gif

Posted by: leonardoo 19 Sep 2016, 12:24
ვისაც შეულია დამეხმაროს სად შეილება ყველაზე იაფად თვითმფრინავის ბილეთის შოვნა სტამბულამდე 2 ადამიანზე გთხოვთ ვინმემ თუ იცით სად ყიდიან შეღავათიან ფასებში მომწერეთ, მადლობა წინასწარ...

Posted by: webdesigner93 19 Sep 2016, 13:13
leonardoo
თვითონ ავიაკომპანიის საიტზე ნახე, მაქაა ყველაზე იაფი. თურქეთის ავიახაზები, პეგასუსი და ატლასჯეტი, ესენი დაფრინავენ

Posted by: datiko 19 Sep 2016, 13:59
მეგობრებო ხომ არ იცით
ისტანბულ კარდით გარდა მეტროში გამოყენებისას, ტრამვაითაც შეიძლება? ასევე, ერთი ბარათი ორმა რო გამოვიყენოთ შეიძლება?

Posted by: bacaco 19 Sep 2016, 15:12
datiko
Kichveulebrivi metromania 10 lira girs aparatit ikidit da 5 lira baratze rcheba. Ramdeni adamianic ginda imdeni isargeblebt aramarto metroshi, tramvaishic da sapirfareshoshic ki shedzlebt baratis gamiyenebas. Erti sityvit ylgan sadac mogindebat mtavaria fuki gqondet zed. Aseve kundzulebze gadasvlis shemtxvevashi bileti shegidzliat istanbul kartit sheidzinot smile.gif

Posted by: datiko 19 Sep 2016, 21:37
bacaco
დიდი მადლობა ინფოსთვის
აქაც ამოვიკითხე https://www.theistanbulinsider.com/how-to-get-an-istanbul-kart-and-is-it-worth-it/

ისე, სულტანაჰმედზე-ტაქსიმზე რა სიტუაციაა, დაძაბულობაა?
* * *
+
ათათურქის აეროპორტიდან Sirkeciმდე მეტროთი როგორ მივიდე?
მგონი ტრქმვაიზე უნდა გადავჯდე ხომ?

Posted by: dii 20 Sep 2016, 08:59
webdesigner93
არაფერი შეცვლილა smile.gif) ზეიტენბურნუზე გადაჯდომაა ტრამვაიში

Posted by: datiko 20 Sep 2016, 11:33
dii
QUOTE
არაფერი შეცვლილა

ანუ დაძაბულობაა თუ არა? smile.gif

Posted by: Takobako 27 Sep 2016, 14:45
სტამბულის საშუალო დონის რესტორნებსა და კაფეებში როგორი ფასებია?

Posted by: turebige 27 Sep 2016, 16:47
სტამბოლის ტური 141 ევროდ https://www.turebi.ge/tours_out?id=24423#content

Posted by: MOONSPELL 28 Sep 2016, 00:44
გამარჯობათ, მაინტერესებს, გოქჩენიდან - ათათურქამდე ტაქსი რამდენს გამომართმევს ,დაახლოებით ხომარიცით ?

Posted by: JohnMcCain 12 Oct 2016, 17:37
MOONSPELL

80-90 ლირა დაგიჯდება ეგ ამბავი

Posted by: turebige 24 Nov 2016, 16:13
5 დღიანი ტური სტამბოლში მხოლოდ 165 ევროდ https://www.turebi.ge/tours_out?id=26619

Posted by: wily 25 Nov 2016, 16:52
თბილისი-სტამბული-თბილისი ავტობუსი ყველაზე იაფი რამდენი დამიჯდება და რომელ კომპანიას მირჩევთ?

Posted by: Miria 25 Nov 2016, 23:40
wily
გოლდენს არ გაყვე, შეიძლება ფეხზე დგომა მოგიწიოს.
1 სკამზე 2 ბილეთს ყიდიან...
და არის ხოლმე წეწვა-გლეჯა:"არა, მე შენზე ადრე ვიყიდე ბილეთი და ამიტომ მე უნდა დავჯდე ამ ადგილზე".
vis.gif

Posted by: wily 26 Nov 2016, 02:12
Miria
აბა რომელს გავყვე drug.gif

Posted by: anuuuki 5 Dec 2016, 20:34
სტამბულში დასასველენბლად რომ წავიდე გარეთ წამა ან შოპინგი ან რამე არის იაფი? ანუ ღირს წასვლა თუ უაზრობაა?

Posted by: Miria 5 Dec 2016, 22:19
wily
ატლასჯეტს ჰქონდა კარგი ფასდაკლება.
ავიაკომოანიაა .
ნახე, იქნებ კიდევ აქვთ.

Posted by: NikoloZoid 8 Dec 2016, 23:10
ხალხო, თურქული თუ იცით

https://www.facebook.com/daxmarebis.pondi?hc_ref=NEWSFEED&fref=nf

ამ ადამიანს უნდა გადათარგმნა რაღაც ტექსტის, დიდად მადლობელი ვიქნები თუ დაეხმარებით

Posted by: SabaGEO 9 Jan 2017, 21:43
სტამბოლში წასვლა შეიძლება მატარებლით? ადრე მახსოვს საინფორმაციოებში, თბილისის გავლით ბაქოდან მიდის მატარებლებიო

Posted by: sus 10 Jan 2017, 11:14
SabaGEO
არა

//////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////

Posted by: Miria 10 Jan 2017, 17:50
SabaGEO
QUOTE
სტამბოლში წასვლა შეიძლება მატარებლით?

საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი რკინიგზა ადრე კეთდებოდა სადღაც ახალციხისკენ რომ არის საზღვარი - მანდ, მაგრამ არ მსმენია რაღაც რომ უკვე ფუნქციონირებს...

Posted by: SabaGEO 11 Jan 2017, 11:50
sus
Miria
აპრილისთვის უნდა დამთავრებულიყო რკინიგზის მშენებლობა მაგრამ 2017 წლის მლბოლოსთვის გადადო თირქეთმა

Posted by: Miria 12 Jan 2017, 00:58
SabaGEO
აჰა.
ოკ.
მადლობა ინფოსთვის...

პ.ს. ძალიან **აკში არიან დღესდღეობით თურქები და იმიტომ ალბათ.


Posted by: SabaGEO 12 Jan 2017, 15:46
Miria
https://forum.ge/?showtopic=34869696&view=findpost&p=49669118
ამ პოსტით მომაწოდეს ინფორმაცია )

Posted by: Ambitious_Person 15 Jan 2017, 15:39
მოგზაურობა უნდა დავიწყო, 27 ის ვხდები და მხოლოდ ბაქოში ვარ ნამყოფი , არადა კარგი მოტივაციაა მოგზაურობა ,
ხოდა მინდა სულ განსხვავებული ქვეყნებით დავიწყო.
მგონი ამისთვის სტამბოლი მშვენიერია,


მაინტერესებს ძვირია მანდ დვიჟენია?
მაქსიმუმ ერთი კვირა მინდა.
უფრო 5 დღე ალბათ ,
ინგლისური იციან ? ან რუსული /
?
ინფრასტრუქტურა წინ აქვთ ?
ხალხი როგორია ?
ხოო მარტო ვაპირებ წასვლას

Posted by: Tabo 25 Jan 2017, 01:18
ავტობუსი საიდან გადის სტამბულისკენ თბილისიდან? რაიმე საიტი არ აქვთ სადაც იქნება ინფორმაცია?

Posted by: tasmanian wolf 25 Jan 2017, 21:36
Ambitious_Person

მე და 2 მეგობარი ვიყავით. გასულ წელს იანვარში.
სასტუმრო ავიღეთ ტაქსიმის მოედნიდან ნახევარ კმში, ძველ უბანში, საოჯახო ტიპის სასტუმროს 3-4 სართულიან შენობებში იშოვი სუტკაში 30 დოლარად, თან ახლა არაა პიკი.
ფეხით სასიარულო ქუჩებია.
ქალაქი უზარმაზარია, ტაქსი კატასტროფა, 5-6 კმ რო გაიარო 15-20 ლირა უნდა.
სამაგიეროდ ავტობუსი და ტრამვაი დადის ჯიგრულად.
სასტუმროს მენეჯერს ააღებინე სამგზავრო ბარათი, ერთი მგზავრობა 2 ლირა დაახლოებით.
რაც შეეხება ჭამა სმას, იაფია, შეხვალ ზაბიგალოვკებში და ფოდნოსით ჩამოივლი აარჩევ 3-4 მზა კერძს დაგიჯდება 10 -15 ლირა.
პროსტა თურქული საჭმელები ჩალასავით უგემურია, თუ სადმე წააწყდი ირანულს ეგ ჯობია თურქულს. პივა და სასმელი თუ იყიდე არ გეყოფა დღეში 50ლ.
არც რუსული არც ინგლისური ქუჩებში არ იციან.
რუკა დაიჭირე ხელში და თითს რო დაადებ მიგანიშნებენ biggrin.gif
ისე კაი ხალხია, რამეს რო მიგანიშნებს გამოყვება გზაჯვარედინამდე და გაგიშვერს ხელს სწორი მიმართულებით.
დოლარი დილით არ არ გადაახურდავო, ნაშუადღევს ჯობია.
აიA სოფია, სულტან ახმედი მეჩეტი, გალათა თაუერი, ბოსფორზე კატერით გასეირნება, მოკლედ სანახავი იმდენია ვერ გამოლევ. ერთი დღე ცალკე უნდა დაუთმო ბაზარზე გასვლას, უმაგრესი რამეა. ერთი ქალაქის ხელა ბაზარია.
ტკბილეულის რიგში #36 იკითხე ალი ბაქოელია, ჩიტო გვრიტოს მღერის და ქართველებს დიდ ფასდაკლებას გვიკეთებს. ქარხნული ტკბილეული არ ვარგა, ხელნაკეთი უნდა იყიდო მაგრამ ძაან ძვირია, 1 კგ 50-60 ლირა.

Posted by: Miria 26 Jan 2017, 01:42
Tabo
QUOTE
ავტობუსი საიდან გადის სტამბულისკენ თბილისიდან? რაიმე საიტი არ აქვთ სადაც იქნება ინფორმაცია?

საიტი არ ვიცი, მაგრამ ორთაჭალის ავტოსადგურიდან გადიან.

tasmanian wolf
QUOTE
თურქული საჭმელები ჩალასავით უგემურია,

იმიტომ რომ გადახარშულებს აკეთებენ და ყველაფერს გემო ეკარგება + იყენებენ თავისივე (თურქების მიერ) წარმოებულ გმო პროდუქტებს რაც თავისთავად ჩალისგემოიანია
rolleyes.gif

აღმაშენებელზე, თურქულ რესტორანში - დენიზი, აი, აქ ვჭამ ხოლმე ჩანახს.
უგემრიელესია.
გასინჯე.
არ ინანებ.
smile.gif

Posted by: Ambitious_Person 28 Jan 2017, 17:42
tasmanian wolf
გაიხარე დეტალური პასუხისთვის .რაც წავიკითხე გამოცდილი მოგზაური უნდა წავიდეს .
ჯერ სხვას მოვივლი .
უკრაინაში წავალ biggrin.gif

Posted by: Eilin 6 Feb 2017, 21:38
ვინმემ მირჩიეთ თურქეთში რომელი კარტით ჯობს სარგებლობა სმს ვის ააქვს ყველაზე იაფად?

Posted by: Miria 15 Feb 2017, 19:07
Eilin
მგონი ვოდაფონს აქვს ხოლმე ყველაზე მეტი და იაფი პაკეტები.

Ambitious_Person
რესტორნებში,სასტუმროებში - ასე თუ ისე იციან ინგლისური.
აი, ქუჩაში გამვლელი რომ გააჩერო და ჰკითხო - ნაკლებად უნდა ელოდო რომ რამე იცოდეს ინგლისურის, ან მითუმეტეს რუსულის.
ქუჩაში უცხოელებს შეგიძლია ჰკითხო მიმართულებები, საკმაოდ მეგობრულები არიან ტურისტები ტურისტების მიმართ.
თან ბევრია ვინც პირველად არ არის ჩასული სტამბულში/თურქეთში სამოგზაუროდ.

Posted by: .:ELENE:. 11 Mar 2017, 10:22
ყველაზე იაფად როგორ შეიძლება მოვხვდე სტამბულში? ვინმეს გიცდიათ ტრაბზონიდან ფრენა?
სხვა მოგზაურობისთვის ვაგროვებ ფულს და სტამბულში მინდა შედარებით ბიუჯეტურად მოგზაურობა.

