Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > ლიტერატურა > იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე |
Posted by: miss_pepsi 26 Jan 2010, 19:05 |
არ იყო კატალოგში, ძებნაც გამოვიყენე და ჰა http://www.SmileS.Ge ეეეეეეეე.ი ვიკიპედიიდან ცოტა მასალა: *28 აგვისტო. 1749, მაინის ფრანკფურტი - † 22 მარტი. 1832, ვაიმარი) დაიბადა შეძლებული ბიურგერის ოჯახში. სწავლობდა ლაიფციგისა და სტრასბურგის უნივერსიტეტებში (მეც მინდა ) გოეთეს შემოქმედების მწვერვალია "ფაუსტი"( I ნაწ. 1801, გამოქვეყნდა 1808, II ნაწ. 1832), რომელსაც იგი თითქმის მთელი სიცოცხლე წერდა. "ფაუსტში" გარდამავალი ეპოქის მრავალსაუკუნოვანი კულტურული მემკვიდრეობაც ჯამდება და მომავალ ისტორიულ ეტაპთა პროფილიც ისახება. მსოფლიო პოეზიის ერთ-ერთი უღრმესი რეალისტური ქმნილება სიმბოლურ-ალეგორიული სტილის ნაწარმოებია; სახეთა და ეპოზოდთა უმეტესობა სიმბოლური ხასიათისაა და ორ აზრს შეიცავს ― პირდაპირსა და გადატანითს, რომელიც ღრმა ფილოსოფიურ აზრს გამოხატავს. ჭარბად გვხვდება ალეგორიული, ქარაგმული სახეები, რომლებიც უზოგადეს იდეებსა და მოვლენებს მიანიშნებენ (მაგ., ტრაგედიის ექსპოზიცია და ფინალი, რომელთა ერთიანობა ნაწარმოების დედააზრს გამოხატავს); ფაუსტი განასახიერებს ადამიანის სულის კადნიერ ლტოლვას თავისი ემპირიული ყოფის შეზღუდულობათა დასაძლევად. ოკეი, წავიკითხე ეს ფაუსტი გად ნოუზ როდის და დღემდე ხანდახან ვკითხულობ ხოლმე.. ჩემი "საწოლის თაროზე" მიდევს და ძალიან მომწონს.. ასევე მისი წავიკითხე "ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი" და ასევე მომეწონა.. ერთი ღამის წიგნი ძალიან მარტივი პატარა და საყვარელია.. ცოტა მომეშალა ნერვები.. იმიტომ რომ ვერტერი რაღაც.. აი რაც სურდა იმას ვერ ახდენდა რეალობაში- რაღაცას ამბობდა და ბოლომდე ვერ იმასშვრებოდა ეს პლატონური სიყვარული ჰო მკლავს რა ვიკიშიც კარგად წერია "ვერთერის ტრაგედია ისაა, რომ ძალზე ბევრი სურს და ძალზე ცოტა შეუძლია. იგი ზედმიწევნით რბილი და "ლირიკული" პიროვნებაა საიმისოდ, რომ ყოფიერების ტრაგიკ. ასპარეზზე ღირსეული მორკინალობა შეძლოს".. ჰოდა იმისდა მიუხედავად რომ არ მომწონდა თავისი სისუსტის გამო, ისე აბღავლდი,როცა წავიკითხე,რომ თავის მოკვლა გადაწყვიტა.. უF უი უი, ასევე გოეთესი ძააალიან მიყვარს (ნუ ბავშვობაში რომ წავიკითხე მახსოვს ძალიან მომეწონა და დღიურშიც ისეთი 'აღშფრთოვანებული' კომენტარი დავტოვე რომ ეხ ) "მეზობლის უცნაური ბავშვები".. თუმცა კარგად არ მახსოვს მარა მაინც თავის დროზე კეეეეერქი იყო ჰოდა ეგრე აბა, თქვენ რას ფიქრობთ?... |
Posted by: Crøs 26 Jan 2010, 19:53 |
ეს ცნობილი აუერბახის მარანი ლაიფციგში(ამჟამად რესტორანი),გრიმაიშე შტრაშეზე,სადაც ხშირად დადიოდა გოეთე და სადაც მან მოისმინა ლეგენდა ფაუსტზე,სადაც სავარაუდოდ მეფისტოფელის ხრიკებით ამოქმედებულ კასრზე გადმჯდარმა ფაუსტმა ჩაიქროლა ამ ადგილებში სწორედ ამ ადგილმა შთააგონა მას დაეწერა ეს ტრაგედია. მათ საპატივცემულოდ გაკეთებული ქანდაკება და თავად მარანი miss_pepsi "ტყის მეფეც" საინტერესო ბალადა აქვს ნუ ვერთერიც მიყვარს,მაგრამ სუიციდის მომხრე არ ვარ არასდროს |
Posted by: Bruno Dumont 26 Jan 2010, 20:57 |
ის იცით თქვნ გერმანიასი რესტორანი როა და მანდ წარწერაა აქ ჭამა გოეთემ და ვალი არ გადაიხადაო და ქართული ხმების მგონი(მაგის ერთ-ერთი წევრის ბიოგრაფიაში წერია ეგ) წევრი მივა და ეტყვის ჰა მაგის ვალი და გააანებეთ ამ საცოავ კაცს ამენი ხანი რო დატანჯეთ საფლავსიო ფაქტირუად კურიოზია |
Posted by: Crøs 26 Jan 2010, 22:20 | ||
Bruno Dumont
ისე გერმანული იუმორი ძალიან მიყვარს,სასტიკი და სულში ჩამწვდომი ხო იცი გერმანული იუმორის ყველაზე ნათელი მაგალითი რა არის?წარწერები კონცლაგერის შესასვლელებში-"Arbiet Macht Frei"-სამუშაო ხდის თავისუფალს" >ფროს როზენი >აუშვიცი >დაჰაუ >ზაკსენჰაუზენი >ტერეზინი პ.ს. მაპატიეთ თემიდან გადავხვევისათვის |
Posted by: miss_pepsi 27 Jan 2010, 13:21 | ||||
cros
სსსსაინტერესოა და გმადლობ ფოტოებისთვის.. ეჰ ჰო, სუციდის მომხრე არც მე ვარ.. მაგიტომ დამგრუზა ძალიან Bruno Dumont
|
Posted by: oswaldo 27 Jan 2010, 18:10 |
სამწუხაროდ ქართულ ენაზე გოეთეს ნაწარმოებების თარგმანები საშუალო და უმეტესწილად სუსტი დონისაა. |
Posted by: minerva 27 Jan 2010, 18:32 |
მომწონს ეს ბალადა ნამეტნავად: ...........Mein Vater, mein Vater, und hörest du nicht, Was Erlenkönig mir leise verspricht? - Sei ruhig, bleibe ruhig, mein Kind; In dürren Blättern säuselt der Wind. ...........Mein Vater, mein Vater, und siehst du nicht dort Erlkönigs Töchter am düsteren Ort? - Mein Sohn, mein Sohn, ich seh' es genau: Es scheinen die alten Weiden so grau! და ა.შ. პ.ს. ნუ გოეთე კი, მაგრამ დოიჩებში ზოგიერთები უფრო მეტად მეფავორიტებიან მე პირადად |
Posted by: iohan 27 Jan 2010, 18:36 |
ვაჰ ჩემი სეხნია გაიჩითა. კაი ტიპია ეგეც |
Posted by: Crøs 27 Jan 2010, 21:38 | ||
iohan
სამაგიეროდ ხევსური არაა |
Posted by: iohan 27 Jan 2010, 23:44 | ||
cros
რას იზამ თითო ნაკლი ყველას აქვს |
Posted by: miss_pepsi 3 Feb 2010, 20:59 | ||
minerva
რა ბედნიერი ხარ გოეთეს ორიგინალში რომ კითხულობ.. საერთოდ შექსპირს თუნდაც ქართულად რომ წაიკიტხავ და მერე ინგლისურად.. ნუ აი შედარება არაა... დარწმუნებული ვარ გოეთეს შემთხვევაშიც ასეა.. რა მინდოდა ამ იტალიურ-ესპანუნურისგან.. საერთოდ არ ვკითხულობ ამ ორ ენაზე არაფერს :| ფრანგული და გერმანული მესწავლა.. და დავტკბებოდი.. მნეაჰ.. cros შენც რა ყველგან მოძრაობ თურმე |
