Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სილამაზე და მოდა > საცურაო აუზები


Posted by: narkozeli 6 May 2013, 22:32
თბილისში სულ რამდენიმე ვარიანტი გვაქვს საცურაო აუზების:
1.ვაკის საცურაო აუზი და ფიტნეს კლუბი
2.ტონუსი (დოლიძეზე)
3.კრწანისის რეზიდენციის საცურაო აუზი
4.ნეპტუნი
5.ოლიმპიკი
6.კლუბი 71
7.ლაგუნა ვერე
8.ოლიმპთან არსებული საცურაო აუზი
9.სისაიდი
10.ქარიშხალა (არენა)
11.ჯიქიას ღია საცურაო აუზი
12.დელფინი(ვაჟაზე)
13.ოლიმპიური მზადების სპორტული ცენტრის საცურაო აუზი (დიღომი)


ჩაამატეთ თქვენი ვარიანტები,ვის რომელი მოგწონთ,რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ თბილისში არსებულ საცურაო აუზებზე.

user posted image

Posted by: _DelgadA_ 6 Jun 2013, 23:22
აუზზე სად დადიხართ? ღია აუზები მაინტერესებს. სად არის რაც მთავარია სისუფთავე. ფასებსაც თუ დაწერთ კარგი იქნება smile.gif

Posted by: narkozeli 6 Jun 2013, 23:25
_DelgadA_

სისუფთავის მხრივ ყველაზე მეტად ჰოლიდეი ინნ-ის ღია აუზს აქებენ,მაგრამ პატარაა


მე ჯიქიაზე ვარ ნამყოფი და არ მომეწონა არც სისუფთავე,არც პირობები,ანგრეული კაფელები იყო ბასეინში. არც ლაგუნა მომწონს..
ღია ბასეინებში აშკარად მოვიკოჭლებთ თბილისში sad.gif(

Posted by: _DelgadA_ 6 Jun 2013, 23:35
narkozeli

კი არ არის კარგი პირობები... ჯიქიაზე დანგრეული კედლები ხომ არის და თან ზემოდან სტადიონი და მოკლედ არც ადგილი არ არის ბევრი.

ჰოლიდეი ინ კარგია, მაგრამ ერთი შესვლა 50 ლარი ღირს როგორც მახსოვს და ცოტა მეძვირება :/



Posted by: narkozeli 6 Jun 2013, 23:50
_DelgadA_
QUOTE

კი არ არის კარგი პირობები... ჯიქიაზე დანგრეული კედლები ხომ არის და თან ზემოდან სტადიონი და მოკლედ არც ადგილი არ არის ბევრი.

ჰოლიდეი ინ კარგია, მაგრამ ერთი შესვლა 50 ლარი ღირს როგორც მახსოვს და ცოტა მეძვირება :/


ჯიქია გამოვრიცხე,თან სანიტარულ პირობებსაც არ აკმაყოფილებს.
ჰოლიდეი ინნ-ის ერთ თვიანი პაკეტი 350 ლარი ღირს

Posted by: Kate789 7 Jun 2013, 03:24
მე ცურვა არ ვიცი და რა აზრი აქვს cry.gif
რომც ვიცოდე ცურვა, მაინც არ შეიძლება ჩემთვის. cry.gif
რომც შეიძლებოდეს, ძვირია. cry.gif

weep.gif

Posted by: პაპა 7 Jun 2013, 03:56
Kate789
QUOTE
მე ცურვა არ ვიცი და რა აზრი აქვს 
რომც ვიცოდე ცურვა, მაინც არ შეიძლება ჩემთვის. 
რომც შეიძლებოდეს, ძვირია.

lol.gif
ანუ შენ და წყალი შორს ხართ?

Posted by: Kate789 7 Jun 2013, 09:08
პაპა
ეგრე გამოდის.


არადა წყალი ძალიან მიყვარს.

Posted by: INA-INA 8 Jun 2013, 00:23
ძალიან, ძალიან კარგი აუზია ორთაჭალაში სპორტ ტაიმი, მაგრამ დახურეს. როდის აღირსებენ გახსნას არ ვიცი. ღია აუზიც გააკეთეს შარშან. ველოდები როდის გახსნიან და ეგრევე მივქანდები, ოღონდ დახურულში biggrin.gif არ მიყვარს გარუჯვა.

Posted by: narkozeli 8 Jun 2013, 00:27
INA-INA
QUOTE
არ მიყვარს გარუჯვა.


მარტო გასარუჯად არა,ზოგადად მირჩევნია მზის სხივები ხვდებოდეს აუზსს..გაცილებით უსაფრთხოა

Posted by: სიფრიფანა 8 Jun 2013, 00:33
QUOTE
ძალიან, ძალიან კარგი აუზია ორთაჭალაში სპორტ ტაიმი, მაგრამ დახურეს. როდის აღირსებენ გახსნას არ ვიცი. ღია აუზიც გააკეთეს შარშან. ველოდები როდის გახსნიან და ეგრევე მივქანდები, ოღონდ დახურულში  არ მიყვარს გარუჯვა.

როგორი ფასები აქვთ?
და ტრენერის ქირაობა თუა შესაძლებელი?
QUOTE
მე ცურვა არ ვიცი და რა აზრი აქვს 

+1
მორები რომ მოაქვს ხოლმე ადიდებულ მდინარეს, ეგენიც კი ზედაპირზე ტივტივებენ, მე კიდე პირდაპირ ფსკერისკენ ვეშვები facepalm.gif
თან შიში უკვე პანიკაში გადამივიდა, ზღვაში მუხლს ზემოთ როგორც კი აიწევს წყალი, კანკალი მიტანს, აუზშიც მარტო 1.5 მეტრი საითაცაა წყალი, იმ მხარეს დავყვები კედლებს biggrin.gif
არადა, სხვებს რომ ვუყურებ, ცურავენ, ისე მინდება მეც :უსერ:

Posted by: INA-INA 8 Jun 2013, 01:14
სიფრიფანა

ტრენერიანად 130 ლარი იყო, ისე 100 ლარი. მასწავლებელი გოგო მყავდა, ჯერ ხომ უალამაზესი და ცურვას რა გადასარევად ასწავლის smile.gif მაგარი ვინმეა.
ახლა როდის გახსნიან და რა ფასები იქნება არ ვიცი, დავრეკავ ხვალ თუ მიპასუხეს გავიგებ ამბებს და დავწერ აქ.

Posted by: midnight-madness 8 Jun 2013, 12:26
QUOTE
1.ვაკის საცურაო აუზი და ფიტნეს კლუბი


ფასები შეგიძლიათ რომ დაწეროთ?

Posted by: Sno 8 Jun 2013, 14:53
INA-INA
QUOTE
ძალიან, ძალიან კარგი აუზია ორთაჭალაში სპორტ ტაიმი,

ხო არ იცი დაახლოებით როდის განაახლებს მუშაობს ეგ აუზი? ძალიან მომეწონა მაქ,მინდოდა დამეწყო სიარული,მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ,რომ ავედი რემონტი დამხვდა.ამბობდნენ მალე დაიწყებსო და კიდევ არ დაუწყია.

