შაბათ დილას გვიან რომ გაიღვიძებ გამოძინებული, გარეთ რომ თოვლია და ყინავს, დაისხავ ყავას, გადაათვალიერებ ტელეფონს, მიწერ მეგობრებს...
დათქმულ ადგილას ზოგი ადრე მოვა, ზოგი გვიან...
მოწესრიგდები, გადაიცმევ თხლად, შემოიცმევ თბილ ქურთუკს და გახვალ...
გარეთ სუსხია და ფეხქვეშ თოვლი ჭრაჭუნობს, ირგვლივ ყველაფერი მორთულია,
რაც უფრო უახლოვდები ქალაქის ცენტრალურ შოპინგ ქუჩებს, მით უფრო მატულობს ვაფლების, ბლინების, დარიჩინის სუნი.
წინა საშობაო განწყობაა და გულს უხარია!
მეგობრებთან ერთად ვეძებთ საჩუქრებს - საინტერესო ბრჭყვიალა ნივთებს სხვადასხვა მაღაზიებში და ქუჩაში საახალწლოდ მოწყობილ დახლებზე.
განწყობა ყველას საზეიმო გვაქვს!
შემდეგ გეახლებით იქვე გამომცხვარ ვაფლებს და ცხელ შოკოლადს.
შემდეგ ვემშვიდობებით მეგობრები ერთმანეთს
უამრავი ნივთით ხელში ძლივს ვჯდები ჩემი სახლის მიმართულებით ტრანსპორტში, მგზავრების უმეტესობა ჩემს მსგავსად დატვირთულია საჩუქრებით.
ყველა ყველას უღიმის, ყველას უხარია, ყველა ბედნიერია!
შობას გილოცავთ!
პ.ს. რამოდენიმე კარგ ნაცნობს მივწერე, ხომ არ გაგვესეირნა მეთქი საღამოს თბილისის ქუჩებში შაბათ-კვირას და რაღაც მჟავე ხმით მჟავე მიზეზები დაასახელეს.
კარგით
მე მარტო წავალ.
This post has been edited by shavi_kheli on 8 Dec 2021, 21:10
მიმაგრებული სურათი