20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი - 2018 მოთელვა და სამზადისი (post #51365799)მოთელვისა და სამზადისის შედეგ ჯერი - დიდ ბატალიებამდე მიდგა...
ტურნირი ორ დონედ იყოფა ელიტა და ალაფა
უმაღლეს დონეზე 12 გუნდი ასპარეზობს, ქვედა საფეხრზე კი 8 - ელიტიდან უარესი მე-12 ადგილის მქონე ალაფის გამარჯვეულს უცვლის ადგილს
ალაფას თავის 2015 წელს დავაღწიეთ და მას შემდეგ (2016, 2017, 2018) მესამე წელიწადია ელიტაში ვწერივართ:
2016 წელს (ინგლისში) მე-10 ადგილი დავიკავეთ
2017 წელს (ვმასპინძლობდით) მე-10 ადგილი დავიკავეთ
2017 წელს ირლანდიასთან გელა აფრასიცის ინდივიდუალური ლელო წლის ლელოს ნომინაციაშიც იყო წარდგენილი
ისტორიული ექსკურსი:
ტურნირი 2008 წლიდან ტარდება და ჯერ-ჯერობით მხოლოდ დამ გუნდს უზეიმია გამარჯვება:
ახალი ზელანდია 6 (2008, 2009, 2010, 2011, 2015, 2017)
ინგლისი 3 (2013, 2014, 2016)
სამხრეთ აფრიკა 1 (2012)
ჩემპიონობამდე ასევე სამ გუნდს თითო ნაბიჯი დააკლდათ:
ავსტრალია (2010)
უელსი (2013)
ირლანდია (2016)
შარშან ელიტიდან სამოა დაქვეითდა, ხოლო იაპონია აღზევდა
წლევანდელი ჯგუფები:
"ა"
ახალი ზელანდია
ავსტრალია
უელსი
იაპონია
"ბ"
ინგლისი
შოტლანდია
იტალია
არგენტინა
"ც"
სამხრეთ აფრიკა
საფრანგეთი
ირლანდია
საქართველო
ჩვენი კალენდარი (ჯგუფში)
30/05 - სამხრეთ აფრიკა - საქართველო
03/06 - საფრანგეთი - საქართველო
07/06 - ირლანდია საქართველო
გავიარეთ ხანგრძლივი მოსამზადებელი ეტაპი:
მატჩ(ებ)ი ფრანგებთან, სამხრეთ აფრიკელებთან, ინგლისის საგრაფოებთან...
ამ ყველაფრის მერე შეირჩა რაზმიც
# 1 _ გურამ გოგიჩაშვილი _ რასინგ [სფრ]
# 1 _ გიორგი ნუცუბიძე _ ჯიქი გორი
# 2 _ ლევან პაპიძე _ ლელო-სარასენს
# 2 _ თენგიზ ზამთარაძე _ ლელო-სარასენს
# 2 _ გიორგი მენაბდე _ ბათუმი
# 3 _ ლუკა ჯაფარიძე _ ლელო-სარასენს
# 3 _ გია ხარაიშვილი _ არმაზი მარნეული
# 3 _ ლუკა აზარიაშვილი _ მონპელიე [სფრ]
# 4/5 _ ლაშა ჯაიანი _ ექსეთერ [ინგ]
# 4/5 _ ბექა საღინაძე^კაპ _ ლელო-სარასენს
# 4/5 _ ლუკა გელაშვილი _ ჯიქი გორი
# 4/5 _ არჩილ აბესაძე _ ლელო-სარასენს
# 6/7 _ სანდრო მამამთავრიშვილი _ ლელო-სარასენს
# 6/7 _ თორნიკე ჯალაღონია _ ჯიქი გორი
# 6/7 _ თენგიზ გიგოლაშვილი _ არმაზი მარნეული
# 8 _ არსენ მაჩალაძე _ აია ქუთაისი
# 9 _ გელა აფრასიძე _ მონპელიე [სფრ]
# 9 _ ლუკა დვალიშვილი _ არმაზი მარნეული
# 9 _ მიხეილ ალანია _ ჯიქი გორი
# 10 _ თედო აბჟანდაძე _ აია ქუთაისი
#12/13 _ გიორგი წიკლაური _ ჯიქი გორი
#12/13 _ სანდრო სვანიძე _ არმაზი მარნეული
#12/13 _ ლაშა ლომიძე _ აია ქუთაისი
#11/14 _ დემე თაფლაძე _ ლელო-სარასენს
#11/14 _ ოთარ ძაგნიძე _ აია ქუთაისი
#11/14 _ თემურ ჭიჭინაძე _ ჯიქი გორი
#11/14 _ კოტე მარჯანიშვილი _ ლოკომოტივი
#15 _ ბექა მამუკაშვილი _ ლელო-სარასენს
მწვრთნელთა "ტრიუმვირატი"
მთ. მწ. ილია მაისურაძე
მწ. ზურაბ ამონაშვილი
მწ. ლადო კილასონია
---
ფიზ. მ. გიორგი და გივი ნადარეიშვილი,
ვიდეო ლადო კუპრეიშვილი
ფიზიო ირაკლი შაორშაძე, რომა საოკია
ექიმი: ოდისეი სადოევი
მენეჯერი ოთარ იაშვილი
თემიდან გადახვევების გარეშე და...
არ მგონია მსგავსი კადრები აწიდააწი ბევრი იყოს...
პ.ს.
ქართველი ბავშვების ფინალის დროს ტრიბუნიდან შესრულებული ჰაკა ვერ ვიპოვე, მარგამ არაუშავს
This post has been edited by Gio_G83 on 29 May 2018, 14:33
მიმაგრებული სურათი
Rugby is a Hooligans Game Played by Gentlemen...
PNN#GiorgiG83
...კონფუციანელი...