Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფლორა და ფაუნა > ბიგლი


Posted by: Salvador 16 Aug 2011, 10:15
ბიგლი
ბრიტანული ჯიშის ძაღლი. გარეგნულად ფოქსჰაუნდის მსგავსი, მაგრამ უფრო მოკლე ფეხებით და გრძელი ყურებით. (ყურის ბოლოები უნდა წვდებოდეს ცხვირს) . სიმაღლე ნიდაოში 35-40 სმ. უნიკალური ყნოსვის მქონე მაძებარი. ცნობილი ძაღლის ჯიშებიდან მხოლოდ ბიგლის და ბლადჰაუნდს შეუძლიათ იგრძნონ სუნი 1,5 მეტრი გამდინარე წყლის ქვეშ, ან 4 მეტრი მიწის ქვეშ. ამიტომ ეს ჯიში აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა ქვეყნის პოლიციის მიერ.

ძალიან აქტიური და თავნება ჯიშია. ამავე დროს ძალიან ჭკვიანი. წვრთნას ძნელად ექვემდებარება. თავისი ცნობისმოყვარეობის გამო წვრთნის დროსაც პოულობს ისეთ რამეს რაზეც გადააქვს ყურადრება. გასეირნებისას სჯობს არ გაუშვათ. რადგან ყოველთვის იპოვის რაიმე სუნს რომელზეც დაიგეშება და შეიძლება დაიკარგოს. მაგრამ სხვა ჯიშებისგან განსხვავებით ბიგლი ადვილად პოულობს სახლს დიდი მანძილიდანაც კი.

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

ბიგლი კეთილი და მხიარული ძაღლია. უყვარს შორეული გასეირნებები. ბუნებრივად სისუფთავის მოყვარულია. იშვიათად უყეფს ვინმეს. არ იცის უცხოობა, რაც მეორეს მხრივ ცუდიცაა.


* * *
საერთოდ ჩემი უსაყვარლესი ჯიშებია კავკასიური ნაგაზი და დობერმანი. კავკასიური ალბათ უფრო „ჩვენებური“ ხასიათის გამო. დობერმანი კი ჯიშობრივი სელექციის მწვერვალად, შედევრად მიმაჩნია. მაგრამ ორივე ძლიან დიდია კორპუსის ბინისთვის.

ამიტომ გადავწყვიტე მომეძებნა ძაღლი შემდეგი მახასიათებლებით - საშუალო ზომის, მოკლე ბეწვით, არადეკორატიული (ანუ რამეში რომ გამოგადგეს კაცს smile.gif ). ასეთად ჩემთვის საერთოდ უცნობი ჯიში - ბიგლი (Beagle) ვიპოვე

ეს ჯიში ამ განყოფილების სარჩევში არ არის მითითებული ამიტომ ცალკე გავხსენი თემა.
მაინტერესებს საქართველოში თუ ყავს ვინმეს ეს ჯიში და რამდენად სწორია ის ინფორმაცია რომელიც მე გამაჩნია და ზემოთ გაგაცანით?

Posted by: NatTtT 16 Aug 2011, 13:01
Salvador
მემგონი ძალიან ცოტას ჰყავს ჩვენთან... და აქ გაგიჭირდებათ მისი შოვნა... როგორ აპირებთ ყიდვას? ალბათ უკრაინიდან მოგიწევთ ჩამოყვანა... ერთ ჩემს ნაცნობს უნდოდა დიდი ხანი და როგორც იქნა აღირსეს უკრაინიდან/..

Posted by: Salvador 20 Aug 2011, 18:53
NatTtT
QUOTE
რთ ჩემს ნაცნობს უნდოდა დიდი ხანი და როგორც იქნა აღირსეს უკრაინიდან/..
ესეიგი ვიღაცას მაინც ყოლია. ისიც ეცოდინება სხვას ვის ჰყავს რომ შეაჯვაროს.


QUOTE
როგორ აპირებთ ყიდვას?


არ ვიცი ჯერ. გავიკითხავ აქ თუ ყავს ვინმეს და იქნებ ლეკვი ვიყიდო. ჩამოყვანის თავი ნამდვილად არ მაქვს.
ისე სარჩევში თუ დაამატებს მოდერი კარგი იქნება, რომ სხვა დაინტერესებულმა ხალხმაც ნახოს და იქნებ გვიპასუხოს.

Posted by: ghostika89 20 Aug 2011, 21:07
ვაიმე ამ ძაღლზე მაბოდებს

საკალელიიი :*

Posted by: teo_alias 21 Aug 2011, 18:53
QUOTE
მაინტერესებს საქართველოში თუ ყავს ვინმეს ეს ჯიში
ბიგლი საქართველოში ძალიან იშვიათია... ზუსტად ვიცი რომ "geodog"-ის საწვრთნელ სკოლაში დაყავდათ ბიგლი მამალი... და ისიც გამიგია, რომ ვაკის პარკში ასერნებს ხოლმე ვიღაც ბიგლს(ის არ ვიცი დედალია თუ მამალი)...

Posted by: Gig@ 2 Sep 2011, 01:59
Salvador

მე მყავს ბიგლი.
აქ ლეკვს ვერ იყიდი. თსულ სამი დედალია და ერთი მამალი.
რამდენადაც მე ვიცი.

ჩემი 2 წლის და 4 თვისაა. უკრაინდან ჩამოვიყვანე სანვიტას ძაღლსაშენიდან.

Posted by: Salvador 2 Sep 2011, 04:32
Gig@
მართლა ისეთი რთული გასაწრთვნელია როგორც ცნობარებში წერენ? ჩამოყვანა რა დაგიჯდა და რამდენად რთული პროცედურაა?
შეჯვარებას არ აპირებ? ლეკვები ხომ იქნება აქაც როდესმე? smile.gif

მოგაყარე კითხვები, იმედია არ დამზარდები პასუხს. smile.gif

Posted by: Gig@ 4 Sep 2011, 22:15
Salvador
კი, საკმაოდ ჯიუტია.
ვცდილოლბთ რომ არ დავუთმოთ, მაგრამ სამწუხაროდ ხშირად გაააქვს თავისი.

ჩემი მამალია. სამიდან, ერთ-ერთი დედალი უკვე ორი წლისააა. ალბათ ოქტომბერში ან ნოემბერში შევაჯვარებთ.

რაც შეეხება ჩAმოყვანას, მე უკრაინიდან წამოვიყვანე. რთული არ არრის ლეკვის გამოყვანა თუ საბუთები წესრიგშAი გაქვს და ასაკი შესაბამისი აქვს.
ლეკვის ფასს დაუმატე 50/100 ევრო wink.gif

Posted by: Salvador 4 Sep 2011, 23:50
Gig@
QUOTE
კი, საკმაოდ ჯიუტია. ვცდილოლბთ რომ არ დავუთმოთ, მაგრამ სამწუხაროდ ხშირად გაააქვს თავისი.


