forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (8) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> linux-ს მომხმარებლებისთვის თამაშები და პროგრამები
matemana
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4886
წევრი No.: 135772
რეგისტრ.: 11-September 11

გამოგზავნილია: 15 Aug 2017, 22:18  #51153466      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამ ბოლო დროს მომრავლდა linux-ს მომხმარებლები. მათ შორის უმეტესად დამწყებები არიან, ამიტომ აქ დავლინკავ ჩემ თემებს სხვა ფორუმიდან, რომელიც windows-ზე არსებული პროგრამების ალტერნატივებს შემოგთავაზებთ და ასევე ბევრ თანამედროვე თამაშებსაც დაგილინკავთ ტორენტებიდან რომლებიც 100% linux ვერსიებია. ანუ native-ად მუშაობენ linux-ში ყოველგვარი wine-ებისა და playonlinux-ების გარეშე.

ეს ალტერნატიული პროგრამები
https://www.overclockers.ge/index.php?/topi...ives-for-linux/

ეს კი თანამედროვე თამაშები
https://www.overclockers.ge/index.php?/topi...#comment-931635


აბა წარმატებები და ახალი თუ ხართ linux-ს სამყაროში უცებ არ დანებდეთ. თავიდან ძნელად მოგეჩვენებათ რათქმაუნდა მაგრამ რომ დაამუღამებთ მერე თავს ისე იგრძნობთ როგორც თევზი წყალში smile.gif


--------------------
კომპიუტერის მომხმარებლები იყოფიან ორ ნაწილად:

1) ისინი ვინც მუდმივად აკეთებენ backup-ს
2) და ისინი ვისთვისაც HDD/SSD-ს ჯერ არ უღალატია!
Basiani1202
Paranoid


****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 363
წევრი No.: 234676
რეგისტრ.: 16-August 17

გამოგზავნილია: 16 Aug 2017, 22:40  #51159331      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ტორენტებზე გაკრეკილი თამაშებია. მე პირადად გაკრეკილს არაფერს არ ვიყენებ. სტიმზე ვყიდულობ თამაშებს. Valve-ს შექმნილი ყველა ფასიანი თამაში მაქვს და მათგან ყველა ეშვება, გარდა Left 4 Dead-ის პირველი სერიისა, ეს უკანასკნელი არ არის პორტირებული ლინუქსზე, სამაგიეროდ Left 4 Dead 2 არის.
Tomb Raider-ს ლინუქსზე დაბალი FPS-ი აქვს. სხვადასხვა ფორუმზეც წერენ, ნებისმიერ ვიდეოზე ეგ პრობლემა არისო. პირადად ჩემს სისტემაზე თამაშის დროს 40-მდეც ვერ ადის. სხვა დანარჩენ თამაშებზე პრობლემები არ შემქმნია.
ძირითადად Counter-Strike: Global Offensive-ს ვთამაშობ. ასევე მომეწონა თამაში Insurgency, რომელიც საბრძოლო თემატიკისაა და ძალზე რეალისტური სპეცეფექტები აქვს.
პირველ პოსტში დადებულ ბმულზე ნახსენებია თამაში Arma 3, რომელსაც სტიმზე სისტემურ მოთხოვნებში მხოლოდ ფანჯრები უწერია. იმედია პოსტის ავტორი განმარტავს რაშია საქმე.

http://tamashebi.net/mac_linux/68463-call-...2010-linux.html აქ ვიპოვე თამაში Call of Duty 7, იგივე Black Ops 1, რომელსაც აღწერაში უწერია, რომ არის ლინუქსისთვის. აქაც ვერ გავიგე რაშია საქმე. Activision-ს არცერთი COD-ი არ დაუპორტირებია ლინუქსზე, სავარაუდოდ არაოფიციალური მოდიფიკაციაა. ახლა მე წესებს დავარღვევ და ამ არალიცენზირებულ თამაშს დავაინსტალირებ. ძალზე ნელა იწერს, სულ 2 საიდერი ჰყავს და იმედია ცოცხალია.
ეს კი ჩემი სტიმის ბიბლიოთეკა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