Posted by: Hilarious 11 Mar 2017, 15:06
არმენია
აზერბაიჯან
ტურკია
კაზახსტან
ალბანია
პოლანდ
ჰოლანდ
სპაინ
პორტუგალ
ეგიპეტ
ისრაელ ( მარა არ შემიშვა და ებრაელების გარდა არცერთი ქართველი არ შეუშვა . ) როცა ევროპის ნაღებ ქვეყნებში ვიყავი ნამყოფი smile.gif .
.

Posted by: nodo20000 19 Mar 2017, 21:11
ხალხო რამდენი მინდა დაახლოვებით მუზეუმებისთვის და ეგეთი რამეებისთვის სტამბოლში, და ის თუიცით რა არის მუზეუმების ბარათი როა

Posted by: TORPEDO20 19 Mar 2017, 21:30
1 კვირაში ვაპირებ სტამბოლში ჩაფრენას.
რამდენიმე საფეხბურთო მატჩზე დასწრებასაც ვგეგმავ.

რას მირჩევდით კიდევ ვინც ხართ ნამყოფი სად როგორ წავიდე ?

Posted by: lelukaa 19 Mar 2017, 22:25
nodo20000
რაც მახსოვს იმათ გეტყვი
აიასოფია 30 ლირა
ბაზილიკა ცისტერნა 20 ლირა
მინიატურკები 10 ლირა
დოლმაბაჰჩე 30 ლირა
გალათას კოშკი 20 ლირამდე
ტოპკაპის 30 ლირა, ჰარემიც თუ გინდა +15 ლირა
სულთანახმედის ლურჯი მეჩეთი და პატარა აიასოფია უფასოა.

მუზეუმპასი ღირდა 85 ლირა.
უფრო ვრცლად აქ ნახავ
https://www.istanbultouristpass.com/istanbul-museum-pass/?gclid=Cj0KEQjw2LjGBRDYm9jj5JSxiJcBEiQAwKWAC1P39fAltALOZGS0jqswzEeiuEuA57qgXg2La2EEV_YaAvsA8P8HAQ

მე არ ვიყიდე რადგან რისი ნახვაც მინდოდა იქიდან მხოლოდ 2 შედიოდა.

Posted by: TORPEDO20 26 Mar 2017, 22:14
რომელი ტურისტულია ყველაზე კაი ? ? ? ?

Posted by: nita0607 31 Mar 2017, 14:23
ხალხნო საშოპინგოდ რომელი პერიოდია ყველაზე კარგი? ყველაზე კარგი სეილები როდისაა სტამბულში? ივნისი, ივლისი, აგვისტო? აგვისტოს ბოლოს რო წავიდე დაცარიელებული დამხვდება მაღაზიები?

Posted by: nita0607 4 Apr 2017, 13:00
?????????????????????????????????????????

Posted by: Miria 7 Apr 2017, 14:26
nita0607
თურქეთში არასოდეს არ არის ცარიელი მაღაზიები.
საიდან უნდა იყოს ცარიელი? რატომ?
24 საათი მუხლჩაუხრელად მუშაობენ ტანსაცმლის ფაბრიკები smile.gif

Posted by: nita0607 7 Apr 2017, 22:27
Miria

ანუ დასეილებული ნივთები ვიგულისხმე. სასურველი ზომები შეიძლება არ დამხვდეს და ახალი კოლექციები იყოს ?

ვგულისხმობ საშუალო კლასის ბრენდებს: cos, ck, armani, tommy hilfger,marc jacobs...და თურქული შედარებით ხარისხიანი ბრენდები - ასეთ მაღაზიებში იქნება ამ დროს სეილები? თუ უფრო ადრე ჯობია წასვლა? უბრალოდ ძალიან ცხელა მანამდე და აგვისტოს ბოლო მაგიტომ ვარჩიე


Posted by: Miria 7 Apr 2017, 23:04
nita0607
არ მსმენია თუ რამე კონკრეტული თარიღები აქვთ თურქეთში სეილევისთვის.
აუთლეტმოლებში ყოველთვის სეილია და აუთლეტ მაღაზიებში კიდევ.
ანკარაში ვიყიდე ერთხელ აუთლეტ მოლში ძალიან მკვრივი და კარგი ხარისხის, სუფთა ჯინსის შარვალი თვით მანგოს მაღაზიაში, მანგოს ბრენდი.
უცვეთი იყო smile.gif
თურქეთში მიყვარს შოფინგი: არჩევანია დაუთვლელი რაოდენობის და სახის.

love.gif

Posted by: David001 10 May 2017, 12:19
გამარჯობათ ავიაბილეთზე საჭიროა პასპორტი ? ანუ მარტო ჩვენი ახალი პირადობა არ იქნება საჭირო ? (მე კი მაქვს მარა ვინც მიმყავს იმას არ აქვს) და მაინტერესებს თვითმფრინავზე თუ იქნება საჭირო. jump.gif

ხო და კიდე ყველაზე იაფად გადაფრენა გადმოფრენის ბილეთი რა უნდა დამიჯდეს? თუ გაქვთ იაფიანი საიტები დროპ popcorn.gif

Posted by: lelukaa 10 May 2017, 12:26
David001
აიდი ბარათი საკმარისია.

ბილეთები აქ ნახე, დროს გააჩნია როდის იყიდი და როდისთვის, საკმაოდ კარგ ფასებს შეიძლება გადაეყარო smile.gif

http://www.edreams.com/

Posted by: David001 10 May 2017, 12:33
QUOTE (lelukaa @ 10 May 2017, 12:26 )
David001
აიდი ბარათი საკმარისია.

ბილეთები აქ ნახე, დროს გააჩნია როდის იყიდი და როდისთვის, საკმაოდ კარგ ფასებს შეიძლება გადაეყარო smile.gif

http://www.edreams.com/

ძაან დიდი მადლობა <3 მეგონა ავიაბილეთისთვის საჭირო იქნებოდა პასპორტი კარგია კარგი <3

Posted by: Despo 12 May 2017, 10:25
გამარჯობა

თუ ი ით რა ღირს სტამბოლის ავტობუსი და რამდენი საათი ჭირდება იქ ჩასვლას?

Posted by: lelukaa 13 May 2017, 00:46
Despo
მეტროს ავტობუსით ღირს 70 გელ და 22 სთ სჭირდება, მაქს 24 სთ smile.gif

Posted by: ჩხრამბურთლაძე 13 May 2017, 09:09
QUOTE (nita0607 @ 7 Apr 2017, 21:27 )
: cos, ck, armani, tommy hilfger,marc jacobs...

brendebze rogor unda iko akolili)) , im dros rodesac individualizmi fasobs , tan amdeni magari dizaineria sakartveloshi da shen ki emblemebs dasdev. Arifi ar xar exla?? is mainc dagecera turqebi momconso da amistvis mivdivaro.

Posted by: Despo 13 May 2017, 10:38
lelukaa
დიდი მადლობა )))))))))))

Posted by: Hounddog 24 Jun 2017, 12:21
ლოკალური სიმ ბარათიდან რომელს მირჩევთ? და id ბარათით თუ ვიმგზავრებ (პასპორტის ნაცვლად ) რამე პრობლემა შეიქმნება სიმ ბარათის რეგისტრაციისას? როგორც წავიკითხე, რაღაც მკაცრი რეგულაციების თურქეთში სიმ ბარათებთან დაკავშირებით , ანუ თითოეული ბარათი კონკრეტულ ტელეფონზე არის მიბმული

Posted by: tako44 24 Jun 2017, 12:28
TORPEDO20
ტურისტული რატომ გჭირდებათ? ბუქინგზე დაჯავშნეთ სასტუმრო და ბილეთიც აიღეთ ავიაკომპანიის ვებ გვერდზე და ეგ არის smile.gif
nita0607
ბრენდებზე სეილი, როგორც ასეთი, არ მახსენდება. უამრავი შოპინგ მოლია სტამბოლში და სეზონის ბოლოსკენ არის ხოლმე უმეტესად სეილი. მაგ. შარშან იანვარში შემოდგომის კოლექციებზე იყო ფასდაკლება, მაგრამ, რომ გითხრათ, რომ ისეთი სეილი იყო, რომ ფული რომც გქონოდა, გამოზიდავდი იქაურობას-მეთქი, ასე არ ყოფილა.
რეალური სეილი ვნახე მადრიდში და ბარსელონაში, ზარას კოლექციების ტანისამოსი რომ 15-20 ევროდ იყიდებოდა.

Posted by: Hounddog 26 Jun 2017, 10:28
რჩევა მჭირდება...
ლირები აქ ვიყიდო? თუ დოლარები ან ევროებით ჩავიდე სტამბოლში?

Posted by: iase 8 Aug 2017, 00:33
რამეს იტყვიან? 5 ლიტრა ღვინო უნდა გადავიტანო საზღვარზე
...............

Posted by: Carmelo27 8 Aug 2017, 01:22
Hounddog
აზრი არ აქვს დოლარით ჩასვლას, აეროპორტში რომ დაახურდავო პროცენტს წაიგებენ , და ქალაქში თითქმის იგივე კურსია რაც ჩვენთან

Posted by: lelukaa 2 Sep 2017, 11:44
ხალხ, საბიჰადან კარაკოი/ემინონუმდე როგორ წამოვიდე?

Posted by: kukaracha_mokles 20 Nov 2017, 21:15
ვაპირებ ერთი ორი დღე თურქეთში მანქანით გადასვლასს და რა უნდა გავითვალისწინო მეგობრებო რა რჩევებს მომცემდით
მანქანა არის მარჯვენა საჭიანი დაბალ ძრავიანი1.3 მოცულობის კუბატურა
რამდენი მექნება გადასახდელი და ასე შემდეგ ბოლო დროს ხოარავინ ყოფილხართ

იქიდან ბულგარეთის საზღვრამდე შორი იქნება ხო ალბათ?
* * *
up

იქნებ დამეხმაროთ არავის არ გაქვთ ინფორმაცია?

Posted by: vasovaso92 21 Nov 2017, 23:11
ჩემი მეზობელი იყო ადრე და მერე ფეხი მოაჭრეს user.gif

Posted by: wrangler7 21 Nov 2017, 23:32
kukaracha_mokles
სადღაც 30 დოლარი დაზღვევას უნდა,ბათუმიდან სტამბულამდე დაახლოებით 1700 კმ

Posted by: gtsrikisvilis 22 Nov 2017, 02:19
220 ლირა ღირს დაზღვევა "სიგორტა", თურქების საზგვარზე რო შეხვალ მანდ აკეთებენ, ქართული დაზღვევა არ მოქმედებს თურქეთში. ბენზინი 5 ლირაზე მეტი ღირს, მე 20 ლიტრიანი კანისტრა უპრობლემოდ გადავიტანე. მანქანის ფარები-სტოპები გქონდეს წყობრში. ჩემი მანქანის ცალი ფარი იყო ჩამქვრალი და გამაჩერეს კონტროლზე, კონტაქტს ქონდა პრობლემა, არ დამაჯარიმეს მაგრამ სანამ არ გავაკეთე არ გამიშვეს. საბუთები წესრიგში ქონდეს, უცხოელ ნომრებს რო ხედავენ უფრო აჩერებენ შესამოწმებლად. რაც მთავარია დაიცავი მოძრაობის წესები.. და დისტანცია დაიკავე ტრაილერებისგან biggrin.gif

Posted by: will smith 22 Nov 2017, 13:04
vasovaso92
QUOTE
ემი მეზობელი იყო ადრე და მერე ფეხი მოაჭრეს

lol.gif lol.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: tat_025 19 Jan 2018, 14:34
გამარჯობა

სტამბულში რა პერიოდშია წვიმების სეზონი? მარტში ჯობია წასვლა თუ აპრილში?

Posted by: Perske 19 Jan 2018, 15:51
QUOTE
ჩემი მეზობელი იყო ადრე და მერე ფეხი მოაჭრეს


Posted by: .:ELENE:. 21 Jan 2018, 11:35
თბილისი-ყარსი-სტამბული მატარებლით ვინმე ყოფილხართ?
თბილისი - ყარსის შესახებ ბილეთები ვერ ვიპოვნე :/

Posted by: Scoorp 8 Jun 2018, 12:58
ბინის ქირაობა ეარბიენბიზე ჯობია თუ ჰოსტელები ვნახო?

