მოგესალმებით
თუ განყოფილების წესებს ვარღვევ ამ თემით ბოდიში :დ
ჩემს ამბავს მოგიყვებით მოკლედ. 28 წლის ასაკში წამოვედი საკმაოდ ნორმალური სამსახურიდან სადაც კარგ თანამდებობაზე ვმუშაობდი . იქ განვითარების პერსპექტივა აღარ იყო, თან მივხვდი რომ რაღაც ახალი მჭირდებოდა.
გადავწყვიტე სრულიად 0 დან დამეწყო პროგრამირების სწავლა . აგვისტოს დასაწყისში დავიწყე bitcamp ით და პირველი ეტაპიც გადავლახე .
https://codehs.com/go/ABCA5 << ეს არის პირველი ეტაპი . დამჭირდა 2 კვირა ინტენსიური მუშაობით .
ახლა ვარ მეორე ეტაპზე html/css შესწავლის პროცესში. ეს პროცესი ცოტა სიზარმაცის და ხანდახან მოუცლელობის გამო გაიწელა . დაახლოებით 1 თვეში გავიარე freecodecamp ის Responsive Web Design ( ბოლო დავალებების გარდა ) ,
https://learn.shayhowe.com/ ზე Learn to Code HTML & CSS და ვუყურე ჯეოლაბის 14 ლექციას .
თუ არ წაიშლება ეს თემა პერიოდულად დავწერ ხოლმე როგორ წარიმართება სწავლის ამბები . არ ვიცი რა გამოვა ამ საქმიდან მაგრამ თუ რამე გამოვა იმედი მაქვს ეს გამოცდილება სხვასაც დაეხმარება .
წარმატებები ყველას .