Posted by: alepou 24 Mar 2010, 00:28 |
სასწრაფოდ მჭირდება "მეზობლის უცნაური ბავშვების" ელექტრონული ვერსია. თუ სადმე გეგულებათ, იქნებ დამეხმაროთ. |
Posted by: goga_g 24 Mar 2010, 02:34 | ||
miss_pepsi
მერე რატომ არ კითხულობ ? რა დაგიშავა მაგ: სერვანტესმა, ლორკამ,უნამუნომ,ხიმენესმა ან ბორხესმა. |
Posted by: Glorfindel 24 Mar 2010, 10:37 |
გოეთე დაიდო ე = )) მაგრად მომწონს, ''იმენა'' გიჟი იყო. გენიალურია ფაუსტი ! |
Posted by: goga_g 24 Mar 2010, 11:41 |
----------------------------- -- - - - |
Posted by: minerva 25 Mar 2010, 17:57 |
goga_g წითლად ვინ შეაფერადე? |
Posted by: goga_g 25 Mar 2010, 18:27 |
minerva http://forum.ge/?f=18&showtopic=33891064 არაა ამ კაცის ადგილი მაგ ობელისკზე. |
Posted by: minerva 25 Mar 2010, 19:11 | ||
goga_g
კარგი რაა, მარქსის ქვეშ ბიოლს რომ აფერადებდი, ხელი მაინც როგორ არ აგიკანკალდა |
Posted by: goga_g 25 Mar 2010, 19:53 |
minerva * * * ისე სერიოზულად - მარქსთან ბიოლის ხსენებაც კი (არა თუ შედარება) ძალიან უხერხულია. ეჭვი მეპარება , ნაწილობრივ ან ზერელედ მაინც იცნობდე მარქსის იდეებს, შრომებს და შემოქმედებას. ცოდვაა მარქსის პიროვნებასთან ტეტია ბიოლის დაყენება , ც ო დ ვ ა. |
Posted by: minerva 25 Mar 2010, 20:25 | ||||
goga_g
ვახ! თუ მაინცდამაინც ერთი კაცი უნდა ამოგეგდო, რაღა ბიოლი მეთქი კაცო, მე ეგ გავაპროტესტე
ძალიან შემცდარხარ გაუგებარია რატომ, მარა გამოცდები არ მიბარებია რო? პ.ს. კარგი, გავიარეთ.. |
Posted by: Ocelot 25 Mar 2010, 21:56 |
ვა, რა საინტერესო სტოპკაა ვინ და რა ლოგიკით დაალაგა ნეტა არენდტი სეგერსი გრიმი ფონტანე ესენი ვინ არიან? სად არიან კაფკა, მუზილი, მაირინკი, დიობლინი, კიოპენი, ბროხი, ნიცშე, შოპენგაუერი? ისე მთლა კენწეროში რო დევს, მაგან ცოტა გამოასწორა ამბავი |
Posted by: goga_g 26 Mar 2010, 02:11 | ||||||||||||||
minerva
აბა სხვა ვინ? მასეთი უნიჭო , ვინც ვიცი მაქედან არც ერთი არაა Ocelot
http://ru.wikipedia.org/wiki/Арендт,_Ханна
http://ru.wikipedia.org/wiki/Фонтане,_Теодор
ბრაწია გრიმ
ჩეხს რა უნდა მანდ
ან ავსტრიელს.
ბაზარი არაა ბევრნი არ არიან - ფიხტე, ჰაიდეგერი, ფოიერბახი, შელერი და რაავიცი ვინ აღარ აკლია...შეიძლება ჩაითვალოს , რომ დასანგრევია ეგ ძეგლია თუ ობელისკია რაც არი სულ რო არ გადავუხვიოთ თემას, წაკითხულებიდან რაც მახსოვს, ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი იყო და საუბრები ეკერმანთან. პირველი კარგია (მაგრამ გენიალური - არა) მეორე ბევრად მირჩევია პირველს, საინტერესო მსჯელობები და მონოლოგებია. ...ფაუსტი კი წავიკითხე ღრმა ჯეელობაში მაგრამ ვეერაფერი ვერ გავიგე მაშინ , სიუჟეტის გარდა |
Posted by: Ocelot 26 Mar 2010, 03:34 | ||||
goga_g
შენს ადგილას ასეთი კატეგორიული არ ვიქნებოდი რაც მართლა აქვს, ის არ წაგიკითხია და აფასებ მეშვიდე ხარისხოვანი ნოველით
აა, ნუ მაშინ მართლა დასანგრევი ყოფილა ეგ ობელისკი ანდერსენი ვერ მოხვდა და ეგ ორი სირი წამოიჭიმა |
Posted by: Crøs 26 Mar 2010, 10:11 | ||
გრიმებს ზუსტად ისეთი დამსახურება აქვთ გერმანული ენისა და ლიტერატურის ისტორიაში,როგორც სულხან-საბას ჩვენთან....
ანდერსენს რა უნდა გერმანიაში |
Posted by: goga_g 26 Mar 2010, 10:24 | ||||||
Ocelot
გავარტყი მწერალს 10-დან ერთი რო გაუვარდება. მაგაზე მგონი შესაბამის თემაში უკვე ვისაუბრეთ
ნაღდად მასეა.
ოF, კაფკა და მიუზლი ხო ჯილა გერმანელები იყვნენე რაა |
Posted by: minerva 26 Mar 2010, 19:07 | ||
cros
ველოდებოდი, რომ ეს ვინმეს დაეწერა |
Posted by: Ocelot 26 Mar 2010, 19:08 | ||||||
გული ამიჩუყდა goga_g
ბევრია ეგეთი, ერთი რო გაუვარდათ. მაგ, გოეთე, სერვანტესი, სვიფტი, მეტიურინი და ა.შ.
დანიელია მგონი. სუ მეშლება ავსტრია და გერმანია კიდე რამ გაყო, ერთი ხუია |
Posted by: goga_g 26 Mar 2010, 19:48 | ||
Ocelot
ამათ ბიოლს როგორ ადარებ...შეიძლება, მაგრამ იმ ერთსდაც გააჩნია . |
Posted by: Ocelot 26 Mar 2010, 20:27 | ||
goga_g
შენ რა იცი, იქნებ მაგის ისეთი 1-2 წაიკითხო რო მაგათ გვერდზე დააყენო |
Posted by: goga_g 27 Mar 2010, 01:27 | ||
Ocelot
3-4-5-6 -ც წავიკითხე დაჟე მაგრამ რაღაც არ უჩანს სამაგისო პირი ... |
Posted by: Ocelot 27 Mar 2010, 02:00 | ||
goga_g
ეგ რომლებია? ნუმერაციის მიხედვით არა აქ კლოუნი და ბილიარდია ყველაზე ცნობილი. |
Posted by: goga_g 27 Mar 2010, 02:17 | ||||||
Ocelot
რა მნიშვნელობა აქვს რომელია, მთავარია რაოდენობა აღინიშნება
მუუასება ეს სიტყვა თავისი სრული არსით, მნიშვნელობით და დატვირთვით
ცნობილი თუ გენიალური?მარტო ერთი არ ნიშნავს მეორეს და მეორე კიდე პირველს...დანარჩენი ტყუილად წერა? |
Posted by: Ocelot 27 Mar 2010, 02:21 | ||||||
goga_g
ნუ მაშინ დოსტოევკის წავიკითხოთ მარტო, ნეტოჩკა, ანეკდოტი, სპეტანჩიკი, თეთრი ღამე, ბედნიე ლიუდი, კროტკაია და მაგით ვიმსჯელოთ
ჩვენ ბოდიში, მარტო გენიალურებს კადრულობ უკვე?
მაგის გარდა აქვს კიდე სახლი და ადამი, ორივე მეტ-ნაკლებად ცნობილი რომანი. დანარჩენი მეორე ხარისხოვანი მოთხრობები და ნოველები. |
Posted by: goga_g 27 Mar 2010, 02:33 | ||||||
Ocelot რააოდენობაში ვიგულისხმე რაოდენობა, რომელიც დავწერე პირდაპირი მნიშვნელობით, წეღანაც ვერ მიხვდი და ეტყობა ამ პოსტის დაწერისასაც ვერ ხვდები.
არაფრის.
შენ რა იცი მე საერთოდ რას ვკადრულობ? ვთქვი სადმე მგავსი რამე? რა არი ეხა კამათი გინდა, უკვე აღარ იცი რაზე მეკამათო და სიტყვების და აზრების გადაკეთება დაიწყე თუ როგორაა საქმე?