Posted by: Don_Maniac_De_Marco 8 Jun 2013, 22:19
რაც არ უნდა იყოს,
ყველაზე ბევრი ხალხი ლაგუნაზე ივლის,ხომ ვიცი gigi.gif

Posted by: narkozeli 10 Jun 2013, 03:32
Don_Maniac_De_Marco
QUOTE

ყველაზე ბევრი ხალხი ლაგუნაზე ივლის,ხომ ვიცი gigi.gif


ლაგუნაზე ყველაზე ცუდი სიტუაციაა ჩემი მოკრძალებული აზრით...საშინელი ანტისანიტარია

Posted by: B M W lover lady 14 Jun 2013, 10:03
როგორ მქონდა დიპლომატიური სოფლის აუზის იმედი და უკვე 1 წელია ბდაიხურაო გარეშე პირებისთვის.ანუ მხოლოდ იქ მაცხოვრებლებისთვის არის ხელმისაწვდომი.არადა ტერიტორიულად როგორ მაწყობდა.იქნებ დაწეროთ ღია აუზი დიღმის მიმდებარე ტერიტორიაზე?????ცოტა კი მეეჭვება რომ იყოს ეგეთი

Posted by: narkozeli 14 Jun 2013, 18:33
B M W lover lady
QUOTE
იქნებ დაწეროთ ღია აუზი დიღმის მიმდებარე ტერიტორიაზე?????ცოტა კი მეეჭვება რომ იყოს ეგეთი


კი დიღმის მასივივში არის საცურაო სპორტ-კომპლექსი,ზუსტი მისამართი არ მახსოვს სამწუხაროდ((

Posted by: B M W lover lady 17 Jun 2013, 11:03
narkozeli
QUOTE
კი დიღმის მასივივში არის საცურაო სპორტ-კომპლექსი,ზუსტი მისამართი არ მახსოვს სამწუხაროდ((

მართლა?ნამდვილად არ ველოდი.გავარკვევ..მადლობა:*

Posted by: Special_1 17 Jun 2013, 22:45
აკვა პარკი და მისი ჯანი. 30 ლარად 2 კაცი შედის თუ ზუმი აქ biggrin.gif

Posted by: narkozeli 17 Jun 2013, 22:50
B M W lover lady
QUOTE
მართლა?ნამდვილად არ ველოდი.გავარკვევ..მადლობა:*


დღეს ვკითხე ჩემს დას,ის დადიოდა ადრე..დინამოს საწვრთვნელი ბაზის გვერდზეაო



Special_1
QUOTE
აკვა პარკი და მისი ჯანი.


მანდ შარშან კალიების შემოსევაში მოვყევი givi.gif

Posted by: Special_1 17 Jun 2013, 23:05
რავიცი ღია აუზზე კალია შეილება ყველგან შეოგესიოს... ბუნებაა მაინც. თუმცაღა მე შარშან კალია არ დამინახავს აკვაპარკშიbiggrin.gif

Posted by: narkozeli 17 Jun 2013, 23:28
Special_1
QUOTE
რავიცი ღია აუზზე კალია შეილება ყველგან შეოგესიოს... ბუნებაა მაინც. თუმცაღა მე შარშან კალია არ დამინახავს აკვაპარკში


ნეტა კალიის მეტი სხვა პრობლემა არ ქონდეს მაგ აკვა-პარკს biggrin.gif




Posted by: homera 21 Jun 2013, 12:58
ნორმალური-კარგი ბასეინი ისეთი რო ზედახორაც არ იყოს 12 -დან 5 ამდე რომელი იცით საბურთალოზე რო იყოს?????????????????

Posted by: tacka 23 Jun 2013, 21:29
QUOTE
8.ოლიმპთან არსებული საცურაო აუზი9.სისაიდი


ორივეს აქტიური მომხმარებელი ვიყავი.. განსაკუთრებით ოლიმპის. აქ ვისწავლე ცურვა smile.gif
ძალიან კმაყოფილი ვააარ love.gif

* * *
QUOTE
13.ოლიმპიური მზადების სპორტული ცენტრის საცურაო აუზი (დიღომი)



ეს რომელზეა საუბარი დიღმის მასივში რომ არის??
საშინელება... აქ ბავშვები როგორ დაყავთ ვერ ვიგებ დიდებს რო თავი დავანებო

Posted by: ketushaaa 5 Jul 2013, 11:50
ინდივიდუალურზე მინდა სიარული და დამეხმარეთ რა help.gif
სპორტტაიმს ვფიქრობდი და ტრენერებს არ სცალიათ, სუ 4 ტრენერი ყოლიათ. სხვა სად მირჩევთ და ვის, ვისაც გივლიათ? საერთოდ არ ვიცი ცურვა user.gif

Posted by: INA-INA 5 Jul 2013, 17:48
QUOTE (Sno @ 8 Jun 2013, 14:53 )
INA-INA
QUOTE
ძალიან, ძალიან კარგი აუზია ორთაჭალაში სპორტ ტაიმი,

ხო არ იცი დაახლოებით როდის განაახლებს მუშაობს ეგ აუზი? ძალიან მომეწონა მაქ,მინდოდა დამეწყო სიარული,მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ,რომ ავედი რემონტი დამხვდა.ამბობდნენ მალე დაიწყებსო და კიდევ არ დაუწყია.

ორთაჭალის აუზი გახსნილია, ღია და დახურული აუზი ორივე ფუნქციონირებს.

Posted by: GeoDevil 5 Jul 2013, 17:59


მისამართი და ფასი სასწრაფოდsmile.gif
INA-INA

Posted by: INA-INA 5 Jul 2013, 19:08
ორთაჭალაშია, ციხეებთან ახლოს, ფასი 100 ლარი კვირაში 2-ჯერ. 130 ლარი კვირაში სამჯერ. დარეკე მაინც დააზუსტე smile.gif
8 322 72 21 44
მეფე ვახტანგ გორგასლის მე-3 შესახ-75ა, ორთაჭალა (კრწანისის რ-ნი)

Posted by: Girl 8 Jul 2013, 17:49
QUOTE
1.ვაკის საცურაო აუზი და ფიტნეს კლუბი
2.ტონუსი (დოლიძეზე)
3.კრწანისის რეზიდენციის საცურაო აუზი
4.ნეპტუნი
5.ოლიმპიკი
6.კლუბი 71
7.ლაგუნა ვერე
8.ოლიმპთან არსებული საცურაო აუზი
9.სისაიდი
10.ქარიშხალა (არენა)
11.ჯიქიას ღია საცურაო აუზი
12.დელფინი(ვაჟაზე)
13.ოლიმპიური მზადების სპორტული ცენტრის საცურაო აუზი (დიღომი)


აქედან ღია აუზები რომლებია უნდა დავრეკო და ვერ ვიპოვე ყველას საიტი. და ამდენ 09 ნუ გადამახდევინებთ თუ იცით დაწეროთ იქნებ smile.gif))))))))))

Posted by: grafinia79 9 Jul 2013, 14:55
ოლიმპიკში დავდივარ. დახურული აუზია, მაგრამ გარეთ ვერანდაა, სადაც მზის აბაზანების მიღება შესაძლებელია. ალბათ ყველაზე საუკაეთესო აუზია სადაც ვყოფილვარ.

Posted by: Lotosi 11 Jul 2013, 22:51
რა ფასებია ოლიმპიკში ?

