lika23ალბათ ჩემი მისამართით არის გაკეთებული ეს პოსტი
არადა არ ვამტკიცებ, რომ საკეისრო უფრო მარტივია, თუნდაც იმიტომ რომ ჯერ არ გამომიცდია
საკუთარ თავზე. თუმცა მე ვიცი ჩემს შემთხვევაში რა იყო ფიზიოლოგიური, თვითონ პროცესი და შემდეგ
რეაბილიტაცია და მაქვს იმის უფლება, რომ არჩევანი გავაკეთო.
სხვა ორსულებიც არიან და არ ვაპირებ ნამდვილად დავწერო რა გადავიტანე და როგორ; არადა განწყობაც გადასარევი
მქონდა, არც რამე გართულება მქონდა ორსულობისას და რა თქმა უნდა ერთი წამითაც არ მიფიქრია მაშინ საკეისროზე.
ყველა ქალის ორგანიზმი ინდივიდუალურად პასუხობს ამ გამოწვევას, ზოგს მეტად უჭირს, ზოგს ნაკლებად, ზოგი კი ჩემი
მეგობარივით სამშობიარომდე ვერ ასწრებს, ისე აჩენს.. მე მაინც მიმაჩნია, რომ არც საკეისროს პროპაგანდაა სწორი, მაგრამ
არც ერთმანეთის დამოძღვრა ვის როგორ და რანაირად უნდა შვილის მოვლინება