გასაგებია |
Posted by: Ocelot 27 Mar 2010, 02:45 | ||
goga_g
მდა... |
Posted by: Solveig 27 Mar 2010, 02:46 | ||
ძალიან მაგ არი ეპიზოდია ეგძ (თუმცა, რომელი არაა ) მეფისტოფელის "შელოცვა" გახსოვთ? ყურძნის მტევანს გვაძლევს ვაზი, თხას კი შუბლზე რქები აზის, თუკი ღვინო მოდის ხიდან, ღვინოს მოგვცემს ხის მაგიდაც! მაშ ამოაძრეთ საცობები და შესვით უხვად Ocelot goga_g თემა გოეთეზეა პს. ისე, ჯორჯანელის ნათარგმნი "ფაუსტის" I ნაწილი არ მოგწონთ? |
Posted by: nakash 27 Mar 2010, 12:19 | ||
აქ ნამყოფი ვარ :მარიაჟი: მაგარი ქლიბი ქალაქია ლაიპციგი ისე.. მიუხედავად ამხელა ისტორიისა და ბახი და გოეთე და შილერი და ამბები დღემდე გედეერია რა... ნუ 6 იოდ წლის წინ ასე იყო ყოველ შემთხვევაში |
Posted by: Solveig 28 Mar 2010, 14:35 | ||||
nakash
დიდი ეჭვი მაქვს, რომ დიდი განსხვავება არ უნდა იყოს. ლაიპციგს კი არა, ბერლინს ვერ მოუცილებია ჯერ ბოლომდე ეგ სახე. ისე, კი უნდა გამონახოს დრო კაცმა ეგეთი ადგილების სანახავად... |
Posted by: actionscript 14 May 2010, 13:59 |
ფაუსტზე მჭირდება გარჩევა/განხილვა თუ შეგიძლიათ საიტები დამილინკეთ (რუსული, ინგლისური, ქართული) სადაც ვიპოვი მსგავს ინფორმაციას |
Posted by: Crøs 14 May 2010, 15:52 |
actionscript http://mygete.narod.ru/ofauste.htm http://www.bestreferat.ru/referat-25234.html http://school-essay.ru/mefistofel-i-faust-po-poeme-gete-faust.html http://works.tarefer.ru/43/100124/index.html |
Posted by: actionscript 14 May 2010, 18:59 |
cros უღრმესი მადლობა |
Posted by: iza 11 Jul 2010, 17:54 | ||||
ვგიჟდები ტყის მეფეზე ფაუსტზე აღარაფერს ვამბობ, ვმუნჯდები... თუ ვინმე აპირებთ წიგნების გამოწერას ამაზონიდან, პმ მომწერეთ. გადავაქოთე სახლში ყველაფერი და ვერსად ვიპოვე http://www.amazon.com/Faust-II-Trag%C3%B6die-Erster-Zweiter/dp/3941579126/ref=sr_1_7?ie=UTF8&s=books&qid=1278856172&sr=1-7 * * *
არც მიცდია წამეკითხა ქართულად. ავიღე ხელში და გადავაგდე...
რა დღეში არიან და მერე როგორ შეუყვარდებათ ერთმანეთი |
Posted by: miss_pepsi 11 Jul 2010, 23:12 | ||
iza
ისე მიყვარს ყოველშემთხვევაში რაც მახსოვს ეგ კი არა, მაგ პერიოდში რომ წავიკითხე (ბავშვობაში ) ჩემ მეზობელ ბიჭს,რომელთანაც სულ ვჩხუბობდი საეჭვოდ გავხედე- ეეე -მარა გამეცინა რა თქმა უნდა და არ შევიმჩნიე |
Posted by: iza 11 Jul 2010, 23:24 | ||
miss_pepsi
ვაიმეეე, მაგრად გამეცინაა |
Posted by: Solveig 12 Jul 2010, 07:34 | ||||
actionscript
ა. ანიქსტს აქვს წიგნი "გოეთე და ფაუსტი", რუსულად. ძალიან კარგი წიგნია, გირჩევ, მოიძიო..განხილვაცაა და შექმნის ისტორიაც. iza
თუ გერმანული იცი, რა თქმა უნდა, ორიგინალს ვერაფერი შეედრება, მაგრამ მეეჭვება, ჯორჯანელის ნათარგმნი "ფაუსტი" (I ნაწილი მოასწრო მხოლოდ) გადასაგდები იყოს. |
Posted by: iza 12 Jul 2010, 16:31 | ||||
Solveig არა, მთარგმნელთან არ მაქვს პრეტენზია, თუმცა ვთვლი, რომ ყველა მთარგმნელი რაღაც ,,თავის" ნაწილს დებას თარგმანში, რითაც იგი ორიგინალისგან სხვა სულითაა გაჟღენთილი.
100% გეთანხმები.
კი და ფაუსტი ორიგინალში რაღაც სულ სხვაა, დიდი ხანი არ არის რაც ორიგინალში წავიკითხე, მაგრამ მეგონა სულ სხვა ფაუსტი წავიკითხე, ვიდრე 10 წლის წინ |
Posted by: Ocelot 12 Jul 2010, 16:37 |
სხვათაშორის პასტერნაკის ფაუსტი, ორიგინალს ჯობია ისევე როგორც პასტერნაკის შექსპირი, შექსპირისას მთარგმნელს გააჩნია. |
Posted by: S A F O 29 Jul 2010, 16:29 |
ხალხო გოეთეს "საუბრები" არ არის ხომ თარგმნილი ქართულად?? სრულ ვერსიას ვგულისხმობ და არა ამონარიდებს-"გოეთეს საუბარი ეკერმანთან". |
Posted by: iza 29 Jul 2010, 21:37 | ||
S A F O
|
Posted by: S A F O 30 Jul 2010, 23:07 | ||
გმადლობ -iza |
Posted by: iza 2 Aug 2010, 23:14 | ||
S A F O
არაფრის. მაინცდამაინც ქართულად გინდა? |
Posted by: aRbano 3 Aug 2010, 23:34 |
დღეს ვიყიდე ფაუსტი და კიდევ რამოდენიმე ნაწარმოები ერთი წიგნად ორ ლარად რუსულია, ძველია და რაღაც ფაუსტური აურა დაკრავს, ზედ ვიღაც ბატონის ხელმოწერა აქვს, სახელი ვერაფრით გავარჩიე მარა მისი ბიბლიოთეკიდანაა... მაგარი წიგნია ერთი სული მაქვს როდის დავიწყებ |
Posted by: S A F O 5 Aug 2010, 22:46 | ||
iza-რუსული(უფრო) ან ინგლისურიც შეიძლება. |
Posted by: qetuc 29 Aug 2010, 20:52 | ||
მე მაქ წაკითული 1წლის წინ და მომეწონა ძაან (ჩემი გერმანულის მასწავლებელი მაგის ფანია ) |
Posted by: ameliamelia 29 Aug 2010, 22:02 |
ჩემი ლიტერატურის მასწავლებელი ეძახდა ასე: გЁტე ახლაც მახსოვს მისი ტუჩების მოძრაობა, როცა მის გვარს წარმოთქვამდა ხოლმე ეს მხოლოდ ასოთწყობა არ იყო: ეს იყო თაყვანისცემა, აღფრთოვანება, სიყვარული, ლტოლვა აი ნამდვილი ლტოლვა აი ისეთი ლტოლვა, რომელსაც იცი, რომ ვერასდროს დაიკმაყოფილებ, მაგრამ თავს არ უტყდები. შეეძლო დაუსრულებლად ბევრი ელაპარაკა მასზე და ამ დროს იყო ხოლმე აღტკინებული, ისეთი აღტკინებული, რომ სუნთქვასაც ვერ ვბედავდი, მეშინოდა, ჩემს სუნთქვას მისი ინტიმი არ დაერღვია როდესაც მასზე იწყებდა საუბარს, მეგონა იმქვეყნიდან მელაპარაკებაო: იჯდა თავის გЁტე - ს გვერდით და ნეტარებდა. |
Posted by: Johnnie Walker 29 Aug 2010, 22:04 | ||
მე მგონი ვიცი ის შენი მასწავლებელი |
Posted by: ameliamelia 29 Aug 2010, 22:05 | ||||
ხოო? ) იქნებ მართლა იცი? ) |
Posted by: Johnnie Walker 29 Aug 2010, 22:18 |
ameliamelia თუ ქალია - 100%, თუ კაცი - გამოთვლა ძნელი არ არის |
Posted by: ameliamelia 29 Aug 2010, 22:19 |
Johnnie Walker კი ქალია, ოღონდ ცოცხალი აღარ არის |
Posted by: irusha 29 Sep 2010, 15:59 |
აფ---------------------------------- |
Posted by: Sofilicious 23 Jan 2011, 15:27 | ||
irusha
+1 ჩემი თემებიდან ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი თემაა ეს http://pix.ge/ |
Posted by: ფრენოლოგი 23 Jan 2011, 15:33 |