და სამ დღეში რის ნახვას მირჩევთ?

ლურჯი მეჩეთი, აია სოფია ვიცი :დ

წლების წინ კი ვნახე,მარა თავიდან უნდა დავიარო smile.gif)))

Posted by: nmnn 9 Jun 2018, 23:18
Scoorp
თუ ძაან პატარა ბიუჯეტით ხარ,არის უბანი აკსარაი,სადაც ქართველები აქირავებენ დღიურად.ძაან იაფია,მარა შეიძლება ვერ დაიძინოsmile.gifისე მანდვე fatihze,დაახლოებით 30დოლარი დაგიჯდება 3-4 ვარსკვლავიანი სასტუმრო.რა უნდა ნახო...აკვარიუმი,სასახლე,თუ ფეხბურთი გიყვარს სტადიონები,შაბათ კვირას მითუმეტეს,კადიკოი.მანდედან გემით შეგიძლია ბუიუკ ადაზე წასვლა,წმინდა გიორგის ეკლესიაა...ტრანსპორტი მხოლოდ ფაეტონია მაგ კუნძულზე.ან ფეხით მიხვალ.ტაქსიმის მოედანი ღამით.კლუბებიცაა მანდ...თუ სტამბოლის პორობებში ბანაობა გინდა....ქუჩუკჩექმეჯე,(აკვარიუმიდან მეორე გაჩერებაა მეტრობუსით),ან ბუიუკჩექმეჯე.ბანძია მარა სულარაობას ჯობია.თუ კარგი პლაჟი გინდა სარიერიდან მიდის გემი.9 ზე და 12 ზე.აივანსარაიზე მსოფლიო საპატრიარქოა.თუ რამე ღონისძიება დაემთხვა.კიდე ქართული კულტურის ცენტრი.იშვიათად რამე საინტერესოს ეგენიც აკეთებენ.და რაც მთავარი და ყველაზე მიმზიდველია,შოპინგი........ყველა უბანშია ოუთლეტები.
* * *
არის ტურები გემით...შეიძლება ცხენების რბოლაზე წასვლაც.smile.gifგალათას თან ქართული კაფე იყო.გალაკტიონი მგონი.აკსარაიში ოხრადაა ქართული ზაბეგალოვკები.არაფერი მახსენდება მეტი.

Posted by: Scoorp 15 Jun 2018, 12:53
nmnn


მადლობა smile.gif)



---

Posted by: AnthonyMartial 24 Jun 2018, 21:42
ყველაზე იაფად ფრენები რომელ კომპანიას აქვს?

Posted by: Dinamooo 1 Jul 2018, 12:53
გამარჯობა. მე ვარ გიორგი და მე ვარ ალკოჰოლიკი კი არადა, სტამბოლში მოგზაურობის მსურველი.

აგვისტოში მინდა სტამბოლში 5 დღით სამოგზაუროდ წასვლა მეგობართან (გოგო) ერთად. ავტობუსით ვაპირებ წასვლას და ვინც ნამყოფი ხართ და თან არ გეზარებათ, დაწერეთ ყველანაირი მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო ინფორმაცია/რჩევა სტამბოლის შესახებ.

1. რა ღირს ავტობუსი, რომელ კომპანიას მირჩევთ და რომელ საათებში გადის (?)
2. საუკეთესო ტურისტული უბანი, სადაც გავჩერდები, ოღონდ ყველაფერთან ახლოს რომ ვიყო.
3. შიდა გადაადგილება სტამბოლში
4. ადგილები სტამბოლში, რომელიც უნდა მოინახულო სანამ იქ ხარ ( gigi.gif )
5. ადგილები სტამბოლში, რომელიც ნაკლებად ცნობილია, თუმცა საუკეთესოთაგან ერთ-ერთი
6. ისეთი კუტოკებიც გეცოდინებათ, საშოპინგოდ რომ გადმოგება. იაფი და ხარისხიანი 2kiss.gif

Posted by: spider77 1 Jul 2018, 13:32
Dinamooo
სტამბოლზე ბევრს ვერაფერს გეტყვი, ერთი შემიძლია გირჩიო:

აუცილებლად გაიკითხე წინასწარ (მე არ ვიცი) როდის აქვთ რამაზანი, თორემ იმ დღეებში ყველაფერი გაჩერებულია და არაფერი არ მუშაობს.

Posted by: Dinamooo 1 Jul 2018, 14:07
spider77
იყო უკვე, რამდენიმე კვირის წინ დასრულდა

Posted by: Primrose 1 Jul 2018, 22:28
QUOTE
1. რა ღირს ავტობუსი, რომელ კომპანიას მირჩევთ და რომელ საათებში გადის (?)

Dinamooo

მეტრო BUS 40 დოლარია, ორთაჭალის სადგურიდან. ჩადის ცუდ უბანში-აქსარაიში, ზატო იაფია, მაგალითად სასტუმრო 15 დოლარი დაახლოებით.

მაგ აქსარაიდან ყველაფერი ხელის გაწვდენაზეა, თუმცა ზუსტად არ ვიცი სად რა არის, მე გავლით ვიყავი.

Posted by: Dinamooo 2 Jul 2018, 09:50
Primrose
რუკაზე ხომ არ იცი ზუსტად რა ადგილას არის?

Posted by: akkai 2 Jul 2018, 09:54
Dinamooo
ამ თემას გადახედე..ყველა კითხვაზეა დაწვრილებით პასუხი რაც გაინტერესებდა

Posted by: White88 2 Jul 2018, 14:32
მოკლედ აგვისტოს დასაწყისისთვის კონსტანტინოპოლიდან ავტოსტოპით მიწევს ბათუმში ჩამოსვლა,მარტო ვიქნები და მაინტერესებს რამდენად უსაფრთხოა სტოპით ამ მარშუტის გავლა,ვინმეს თუ გაქვთ გამოცდილება და რა უნდა გავითვალისწინო?
ბიჭი ვარ)))

Posted by: nmnn 3 Jul 2018, 08:38
spider77
მეგობარო,პირიქით,რამაზანის დროს ათჯერ მეტადაა გაზრდილი შოპინგის მასშტაბები.ბოლო 2-3 დღე მაინც... ეს ბაირამის დროსაა დაკეტილი ყველაფერი.

Posted by: spider77 3 Jul 2018, 16:51
nmnn
ბაირამის დროსაა თუ რამაზანის ეგ ზუსტად არ ვიცი, მაგრამ რაც მთავარია აზრს ხო მიხვდით.

Posted by: _Pablo_ 3 Jul 2018, 22:31
Dinamooo
ლალელიმდე მოაღწიე, აეროპორტიდან მეტროც მოდის, უკვე კონსტანტინეპოლში ხარ, მანდ არის აია სოფია, ლურჯი მეჩეთი, უამრავი კაფე რესტორანი.
ხიდზეც გადი, კარკად ამზადებენ ხამანცკებს და გოგოსთან ერთად მშვენიერი ხედიც გექნება ბოსფორზე wink.gif , მუსიკას ბარის შესაბამისად აირჩევ, თუმცა პირადი რეკომენდაციით აზიურ მუსიკას გირჩევ.
პ.ს. ჩილიმი არ დაგავიწყდეს smile.gif

Posted by: nmnn 7 Jul 2018, 00:12
spider77
მე კი მივხვდი...ვინც არიცის შეიძლება შეცდომაში შევიდეს.რამაზანი არის მარხვა ბაირამის წინ.ორჯერაა წელიწადში...რამაზანი 40 დღეა.ბაირამი ბევრად ნაკლები.9 და 3 დღეა თუარ მეშლება.დიდი და პატარა....ბაირამის გარდა სტამბულში და თურქეთში ყველგან ყველაფერი ღიააა.სტამბული ჩემთვის ყველაზე დიდი და კარგი ქალაქია სადაც ვყოფილვარ...

Posted by: nina-nina 9 Aug 2018, 12:00
აეროპორტ Gokcen-დან იაფად როგორ მოვხვდე ცენტრამდე - სასტუმრომდე?

Posted by: doxaburi 14 Aug 2018, 10:51
სტამბულში თუ ჩახვალთ აი ეს სასტუმრო არ დაჯავშნოთ:
https://www.booking.com/hotel/tr/ilya-pera-dora.html?aid=376454&label=booking-AA-4-kf6C3leMosFBMV2MSLOjAAS267724913505%3Apl%3Ata%3Ap1%3Ap2%3Aac%3Aap1t1%3Aneg%3Afi%3Atikwd-65526620%3Alp1007469%3Ali%3Adec%3Adm&sid=1357403c70bcc992655d5f3cd5e27fda&ucfs=1&srpvid=e5622fe267af0040&srepoch=1534229317&room1=A,A&hpos=1&hapos=1&dest_type=city&dest_id=-755070&srfid=f73fa6ac92bbb3f1bddf4867d41cafc33d9b5833X1&from=searchresults;highlight_room=#hotelTmpl

უდედა#####ულესი ხალხია, გეუბნებიან, რომ შენმა ტურისტულმა მოგატყუა და ქეშად მოგვეცი ფულიო, რო ჩახვალ მოსთხოვე შენს ტურისტულსო. ეს ერთი.

მერე მეორე: ამ სასტუმროში მუშაობს გამზრდელ-მოტ#ნული ქართველი ქალი დამლაგებლად.

გმადლობთ ყურადღებისათვის.

Posted by: GEORGIA007 15 Aug 2018, 17:05
QUOTE
უდედა#####ულესი ხალხია, გეუბნებიან, რომ შენმა ტურისტულმა მოგატყუა და ქეშად მოგვეცი ფულიო, რო ჩახვალ მოსთხოვე შენს ტურისტულსო. ეს ერთი.

mad.gif

Posted by: Miria 17 Aug 2018, 23:07
doxaburi
და რომ არ გადაუხდი - რას შვრება?
იხევა პრ*ჭზე?

Posted by: მეოჯახე 24 Aug 2018, 16:29
სტამბულში მივდივარ და თითქმის ყველაფერი გადავიკითხე და აზრზე მოვედი, ბილეთები სასტუმრო დაჯავშნულია. რაც უნდა ვნახო იმაზეც ჩამოვყალიბდი და როგორ უნდა ვიმოძარო.

ერთადერთი კითხვა დამრჩა აკვარიუმი რომაა სტამბულში ყველა რომ აქებს და ზღაპრულიაო იძახიან, სად არის ვერ მიმასწავლით და როგორ უნდა მივიდე იქამდე?

Posted by: tvinikosa 24 Aug 2018, 18:11
QUOTE
ერთადერთი კითხვა დამრჩა აკვარიუმი რომაა სტამბულში ყველა რომ აქებს და ზღაპრულიაო იძახიან, სად არის ვერ მიმასწავლით და როგორ უნდა მივიდე იქამდე?


ეს მეც მაინტერესებს სადაააააა

Posted by: Miria 25 Aug 2018, 00:06
მეოჯახე
tvinikosa
გუგლ-რუკაზე აქ აჩვენებს

https://www.google.com/maps/place/Istanbul+Aquarium/@40.9579303,28.7945808,13.33z/data=!4m5!3m4!1s0x14caa3cb2fd155eb:0x74ab96869afb4754!8m2!3d40.9641629!4d28.7998726

user posted image

Posted by: natia-ameli 25 Aug 2018, 08:39
მეგობრებო ვერსად ვნახე ინფორმაცია და იქნებ დამეხმაროთ, თანხის გამოტანა ვერ მოვასწარი საქართველოში და სტამბოლში თიბისის ბარათს გამოვიყენებ და როგორ ? თუ ვერა იქნებ რამე ალტერნატივა მირჩიოთ, ვნერვიულობ ძალიან

Posted by: მეოჯახე 27 Aug 2018, 14:19
QUOTE (natia-ameli @ 25 Aug 2018, 08:39 )
მეგობრებო ვერსად ვნახე ინფორმაცია და იქნებ დამეხმაროთ, თანხის გამოტანა ვერ მოვასწარი საქართველოში და სტამბოლში თიბისის ბარათს გამოვიყენებ და როგორ ? თუ ვერა იქნებ რამე ალტერნატივა მირჩიოთ, ვნერვიულობ ძალიან

გამოიყენებ მაგრამ გამიგია დიდი საკომისიო აქვსო

Posted by: doxaburi 28 Aug 2018, 18:14
Miria
QUOTE
და რომ არ გადაუხდი - რას შვრება?
იხევა პრ*ჭზე?

არ გადაუხდი და დარჩები გარეთ.


