თემიდაც წყალობთ ლიგელთა ყოველ-წლიური, სამიდან პირველი სეირის ბედი მაშინ გადაწყდა, ვიდეო-რეფმა ქვინზლენდელ გრეგ ინგლისს ფრიად საჭოჭმანო ლელო რომ ჩაუთვალა.http://Qaflan.netai.net/2012"სთეით ოვ ორიჯინ" (სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ) ავსტრალიური ნრლ-ის სეზონის თვალია. სერიის პირველი ჯახი ნეიტრალურ მელბურნში კი იყო, მაგრამ მაქაურებს სიდნეი გულზე რომ არ ეხატებათ და ქვინზლენდელი ბობოლებიც ადგილობრივ "სთორმში" ლიგაობენ, "მორუნზს" მეტი დამსწრე ქომაგობდა, ვიდრე "ბლუზს"
მორუნზმა წინა ექვსი (!) სერია მოიგო, რაც სასწაული შედეგია. ახალი სამხრეთი უელსი ამას ვერ ჰგუობს. ბლუზმა ახლაც გულიანად ირაგბა და 80 წუთიდან ბარემ 50 აჯობა ფავორიტს, მაგრამ ამან კრიტიკულ მომენტებში უფრო მაგრად ითამაშა და თემიდაც მორუნზს წყალობდა.
ქალაქური კრივიპირველი ლელო ბლუზმა დადო: რობი ფარას აბრაგანი ვერ აიღო დარიუს ბოიდმა, ბურთი კი ზურგში მოხვდა ფიჯელ აკუილა უატეს და მისივე კერძი შეიქნა. მალევე ფრთაზე გაქანებული აბორიგენი ინგლისი კიდეზე გადადენა ჯოშ მორისმა, კარში შესულ ფარას კი ოთხი (!) ქვინზლენდელი ჩაუწვა და აღარ დაამიწებინა.
მერე ატყდა ჩხუბი: ნეით მაილზმა ბოჭვის შემდეგ ბურთი ესროლა გრეგ ბერდს და გუნდებმა ქალაქური კრივი გამართეს. საქმის გარჩევის შემდეგ მსაჯებმა გააძევეს მხოლოდ ბლუზელი მაიქლ ჯენინგსი, რადგან ეს შორიდან გამოქანდა და გემოზე უთავაზა მეტოქეს.
ქვინზლენდმა მეტობა მალე გამოიყენა: ფორვარდებით მიძალების შემდეგ ბოიდი მოკლე ფრთაზე ვირტუოზულად გაათარხნეს ქუპერ ქრონქმა და ბილი სლეითერმა, ზედ შესვენების წინ კი ბერდმა ქრონქი შუბურად რომ დასცა, ჯონათან სერსთონმა ყოვნით მიიზიდა უატე და მორისი და ოვალი ბოიდს გაატანა.
სამი წუთი არჩიაშესვენების შემდეგ მეტწილად ბლუზი უტევდა. მიჩელ პირსის აბრაგანი დაუვარდა სლეითერს და ჯენინგსმა დაუმიწა. 10:12-ზე თოდ ქარნის მიერ 40 მეტრიდან დარტყმული ჯარიმა კარს აცდა, საათის თავზე კი ზანტმა სემ საიდეიმ ბრეთ სთიუართს მაინც მიასწრო გაგორებულთან.
კვანძი შარიანად გაიხსნა: ქრონქის აბრაგანი უკან ჩამოაგდო სლეითერმა და ინგლისმა იხელთა, მაგრამ დამიწების დროს ფარამ ბურთზე ფეხი მიუკრა. ვიდეო-რეფმა შონ ჰემპსთედმა ეპიზოდი სამი წუთი არჩია და ლელო ჩათვალა, რითაც 25 წლის გრეგმა ქვინზლენდელივე დეილ შირერის "ორიჯინის" რეკორდი (12) გააუმჯობესა.
"სთეით ოვ ორიჯინ"ქულა: ლელო 4, გოლი (გარდასახვა ჯარიმა) 2, არეკნი 1
<< მორუნზ 18:10 ბლუზ
ქვინზლენდ’ი: სლეითერ ბოიდ ინგლის ჰოჯის თეით <6-7> სერსთონ ქრონქ / სქოთ ქ.სმით^კაპ სევენოსივა; მაილზ საიდეი ჰარისონ * მრქ) ჯილეთ თეილორ ჰენანთ შილინგთონ - 3ლ: ბოიდ (1 2) ინგლის; 3გ: სერსთონ
ახალი სამხრეთი უელსი: ბ.სთიუართ ჰეინ ჯ.მორის ჯენინგს სბ, უატე <6-7> ქარნი პირს / გალენ^კაპ ფარა ტამოუ; გ.სთიუართ ლუის ბერდ * მრქ) მერინ ბერერ ქრეი თ.ვილიამს - 2ლ: უატე ჯენინგს; გ: ქარნი
რეფ: ქამინს ჩექინ; ვიდ ჰემპსთედ 23/05 @ მელბურნ, ეთიჰად (56 021)
0:4(8) სბ(22ა) 6:4(27) 12:4(40) / 12:10(44) 18:10(75)
>> ვიდეო: I ტაიმი II ტაიმი
სერია 1-0 * შემდეგი რკენები: სამი კვირის შუალედებით, ოთხ’შაბათობით, ჩვენებურად დღის ორზე (14.00 საქ)
13/06 სიდნეი (ასუ, 4/07 ბრისბენ (ქზლ)
@