forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (2) [1] 2   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> საქართველოს სამეფო რეზიდენციები, არქიტექტურა, დიზაინი , გეოგრაფიული მდებარეობა
SenatoR
secret desire


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3411
წევრი No.: 52862
რეგისტრ.: 31-January 08

გამოგზავნილია: 9 Oct 2015, 19:40  #45904515      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მახსოვს ბავშვობაში ტელევიზორში რომ აჩვენებდნენ ხოლმე ევროპის მეფეთა სასახლეებს , სულ მაინტერესებდა ქართველ მონარქთა რეზიდენცია როგორ გამნოიყურებოდა. ერთხელ მაჩვენეს დარეჯანის სასახლე და ძალიან იმედგაცრუებული რომ დავრჩი ........ მოკლედ გულში ჩამრჩა.
რა ვიცით საქართველოს მეფეტა რეზიდენციების შესახებ? როგორ გამოიყურებოდა? სად მდებარეობდა ? რა როლი ითამაშეს ისტორიაში და ა.შ.
ესეც გეგუთის სასახლის ნანგრევები და მისი აღდგენილი მოდელი
user posted image
user posted image
user posted image


This post has been edited by SenatoR on 9 Oct 2015, 19:44


--------------------
In Universal Understanding .......
Kakha.G
IN GOD WE TRUST


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3961
წევრი No.: 208583
რეგისტრ.: 6-October 15

გამოგზავნილია: 9 Oct 2015, 20:14  #45904803      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
როსტომის სასახლით გაოცებული დარჩა შარდენი,დიდებული სასახლე ქონდა ვახტანგ 6 ს ერეკლესაც მაგრამ ეგ ყველაფერი აღამაჰმადხანმა წალეკა,ფუფუნების ჩვენება საშიში იყო ამ არეალში საერთოდ მითუმეტეს საქართველო საფრანგეთს ვერ შეედრებოდა ტერიტორიით ეკონომიკით.


--------------------
Слышим звуки труб, крепок лат закал,
Хана желтый труп будет рвать шакал.
Грозен строй дружин - одна линия.
Мсти врагам грузин,
Карталиния!
Камень гор трещит, шашки жгут у плеч,
Рубит турок щит Багратидов меч.
Грозен строй дружин - одна линия.
Мсти врагам грузин,
Карталиния!
SenatoR
secret desire


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3411
წევრი No.: 52862
რეგისტრ.: 31-January 08

გამოგზავნილია: 9 Oct 2015, 20:18  #45904830      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Kakha.G
შედარებას არც ვცდილობ .
„VI საუკუნეში მეფე გვარამ ბაგრატიონმა ქალაქს ქვის ზღუდე მოავლო. გააფართოვა ქალაქის ციხე-სიმაგრე, აღადგინა ძველი ეკლესიები, სიონი, ააგო სასახლე, რომელიც როსტომ მეფემდე თბილისის ციხეში, მეტეხთა ციხე-ქალაქში გახლდათ.როსტომ მეფემ 1638 წელს სიონისა და ანჩისხატის ეკლესიებს შორის მდებარე მოედანზე, ძველი სამეფო რეზიდენციების ადგილზე სასახლე ააგო. მოედანი ქალაქის ზემო უბნის ცენტრს წარმოადგენდა და მას ზემო მოედანიც ეწოდებოდა. ადმინისტრაციულმა და ფუნქციურმა ცენტრმა კალაში გადმოინაცვლა – მეფის მოედანზე სიონისა და ანჩისხატის შემაერთებელი ქუჩის გასწვრივ. მანამდე თბილისის ცენტრალურ მოედნად ციხის მოედანი ითვლებოდა.
XIX საუკუნეში საპატრიარქოს ამჟამინდელი შენობის ადგილას ქართლის მეფეების სასახლე იდგა, რომელიც როსტომ მეფემ XVII საუკუნის 40-იან წლებში ააგო.