Posted by: Miria 28 Aug 2018, 19:06
doxaburi
ბოლოს როგორ დამთავრდა ეგ ამბავი?
როგორ მოაგვარეთ?
* * *
natia-ameli

ამ ლინკზე შედით (თიბისის ვებ-საიტია) და დააწკაპუნეთ ''მივიღო ონლაინ კონსულტაცია''-ზე.
და ჰკითხეთ.
მგონი გააჩნია რომელი ბარათი გაქვთ და ა.შ.
შეძლებთ თუ არა საზღვარგარეთ თანხის გამოტანას და თუ კი - რამდენი იქნება საკომისია(ან იქნება თუ არა საკომისია საერთოდ).

user posted image

Posted by: natia-ameli 28 Aug 2018, 22:46
მადლობა. მოკლედ ბარათით ვიხდი ჩვეულებრივ ვსარგებლობ მაგრამ უნდა გამოვიტანოთ ბანკომატიდან ბილეთის საყიდლად დამჭირდება ავტობუსის და ცოტა მეშინია არ ჩამიყლაპოს. და თუ იცით ავტობუსის ბილეთი წინა დღეს რო ვიყიდო ხო იქნება ? აქსარაიში.

Posted by: Miria 28 Aug 2018, 23:53
natia-ameli
ჩაყლაპვით არ ჩაგიყლაპავს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ საზღვარგარეთის ბარათია.
ჩასაყლაპად მიზეზი უნდა ჰქონდეს smile.gif
პინი სწორად შეიყვანე და არ ჩაგიყლაპავს.
smile.gif

გააჩნია რა მიმართულებაა.
იშვიათია ავტობუსის ყველა ბილეთი გაყიდული იყოს გასვლამდე 1 დღით ადრე.

ონლაინაც შეგიძლიათ იყიდოთ ავტობუსების ზოგიერთი კომპანიის ვებ-საიტიდან.

Posted by: მეოჯახე 29 Aug 2018, 09:46
სტამბულის მეტრო რამდენ ხაზიანია ხალხო??

სიშანედან მინდა ოტოგარამდე მეტროთი გასვლა და გადაჯდომა სჭირდება და ძნელია გაგნება?

Posted by: Miria 30 Aug 2018, 00:22
მეოჯახე
ეს არის სტამბულის მეტროს და ტრამვაის რუკა.
თუ არ ჩანს კარგად გაჩერებების სახელწოდებები - დასერჩე გუგლში istanbul metro map და ამოგიგდებს რუკებს.


user posted image

Posted by: nmnn 31 Aug 2018, 01:31
აკსარაიში ერთი დღით კიარა თითქმის ყველა ავტობუსში ჭიშკრიდან გასვლისასაც ახვალ უკვე რო გადის...იხვეწებიან ქართველები ვინც მანდ მუშაობენ ოღონდ მაგის ტურს გაყვე...ეს აკვარიუმი არის ბუიუკჩეკმეჯეს მხარეს,ათათურქის აეროპორტისკენ უნდა წაყვე მეტრობუსს...აღარ მახსოვს ზუსტად,სეფაკოის შემდეგ არის...მოკლედ დაჯდები მეტრობუსში დასავლეთის მიმართულებით და გუგლი სერჩით მიხვალ...ასე ვერ ვიხსენებ...ბოდიში...მარა მართლა ძაან მაგარია.უძაანმაგრესია.იშვიათობაა.პოლონეთშია რაც გამიგია მსგავსი კიდე.

Posted by: doxaburi 3 Sep 2018, 18:59
Miria
QUOTE
ბოლოს როგორ დამთავრდა ეგ ამბავი?
როგორ მოაგვარეთ?

მე არ გადამხდენია, ჩემ თანამშრომელს გადახდა.
გადმოურეკა თავის ტურისტულს და სხვა სასტუმროში დაუჯავშნა.
და ბოდიშიდ პონტში აეროპორტამდე ტაქსით უფასოდ ამგზავრა.

Posted by: Miria 9 Sep 2018, 01:05
doxaburi
ვა...
ზნაჩიტ ტურისტულის ბრალი ყოფილა.
რას ერჩოდა სასტუმროს?
smile.gif

Posted by: doxaburi 11 Sep 2018, 09:17
Miria
კომპთან რო მივხვდები დავწერ რა და როგორ მოხდა

Posted by: doxaburi 14 Sep 2018, 15:27
Miria
მოკლედ, დაუჯავშნა 2 ადამიანზე სასტუმრო აქაურმა ტურისტულმა ჩემ თანამშრომელს.
შემდეგ ადგიზე ჩასლებს, აღნიშნული სასტუმროს (დედამოტ#ნულმა) ადმინისტრატორმა უთხრათ, რომ დაჯავშნილი არ არის და შეგიძლიათ ქეშად გადაიხადოთ ფული და შემდეგ თბილისში რომ ჩახვალთ მოსთხოვოთ პასუხი თქვენს ტურისტულსო.
ჩემი თანამშრომლის მეუღლემ თურქული კარგად იცის, მაგრამ ადმინისტრატორს გატეხილი ინგლისურ-რუსულით ელაპარაკებოდა.

ნუ, მოკლედ სხედან ეხა ესენი და ფიქრობენ რა ქნან.

ამ დროს იჩითება დამლაგებელი, ამათ გამოეცნაურა, ქართველი ვარო, ეს დამპლები ესენიო (თავის დამსაქმებელ სასტუმროზე იძახის) ესე შვრებიან ხოლმეო, ეს ასეთებიო, ეს ისეთებიო. ეხლაო, მე მივალო და იქნებ რამე მოგიხერხოთო. ამათ გაუხარდათ რა თქმა უნდა.
მივიდა ეს ქალი იმ ადმინისტრატორთან და თურქულად შეუყვანა საუბარი შემდეგი შინაარსით: ამათ სხვა გზა არ აქვთო, არსად წამსვლელები ესენი არ არიანო, ცოტა ხანში შევუყვან ბაზარსო, რომ ქეში გადაიხადონო, შენ არ ინერვიულოო.
აზრზე ხარ? ქართველი განდილა ქალი რეებს ეუბნება იმ ადმინისტრატორს ამათზე.
მე რო მაგის გამზრდელს ###########.

პროსტა წარმოიდგინეთ რა ქნა ადამიანმა...

ჰოდა მოკლედ, ასე იყო...

Posted by: mmm481 19 Sep 2018, 16:04
სტამბოლში შოპინგისთვის ყველაზე კარგი პერიოდი როემლია თუ იცით? რაც წავიკითხე დეკემბრის მეორე ნახევარიო და მართალია თუ ისეთივე სეილებია როგორც აქ?

Posted by: akkai 10 Apr 2019, 01:37
ახალი აეროპორტით ხომ.არ გიმგზავრიათ ვინმეს?
რამდენად კომფორტულია და აწყობილი სისტემა?

Posted by: vatman 12 Apr 2019, 12:13
akkai
QUOTE
ახალი აეროპორტით ხომ.არ გიმგზავრიათ ვინმეს?
რამდენად კომფორტულია და აწყობილი სისტემა?

ტრანზიტისთვის თუ სტამბულში ჩასასვლელად?

სტამბულში ჩასასვლელად, ადგილმდებარეობის მიხედვით მე ამ ეტაპზე, სუბიექტურად smile.gif საბიჰა მირჩევნია. უფრო ახლოსაა. უბრალოდ გააჩნია სად მიდიხარ. ახალი აეროპორტი შორსაა, და მხოლოდ ავტობუსები დადის ჯერ.
საბიჰაშიც ჯერ ავტობუსი, დადის, მარა წლის ბოლოს თუ არ ვცდები როგორც იქნება მეტროს მიიყვანენ.

Posted by: akkai 12 Apr 2019, 12:45
QUOTE
ტრანზიტისთვის
მაინტერესებს ახალი აეროპორტი.

vatman


QUOTE
საბიჰაშიც ჯერ ავტობუსი, დადის, მარა წლის ბოლოს თუ არ ვცდები როგორც იქნება მეტროს მიიყვანენ.


მეტრო თუ გაიყვანეს მაქამდე იდეალურია.

up.gif

Posted by: vatman 12 Apr 2019, 13:22
akkai
QUOTE
მეტრო თუ გაიყვანეს მაქამდე იდეალურია.

წლის ბოლოს აპირებენ მგონი, ეხლა მარმარაი ბოლომდე გახსნეს და მაგის ბოლო გაჩერებიდან პენდიკიდან (მეტროს სადგურში არ შეგეშალოს) ავტობუსიც დანიშნეს საბიჰამდე. ანუ არსებულ მაშრუტებს ესეც დაემატა.

Posted by: gbarnovi 15 Apr 2019, 20:38
გამარჯობათ,დეპორტის შემთხვევაში საბაჟოზე ჯარიმის გადახდით თუა შესაძლებელი გადასვლა თურქეთში ? 5 წლიანი დეპორტიდან 4 წელია გასული დამრჩა დაახლოებით 1 წლამდე ამ შემთხვევაში როგორ შეიძლება მოვიქცე ?.

Posted by: Black&Pearl 12 Oct 2019, 14:11
გამარჯობათ, თბილისი სტამბოლი ავტობუსები რა ღირს და რამდენად კომფორტულია ? პირადობის მოწმობით შეიძლება შესვლა თუ ბიომეტრიული პასპორტია აუცილებელი ?

Posted by: tozi777 16 Jan 2020, 10:05
მოკლედ ხალხნო და ჯამაათნო, ცოტა რომ დამაკვალიანოთ სტამბოლში Must see places- რა არის, ანუ რა შეიძLება რომ ვნახო, რაც აუცილებლად სანახავია. ნუ თუ ბიუჯეტსაც გავითვალისწინებთ, რომ ძაან არ გავიყიდო. გამიგია რომ ძვირია შიდა ტურებიო, აია სოფიასთან ახლოს ვიქნები სასტუმროში, იქედან უნდა ვიმოძრავო.
baby.gif თან ეგენი ხომ თურქულზე საუბრობენ და იშვიათია რომ ინგლისური ან რამე ენა იცოდნენ რომ რამე ვკითხო ის სადაა ეს სადაათქო.. tongue.gif rolleyes.gif

და გოგჩეინის აეროპორტიდან ავტობუსი დადის როგორც ვიცი ხო სტამბულამდე.

Posted by: praaalo 16 Jan 2020, 10:47
QUOTE
აია სოფიასთან ახლოს ვიქნები სასტუმროში, იქედან უნდა ვიმოძრავო

tozi777
მშვენიერ ადგილას ხარ;

ყველაფერი იქვე გაქ:

ლურჯი მეჩეთი სტამბოლის ცნობლი ოქროს ბაზრობა. ცისტერნა და ასე შემდეგ:

ძაან მარტივია სამოძრაოდ და გადასაადგილებლად ეგ უბანი

Posted by: tozi777 16 Jan 2020, 11:54
praaalo
მადლობა გაიხარე, მთავარია მაქამდე მივაღწიო, გოგჩეინიდან შორია როგორც ვხედავ რუქაზე wink.gif

Posted by: Arustamyan 16 Jan 2020, 13:16
კარგ სომხურ რესტორანს ვერ მიმასწავლით სტამბოლში ?

Posted by: თორნიკე- 16 Jan 2020, 14:01
QUOTE (Arustamyan @ 16 Jan 2020, 13:16 )
კარგ სომხურ რესტორანს ვერ მიმასწავლით სტამბოლში ?

რამდენიცგინდა....... alk.gif alk.gif alk.gif alk.gif alk.gif alk.gif alk.gif





_____________________________

Posted by: akkai 16 Jan 2020, 14:53
tozi777
ტრანსფერი? (აეროპორტი - სასტუმრო - აეროპორტი)
საბიჰა გოგჩენის აეროპორტი - თუ ამ აეროპორტში ჩაფრინდებით შეგიძლიათ გამოიყენოთ “ჰავაბასი”-ს ავტობუსი რომელიც აეროპორტის წინ დაგას და ტაქსიმის მოედნამდე გადაგიყვანთ კომფორტულად და იაფად (მგზავრობა 15 ლირა ღირს). ტაქსიმიდან კი ძალიან მარტივად მეტროს საშუალებით გადაადგილდებით სასურველ სასტუმრომდე. თუ მაგალითად თქვენი სასტუმრო აიასოფიას ტერიტორიაზე მდებარეობს ტაქსის მომსახურება ასევე 15 ლირა დაგიჯდებათ (თუ მარტო არ ხართ ესეც კარგი საშუალებაა) და პირდაპირ სასტუმროში მიგიყვანთ, ხოლო თუ სასტუმრო ბეიოღლუს ტერიტორიაზე გაქვთ უფრო იაფადაც შეგიძლიათ აიყვანოთ ტაქსი. აუცილებლად გაითვალისწინეთ რომ ტაქსისტს ფასზე წინასწარვე შეუთანხმდეთ.