დაბადება "1749 წლის აგვისტოს 28-ს, შუადღეს, 12-ჯერ დაჰკრა კედლის საათმა და მეც მოვევლინე ქვეყანას მაინის ფრანკფურტში. მზე კირჩხიბზე შემდგარიყო, მუშთარი და ერნი იღიმებოდნენ, არც თუ აფროდიტე ბრძანდებოდა გულგანაწყენი; კრონოს და მარიხი გულგრილად მიმოიქცეოდნენ. მხოლოდ მთოვარე მეყვსეულად გავსილი იმჟამად თვისის მცხრალი არილის ციმციმსღა აძლიერებდა, ვინაიდან მოწეულიყო ჟამი ცთომილების მიმოქცევისა. ამრიგად, მარტოოდენ იგი წინაღდგომოდა შობასა ჩემსას, ვიდრემდის ჟამი იგი არ გაივლიდა". ამას გოეთე ყვება (და კ. გამსახურდია თარგმნის) თავის ავტობიოგრაფიაში - "პოეზია და სინამდვილე". არადა, ახალშობილი ძლივს გადაარჩინეს. და გოეთეს ბაბუამ (დედის მხრიდან) სწორედ ამის გამო გადაწყვიტა მაინის ფრანკფურტში პროფესიონალი გინეკოლოგის მოწვევა გარდაცვალება "მეტი სინათლე!" - ყველას სმენია, ალბათ. გოეთეს ბოლო სიტყვები. და ამას უკვე ეკერმანი ყვება (გაგიკვირდებათ და, ისევ კ. გამსახურდია თარგმნის): "გოეტეს სიკვდილის მეორე დღეს უაღრესმა სურვილმა ამიტანა მისი მოკვდავი ნეშთის ნახვას მოწყურვებული. გოეტეს ერთგულმა მსახურმა ფრიდრიჰმა ოთახის კარი გამოაღო. პირაღმა იწვა და ისე მშვიდად ესვენა მუნ, თითქოს მძინარე ყოფილიყო. სრული სიმშვიდე და სიმკვრივე ცხადდებოდა სახის მისის გამომეტყველების პირისპირ. ძალიან მინდოდა კიდევ ერთხელ ხელი შემეხო თმების მისის კულულისათვის და ცოტა მომეჭირა, მაგრამ მის წინაშე კრძალვამ არ დამანება ამის ჩადენა. მისი შიშველი სხეული ზეწარში შესუდრული ესვენა. ირგვლივ ყინულის უშველებელი გოროხები შემოეწყოთ. ფრიდრიჰმა ზეწარი შემოხსნა, სხეულის მისის ღვთაებრივმა ბრწყინვალებამ და სილამაზემ გამაოცა. მკვრივად ჩამოქნილი დევური მკერდი ჰქონდა, ხელ-ფეხი სავსე და კუნთებიანი. ლამაზი, წვრილი ფეხები და მთელს სხეულზე ვერსად იპოვნიდით ზედმეტ სიმსუქნეს და ვერც მიხრწნის ნიშანს. ამ ნაკვთმშვენიერი სხეულის ხილვამ წამიერად დამავიწყა, რომ მისი უკვდავი სული გაყროდა კიდეც ამ ცხედარს. გულზე დავადევი ხელი, უაღრესი მდუმარება საცნაურვყავი, პირი ვიბრუნე და გარედ გავედი, რათა მოზღვავებული ცრემლისათვის მიმეცა გზა..." © ვიღაც ლიტ ფორუმიდან თხმელნართ-მეფე (ასე უთარგმნია სათაური ვიღაცას ) ვინ მიგელავს ღამეში ტევრსა ქარიანს? შვილი მიჰყავს პატარა, მიუჩქარია. არ აშინებს გზაწვრილი არავითარი, ბიჭი მყარად უპყრია, გულზე მიმთბარი. შვილო, რატომ შეჩქვიფდი, რა დაგემართა? შეხე, მამა, ღელისპირს მეფე თხმელნართა! გვირგვინი აქვს! კუდი აქვს! ხევს დაჰყოლია! არა, შვილო, დამშვიდდი, ნისლის ზოლია. "ჩემი გახდი, პატარავ, არ მყავს ვაჟები, ლამაზ-ლამაზ თამაშებს გეთამაშები. ავსილია ნაპირი ვარდით, იითა, დიბით მოგრთავს დედამტე, დარაიითა." მამა, ყური მიუგდე, ნუთუ არ გესმის, ხმები მისი ლაქარდის, ნელი ალერსის? შვილო, არაფერია, ნუ შეშფოთდები, ქარმა შეაშრიალა ხმელი ფოთლები. "იქ გახედე, პატარავ, სადაც ლელია, ნახე, ჩემი ასულნი როგორ გელიან! დაგიწნავენ გვირგვინებს, გილალავებენ, გიმღერებენ, გიროკვენ, გინანავებენ." მამა, სადაც ნაპირი ვერცხლისფერია, თხმელნართ მეფის ასულნი ქარში მღერიან. შვილო, მკვდარი ფლატეა, გადარეცხილი, წნორები დგას ბებერი, გადავერცხლილი. "ჩემად მსურხარ, პატარავ, მესალბუნები, არ წამოხვალ, წაგიყვან, ნება-უნებლივ." ჩქარა, მამა, გვეწევა! ხელი შემართა! მამა, გულზე მეწვდება მეფე თხმელნართა! მიქრის ცხენი, ფლოქვებით ელვის მკვესარი, მამის მკერდზე წრიალებს ბავშვი მკვნესარი. აჰა, კიდეც მიადგნენ სახლის კარიბჭეს, მაგრამ მამის მკლავებში ბავშვი მკვდარი წევს. * * * Der Erlkönig. |
Posted by: Julika Stiller-Tschudy 24 Feb 2011, 00:25 |
მე დიდი ხანი არაა, რაც ამ ფორუმს შემოვუერთდი და გამეხარდა რომ გოეთეზეც არის თემა. გერმანული ენა და ლიტერატურა გოეთეს გარეშე წარმოუდგენელია. Jedenfalls ასე ვფიქრობდი საქართველოში, მაგრამ დამერწმუნეთ გერმანიის უნივერსიტეტში შეიძლება გერმანული ლიტერატურა ისე დახურო, რომ გოეთესთან შეხება არ მოგიხდეს. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, ასე მოხდა.. ერთადერთი ლიტერატურის სემინარი მქონდა გოეთეზე 5 წლის განმავლობაში და ისიც ფაქტიურად უცნობ ნოველაs: "Unterhaltungen deutscher Ausgewanderten" ეხებოდა. და ამ სემინარშიც ყურადღების ცენტრში არა გოეთე, არამედ ნაწარმოების ფორმა და ანალიზი იდგა . - ასე რომ გოეთე ისევ საქართველოში წაკითხულიდან მახსოვს. ვაღიარებ, "ფაუსტის" წაკითხვა თავს ვაიძულე, მაგრამ აი "ვერთერი".. ალბათ ჩემი მაშინდელი განწყობის ბრალიც იყო . "ვერთერი" მე პირადად გოეთეს საუკეთესო ნაწარმოებად მიმაჩნია და ეს ჩემი აზრია და არვის თავზე არ ვახვევ. თორემ ერთი იუზერივით დამდებს ვინმე პრიმიტიულობაში ბრალს . |
Posted by: irusha 26 Feb 2011, 01:38 | ||
ძალიან მაგარია... ძალიან... მაგრამ "ფაუსტი" ფაუსტია.. )) |
Posted by: Julika Stiller-Tschudy 26 Feb 2011, 03:28 |
რამდენიმე წლის წინ ვიყავი ვაიმარში. "როგორ შეიძლება გერმანისტმა გერმანია ისე დატოვო ვაიმარი არ ნახოვო"- გერმანელების აზრი. პატარა კოკროჭინა ქალაქია, მოკირწყლული ქუჩებით, პატარა კაფეებით და რა თქმა უნდა გოეთეს და შილერის ნაკვალებით სავსე. გოეთეს ორი სახლი ჰქონდა. ერთი თვითონ ვაიმარში და მეორე კიდევ ქალაქგარეთ, ფეხით შეიძლება ქალაქიდან გადასვლა. გზა-ხეივანი ულამაზესია, სქელტანიანი ბუმბერაზი ხეებით. ეს ბაღი გოეთემ გააშენა, ეს ხეებიც თვითონ დარგოო- მითხრეს. ეს გოეთეს სახლის წინა მხარე ვაიმარში. |
Posted by: Julika Stiller-Tschudy 26 Feb 2011, 03:31 |
ეს არის ამ სახლის უკანა მხარე, ბაღით, სადაც გოეთე თვითონ რგავდა და უვლიდა მცენარეებს. |
Posted by: Julika Stiller-Tschudy 26 Feb 2011, 03:38 |
ეს კი ცნობილი საძირკველი. სახლში პატარა მაღაზიაა განთავსებული და შესაძლებელია ასეთი ფეხის საწმენდის ან სურათების ყიდვაც, სხვა ბევრ წვრილმანებთან ერთად. წიგნებზე და ა.შ. აღარ ვსაუბრობ.. |
Posted by: Julika Stiller-Tschudy 26 Feb 2011, 03:43 |
ეს კიდე გოეთეს სახლი ქალაქგარეთ, სადაც თავიდან საყვარელი და შემდეგ მის ცოლი ქრისტიანე ვულპიუსი დიასახლისობდა. სახლის ზემოთ შორიახლოს იდგა პატარ ქოხი, სადაც ეს ქალი თავიდან ცხოვრობდა. ამბობენ გოეთე ხშირად დაძვრებოდა ღამე ამ ქალთან როცა ქალაქგარე სახლში იმყოფებოდაო . |