«ოლიმპიური მზადების სპორტულ ცენტრი» დიღომში ბასეინი - როგორი სიტუაციაა და ფასები ხომ არ იცით?

Posted by: Girl 16 Jul 2013, 15:14
QUOTE
ოლიმპიკში დავდივარ. დახურული აუზია, მაგრამ გარეთ ვერანდაა, სადაც მზის აბაზანების მიღება შესაძლებელია. ალბათ ყველაზე საუკაეთესო აუზია სადაც ვყოფილვარ.

ეს რომელია ტერიტორიულად სად არის

Posted by: Keta023 24 May 2014, 23:30
დღეს სადაა ღია აუზი ყველაზე კარგი ფასებით და კარგი მზის აბაზანებსი მიღებაც რომ შეიძლებოდეს smile.gif

Posted by: narkozeli 25 May 2014, 04:13
Keta023

ჰოლიდეი ინნის აუზია ღია,მაგრამ ფასები არ არის დაბალი.

ჯიქიაზე არის შედარებით ნაკლები ფასი.ნახე ფეისბუქზე ჰოლიდეი ინნის და ჯიქიას ღია საცურაო აუზები smile.gif

Posted by: ErykaBadu 25 May 2014, 22:08
QUOTE
ჯიქიას ღია საცურაო აუზი smile.gif


ჩემი სააფფხულო ადგილსამყოფელი love.gif love.gif love.gif

Posted by: ninano12 28 May 2014, 12:04
ლაგუნა როგორ დახურეს sad.gif
Keta023
ხოო დღეს სად უნდა იარო არ ვიცი
ჯიქია მაგრამ მე არ მიყვარს
ზარალაა კარგია მაგრამ ძვირი ღირს ))

Posted by: kerilyn 29 May 2014, 02:57
მართლა არ გვაქვს ნორმალური აუზი ძალიან ძვირიც რომ არ იყოსსს sad.gif

Posted by: makunia11 30 May 2014, 15:20
ყველაზე სუფთა ბასეინი სადაა და კარგი პირობები?

Posted by: Keta023 31 May 2014, 14:44
წავედი ისევ "ბალკონზე", რა ფასებია ყველგან რაააა sad.gif(

Posted by: voice of amerika 2 Jun 2014, 21:14
საშინელი ფასებია მართლა .. ერთადერთი ჯიქიაა შედარებით ნორმალური ისიც არ მიყვარს sad.gif

Posted by: hermion granger 20 Jun 2014, 20:15
Keta023

QUOTE
დღეს სადაა ღია აუზი ყველაზე კარგი ფასებით და კარგი მზის აბაზანებსი მიღებაც რომ შეიძლებოდეს


დახურული კლუბ 71-შია მთელი ზამთარი დავდიოდი და კმაყოფილი ვარ, ანუ წყალს ხშირად ცვლიან.. ღია აუზი ნეპტუნია, ბენდუქიძის გვერდით, ასევე ხშირად იცვლება წყალი.. ფასები არარეალურად მაღალია.
QUOTE
ჯიქიაა

ფასი დაბალი, ოღონდ რომ ჩახვალ იქიდან რას ამოიტან ამის გარანტიას არავინ არ მოგცემსsmile.gif ჰოლიდეიც კარგია, მაგრამ რომ მივედი უკანვე წამოვედი, ძალიან ბევრი ხალხია. ჭირს შეზლონგი და მერე წყლის გადავლებაზეა რიგი

Posted by: Darkside Of Me) 1 Jul 2014, 13:09
ღია აუზები ჯიქია-ორთაჭალა თბილისის ზღვის კლუბის გარდა სადაა ბრატცი?
ერთჯერადი შესვლით რომ იყოს,
ნორმალურ ფასად

Posted by: narkozeli 1 Jul 2014, 15:57
Darkside Of Me)
QUOTE
ჯიქია-ორთაჭალა თბილისის ზღვის კლუბის გარდა სადაა ბრატცი?
ერთჯერადი შესვლით რომ იყოს,
ნორმალურ ფასად


ჰოლიდეი ინის ღია აუზი.
50ლარია ერთჯერადი შესვლა

Posted by: genchikaa 1 Jul 2014, 19:41
ვაკის აუზი ოღონდ ზარალასი კარგია თუ იცით ?

Posted by: sandroEVO 1 Jul 2014, 19:49
narkozeli
QUOTE
50ლარია ერთჯერადი შესვლა

30 ლარია ჰოლიდეი ინის აუზი 24 საათია
მე ასე ვიცი,,,

Posted by: narkozeli 1 Jul 2014, 21:33
sandroEVO

1თვის წინ ნამდვილად 50 ღირდა და ეხლა თუ დაუკლეს არ ვიცი biggrin.gif

Posted by: Merengues 2 Jul 2014, 12:33
QUOTE
1თვის წინ ნამდვილად 50 ღირდა და ეხლა თუ დაუკლეს არ ვიცი

ვიქენდზე 65 ღირს დაჟე biggrin.gif

Posted by: sallyBourbon 2 Jul 2014, 14:55
QUOTE (Keta023 @ 31 May 2014, 14:44 )
წავედი ისევ "ბალკონზე", რა ფასებია ყველგან რაააა sad.gif(

+1



ვაიმე მეგონა მარტო მე ვკოტრიალობდი აივანზე biggrin.gif





ისე სპორტ თაიმის ღია აუზიც მაწყობს smile.gif





ხომ არ იცით ისან-სამგორში ღია აუზი .. აქეთ ცივილიზაცია ნაკლებადაა sad.gif





http://pix.ge/





wink.gif










chups.gif

Posted by: Darkside Of Me) 6 Jul 2014, 11:17
sallyBourbon
სპორტ თაიმი კარგია მარა კვირაობით თავისუფალი შეზლონგებიც არააო sad.gif

narkozeli
ძვირია ტო sad.gif
შეყვარებულთან ერთად დავდივარ სულ (მარტო არ მიშვებს საცურაო კოსტუმიან გოგოებში)

ერთი შესვლა 130 ლარი + ბარი 30-40 ლარი sad.gif

Posted by: Chupa Chups 25 Jul 2014, 18:03
ოლიმპიკის ფასები დაწერეთ რა ვინმემ თუ იცით..

Posted by: ანაბელი 26 Jul 2014, 23:21

QUOTE
სპორტ თაიმი კარგია მარა კვირაობით თავისუფალი შეზლონგებიც არააო



აა, საკუთარი შეზლონგით უნდა გაიჩითო? biggrin.gif biggrin.gif

არადა ხვალ ვაპირებდი გადარბენას biggrin.gif biggrin.gif
* * *
Chupa Chups


საიტზე უწერიათ ერთჯერადი შევვლა 25 ლარიო smile.gif

http://olympic.ge/

ოლიმპიკს ღია აუზი აქვს?

Posted by: vinchenz@ 26 Jul 2014, 23:40
სპორტ ტაიმში ნივთები მოგვპარეს დახურული კარადიდან, იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ ნებისმიერი გასაღები აღებს ნებისმიერ კარადას, ხოდა ფრთხილად იყავით. არ გაუფრთხილებივართ ამის შესახებ, ვიღაცეებს კი ეუბნებოდნენ ფასეული ნივთები დაგვიტოვეთ რესეპშნშიო. ხოდა წამოვიყვანე ბავშვები პლაავკებში და შლოპანცებში. თუმცა ადმინნისტრაციამ დაგვიბრუნა შესვლის ფული, მაგრამ მიანც უსიამოვნო ინციდენტი იყო, ასე რომ გაითვალისწინეთ.