--------------------
მაშასადამე
matemana
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4886
წევრი No.: 135772
რეგისტრ.: 11-September 11

გამოგზავნილია: 17 Aug 2017, 01:33  #51160354      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Basiani1202

მეც არ ვხმარობ გატეხილ თამაშებს და პროგრამებს. ეგ კი არა მაქსიმალურად FOSS სოფტი მაქვს კომპში arch linux მიყენია. ეგ თემები მაგ ბმულებზე იმათთვის გავაკეთე ვინც ახალია ლინუქსზე ან რამდენიმე თამაშის გამო ამბობს უარს მასზე. არ იცის ხალხმა რომ linux-ზე უკვე საკმაოდ ბევრი თამაშია.
Vulkan-ს დახვეწასთან ერთად თამაშები კიდევ და კიდევ მომრავლდება. დრაივერებს რაც შეეხება AMD-ს ბოლოს რომ განაახლა ძაან აქებენ linux-ზე მაგის დრაივერს. Nvidia-ც ჩალიჩობს. ისევ დაისევ gaming-ს ანუ vulkan-ს დახვეწასთან ერთად მაგასაც მოევლება.

arma 3-ს რაც შეეხება ეგ linux-ს ვერსიაა...

დღეს დავტესტე ერთგან shadow of mordor, tomb raider და metro last light. ვაფშე არაფერი არ დაჭირდა ubuntu 14.04-ზე ეგრევე გაეშვა გამშვებით. სხვებსაც ვიწერ მაგ ლინკებიდან და ნელ-ნელა დავტესტავ. მეც მაინტერესებს როგორი პერფორმანსი აქვს GTX 660-ზე ვტესტავ მაგრამ მაინც ხოშიანად მუშაობს.

left 4 dead 2-ს ლიცენზია მაქვს Steam-ზე და ადრე ვთამაშობდი ხოლმე ეხლა ამ arch linux-ზე საერთოდ არ მიყენია Steam.

This post has been edited by matemana on 17 Aug 2017, 01:39
Basiani1202
Paranoid


****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 363
წევრი No.: 234676
რეგისტრ.: 16-August 17

გამოგზავნილია: 17 Aug 2017, 12:24  #51162183      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
matemana

Nvidia-მ 370.23 ვერსიიდან მოყოლებული თავისი დრაივერი ოფიციალურად შეუსაბამა X სერვერს და ახლა Nvidia-ს ჩიპსეტიან ლეპტოპებზეც მოგვარებულია დრაივერის პრობლემა, რომელიც Optimus Prime-ს ჰქონდა ვიდეოსა და მონიტორის ტაქტური სიხშირის შეუსაბამობის გამო, რადგან მონიტორი პირდაპირ Intel iGPU-ზე იყო დასმული.
Vulkan API-ზე ჯერჯერობით არაფერი შემხვედრია, კვლავ OpenGL-ზეა ლინუქს თამაშები.
Arma 3-ს რაც შეეხება, Steam-ზე მხოლოდ Windows-ია მითითებული და ტყუილად 40$-ის გადახდას არ ვაპირებ.
ასევე პირველ პოსტში ნახსენებია Autodesk Maya-ს ალტერნატივა ლინუქსზე. Autodesk Maya უკვე ლინუქსზეცაა გამოსული და ალტერნატივის საჭიროებაც ნაკლებია.
Call of Duty 7 კი არ გამოდგა ლინუქსის ვერსია, არქივში Crossover-ით დაინსტალირებული თამაში დამხვდა, რომელიც არანაირად არ არის Native Linux.
Wine-ით რამდენიმე თამაში შემოწმებული მაქვს და ძალიან კარგად გაეშვა, მაგრამ ახლა არ ვიყენებ, თავის დირექტორიაში შეუძლია Windows-ის ვირუსის გაშვება. ბევრ ვირუსს აქვს "ჩვევა" დაასკანიროს სისტემა და ლინუქსს რომ დაინახავს, ჩამოტვირთოს თავისი ბაზიდან მავნე კოდი, რომელიც უკვე ლინუქსზეც გაეშვება. Wine-ს არ სჭირდება sudo-ს პრივილეგიები, ისედაც უშვებს e x e-სა და msu-ს. სხვათა შორის Tomb Raider-ს Wine-ით უფრო მეტი FPS-ი აქვს, ვიდრე ლინუქს ვერსიას.

