#54526470 · 17 Apr 2019, 23:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
alesandra
QUOTE | გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ ეს მეტისმეტია... |
არანაირად.
QUOTE | თავისებური შესრულების მანერა უდაოდ აქვს და ეს არტისტულობა. მაგრამ არცერთი მისი ფრაზა, არცერთი მისი ნოტი არ არის ყალბი. ის ისე უკრავს, თითქოს მისი დაწერილია. ტლანქად და დამძიმებულად კი არა, რომანტიულად და "ტრასნცენდენტულად" უკრავს. ბოლოსდაბოლოს, ის ხომ ლისტის ერთერთი საუკეთესო მოწაფის მოწაფეა. და მასწავლებლის როლი ალბათ მოგეხსენებათ საშემსრულებლო ხელოვნებაში. |
ეგ რასაც თავისებურ შესრულების მანერას უძახიან ეგაა ზუსტად რაც ზემოთ დავწერე. არც მეტი არც ნაკლები. გრადაციებს ვერ გრძნობს, ზომა წონა არ იცის, რაციონალიზმი 0, გადაპრანჭული ფრაზები, ამდენი რუბატო გაუმართლებელია არ მოდის მთელი ნაწარმოების კონტექსთან და ზოგადად ძალიან თავისებური დაკვრა არაა კარგის ნიშანი, არ უნდა წახვიდე კომზოზიტორიდან "შორს". უნდა მოახდინო შენი და კომპოზიტორის სინთეზი, ჩაჯდე მის შემოქმედებით კონტესტში გაითვალისწინო ის ნიუანსები და ზოგადად მთლიანად კომპოზიტორი და ეპოქა. მოწაფის მოწაფის მოწაფეობა არ ნიშნავს ამ კომპოზიტორის საუკეთესო შემსრულებლობას. გადამეტებული რომანტიული ელემენტებით ლისტის დაკვრა არ შეიძლება ისევ და ისევ მისივე სტილადან გამომდინარე. ქარიშხლიანობა და ემოციურობა არ გამორიცხავს სითანაბრეს და თავშეკავებულ შესრულებას. ზომიერება არ უნდა დაკარგოს შემსრულებელმა და არ უნდა გადავიდეს ზედმეტობებში. აუდიტორია საერთოდ უნდა დაიკიდო. მესმის ძალიან დიდი ცდუნებაა იმის რომ მოახდინო შთაბეჭდილება, იპაკაზუხო, მით უმეტეს ისეთი კომპოზიტორის შესრულებისას როგორიც ლისტია. მაგრამ ერთ ადგილზე უნდა გაუშვა და შენთვის დაუკრა.
QUOTE | ლისტზე ვსაუბრობთ? ))) აქ ქარიშხალი უნდა იყოს და ზუსტადაც გრძნობების მოჭარბება. |
კი ლისტზე ვსაუბრობთ და რიხტერს ამ რაციონალიზმისა და სითანაბრის ფონზე არც ეგ ქარიშხლიანობა აკლია და არც მისტიურ/მიღმიურობა. ოქროს შუალედში ზის ყველა კომპონენტის გათვალისწინებით. ერთდროულად მიწიერიცაა და ტრანსცედენტულიც. ყველაფერი ისმის რიხტერთან, ორივე ხელი უჟღერს საოცრად, თითქოს ორკესტრი უკრავს.
ამას კიდევ ერთხელ გადმოვაკოპირებ:
QUOTE | თითქოს პიანისტი კი არ უკრავს როიალზე, არამედ დირიჟორი, რომელიც დირიჟორობს იდუმალ ორკესტრს... |
უზუსტესი შეფასებაა! მოკლედ, რიხტერი დონე ძიაა. * * * ................................................................ სიღრმე ქვია ამას..
This post has been edited by Issen on 17 Apr 2019, 23:19
|