ეგ არ მომწონს. smile.gif

დობერმანი მყავდა 8 წლის წინ. ძალიან ჭკვიანი იყო. ბევრი ამბობს სულელი ძაღლიაო, მაგრამ თუ სწორად მიუდგები და რასაც ქვია ურთიერთობას არ დააკლებ ძალიან ჭკვიანი არსებაა. საკმარისი იყო ერთხელ მენიშნებინა რა მინდოდა და მეორე ჯერზე ეგრევე აკეთებდა. მაგალითად ცალკე იცოდა სიტყვა მომიტანე რას ნიშნავდა. მერე ვასწავლიდი მაგალითად - "გაზეთი", ამას 4-5 ჯერ მიყოლებით ვუმეორებდი. მერე ასე ნახევარი საათის ან მეტის მერე რომ მეთქვა გაზეთი მომიტანეო მომიტანდა. ანსხვავებდა მარჯვენა და მარცხენა ფეხსაცმელს. რომ გეთქვა ფეხსაცმელი მინდაო დაგელოდებოდა სანამ დააზუსტებდი რომელი ფეხსაცმელი გინდოდა. თუ ორივე გინდოდა უნდა გამოთქმით გეთქვა ფეხსაცმელები. ნუ იმაზე ლაპარაკი ზედმეტია რომ იმ ადამინის ფეხსაცმელი მიჰქონდა ვინც სთხოვდა. ეს მაგალითისთვის ვახსენე. ამ ყველაფერს და სხვა ათას რამეს სწავლობდა უცებ. თითოეული ახალი დავალების ასათვისებლად სჭირდებოდა მაქსიმუმ ნახევარი საათი.
ჩხუბი არ უყვარდა და არც ვაჩხუბებდი, მაგრამ თუ თავდაცვა იყო, თავის ან რომელიმე ოჯახის წევრის, ვერაფერი აჩერებდა. ერთხელ წასული ვიყავი საზღვარგარეთ და ჩემებმა ვერ მოუარეს. 5 წლის მოგვპარეს. მერე გვითხრეს რომ ზუსტად ჩვენნაირი ვიღაცეებს ძაღლი უჩხუბებიათ 3 პიტბულთან. დაუგლეჯიათ და გადაუგდიათ. ძაღლი ვერ ვიპოვეთ ვერც ის ვინც ეს მხეცობა ჩაიდინა. საყელო კი სულ სხვაგან ეგდო.
მოკლედ უნიკალური ჯიშია, მოვლა და სწავლა უნდა. მაგრამ კორპუსის ბინისთვის ძალიან დიდია.

ბიგლის დახასიათებებში კი ჯიუტობის და "ძნელად აღსაზრდელობის" პუნქტი არ მომწონს. smile.gif გარეგნულად და ფიზიკური დახასიათებებით კი ზუსტად ისაა რაც მინდა რომ მყავდეს. smile.gif

Posted by: Gig@ 5 Sep 2011, 01:48
Salvador
QUOTE
ბიგლის დახასიათებებში კი ჯიუტობის და "ძნელად აღსაზრდელობის" პუნქტი არ მომწონს.  გარეგნულად და ფიზიკური დახასიათებებით კი ზუსტად ისაა რაც მინდა რომ მყავდეს. 


როგორ აგიხსნა?! ძლაინ ნიჭიერია და ჩAთვალე რომ ყველაფერი ესმის. მაგრამ საქმე უფროს მის სიამაყეშია.
აი მაგალბიგლიითად, როდესაც ვეძახი "მოდი!" ბრუნდება, მაგრამ ისე კი არა როგორც ძაღლები გამორბიან პატრონისკენ.
ზიგზაგებით, ანუ მოდის მარა ვითომ თვითონ მოდის და არა იმიტომ რომ შენ დაუძახე.

მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკო, თუ ასე ძალიან დაინტერესბული ხარ ამ ჯიშით შემიძლია გაგცნო ჩემი ძაღლი.
ერთი საათის ნაცნობობა საკმარისია იმისთვის რომ მიხვდე ვინ არის და რა უნდა ამცხოვრებაში.

Posted by: Salvador 5 Sep 2011, 04:12
Gig@

QUOTE
ანუ მოდის მარა ვითომ თვითონ მოდის და არა იმიტომ რომ შენ დაუძახე.


ეგ იმის ბრალია რომ თანასწორად აღიქვავს ყველას. საჭიროა ძაღლს ანახო საკუთარი ფიზიკური უპირატესობა. ძაღლი რაც არ უნდა ახლო და საყვარელი იყოს ცხოველია და მისთვის ოჯახი იგივე თავისი "ხროვაა" (ამას სუფთა ბიოლოგიური ტერმინის ამბავში ვამბობ, არ გეწყინოს). ხოლო ხროვაში უნდა იყოს გამოკვეთილი ლიდერი, ბელადი. ძაღლებს ინტელექტის დიდად არ ესმის და IQ ტესტებს ვერ ჩააბარებინებ, ამიტომ სამწუხაროდ უპირატესობის გამოხატვის ერთადერთ საშუალებად ფიზიკური უპირატესობა რჩება. ჩემს დობერმანს პატარაობიდანვე "ვეჭიდავებოდი" ისე რომ არაფერი არ სტკენოდა. უბრალოდ შევბოჭავდი, რამოდენიმე წამით. ოღონდ ფეხებს კი არ ვუჭერდი მხოლოდ. ვიხუტებდი მთელი ტანით. ცალკე რომელიმე ნაწილის შებოჭვა ძაღლისთვის აგრესიაა და არა თამაში. მერე რომ გაიზარდა ის ჰქონდა ჩარჩენილი მეხსიერებაში რომ მასზე ძლიერი ვიყავი. ამიტომ სიტყვაზე მიჯერებდა კი არა, თვალებში შემომციცინებდა.

ამავე დროს ძაღლი ვერ აღიქვავს როცა ოჯახში რამოდენიმე თანასწორი ლიდერია მასთან დამოკიდებულებაში. ასეთ შემთხვევაში ძაღლი იჩაგრება, თავის ადგილს ვერ პოულობს "ხროვაში". უფრო მისაღებია თუ ძაღლი შეეჩვევა ოჯახურ "იერარქიას". ერთი უნდა იყოს ძაღლზე პასუხისმგებელი და მისი ლიდერი. დანარჩენს ძაღლი თვითონ ხვდება. უბრალოდ აკვირდება ვინ ვის როგორ ესაუბება, უცინის თუ ჭკუას არიგებს და შესაბამისად ალაგებს გონებაში ყველას თავის იერარქიით. ოღონდ მისი უშუალო ხელმძღვანელი ერთი უნდა იყოს. და მხოლოდ ამ ერთმა უნდა აჭამოს საჭმელი. სხვა რომ დაუგდებს არ უნდა შეჭამოს სანამ შენ არ მისცემ ამის უფლებას. შეიძლება იმ "ხელმძღვანელს' ტავისი უფროსები ყავდეს, მაგრამ ძაღლს ეგ უკვე არ აინტერესებს. კი ხვდება რომ ვიღაც უფრო მეტია ვიდრე მისი 'პატრონი" მაგრამ პატრონი მისთვის უფრო "წმინდაა". ხვდები ალაბთ რასაც ვამბობ. ამას რომ მიხვდება ძაღლი დანარჩენსაც უფრ ადვილად ისწავლის. შენი ძაღლი უკვე დიდია და გვიანია ასწავლო ლიდერი.

მოკლედ ბიგლის აღზრდა უნდა ვცადო, უახლოეს მომავალში არა, მაგრამ როგორმე როდესმე მართლაც გამიხარდება შენს ძაღლს თუ გამაცნობ.