ქართველ მეფეთა სამსართულიანი სასახლე მდინარე მტკვირს სანაპიროზე ანჩისხატსა და სიონს შუა 300 ოთახს, ოთხ ეკლესიასა და სამ მოედანს მოიცავდა.

სასახლის გვერდით მეფე როსტომმა გოგირდის 68 აბანო ააშენებინა უცეცხლოდ ცხელი წყლებით. აბანოთუბნიდან საგანგებოდ თიხის მილების ორი ხაზით ცხელი და ცივი წყლები გამოიყვანეს. მისი რვა ოთახის კედლები – ორნამენტირებული მოჭიქული ფილებით, ხოლო იატაკი თეთრი მარმარილოსგან იყო მოპირკეთებული. აბანოს სინათლისათვის დატოვებული ჭრილებით დიდი და მცირე გუმბათები ამშვენებდა. სამეფო უბანი შიდა გალავნითაც იყო შემოფარგლული და ღამე იკეტებოდა. აბანო 96-ე მეფე ერეკლე II ბაგრატიონმა 1738 წელს აღადგინა.

1804 წელს ნახევრად დანგრეულ მეფის აბანოში ფულის მოსაჭრელი შენობა (ზარაფხანა) და ოქროს სასინჯი პალატა გახსნეს. აქედან შემორჩა დღემდე მოღწეული სახელი – ზარაფხანა.
ქართული ზარაფხანის მიერ მოჭრილ ვერცხლისა და სპილენძის მონეტებზე სამანძიანი ხომალდი იყო გამოსახული ვახტანგის დაქარაგმებული სახელითა და თარიღით – 1708–1709წწ.

აღა-მაჰმად-ხანის მიერ ქალაქის აოხრების შემდეგ საქართველოს მეფე გიორგი XII-მ მოედნის ჩრდილოეთით დროებით სამყოფელად სასახლე ააგო. მეფე გიორგის გარდაცვალების შემდეგ სასახლე უკანონოდ მიისაკუთრეს და გადააკეთეს. 1990-იან წლებამდე შენობას სხვადასხვა დანიშნულებისთვის იყენებდნენ.

XVII – XVIII საუკუნეებში როსტომისეული სასახლის ანსამბლში შედიოდა აბანო, ხოლო 1804 წლიდან 1834 წლამდე ამ შენობაში ზარაფხანა იყო მოთავსებული. აბანოს წინ, მტკვრის ნაპირას პირველი ქართული სტამბის შენობა იდგა.
სტამბისთვის სპეციალური სახლები მეფის სასახლესთან ახლოს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სიონისა და ანჩისხატის შუა მდებარე ფართობზე აშენდა.

მეფე ვახტანგ VI ბაგრატიონმა ეპისკოპოს ანთიმოზ ივერიელის მონაწილეობით ქართული სტამბა დააარსა. საქართველოში პირველად ქართული ბეჭდური წიგნები გამოიცა. პირველად “ვეფხისტყაოსნის” ბეჭდური გამოცემა აქ განხორციელდა. 1709 წელს I სახარება დაიბეჭდა. მისი პირველი გამოცემა ვახტანგ VI–ს ანთიმოზისთვის გაუგზავნია.

1709–1712 წლებში სტამბაში 14 წიგნი დაბეჭდილა. 11 საეკლესიო, ორი სახელმძღვანელო, ერთი ვეფხისტყაოსანი. სტამბის რედაქტორი ნიკოლოზ ორბელიანი გახლდათ. იბეჭდებოდა ხუცურით, ნუსხა–ხუცურით, შემდეგ მხედრულით. ეს ამიერკავკასიაში პირველი სტამბა ყოფილა.

მესტამბენი გახლდნენ: ნიკოლოზ ორბელიანი, გერმანე მღვდელმონაზონი, მიქელ მესტამბე, გარსევანყოფილი მღვდელი გაბრიელი, კვიპრინე სამთავნელი. მხედრული შრიფტის შედგენას კათოლიკოსის კარის მდივან–მწიგნობარი სოლომონ მაღალაძე აწარმოებდა (1703–1737 წწ.).