This post has been edited by Basiani1202 on 17 Aug 2017, 12:29
გიორგი XII
Dominus illuminatio mea


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 36236
წევრი No.: 85117
რეგისტრ.: 21-February 09

გამოგზავნილია: 17 Aug 2017, 19:00  #51164479      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დუალ ბუთი გააკეთეთ ამდენ წვალებას
Pocxvera55
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 201
წევრი No.: 228095
რეგისტრ.: 17-January 17

გამოგზავნილია: 19 Sep 2017, 09:09  #51358333      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობათ. ubuntu-ში დამწყები ვაuser posted imageრ. ბავშვების ძველ სკოლის ბუკში ჩავწერე მაგრამ ძალიან ჭედავს და იქნებ რამით დამეხმაროთ?!
matemana
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4886
წევრი No.: 135772
რეგისტრ.: 11-September 11

გამოგზავნილია: 19 Sep 2017, 09:51  #51358469      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Pocxvera55

მაგაზე უნდა დააყენო lubuntu კარგათ თუ გინდა რომ იმუშაოს.
64 ბიტიანი დააყენე. 32-იანი რაღა დროსია. ბევრმა დისტრომ უკვე გადააგდო და ბევრიც მალე გადააგდებს 32 ბიტიან ვერსიებს.
და ახალი ვერსია დაუყენე 16.04 LTS-ს პონტში ან 17.04 სუ ყველაზე ახალი. მეყენა ჩემ კომპზე ეს უკანასკნელი და მშვენივრად მუშაობდა.

This post has been edited by matemana on 19 Sep 2017, 09:55
Basiani1202
Paranoid


****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 363
წევრი No.: 234676
რეგისტრ.: 16-August 17

გამოგზავნილია: 19 Sep 2017, 10:00  #51358502      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Pocxvera55
"სქულბუქებს" მინიმალისტური მონაცემები აქვთ. Ubuntu-ს Unity საკმაოდ მძიმე გარსია და ფაქტობრივად მთელ რესურსებს მოიხმარს. ჯობს Ubuntu XFCE, Linux Mint XFCE, Debian XFCE. ზოგადად XFCE ან LXDE გარსის მქონე დისტრიბუტივები გამოიყენო სუსტი მონაცემების მქონე კომპიუტერზე.

გიორგი XII
QUOTE
დუალ ბუთი გააკეთეთ ამდენ წვალებას

მძულს დუალ ბუთი. ან ერთი ან არცერთის პრინციპი მაქვს. ყველა დანარჩენი ვირტუალში smile.gif

matemana
ვნახე Arma 3 ლინუქსზე. არაფიციალურად არის პორტირებული და თამაშის შემქმნელებმა განაცხადეს, რომ ამ მიზეზით არ უწერიათ სტიმზე ლინუქსისა და მაკის მხარდაჭერა, მაგრამ დეველოპერებს ნება დართეს თამაშის განვითარებაში მონაწილეობა მიიღონ და სტიმზეც მისცეს უფლება. ახლა ვინც ვინდოუსზე ამ თამაშს იყიდის, ავტომატურად ლინუქსსა და მაკზეც გაუაქტიურდება ინსტალაციის ღილაკი. ეგაა, რომ ლინუქსზე მაქსიმუმი VRAM 768 მეგაბაიტია, მაკზე კი 512 და დაახლოებით 10-30%-ით დაბალი წარმადობა აქვს ვინდოუსთან შედარებითო.
Pocxvera55
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 201
წევრი No.: 228095
რეგისტრ.: 17-January 17

