მოკლედ მე დავიწყებ და პატივცემული ენცო ferrari1000 შემომეშველება და თავის ხედვას გაგვიზიარებს .
დავიწყებ ბოლოდან და 6 ადგილოსანი გუნდით .
6ადგილი - სტუ .
წელს ეს გუნდი ძალიან , ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და უმეტეს შემთხვევაში 15 მოთამაშის შეგროვებასაც კი ვერ ახერხებენ, რა შედეგზეც აისახა და ჩატარებული ექვსივე მატჩი ისე დათმო , რომ ერთი ქულაც კი ვერ აიღო და მეტოქეებს კი მაქსიმუმი - 5 ქულა გაატანა .
5ადგილი - წიქარა.
ამ შემთხვევაში შემიძლია ყველაზე მეტი ვილაპარაკო და დავწერო , ვიდრე რომელიმე სხვა გუნდზე , რადგან თავად წარმოვადგენ ამ გუნდს და კაპიტანიც გალხავართ )))
სეზონის დასაწყისში საკმაოდ ოპტიმისტურად ვიყავით განწყობილები , რეგიონული ჩემპიონატის დაწყებამდე 2 კვირით ადრე ყაზბეგში ჩატარებულ 7კაცას ტურნირზე ფინალში დავმარცხდით მასპინძელ ყაზბეგთან და საკმაოდ დადებითი განწყობით ვიწყებდით ჩემპიონატს , თუმცა პირველივე ტურში მოხდა ის , რისიც ყველაზე მეტად გვეშინოდა . თამაშის წინა დღეს ჩატარებული კაპიტნის ვარჯიშის დროს შერჩეული 15ეულიდან მეორე დღეს თამაშზე გამოცხადდა მხოლოდ 8 თუ 9 მოთამაშე (ზოგის არ მოსვლის მიზეზი მისაღები იყო , ზოგის კი უბრალოდ ''ფეხებზე დაკიდება'' აღმოჩნდა ) .
პირველ ტურში ვეთამაშეთ თელავს , სადაც დავმარცხდით 38:0 , თუმცა თამაშის დასაწყისი სულ სხვას მოგვასწავებდა ))) საწყის 25 წუთში ძირითადად ჩვენ ვიყავით შეტევაში , რა დროშიც გავაფუჭეთ 4 ჯარიმა (2 100%იანი გასატანი და 2იც 50/50ზე) ამის შემდეგ უკვე უბრალოდ ფიზიკური გამძლეობით გვაჯობა თელავმა და პლიუს გავტყდით , რადგან თამაშში , სადაც 25 წუთი მიგვყავდა ტაიმის დამთავრებამდე 3 ლელო მივიღეთ და ჩვენს გრაფაში 0 სწორედ ამის დამსახურებაა .
მეორე ტურში უკვე ზემოთხსენებულ სტუს შევხვდით და 29-16 ვიმარჯვეთ და ბონუს ქულაც ჩავიწერეთ აქტივში .
მესამე ტურში უკვე ყაზბეგში მოგვიწია წასვლა და კიდევ ერთხელ იჩინა თავი საკადრო პრობლემებმა და დავმარცხდით 45-7.
მეოთხე ტურში უკვე დევებთან თამაშის დრო დადგა და ჩემთვის ''საბედისწერო ''
დევებთან გუნდის დაახლოებით 8 ძირითადი მოთამაშე არ გვყავდა , რისი მიზეზიც იყო , როგორც ძალიან ბევრი ტრავმა , ასევე ბევრი სხვა მიზეზი . დევებთან დავმარცხდით 51-12 , თუმცა თამაშის მსვლელობისას იყო მონაკვეთი , როდესაც საკმაოდ დაიძაბა მატჩი , ამ დროს მეორე ტაიმის დასაწყისი იყო და ანგარიში 19-5 . სათამაშო და რიცხობრივი უპირატესობაც ჩვენ გვქონდა , თუმცა ამ მონაკვეთში დევების კაპიტანმა ''საგომ '' ისეთი ლელო გამოაძრო , რომ შეიძლება ითქვას თამაშის ბედი გადაწყვიტა . ამ მომენტიდან დაახლოებით 3-4 წუთში კაცნაკლულმა დევებმა ლელო დაგვიდეს და გადაწყდა თამაშის ბედიც . ლელოდან რამდენიმე წუთში კი მეტოქის 5მეტრიანში შეტევის დროს კოჭის ტრავმა მივიღე , რის გამოც წელს ნამდვილად ვეღარ ვითამაშებ და მომდევნო წელს დარჩენილ 2 თამაშში შევძლებ თუ არა თამაშს ჯერ კიდევ არ ვიცი .
