Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ქალი და მამაკაცი > შეიძლება გოგო გიყვარდეს მაგრამ არ მოგწონდეს?


Posted by: sanfol 21 Apr 2018, 15:59
ასეთი რამე შეიძლება?

...............

Posted by: alexxv 21 Apr 2018, 19:30
როდესაც შინაგანი სამყარო მოგწონს და გარეგნობა არა? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: vix. 21 Apr 2018, 20:04
QUOTE
შეიძლება გოგო გიყვარდეს მაგრამ არ მოგწონდეს?


...................რანაირად?................... spy.gif

Posted by: monogamist 21 Apr 2018, 23:24
შენთვის შეიძლება

Posted by: Juventino 22 Apr 2018, 00:50
უცნაური შემთხვევაა .........
თუ გიყვარს მოგწონს ლოგიკური არაა ?!

Posted by: t-90 22 Apr 2018, 08:48
აბსოლუტურად.
მყვარებია ადამიანი რომელიც არ მომწონდა.
აღმოჩნდა რო არმოწონებას არსიყვარული ჯობდა თურე

Posted by: Lаki 22 Apr 2018, 10:54
QUOTE
შეიძლება გოგო გიყვარდეს მაგრამ არ მოგწონდეს?


ცოლ-ქმარში ხდება მასე.
(შებრუნებული ვარიანტითაც)

Posted by: Parabola 23 Apr 2018, 11:05


არ მოგწონდეს ვიზუალურად?
კი შეიძლება, თუმა იშვიათად ხდება აი პირიქით რამდენიც გინდა, ბიჭი გიყვარდება და ვიზუალურად არ მოგწონს.
t-90
როგორ მიხვდი არმოწონებას რომ არ სიყვარული ჯობია ?
biggrin.gif

Posted by: ჰერმიონა_ვესლი 23 Apr 2018, 20:23
არა. თუ ადამიანი გიყვარს, ის ისეთი მოგწონს, როგორიც არის ვიზუალურად. სულაც რომ კვაზიმოდოს ჰგავდეს და ამას აცნობიერებდე, მაინც მოგწონს ის კვაზიმოდო თუ გიყვარს.

Posted by: kriketi-1985 24 Apr 2018, 17:04
ეს ის შემთხვევაა, როცა სიყვარული არ გაბრმავებს და მის ცუდ თვისებებზე არ გახუჭებინებს თვალს, მაგრამ გიყვარს ამასთან ერთად, სწორედ ეგაა სიყვარულიც, ეგუები მის ცუდ თვისებებს, ან უბრალოდ ებრძვი ჭკვიანურად ან პირდაპირ ;D

Posted by: AMAZONKAA 24 Apr 2018, 18:46
QUOTE (kriketi-1985 @ 24 Apr 2018, 17:04 )
ეს ის შემთხვევაა, როცა სიყვარული არ გაბრმავებს და მის ცუდ თვისებებზე არ გახუჭებინებს თვალს, მაგრამ გიყვარს ამასთან ერთად, სწორედ ეგაა სიყვარულიც, ეგუები მის ცუდ თვისებებს, ან უბრალოდ ებრძვი ჭკვიანურად ან პირდაპირ ;D

That,s right yes.gif )))))))))))))

Posted by: miShiko123123123 25 Apr 2018, 01:50
კი რათქმაუნდა
პირადად დამემართა ძაან უცნაურობა იყო. (მოწონებას რა მხრივ გულისხმობ გააჩნია, ფიზიკურად შეიძლება ყველა ლამაზი არ იყოს მაგრამ ჰქონდეს რაღაც სხვა რის გამოც შეიძლება გიყვარდეს/მოგწონდეს)
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
QUOTE
რაღაც სხვა რის გამოც შეიძლება გიყვარდეს
ეს ''რაღაც სხვა''ც არაქვს, ვერც ერთ მიზეზს ვერ ვხედავ რის გამოც უნდა მიყვარდეს, ამიტომ გადავწყვიტე საბოლოოდ დამესრულებინა ეს ყველაფერი, სხვათაშორის დღემდე მიყვარს


^ეს წესით სპოილერში უნდა იყოს biggrin.gif მაგრამ არ შვება^

Posted by: t-90 25 Apr 2018, 04:38
Parabola
QUOTE

როგორ მიხვდი არმოწონებას რომ არ სიყვარული ჯობია ?

