#56481819 · 28 Jun 2020, 16:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით ყველას, გადავწყვიტე ავეჯის რესტავრაცია. ძველი ხის კარადით დავიწყე და გარკვეულ წინააღმდეგობებს გადავაწყდი. მაგალითად ხელის შკურკით ვაკეთებდი და საკმაოდ რთულია და დიდი დრო და რაოდენობის შკურკა მიაქვს. ასევე ინტერნეტში ბევრი ვიდეო ვნახე მანამდე და ზუსტად ისე შევეცადე გამეკეთებინა. ვიყიდე საღებავის მოსაცილებელი სპრეი დომინოში და თითქმის არაფერი გააკეთა, შემდეგ მითხრეს შპატელით უნდა მოაცილო საღებავი რომ დაასხავ სპრეისო მაგრამ ძალიან მინიმალურად მოაცილა. მაქვს რამდენიმე შეკითხვა და თუ ერკვევით იქნებ მირჩიოთ: 1. თქვენი აზრით სწორად ვაკეთებ რესტავრაციას? ანუ 1) ჯერ სპრეის დასხმა საღებავის მოსაცილებელი (დომინოში ნაყიდმა სპრეიმ დიდი ვერაფერი გააკეთა, 2) შპატელით აფხეკა (ამანაც ვერაფერი გააკეთა დიდი) ინტერნეტში Scrapper ს იყენებენ და ეს არ ვიცი საქართველოში თუ არის საერთოდ, შემდეგ დაახლოებით 40 იანი შკურკით გაწმენდა, მერე 200 იანი და შემდეგ ძალიან წმინდა.3) ამ ყველაფრს შემდეგ ბრიკორამაში მაქვს ნაყიდი პოლონური წყლის ლაკი და ეს რომ წავუსვა. 2. ინტერნეტში როგორც ვნახე უფრო რომ გაიადვილდეს, არსებობს სამი საშუალება 1) სახეხი, 2) შალაშინი, 3) პოლირების ხელსაწყო. მე ვფიქრობ და როგორც უმეტესად იყენებენ ეს არის სახეხ მოწყობილოას რომლებითაც გამოირჩევა ძირითადად Dewalt და Bosch. არსებობს ორ ნაირი როგორც ვნახე ძირითადად გამოყენებაში ეს არის ბრუნვითი რომელსაც უკეთდება შკურკა და ტრიალებს, ხოლო მეორე კი რომელსაც უკეთდება შკურკა და აქვს მხოლოდ ვიბრაცია. რომელიც მრგვალია ანუ რომ ტრიალებს ეს რამდენად საშიშია? ვხვდები რომ ბარგალკისგან განსხვავდება მაგრამ რისკი მაინც არის რომ გავარდეს და რაიმეს მოხვდეს? როგორც ვხვდები ვიბრაციის უფრო ნელია მაგრამ სრულიად უსაფთხო. დომინოში იყიდება ორივე ბრენდი ასევე ბრიკორამაშიც აქვთ. ამაზონზეც იყიდება მაგრამ დრო სჭირდება ჩამოტანას და თან ამერიკაში 110 ვოლტია და როგორ იმუშავებს ან რა გადამყვანი დასჭირდება არ ვიცი. ამ ყველაფერზე იქნებ თქვენი აზრი მითხრათ. 3. მინდა რომ შევიძინო ასევე დრელი კომპაქტური ელემენტზე რომელსაც გამოვიყენებ როგორც დრელს და ასევე შურუპებსაც მოვუჭერ. რომელ ფირმას მირჩევთ? 4. მინდა რომ ასევე შევიძინო სახეხი მოწყობილობა, ან მრგვალი რომელიც მოძრაობს ან რომელიც ვიბრაციაზეა. ამასაც რომელს მირჩევთ? 5. როგორც ვიცი ძირითადად არის ორი მაღაზია ეს არის ბრიკორამა და დომინო. ალბათ ყველაზე სანდოა ხომ სადაც ორიგინალი პროდუქცია შეიძლება იყოს? რამოდენიმე საიტზე ყიდის და მითხრეს საქართველოში ყველაფერი ყალბია და მხოლოდ რეპლიკებიაო და ორიგინალი შეიძლება 800 ლარზე ძვირი ღირდესო. ამაზონზე რაც ღირს ის იაფია და შეესაბამება დომინოს ფასებს მეტ ნაკლებად. თქვენ რას მირჩევთ სად შეძლება ორიგინალის შეძენა? ზოგადად ორი მაღაზია ამომიგდო ინტერნეტში Dewalt ის ერთი ცინცაძის ქუჩაზე და მეორე მითხრეს ონლაინ კონსულტაციაზე ღრმაღელეში არისო. რამდენად ჯობია მანდ მისვლა ან ნამდვილად ორიგინალი პროდუქცია აქვთ? მე ზოგადად ნაკლებად ვარ გარკვეული ამ სფეროში. 6. მიუდგომელ ადგილას მინდა რომ ქლიბებით გავაკეთო. ხომ ვერ მირჩევთ სად შეიძლება შევიძინო კარგი ხარისხის. 7. Wurth ზე რას ფიქრობთ? როგორც მაღალი ხარისხის ბრენდი, ვურტის მაღაზიას აქვს რაიმე მსგავსი მოწყობილობები? 8. ამოტეხილ ადგილებში ვფიქრობ შპაკლი არ გავუკეთო რადგანაც ხშირ შემთხვევაში არ ემთხვევა ლაქის ფერს. თქვენ რას ფიქრობთ ნახერხით რომ ამოვავსო? ანუ თუ ნახერხით ამოვავსებ, ჩვეულებრივად ნახერხს წემოს დავადებ და ისე შევავსებ თუ არსებობს რაიმე სხვა მეთოდი?
დიდი მადლობა წინასწარ. ნებისმიერი რჩევა და რეკომენდაცია საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩემთვის.
|