მოგესალმებით მეგობრებო, პატარა პაუზის მერე ისევ განახლებას დავწერ აქ, მაინც რამოდენიმე ადამიანი კითხულობს ამას და დროის უაზროდ ხარჯვად მიმაჩნია აქ წერა.
დღეს უკვე 41 დღე შეუსრულდა დომეინს და ესეც პატარა მეტრიკების ფოტო:
ეს სემრაში:
ეს აჰრეფსი:
ასევე დავუმატე 200 ლაიქი ფბ ზე მთავარ გვერდს და რამოდენიმე ათეული გაზიარება ადდმეფასტ იდან რომ ცოტა რეალური იყოს ყველაფერი სოციალური სიგნალებიც ხომ გვინდა.
მაგრამ ერთი იაღლიში და პრობლემაა რის მიზეზიც შეიძლება იყოს რამოდენიმე ფაქტორი და აუცილებლად გაითვალისწინეთ.
19 რიცხვიდან საერთოდ არ მაძლევს იმპრეშენებს მაგრამ პენალტი არ მაქვს და არც სექურიტი პრობლემები გუგლ ვებმასტერში და ამის მიზეზი შეიძლება იყოს.
A. ძველი ლინკები იყო დარჩენილი წინა პატრონი პორნო კონტენტს დებდა და დარჩა დაინდექსებული და ნელნელა 404 ერორის მეშვებით იშლება ეს სიახლეები 700 ზე იყო და ახლა 20 ცალი დარჩა ყოველ კვირა იშლება და შეიძლება რო წაიშლება ყველა ისევ დამაბრუნოს.
B. ლინკები ძალიან ბევრი მივაყარე ერთ დროულად და გარკვეული ინტერვალით უნდა მემუშავა და ძალიან ბევრი სპამ სკორიანი ვებ 2.0 ლინკი გავუშვი მთავარ გვერდზე რამაც გამოიწვია ეს.
C. კონტენტი არ მივარგა და პლაგიატი რადგან გამეპარა იმის მერე ჯერ ჯერობით კიდევ იმ სიაში ვარ როდესაც ეს დამიფიქსირა მაგრამ ეს იაღლიში 1 თვის წინ გამოვასწორე და წესით არ უნდა იყოს ეს პრობლემა კიდე.
ამჟამად საერთოდ ლინკებს არ ვუკეთებ და მხოლოდ ყოველ დღე ემატება თითო სიახლე და ეგეც ხვალ დასრულდება, ჯერ ჯერობით რამოდენიმე კვირა შევეშვები მაგ პროექტს და შეიძლება მერე ისევ დამაბრუნოს რადგან ფაქტიურად პენალტი არ მაქვს და ლინკებიც იწმინდება და მეტრიკებიც იდეალურ მდგომარეობაშია.
ახლა რადგან ბევრი თავისუფალი დრო გამომიჩნდა, ახალ პროექტს გავუშვებ სადაც ანალოგიურ შეცდომებს აღარ დავუშვებ და ისევ და ისევ შევეცდები მიზნის მიღწევას, წარმატებული ადამიანი ისაა ვინც ბევრჯერ ყოფილა წარსულში წარუმატებელი. რათქმაუნდა არის გამონაკლისები როსედას ეგრევე გიმართლებს მაგრამ ეგრე სადაა )))
ახლა მეორე პროექტს დავიწყებ სრულიად ნოლიდან.
ცვლილებები რაც არის დომეინი არის ინფოზე და სულ ახალი არ აქვს ძველი ბექლინკების ისტორია და ასეც ჯობს მგონი.
და ასევე არც 301 რედირექტ დომეინებს გამოვიყენებ ამ პროექტზე და ვნახოთ როგორ იქნება.
გუშინ ავარჩიე დომეინი ავიღე და ახლა დღეს უნდა დავაყენო დიზაინი და პლაგინები, და თუ მოვასწარი რამოდენიმე სიახლესაც დავამატებ. მაგრამ ჯერ გოლდ მაინები მაქვს საშოვარი )) მიტოვებული საიტები საიდანაც სტატიებს მოვხიკავ უნიკალურებს.
თუ ვინმემ დაიწყო ჩემსავით და ანალოგიურად რაიმე წარმატებას მიაღწია დაწერეთ თუ არადა თვეში ერთხელ მაინც თU გამიჩნდა მოტივაცია აქ წერის და ამაში კიდევ დროის ხარჯვის გავანახლებ ხოლმე.
svanch1kaგაგრძელდება და იქამდე გაგრძელდება სანამ მიზანს არ მივაღწევ.
chelbetaშევეცდები და რამდენად მეყოფა ნებისყოფა არვიცი ვნახოთ. მადლობა.
lazyკი სწორად მიხვდი, მაგრამ უფრო თიერ 2 ლინკებზე უნდა ამუშაო რა თორე იმდენი ლინკი რო ემატება უცებ გუგლიც გსპამავს, აი უკვე ბევრი ლინკი რო გაქ და კაი პროფილი ლინკების მერე უკვე შეგიძლია შენ საიტზეც გაუშვა.
თიერ 2 ლინკებს რო მოაძლიერებ მერე უკვე ეგ ლინკები ცოტაც რო იყოს უკვე რეპუტაციას გიმატებს და რაოდენობას არანაირი აზრი არ აქვს ლინკების, მთავარია ხარისხი და იმ ლინკის DA და PA რომელიც არის შენს საიტთან და რათქმაუნდა ის ძველი საიტები იქნება და შეგიძლია გასპამო და უმატო ბევრი ლინკები.