#52333208 · 11 Mar 2018, 22:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თქვენი ჩანახატები, პატარა ნოველები, აზრები, დღიურის საყვარელი სტრიქონი, სიტყვების ლეგიონი რომელიც რაიმე პათოსს ასხივებს ან/და ა.შ. დადეთ თუნდაც უაზრო. მაგრამ თქვენი.
*** “რა ნათელიას” სახით ვდგავარ ფერიების ფერმის ქვეშ. პირს პატარა ბავშვივით, დიდი “რა ჯანდააბაა” შავი თვალებით, ვაღებ და ვეშვები ტკბილ-ცხარე მოციმციმე, ცნობიერების განმსაზღვრელ, არხებში. ჩვეულებრივის მსგავსი, არაჩვეულებრივი ფრთები ბრწყინდება დახუჭული ქუთუთოების სიღრმეში. იღლები… და შემდეგ ფიქრდები. ზღაპრის შესაქმნელად მოშენებული ფრინველი და აზრები…’მე’-ები… გაცურებული მაყვლები , აყროლებული, ქაოტურთან მიახლოებული სთრიმები. დიონისური შახტები. ასინქრონული აზროვნების სინქრონიზაციები… Try-Catch-ები… და რო გაჯდება ფერია, და რო გთავაზობს გასვლას: “მისმინე, შენ აქ იჯექი. მიყურე და მერე იგრძენი…. როცა მიმყავხარ გვირაბში… და რომ ეშვები დიდ შავ ხვრელებზე, ყველაფრის გამართიანებელ მხვნელებზე. უკიდეგანოდ გადაბმულ აზრებზე… თოკებზე მოცეკვავე საფრთხეზე. და რომ გაგიჯდა შეგრძნება- გადანასკვული ‘მე’-ები. იმედი მაქვს რომ … იგრძენი?” ***
|