ამ ლინკზე სხვა ინფოსაც ნახავ:

https://www.facebook.com/notes/milky-way-travel-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%A5%E1%83%98-%E1%83%95%E1%83%94%E1%83%98/%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-3/2477150445844239/

Posted by: tozi777 16 Jan 2020, 17:38
akkai


მადლობა.

ორნი მივდივართ.

მეტროში გადახდა როგორ ხდება?

მთლად აია სოფიას გვერდით არაა, მაგრამ 700 მეტრშია. ნუ ფაქტიურად გვერდითაა. biggrin.gif
* * *
მოკლედ მივწერე მაგათ და მხოლოდ ჩვენი ტურით მოსარგებლეებზე ვრცელდებაო,ძველი ინფოა ეგო, რო ვუთხარი გვერდის ინფო.

Posted by: fermina 28 Jan 2020, 20:36
დაზუსტება მინდა, სტამბოლში ჩაფრენა ქართული აიდი ბარათით ხო ნამდვილად შესაძლებელია?

Posted by: wrangler7 28 Jan 2020, 21:38
fermina
სარფში რო გადადიან 10000% ვიცი,ფრენაზე არ მგონია რამე შეზღუდვა იყოს
http://www.mfa.gov.ge/MainNav/ConsularInfo...

Posted by: fermina 28 Jan 2020, 22:09
wrangler7
მადლობა, სარფი კი, ვიცი და ასევე ვიცი, რომ ფრენებზეც ვრცელდება.

Posted by: vatman 29 Jan 2020, 12:14
tozi777
QUOTE
მეტროში გადახდა როგორ ხდება?

შეგიძLია ჟეტონი იყიდო, მაგრამ სჯობია იყიდო istanbul card, 6 ლირა ღირდა და მერე შეიტანო თანხა რაც გჭირდება. საბოლოო ჯამში უფრო იაფი გამოვა. მარმარაის გარდა შეგიძლიათ რამდენიმე კაცმა გამოიყენოთ 1 ბარათი. მარმარაიზე ბარათს ადებ შესვლისას და გამოსვლისას, შესაბამისად სხვადასხვა ფასი ღირს მგზავრობა. ბარათით მგზავრობა საკმაოდ იაფი გამოდის. საქალაქო ავტობუსით Istanbul Card-ის გარეშე ვერ იმგზავრებ.

ბაზილიკა ცისტერნაში ამ ეტაპზე სჯობია არ ჩახვიდე, რესტავრაციაზეა და წყალი არ არის

Posted by: GEORGIA007 3 Feb 2020, 18:50

QUOTE
გამარჯობათ, თბილისი სტამბოლი ავტობუსები რა ღირს და რამდენად კომფორტულია

ადრე 80 ლარამდე ღირდა ახლა არ ვიცი

Posted by: Stroller 25 Feb 2020, 13:04
QUOTE (fermina @ 28 Jan 2020, 20:36 )
დაზუსტება მინდა, სტამბოლში ჩაფრენა ქართული აიდი ბარათით ხო ნამდვილად შესაძლებელია?

კი შეიძლება, აიდი ბარათით ჩვეულებრივ ჩაფრინდებით თურქეთში, მოგცემენ ცალკე ფურცელს სადაც შტამპი იქნება დარტყმილი და ის არ უნდა დაკარგოთ !!!

Posted by: frajock 15 Aug 2020, 20:43
საზღვარი გაიხსნაო როგორც გავიგე და ჩვეულებრივად ხდება მისვლა მოსვლა? ნუ რაღაც შეიცვლებოდა

Posted by: H.I.M 10 Nov 2020, 19:38
რა ხდება თურქეთში გადასვალაზე, იმედია გახსნილია და ხომ არ გაძვირებულა მგზავრობა?!

Posted by: tako44 14 Nov 2020, 10:54
საზღვარი ღია აქვს თურქეთს?



თქვენ უნდა შეიყვანოთ პოსტინგი! სულ მცირე 30 სიმბოლო!

Posted by: CigarettesandCoffee 20 Dec 2020, 17:12
წასვლა წამოსვლა შესაძლებელია თურქეთში ?


ფიფლ?

Posted by: Tinker Bell 28 Dec 2020, 14:26
QUOTE (CigarettesandCoffee @ 20 Dec 2020, 17:12 )
წასვლა წამოსვლა შესაძლებელია თურქეთში ?


ფიფლ?

ტურისტულად არა, მხოლოდ მოწვევით smile.gif

Posted by: kriketi-1985 18 Jul 2022, 22:44
გადავიკითხე, ბევრი რამ გავიგე, გაიხარეთ.

მგზავრობას თბილისიდან ავტობუსით დოლარში რატომ ანგარიშობთ? ლარს არ იღებენ? spy.gif
ავტობუსით მგზავრობისას შეზღუდვა ხომ არაა ბარგის წონა-რაოდენობაზე აქედან ან იქიდან?

Posted by: ბეჟანბეჟანი 25 Mar 2023, 23:31
მოგესალმებით სტამბოლოლოგებო. smile.gif
თქვენი დახმარება მჭირდება.
პირველად უნდა გამოვიდე სტამბოლის აეროპორტებიდან და რამოდენიმე დღით გავჩერდე ქალაქში.
ბოლოს დროს რა ფასებია სტამბოლში: კვება, მგზავრობა, სასტუმროები, შოპინგი...
მოკლედ, ბიუჯეტური, სიძველის მოყვარული და მასშტაბური სიახლეებით მტკბობი ტურისტისთვის ყველანაირ რჩევას მივიღებ.
წინასწარ მადლობა, თუ რომელიმე დაკარგავთ დროს და რჩევას დამიწერს. <3

Posted by: fermina 26 Mar 2023, 12:38
ბეჟანბეჟანი
QUOTE
მოგესალმებით სტამბოლოლოგებო.
თქვენი დახმარება მჭირდება.
პირველად უნდა გამოვიდე სტამბოლის აეროპორტებიდან და რამოდენიმე დღით გავჩერდე ქალაქში.
ბოლოს დროს რა ფასებია სტამბოლში: კვება, მგზავრობა, სასტუმროები, შოპინგი...
მოკლედ, ბიუჯეტური, სიძველის მოყვარული და მასშტაბური სიახლეებით მტკბობი ტურისტისთვის ყველანაირ რჩევას მივიღებ.
წინასწარ მადლობა, თუ რომელიმე დაკარგავთ დროს და რჩევას დამიწერს. <3

This post has been edited by ბეჟანბეჟანი on 25 Mar 2023, 23:32


გააჩნია პირველად მიდიხარ თუ არა და რამდენი დღით.
პოსტიდან როგორც მივხვდი, პირველად იქნები სტამბოლში?

Posted by: salvatore 26 Mar 2023, 19:43
ბეჟანბეჟანი
QUOTE
ბოლოს დროს რა ფასებია სტამბოლში: კვება, მგზავრობა, სასტუმროები, შოპინგი...

გააჩნია სად შეჭამ და რას. კვება თუ იცი სპოტები ან ჩვენი ფასი ან უფრო იაფი. ტაქსიმზე,სულთანაჰმედზე და მანდ სადაც ბევრი ტურისტია იქ არაფერი ჭამო, თუ ტანსაცმელი ან რამე დაგჭირდა, სადმე პერიფერიისკენ(ჩექმექოიში მაგალითად) გაჰყევი მეტროს და იქ იყიდე,ცენტრში უაზროდ გაგატყავებენ. თუ მაინცდამაინც ცენტრისკენ გინდა იაფი და იორღა ადგილი, სადაც ადგილობრივები ჭამენ, მაშინ აი აგერ ამ კაცის ტვიტერს მიჰყევი: https://twitter.com/onderkayaistan1 სადაც საჭმლის და რესტორნის ფოტოები ედება ის პოსტები გაუშვი თრანსლეითში და ბევრ გამოსადეგ, თურქები რომ დადიან,კარგია და იაფია, ისეთ ადგილს ამოაგდებს ცენტრში მიმალული ქუჩებიდან. მეორე ვარიანტი რაც გაქვს იაფად და ხარისხიანად კვების ამბავში შემდეგნაირია: სადღაც დღის 1-2 საათისთვის ბაზართან დააბირჟავე და დაიწყებს იქაური მოვაჭრე ხალხი გასვლას სადილზე, გაჰყევი და გაპოვნინებენ კარგ და იაფ ადგილებს. შოპინგის ამბავში რა ვიცი, ჩვეულებრივ მაღაზიებში თუ იყიდი, სადაც ჩვეულებრივი თურქები დადიან, ბევრი რამის ფასი საკმაოდ ნორმალურია, ალკოჰოლის და ტექნიკის გარდა.
QUOTE
მგზავრობა,

მეტროში აპარატები დგას და სამგზავრო ბარათებიც იქიდანვე იყიდება. იქიდანვე იტენება და მეტროში,ავტობუსში,გემებზე და ტრამვაიში მუშაობს. სტანდარტული ბილეთი 10 ლირამდეა ანუ სადღაც ლარნახევარი ჩვენ ფულზე.
QUOTE
მოკლედ, ბიუჯეტური, სიძველის მოყვარული და მასშტაბური სიახლეებით მტკბობი ტურისტისთვის ყველანაირ რჩევას მივიღებ.

სანახავი ბევრი რამეა. სასახლეებში და აიასოფიასნაირ მეინსთრიმ ადგილებში უზარმაზარი რიგებია და ზოგგან ტურისტებს სხვა ტარიფსაც ახდევინებენ (მე რახან თურქული კარგად ვიცი და მასაში ვერევი, მაშინაც როცა ცხოვრების უფლება აღარ მქონდა და უბრალოდ საქმეზე ვიყავი, ადგილობრივ ტარიფს ვიხდიდი. თურქული თუ გრამატიკულად სწორად იცი არც პირადობას გთხოვს ვინმე და არც აქცენტს უყურებენ.). ბაიაზიდის კოშკისნაირ ადგილებში ტურისტებს არ უშვებენ, გარედან ნახავ და ეგ იქნება.
სხვა... სანახავი ბევრია და ფეხით სიარულს გირჩევ, რომ ბევრი რამ მოასწრო. მარტო ევროპული ნაწილით კიდევ არ შემოიფარგლო, აზიის მხარესაც უამრავი რამაა სანახავი. ქანლიჯათი და ქუზგუნჯუქით დაწყებული ქარაჯააჰმედით,მაჰმუდ ჰუდაის მეჩეთით და სალონიკელების სასაფლაოთი დამთავრებული.

Posted by: fermina 26 Mar 2023, 20:21
salvatore

ერთი-ორჯერ ქუჩის საჭმელიც უნდა გასინჯოს - ბალიკ ეკმეკი, შაურმა, კუმპირი, ნუ სიმიტი და მისი ბიძაშვილები დილით ყავასთან ან ჩაისთან ერთად. მე როგორც ტურისტი, პირველივე სიმიტ სარაიში შევდიოდი ხოლმე თავიდან საუზმეზე, მერე ნელ-ნელა დავამუღამე კარგი ბულანჟერიები.

უამრავჯერ ვარ ნამყოფი სტამბოლში და აგერ ბოლო ჩასვლაზე ვიყავი პირველად ფენერის უბანში, ლამაზ ფერად-ფერად ქუჩებში.

დალშე უშკუდარი და აზიური მხარეც აუცილებლად. მე ძალიან მომეწონა.

ერთ დღეს კუნძულებსაც დავუთმობდი, ბუიუქადას კონკრეტულად.

ტურისტული ღირსშესანიშნაობებიდან მიყვარდა ბაზილიკა ცისტერნა, მაგრამ მომეჩვენა თუ რა არ ვიცი, ბოლოს რემონტის მერე ვიყავი და თითქოს ის მისტიური სული ვეღარ ვიგრძენი, რაც ადრე, პლუს თევზებიც აღარ იყვნენ არხებში.

მე მაგალითად ლურჯი მეჩეთი უფრო მომწონს, ვიდრე აია სოფია. გარედან, ვიზუალურად - ერთმნიშვნელოვნად.