ანუ წიპა.
როცა მოგწონს და არგიყვარს ის მომენტი ჯობია ვიდრე როცა გიყვარს და არ მოგწონს.
იმიტომ რომ რამდენი ეგეთი მომენტი მქონია გაფეილებულა სუყველა. biggrin.gif

Posted by: HurricaneKat. 25 Apr 2018, 10:51
QUOTE (t-90 @ 25 Apr 2018, 04:38 )

როცა მოგწონს და არგიყვარს ის მომენტი ჯობია ვიდრე როცა გიყვარს და არ მოგწონს.
იმიტომ რომ რამდენი ეგეთი მომენტი მქონია გაფეილებულა სუყველა. biggrin.gif

მოიცადა რამდენჯერ მომხდარა ეგრე
სად ასწრებ ამდენ შეყვარება გადაყვარებას mo.gif

ძაან რთულია ეგ ჩემი აზრით
ხშირად ერევათ მოწონება სიყვარულში
ვინმე რომ მომწონს რა მემართება, და რომ შემიყვარდეს წარმომიდგენია user.gif

Posted by: t-90 25 Apr 2018, 12:52
HurricaneKat.
QUOTE

მოიცადა რამდენჯერ მომხდარა ეგრე
სად ასწრებ ამდენ შეყვარება გადაყვარებას

ერთი ორ სამჯერ. biggrin.gif
უსაქმური კაცის ამბავი ხო იცი biggrin.gif
QUOTE
ძაან რთულია ეგ ჩემი აზრით
ხშირად ერევათ მოწონება სიყვარულში
ვინმე რომ მომწონს რა მემართება, და რომ შემიყვარდეს წარმომიდგენია

არაა.
მე არასდროს მერევა. მშვენიერი ინდიკატორები მაქვს მაგის.

Posted by: Parabola 25 Apr 2018, 16:35
t-90
ნუ ახლა როცა ფიზიკურად მოგწონს ვინმე ეგ უფრო გრძელვადიანია, ვიდრე სიყვარული
მაგრამ მე გემოვნებაც მალ მალე მეცვლება, მაგალითად 3 წლის წინ თუ ძაან მევასებოდა დღეს მიკვირს რატომ მევასებოდა.

რა ინდიკატორები გაქვს მაინც ? მაინტერესებს biggrin.gif

Posted by: salamander_r 25 Apr 2018, 19:17
სიყვარული ყველაფერს ამარცხებს, არ მოწონებასაც კი.


უბრალოდ

წვეთ-წვეთად აგრესიას აგროვებს და თავად ადამიანიც კი ვერ ხვდება რა ჭირს და ის ვინც უყვარს ხანდახან რატომ აღიზიანებს.
მეორე მხარე საერთოდ აზრზე ვერ მოდის რა დააშავა და აი აქ იწყება თუ იწყება.))))



Posted by: t-90 25 Apr 2018, 21:14
Parabola
QUOTE
ნუ ახლა როცა ფიზიკურად მოგწონს ვინმე ეგ უფრო გრძელვადიანია, ვიდრე სიყვარული
მაგრამ მე გემოვნებაც მალ მალე მეცვლება, მაგალითად 3 წლის წინ თუ ძაან მევასებოდა დღეს მიკვირს რატომ მევასებოდა.

ამ შემთხვევაში ფიზიკურად მოწონებაზე არ მაქვს საუბარი.
უფრო პიროვნულად თუ მომწონს.
QUOTE
რა ინდიკატორები გაქვს მაინც ? მაინტერესებს

ეს ნაკლებად არის მნიშვნელოვანი.
მთავარი ის არის რომ ინდიკატორები არაა ცუდი.

Posted by: _Pablo_ 25 Apr 2018, 21:23
QUOTE (salamander_r @ 25 Apr 2018, 19:17 )
სიყვარული ყველაფერს ამარცხებს, არ მოწონებასაც კი.


უბრალოდ

წვეთ-წვეთად აგრესიას აგროვებს და თავად ადამიანიც კი ვერ ხვდება რა ჭირს და ის ვინც უყვარს ხანდახან რატომ აღიზიანებს.
მეორე მხარე საერთოდ აზრზე ვერ მოდის რა დააშავა და აი აქ იწყება თუ იწყება.))))

+1
ჭკვიანი გოგო ხარ wink.gif
......................................

Posted by: Kaifistka 26 Apr 2018, 01:17
მე არ შემიძლია კაცი არ მომეწონოს.
ვინც შემიყვარდება ის თავიდან უბრალოდ მომწონდა : ))) ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველა ვინც მომწონს მიყვარდება.


ერთი ბიჭი იყო, იყო რა არის. ადრე მოვწონდი ჰოდა წლების მერე ფეისბუქზე მიპოვა.
ერთ გოგოსთან ერთად დადის. პირად საუბრებში მითხრა რომ უყვარს მაგრამ სექსუალურად არ იზიდავს.
ეს გოგო არის ძალიან ძალიან გამხდარი მეხუთე კლასელი გოგოს ტანზე.

სექსი არ აქვს ჯერ, ნუ იქ სანამ ცოლად არ მოიყვანს და ამბები : ))

არვიცი ესეთი რაღაც როგორ არის შესაძლებელი. ნუ აშკარად ზოგ ადამიანს შეუძლია.
ნუ შეიძლება არც შეუძლია აი ცოლად რომ მოიყვანს მერე მივწერ მოვიკითხავ : ))

Posted by: alesandra 26 Apr 2018, 12:30
ეს მხოლოდ და-ძმური, მეგობრული სიყვარულის დროს არის შესაძლებელი.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)