მოგესალმებით მეგობრებო.
მცირე ინფორმაცია თუ რას წარმოადგენს ხე
ვიტექსი?
პროგესტერონის აღმდგენი ვიტექსი ძალზე ეფექტურია მასტოპათიის სამკურნალოდ. ვიტექს იყენებენ საშვილოსნოს მიომის დროს. ის ეფექტურია კისტის დაავადების და პრემენსტრუალური სინდრომის აგრეთვე უნაყოფობის შემთხვევაში.
ჰორმონალური დარღვევა ხშირი და უსიამოვნო მოვლენაა. ჰორმონების მოწესრიგება აუცილებელია რადგან ამაზე დამოკიდებულია თითეული ორგანოს მდგომარეობა.
რას ეხმარება ვიტექსი?
• ემოციური მდგომარეობის ნორმალიზაცია;
• შფოთვისა და გაღიზიანების შემცირება;
• შეშუპების შემცირება;
• დისკომფორტის შემსუბუქება გულმკერდის არეში;
ვიტექსის რამდენიმე კომპონენტი ავლენს ტკივილგამაყუჩებელ და სედატიურ თვისებებს. საუბარია ვიტექსინზე, კასტიცინზე, იზოორიენტინზე, კემპფეროლზე.
საანესთეზიო ეფექტი დაკავშირებულია ოპიოიდური რეცეპტორების აქტივობის მოდულაციასთან, რაც განსაზღვრავს ვიტექსის ეფექტურობას PMS-ის მკურნალობაში. მცენარის შემადგენლობაში შემავალი კასტიცინი თავისი ეფექტით ახლოს არის ენდორფინებთან.
თანამედროვე კვლევებმა გვაჩვენა, რომ ვიტექსი ეფექტურია მენსტრუალური დარღვევის შემთხვევაში: ამენორეა, დისმენორეა; ამცირებს ნეგატიურ სიმპტომებს მენოპაუზის დროს, განსაკუთრებით პრემენსტრუალურ დაძაბულობას (შფოთვა, ნერვიულობა, უძილობა და განწყობის ცვლილებები).
• ვიტექსი წარმოადგენს რეპროდუქციული სისტემის აღმდგენ მცენარეს - ჰორმონების რეგულატორს. აბრაამის ხის ექსტრაქტი აბალანსებს და არარეგულირებს მენსტრუაციის პროცესებს და გამოიყენება უნაყოფობის სამკურნალოდ.
მიუხედავად იმისა, რომ ეს მცენარე არ შეიცავს ჰორმონებს ან ჰორმონის მსგავს ნივთიერებებს, მას შეუძლია გავლენა მოახდინოს ქალის სხეულის ჰორმონალურ ბალანსზე ჰიპოფიზის ჯირკვლის სტიმულირებით და ლუტეინირების ჰორმონის წარმოების გაზრდით. ეს ირიბად იწვევს პროგესტერონის წარმოების ზრდას და არეგულირებს პროგესტერონისა და ესტროგენის ბალანსს , რითაც ხელს უწყობს მენსტრუალური ციკლის რეგულირებას. ქალის სხეულში უნდა არსებობდეს ბალანსი პროლაქტინს, ფოლიკულის მასტიმულირებელ და ლუტეინირების ჰორმონებს შორის. პროლაქტინის მაღალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს ამენორეა (მენსტრუალური ციკლის არარსებობა). ამ შემთხვევაში დარღვეული მენსტრუალური ციკლის აღდგენაში გვეხმარება ვიტექსის გამოყენება, რომელიც ამცირებს პროლაქტინის დონეს.
მენსტრუაციის დაწყებამდე ბევრი ქალი ხდება გაღიზიანებული, განიცდის დეპრესიისა და შფოთვის შეტევებს. პრემენსტრუალური სინდრომის ეს ტიპიური სიმპტომები ვლინდება პროგესტერონის არასაკმარისი წარმოების გამო მენსტრუაციის დაწყებამდე პერიოდში.
• ვიტექსი ხელს უწყობს ესტროგენისა და პროგესტერონის თანაფარდობის ნორმალიზებას და ამით ამცირებს პმს-თან დაკავშირებულ დისკომფორტს. ვიტექსი, პროლაქტინის დონის შემცირებისა და პროგესტერონისა და ესტროგენის ბალანსის რეგულირების უნარის გამო, მნიშვნელოვნად ამსუბუქებს და ხსნის ტკივილებს სარძევე ჯირკვლებში.
• ვიტექსი ხელს უწყობს ჰორმონის პროლაქტინისა და სასქესო ჰორმონების ბალანსის შენარჩუნება - აღდგენაში, ხელს უწყობს რეგულარული ციკლის აღდგენაში. პრეპარატი ხელს უწყობს ქალის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და იცავს მას ჰორმონალური დისბალანსის შესაძლო შედეგებისგან : სარძევე ჯირკვლების კეთილთვისებიანი დაავადებების განვითარებისგან, PMS, ციკლის დარღვევისგან და უნაყოფობისგან. ვიტექსს ექსტრაქტი გამოიყენება პრემენსტრუალური სინდრომის, სარძევე ჯირკვლების ციკლური ტკივილის შესამსუბუქებლად, ჰიპერპროლაქტინემიისა და პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის წინააღმდეგ საბრძოლველად, აგრეთვე იმუნომოდულაციისთვის.
This post has been edited by GreenPharma on 3 May 2024, 18:00