Posted by: tamchi99 5 Sep 2011, 11:45
იყიდება ბიგლის ლეკვი 593-57-37-19 http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=&product_id=1630331

Posted by: Salvador 5 Sep 2011, 12:28

tamchi99
QUOTE
იყიდება ბიგლის ლეკვი


ჰოოო... ტყუილად არ გაგვიხსნია თემა. smile.gif
ოღონდ მე მომავალ წლამდე ძაღლისთვის არ მცალია სამწუხაროდ.

Posted by: Gig@ 7 Sep 2011, 02:12
Salvador
QUOTE
ამიტომ სიტყვაზე მიჯერებდა კი არა, თვალებში შემომციცინებდა.

არამგონია ბიგლი მასე გაწვრთნა. ეს არ არის სტანდარტული ძაღლი, სტანდარტული ბრძანებებით.
ეს არის სრულუფლებიანი ოჯახის წევრი და რაცუფრო ბევრი ხალხია ოჯახში მით უკეთესი.


QUOTE
მოკლედ ბიგლის აღზრდა უნდა ვცადო, უახლოეს მომავალში არა, მაგრამ როგორმე როდესმე მართლაც გამიხარდება შენს ძაღლს თუ გამაცნობ.

სცადე. რაც მთავარია გამონახე ბერვრი დრო/. კარგი ქინება შენი ოჯახის წევრებიცც თუ დაგეხმარებიან.

Posted by: virakochi 11 Sep 2011, 23:12
http://www.radikal.ru

აი ლილუც მოვიდაsmile.gif)
* * *
http://www.radikal.ru

ჩვენი ოქროს გოგო!

Posted by: Gig@ 12 Sep 2011, 23:22
virakochi
სალომე, შენ ხარ?

Posted by: virakochi 27 Sep 2011, 00:09
Gig@-სალომე, შენ ხარ?
თითქმისsmile.gif)


Posted by: Sonya 27 Sep 2011, 10:06
გენიალური ჯიშია, დეიდაჩემს ყავდა ბიგლი (მოსკოვში) ძუ, მერე მისი შვილი, რომელიც მოკვდა არც თუ ისე ცოტა ხნის წინ... ძალიან კეთილი, მხიარული, ლამაზი ძაღლია. აქ თითქმის არ შემხვდერია... არადა, მინდა, რომ ჩემმა ახლობლემა შეიძინოს, და ყველანაირად ვაპიარებ ამ ჯიშს gigi.gif თან კომპაქტურია, ბევრი საკვები არ სჭირდება, და ქალაქის პირობებსაც მშვენივრად ეგუება.
Salvador
ძალაინ კარგად ერკვევი ძაღლის ფსიქოლოგიაში, გამოცდილებაც კარგი გქონია, და არ მგონია, ბიგლის აღზრდა გაგიჭირდეს, ესეც ინდივიდუალურია - მთავარი მიდგომაა და მონდომება + ის ყველაფერი, რაც დაწერე. საკმაოდ ჭკვიანია (ერთ-ერთი კვლევის მიხედვით უჭკვიანესი ძაღლების ტოპ-ათეულში შედის). დეიდაჩემი არაფერს ასწავლიდა თავის ბიგლებს, ასე ერჩივნა. არადა მთელი ცხოვერბა ძაღლები ყავდა (ანუ, გამოცდილი იყო). რატომღაც გადაწყვიტა, რომ მისი ბიგლები "თავისუფლად" გარზდილიყვნენ. ვერ ვიტყვი, რომ თავზე დააჯდა ან ერთი ან მეორე. თან არააგრესიული ჯიშია. მოკლედ, მგონი, უნდა სცადო smile.gif

Posted by: virakochi 28 Sep 2011, 00:07
Sonya- ჩვენც აღფრთოვანებულები ვართ ამ ჯიშით...ლილუკა არ არის პირველი ძაღლი ოჯახში (მანამდე 3ძაღლი გვყავდა).
ძალიან ჭკვიანები არიან და უსაზღვროდ თბილი და ალერსიანები. პარალელურად სულ ცდილობენ დომინირებულელები იყვნენ ძაღლებთან. ვერავინ დაჩაგრავს (მიუხედავად გარეგნობისა და ზომისა)
მაგრამ ჩვენ ყველაზე უფრო მოგვწონს ის რომ, სულ ცდილობს გამოიცნოს შენი ხასიათი და შესაბამისად მოიქცეს-რომ კარგად იგრძნო თავი.
ძალაინ კომფორტული ძაღლიაsmile.gif

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru


Posted by: Sonya 28 Sep 2011, 10:00
virakochi
QUOTE
ჩვენც აღფრთოვანებულები ვართ ამ ჯიშით...ლილუკა არ არის პირველი ძაღლი ოჯახში (მანამდე 3ძაღლი გვყავდა).
ძალიან ჭკვიანები არიან და უსაზღვროდ თბილი და ალერსიანები. პარალელურად სულ ცდილობენ დომინირებულელები იყვნენ ძაღლებთან. ვერავინ დაჩაგრავს (მიუხედავად გარეგნობისა და ზომისა)
მაგრამ ჩვენ ყველაზე უფრო მოგვწონს ის რომ, სულ ცდილობს გამოიცნოს შენი ხასიათი და შესაბამისად მოიქცეს-რომ კარგად იგრძნო თავი.
ძალაინ კომფორტული ძაღლია

love.gif
ლეკვებზე დავეცი smile.gif აქაურები არიან?

ალბათ, ბიგლის პატრონებმა ეს ისედაც იციან, მაგრამ მაინც დავწერ - ბიგლი ინგლისური მწევარია, მელაზე ნადირობის დროს იყენებენ. მთელი ხროვა მისდევს ხოლმე მელიას- ძალიან ლამაზი სანახავია. ამიტომ ეძახიან стайная собака-ს, ანუ, ხროვაში თავისიანებთან კარგად გრძნობს თავს - მაშინ, როდესაც ბევრნი არიან. დეიდაჩემმ აიმიტომ დაიტოვა თავისი ბიგლის ლეკვი. ერთმანეთს კომპანია გაუწიეს.
და პირველად დიდი ხნის წინ ნახა ერთ ინგლისურ ფილმში, ჯერ სსრკ-ს დროს, მაშინ, როდესაც ბიგლი საერთოდ უცნობი ჯიში იყო ჩვენთან. და გაგიჟდა, ისე მოუნდა... დიდი ხნის მერე, წლები რომ გავიდა, შეძლო ბოლო-ბოლო ლეკვის შეძენა. ძალიან მინდა, რომ ჩვენთანც უფრო პოპულარული გახდეს.

Posted by: virakochi 28 Sep 2011, 22:21
Sonya-ლილუ ლიტვიდან ჩამოვიყვანეთ. ფოტოზე-დასთან ერთად არის-როდესაც ვირჩებდით....
ჩვენც ვთვლით რომ -უნდა გახდეს პოპულარული! ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯიშია და ნამდვილად უსაფუძვლოდ არა.

საქმროც -ძალიან კარგი გვყავს და თუ ღირსეულ პატრონებს ვიპოვით შევაჯვარებთ კიდეცsmile.gif

Posted by: Sonya 29 Sep 2011, 09:24
virakochi
QUOTE
საქმროც -ძალიან კარგი გვყავს და თუ ღირსეულ პატრონებს ვიპოვით შევაჯვარებთ კიდეც

აბა ჰე, წარმატებები smile.gif
საიდუმლო თუ არ არის, ლეკვში რამდენი გადაიხადეთ?