Posted by: NINA-LL 27 Jul 2014, 00:56
ანაბელი
ოლიმპიკს დახურული აუზი აქვს და ტერასა ნამზეურის მისაღებად.

Posted by: likable 30 Jul 2014, 17:44
QUOTE
 საცურაო აუზები, თბილისში

თბილისის ზღვაზე კარგიაა თუ იცით?

Posted by: Brock 30 Jul 2014, 19:52
ლაგუნა ვერე არის ჩემი ცხოვრების ნაწილი, ბავშვობა და თინეჯერული პერიოდი მანდ მაქ გატარებული და იმაზე დიდ ხანს ვიყავი ვიდრე სკოლაში ან ხმელეთზე biggrin.gif

Posted by: demna_ 31 Jul 2014, 00:06
ოლიმპიკში ვვარჯიშობ დიდი ხანია და არასდროს მქონია პრობლემა არაფრის დაკარგვაზე და .აშ. სისუფთავე ძალიან კარგი, მომსახურება ასევე. user.gif

Posted by: ketizaza 31 Jul 2014, 00:29
likable
თბილისის ზღვაზე არის 3 აუზი
1. ჯინო, რომელიც მართლა კარგია, მაგრამ ცოტა ძვირია (39ლ), ჰოტსეილზე თუ იყიდი ვაუჩერს 30ლ
2. თბილისის ზღვის კლუბი Tbilisi Sea Club (facebook-ზე ჩაწერე და სურათებს ნახავთ)- ნორმალური სიტუაციაა, ფასი 15 ლ, 2 აუზია მაგრამ არცერთი არ არის ღრმა და ცურვით ვერ ისიამოვნებ. გასარუჯად თუ წახვალთ და გასაგრილებლად..
3. თემქის მხარეს არის ერთი აუზი კიდევ, სახელი არ ვიცი. 10 ლარი შესვლა. დილით თუ წახვალთ ისიამოვნებთ ცურვით, შუადღის მერე ძალიან ბევრი ხალხია. სისუფთავეც ვერ არის მაინც და მაინც კარგი..

მგონი ყველაზე ნორმალური ფასიც და სიტუაციაც ევრო-პარკშია.(ნახალოვკაშია ნინუას ქუჩაზე, კიკვიძის ბაღის უკან) 30 ლარი ორი ადამიანი (ჯეოსელის აბონენტი უნდა იყო და ჩართული უნდა გქონდეს პაკეტი "მეტი")

Posted by: likable 1 Aug 2014, 18:58
demna_
QUOTE
ოლიმპიკში ვვარჯიშობ დიდი ხანია და არასდროს მქონია პრობლემა არაფრის დაკარგვაზე და .აშ. სისუფთავე ძალიან კარგი, მომსახურება ასევე.

კარადები აქვთ ხო/ და მაინტერესებს პირადი მწვრთნელის აყვანა თუა შესაძლებელი და რა ღირს

Posted by: wikwika 1 Aug 2014, 21:39
აუზზე სიარული მინდა 100 150 ლარის ფარგლებში და სადმე ხომ ვერ მირჩევთ?

Posted by: levaa 1 Aug 2014, 21:58
QUOTE
კარადები აქვთ ხო/ და მაინტერესებს პირადი მწვრთნელის აყვანა თუა შესაძლებელი და რა ღირს



არენაზე არის მხრივ იდეალური სიტუაცია, ელექტრონული საკეტები რომელსაც თუ გამოანგრევ მარტო yes.gif


QUOTE
აუზზე სიარული მინდა 100 150 ლარის ფარგლებში და სადმე ხომ ვერ მირჩევთ?



user posted image

მაგრამ ეხლა დაკლებულია ფასები მოშნად ეს ძველია


და ფასდაკლების საიტებზე დაიდო ერთჯერადი შემოსვლის აქცია, 30 ლარის ნაცვლად 15 ლარად აუზი, ფიტნესი, საუნა, ჯაკუზი და ვერანდა.

Posted by: wikwika 1 Aug 2014, 22:06
QUOTE (levaa @ 1 Aug 2014, 21:58 )
QUOTE
კარადები აქვთ ხო/ და მაინტერესებს პირადი მწვრთნელის აყვანა თუა შესაძლებელი და რა ღირს



არენაზე არის მხრივ იდეალური სიტუაცია, ელექტრონული საკეტები რომელსაც თუ გამოანგრევ მარტო yes.gif


QUOTE
აუზზე სიარული მინდა 100 150 ლარის ფარგლებში და სადმე ხომ ვერ მირჩევთ?



user posted image

მაგრამ ეხლა დაკლებულია ფასები მოშნად ეს ძველია


და ფასდაკლების საიტებზე დაიდო ერთჯერადი შემოსვლის აქცია, 30 ლარის ნაცვლად 15 ლარად აუზი, ფიტნესი, საუნა, ჯაკუზი და ვერანდა.

აი იცი როგორ პონტს ვეძეებ? ეხლა მივედი ასპრიაში დინამოზე როა 100 ლარს ვიხდი და ყოველ დღე ვარ დილის 9დან ღამის 11 ამდე როცა გინდა მიდი და რამდენიხანიც გინდა ივარჯიშე პროსტო ეს ფიტნესია და დაახლოებით პონტს ვეძებ აუზებზე რა ნუ არ მინდა 24 საათიანი პროსტო დიღომში იყო 100 ლარი 1 საათი გიწევდა და კვირაში 3 ჯერ იყო და 2 საათი მაინც რო ყოფილიყო გაასწორებდა

Posted by: levaa 1 Aug 2014, 22:15
wikwika


არ ვიცი ფასები ზეპირად მარა ვიცი რო ღირს სიარული იმიტო რო აუზში ვერ ეტევიან იმდენი არიან ხოლმე, ეხლა კდიე კაი გაიკრიფნენ

თან საუნა ვერანდა და ჯაკუზი რო გაქ აუზთან ერთად იმენა ცხონებაა jump.gif

Posted by: wikwika 1 Aug 2014, 22:18
QUOTE (levaa @ 1 Aug 2014, 22:15 )
wikwika


არ ვიცი ფასები ზეპირად მარა ვიცი რო ღირს სიარული იმიტო რო აუზში ვერ ეტევიან იმდენი არიან ხოლმე, ეხლა კდიე კაი გაიკრიფნენ

თან საუნა ვერანდა და ჯაკუზი რო გაქ აუზთან ერთად იმენა ცხონებაა jump.gif

მარტო 100 ლარი რო გადავიხადო და აუზი მომცენ არ უნდა? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif მაშინ მარტო არ უნდა იარო ვინმესთან ერთად უნდა მიხვიდე რო გაისწორო

Posted by: makine 25 5 Sep 2014, 11:47
სად შეიძლება ცურვის სწავლა?კარგი მწვრთნელი რომ იყოს რა...და ეგრევე ღრმა აუზში რომ არ შემაგდონ..დამეხმარეთ რა

Posted by: colmar 5 Sep 2014, 13:51
ოლიმპიური მზადების სპორტული ცენტრის საცურაო აუზი (დიღომი) ამ აუზზე რა აზრის ხართ? დახომ არ იცით ფასები

Posted by: Blue October 7 Sep 2014, 20:58
ბოლოსდაბოლოს, არსებობს თუ არა ქუდი, რომელშიც წყალი არ შემივა?