არ ვიცი რა, არ მომბეზრდება სტამბოლი არასოდეს ასე მგონია. სულ მენატრება.

Posted by: salvatore 26 Mar 2023, 20:59
fermina
QUOTE
ერთი-ორჯერ ქუჩის საჭმელიც უნდა გასინჯოს - ბალიკ ეკმეკი, შაურმა, კუმპირი, ნუ სიმიტი და მისი ბიძაშვილები დილით ყავასთან ან ჩაისთან ერთად. მე როგორც ტურისტი, პირველივე სიმიტ სარაიში შევდიოდი ხოლმე თავიდან საუზმეზე, მერე ნელ-ნელა დავამუღამე კარგი ბულანჟერიებ

სიმით სარაის კიდევ რა უჭირს, ქსელური რესტორანია და რაღაცის იქით არ გადიან ფასებში. უბრალოდ ტურისტულ ადგილებში ქუჩის მოვაჭრეებიც კი გაწუწკებულები არიან და ეგ პრობლემაა. თორემ იგივე სიტყვაზე ზეირექში მთავარ ქუჩას რომ გასცდები და ღარიბულ,ძველ სახლებს შორის გადააწყდები ბლითის გამყიდველს იმან ნაკლებად რომ სიმითში დოლარი გთხოვოს :დ შაურმას რაც შეეხება, კარგი და როგორიც უნდა იყოს ისეთი,ძნელი საშოვნელია, თუმცა აქ რაც იყიდება იმას თითქმის ყველა სჯობს. არ არის მაიონეზი კეტჩუპით და ხორცით. ისე რეალური თურქული საუზმე ის არაა, დღეს რაც რეკლამებში ტრიალებს და თურქულ საუზმეს ეძახიან. ეგ მენდერესის დროიდან მოდის და ბოლო პერიოდში გაიბერა biggrin.gif ნამდვილი თურქული საუზმე არის ან ყველი და პური ან თარხანა,გინდა წვნიანად გინდა ჩიფსად ანაც წვნიანი და პური. ჩემნაირი, წლობით თურქეთში ნასტუდენტარი ხალხისთვის კი სიმითის ჭამით ავტობუსის დევნა ცვლის ადამიანურ საუზმეს biggrin.gif
QUOTE
ერთ დღეს კუნძულებსაც დავუთმობდი, ბუიუქადას კონკრეტულად.

თავისთავად.
QUOTE
ტურისტული ღირსშესანიშნაობებიდან მიყვარდა ბაზილიკა ცისტერნა, მაგრამ მომეჩვენა თუ რა არ ვიცი, ბოლოს რემონტის მერე ვიყავი და თითქოს ის მისტიური სული ვეღარ ვიგრძენი, რაც ადრე, პლუს თევზებიც აღარ იყვნენ არხებში.

ტურისტებმა რაც ისე კარგად არ იციან ის ადგილებიც ძალიან საინტერესოა იმჰო. საზღვაო მუზეუმი ან რაჰმი ქოჩის მუზეუმი მაგალითად. სასაფლაოებიც. უბრალოდ არამუსლიმების სასაფლაოებზე შესვლას დაცვის დაკერვა მაინც უნდა,ებრაულზე კი კავშირების გარეშე საერთოდ არც უშვებენ არავის. ეკლესიებზე არაფერს ვამბობ, რაც არის შემორჩენილი, ისეთ ადგილებზეა უმეტესობა, რომ თავისთავად მოხვდები ხოლმე იქით.

Posted by: fermina 26 Mar 2023, 21:45
salvatore
QUOTE
სიმით სარაის კიდევ რა უჭირს, ქსელური რესტორანია და რაღაცის იქით არ გადიან ფასებში.


ხო, ძირითადად ფასების და ხელმისავდომი მდებარეობის გამო დავდივარ ხოლმე მანდ.

QUOTE
ტურისტებმა რაც ისე კარგად არ იციან ის ადგილებიც ძალიან საინტერესოა იმჰო. საზღვაო მუზეუმი ან რაჰმი ქოჩის მუზეუმი მაგალითად. სასაფლაოებიც. უბრალოდ არამუსლიმების სასაფლაოებზე შესვლას დაცვის დაკერვა მაინც უნდა,ებრაულზე კი კავშირების გარეშე საერთოდ არც უშვებენ არავის. ეკლესიებზე არაფერს ვამბობ, რაც არის შემორჩენილი, ისეთ ადგილებზეა უმეტესობა, რომ თავისთავად მოხვდები ხოლმე იქით


სასაფლაოებზე არ ვყოფილვარ, ისე ჩემი ოფისის ფანჯრიდან იყო ხედი რაღაც ქრისტიანულ (სავარაუდოდ) სასაფლაოზე, შიშლის მერიოტის გვერდითა მხრიდან smile.gif განსხვავებული მუზეუმებიდან ერთხელ ვიყავი რაღაც ანტიკვარული მანქანების მუზეუმში, ეგ თემა დიდად არ მაინტერესებდა, ისე კი შთამბეჭდავი იყო მანქანების მოყვარულებისთვის, მართლა კარგი კოლექცია ჰქონდათ მე-20 საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული ანტიკვარული მანქანების.

მგონი შიშლიში თუ ბეშიქთაშში არის კიდევ განთქმული ნუსრ-ეთ სტეიკჰაუსი, უგემრიელესი saltbea ბურგერებით, ბურგერის ფასი სრულიად ადეკვატური, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ხელმისაწვდომი თბილისთან შედარებით და ნოყიერი.

Posted by: salvatore 27 Mar 2023, 15:23
fermina
QUOTE
მგონი შიშლიში თუ ბეშიქთაშში არის კიდევ განთქმული ნუსრ-ეთ სტეიკჰაუსი, უგემრიელესი saltbea ბურგერებით, ბურგერის ფასი სრულიად ადეკვატური, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ხელმისაწვდომი თბილისთან შედარებით და ნოყიერი.

Salt Bae რომაა ინტერნეტ ფენომენი იმისია და ზოგადად, თურქული სტანდარტებით კი არა და ზოგადად ძვირია. უბრალოდ ჩვენთან ისე გაფრინდა ყველაფრის ფასი ნუსრეთიც კი ხელმისაწვდომი გვეჩვენება. სტამბოლის სტეიკჰაუსები არ ვიცი მასე კარგად, ანკარაში ვცხოვრობდი ძირითადად და იქ სხვა სტეიკჰაუსში ვარ ორჯერ ნამყოფი, ნუსრეთის ფული არ მქონდა biggrin.gif
QUOTE
რაღაც ანტიკვარული მანქანების მუზეუმში, ეგ თემა დიდად არ მაინტერესებდა, ისე კი შთამბეჭდავი იყო მანქანების მოყვარულებისთვის, მართლა კარგი კოლექცია ჰქონდათ მე-20 საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული ანტიკვარული მანქანების.

რამდენიმეა მასეთი. რაჰმი ქოჩის მუზეუმსაც აქვს დიდი კოლექცია ანტიკვარული მანქანების,თუმცა ძირითადად ინდუსტრიული მემკვიდრეობის მუზეუმია.

Posted by: fermina 27 Mar 2023, 17:36
salvatore
QUOTE
Salt Bae რომაა ინტერნეტ ფენომენი იმისია და ზოგადად, თურქული სტანდარტებით კი არა და ზოგადად ძვირია. უბრალოდ ჩვენთან ისე გაფრინდა ყველაფრის ფასი ნუსრეთიც კი ხელმისაწვდომი გვეჩვენება. სტამბოლის სტეიკჰაუსები არ ვიცი მასე კარგად, ანკარაში ვცხოვრობდი ძირითადად და იქ სხვა სტეიკჰაუსში ვარ ორჯერ ნამყოფი, ნუსრეთის ფული არ მქონდა


კი ეგაა და სტეიკები შეიძლება ძვირია, მაგრამ ბურგერი ნამდვილად ადეკვატური ფასი ღირდა, ზუსტად კი არ მახსოვს, თავისი ფრი და სასმელით და საწებლით, სადღაც 15 $ მაქსიმუმ და არაა ნამდვილად ძვირი ასეთი ბურგერისთვის.

Posted by: FDA 28 Mar 2023, 21:37
ისტანბულიდან მატარებელი არ მოდის საქარტველომდე?
ტუ არა სადამდე მოდის
ნეტზე ტრაბზონი წერია და მერე აღარ?
fermina

Posted by: fermina 28 Mar 2023, 21:52
FDA
QUOTE
ისტანბულიდან მატარებელი არ მოდის საქარტველომდე?
ტუ არა სადამდე მოდის
ნეტზე ტრაბზონი წერია და მერე აღარ?
fermina


არა, მატარებელი რომ დადიოდეს თბილისი-სტამბოლი, ძაან მაგარი იქნებოდა. არც ტრაბზონამდე გამიგია, მაგრამ შეიძლება დადის. არასოდეს მსმენია, ვინმე ტრაბზონამდე მატარებლით ჩამოსულიყოს ან პირიქით.

ერთი ახალი ალტერნატივაა რიზეს ახალი აეროპორტი - სტამბოლი, 100 $ ღირს ორი გზა ფრენა.

Posted by: ბეჟანბეჟანი 28 Mar 2023, 23:53
fermina
QUOTE
გააჩნია პირველად მიდიხარ თუ არა და რამდენი დღით.
პოსტიდან როგორც მივხვდი, პირველად იქნები სტამბოლში?

სტამბოლში პირველად მივდივარ.
წლების წინ ანკარასა და იზმირში ვარ ნამყოფი სამსახურის საქმეზე.
თურქეთში ტურისტად პირველი ვიზიტი მაქვს.
* * *
salvatore
fermina
მადლობა რჩევებისთვის.

ტანსაცმლის იაგი ბაზრობა თუს სადმე?
ტაქსიმზე მაქვს სასტუმრო აღებული.
* * *
salvatore
fermina
როგორც ვიცი, ტურქეთში ნავაჭრ საქონელზე, როცა თურქეთს ტოვებ, საზღვარზე, შეიძლება იქაური დღგ-ს (დამატებითი ღირებულების გადასახადი) თანხის დაბრუნება.
ხომ არ იცით, რა საბუთებია საჭირო და როგორ ხდება ეგ ამბავი?

Posted by: fermina 29 Mar 2023, 23:58
ბეჟანბეჟანი
QUOTE
როგორც ვიცი, ტურქეთში ნავაჭრ საქონელზე, როცა თურქეთს ტოვებ, საზღვარზე, შეიძლება იქაური დღგ-ს (დამატებითი ღირებულების გადასახადი) თანხის დაბრუნება.
ხომ არ იცით, რა საბუთებია საჭირო და როგორ ხდება ეგ ამბავი?


ისევე, როგორც ევროპის ქვეყნებში, მანდაც ბრენდულ მაღაზიებში ძირითადად, ეგეც ყველგან არა, მაგ. ეიჩენდემმა უარი მითხრა შარშან - მოკლედ შეძენისას უნდა უთხრა მოლარეს, რომ ტაქს ფრი გამოგიწეროს, მოგცემს შესაბამის საბუთს, მერე აეროპორტში წარადგენ და დაგიბრუნებენ იმ თანხას. შეიძლება მოგთხოვონ ნაყიდი საქონლის ჩვენებაც, ამიტომ უნდა გაითვალისწინო და ისეთ ადგილას ჩადო, რომ ადვილად გახსნა და ანახო.

QUOTE
ტანსაცმლის იაგი ბაზრობა თუს სადმე?


აი ეგ არ ვიცი, მე თუ რამე მიყიდია, ძირითადად ისტიკლალზე მაღაზიებში, არადა თითქმის ყველა მაღაზიაა თბილისში, რაც მანდ არის, ოღონდ მანდ შეიძლება ცოტათი იაფი იყოს.
მგონი აქსარაიში დადიან უფრო იაფი ტანსაცმლისთვის, მე ვერ მოვიცალე ვერასოდეს, ერთხელ აქსარაიში მქონდა სასტუმრო მაგრამ დიდი საინტერესო მაღაზიები ვერც ვნახე ასე ავლა-ჩავლაზე.
გრანდ ბაზარში კიდევ არაფერია საინტერესო მაგ მხრივ, ადგილობრივებზე გათვლილი ტანსაცმელია ძირითადად.

