კლასიკური მუსიკის განყოფლებაში საჭიროდ მივიჩნევ გავხსნა თემა
დიდ მაესტრო ნოდარ ანდღულეძეზე, ტენორზე, რომლის სახელი ცნობილია არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მის ფარგლებს გარეთ.
ცნობილია, რომ ნოდარ ანდღულაძემ დაამთავრა კონსერვატორია - საკუთარი მამის ,დავით ანდღულაძის კლასი (1963 წ.), კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში იგი სტაჟირებაზე გააგზავნეს "ლა სკალა"-ს აკადემიაში, ჯ.ბარასთან. მისი დებიუტო
შესდგა თბილისის ოპერის სცენაზე ხოზეს პარტიით.
ნოდარ ანდღულაძე მოღვაწეობს თბილისის კონსერვატორიაში 1968 წლიდან ვიდრე დღემდე. მან არა ერთი სახელოვანი მომღერალი გაუზარდა სამშობლოს და მსოფლიოს (http://www.nodarandghuladze.ge/main/students.php?lang=geo)
ნ. ანდღულაძე ავტორია მეცნიერული გამოკვლევებისა ვოკალური ხელოვნების თეორიის, ისტორიისა და მეთოდიკის დარგში. გახლავთ ფილოლოგი, ენათმეცნიერი, მეტად საინტერესო და ძალზე სასარგებლოა მისი წიგნი "Homo cantor"
მიმაგრებული სურათი