ჩამომერეცხა ჩემი სიმწრით მიღწეული ფერი facepalm.gif

Posted by: narkozeli 7 Sep 2014, 21:01
Blue October
QUOTE
ბოლოსდაბოლოს, არსებობს თუ არა ქუდი, რომელშიც წყალი არ შემივა?


არ არსებობს biggrin.gif

Posted by: Blue October 7 Sep 2014, 21:07
narkozeli


sad.gif აქამდე იმედი მაინც მქონდა cry.gif biggrin.gif

Posted by: გობალა 9 Sep 2014, 09:11
არენაზე ვაპირებ სიარულს და სისუფთავის ამბავში როგორია ხომ არ იცით?

Posted by: d1GmeLa 9 Sep 2014, 12:24
QUOTE (გობალა @ 9 Sep 2014, 09:11 )
არენაზე ვაპირებ სიარულს და სისუფთავის ამბავში როგორია ხომ არ იცით?

კარგი პირობებია, სისუფთავის პრობლემა არ აქვთ ნამდვილად

****************************************************

დიღმის საცურაო აუზი და არენა შემიდარეთ რა?

Posted by: Chupa Chups 9 Sep 2014, 12:45
ანაბელი

QUOTE
ოლიმპიკს ღია აუზი აქვს?

არა ,
გასაზაგრად გარეთ გადიან ხოლმე, არის შესაბამისად მოწყობილი ..

ამ აუზზე თუ იცით კარგია ?
http://infoman.ge/geo/company/swimming_pool_neptuni




Posted by: გობალა 9 Sep 2014, 14:27
d1GmeLa
QUOTE

დიღმის საცურაო აუზი და არენა შემიდარეთ რა?


დიღომშიცაა რამე კაი აუზი?
მე ეგ უფრო მინდა , ტერიტორიულად მაწყობს, სადაა და რა ღირს თვე, კაი პირობებია?

Posted by: Harper 12 Sep 2014, 22:26
გამარჯობა მაინტერესებს სად შიეძლება ვიარო ცურვაზე. დაახლოებით 100 ლარი რო ღირდეს აბონიმენტი. მადლობა წინასწარ.

Posted by: Lacrimosa_ 13 Sep 2014, 11:33
გობალა

დიღომზე თუ რაიმე გაარკვიო, მეც მითხარი რა

Posted by: mariooo 20 Sep 2014, 18:20
Lacrimosa_


დიღომში, ლუბლიანაზე არის აუზი "ნემო" კერძო სკოლის შენობაშია http://nemopool.ge/ საიტზე წერია ყველაფერი. ისე მიუხედავად იმისა რომ მე აქვე ლუბლიანაზე ვცხოვრობ, გლდანის აუზზე დავდივარ დილაობით. ნემოში საღამოს საათებიდანაა როგორც მომწერეს თვითონ.
* * *
გობალა


www.nemopool.ge

საიტზე დევს ფოტოებიც და ინფოც. მე გლდანში დავდივარ და ძაან მომწონს. (არადა დიღომში ვცხოვრობ smile.gif))

Posted by: Lacrimosa_ 21 Sep 2014, 00:21
mariooo
Madloba gamoxmaurebisatvis. Da gldanshi sadaa auzi?

Posted by: king001 8 Mar 2015, 18:48
Seaside როგორია ვინმემ იცით??? აუზი პატარა ჩანს და არის შესახლებლობა რომ ერთ შესვლაზე 1 კმ-ი მაინც გავცურო თუ აკვარიუმის პონტია??? ტრენაჟორებიც მაინტერესებს თუ არის სხვადასხვა სახეობის???

Posted by: ანიკა 11 Mar 2015, 15:23
..გლდანის აუზი რა ღირს?

ლინზებით დადიხართ ვინმე?..


Posted by: Laka29 21 Mar 2015, 21:17
ცურვის სწავლა რომელ აუზზე შემიძლია? ყველგან ექნებათ ნეტა? რომელიმეს ხო ვერ მიეჩევთ დიდებისთვის ოღონდ

Posted by: Nikusha04 23 Mar 2015, 22:57
აუზზე მინდა სიარული რომელს მირჩევთ, ვაკე-საბურთალოს ფარგლებში რომ იყოს , ბახტრიონზე ვცხოვრობ და შორს ვერ ვივლი.

Posted by: narkozeli 23 Mar 2015, 23:03
Nikusha04
QUOTE
ბახტრიონზე ვცხოვრობ და შორს ვერ ვივლი.


დოლიძის დასაწყისში,გეპეის პირველი კორპუსის უკან "ტონუსი".ერთერთი ნორმალური,სუფთა და სანდო აუზი თბილისში.ეგ არის შენგან ყველაზე ახლოს. ზემოთ ფანასკერტელზეცაა,სკოლის შენობაში მაგრამ ბავშვებისთვისაა მარტო.

Posted by: Nikusha04 24 Mar 2015, 12:04
ხოო ეგ ვიცი მაგაზე და არენაზე ვფიქრობ ისეც არ მინდა რო ბევრი ხალხი იყოს არენა კაია ისე?

Posted by: Africa 26 Mar 2015, 18:11
გეპეის აუზრი რა ღირს ხო არ იცით?და ტაშკენტზე რო იყო პავლოვიდან რო უხვევ ეგ აუზი კიდე არი?თუ კი მაგის ფასებიც ხო არ იცით?

არენაზე რო ვიარე რაღაც აქციები აქ და იმდენი ხალხი იჩIთება რო ვერ ჩახვალ კაროჩე მაგიტო დავანებე თავი.

ფული თუ არ გენანებათ ყველაზე კაი ბენდუქიძეა გენანებათ რა თუ გაქვთ თორე დასანანებელი არ არი)

Posted by: rebelrebel 2 Apr 2015, 19:29
მირჩიეთ სად ჯობია მიყვანა ბავშვის 5 წლიის არის.

Posted by: Africa 8 Apr 2015, 17:00
QUOTE
rebelrebel

სადაც ძვირია)

Posted by: sanfol 8 Apr 2015, 17:26
რამე აუზი მირჩიეთ რა ოღონდ ცურვა არ ვიცი და სამაშველო ნავს ან რამე მასეთს შემატანინებენ რო არ დავიხრჩო? baby.gif

Posted by: Africa 8 Apr 2015, 17:28
QUOTE
sanfol


რავი თითქმის ყველა აუზზე ვარ ნამყოფი ბენდუქიძეზე მაგარი არ იყო არცერთი.მანდ სიარული იმინა დასვენებაა.

Posted by: sanfol 8 Apr 2015, 17:35
Africa
QUOTE
რავი თითქმის ყველა აუზზე ვარ ნამყოფი ბენდუქიძეზე მაგარი არ იყო არცერთი.მანდ სიარული იმინა დასვენებაა.

და ცურვა რო არ ვიცი მაგას რა ვუყო? მართლა სამაშველო ჟილეტები აქვთ?