Posted by: MliVi 3 Mar 2011, 14:08 |
გოეთეს შემოქმედება ვისაც მოგწონთ "გოეთეს საუბრები ეკარმენთან" წაიკითხეთ მოგეწონებათ...... |
Posted by: misha55555 20 Mar 2011, 15:59 | ||
ერთ გერმანელ წარმოსადეგ, საქმოსან,სამაკლერო კომპანიის ხელმძღვანელს ვკითხე გოეთეს რა ერქვა მეთქი და ფიქრი დაიწყო, რამოდენიმე სახელი ჩამოთვალა და ბოლოს ძლივს მოუყარა თავი. ეს იგივეა რაც ქართველს შეეკითხო ფშაველას სახელი და ფიქრი დაიწყოს. შოთა? თუ ნიკოლოზი. არა , არა აკაკი. ა ხო ,გამახსენდა-ვაჟა. |
Posted by: Back_To_Back 22 Jun 2011, 10:11 | ||
ამას ესევე ქვია თუ ადამიანურ ენებზე (რუსული ინგლისური) სხვანაირად ჟღერს? |
Posted by: iza 22 Jun 2011, 10:43 | ||||
S A F O
http://www.ozon.ru/context/detail/id/2197801/ ვიცი ადრინდელი პოსტია, მაგრამ თუ ეხლაც გაინტერესებს, კარგი გამოცემაა. ელვა ჯი-ს მეშვეობით შეგიძლია გამოიწერო |
Posted by: giorgivachadze 22 Jun 2011, 21:11 | ||
Back_To_Back
Die Leiden des jungen Werthers The Sorrows of Young Werther Страдания юного Вертера |
Posted by: Back_To_Back 23 Jun 2011, 09:53 | ||
giorgivachadze
ააა ეგ არის ხო, როგორ ვერ ვიცანი, არადა მაქვს სახლში |
Posted by: S A F O 23 Jun 2011, 10:57 | ||
iza
არაუშავს, მაინც უღრმესი მადლობა. კარგი იქნება ქართულადაც რომ იყოს ნათარგმნი სრული ვერსია . |
Posted by: spliyvi1 6 Feb 2012, 21:59 |
გამოუყენებელი სიცოცხლე ადრეული სიკვდილის ტოლფასია. იყავი გულკეთილი და ხშირად გაუმეორე კეთილი სიტყვები ისეთ ხალხს ვინც გულმავიწყია. კაცის მანერები მისივე პორტრეტია, რომელშიც იგი თავის ნამდვლის სახეს გვაჩვენებს. იზრდება ცოდნა – იზრდება ეჭვი. შეგიძლია თავი მკვდრად ჩათვალო, თუ არავის ნდობა არ გაქვს. ცოტას შეუძლია ჰქონდეს რეალიზმის წარმოსახვითი ხედვა. ყველას უნდა, რომ იყოს ვინმე; არავის არ სურს გაზრდა. ცხოვრების თითოეული ნაბიჯი მიგვანიშნებს, რომ წინდახედულება ძალიან საჭიროა. ჩვენ ყოველდღე უნდა მოვუსმინოთ მუსიკას, ყოველდღე უნდა წავიკითხოთ ერთი კარგი ლექსი, ყოველდღე უნდა დავაკვირდეთ ერთ კარგ სურათს და თუ შესაძლებელია ყოველდღე უნდა ვთქვათ კეთილგონიერი და მგრძნობიარე სიტყვები. ყოველი ავტორი ცხოვრებაში ერთხელ მაინც გვაჩვენებს მის ნამდვილ სახეს მისივე ნაშრომში, იმის და მიუხედავად გავს თუ არა ეს სახე მის იმჟამინდელი მდგომარეობასა და ყოფას. მე შენ მიყვარხარ, შენ რა ბიზნესით ხარ დაკავებული? თუ გინდა, რომ შეიცნო ადამიანის გონება, უბრალოდ ყური დაუგდე მას. სიყვარულს ყველაფერი ძალუძს, მაგრამ მოვალეობას მასზე მეტი. სიცოცხლე ჩვენი ბავშვობის მარადისობაა. მაგია, ეს ხომ თვითდაჯერებაა და თუ შენ ამას შეძლებ შეგიძლია ჩათვალო, რომ ყველაფერი შეგიძლია. არაფერი ფასობს ისე, როგორც ერთი დღე. არაფერი ისე არ ასახავს ადამიანის ხასიათს, რაც ის, რაზეც იგი იცინის. არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე იმის დანახვა, რომ ვიღაცის მოქმედებაში ერთი დიდი უვიცობა დევს. არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე უგემოვნო წარმოსახვის გრძნობა. პიროვნულობა ხელოვნებაში და პოეზიაში უმნიშვნელოვანესია. ადამიანის “ნახევრად-ცოდნა” გამომდინარეობს მეორე ადამიანის ცოდნისაგან. გმირობა ყველაფერია, ხოლო დიდება და სახელი არარა. ყველაზე ძნელი საქმე შენ თვალ წინ მომხდარის გაანალიზებაა. ადამიანის გონება შეუზღუდავია. “პატარა კაცი” მაინც კაცად ითვლება. ნამდვილი და მართალი კაცი ყოველი მომენტის გამოყენებას ცდილობს. არაბუნებრივი ძალიან ბუნებრივი რამაა. სიტყვები ყოველთვის მეორდება. მოქმედება გამჭრიახობის გარეშე, ეს ხომ საშინელებაა. რომ შექმნა რაიმე, აუცილებლად უნდა იყვე ვინმე. ჩვენ ხშირად ვფლანგავთ მთლიან დღეს, რადგან გვახსოვს, რომ არსებობდა გუშინდელი დღე და გვჯერა, რომ ხვალინდელი დღეც დადგება. ცხოვრებაში მთავარი ცხოვრებაა და არა ცხოვრების შედეგი. რაც არ იწყება დღეს, ის არ დამთავრდება ხვალ. |
Posted by: spliyvi1 26 Feb 2012, 22:18 |
მხოლოდ ის ადამიანია სიცოცხლის ღირსი, ვინც დღენიადაგ ბრძოლით მოიპოვებს ცხოვრების უფლებას. შეუძლებელია, ყოველთვის იყო გმირი, მაგრამ ყოველთვის შეიძლება დარჩე ადამიანად. ხშირად კარგავენ დროს უსარგებლო ამბების კითხვაში. კაცმა მხოლოდ ის უნდა წაიკითხოს, რაც აღტაცების ღირსია. ყოველდღე უნდა მოისმინო თუნდაც ერთი სიმღერა, შეხედო კარგ სურათს, წაიკითხო ერთი ბრნული აზრი მაინც. სრული ბედნიერების ჟამს თითოეული დღე მთელი სიცოცხლეა! თუკი ჭაბუკი ყველამ შეიძულა,ჩანს,ის რაღაცას წარმოადგენს. დაემორჩილე წყურვილის გრძნობას, წყალი დალიე, მაგრამ ,,წყაროდან ჭიქას ნუ წამოიღებ” . როცა იდეა მარცხს განიცდის, საქმეში აქტიურად ერთვებიან სიტყვები. ჩვენ არასდროს ვტყუვდებით- ჩვენ თავადვე ვიტყუებთ საკუთარ თავს. არავინ არ იმყოფება ისეთ იუმედო მონობაში, როგორც ისინი, ვისაც გულუბრყვილოდ სჯერა, რომ ბოლომდე თავისუფალია. ნებისმიერი ადამიანი შეიძლება დავაპატიმროთ და მივუსაჯოთ უვადო თავისუფლების აღკვეთა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე და ის თავის თავში იპოვის პასუხს კითხვაზე- რატომ? სიცოცხლე მხოლოდ მაშინ არის კარგი,როდესაც სიყვარულის სხივითაა გამთბარი. |
Posted by: Sunny_Sunday 25 Dec 2012, 12:15 | ||
ვიცი რომ გენიაა, მაგრამ არ მიყვარს ალბათ ვერ ვწვდები. |
Posted by: DoomVS: 27 Feb 2013, 12:42 |
ჰა თქვენ ფაუსტის მოყვარულებო.. ამის შემდეგ ლამის წავიკითხო.. |
Posted by: madamshosha 27 Feb 2013, 12:44 |
ახალგაზრდა ვერტერის ვნებანმა დამტანჯა და სული ამომხადა რასაც ქვიაა... : ))))))) გამიმწარა ახალგაზრდობა |
Posted by: BELLA-DONNA 28 Feb 2013, 15:32 | ||
madamshosha
უი, რატო? მე ეხლა მინდა წაკითხვა და ანუ მოვემზადო ტანჯვისთვის? |
Posted by: bequiet 30 Jan 2014, 02:48 |
ახლახანს წავიკითხე,კარგი წიგნია.თქვენ თუ მოგწონთ და რატომ ? |
Posted by: Bobgure 30 Jan 2014, 04:12 |
გენიალურია, რა თქმა უნდა წაკითხვისთანავე ხვდები.. |