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სამეფო რეზიდენციების ცენტრალურ ნაწილში, სამეფო სასახლის მოედანზე სამეფო სასახლის ის ნაწილია შემორჩენილი, სადაც ვახტანგ VI -ის მიერ შექმნილი “სწავლულ კაცთა კომისია“ მუშაობდა, რომელიც “ქართლის ცხოვრების“ მასალებს სწავლობდა. სწავლულ კაცთა შრომები ვახუშტი ბატონიშვილის „ქართლის ცხოვრებას“ დაედო საფუძვლად და ისტორიულ გეოგრაფიას, რომელიც ვახუშტი ბატონიშვილმა მოსკოვში სამი წლის განმავლობაში მოამზადებინა.

ისტორიული პროცესების აღწერა მხოლოდ საისტორიო გეოგრაფიის გათვალისწინებით იყო შესაძლებელი, ხოლო ისტორია უგეოგრაფიოდ წარმოუდგენელია. ისტორიული გეოგრაფიის მნიშვნელობა დიდია ისტორიული ფაქტების დასადგენად.
მეფეთა სასახლე 1958 წლის აღწერილობაში სახელმწიფო დაცვაზე იყო აყვანილი, როგორც უნიკალური ძეგლი. იკრძალებოდა მისი შესყიდვა, გასხვისება და დანგრევა. შეიძლებოდა მხოლოდ სამუზეუმო ფუნქციით გამოყენება. დღეს მისი ფუნქცია უკანონოდაა შეჩერებული, რადგან მასზე რესტორანია დაშენებული.

კულტურის ძეგლს უკანონოდ ჩამორთმეული სტატუსი უნდა აღუდგინონ, შესაბამისად-დაცვითი ზონა“.
* * *
მუხრანბატონთა სასახლე . ძველ ფოტოებში უფრო შთამბეჭდავია ვიდრე ახლა შატო მუხრანად რომ აღადგინეს
user posted image

Kakha.G
IN GOD WE TRUST


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3961
წევრი No.: 208583
რეგისტრ.: 6-October 15

გამოგზავნილია: 9 Oct 2015, 20:38  #45905004      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კაი კაცი იყო როსტომი ძაან გავლენიანი და უმდიდრესი მას კი არ მოერიდებოდა სიმდიდრის ჩვენების,ვახტანგის ქართლი უფრო მდიდარი იყო ვიდრე ერეკლეს ქართლ კახეთი.
საერთოდ საერო არქიტექტურა ჩვენთან განუვითარებელია რაც არი მასაც უმოწყალოდ ექცევიან სასულიეროსგან განსხვავებით.
* * *
აღმაშენებელის დროს სასახლეები,გლდანში, დიდუბეში,კოჯორში,ტაბახმელაში,ნადარბაზევს,სახატეს,შავნაბადას,ყურყუტთას,

დავარაუდოთ ავჭალას,ორთაჭალას,შინდისს,თხინვალს,ბეთანიას,საბურთალოს,დიღომს,

გარდა ამისა რეზიდენციები ყოფი სამეფოების ტერიტორიებზე,გეგუთი , ანაკოფია, ლორე , ოლთისი და თელავი.
Sl1pKn0T
Evil Coyote


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2756
წევრი No.: 137271
რეგისტრ.: 22-October 11

გამოგზავნილია: 21 Oct 2015, 17:59  #46004874      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
SenatoR
dzalian magari temaa sg 2kiss.gif
ra lamazi yofila geguti, suratze rogorcaa mase rom agadginon mtlianad dzalian magari iqneba...
mainteresebs rame informacia tu arsebobs nacharmagevis da civis mtis sasaxleebze...