Posted by: Gig@ 29 Sep 2011, 14:31
http://www.facebook.com/pages/Beagles-in-Georgia-%E1%83%91%E1%83%98%E1%83%92%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98/188670154504972

Posted by: virakochi 29 Sep 2011, 21:19
გადავიხადეთ 850_ ევრო საიდუმლო არ არის

Posted by: Sonya 30 Sep 2011, 10:33
virakochi
QUOTE
გადავიხადეთ 850_ ევრო საიდუმლო არ არის

однакоооо boli.gif rolleyes.gif

Posted by: reset 29 Jan 2012, 13:12

უახლოეს მომავალში ვინმე ხაორელოდება ბიგლის ლეკვებს?
ჩემს მეგობარს უნდა ყიდვა

Posted by: Georgian Rabbit 29 Jan 2012, 13:20
QUOTE
ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯიშია


ამერიკაშიც.
მაგრამ 850 ევრო ძალიან ძვირი არ არი? აქ 85 დოლარად ვნახე ამის წინ.

Posted by: reset 29 Jan 2012, 13:31
QUOTE (Georgian Rabbit @ 29 Jan 2012, 13:20 )
QUOTE
ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯიშია


ამერიკაშიც.
მაგრამ 850 ევრო ძალიან ძვირი არ არი? აქ 85 დოლარად ვნახე ამის წინ.

თუ შოუ კლასის არის და ორივე მშობელი ტიტულოვანი ყავდა მაშინ არარის ძვირი, ისიც უნდა გავითვალისწინოთ ლეკვები როგორი ხარისხის იყვნენ, ტიტულოვანი ძაღლებსი შეჯვარებით ყოველთვის არიბადებიან კარგი ლეკვები, 6 ლეკვიდან შოუ კლასის მარტო ერთI ორი თუ გამოდგება.

Posted by: Tom_Waits 11 Feb 2012, 19:17
ბიგლი love.gif
არ გყავთ არავის ლეკვი?

Posted by: virakochi 14 Feb 2012, 00:13
ვაპირებთ შეჯვარებას და წინასწარ ვუთანხმდებით მომავალ მფლობელებსsmile.gif
მსურველებმა-მოგვწერეთ პფ

http://www.radikal.ru

Posted by: @nn@ k@ 14 Feb 2012, 00:50
ძალიან მომწონს ეს ჯიში smile.gif თუ არ ვცდები სპეციფიური ყეფვის მანერა აქვთ. რაღაც ყმუილსა და ხველებას შორის biggrin.gif

Posted by: virakochi 15 Feb 2012, 00:31
ვიბრაციით ყეფას დავარქმევდი უფრო...

Posted by: nini___71 15 Feb 2012, 11:03
მაგარი საყვuser posted imageარლები არიან,მე ფოხსტერიერი მყავს და ზემოთ რო ახასიატებდნენ მაგრა გავს ხასიათით : 2kiss.gif
* * *
ჩემი ფოქსტერიერი love.gif love.gif love.gif love.gif fig.gif

Posted by: virakochi 5 Mar 2012, 00:23
http://www.radikal.ru

Posted by: butana 13 Mar 2012, 10:10
ვინმე ხომ არ ელოდება ბიგლის ლეკვებს.

Posted by: virakochi 14 Mar 2012, 00:01
butana-ველოდებით მოგწერეთ pm.

Posted by: Gig@ 14 Mar 2012, 00:22
ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა ! smile.gif))))))))

ამ დღეებში ვგეგმავთ ბიგლის და ლილუს შეჯვარებას. ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ვინ არიან ლეკვების ნამდვილი მსურველები!
შემოგვეხმიანეთ თუ ბიგლის შეძენა გნებავთ ან იცით მსურველი! smile.gif))

ამ ფოტოზე ბიგლის და ლილუს ლეკვობის ფოტოებია ♥

ქვევით მოცემულ ბმულებზე მათი ალბომები smile.gif

ლილუ – http://www.facebook.com/media/set/?set=a.259947750710545.60538.188670154504972&type=3

ბიგლი – http://www.facebook.com/media/set/?set=a.188676211171033.38224.188670154504972&type=3

Posted by: virakochi 19 Mar 2012, 00:33
http://www.radikal.ru

Posted by: GEORGIERz 5 Jun 2012, 00:44
რამდენად იშოვი დაახლოვებით ამ ჯიშის ლეკვს?

Posted by: Gig@ 14 Jun 2012, 01:01
zGEORGIERz
QUOTE
რამდენად იშოვი დაახლოვებით ამ ჯიშის ლეკვს?


1000 დოლარად

Posted by: Sonya 15 Jun 2012, 10:09
Gig@
QUOTE
1000 დოლარად

ძალიან ძვირია... უნდა მოხდეს პოპულარიზაცია, ფასი რომ დავარდეს. 1000$-ად აქ მყიდველს ვერ ნახავ... სამწუხაროდ sad.gif

Posted by: Gig@ 16 Jun 2012, 22:53
Sonya
QUOTE
ძალიან ძვირია... უნდა მოხდეს პოპულარიზაცია, ფასი რომ დავარდეს. 1000$-ად აქ მყიდველს ვერ ნახავ... სამწუხაროდ



მართალი ხარ wink.gif
თუმცა რეალურ მყიდველს და ისეთ ტიპს ვინც მოუვლის კარგად ძაღლს მაგ ფასს არ ეტყვიან, ზუსტად ვიცი

Posted by: Hooligan11 24 Jun 2012, 02:44
აუ ბიგლის ყიდვა მინდა,

ძაღლებში, აღზრდაში და მოვლაში დიდი გამოცდილება არ მაქვს, ძნელად გასაზრდელი ხომა რაა ?

კორპუსის პირობებში

Posted by: knw 24 Jun 2012, 13:59
Hooligan11
ჯერ ფასი იკითხე biggrin.gif ერთეულები ყავთ აქ ჩვენთან და 1000 დოლარად ყიდიან ახლა ლეკვებს, ისე ზომებიდან გამომდინარე ძნელი არ უნდა იყოს მისი ბინაში შენახვა, მაგრამ სეირნობა ალბათ ბევრი დასჭირდება იმიტომ რომ მონადირე ჯიშია smile.gif შემოვლენ პატრონები და უკეთ გიპასუხებენ ალბათ

Posted by: Hooligan11 24 Jun 2012, 14:12
knw


საქართველოში არ ვარ,
აქ ორიგინალ წიგნში შესულლები 400-500 ევრო ღირს და ისე 250- 300 ევრო, არც ისეთი ძვირია,

Posted by: virakochi 27 Jun 2012, 01:30
ძაღლი ისეთი იზრდება როგორიც უნდა პატრონსsmile.gif

ჩვენი ძაღლები-ძალიან კარგი კომპანიონები არიან...ყველაფერს ძალიან ადვილად სწავლობენ.
თუ სუნს იღებენ ცოტა გაქცევა იციან და გვზაბავენ-მაგრამ მაგ პრობლემასაც ვერევით

Posted by: Lady Bug 25 Jul 2012, 22:43
ძალიან მომწონს, მაგრამ რაღაცნაირი სევდიანია... საკალელი 2kiss.gif

Posted by: virakochi 26 Jul 2012, 01:11
აი ესეთი პატარა ჩამოვიდა თბილისში...