Posted by: Andy_Kaufman 12 Mar 2014, 15:36 |
როგორც იქნა ფაუსტის სრული ვერსია ვიპოვე ქართულად ხოდა რატომღაც მეგონა არიყო მეორე ნაწილი თარგმნილი მარა თავიდან წაკითხვა მეზარება პირველი ნაწილის |
Posted by: Pegasos 21 Mar 2014, 23:59 | ||
Andy_Kaufman
სად ნახე? |
Posted by: Andy_Kaufman 22 Mar 2014, 00:33 | ||
Pegasos
თსუ ს პირველი კორპუსის პადზემკასთან |
Posted by: thanos 22 Mar 2014, 00:35 |
Andy_Kaufman შავ-თეთრი რომაა, გოეტეს პორტრეტით რომაა წიგნი და გოეტე რომ აწერია იმას გულისხმობ/? ის მგონი იგივეა... |
Posted by: Andy_Kaufman 22 Mar 2014, 13:51 |
thanos საბჭოთა საქართველოს გამომცემლობის 1962 წლის გამოშვებაა .... კაი 600 გვერდიანი წიგნია თავის შენიშვნებით და წინასიტყვაობით ... ნუ ორივე ნაწილია და ის შენ რასაც ამბობ ვიცი თავიდან ეგ წავიკითხე და მხოლოდ პირველი ნაწილია მანდ დაახლოებით 250 გვერდიანი წიგნია |
Posted by: seeman 22 Mar 2014, 17:13 | ||||
მე როგორც ვიცი დავით წერედიანის ნათარგმნია ახალი ვერსია და მაგიაო სრული ლევან ბერძენიშვილმა თქვა
ანუ ფაუსტი ამხელააა ?? იმ წერედიანის ვერსია კი არ ვიცი ისე მომენტ შეიძლება მაგხელაც იყოს |
Posted by: Faun 22 Mar 2014, 17:42 |
miss_pepsi და რას ელოდი ვერთერისგან? როცა თავს იქით ძალა არ გაქს? როცა დიდი სული გაქ მაგრამ ძალა არ გაქვს? სხვის ქალს რომ ეტრფოდა და მისი ტუჩების გემო რომ გაიგო ამაზე მეტი რაღა უნდა ექნა? |
Posted by: THH 22 Mar 2014, 18:31 | ||
სამწუხაროდ, წერედიანმა, ისევე როგორც ჯორჯანელებმა ფაუსტის მხოლოდ პირველი ნაწილი თარგმნეს. არამგონია მეორე ნაწილი საერთოდ იყოს ნათარგმნი. ვიცი, რომ არსებობდა 20-აინი წლების თარგმანი, არმახსოვს კი ვისი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არც ის იქნებოდა სრული. სისრულეს რომ თავი დავანებოდ, არსებულ თარგმანებს პოეტური თარგმნის პრეტენზიები აქვთ, რაც თავიდანვე განწირულია, რადგან ფაუსტის ლექსად სრულყოფილად თარგმნა შეუძლებელია. აჯობებს კარგი პროზული თარგმანი გაკეთდეს. |
Posted by: seeman 22 Mar 2014, 20:25 |
კაროჩე ვერ გავიგე ფაუსტი წაკითხული აშკარად მაქვს ადრე, მერე გავიგე რო სრული არაა ნათარგმნი (ნეტა რა ვერსია წავიკიტხე მე ) მერე წერედიანმა თარგმნაო ეგეც არ ყოფილა სრული ეხლა ირკვევა რო საერთოდ არაა ნათარგმნი ბოლომდე THH რუსულად არის ნათარგმნი სრულად ? სადაც დანტემ მოიტანა იქ ამასაც შეიძლება გადავხედო როდესმე |
Posted by: THH 23 Mar 2014, 00:08 | ||
seeman
კი. რამდენიმე თარგმანია, მათ შორის ერთი პატერნაკის აი, რასაც მივაგენი http://az.lib.ru/g/gete_i_w/text_1800_faust.shtml მე თვითონ არცერთი რუსული თარგმანი არ მაქვს წაკითხული. ის არც მიგითითე თვალის ერთი გავლებით თითქოს სრული თარგმანია. |
Posted by: Andy_Kaufman 23 Mar 2014, 14:12 | ||||
seeman
მე რაც მაქვს დავით ონიაშვილის თარგმანია
თავიდან ერთი 85 გვერდი ოთარ ჯინორიას შესავალია და ბოლოში ერთი 50 გვერდი შენიშვნებია დალშე სულ ფაუსტია 500გვერდი დაახლოებით (I და II ნაწილი) ბოლო გამოცემა რაცაა სულაკაურმა გამოსცა მე როგორც ვიცი მაგრამ იქ მხოლოდ პირველი ნაწილია მე რასაც გადავხედე და ეგაა წერედიანის :/ http://sulakauri.ge/books/single/646/ |
Posted by: THH 23 Mar 2014, 17:59 | ||||||||||
გუგლის დახმარებით გავარკვიე: ქართულად არსებობს ''ფაუსტის'' 4 თარგმანი. აი რა ვიპოვე: ''ქართული "ფაუსტის" მოკლე ისტორია ასეთია: იგი პირველად 1908 წელს გამოიცა სრულად, პეტრე მირიანაშვილის თარგმანი. შემდეგი, დავით ონიაშვილის თარგმანი, 1927 წელს დაბეჭდა "სახელგამმა", რომელიც 1962 წელს ხელახლა გამოსცა "საბჭოთა საქართველომ", დავით ლაშქარაძისა და ოთარ ჯინორიას წინასიტყვაობითა და კომენტარებით. ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო გიორგი ჯორჯანელის მიერ შესრულებული პირველი ნაწილის გამოსვლა 1987 წელს - ეს წიგნი "მერანმა" გამოსცა და მას ირაკლი ფარჯიანის ბრწყინვალე ილუსტრაციები ახლდა თან. დღეს კი, სერიაში "მსოფლიო კლასიკა", დავით წერედიანის შესანიშნავი თარგმანიც გამოვიდა'' 'ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ იოჰან ვოლფგანგ გოეთეს "ფაუსტის" დავით წერედიანისეული თარგმანი გამოსცა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ტრაგედიის მხოლოდ პირველი ნაწილია თარგმნილი, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ წიგნის გამოსვლით ჩვენი დროის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული ფაქტი მოხდა. '' ამ ინფორმაციის წყაროა: http://www.radiotavisupleba.ge/content/faust/24660114.html აი ერთ-ერთი ფორუმელის აზრიც: aravinac
თუ aravinac -ს არ ეშლება, მაშინ გამოდის რომ მას ჰქონია ონიაშვილის თარგმანის 1927 წლის გამოცემა, რომელიც სრული არ ყოფილა, როგორც ჩანს ონიაშვილს მერე გაუსრულებია ფაუსტის თარგმან და ის მთლიანად 1962 წელს გამოვიდა (ჯინორია 60-იან წლებში მოღვაწეობდა, მისი წინასიტყავობით 60-იან წლებში გამოვიდა დანტეს ''ახალი ცხოვრებაც''). ახლა თარგმნის ხარისხი: მე არ მინახავს ონაშვილის და მირიანაშვილის თარგმანები..მაგრამ წამიკითხავს კოსტანტინე გამსახურდიას კრიტიკა ფაუსტის პირველ ორ თარგმამზნე, მისი აზრით არსებული თარგმანები არადამაკმაყოფილებელია, საერთოდაც დიდი პოეზია უთარგმნელია და სჯობია პროზად ითარგმნოს, როგორც ამას ფრანგები აკეთებენო. ეს აზრი მეც მომწონს, შეადარეთ ''ოდისეას'' პროზაული თარგმანი ჰომეროსის სხვა თარგმნებს. მაგრამ დავუბრუნდეთ ონაშვილის თარგმანს: http://nataliavarada.blogspot.co.uk/2012/10/blog-post_24.html აი, ერთი პოსტი http://forum.ge/?f=18&showtopic=33842185&st=210 aravinac
წერედიანის თარგმნის წინასიტყვაობაში წერია, რომ საშუალო თარგმანი გოეთესი თარგმანი არააო, და ამის გამო ხელახლა ვთარგმნეო. ცხადია რომ მინიშნებულია ჯორჯანელების თარგმანი. ბევრმა აქო წერედიანის თარგმანი, მაგრამ ასეთი რამეც დაიდო: mancunia89
|
Posted by: Pegasos 9 Apr 2014, 21:34 |
