1. თუ გესაჭიროებათ ინფორმაცია ნებისმიერი სახის ტურისტულ აღჭურვილობაზე.
2. თუ გაქვთ ახალი ტიპის აღჭურვილობა, უკვე გამოცდილია და გსურთ რეკომენდაცია გაუწიოთ ამ საქონელს
3. თუ შეგიძლიათ, რომ სხვებს ათხოვოთ საკუთარი აღჭურვილობა (თუნდაც მიაქირავოთ)
4. თუ უბრალოდ გაინტერესებთ აღჭურვივილობის მახასიათებლები, ხარისხი, გამოყენების პირობები
5. თუ მიდიხართ სამოგზაუროდ სადმე და არ იცით თან რა წაიღოთ და რა გამოადგება და რა არა
გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება
დასვით კითხვები სამთო, ტურისტულ, სპორტულ, სამხედრო თუ სხვა სახის აღჭურვილობაზე და ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი თუ უცნობი მოგზაურები შეეცდებიან გაგცენ ამომწურავი პასუხი
გამოსადეგი ბმულები, გვერდები და საიტების.ო. აისის
ბაზრობაასევე,
აღჭურვილობის გარჩევაCamp.ge და მისი
ტურისტული ბაზარიღია და დახურული ჯგუფები პირწიგნაკზე:
სალაშქრო აღჭურვილობის ყიდვა, გაყიდვა, ქირაობა, გაქირავება სალაშქრო ნივთების ყიდვა-გაყიდვა, გაქირავებამილიტარისტი აღჭურვილობატურისტული აღჭურვილობა, ნაწილი Vროგორ შევარჩიოთ სალაშქრო ზურგჩანთასაიტები, სადაც ყველაფერია რაც გჭირდებათ + დიდი ფასდაკლებები
Sierra Trading PostREICAMPSAVERSUNNY SPORTSახალი და მეორადი ნივთები ფასდაკლებითესეც ცნობილი და ხარისხიანი ბრენდებიზურგჩანთებისThe North Face, Black Diamond, Osprey, Kelty, Granite Gear, Arc'teryx, Gregory, REI, Deuter, Marmot, Mammut
კარვებისThe North Face, Black Diamond, Big Agnes, MSR, Marmot, Sierra Designs, Kelty, Eureka, REI, L.L.Bean, Mountain Hardwear, Asolo
(თუმცა, კემპსორიც მშვენივრად უმკლავდება ქარს და წვიმას)
წინა თემის Top 10
Levan_Lion
LOLZ
DZENA
Andgula
dito_Metalhead
Frankens†ein
qate
Hieronymus
ratomac aRa
d_tsabo
წინა თემებიტურისტული აღჭურვილობატურისტული აღჭურვილობა. level დაქუეხიტურისტული აღჭურვილობა. ნაწილი IIIტურისტული აღჭურვილობა, ნაწილი VIასევე ღირსშესანიშნავი ინფორმაციები:
ეს კარავი.გე ზე ეწერა (განისვენოს ვირტუალურ სამოთხეში, გათიშვამდე ბევრი კარგი საქმე გააკეთა)
დავიწყოთ მთავარით
1) ზურგჩანთა 50-80 ლიტრი
2) საძილე ტომარა. სეზონის მიხედვით მაგრამ მსუბუქი უფრო სასურველია.
3) კარავი. წვიმას უძლებს 2000 მმ და მეტი გამძლეობის კარავი. სასურველია 3 კაციანი რადგან ჯამში ნაკლებს იწონის 3-ზე რო გაყო. გაშლაზეც ნაკლები დრო წავა. ვინც ატარებს ამ კარავს მისი ტვირთის ნაწილს სხვები გაინაწილებენ.
4) ქვეშსაგებელი.
ცეცხლის პრობლემა ალპურ ზონაშია ხოლმე და სასურველია სალაშქრო გაზის/ბენზინის ქურა
ასევე ვინმემ აუცილებლად უნდა წამოიღოს ქვაბი ან სხვა ჭურჭელი წყლის ასადუღებლად.
ახლა დანარჩენი
ტანსაცმელი:
1) ფეხსაცმელი. სასურველია ტრეკინგის ბათინკები. იდეალურია თუ წყალგაუმტარი იქნება. ბოტასები ნაკლებად გამოსადეგია. სამწუხაროდ 2 წყვილის წაღება შეუძლებელია ხოლმე წონისა და ზომის გამო.
2) შარვალი. 2 ცალი. ერთი ისეთი რომელიც წვიმაში ადვილად სველდება და შრება. მეორე თბილი
3) თერმული საცვლები
4) სასურველია ჯემპრის წამოღება. თუნდაც ის საერთოდ არ დაგჭირდება.
5) საწვიმარი აუცილებლად.
6) წინდები 2-3 წყვილი.
8) კეპკა ან უმჯობესია პანამა. პანამა იცავს კისერს დამწვრობისგან.
ყველა ვარიანტში უნდა გქონდეს მთელი ტანსაცმლის მეორე ნაკრები რომელიც ზურგჩანთაში ცელოფანის პარკებში ინახება.
პირადი ნივთები
1) ჭიქა
2) კოვზი, დანა, ჩანგალი. დანა დასაკეცია სასურველი
3) ტუალეტის ქაღალდი/სველი ხელსახოცი
4) კბილის ჯაგრისი/პასტა
5) ფანარი. უმჯობესია თავზე გასაკეთებელი
6) ასანთი + მშრალი სპირტი
7) 2 ლიტრიანი წყლის ბოთლი სასურველია BPA სერტიფიკატით
8) წამლები: ბინტი, ლეიკო, მაკრატელი, სპირტი, იოდი. (დანარჩენი ინდივიდუალურად)
9) UV კრემი დამწვრობების ასარიდებლად.
10) პარაკორდის გამძლე თოკი 50 მეტრამდე (ნაკლებიც გამოდგება)
11) პატარა დანა, დიდი დანა, მულტითული, დასაკეცი ხერხი. (ხერხი და ნაჯახი ადგილმდებარეობის და სიტუაციის შესაბამისად)
12) სასიარულო ჯოხები რაც შეიძლება ხარისხიანი და მსუბუქი. თუ არ გაქვთ ადგილზე ტოტისგან დაამზადეთ.
13) თვითგადარჩენის ჩანთა (პატარა დანა, სანთებელა, ასანთი, და მაგნეზიუმის ასანთი)
საჭმელი:
1) პური. დღეში 0.5-0.75 ცალი ადამიანზე. 3 დღიანში 2 პური კაცზე საკმარისია.
2) მონადირის ძეხვი (რაოდენობა ინდივიდუალურად). მშვენიერია მიკოიანის ძეხვი მარა ძვირია.
3) მოხარშული კვერცხი (საკმაოდ კალორიულია)
4) სნიკერსი/მარსი/ტვიქსი ან მამაპაპური ჩურჩხელა. კალორიული საჭმელი
5) შემწვარი ქათამი (სიცივეში უძლევს ხოლმე თუ არა და პირველ დღეს შეიჭმევა)
6) კატლეტი (მე ყოველთვის მიმაქ ხოლმე)
7) ყველი (სასურველია არა ჭყლინტი) უფრო მჩატეცაა და არ დაგისვრის ზურგჩანთას. იდეალურია ვიოლას ყველები.
8. ჩაი/შაქარი/ყავა.
9) სწრაფი მომზადების სუპი "ანაკომი" ან მსგავსი.
პოსტეთ მაქსიმალურად თემატურად!!! This post has been edited by Andgula on 15 Oct 2016, 03:25