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

Posted by: MurTXi 26 Jul 2012, 14:11
Beagle-ის ლეკვები იყიდება ააქ ? და რა ღირს ხომ ვერ მეტყვით ?

Posted by: Lady Bug 26 Jul 2012, 14:21
virakochi
QUOTE
აი ესეთი პატარა ჩამოვიდა თბილისში...

up.gif baby.gif

Posted by: virakochi 31 Jul 2012, 23:39
MurTXi-აქ ანუ თბილისში -არ არის...როდესაც იქნება ეღირბა 500-600$

ჩამოყვანილები ღირდა 800-900 ევრო

Posted by: MeRo 17 Aug 2012, 12:03
აუ როგორ მინდა ეს ჯიში მაგრამ მაქსიმუმი 300 ევრო გავქაჩO მეტს ვერ ვიშოვი აქ კიდევ ძალიან ძვირს აფასებენ როგორც თემაში ვნახე sad.gif

300 ევროში შანსი არაა ხო სადმე ვინმემ რომ მომყიდოს ან რომ ჩამოვაყვანინო

Posted by: Dr NULL 27 Aug 2012, 21:36
ვინმეს ყავს ამჟამად ლეკვი გასაყიდად? .

Posted by: virakochi 31 Aug 2012, 03:17
ამჟამად არა გვყავს...შეჯვარებას ვგეგმავთ შემოდგომის ბოლოს...Dr NULL

პოლონეთში შეიძლება 300 ევროდ ყიდვა მაგრამ + ჩამოყვანა..
.თუ კარგი პატრონია 300 ევროდაც შეიძლება მოგყიდონ...ბიგლისტები-სამაგალითო პატრონებს ეძებენ ლეკვებისთვის...smile.gif MeRo

Posted by: Dr NULL 1 Sep 2012, 18:21
virakochi
ძალიანაც მინდა. თუ შეგიძლია დამაკავშირო ვინმესთან ძალიან კარგი იქნება, თუ არა და ... თუ შეჯვარების მერე გაყიდვას გადაწყვიტავ, მხედველობაში გყავდე. მაგრამ, იქამდე, აუფფფფ, დიდი დროა. smile.gif
ან ბიგლი მინდა, ან სპანიელ კავალიერი. ერთ-ერთი მინდა აუცილებლად.


Posted by: wuna 1 Sep 2012, 18:56
ბიგლი არ ყეფს , ძირითადად ყმუისო მართალია? smile.gif და პრეტენზიული მეზობლების ყოლისას ძაან რთულიაო ბიგლის ყოლაო

Posted by: virakochi 1 Sep 2012, 20:02
რასაც წაიკითხავთ ყველაფერი მართალი კი არ არისsmile.gif...
ჩვენები ყმუიან მხოლოდ როდესაც ერთმანეთს დასდევენ....

Posted by: virakochi 4 Sep 2012, 00:14
აი ეს 2 ლეკვი ელოდება პატრონს მინსკში
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

თუ დაინტერესდებით მომწერეთ PM-ში-დაგაკავშირებთ

Posted by: pepi grdzelicinda 8 Sep 2012, 15:04
ანაკლიაში ვნახე მე-5 ბიგლი საქართველოში-ბასტი, ბიჭი, ძალიან საყვარელი, ძალიან ძალიან ! მეგონა ვერასდროს ვნახავდი ამ ჯიშის ძაღლს smile.gifგამიმართლა

Posted by: virakochi 11 Sep 2012, 00:39
pepi grdzelicinda
ბასტიკოა ზევით ფოტოებში-რომელიც ჩამოვიდაsmile.gif

Posted by: pepi grdzelicinda 11 Sep 2012, 15:45
virakochi
ქვედა ხო?? შავი რომაა ზურგზე, ფოტოც გადავიღე მაგარი ბიჭია ,გაზრდილი იყო უკვე ესეთი პატარა არაა smile.gif

Posted by: bee-mine 12 Sep 2012, 17:03
QUOTE (virakochi @ 31 Aug 2012, 03:17 )
ამჟამად არა გვყავს...შეჯვარებას ვგეგმავთ შემოდგომის ბოლოს...Dr NULL

პოლონეთში შეიძლება 300 ევროდ ყიდვა მაგრამ + ჩამოყვანა..
.თუ კარგი პატრონია 300 ევროდაც შეიძლება მოგყიდონ...ბიგლისტები-სამაგალითო პატრონებს ეძებენ ლეკვებისთვის...smile.gif MeRo


მე ვარ ძალიან კარგი პატრონი! wink.gif გარწმუნებთ ბიგლის გაუმართლებს ჩემს ხელში თუ მოხვდება : )) ძალიან მომწონს ეს ჯიში და სიამოვნებით ვიყიდი ლეკვს თუ ცოტა შეღავათს გამიწევთ, 300 ევროზე თანახმა ვარ ..თანაც იმდენი აცრები და მოვლა დასჭირდება პირველ თვეებში რომ მაგ 300 ევროს კიდევ ბერვი დაემატება. ეს ყველაფერი გამოვლილი მაქვს, კურცხაარი მყავს ბებრუხუნა უკვე 11წლის ხდება : ) მოკლედ, გამიხარდება თუ შემეხმიანებით.


Posted by: virakochi 14 Sep 2012, 07:40
pepi grdzelicinda-კი გაზრდილია ეხლა უკვეsmile.gif)

bee-mine-რომ გაჩნდებიან...

Posted by: Gig@ 10 Oct 2012, 23:56
დაიკარგა ბიგლი! მპოვნელი დასაჩუქრდება!
იხიელეთ ბმული.

http://www.facebook.com/photo.php?fbid=3780517637456&set=o.188670154504972&type=1&theater

[B][SIZE=7]

Posted by: Pumped up kicks 11 Oct 2012, 02:12
უპოვიათ! როგორ გამიხარდა! თავისით მივიდა სახლში, მე კიდე მეგონა ვინმემ წაიყვანა ან რამე

Posted by: virakochi 14 Oct 2012, 20:27
ჩვენც ასე გვეგონა...ისეთი ბედნიერები ვართ!

Posted by: virakochi 29 Oct 2012, 01:40
http://www.radikal.ru

ჩვენი ჩემპიონებიsmile.gif))

Posted by: Dr NULL 29 Oct 2012, 10:00
virakochi
QUOTE
რომ გაჩნდებიან...

უკაცრავად, როდისთვის ელოდებით? smile.gif

Posted by: virakochi 11 Nov 2012, 19:19
შემოდგომის ბოლოს ვაპირებთ...Dr NULL

Posted by: ბურსა 7 Jan 2013, 22:45

მომყიდეთ ვინმემ ბიგლის ლეკვი.ერთი თვის ჯერ არ უნდა იყოს და მამალი.