This post has been edited by Sl1pKn0T on 21 Oct 2015, 18:01


--------------------
აჰა, დადგა ეს დღე! შეხედეთ, ელდარნო და მამანო კაცთა, დადგა ეს დღე!
და ყველამ, ვინც მისი ომახიანი ძახილი გაიგონა, მჭექარედ უპასუხა:
ღამე დასრულდება! © სილმარილიონი
SenatoR
secret desire


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3411
წევრი No.: 52862
რეგისტრ.: 31-January 08

გამოგზავნილია: 23 Oct 2015, 10:54  #46020728      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Sl1pKn0T
როგორც ჩანს არავის დააინტერესა mad.gif
* * *
დადიანების საზაფხულო რეზიდენცია, გორდის სასახლე
ზუგდიდის დადიანების სასახლის შემდეგ მნიშვნელობით მეორე, გორდის საზაფხულო რეზიდენცია იყო. 1841 წელს დავით დადიანმა ალექსანდრე ჭავჭავაძის რჩევით და არქიტექტორ ვასილევის პროექტით ორსართულიანი ციხე-დარბაზის ტიპის სასახლის მშენებლობა დაიწყო. წინანდლიდან ჩამოსულ პოეტს საძირკვლის ჩაყრის დროს საგანგებო პარაკლისი გადაუხდია . გორდში დავით დადიანმა გამოცდილი აგრონომ-დეკორატორი ჟოზეფიც მოიწვია და მას კარმიდამოს ირგვლივ წალკოტის გაშენების გეგმა შეადგენინა, ბაბინის დაწყებული საქმე მალე იტალიელმა მებაღემ გაეტანო ზამბერლეტიმ გააგრძელა. დაახლოებით 80 ჰექტარიანი ეზო ქვითკირის გალავნით შემოაკავეს, რომლის სამ ჭიშკარს, რვა სვანი მეთოფე იცავდა. აიგო ასევე აბანო, ხელოვნური ტბა, დამხმარე ნაგებობები.

ბოლშევიკური რევოლუციის დროს აქ წითელი არმიის ნაწილები ალექსი გეგეჭკორის მეთაურობით დაბანაკდა, მაშინ სასახლიდან ჯერ იარაღი, შემდეგ ავეჯი და ჭურჭელი დაიტაცეს.

1922-23 წლებში რევკომმა გორდის სასახლეში ფოსტა გახსნა. 1925 წელს კი ადგილობრივი ხელისუფლების წაქეზებით, “სოფლის პროლეტარიატმა”, თავისი “კლასობრივი მტრის”, მთავრის კარმიდამო სასტიკად ააოხრა. თუ რაიმე ნივთი დარჩა, ხალხმა მიიტაცა. კარ-ფანჯრები და მოჩუქურთმებული ხის სვეტებიც კი წაიღეს.
user posted image
ახლა ასე გამოიყურება
user posted image
Sl1pKn0T
Evil Coyote


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2756
წევრი No.: 137271
რეგისტრ.: 22-October 11

გამოგზავნილია: 23 Oct 2015, 11:23  #46020949      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Kargia rom chonchxi mainc gadarcha... Qutaisshic xom arsebobs ragac sasaxle? imeretis mefeebis...
SenatoR
secret desire


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3411
წევრი No.: 52862
რეგისტრ.: 31-January 08

გამოგზავნილია: 23 Oct 2015, 11:31  #46021016      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ერეკლე მეორის სასახლე თელავში
„კახთ მეფეთა სასახლე“ (XVIII საუკუნე), მეფის კარის ეკლესიები, ერეკლეს მიერ XVIIIს-ის 50-იან წლებში დაარსებული ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო სკოლის ნაგებობის ნაშთები, მეფის აბანო და სასახლის ტერიტორიაზე გაყვანილი გვირაბი,აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხარის უნიკალური კარიბჭეები
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
Alien_Piglet
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2220
წევრი No.: 154748
რეგისტრ.: 3-October 12