დევებთან თამაშის დროს ჩვენმა 2მა მოთამაშემ N2 და N15 მიიღეს წითელი ბარათები მსაჯთან ლაპარაკისა და N2ს შემთხვევაში მსაჯის გინების გამო . შემაბამისად სადისციპლინო კომისიამ N2 დასაჯა 10თამაშიანი დისკვალიფიკაციით და -10 ქულით , ხოლო N15 2 თამაშიანით და 300 ლარიანი ჯარიმით.
ფულადი ჯარიმის არ გადახდის გამო -10 ქულა ჩამოგვაკლდა და გადავინაცვლეთ ბოლო ადგილზე -5 ქულით
შემდეგ დავთმეთ მატჩი იბერიასთან 48-12 და პირველი წრეც დასრულდა .
მეორე წრეში პირველი თამაში უკვე თელავში გვიწევდა და ნახევარი გატრავმული გუნდით , (ზოგიც მუშაობდა და ა.შ.) გუნდს მოუწია 13 მოთამაშით წასვლა ნაფარეულში და ანგარიშიც ლოგიკური იყო 134-7
მეორე წრის მეორე ტურში კი სტუ დავამარცხეთ 59-17 და ის მინუს 5 ქულაც გავქვითეთ და 0 ქულით მე5 ადგილზე გადავინაცვლეთ
4ადგილი - იბერია სპორტუნი
სეზონის წინ ლევან მგელაძემ საკმაოდ ნაყოფიერი სამუშაო ჩაატარა ამ გუნდში და მათი პრეტენზიებიც საკმაოდ მსუყე იყო სეზონის სტარტზე , თეორიულ შანსებს ეხლაც ინარჩუნებენ , მაგრამ ჩემი აზრით ლიდერებთან სამივე მატჩს დათმობენ .
3 ადგილი - დევები
ჩემგან დიდ სიმპათიებს იმსახურებს ეს გუნდი და მათი შემართება .
ეს გუნდი 1 გამოტოვებული თამაშით მე3 ადგილზე იმყოფება და 3 ქულით ჩამორჩება მე2 ადგილსოან თელავს , რომელსაც 1მატჩით მეტი აქვს ჩატარებული. დევებს აქვთ გამოტოვებული შეხვედრა იბერიასთან .
დევები ის გუნდია , რომელმაც ერთადერთი მარცხი აწვნია რეგიონული ჩემპიონატის დებიუტანტ და ლიდერ გუნდს - ყაზბეგს .
დავესწარი დევების რამდენიმე თამაშს ( იბერიასთან ,თელავთან , ჩვენთან
და ყაზბეგთან ) .
ძალიან საინტერესო გამოდგა თამაში თელავის წინააღმდეგ , სადაც საწყის წუთებში სათამაშო უპირატესობა ქონდა თელავს და ანგარიშიც 0-6 წაიყვანეს თუმცა ამის შემდეგ დადგა დევების დრო და რა დრო ))) 0-6 დან გუნდმა ანგარიში 26-6 გახადა და ყველას ეგონა , რომ ამ თამაშს დევები მოიგებდნენ , თუმცა სხვანაირად ფიქრობდნენ თელაველები და არ შეეგუენ ანგარიშს და შეცვლებმაც იმატა გუნდში , რამაც მე2 ტაიმის მეორე ნახევრიდან გამოიღო შედეგი და მატჩში ანგარიში 26-26 გახადეს . ამის მიზეზი კი იყო დევების 2 ყვითელი ბარათი და ის ფაქტი , რომ თელავმა აშკარად ფიზიკური გამძლეობით აჯობა დევებს .
მეორე მატჩი კი უკვე მეორე წრის პირველი ტური იყო , სადაც დევებმა დაამარცხეს ყაზბეგი 18-10 . ძალიან , ძალიან დაძაბული აღმოჩნდა მატჩი , რაც ჩხუბშიც გადაიზარდა , თუმცა ყველაზე მთავარი არის ის , რომ მატჩი ძალიან საინტერესო იყო და დევებმა, ვიტყვი , რომ გამოცდილების ხარჯზე შეძლეს ამ მატჩის მოგება.
დევებიდან შეიძლება გამოვარჩიოთ რამდენიმე მოთამაშე . 9ნომერი , რომელიც წელს დაიმატეს და საკმაოდ დიდი ძალაა გუნდისთვის და 13 ნომერი საგო - კაპიტანი . მთლიანად გუნდი კარგად მუშაობს , თუმცა ეს 2 მოთამაშე ჩემი აზრით ''საკვანძო მოთამაშეები'' არიან.
This post has been edited by enorme on 14 Nov 2018, 15:26