ლექსი "დასავლურ-აღმოსავლური დივანიდან". "ნეტარი ლტოლვა" ბრძენკაცის გარდა, ნურავის ეტყვი, რადგან ბრბო წამსვე აგიგდებს მასხრად, დაღუპვას ცეცხლის ალში რომ ელტვის, სიცოცხლეს ხოტბა მინდა შევასხა. ტრფობის ღამეთა გრილ ნიავქარში, რომელმაც გშობა, სად შენ ჰბადებდი, თავბრუს დაგახვევს უცხო მარმაშში სანთელი მშვიდი ამონათებით. ჩამოგეცლება გარემომცველი ბნელი, უკუნი და ჩრდილ-ბინდება, ახლადჩენილი სურვილი მწველი სიმაღლეებში დაიწინდება. არცრა სიშორე გიღირს არაფრად და მონუსხული ეშვები ფრენით, შუქს დაეწაფე, პეპელა, ხარბად, ფერფლადქცეული ხარ გეენიით. ერთი იცოდე, თუ არ გაქვს ნიჭი, სიკვდილისა და აღდგომის ნება, სოფლის სტუმარი წყვდიადში იჭრი გზას უღიმღამო და მოჩვენება. გერმანულიდან თარგმნა ამირან (პაკო) სვიმონიშვილმა. პაკო წელს გარდაიცვალა, 40 წლის ასაკში. რომ დაცლოდა, კიდევ რამდენ შესანიშნავ თარგმანს დაგვიტოვებდა, მათ შორის გოეთეს შემოქმედებიდან, რომლის სამყაროს ღრმად წვდებოდა ახალგაზრდა პოეტი და მთარგმნელი, ნიჭიერი მოქართულე და გერმანისტი. |
Posted by: rati nwt 22 Apr 2014, 16:31 |
ფაუსტი ვაჰმე ეს რა რთულად მოსაძიებელი წიგნია, ბიბლიოთეკაში ძველი საშინელი ვერსიის ნაგლეჯები ვნახე. თან პოემის სახით ცუდია რაა, ვერ ქაჩავს , მთელი გოეთე იკარგება ასე მგონია. ახალი არ ვიცი, მგონი ესეც პოემის სახითაა. ვინმე ღვთისნიერმა გოეთეს მოყვარულმა( ან ზოგადად ამ ჟანრის) გერმანულის მცოდნემ, არ შეიძლება თარგმნოს ფაუსტი? პროზის სახით, სრული შინაარსი. ლამაზად ხატოვნად,ნორმალურ ქართულ ენაზე. სულ არ მინდა იმის რითმა. |
Posted by: Aurellius 15 Sep 2014, 11:09 |
ჯეიმს ჯოისი გოეთეზე: მოსაწყენი მოხელეო. "'un noioso funzionario' (a boring civil servant)". ეს სემუელ ბატლერი გოეთეზე: I have been reading a translation of Goethe's Wilhelm Meister. Is it good? To me it seems perhaps the very worst book I ever read. No Englishman could have written such a book. I cannot remember a single good page or idea,, and this priggishness is the finest of its kin that I can call to mind. Is it all a practical joke? If it really is Goethe's Wilhelm Meister that I have been reading, I am glad I have never taken the trouble to learn German. |
Posted by: Homo Erotikus 15 Sep 2014, 11:46 | ||||
rati nwt
გლდანში გადავაწყდი ძალიან კარგად შენახულ ეგზემპლარს, ახალივით არის, 5 ლარად ვიყიდე, მარა პირველი ნაწილია მეორე ნაწილი იშოვება სადმე? THH
აი ეს წიგნი 5 ლარად ვიყიდე ახმეტელის მეტროსთან, სრულიად შემთხვევით მოვხვდი გლდანში და სრულიად შემთხვევით დავათვალიერე გარეთ გამოტანილი წიგნები |
Posted by: ირაკლო 25 Jun 2016, 23:18 |
ხალხო ფაუსტის ქართული, სრული თარგმანი არსებობს? |
Posted by: Mimemone 26 Jun 2016, 11:21 |
სრული თარგმანის ავტორი პეტრე მირიანაშვილია მთარგმნელ, როგორც ვიცი. მეორე დავით ონიაშვილის თარგმანია სრული მგონი. |
Posted by: ირაკლო 27 Jun 2016, 14:43 |
Mimemone მადლობა |
Posted by: shuqri-var-kiparoidze 21 Dec 2016, 17:45 |
მეორე ნაწილი ნათარგმნია ქართულად? სად იყიდება? |
Posted by: giojavaxa 13 Feb 2017, 19:52 |
არჩევითი ნათესაობა---ამაზე რას ფიქრობთ ? shuqri-var-kiparoidze როგორც ვიცი არაა თარგმნილი |
Posted by: Datvlas-vin-gtxovs 13 Jan 2018, 11:55 | ||
giojavaxa ერთ ბიბლიოთეკაში ვნახე პლეხანოვზე (სახელი არ მახსოვს) მეორე ნაწილი, ქართულად თარგმნილი (ხმარების კვალი ეტყობოდა) არ ვიცი თარგმანის ბრალი იყო თუ გოეთეს მაგრამ 1ლი ნაწილი ბევრად კარგი იყო ვერტერი მოვრჩი სასწაული ნაწარმოებია
დღეს ვიწყებ ამას 50 წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო <- სერიიდანაა |
Posted by: Solveig 13 Jan 2018, 12:16 |
მე მომწონს ჯორჯანელის თარგმანი. იმდენჯერ მქონდა წაკითხული ცალკეული საყვარელი ადგილები, რომ ზეპირადაც კ მახსოვდა ონიაშვილის თარგმანის კრიტიკა მაქვს ნანახი-განადგურებული ჰყავს გამსახურდიას ფაქტიურად. რაც შეეხება წერედიანს-მთლიანად არ მაქვს ნანახი ტარგმანი, მაგრამ რამდენიმე ნაწყვეტი ვნახე და პოეზია არ მომეწონა. არ ვიცი, შეიძლება იმიტომ, რომ ჯორჯანელოს თარგმანს ვიყავი მიჩვეული. ჯორჯანელთან ხან პოეზიაა, ალაგ-ალაგ პროზაც ან გგონია, რომ პროზაა და უცებ პოეზია აღმოჩნდება |
Posted by: Ve()_Fobos 14 Jan 2018, 00:57 |
..................................................... |
Posted by: მამაო ენუქი 14 Jan 2018, 01:06 |
წერედიანის ადგილზე თავს მოვიკლავდი |
Posted by: merkantila 16 Jan 2018, 18:59 |
სასწაული რამეა წერედიანის თარგმანი, ვკაიფობ ამ თარგმანით |
Posted by: Solveig 16 Jan 2018, 19:02 | ||||
რა საინტერესოა, ერთმანეთის მიმდევრობით რომ დალაგდა merkantila მამაო ენუქი შეგიძლიათ, რომ დაასაბუთოთ თქვენი მოსაზრება (გარდა "მისწორდება/არ მისწორდებასი")? |
Posted by: merkantila 16 Jan 2018, 20:31 |
ოკ.. ლადარია კი ამბობს რომ ასე (გარითმული) თარგმანი ფანოღურიაო და პროზად უნდა ითარგმნოსო, მაგრამ ერთხელ "მცირე ანდერძი" წავიკითხე ვიიონის, წერედიანის თარგმანი. მსუბუქი იყო, წყალივით და სხარტად მიდიოდა, სიამოვნებით წავიკითხე და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე წამეკითხა ფაუსტიც. ეს ტექნიკა, ეს ენობრივი სიმდიდრე და სიახლოვე მომეწონა. ჩემთვის კარგად "მოაქვს" . ეხლა ფაუსტზე, სანამ მეორე გამოვიდოდა, პირველი რამდენჯერმე წავიკითხე, ვკითხულობდი თანმიმდევრობით, არეულად, ცალცალკე და ა.შ.. სიამოვნებას მანიჭებს ჩუმი კითხვაც და ხმამაღალი კითხვაც. მაკმაყოფილებს იუმორის დოზა, ენობრივი მრავალფეროვნება და რადგან ვარ ის მოკვდავი, სხვა მოკვდავთა შორის რომელიც ალბათ ვერასოდეს წაიკითხავს ფაუსტს ორიგინალში - მე დამაკმაყოფილა და მომეწონა ეს თარგმანი.. გარდა ამისა როგორც ძალიან ბევრი წერს (რეკომენდაციებს არ ვყვები თუმცა მაინტერესებს) საშუალოზე მაღალი თარგმანია და საკმაოდ მდიდრად კომპენსირებული ორიგინალიდან.. ასე რომ ესაა ჩემი კომენტარი |
Posted by: Parabola 17 Jan 2018, 13:28 |