მე ეგვიპტური ბაზარი მიყვარს ძალიან, თუ გხიბლავს ფერად-ფერადი ბრჭყვიალა სასუსნავები, შოკოლადები, ჩირები, სუნელები, კანფეტები, და მსგავსი გემრიელობები, ესე იგი უნდა გაიარო მანდაც - ბოსფორთან გაჩერებაა ემინონუ, და მანდვეა შესასვლელიც.

Posted by: salvatore 30 Mar 2023, 13:43
ბეჟანბეჟანი
QUOTE
ტაქსიმზე მაქვს სასტუმრო აღებული.

ძილი გაგიჭირდება,ისეთი ხმაურია სულ მანდ biggrin.gif
QUOTE
ტანსაცმლის იაგი ბაზრობა თუს სადმე?

ჩემი გამოცდილებით,იაფი ტანსაცმელი თუ გინდა უნდა წახვიდე ცენტრიდან ცოტა შორს და ადგილობრივი ბრენდების მაღაზიებში შეხვიდე. ისე, ინფლაცია ისეა უკვე თურქეთში, რომ ნორმალური ადგილობრივი ბრენდების (ალპინისტი,რემზი,ქიღილი და ა.შ.) პროდუქციაც შეიძლება ეიაფოს უკვე ადამიანს, გააჩნია რას ეძებ და როგორს.
QUOTE
მგონი აქსარაიში დადიან უფრო იაფი ტანსაცმლისთვის, მე ვერ მოვიცალე ვერასოდეს, ერთხელ აქსარაიში მქონდა სასტუმრო მაგრამ დიდი საინტერესო მაღაზიები ვერც ვნახე ასე ავლა-ჩავლაზე.

ლალელიზეა საუბარი ალბათ. საზიზღარი ადგილია ეგეც და აქსარაიც, ფასები ყველგან დოლარში,ყველაფერი გაწეწვაზე და გამოწეწვაზეა. სამაგიეროდ რუსული იციან biggrin.gif
QUOTE
მე ეგვიპტური ბაზარი მიყვარს ძალიან, თუ გხიბლავს ფერად-ფერადი ბრჭყვიალა სასუსნავები, შოკოლადები, ჩირები, სუნელები, კანფეტები, და მსგავსი გემრიელობები, ესე იგი უნდა გაიარო მანდაც - ბოსფორთან გაჩერებაა ემინონუ, და მანდვეა შესასვლელიც.

მხოლოდ სასეირნოდ. იგივე გემრიელობები განაპირა ქუჩებში, კლიენტების უმეტესობა რომ თურქია იმ ძველებურ მაღაზიებსი ბევრად უკეთესიცაა და იაფიც.

Posted by: SAROKAWA 30 Mar 2023, 14:34
მერჰაბა biggrin.gif
იკეაში მინდა მოხვედრა,
სტამბულში აჩვენებს სამ მაღაზიას
თუ ხართ ვინმე ნამყოფი და რომელია ყველაზე დიდი და უკეთესი?

Posted by: fermina 30 Mar 2023, 17:40
salvatore
QUOTE
ლალელიზეა საუბარი ალბათ. საზიზღარი ადგილია ეგეც და აქსარაიც, ფასები ყველგან დოლარში,ყველაფერი გაწეწვაზე და გამოწეწვაზეა. სამაგიეროდ რუსული იციან


ხო ალბათ, საზიზღარია ნამდვილად, გეთანხმები. სულ პირველად რომ მოვხვდი, ყველა რუსულად ლაპარაკობდა. რუსებს ისე ვერ ვიტან თავიანთ სამშობლოში და ახლა სტამბოლში აიტანე კიდევ biggrin.gif

Posted by: ბეჟანბეჟანი 30 Mar 2023, 22:07
salvatore
QUOTE
ლალელიზეა საუბარი ალბათ. საზიზღარი ადგილია ეგეც და აქსარაიც, ფასები ყველგან დოლარში,ყველაფერი გაწეწვაზე და გამოწეწვაზეა.

მოიცა და,
დოლარის ლირებში გადაცვლას დოლარით ვაჭრობა ხომ არ ჯობს?

Posted by: salvatore 31 Mar 2023, 16:53
ბეჟანბეჟანი
არა. სადაც დოლარს იღებენ და რამე იქ ბევრსაც იტყუებიან ხოლმე და პოლიციის იმედიც არ უნდა გქონდეს biggrin.gif

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 2 Apr 2023, 20:23
მერჰაბა
თამამ

მთელი თურქული დავხარჯე up.gif

Posted by: SAROKAWA 4 Apr 2023, 12:58
Datvlas-vin-gtxovs
ჩანთა,
საათი
ქირა
ბინა
თარჯიმანი
დოვლათი
დავთარი
მიამატე biggrin.gif


პ.ს. იკეაში არავინ ხართ ნამყოფი დავიჯერო?

Posted by: salvatore 4 Apr 2023, 21:02
SAROKAWA
QUOTE
პ.ს. იკეაში არავინ ხართ ნამყოფი დავიჯერო?

რავი, რომელი იკეა გინდა გააჩნია. რაც იკეას მაღაზიები ვიცი კაი დიდია ყველა. სტამბოლისები საერთოდ უზარმაზარია და რაც გინდა მანდაც ნახავ. მე პირადად მარტო ანკარის იკეაში ვარ ნამყოფი ოღონდ. ჩემი მაშინდელი გოგო შვედური გუფთების საჭმელად დამაწოწიალებდა givi.gif საინტერესო რამეები ჩითავს და რავიცი, ნახავ რამეს. სასიარულო და სასეირნო ბევრია.

Posted by: SAROKAWA 5 Apr 2023, 14:33
QUOTE
რავი, რომელი იკეა გინდა გააჩნია.

მინდა ყველაზე დიდი და მასშტაბური
აი მთელი დღე უნდა წავიდე და დავტკბე biggrin.gif

Posted by: FDA 13 Apr 2023, 12:45
SAROKAWA
QUOTE
იკეა გინდა გააჩნია.

მინდა ყველაზე დიდი და მასშტაბური
აი მთელი დღე უნდა წავიდე და დავტკბე

ვგიჟდები რა მაგ იკეასი რა უნდ მოწონდეს კაცს? ყველაზე დაბალახარისხიანი იაფი ავეჯი! ნებისმიერი ქართველი ავეჯის მკეტებელიც რომ სჯობს



* * *
fermina
QUOTE
ერთი ახალი ალტერნატივაა რიზეს ახალი აეროპორტი - სტამბოლი, 100 $ ღირს ორი გზა ფრენა.

კი მახსოვს ეს რომ გაიხსნა თან მგონი წყალზეო თუ რაღაც მსგავსი ხო. არა ისევ ქუთაისი სჯობს. მადლობა

Posted by: SAROKAWA 13 Apr 2023, 14:40
QUOTE
ყველაზე დაბალახარისხიანი იაფი ავეჯი!

ავეჯი არ მინდა, უფრო აქსესუარები

Posted by: fermina 13 Apr 2023, 21:04
FDA
QUOTE
კი მახსოვს ეს რომ გაიხსნა თან მგონი წყალზეო თუ რაღაც მსგავსი ხო. არა ისევ ქუთაისი სჯობს. მადლობა


არადა აშკარად არ სჯობს ქუთაისი smile.gif მშვენიერი აეროპორტია, ზღვაშია უბრალოდ ნახევარკუნძულივით შეჭრილი, ფასიც იაფია ვიდრე თბილისი-ქუთაისი-ბათუმი. თან თურქიში დაფრინავს ამ აეროპორტიდან.

Posted by: Faulkner 24 Apr 2023, 17:27
თვითმფრინავის გარდა ყველაზე კომფორტული გზა რომელია ანტალიაში მოსახვედრად? პირდაპირ ავტობუსით აქედან მარაზმი მგონია. ბათუმში მატარებლით, მერე იქიდან თურქეთში და მაქედან მატარებელი ან რამე არ დადის?

Posted by: salvatore 24 Apr 2023, 19:40
Faulkner
https://static.tcdd.gov.tr/webfiles/userfiles/files/genel/tcddharita.pdf
აგერ შენ რკინიგზის რუკა. ანტალიაში რკინიგზა არაა საერთოდ smile.gif საზღვარს რაც შეეხება, მარტო ყარსის მხარეს არის აქტიური რკინიგზა და ყარსიდან ანკარის მატარებელს თუ გაჰყვები, ეგეც ერზურუმი-ერზინჯანით გადის. ანკარიდანაც ბევრი არჩევანი არაა, აღმოსავლეთით ვანის ტბის და სამხრეთის ექსპრესებია, ერთი თათვანამდე მიდის,ტბის სანაპირომდე, მეორე მალათიას,დიარბაქირს და ბათმანს გადის ქურთალანში მიდის. დასავლეთით კიდევ სტამბოლია და იზმირი. კიდევ მალათიის ლურჯი მატარებელია და ეგაა რა. რეგიონული მატარებლებია ადანა-მარდინი, ელაზიღი-ადანა,ელაზიღი-მალათია,დენიზლი-ესქიშეჰირი და მგონი სტამბოლი-ზონგულდაქი. სხვებიც იყო,მაგრამ რაც მახსენდება ეგენია.
ისე მატარებლით მოგზაურობა კარგი რამეა და შეღავათიან ფასად დაუვიწყარი მოგზაურობაა. გავყოლივარ სამხრეთის ექსპრესს და ანკარა-მალათიას რამდენჯერმე სტუდენტობისას და დაუვიწყარი მოგზაურობა იყო. უბრალოდ როგორი რაღაცაა, თუ ჩვეულებრივი ბილეთი გინდა, სადღაც 3-4 დღით ადრე უნდა იყიდო ჩვეულებრივ დროს და სადღაც 10 დღით ადრე ბაირამების,არდადეგების და ა.შ. პერიოდში. ისე ვერ იშოვი. თუმცა ენა თუ იცი გამცილებელთან მოგვარება მოდის და მოგყიდის ცარიელ ადგილს თუ ვარიანტი არის და იმის პატრონი მერე ამოვა. კუპეს რაც შეეხება, ეგ ერთი თვით ადრე მაინც უნდა დაითრიო. თუმცა პლაცკარტის სკამებიც ლამის საწოლივითაა და კომფორტულად იქნები.
სხვა... ვანი ტბის ექსპრესი იმჰო ზამთარშია საკაიფო, ყარსისაც, სამხრეთის და ანკარა-მალათია იმჰო ივნისის შუაში. გარგრის ბაღებში რომ გადის და ანკარასთან ახლოს კლდეებში, ეგ ადგილები მაგ პერიოდშია ყველაზე კარგი სანახავი.
სხვა... სისუფთავე ნორმალურია, ვაგონ-რესტორანი ბრდღვნად არ ღირს და სჯობს საგზალი ბლომად გქონდეს.

Posted by: Faulkner 24 Apr 2023, 19:57
salvatore
1. სარფიდან ყარსამდე რა მანძილია?
2. ყარსიდან ანკარამდე რამდენი ხანი ანდომებს მატარებელი?
3. ანკარიდან ანტალიამდე რა მანძილია?

Posted by: salvatore 24 Apr 2023, 20:05
QUOTE
1. სარფიდან ყარსამდე რა მანძილია?

სარფიდან წასვლა რა ვიცი... ახალციხიდან გადახვიდე სჯობს და სადღაც 2-3 საათი უნდა მანქანით. ისე დავძებნე და ყოფილა ავტობუსი https://www.obilet.com/seferler/583-384/2023-04-25 მაგრამ წესით მაგდენი არ უნდა უნდოდეს, ალბათ რეგიონული,პერიფერიული გზების ამბავია.
QUOTE
ყარსიდან ანკარამდე რამდენი ხანი ანდომებს მატარებელი?

სადღაც ერთი დღე ალბათ. უფრო 20 საათი მგონია.
QUOTE
3. ანკარიდან ანტალიამდე რა მანძილია?

სადღაც 7-8 საათის გზაა ავტობუსით. მანქანით ნაკლებში ჩაისვლება.

Posted by: Faulkner 24 Apr 2023, 20:35
salvatore
ამდენ წვალებას, ტუდა-აბრანტი ბილეთი რა ღირს თვითმფრინავით? ქუთაისიდან რო იყო რეისერი 20 დოლარში, დაიხურა ეგ პონტი? ყველაზე იაფი რომელ ქალაქამდეა, სტამბოლამდე?