Posted by: Africa 8 Apr 2015, 22:08
QUOTE
sanfol

აუზებში ყველაზე ბევრ რაღაცას მაგ აუზე იზავ ცურვის გარდა.

Posted by: sanfol 9 Apr 2015, 12:49
Africa
QUOTE
აუზებში ყველაზე ბევრ რაღაცას მაგ აუზე იზავ ცურვის გარდა.

მაგალითად? და სადაა ეგ აუზი? რა პონტია დაწერე ყველაფერი მაინტერესებს biggrin.gif

Posted by: FBiography 9 Apr 2015, 13:16
წყალბურთის სასტავი იჩითება რო ვითამაშოთ?

Posted by: Africa 9 Apr 2015, 15:44
ვაკეში ფეხბურთის ფედერაციის წინ.ტრენაჟორები საუნა ჯაკუზი.როცა გინდა მიდი როცა გინდა წამოდი რამდენჯერაც გინდა რამდენი ხანიც.

პროსტა 1 მინუსი ის აქ რო სიარულს რო იწყებ გიწევს 1 და 12 თვის ფულის გადახდა 700 ლარზე მეტი გამოდის.350 ღირდა ერთი თვე თუ სწორად მახსოვს.ყველაზე კაი რაც არი სიტუაციაა წყნარი და თავზე არ გაზის კამანდა.

Posted by: sanfol 9 Apr 2015, 21:35
Africa
მადლობა, ვიცი მგონი არენა 2 ქვია თუ რაღაც მსგავსი

Posted by: ocdaoriormocdashvidi 4 May 2015, 19:27
ჰოლიდეი ინის საცურაო აუზზე ერთჯერადი შესვლა რა ღირს ხო არ იცით?

Posted by: MySweetAudrina 12 May 2015, 18:49
ocdaoriormocdashvidi

ერთჯერად შესვლას არ გირჩევ, წელს მთლიანი სეზონის აბონემენტი იაფი ეღირება, მე როგორც ვიცი smile.gif

Posted by: natashka17 12 May 2015, 20:16
MySweetAudrina
მთლიანი სეზონის აბონემენტი რა ღირდა წინა წლებში ხომ არ იცი?

Posted by: Merengues 13 May 2015, 13:05
natashka17
1000+

ეხლა 900 ღირს

Posted by: MySweetAudrina 13 May 2015, 16:49
natashka17

ახლა ღირს ცხრაას რაღაც ლარი თუ ახლავე აიღებ აბონიმენტს, 4 თვიანი, სანამ აუზი დაიხურება ანუ. რაც არის იაფი და მერე 600 ლარი იქნება ერთი თვე, ჯერ არ არის ფაქტიურად აუზი გახსნილი

Posted by: catalonieli 13 May 2015, 17:02
ocdaoriormocdashvidi
50 ლარი ღირს ერთჯერადი შესვლა მარა დროში შეზღუდული არ ხარ ერთხელ ვიყავი და გაასწორა მაგრად

Posted by: Harper 19 May 2015, 00:20
პირსახოცების პრობლემაა თითქმის ყველგან.ამხელა თანხას რომ იხდი,მომსახურებაც შესაბამისი უნდა იყოს.ძალიან დაბალ დონეზეა სისუფთავე

Posted by: katrini 29 May 2015, 23:21
მე ნეპტუნში დავდივარ და ძალიან მომწონს , ბასეინი დიდია , სისუფთავეა , ტრენაჟორები , კარგი გარემო , მოკლედ მაგარია .ყველას გირჩევთ , ფასები შედარებით მაღალია , მაგრამ ღირს ნამდვილად

Posted by: Elbereth_Gilthoniel 30 May 2015, 00:47
ხალხნო ცურვის სწავლა მინდა, ერთმა იკითხა აქ, მაგრამ ნორმაური პასუხი არავინ გასცა, ხოდა კიდევ დავსვავ ამ კითხვას smile.gif)
რამე ნორმაური აუზი მინდა, ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე, კარგი ყურადღებიანი ტრენერით, ნუ ქალი თუ იქნება კარგია, თუ არა არც ეგაა პრობლემა... სისაიდი და ნეპტუნი და 400 ლარიანი აბონემენტები არ გამაგონოთ, 8-12 გაკვეთილი მინდა რომ ვიარო და კარგად ვისწავლო, ნორმალური პირობებით, ფეშენებელური აპარტამენტები არ მაინტერესებს... მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: Arien 30 May 2015, 11:25
Elbereth_Gilthoniel

მე არენაზე ვისწავლე ცურვა,პირველად ავიღე 8 ვიზიტი,ფასდაკლება ქონდათ და 112 ლარი გადავიხადე,დამატებით ვიხდიდი 15 ლარს ყოველ მისვლაზე, ინდივიდუალური მწვრთნელის მომსახურებისათვის.ასე 5-6 ვიზიტი მეყო იმისთვის რომ წყლის არანორმალურად აღარ მეშინოდა,ბრასით და ზურგზე თავისუფლად ვცურავდი,ნუ ყოველ შემთხვევაში არ ვიძირები user.gif კროლი არ გამომდის.
მწვრთნელი ქალიც იყო და კაციც.

Posted by: pheles 30 May 2015, 12:27
Elbereth_Gilthoniel
ჯიქიაზეა რააღაც, ჩემები დადიან, ძაან კარგი ფასებია და ტრენერებიც ყურადღებიანები ჰყავთ :3

Posted by: pucukia 30 May 2015, 12:34
QUOTE (katrini @ 29 May 2015, 23:21 )
მე ნეპტუნში დავდივარ და ძალიან მომწონს , ბასეინი დიდია , სისუფთავეა , ტრენაჟორები , კარგი გარემო , მოკლედ მაგარია .ყველას გირჩევთ , ფასები შედარებით მაღალია , მაგრამ ღირს ნამდვილად

რა ღირს და სადაა?


არენას აქვსო 120 ლარად ულიმიტო 1 თვიანიო ოღონდ დილის საათებშიო და ხო არ იცით რამე?

Posted by: Arien 30 May 2015, 13:38
pucukia
QUOTE
არენას აქვსო 120 ლარად ულიმიტო 1 თვიანიო ოღონდ დილის საათებშიო და ხო არ იცით რამე? 
       


კი,აქვთ,არენა II -ზე https://www.swoop.ge/offers/102452

მე არენა I-ზე ვიღებდი ერთ თვიან, ულიმიტო, 165 ლარიან პაკეტს შეზღუდულ დროზე 07-დან - 18.00სთ.-მდე.
20%-ნი ფასდაკლებაც ხშირად აქვთ.

Posted by: katrini 30 May 2015, 15:48
ნეპტუნი არის ვაკის პარკის წინ,ბენდუქიძის გვერდზე,ზუსტად არ ვიცი ფასები,მე კორპორატიული პირობებით დავდივარ,როგორც ვიცი 200 ლარი ღირს 12 შესვლა და 400 ულუმიტო,ამ ნომერზე0322250486 დაურეკეთ და კითხეთ ჯობია

Posted by: akkai 30 May 2015, 16:40
Arien
რა სხვაობაა არენა 1 და არენა 2 ს შორის ?
ის 120 ლარიანი აუზი აკმაყოფილებს ელემენტარულ.ჰიგიენურ ნორმებს ?