ვისაც ორიგინალში წაუკითხავს ,,ფაუსტი'' უთქვამს რომ კარგი თარგმანი ვერ მოხერხდებაო . მე მიყვარს გოეთე, გული მწყდება რომ ორიგინალში ვერასოდეს წავიკითხავ, მაგრამ მის სიდიადეს ისეც ჩაწვდება კაცი . |
Posted by: maiako_mao 17 Jan 2018, 13:54 | ||
Parabola
აბოსლუტურად გეთანხმები |
Posted by: HurricaneKat. 17 Jan 2018, 15:18 | ||
[SC] ორიგინალში კი წავიკითხავ მაგრამ ვერაფერს გავიგებ |
Posted by: მამაო ენუქი 17 Jan 2018, 18:12 |
Solveig » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « შეადარე ეხა ეს ნახევარუჯრედა წერედიანის თარგმანს, სადღაც ვალპურგის ღამის მიდამოებშია უნდა იყოს თულის მეფე, თუ სწორად მახსოვს. |
Posted by: bes_ka888 12 Feb 2018, 22:37 | ||
გოეთი ჩემი ერთ ერთი ფავორიტი მწწერალია ეს კიდე რა არის გუგლეტრანსლეიტია? წერედიანს ვგულისხმობ |
Posted by: SR-71 12 Feb 2018, 23:00 | ||
.................................................... |
Posted by: Datvlas-vin-gtxovs 12 Feb 2018, 23:34 |
ვერტერი წავიკითხე ბოლო დროს სასწაული წიგნია დამიწერია უკვე |
Posted by: bes_ka888 13 Feb 2018, 12:20 |
Datvlas-vin-gtxovs არჩევითი ნათესაობაც სცადე |
Posted by: Datvlas-vin-gtxovs 13 Feb 2018, 13:28 |
bes_ka888 კი. 40 გვერდი წავიკითხე და გავჩერდი |
Posted by: თარხუჯი 25 Apr 2018, 12:37 |
როგორც იყო ფაუსტის მეორე ნაწილიც გამოჩნდა ქართულად. გილოცავთ ყველას! |
Posted by: JSB14BSJ 26 Apr 2018, 13:16 | ||||||||||||||
THH
მოდერ, ჩაამატე ეს ტექსტი პირველ პოსტშკ |
Posted by: Oqrialeli 27 May 2018, 16:46 |
ახალგაზრდა ვერტერი მახსოვს,დიდი ხანი გავიდა.როგორ შეიგრძნობს ფოთლებს,მიწის სუნს ცამდე ასულ გრძნობას ტკივილს დამათრობელს ერთ მზის სხივში გაერთიანებულს |
Posted by: Pistons04 10 Aug 2018, 19:03 |
ფასი რა ექნება თქვენი აზრით? კარგ მდგომარეობაშია, ვახტანგ ბეწუკელის თარგმანი, 1961 ის გამოცემა. |
Posted by: Onyx′ 20 Aug 2018, 22:01 |
ბერძენიშვილი იძახის ორიგინალის შემდეგ, #1 თარგმანი მსოფლიოში წერედიანის ავტორობით ჩვენ გვაქვსო და აქ რატო არ მოგწონსთ უცნაურია მე არ მაქვს წაიკითხული საერთოდ ფაუსტი და მაინტერესებს თარგმანზე აზრები |
Posted by: cinakani 22 Aug 2018, 16:32 | ||
ბერძენიშვილის სიტყვა კანონი არაა, რომ უკრიტიკოდ მივიღოთ. მითუმეტეს ისეთ ავტორებზე უწერია გენიოსები არიანო შეიძლება სიცილით მოკვდე (ქართველ ავტორებს ვგულისხმობ). რაც შეეხება წერედიანის ფაუსტის თარგმანს, ბევრი გერმანისტისგან მაქვს გაგებული რომ სერიოზული ხარვეზები და ჩავარდნები აქვს. სიმართლე გითხრა არც მიკვრის, რადგან მაგის ნათარგმნი ვიონი რომ შევადარე ფრანგულს საოცრებები შემხვდა |
Posted by: THH 22 Aug 2018, 16:40 | ||||
Onyx′
აი, ამიტომ:
|
Posted by: ronald_wesley 13 Oct 2018, 06:28 |
ფაუსტის ძველი თარგმანი გაქვთ "" ???????????? |
Posted by: Solveig 13 Oct 2018, 21:28 |
https://www.radiotavisupleba.ge/a/faust/24660114.html "დაწყნარდი, პუდელო, რა იყო, რას მირბენ გარს? რას ყნოსავ ზღურბლსა და კარს? რას დაწრიალებ, დახტი, წკმუტუნებ, ღრენ? წექ ღუმელს უკან! ჰა, ჩემი ბალიში შენ! გზად ბევრი იცელქე, სულ ხტუნვით იარე კარამდე, აქ უკვე შინა ვართ, ეგ შენი ბზრიალი დამთავრდეს". |
Posted by: ronald_wesley 13 Oct 2018, 21:40 |
Solveig წერედიანის არა ძველი! |
Posted by: Solveig 13 Oct 2018, 21:42 | ||||||
THH
ჯორჯანელებმა არა, ჯორჯანელმა. მხოლოდ გიორგი ჯორჯანელმა თარგმნა, კარლოს არ მიუღია მონაწილეობა. პირველი ნაწილი რომ დაასრულა, მალევე გარდაიცვალა არცთუ ხნიერ ასაკში მყოფი. ფარჯიანის ილუსტრაციებით გამოიცა ეგ თარგმანი 80-იანი წლების ბოლოს. ორიოდე წელიწადში ჯერაც ახალგაზრდა ფარჯიანიც გარდაიცვალა ტუბით * * * ronald_wesley
შენთვის არც მომიმართავს მოგნიშნე? არა. არ მომეწონა სტროფი და იმიტომ დავდე. მით უფრო, რომ მაგ თარგმანის ავ-კარგი ირჩეოდა ბოლო გვერდზე. * * * პლუს, სულმთლად ცინცხალი ამბავი-"საბა" მიუღია წერედიანს "ფაუსტის" მეორე ნაწილის თარგმანისათვის...
|
Posted by: THH 5 Jan 2020, 15:14 |
წერედიანი გარდაცვლილა. ნათელი დაადგეს მის სულს! ნამდვილად კარგი მთარგმნელი იყო და ბევრი დააკლდა ქართულ კულტურას. ის რომ მისი თარგმანი იდეალური არ იყო, ეს არ აკნინებს მას. გოეთეს იდეალური თარგმნა შეუძლებელია და ბატონი წერედიანი იმითაა დასაფასებელი, რომ შეუძლებელს შეეჭიდა და ზოგიერთი ადგილი ფანტასტიკურად კარგად თარგმნა. მადლობა ამისთვის. ჰო, ჩემი წლების წინ დაწერილი დიდი ხანია აღარაა მართალი. წერედიანმა მეორე ნაწილიც გამოსცა. |
Posted by: Datvlas-vin-gtxovs 30 Mar 2020, 22:24 |
ვერტერის ვნებანი უძლიერესია ფაუსტიც. ოღონდ 1ლი ნაწილი. როცა დოქტორი თავს ღმერთ'კაცად თვლის და სულ დაფარულის ძიებაშია. მე2 ნაწილში უკვე მიწაზე ეშვება და ერთი რიგითი მოკვდავი ხდება. მგონია თვითონ გოეთეს ცხოვრებისეული აღქმა შეიცვალა. როგორ შეიძლება 1ლი ნაწილის მერე მოვლენები ეგრე განვითარებულიყო.. |
Posted by: ლეოპარდი 1 Apr 2020, 02:12 | ||
Datvlas-vin-gtxovs
გარდა იმისა, რომ "ფაუსტზე" სამოცი წლის განმავლობაში მუშაობისას თავისთავად შეიცვლებოდა ადამიანის მსოფლაღქმა, თავად გოეთეც შეგნებულად ყოველთვის ბეჯითად და სიღრმისეულად მუშაობდა საკუთარ თავზე. და ფაუსტში ზოგადად ბევრი რამე იწვევს შეკითხვას "ეს მოვლენა როგორ შეიძლებოდა ასე რომ განვითარებულიყო". |
Posted by: ronald_wesley 3 Apr 2020, 18:58 |
მე პირადად გერმანულის ბაიბურზსი არა ვარ მარა ჯორჯანელის თარგმანი მომწონს სმწუხაროა რომ მეორე ტომი ვერ მოასწრო რ |
Posted by: marimari11 3 Apr 2020, 19:34 | ||||||
ძაან რთული წასაკითხია გერმანულად? სულ მეზარებოდა გერმანულად ლიტერატურის კითხვა ცუდი გოგო ვარ ჰომო ფაბერი კი წავიკითხე გერმანულად და რთული არ იყო, მაგრამ ალბათ გოეთე უფრო რთული იქნება |
Posted by: Obstropolos 14 Apr 2020, 15:54 |
marimari11 ოხ, რა ზარმაცი გოგონა ხარ მარი დაიწყე კითხვა, ბოლო-ბოლო ? მეორე ტომი არ მქონია - როგორ არ ვიყიდე თავის დროზე |
Posted by: Datvlas-vin-gtxovs 4 May 2020, 10:37 |
ერთი მეფისტოფელი დაგვხატავდა |