გამოგზავნილია: 23 Oct 2015, 11:35  #46021047      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
ვააა არადა მე მაინტერესებს ეს თემა ძალიან. SenatoR პირველ ფოტოში რომელ წელსაა გადაღებული? და მეორე ფოტოში რომელი მხრიდანაა? სივრცეში ორიენტირებასთან მწყრალად ვარ. biggrin.gif

პ.ს. პოსტი დაგიმატებია. გორდის სასახლეზე ვიკითხე

This post has been edited by Alien_Piglet on 23 Oct 2015, 11:37


--------------------
ბაფთისტების დიდი ნაწილი მართლაც რომ ათეისტი, იგივე იეღოველია. - მიხეილ რძე
SenatoR
secret desire


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3411
წევრი No.: 52862
რეგისტრ.: 31-January 08

გამოგზავნილია: 23 Oct 2015, 11:40  #46021092      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ქართული სასახლეები, ანუ როგორ პირობებში ცხოვრობდნენ საქართველოს მეფეები და წარჩინებულები. სამეფო აპარტამენტების შესახებ ისტორიამ ბევრი არაფერი შემოგვინახა, რეალობამ კი - უფრო ნაკლები. ისტორიკოსების თქმით, შუასაუკუნეებში აშენებული სასახლეები ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოშია შემორჩენილი და ისინი თავისი სისადავით გამოიჩევიან.

ხელოვნებათმცოდნე ლალი ანდრონიკაშვილი ამბობს, რომ საქართველოში სულ რამდენიმე სასახლეა და მათი უმეტესობა იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ ვერც შეამჩნევ. სასახლეების ნაკლებობას ხელოვნებათმცოდნე იმით ხსნის, რომ საქართველოში საერო არქიტექტურაზე მეტად საკულტო ნაგებობებს ექცეოდა ყურადღება. კერძოდ, თუ რომელიმე ტაძარი დაინგრეოდა, მეფე თუ მთავარი მის აღდგენაზე უფრო ზრუნავდა, ვიდრე სასახლის შეკეთებაზე ან ახლის აშენებაზე. შესაბამისად, დღემდე მოღწეული ტაძრების რაოდენობა გაცილებით მეტია:

„სულ რამდენიმე სასახლე შემოგვრჩა შუასაუკუნეებიდან და უმეტესობა არის კახეთის ტერიტორიაზე. ეს არის ადრეული პერიოდიდან, სადღაც VIII-IX საუკუნეებიდან მოყოლებული, გვიან შუასაუკუნეებამდე. ეს სასახლეები ძირითადად ჩართული იყო დიდ სამონასტრო კომპლექსებში, მაგალითად, როგორც იყალთოს აკადემიაა, ორსართულიანი დიდი ვეებერთელა შენობები, რომელსაც პირველი სართული ყრუ აქვს, მეორე კი -დიდი, გახსნილი თაღებით. ასეთი იყო ძველი ქართული სასახლეები, ის, რაც შემორჩენილი გვაქვს კახეთში, იქნება ეს ვაჩნაძიანში, ვანთაში, კვეტერაში თუ სხვაგან“.

მისივე თქმით, ყველა ეს სასახლე ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და, ალბათ, ცალკე პროგრამა სჭირდება, რომ როგორც ადგილობრივისათვის, ასევე ტურისტისთვის იყოს მიმზიდველი.