Posted by: virakochi 31 Jan 2013, 13:04
http://www.radikal.ru

Posted by: virakochi 11 Feb 2013, 12:54
http://www.myvideo.ge/?video_id=619744

გთხოვთ ნახოთ 2kiss.gif

Posted by: konstantinyus 14 Feb 2013, 14:33
როგორ მომწონს ეს ჯიში 2kiss.gif

ტანით უფრო დიდები რომ იზდებოდნენ აუცილებლად მეყოლებოდა yes.gif

Posted by: virakochi 17 Feb 2013, 01:56
konstantinyus wink.gif) ქალქის პირობებში, ბინაში-იდეალურია

Posted by: konstantinyus 17 Feb 2013, 14:42
virakochi

ზუსტად მაგ პირობებში ვარ. ლაბრადორი მყავს და ჰასკის აყვანას ვგეგმავ. ბიგლის ხასიათი ხო მომწონს + ვიზუალი +მონადირეა,მაგრამ პატარა ტანისას უბრალოდ ვერ ვიყოლიებ,არ შემიძლია user.gif

Posted by: Unico 17 Feb 2013, 16:26
QUOTE
ბიგლის ხასიათი ხო მომწონს + ვიზუალი +მონადირეა,მაგრამ პატარა ტანისას უბრალოდ ვერ ვიყოლიებ,არ შემიძლია

ჰასკის თუ არ მერჩივნოს მე პირადად smile.gif თუმცა კაცია და გემოვნებაო biggrin.gif

როდისმე მეყოლება ბიგლიც user.gif

Posted by: virakochi 2 Mar 2013, 23:54
http://www.radikal.ru

Posted by: sallli1 5 Mar 2013, 11:01
ძაან ლამაზი ძაღლია love.gif love.gif

Posted by: virakochi 13 Mar 2013, 00:05
sallli1-მადლობა

http://www.radikal.ru

* * *
http://www.radikal.ru

ლილუ და ლაქი ისვენებენ გუდაურშიsmile.gif

Posted by: sallli1 15 Mar 2013, 16:17
virakochi
არაფრიის . smile.gif საყვარლეი უბრალოდ გუდაურში უაშენიკოდ დაგყავს?

Posted by: KillaBee 17 Mar 2013, 16:59
ლეკვებს როდის ელოდებით? და რა ფასებშI გეგმავთ გაყიდვას?

Posted by: virakochi 17 Mar 2013, 22:02
sallli1-კი ჭკვიანი გოგოები არიან-თან ერთი ფეხმძიმედააsmile.gif) და ფრთხილია.
KillaBee აპრილის დასაწყისში ველოდებით...ჯერ გაჩნდნენ...


Posted by: sallli1 17 Mar 2013, 22:12
virakochi
უი გილოცავთ smile.gif

Posted by: virakochi 17 Mar 2013, 22:58
smile.gif) მადლობა ,მაგრამ ჯერ ვღელავთsmile.gif

Posted by: Kuntuniani 6 Apr 2013, 22:40
ბიგლი საერთოდ ქალის ძაღლად ითვლება? სადაც კი შემხვედია ან სურათი მინახია ყველგან ქალები არიან პატრონები

Posted by: konstantinyus 6 Apr 2013, 22:54
Kuntuniani

ბიგლი მონადირე ჯიშია და რავიცი რავიცი biggrin.gif

Posted by: sallli1 7 Apr 2013, 00:07
Kuntuniani
QUOTE
ქალის ძაღლად ითვლება

QUOTE
ქალის ძაღლად ითვლება

QUOTE
ქალის

facepalm.gif

Posted by: MITIATO 7 Apr 2013, 10:30
QUOTE
ბიგლი საერთოდ ქალის ძაღლად ითვლება?


ვაჟკაცი კაცი მაგ ძაღლს გვერდით როგორ გაიყოლებს?! givi.gif

facepalm.gif

Posted by: sallli1 7 Apr 2013, 11:04
MITIATO
QUOTE
ვაჟკაცი კაცი მაგ ძაღლს გვერდით როგორ გაიყოლებს?!

facepalm.gif lol.gif

Posted by: oxx. 7 Apr 2013, 15:13

MITIATO
QUOTE
ვაჟკაცი კაცი მაგ ძაღლს გვერდით როგორ გაიყოლებს?!


))))))

Posted by: Kuntuniani 7 Apr 2013, 16:23
QUOTE (sallli1 @ 7 Apr 2013, 00:07 )
Kuntuniani
QUOTE
ქალის ძაღლად ითვლება

QUOTE
ქალის ძაღლად ითვლება

QUOTE
ქალის

facepalm.gif

კითხვის ნიშანს ვერ ხედავ ?

Posted by: sallli1 7 Apr 2013, 16:44
Kuntuniani
ვხედავ რა მნიშვნელობა აქვს კითხვის ნიშანი იქნება თუ არა . უბრალოდ წინადადებამ გამაოცა

Posted by: virakochi 14 Apr 2013, 22:53
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

ჩვენი გოჭებიsmile.gif)

Posted by: virakochi 4 May 2013, 01:20
http://www.radikal.ru

* * *
http://www.radikal.ru

Posted by: Dr NULL 4 May 2013, 01:54
მოგილოცავთ smile.gif ბედნიერებაში, სიხარულში

Posted by: virakochi 4 May 2013, 14:08
Dr NULL-მადლობაsmile.gif)
http://www.radikal.ru

Posted by: Kochia07 10 May 2013, 12:00
ძალიან საკვარლები არიან!!! ბევრი წავიკითხე ამ ჯიშზე და რეალშიც მინახავს, ძალიან ჭკვიანები და თბილები არიან.... დიდი სურვილი მაქვს ვიკოლიო და პირობებიც მაქვს მარა ფული არ მაქვს სამწუხაროდ.... თუ პატრონი ვერ მონახეთ მე დიდი სიამოვნებით და სიკვარულით გავზრდი! რა ვქნა, ასეა.... თქვენს ჯანმრტელობას და ბედნიერებას კიდევ დოვლათი და იღბალი დაამატეთ ჩემგან!!!!

Posted by: virakochi 11 May 2013, 01:21
Kochia07-მადლობაsmile.gif
ყველას ყავს პატრონი და იმედია ყველა ლეკვი ბედნიერი გაიზრდება, თბილ გარემოშიsmile.gif


Posted by: KillaBee 22 May 2013, 22:43
დღეს რომელი ბიგლი იყო ალიკასთან ზოოპარკში? პატრონი სანამ მოვიდოდა ისე მოწყენილად წკმუტუნებდა გული დამეწვა smile.gif სახელი ვიკითხე მაგრამ დამავიწყდა smile.gif

Posted by: sallli1 22 May 2013, 23:13
რა სილამაზეა... love.gif
http://pix.ge/
http://pix.ge/

Posted by: PuTKiiI 29 May 2013, 16:42
გაააააააქტიურდით...........!

http://forum.ge/?showtopic=34536110&st=15&#entry36630685

http://forum.ge/?showtopic=34536110&st=15&#entry36630685

http://forum.ge/?showtopic=34536110&st=15&#entry36630685

Posted by: virakochi 31 May 2013, 00:36
ჩვენი ულამაზესი სამფერა ბიჭი ელოდება კარგ პატრონს

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

Posted by: sallli1 31 May 2013, 01:06
virakochi
რა საყვარელი ვიღაცააა love.gif


Posted by: virakochi 4 Jun 2013, 22:57
QUOTE (sallli1 @ 31 May 2013, 00:06 )
virakochi
რა საყვარელი ვიღაცააა love.gif

უსაყვარლესია, აცრილია, საბუთებით ელოდება პატრონს bis.gif

Posted by: Pumped up kicks 5 Jun 2013, 00:27
virakochi
ფასი რაარის? smile.gif) მახსოვს ბევრი მსურველი იყო თქვენს Fეისბუქ გვერდზე <3