Posted by: salvatore 24 Apr 2023, 20:46
Faulkner
ნუ... საზღვრიდან თუ გინდა გადაფრენა,რიზედანაა ყველაზე ახლო ვარიანტი ანტალიამდე. აგერ ნახე თვითონ: https://www.enuygun.com/ucak-bileti/rize-antalya-qria-ayta/
სადღაც 150 ლარი გამოდის ერთი გზა.

Posted by: Faulkner 24 Apr 2023, 20:55
salvatore
QUOTE
ნუ... საზღვრიდან თუ გინდა გადაფრენა

არა, თბილისიდან, ან ქუთაისიდან. რიზემდე თუ ავტობუსით ვიჩაკჩაკე, რაღა გამოვიდა biggrin.gif

Posted by: salvatore 24 Apr 2023, 23:22
Faulkner
აბა თბილისიდან ან ბათუმიდან ვერ გაფრინდები იაფად. ქუთაისიდან კიდევ პეგასუსია მაქსიმუმი და ეგეც რავიცი... ანტალია არის? ფრენის შიში მაქვს ზოგადად და თუ იძულებული არ ვარ არ დავფრინავ ხოლმე და რა გითხრა biggrin.gif

Posted by: Faulkner 29 Apr 2023, 20:11
salvatore
ანტალიაში ყველაზე იაფი სასტუმროები სად ვნახო? მარდან პალასთან რო ახლო იყოს და არც ისეთი, ტარაკნები რო დარბოდნენ. 2 კაცზე მინდა ნომერი. და ასევე მაინტერესებს, აეროპორტში აუცილებელია ანახო სასტუმროს ბრონი? მაგის გარეშე არის შანსი რო არ შემიშვან? არა მგონია მთლად ისეთი სირები იყვნენ რო ვერ მიხვდნენ, აქედან ანტალიაში ლტოლვილად არ ჩავდივარ biggrin.gif

Posted by: salvatore 30 Apr 2023, 16:43
Faulkner
ანტალია არ ვიცი მაინცდამაინც კარგად. ერთხელ ვიყავი და მაშინაც მეგობართან დავრჩი biggrin.gif
QUOTE
აეროპორტში აუცილებელია ანახო სასტუმროს ბრონი? მაგის გარეშე არის შანსი რო არ შემიშვან?

არა, ყოველ შემთხვევაში აქამდე არ მსმენია თურქეთში ვინმე მაგის გამო არ შეეშვათ და რაღა ახლა შეიცვლებოდა რამე.

Posted by: სერაფიტი 2 Sep 2023, 11:05
ტოგორ ფიქრობთ, უშუალოდ პეგასუსის საიტზე რომ ვიყიდო ბილეთები, მაგაზე იაფად სადმე ვნახავ?
თბილისიდან სტამბოლისკენ

Posted by: DeeJee 2 Sep 2023, 14:15
სერაფიტი
ვერა ვერ ნახავ მაგათზე იაფად ნუ განსასზღრულ დღეს შეიძლება სხვა თარიღები უფრო იაფი იყოს კარგად გადაათვალიერეთ

Posted by: oldgio 2 Sep 2023, 19:43
QUOTE (სერაფიტი @ 2 Sep 2023, 11:05 )
ტოგორ ფიქრობთ, უშუალოდ პეგასუსის საიტზე რომ ვიყიდო ბილეთები, მაგაზე იაფად სადმე ვნახავ?
თბილისიდან სტამბოლისკენ

პეგასუსის საიტზე ბილეთები ხანდახან თურქიშზე ძვირია smile.gif
ორივეგან თბილისი–ისტანბული–თბილისის რეისი გადამეტებულად ძვირი მეჩვენება ნებისმიერ სეზონზე.

არადა, ამაზე იაფი მხოლოდ ავტობუსია.

Posted by: GEORGIA007 3 Sep 2023, 19:19
Faulkner
QUOTE
ანტალიაში ყველაზე იაფი სასტუმროები სად ვნახო? მარდან პალასთან რო ახლო იყოს და არც ისეთი, ტარაკნები რო დარბოდნენ. 2 კაცზე მინდა ნომერი. და ასევე მაინტერესებს, აეროპორტში აუცილებელია ანახო სასტუმროს ბრონი? მაგის გარეშე არის შანსი რო არ შემიშვან? არა მგონია მთლად ისეთი სირები იყვნენ რო ვერ მიხვდნენ, აქედან ანტალიაში ლტოლვილად არ ჩავდივარ

არა კაცო შანსი არაა ეგ მოთხოვონ ქართველს

Posted by: სერაფიტი 4 Sep 2023, 21:45
oldgio
DeeJee

მადლობა. 870 ლარი ჯდება ამ წუთას დაახლოებით, 4-8 ნოემბერს მინდა გაფრენა, ანუ ვიცი კონკრეტული თარიღები. მეძვირება მეცsad.gif
რას მირჩევთ, დაველოდო? პეგასუსს როგორი პოლიტიკა აქვს? რაც ვნახე, აძვირებს კვირიდან კვირამდე და დაველოდო გაიაფებას? თურქითით ცხრაას რაღაცაა, ათასამდე. უბრალოდ არ გამოდის სხვა დღეებში წასვლაsad.gif რა ვქნა, ვერ ვიგებsmile.gif)

Posted by: DeeJee 4 Sep 2023, 22:14
სერაფიტი
აზრი არ უნდა ქონდეს დალოდებას რადგან ნოემრამდე დიდი დროა და მეტი იაფი არ მგონია ნახო ნუ რაღაც კაპიკებს თუ არ ჩავთვლით

Posted by: სერაფიტი 4 Sep 2023, 22:19
DeeJee
აუ, რავი, მოგზაურთა კლუბში დავსერჩე და ზოგი წერს, რო დაველოდეო, 2 დღით ადრე ვიყიდეო კაპიკებშიო და მასე ვერ გავრისკავ ალბათ. ან გაიაფდება, ან არა

Posted by: Trump 5 Sep 2023, 09:47
სერაფიტი


200-210 დოლარი ღირდა მაისში ერთი კვირით ადრე გაფრენამდე
ხოლო 3-4 კვირით 150-160 დოლარი

Posted by: narcoTOURIST 6 Sep 2023, 10:02
სახმელეთო დადის რამე სტამბოლის მიმართულებით?
ოქტომბერში ჯაზფესტივალზე მინდა წასვლა და თვითმფრინავი არ მაწყობს

პასპორტი უნდა თუ ID ბარათითაც მოსულა გადასვლა?

Posted by: davit_arsenal 9 Sep 2023, 20:42
ორთაჭალიდან კიდე გადიან სტამბულისკენ ავტობუსები? ვინმემ ხო არ იცით და რა ღირს

Posted by: GEORGIA007 9 Sep 2023, 21:04
QUOTE
ორთაჭალიდან კიდე გადიან სტამბულისკენ ავტობუსები?

კი გადიან ფასი 30 $ დან იწყება და ზევით

Posted by: mind_auger 27 Sep 2023, 03:18
სტამბულში ტყავის კურტკა სად ვიყიდო.??
დღეს გრანდ ბაზარში 350-500$ ებს მიფასებდნენ
ტაქსიმზე 450-550 ლარს და რაგავიგო ეხა რომელია ნაღდი?? :დ ორივე ვენებს იჭრიდა

Posted by: salvatore 6 Oct 2023, 17:34
mind_auger
გრანდ ბაზარს გაანებე თავი. რამე ადგილობრივი ბრენდი დაგუგლე და წადი ცენტრისგან მოშორებით იმის მაღაზიაში და იქ იყიდე.
QUOTE
350-500$ ებს მიფასებდნენ

მაგ ფასებში
https://derimod.com.tr/collections/erkek-deri-ceket?filter.v.availability=1 ა,აგერ, კარგ ფირმად ცნობილი ფირმის ნაწარმი მოდის. ჩვეულებრივები კიდევ მართლაც სადღაც 400-500 ლარი იქნება, შეიძლება ნაკლებიც.

Posted by: GIORGI XXL 7 Oct 2023, 03:28
mind_auger
თუ იყიდი იქნებ დაწვრილებით დაწერო; რა მისამართზე, რა ხარისხის და რა ფასად.
მეც მაინტერესებს. ისეთი ვარიანტი მინდა მოტოციკლეტზეც წავიდეს და ისეც ჩავიცვა
ჩემს ერთ ნაცნობს ეცვა თურქული ტყავი, ქიმიის რაღაც მძაფი სუნი ჰქონდა და მოძრაობის დროს სარდაფის კარივით ჭრიალებდა biggrin.gif

Posted by: Stanhope 14 Oct 2023, 08:55
ძალიან კარგი ქალაქია სასეირნოდ
ხალხიც მშვიდი და ევროპელია. თბილისი სტამბოლთან შედარებით მოსულია (ერაყი)

Posted by: cosаnоstra 20 Oct 2023, 21:34
Stanhope
სადაა ყველაზე კარგი დასარჩენი ადგილი რომელ უბანში? ანუ ცენტრი რომელი ითვლება?

Posted by: new_one1 23 Oct 2023, 18:53
ძალიან მაგარი ქალაქია,2 ჯერ ვიყავ,კიდევ მინდა

Posted by: nikalashka 17 Nov 2023, 22:00
დამეხმარეთ, ალიბაბას მაგივრად თურქეთში რას იყენებენ ? საბითუმოდ ონლაინ?


:ოფფტოპიკ:

Posted by: davit_arsenal 16 Feb 2024, 14:13
წელს სერიოზულად გააძვირეს ყველაფერი
განსაკუთრებით მუზეუმები და პალასები

სამჯერ მაინც

ესე უფრო დააფრთხობენ ტურისტებს

Posted by: ჯორჯია 16 Feb 2024, 17:27
თურქეთი და საერთოდ მოგზაურობა იმიტომ მევასებოდა რო იაფი იყო და თუ გააძვირეს არ გავარტყი აქაც ვიბოდიალებ

Posted by: davit_arsenal 21 Feb 2024, 02:01
QUOTE (Stanhope @ 14 Oct 2023, 08:55 )
ძალიან კარგი ქალაქია სასეირნოდ
ხალხიც მშვიდი და ევროპელია. თბილისი სტამბოლთან შედარებით მოსულია (ერაყი)

lol.gif facepalm.gif

თურქის ევროპელობა არ გაიშვას

Posted by: fermina 22 Feb 2024, 16:02
სამ-ხუთდღიანი ტურისთვის რომელიმე სანდო ტურისტულ კომპანიას ხომ ვერ მირჩევთ?
ახლობლებს აინტერესებთ, ორი ასაკოვანი ქალია, თავისით ვერ მიაგნებენ ვერაფერს და წინასწარ დაგეგმილი მარშრუტით უნდათ ჯგუფური ტური.

Posted by: GEORGEXIII 22 Feb 2024, 17:11
ანტალიაზე ვერ ვნახე თემა და აქ ვიკითხავ, 2 დიდი ადამიანი და 3 ბავშვის(აქედან 2 ბავშვი 2 წელზე მეტია ერთი 2 წელზე ნაკლებია) ბილეთი რა ფასი იქნება წასვლა-წამოსვლა ბარგი რომ იყოს 2 ადამიანის ჩავატევ ინტერნეტში თურქიშ ფლაიზე რაც ვნახე სასწაულ ფასს მიწერს.

Posted by: Juventino 3 Mar 2024, 13:39
GEORGEXIII
პეგასუსი ქუთაისიდან იაფი ღირს ძალიან და მანდ ნახე. ორი თვით ადრე 20$ დაც იყო ბილეთები.

Posted by: GEORGEXIII 4 Mar 2024, 13:17
Juventino
უი რასამბობ ჩავუჯდები აბა.

Posted by: cosаnоstra 4 Mar 2024, 14:04
პეგასუსით ვიფრინე დეკემბერში თბილისი-სტამბული-თბილისი და 105 დოლარი დამიჯდა

Posted by: GEORGEXIII 4 Mar 2024, 16:36
კაია, ივნისში ვაპირებ, ბილეთების შეძენას, ხოლო აგვისტოში წასვლას და იმედია
QUOTE
105 დოლარი

ამ რეინჯში ჩავჯდები.

Posted by: stephanozi 24 Mar 2024, 17:55
გამარჯობა მეგობრებო, სტამბულში ვერ მიმასწავლით ნორმალურ საშოპინგო ადგილებს?
საერთოდ თუ ღირს? ტანსაცმელი მაინტერესებს..

Posted by: JAH 24 Mar 2024, 23:41
მერჰაბა ეფენდინ! ნასილსინ?) სენ ედინ რე

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)