შეკითხვა ცოტა უხერხულადაა დასმული
მგონი ზოგადად ოუფენ ეარის ქართველ შემსრულებლებზე რომ ვისაუბროთ, კარგი იქნება.
ნახევარი არც მომისმენია მაგრამ რაც ვიცი დავწერ. - ხარისხობრივად, ქათამაძე რა თქმა უნდა, უდავო ჰედლაინერია ამ სასტავის. სოფთ ეჯექთის აღდგომამაც ძალიან გაასწორა. ლაუდსფიქერზისადმი პატივისცემა უკვე დავკარგე, დაგდაგანი და ლოლიტაზი კარგი საძიგძიგოები იქნება. გაერთობა კაცი არა-ზე, თუმცა არც მაგათ ვთვლი დიდად კარგ ბენდად :დ
მოკუ მოკუს აქებენ მაგრამ არ მომისმენია.
დეისაძის ლაივზე 1ხელ ვარ ნამყოფი და მიუხედავად იმისა, რომ დიდად ვერ ვკაიფობ მაგ კაცით, ლაივი მართლა კარგი ჰქონდა.
სალიო ალბათ ყველაზე ცუდი ტიპია ამ შემადგენლობაში.
ყველაზე მეტად კი ბედფორდ ფოლზს ველოდები
დიდი იმედით ვუყურებ მაგ კოლექტივს
.