Posted by: virakochi 5 Jun 2013, 23:10
QUOTE (Pumped up kicks @ 4 Jun 2013, 23:27 )
virakochi
ფასი რაარის? smile.gif) მახსოვს ბევრი მსურველი იყო თქვენს Fეისბუქ გვერდზე <3

და პატრონიც ყავდა-მაგრამ არ მივეცით..თუმცა იხდიდნენ 900$:))
ყველა ლეკვი გაიყიდა 700-800$

Posted by: Pumped up kicks 6 Jun 2013, 10:38
virakochi
ჰოო მესმის, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ლეკვების კარგ ხელში გადაცემა და მარტო გაყიდვაზე და თავიდან მოშორებაზე არ ფიქრობთ სხვებივით , ძალიან კარგად მოქცეულხართ yes.gif

Posted by: virakochi 8 Jun 2013, 00:11
http://www.radikal.ru

ელოდებაsmile.gif)

Posted by: sallli1 8 Jun 2013, 00:15
virakochi
რა საყვარელია და რა მოწყენილი sad.gif love.gif
* * *

Posted by: virakochi 9 Jun 2013, 21:15
http://www.radikal.ru

ეს პატარა ბიჭი ელოდება პატრონს

Posted by: Hooligan11 13 Jun 2013, 13:05
ამ ძაღლის ყიდვა მინდ ამაგრამ ეზო უნდაო, მეძებარია და ხშირას სეირნობა და მოძრაობა უყვარსო და 2 ოთახიანისთვის მეცოდება
sad.gif
ყეფა უყვარსო ისე, ძალიან ხმაურიანია ?

Posted by: Pumped up kicks 13 Jun 2013, 19:45
Hooligan11
საქართველოში ვისაც ყავს ყველას ბინაში ყავს მგონი, მაგრამ პრობლემა არ არის თუ ბევრს ასეირნებ და ენერგიას დახარჯავს სხვა მხრივ ბინისთვის იდეალურია, ბეწვიც დაბალი აქვს და ადგილსაც ბევრს არ იკავებს, ყეფა მეც ესე ვიცი რომ უყვარს smile.gif)

Posted by: virakochi 12 Jul 2013, 01:03
ყველას ბინაში გვყავსsmile.gif ნამდვილად!

Posted by: sallli1 12 Jul 2013, 02:01
საყვარლები არიან love.gif

http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/

Posted by: avelum 12 Jul 2013, 23:51
ვგიჟდები ამ ძაღლზე. აი ძალიან ძალიან ძალიან მიყვარს ... რაც კი ვიდეო არსებობს იუთუბზე ყველა ნანახი მაქვს თითქმის ! მიუხედავად იმისა რომ ძაღლი არ მყოლია , დიდი სურვილი მაქვს ჩემი პირველი ცუგა ბიგლი იყოს !

Posted by: virakochi 21 Jul 2013, 23:35
ოქტომბერში ველოდებით ლეკვებსsmile.gif შეგვეხმიანეთ....

Posted by: LeoKac 27 Jul 2013, 12:10
სასწრაფოდ ვყიდი 1-2 თვის ძუ ლეკვს. (პოინტერის და კურცჰაარის ნაჯვარი) კურცჰაარიც ტითქმის პოინტერია ხომ ასეა?

ფასი 120 ლარი. ძალიან მეჩქარება.

ტელეფონი: 598-77-66-45

ძალიან საყვარელი ძუ პოინტერია. ნაღდი ჯიში.
მეძებარია, მონადირეა, რავიცი კიდე რა რეკლამა გავუკეთო...

user posted image


user posted image

Posted by: Lukkinio 3 Aug 2013, 20:03
ბიგლის ყიდვა მინდა.. რუსეთში 1500$ ს მეუბნებიან და რატომ ასეთი ძვირი? sad.gif

Posted by: virakochi 5 Aug 2013, 11:09
Lukkinio-ინბოქსში მოგწერე...

http://radikal.ru/fp/4c346be6829040d082a5079abcaf34b6

ჩვენი ულამაზესი და ნაზი ლაქი -დედობისათვის ემზადება

Posted by: virakochi 9 Aug 2013, 13:32
http://radikal.ru/fp/e5c03b98b1a94e0db62a6ab6ea94ba1a

http://radikal.ru/fp/e6d3d5c827fb4340b5bef7e983f6c8a6
* * *
https://www.facebook.com/GalantSanvita?ref=hl

გვესტუმრეთ! bis.gif

http://radikal.ru/fp/bd9ecc4e96714e61a886f43ee5b1d236

Posted by: virakochi 15 Oct 2013, 01:08
აი ეს ცქვიტი გოგო გახდა საუკეთესო ლეკვი

http://radikal.ru/fp/e67841972883493d8234b7fae081dedf

alfa-jasmin-ebby!


Posted by: Tom_Waits 15 Oct 2013, 02:37
virakochi

გილოცავთ! ვიცნობ და ძალიან კარგი გოგოა)))
bis.gif

Posted by: gvancik 13 Apr 2014, 11:59
ხომ არ ყიდით ვინმე ბიგლის ლეკვს?

Posted by: Chalky 16 Apr 2014, 13:27
რა დებილი ვარ ვერ წარმოიდგენთ.. რამოდენიმე წლის წინ ჩემს მეზობლად ცხოვრობდენ ამერიკელბი და ყავდათ ორიცალი ბიგლი დედალ მამალი და რო შეაჯვარეს რატომღაც იმ კაცს ძალიან ვუყვარდი მაშინ ძააან პატარა ვიყავი და მის შვილებთან ერთად სუ ვთამაშობდი ხოლმე და ადგა და მაჩუქა დედალი ერთი თვის ულამაზესი და უსაყვარლესი ლეკვი, რომლიც როგორც ყოველთვის მშობლების დაჟინებით 6 თვეზე მეტი არ გამაჩერებინეს სახში და წაიყვანეს ყაზბეგში! იმის შემდეგ არაფერი არ მსმენია იმ ძაღლზე გარდა იმისა რომ საქართველოში ერთ ერთი ყველაზე მაგარი მეძებარი და მონადირეა. ასე რომ ხალხო თუ ვინმეს დაგჭირდებათ ბიგლის შეჯვარება ყაზბეგში ეძებეთ. ძაღლს სახელი რაც დავარქვი ისევ ის სახელი ქვია "ტერი" ტერი შტერის ვეძახდი ხოლმე biggrin.gif



პ.ს. ულამაზესი უსაყვარლესი და ძალიან ძალიან ჭკვიანი ძაღლები არიან!! და რათქმაუნდა უბადლო მეძებრები!!

Posted by: axavild 24 Apr 2014, 20:34
<3 <3

სპეციალრუად ამ ძაღლისთვის აღვზრდი ჯერ საკუთარ თავს და მერე მოვიყვან :ერთი სულა ვარ:

უკვე მიყვარს და ვბურჯღნი

Posted by: lost_for_words 15 Sep 2014, 15:15
არავინ ყიდის?