უფრო ადრინდელი, თამარ მეფის დროინდელია გეგუთის სასახლე. თუმცა მისი მხოლოდ მცირე ნაწილია შემორჩენილი. რაც შეეხება უფრო გვიანი ეპოქის სამეფო ნაგებობებს, მათ ჩვენამდე არ მოუღწევია. ის, რომ ოდესღაც ქუთაისში „ოქროს ჩარდახი“ იდგა, ხოლო თბილისში როსტომ ხანის სასახლე, მხოლოდ ისტორიული წყაროებიდან ვიცით. გადარჩენილია ერეკლე მეორის სასახლე თელავში და დარეჯანის სასახლე თბილისში:

ერეკლე მეორის სასახლე თელავში
ერეკლე მეორის სასახლე თელავში
​„ამას კიდევ ერწყმის დიდი ფეოდალების საცხოვრისები, რომელსაც ასევე სასახლეები ეწოდება საქართველოში. საკმარისია დავასახელოთ ერისთავების სასახლეები. ახალგორში არის შესანიშნავი სასახლე. სამწუხაროდ, დღეს ხელი არ მიგვიწვდება მასზე. ასევე, ლამისყანაში -ორბელიანების სასახლე. ასევე, ყველასთვის ცნობილი წინანდლის სასახლე. მართალია, გადაკეთებულია რუსეთის იმპერიის დროს და იქ ნაკლები რამ არის შემორჩენილი ალექსანდრე ჭავჭავაძის დროინდელი, მაგრამ მაინც. ნამდვილად სასახლის სახე აქვს დადიანების შესანიშნავ რეზიდენციას ზუგდიდში. კიდევ არის რამდენიმე მამული, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ სასახლე და ეს უფრო არის აღმოსავლეთ საქართველოში, ვიდრე - დასავლეთში“.

არქიტექტურის ისტორიკოსი გიორგი ჭანიშვილი ამბობს, რომ ხშირად ფეოდალები პირდაპირ ციხე-კოშკებში ცხოვრობდნენ. გაუთავებელი შინაომები თუ შემოსევები მათგან ცხოვრების ასეთ წესს მოითხოვდა:

„გარდა ამისა, არსებობს მცირე ციხე-კოშკებიც, სულ რაღაც 10-15 მეტრი სიგრძე-სიგანის. იქ ფეოდალი ცხოვრობდა და ციხედ იყო გადაკეთებული. ევროპაში დიდი შატოებია, მაგრამ აქ ასეთს ვერ გააკეთებდნენ, ყოველ ოც წელიწადში მტერი დაანგრევდა. ამიტომ ციხე- დარბაზებში ცხოვრობდნენ“.

ძველი ნივთებიდან არაფერია შემორჩენილი, მხოლოდ შენობა და ისიც ნაწილობრივ, რადგან მიშენებული ექნებოდა ორივე მხრიდან. სხვა ნაგებობებიც იქნებოდა, მაგრამ მხოლოდ ეს არის შემორჩენილი...
დედა ანისია (ქობალია)
და ისევ მიზეზებზე, თუ რამ განაპირობა სასახლეების სიმწირე საქართველოში. ლალი ანდრონიკაშვილი ამბობს, რომ, სხვა ნაგებობებისგან განსხვავებით, სასახლეების ძალიან დიდი ნაწილი იყო ხის, მასიური აივნები, გადახურვა, კოჭები... შესაბამისად, ადვილად ფუჭდებოდა. თუმცა მხოლოდ ეს არ არის მიზეზი:

„ამაზე, სხვათა შორის, მეცნიერები დიდი ხანია მსჯელობენ და იგივე დიმიტრი თუმანიშვილს აქვს გარკვეული მოსაზრებები, რომელიც ჩვენს წყაროებს ეყრდნობა. არის ასეთი აზრი, რომ არ იყო ქართველისთვის იმდენად მნიშვნელოვანი სასახლის აშენება, მორთვა და ამდენი ფულის ჩადება, ვიდრე ეკლესიის. გვაქვს ეპოქები, როდესაც ეკლესიაში, მის მოხატვასა და მოპირკეთებაზე, ძალიან დიდი თანხა არის დახარჯული, სასახლე კი ძალიან სადაა. ეს შეიძლება იყოს მენტალური, კულტურული განწყობა. სასახლის, საკუთარი სახლის მოწყობა არ იყო ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ღვთის სახლის“.