გამოგზავნილია: 20 Sep 2017, 11:11  #51364576      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
matemana
Basiani1202
სუ ყველა ვცადე მაგრამ რაც Windows XP-ზე მქონდა პრობლემა ამათზეც იგივეა. Youtube-ზე ვიდეოებს ჭედვით აჩვენებს. რამე უფრო მსუბუქი სისტემა არ არსებობს?
matemana
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4886
წევრი No.: 135772
რეგისტრ.: 11-September 11

გამოგზავნილია: 20 Sep 2017, 14:42  #51365793      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Pocxvera55

კი მაგის მეტი რა არის. დასერჩე light linux distros for netbooks და ამოგიყრის

მე კიდე ერთს გირჩევ მაშინ puppy linux ძალინ მსუბუქია ზემოთჩამოთვლილებზე გაცილებით მსუბუქი.
Pocxvera55
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 201
წევრი No.: 228095
რეგისტრ.: 17-January 17

გამოგზავნილია: 20 Sep 2017, 17:56  #51366982      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
matemana
მადლობა დიდი
------------------------------
Basiani1202
Paranoid


****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 363
წევრი No.: 234676
რეგისტრ.: 16-August 17

გამოგზავნილია: 21 Sep 2017, 10:37  #51370521      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Pocxvera55
QUOTE
Youtube-ზე ვიდეოებს ჭედვით აჩვენებს.

"ჭედავს" ზოგადი სიტყვაა. რას გულისხმობ მის მიღმა? კადრი გაშეშდა და მორჩა? გაიჭედა სხვანაირად როგორ უნდა გაიგოს ადამიანმა?
ლინუქსში თავიდანვე ვიდეოს open source დრაივერებია გამოყენებული, mesa, nouveau და radeon-ი. არცერთი მათგანი არ არის შესაბამისი მონიტორის ტაქტურ სიხშირესთან. დარღვეულია ვერტიკალური სინქორნიზაცია და როგორც სურათზეა ისეა ნებისმიერი ვიდეოს ჩვენება.
user posted image
აქ #51344855 პოსტში მიწერია როგორ უნდა გასწორდეს ეს ინტელის ინტეგრირებულ ვიდეოზე.
კითხვა - პასუხი Part III
Pocxvera55
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 201
წევრი No.: 228095
რეგისტრ.: 17-January 17

გამოგზავნილია: 22 Sep 2017, 10:50  #51376427      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Basiani1202
მარტო youtube-ზე მჭირდება ვიდეოების საყურებლად სხვა არაფრისთვის. თითქოს gifs უყურებდე ისე აჩვენებს. ყველა საიტზე ეგრე აჩვენებს. გადმოწერილი მაღალი ხარისხის ვიდეო რომ გავხსენი იმას ჩვეულებრივად ავენებს. მარტო XP-ზე არ ჭედავს მაგრამ გამოსახულების დრაივერს ვერ ვარგებ
Basiani1202
Paranoid


****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 363
წევრი No.: 234676
რეგისტრ.: 16-August 17

გამოგზავნილია: 17 Oct 2017, 14:19  #51517361      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
VMware Workstation 14-ში DirectX 10 და OpenGL 3.3 ძალზე დახვეწეს. Debian-ის ჰოსტზე გავუშვი Windows 7 და სთიმის ის თამაშები დავაყენე, რომლებსაც ლინუქსის მხარდაჭერა არ აქვთ. შედეგმა მოლოდინს მეტისმეტად გადააჭარბა. WINE-ით გაშვებული იგივე თამაში 40FPS-ს თუ ვერ სცდებოდა, ვირტუალში 70-ზე დაბლა იშვიათად ჩამოდის. 1GB VRAM-ი დავუთმე ვინდოზას და აქედან 895 სრულად წაიღო.
AnneSh
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1243
წევრი No.: 197225
რეგისტრ.: 28-January 15

გამოგზავნილია: 17 Oct 2017, 20:15  #51519394      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სულ მინდოდა, პინგვინები და ეშმაკუნებში დამეპოსტა love.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (8) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0259 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]