Posted by: Arien 30 May 2015, 23:28
akkai
სხვადასხვა შენობებია, არენა II მოგვიანებით გაარემონტეს და სავარაუდოდ იგივე პირობებია რაც არენა I-ზე.
ჰიგიენური ნორმები დამაკმაყოფილებელია,თავიდან სამედიცინო შემოწმებაზე გავედი,მაგრამ მერე ერთთვიანი წყვეტა მქონდა და პირდაპირ შემიშვეს.წყალი დაქლორილია,დუშებს,საპირფარეშოებს და გასახდელს სულ ასუფთავებდნენ,საუნით და ვერანდით სარგებლობაც შეგიძლია,შედის პაკეტში.რა ვიცი მე მომწონდა,დილით ადრე დავდიოდი და რაღაც პერიოდი სულ მარტოც ვყოფილვარ,თუმცა ბავშვთა სინქრონული ცურვის ჯგუფთან
ერთად რომ მოვხვედრილვარ ხელი ვერ გამინძრევია.ფეისბუქზე აქვთ გვერდი,თუ მოძებნი იქ უფრო მეტის გაგება შეიძლება smile.gif

Posted by: n1n1ko 12 Jan 2016, 11:19
გამარჯობა
მაინტერესებს სადმე დიდ დიღომთან ახლოს (დიღმის მასივი, გლდანი...) თუ იცით სუფთა ბასეინი, სადაც ბავშვს კარგად და მალე ასწავლიან ცურვას. ვინც ნამდვილად იცით, იქნებ მირჩიოთ სად ჯობია ვატარო?! დამყავდა სკოლის ბასეინზე რამოდენიმე თვე და არაფერი უსწავლია, ჩაუყრიდნენ თურმე ტივტივებს და იჭყუმპალავეთო ეუბნებოდნენ smile.gif ეგეთი არ მინდა.

Posted by: ditrixa_catalonieli 12 Jan 2016, 14:22
კოპალას ბასეინი მევასება მარგად ვაკეში პროსტა ის ტეხავს რო მარტო აუზის აბონემენტი არ აქვთ თუ ყიდვაა ყველაფერი ერთად უნდა იყიდო და კაი ფასსაც ურტყავს biggrin.gif

Posted by: narkozeli 19 May 2016, 01:06
აბა მოვიდა ზაფხული,გავაქტიურდეთ biggrin.gif

ვინ სად დადიხართ წელს?

Posted by: Hahman 31 Jul 2017, 15:48
სად არის ყველაზე კარგი საცურაო აუზი?

Posted by: პრისტავი 1 Aug 2017, 10:03
საცურაო შარვალ-კოსტუმებზე არ არი თემა?

Posted by: datunia93 1 Aug 2017, 10:33
მოცურავე ვინ ხართ აბა, მეგონა კარგაც ვცურავდი მარა სუნთქვამ ტვინი მომიხნა რა smile.gif მინდა ყოველ მეოთხე მოსმაზე ამოვისუნთო, მარა მავიწყდება და საამ არ ვიგუდები თავი წყალში მაქვს biggrin.gif

Posted by: Chicky 8 Nov 2017, 13:22



ჯიქიას აუზი არ მომწონს down1.gif down1.gif

Posted by: Krusty_the_Clown 21 Nov 2017, 14:21
datunia93
ჯერ ის დაწერე, რომელ სტილს გულისხმობ? ალბათ კროლი ხომ? ყოველ მესამეზე სტანდარტულად უნდა ჩაისუნთქო ხოლმე, ამოსუნთქვით წყლის ქვეშ გაუშვებ ჰაერს. ცურვა უპირველეს ყოვლისა სუნთქვაა.

Posted by: fermina 5 Jul 2018, 15:13
საბურთალოზე ყველაზე ნორმალური აუზი რომელია?

არენა?

Posted by: <<Innamorata>> 7 Jul 2018, 01:29
fermina
გააჩნია რისთვის გინდაsmile.gif)) გასარუჯად არენა ან ჯიქიაზე...

ისე რეკომენდაციას ბილტმორს ვუწევ.ნუ თუ ფინანსები ხელს გიწყობთ რედისონიც ფანტასტიურია..
..


თუ ქალაქგარეთ გახვალთ, წოდორეთის რანჩოც კარგია...

Posted by: Kokoschka 26 Jul 2018, 06:40
სადმე დახურული აუზი, ნაკლები ხალხით (და უმეტესწილად ქალებით) ხომ არ გეგულებათ? rolleyes.gif

Posted by: Arien 26 Jul 2018, 10:37
Kokoschka
QUOTE
სადმე დახურული აუზი, ნაკლები ხალხით (და უმეტესწილად ქალებით) ხომ არ გეგულებათ? 



ივლისის თვეში ეგეთი გლდანის აუზი იყო,ახმეტელის თეატრის უკან.

დილით ადრე დავდიოდი,რვის ნახევარზე 3-4 კაცზე მეტი არ მინახავს,პატარა აუზში აერობიკა ტარდება,სულ ქალები არიან.
შაბათ-კვირას,შუადღეს მარტოც ვყოფილვარ.საღამოს 8-9სთ.-ზე ბავშვები არიან და ცურვის შემსწავლელი მოზრდილთა ჯგუფები.
ორჯერ ვიყავი და აზრი არ ჰქონდა,ამიტომ ისევ დილით ვაპირებ სიარულს.
სიმშვიდეა,სისუფთავე,ვარჯიშისთვის,დასვენებისთვის კარგია.

Posted by: nestora_1 27 Jun 2019, 08:20
გავაცოცხლოთ ეს თემა smile.gif აბა რას იტყვით არენას საცურაო აუზზე? წელს როგორია? არის სისუფთავე ან დაავადების აკიდების შანსი biggrin.gif biggrin.gif

Posted by: fermina 28 Jun 2019, 10:07
Kokoschka
QUOTE
სადმე დახურული აუზი, ნაკლები ხალხით (და უმეტესწილად ქალებით) ხომ არ გეგულებათ? 


კლუბი 71 ვაჟაზე, იდეალური სისუფთავე, სიწყნარე, ცოტა ხალხი. ოღონდ ძვირია ცოტა.

ტერიტორიულად გააჩნია სად გინდა. არენაც დახურულია, მაგრამ დიდად არ მომხიბლა წელს.

Posted by: senpai 28 Jun 2019, 10:42
fermina
QUOTE

კლუბი 71 ვაჟაზე, იდეალური სისუფთავე, სიწყნარე, ცოტა ხალხი. ოღონდ ძვირია ცოტა.

რა ჯდება თვე ? ვიზიტების მიხედვით.

Posted by: fermina 28 Jun 2019, 11:59
senpai
QUOTE
რა ჯდება თვე ? ვიზიტების მიხედვით.


სიმართლე გითხრა, მარტო აუზის აბონემენტი არის თუ არა შესაძლებელი, არ ვიცი. მე მგონი, არა. უნდა აიღო აუზი პლუს სავარჯიშო დარბაზი და სტუდიური ვარჯიშები, მთელი კომპლექტი.

ამიტომაცაა ცოტა ხალხი, ძირითადად 30 + ასაკის, არის სიწყნარე, სიმშვიდე, სისუფთავე.

https://club71.ge/club-aboniments/abonementebi/

აი აქაც ნახე.