ერთ-ერთი სასახლე, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, 1776 წელს ერეკლე მეორის მეუღლემ, დარეჯან დედოფალმა, ააგო თბილისის ცენტრში. ის ძველი ციხის ნანგრევებზეა აშენებული და თბილისელები ოვალური აივნით ცნობენ. აქვე იყო წმინდა ირაკლისა და წმინდა დარიას სახელობის კარის ეკლესია, რომელიც შემდეგ ფერისცვალების სახელზე აკურთხეს. სასახლისა და მისი კომპლექსის ზუსტ დაგეგმარებას ჩვენამდე არ მოუღწევია. ნაგებობა აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისას ძალიან დაზიანდა. დღეს მიმდებარე ტერიტორიასთან ფერისცვალების სახელობის დედათა მონასტერია. დედა ანისია (ქობალია) ამბობს, რომ ძველი სასახლიდან ჩვენამდე, ფაქტობრივად, მხოლოდ კედლებმა მოაღწია:

„ძველი ნივთებიდან არაფერია შემორჩენილი, მხოლოდ შენობა და ისიც ნაწილობრივ, რადგან მიშენებული ექნებოდა ორივე მხრიდან. სხვა ნაგებობებიც იქნებოდა, მაგრამ მხოლოდ ეს არის შემორჩენილი. აივანი რესტავრაციის შედეგად გამოვცვალეთ, მაგრამ სტილი იგივეა“.

ერეკლე მეორის სასახლის კარიბჭე
ერეკლე მეორის სასახლის კარიბჭე
გადარჩენილია თავად ერეკლეს სასახლეც თელავში და დღეს იქ მუზეუმია. მისი შენება მე-17 საუკუნის ბოლოს ჯერ კიდევ მეფე არჩილმა დაიწყო. მუზეუმის დირექტორი გურამ ურჩუხიშვილი ამბობს, რომ სასახლე ბევრჯერ გადაკეთდა. ყველა მეფე მას თავისი შეხედულებისამებრ ცვლიდა. ბოლოს მშენებლობა ერეკლე მეორემ დაასრულა:

„ერეკლე მეორემ ეს სასახლე (არქიტექტურის ძირითადად აღმოსავლური სტილი) თითქმის ციტადელად აქცია. ჩვენ გვაქვს ბოლო ნახატი, ევროპელი მოგზაურის, რომელსაც ბატონის ციხის მთლიანი ესკიზი აქვს გაკეთებული და მათ შორის იმ მშენებლობების, რომელიც ციხის შიგნითაა. სასახლე ამ სახით, როგორც ახლა არის რესტავრირებული, იმ ნახატში მოცემული არ იყო. მოცემული არის ორსართულიანი, გოდოლების რაღაც კრებული, ციტადელი. ეს ბუნებრივია, მაშინ შემოსევების საშიშროება იყო და ერეკლე მეორემ როგორც ციხესიმაგრე, ისეთი გახადა თავისი სასახლე“.

გურამ ურჩუხიშვილი ამბობს, რომ, მიუხედავად აღმოსავლური სტილისა, ქართულ სასახლეებს მაინც არ ახასიათებდა ის ფუფუნება, რომელიც აღმოსავლეთის ქვეყნებისთვისაა თვალშისაცემი. ერეკლეს სასახლის ცენტრალური ნაწილი დარბაზი იყო, სადაც მეფე ელჩებს იღებდა და თათბირობდა. დანარჩენი შენობა შედარებით პატარა ოთახებს უჭირავს, იქ მეფის ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ. ამასთან, ბატონის სასახლე ორად იყო გაყოფილი. გამყოფი კედლის იქით იყო სივრცე, რომელსაც სახიზარი ეწოდებოდა. ამ ტერიტორიას მოსახლეობა შემოსევებისას აფარებდა თავს, ანუ იხიზნებოდა.

ერეკლე მეორის სასახლე ამჯერად რესტავრაციის პროცესშია. მის აღდგენაზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მუშაობს. როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რესტავრაციის პროცესშია ზუგდიდში მდებარე ნიკო დადიანის სასახლეც.
* * *
QUOTE
ვააა არადა მე მაინტერესებს ეს თემა ძალიან. SenatoR პირველ ფოტოში რომელ წელსაა გადაღებული? და მეორე ფოტოში რომელი მხრიდანაა? სივრცეში ორიენტირებასთან მწყრალად ვარ.

არ ვიცი, მაგ სასახლის არსებობა ახლა გავიგე მეც
თუმცა მ ე უფრო სამეფო სასახლეები მაინტერესებს და უფრო ადრინდელი ვიდრე ერეკლესი .
თუ ფუნდამენტი მაინც არი შემორჩენილი, ხომ შესაძლებელია მოდელი მაინც შეიქმნას მიალოვებითი. არაფერი ამ ხალხს არ აინტერესებს.
ევროპელები მითიური მეფეების სასახლეების მაკეტებს ქმნიან და ჩვენ.........
5nizza
davita


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1009
წევრი No.: 30822
რეგისტრ.: 4-March 07

გამოგზავნილია: 1 Nov 2015, 11:46  #46101277      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
5nizza
davita


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1009
წევრი No.: 30822
რეგისტრ.: 4-March 07

გამოგზავნილია: 1 Nov 2015, 16:49  #46103433      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვაჩნაძიაანის პალატები IX საუკუნის ძეგლი სურათი ძველია

This post has been edited by 5nizza on 1 Nov 2015, 17:14

მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
178438_461078943933411_1997690359_o.jpg
5nizza
davita


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1009
წევრი No.: 30822
რეგისტრ.: 4-March 07

გამოგზავნილია: 1 Nov 2015, 17:01  #46103529      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ესეც ზემომხრიდან ხედი მე მგონი მთლად დაინგრა უკვე ეკლესიები აღადგინეს სასახლე არა

მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
51718_461079463933359_898368924_o.jpg
5nizza
davita


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1009
წევრი No.: 30822
რეგისტრ.: 4-March 07

გამოგზავნილია: 1 Nov 2015, 17:16  #46103640      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ესეც ანაზომები ვიპოვე საუნჯეზე IX საუკუნის თუა ნამდვილად და ამხელა სასახლეეებს ვაშენებდით მერე რაღა დაგვემართა

მიმაგრებული სურათი
normal_beridze2_032_copy_28129.jpg
შაქროII
პაპაჲლენდერი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 39083
წევრი No.: 4564
რეგისტრ.: 12-March 04

გამოგზავნილია: 1 Nov 2015, 21:30  #46105811      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · icq · msn
სამწუხაროდ ეკლესია ახლის შენებით უფროა დაკავებული ვიდრე ძველის აღდგენით..საერო შენობების შემტხვევაში (ციხე კოშკი სასახლე, სახლი) მდგომარეობა უარესადაა...

კანონი რომ Iძლეოდეს საშუალებას ასეთი რამ შესაძლებელი იქნებოდა:
იყიდება ძეგლი ოღონდ იმ პირობით რომ მყიდველი აღადგენს. და ამიშ შემდეგ ძგლის აღდგენაში დახარჯული ფულის
რარაც ნაწილი ეთვლებასაგადასახადოს გადახდაში/და/ან უბრუნდებ აუკან გადასახადების გადახდის შემდეგ.

ანუ ვთQვათ გადაიხადა წლიური 100 000 ლ გადასახადი აქედან 20 000 დაუბრუნდება უკან.

ამით:
1.იგებს ძეგლი
2. იგებს კერძო პირიც
3. იგებს სახელმწიფოც.


--------------------
მოედღვნებაო დრაგი კარგისა
ასეთი ყოფილა ბედი ქართლისა
__________________________
პატივისცემ(ატყეპ)ით
შაქრო პაპა
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) [1] 2  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 1.3513 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]