Posted by: senpai 28 Jun 2019, 12:20
fermina
მადლობა, მართლაც ცოტათი ძვირია ამ კრიზისის ფონზე. თუმცა საცოცი კედლებიც ქონიათ biggrin.gif


თავად სარგებლობ ? რამდენად კმაყოფილი ხარ სიტუაციით ?


ვერ ვნახე სავარჯიშო დარბაზის სიტუაცია. სულ ახლო კადრებია sad.gif

სარბენი ბილიკები და კარდიო მხარე აქვთ ?

Posted by: fermina 28 Jun 2019, 12:36
senpai
QUOTE
თავად სარგებლობ ? რამდენად კმაყოფილი ხარ სიტუაციით ?


ვერ ვნახე სავარჯიშო დარბაზის სიტუაცია. სულ ახლო კადრებია 

სარბენი ბილიკები და კარდიო მხარე აქვთ ?


კი და ვფიქრობ, აქამდე სად ვიყავი. ზუსტად ჩემი სახლის წინაა, ეგ ერთი უდიდესი პლიუსი. ფასდაკლება ჰქონდათ ახლა, 280 ლარი ღირდა ულიმიტო biggrin.gif

მე ძალიან მომწონს და მაწყობს. დილით 07:30 გადავდივარ, დავრბივარ, მერე ვცურავ 9 საათამდე. ამ დროს მართლა ძალიან ცოტა ხალხია.

საუნებიცაა ძალიან კარგი, არომატული ორთქლის და ფინური, თან რა თქმა უნდა ქალების და კაცების ცალკ-ცალკე. ძაილან მოვლილი და სუფთა.

საღამოს დავდივარ იოგაზე ან სხვა ჯგუფურ ვარჯიშზე.

კი, ყველაფერი აქვთ, სარბენი ბილიკებიც, კარდიოც და ა.შ.

შეგიძლია მიხვიდე და დაგათვალიერებინებენ და ისე მიიღო გადაწყვეტილება.

მე ძალიან კმაყოფილი ვარ და ვნანობ, აქამდე რატომ არ დავდიოდი. მეძვირებოდა და არადა რომ დავფიქრდი, ჩემ შემთხვევაში ნამდვილად ღირს. აუზი და იოგა ისედაც მინდოდა და ორივე ცალკ-ცალკე ულიმიტო აბონემენტი კი გამოდის 300 ლარი, თან მანძილი, ბენზინი, პარკირება, ნერვების შლა, დრო და ა.შ. ეს კი იდეალური ვარიანტია.

Posted by: senpai 28 Jun 2019, 12:40
fermina
დიდი მადლობა.

ანუ ულიმიტო ნიშნავს რომ მთელი თვე შეგიძლია მისვლა დღეში ორჯერაც კი ხო ? და იმ ნებისმიერი სერვისებით სარგებლობა, რასაც მოიცავს ეგ კონკრეტული აბონემენტი.


ისე მინდა გავაკეთო რომ დილას ცურაობა გამომივიდეს და საღამოს კარდიო ვარჯიშები.

საუნები ძალიან მაგარია. თუ ეს ყველაფერი შედის მაშინ მიღირს ნამდვილად.

მთავარი ჩემთვის წესრიგი მაინც. ვერ ვიტან ეგეთ დროს ქაოსს და ხმაურს.

Posted by: fermina 28 Jun 2019, 12:53
senpai
QUOTE
ანუ ულიმიტო ნიშნავს რომ მთელი თვე შეგიძლია მისვლა დღეში ორჯერაც კი ხო ? და იმ ნებისმიერი სერვისებით სარგებლობა, რასაც მოიცავს ეგ კონკრეტული აბონემენტი.


კი ასეა.

და წესრიგი და სიმშვიდეა სულ. სხვა კონცეფციის კლუბია რა, მანდ არასოდეს იქნება აურზაური ალბათ. ჯერ ერთი ფასის გამო და მეორე, თუნდაც იმიტომ, რომ ღია აუზი არ არის, გაასრუჯად არ დარბიან თინეიჯერი გოგო-ბიჭები და აშ. დავწერე კიდეც, ძირითადად 30+ ხალხი დადის. უფრო პატარა ასაკის ადამიანი არც დამინახავს ჯერ იქ smile.gif

გასახდელებიც და შხაპებიც კარგია, სამი თმის ფენი დევს, 2 პირსახოცს გაძლევენ ყოველ მისვლაზე და ასე შემდეგ.

Posted by: Special_1 10 Jul 2019, 13:16
ჯიქიას აუზი ფუნქციონირებს ისევ??!

Posted by: ani-salivani 22 Jul 2019, 10:41
გგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგ

Posted by: Meme33 24 Jul 2019, 00:05
fermina
რამდენია ცოტა ძვირი?

Posted by: HCl 25 Jul 2019, 15:20
რომელიმე საცურაო აუზი, მწვრთნელით, აგვისტოში მუშაობს?
რაც გავიკითხე ყველამ ვიხურებითო...

Posted by: masha 25 Jul 2019, 15:43
HCl
Aრენა სცადე - ჯერჯერობით მუშAობს

Posted by: სერაფიტი 3 Sep 2019, 21:47
გამარჯობა.
შაბათს ვიწყებ ცურვის სწავლას და შემდეგ მინდა, რომ კვირაში რამდენჯერმე ვიცურაო ხოლმე.
ვინაიდან მჯდომარო ცხოვრების წესი მაქვს, თან ხერხემალზე პრობლემები, გადავწყვიტე (ექიმმაც მირჩია), რომ სიმძიმეებით ვარჯიშს ცურვა ვამჯობინო.
ვინც გამოცდილები ხართ, რა სიხშირითაა ეფექტიანი ცურვა?
კვირაში ორჯერ, სამჯერ, რამდენჯერ? ან რამდენ ხანს ცურავთ ხოლმე?
თან რო ტონუსში ვიყო, ტანსაც შეეტყოს და ა.შ.
ვიზიტების ოპტიმალური რაოდენობა პირადი გამოცდილებით რო მირჩიოთ, წყალი რო არ ვნაყო smile.gif)

Posted by: sanfol 3 Sep 2019, 22:05
სერაფიტი
შენით როგორ უნდა ისწავლო?

Posted by: სერაფიტი 3 Sep 2019, 23:35
sanfol

ჩემით არა. ტრენერი მეყოლება.smile.gif)

Posted by: natia-ameli 11 Sep 2019, 12:02
სერაფიტი

სად შედიხარ? მეც მინდა

Posted by: სერაფიტი 12 Sep 2019, 00:55
natia-ameli

გლდანში. ბლექ სი 2. თეატრის უკან.

Posted by: სპა_ 27 Jul 2021, 18:11
მეგობრებო, სპა ცენტრებზე ვერ ვიპოვე თემა და აქ ვიკითხავ.

გთხოვთ, მირჩიოთ საუკეთესო ადგილი თბილისში 1 დღის გასატარებლად ( სპა, მასაჟი, რელაქსაცია..)
პირადად რომელიც გაქვთ გამოცდილი და კმაყოფილი დარჩით.

მეგობარს მინდა გავუკეთო საჩუქარი. მე არ ვცხოვრობ საქართველოში და ასე ონლაინ, რეკლამებს ვერ ვენდობი.

მადლობა.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)