________________________________________
პ.ს. 800$ არ გადავიხდი

Posted by: virakochi 6 Oct 2014, 13:30
http://www.radikal.ru

იყიდება ბიგლის ლეკვები, საუკეთესო საგვარეულო ნუსხით.
599553742



https://www.facebook.com/GalantSanvita?ref=hl

https://www.facebook.com/pages/Beagle-club-Georgia-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%91%E1%83%98%E1%83%92%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%98/1453798864877465?ref=hl

Posted by: virakochi 7 Oct 2014, 22:20
იყიდება ჩვენი ლამაზი გოგო ლუსი! მხოლოდ საუკეთესო პატრონზე! ტელ: 599553742.

http://www.radikal.ru

Posted by: KalaSha1 22 Oct 2014, 21:45
virakochi
გამარჯობა რამდენად ყიდით ლეკვებს ?

ასევე თუ არის სხვა ვარიანტებიც გასაყიდად იქნებ მითხრათ ფასები

Posted by: No Regrets 11 Nov 2014, 14:35
ვინმე ხომ არ ყიდის ბიგლის ლეკვს?
ან ხომ არ იცით დაახლოებით რა დამიჯდება

ეს განცხადება http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&product_id=6809115&back_page_num=1
ვნახე, 400 ლარიო და რამდენად რეალური ფასია?

Posted by: tekuna89 17 Jan 2015, 02:56
იყიდება ბიგლის ლეკვები, სრული საგვარეულო ნუსხით, საუკეთესო პატრონებზე


ტელ: 598 997 889

Posted by: aca baca banci bunca 20 Jan 2015, 17:58
უმაგრესი ძაღლია. სიამოვნებით ვიყოლიებდი ლეკვს. იმედია კატებთან ცუდად არ არიან. biggrin.gif virakochi
კიდევ გყავთ ბიგლი? და თუ გყავთ ლეკვებს თუ ყიდით ხოლმე?

QUOTE
ლბათ, ბიგლის პატრონებმა ეს ისედაც იციან, მაგრამ მაინც დავწერ - ბიგლი ინგლისური მწევარია,

ბიგლი ინგლისური მწევარი კი არა ვაბშე ტო რომაული წარმომავლობის არის. ჯიშიც რომაულია. რომაელების წასვლის მერე რა თქმა უნდა დარჩა ეს ჯიში ბრიტანეთის ნახევარკუნძულებზე.

QUOTE
ყეფა უყვარსო ისე, ძალიან ხმაურიანია ?

კი და თან ნაირნაირ ხმებზე იყეფება. biggrin.gif ყველა ძაღლი ცოდოა სულ სახლში ჯდომისთვის. ნებისმიერ ძაღლს პატრონიც აქტიური უნდა რომელსაც უყვარს გარეთ სეირნობა ერთგულ მეგობართან ერთად.

Posted by: borjgali1964 3 Mar 2015, 22:03
სალამი,
ბიგლის ლეკვი მოვიყვანეთ სახლში 1 კვირის წინ.
50 დღისაა.
დღეს, მეჩვენება რომ უხასიათოდაა, სულ ძილი უნდა და ხელში დაჭერა ურჩევნია, სასიარულოდ არ იწევს.
ცხელი დრუნჩის გარდა, სიცხის რა სიმპტომები არსებობს //?
ჭამით ნორმალურად ჭამა და შეკრულიც არ არის კუჭში...
რა უნდა სჭირდეს?
დიდხანს ძილი ამხელა ლეკვისთვის ნორმალურია?

Posted by: Fallen Angie 4 Mar 2015, 12:20
borjgali1964
ლეკვებს დიდხანს ძინავთ, იზრდებიან.
ძაღლი თუ ჭამს ესეიგი კარგად არის biggrin.gif

Posted by: agr_bak 9 Mar 2015, 00:45
დედალი ლეკვი ხომ არ გყავთ გასაყიდი ვინმეს ?
თუ გყავთ ან შეჯვარებას აპირებთ და იგეგმება პმ შემეხმიანეთ

წინასწარ მადლობა


Posted by: nikato-nikato 4 May 2015, 14:46
ფასი რა არი საშუალოდ ხალხო? მამალი ლეკვის

Posted by: borjgali1964 4 May 2015, 20:04
nikato-nikato
როგორც ვიცი 500$-დან იწყება.

Posted by: nikato-nikato 4 May 2015, 22:46
borjgali1964


რა ამბავია sad.gif


Posted by: soccerplayer118 7 May 2015, 02:03
ვინმეს ხო არ გყავთ ლეკვი გასაყიდად? :|

Posted by: Samea 13 Sep 2015, 20:30
soccerplayer118 მაიმარკეტზე არის ეხლა რაღაც განცხადება თუ ისევ გაინტერესებს.
===============
თუ ვინმეს გაქვთ გამოცდილება მსგავს სიტუაციაში მითხარით რა - სახლში მარტო დატოვებას როგორ ეგუება?

Posted by: Scoorp 25 Sep 2015, 16:33
რატო ღირს ასეთი ძვირი ბიგლი?

სერიოზულად მაინტერესებს smile.gif

Posted by: borjgali1964 26 Sep 2015, 22:59
Scoorp
1000 $ ღირს.. ძველი ,, ოპელის'' ფასია და ნაღდად სჯობია))Samea
Samea
ჩემი 9 თვისაა და კიდევ ყველაფერს ჭამს, სულ ყურადღება უნდა. უსაფრთხო გარემოში ვტოვებთ იშვიათად,
შემოსასვლელსა და სამზარეულოში, რბილ ავეჯს შეჭამს.

Posted by: Scoorp 27 Sep 2015, 20:09
borjgali1964


მე რა ვიკითხე და რა პასუხი მივიღე biggrin.gif

Posted by: megre 10 Oct 2015, 14:18
----------------------------------------------------------------------------------------------------

Posted by: borjgali1964 10 Oct 2015, 15:47
QUOTE (Scoorp @ 27 Sep 2015, 20:09 )
borjgali1964


მე რა ვიკითხე და რა პასუხი მივიღე biggrin.gif

მე გიპასუხეთ, თქვენ გაგეცინათ.

=
კიდევ იკითხეთ.

Posted by: Samea 11 Oct 2015, 20:53
borjgali1964
საკუთარი სათამაშოები თუ ექნება მაინც რაც თავისი არ არის იმას მიეტანება? smile.gif)

Posted by: borjgali1964 31 Oct 2015, 18:35
Samea
ყველაფერს ეტანება, ყურადღება უნდა დიდი, რამე რომ არ შეჭამოს.
მტვერსასრუტივით არის)))
==

Posted by: Samea 9 Nov 2015, 17:59
borjgali1964
მაშინ სჯობს კიდევ ცოტა მოვიცადო და მოგვიანებით ვიყოლიო პატარა მტვერსასრუტი ^_^
მადლობა პასუხისთვის smile.gif)

Posted by: Panic-Attack 11 Jan 2016, 14:02
ძალიან ცელქები არიან?
დიდი დრო სჭირდებათ სეირნობისთვის?
ხშირად ავადობენ?

ბევრი შეკითხვა დავსვი smile.gif
მაინტერესებს იმ ადამიანების აზრი, ვისაც ბიგლი ჰყავს სახლში

Posted by: KalaSha1 8 Feb 2016, 03:55
გამარჯობა აპრილის დასაწყისისთვის მინდა ბიგლის ლეკვი ვინმეს ხო არ გეყოლებათ გასაყიდად მაგ დროისთვის ???
წინასწარ დავჯავშნი თუ რამეა biggrin.gif

Posted by: borjgali1964 8 Feb 2016, 16:11
ერთი წლის გახდა, ძაღლდამიანი.

============================

Posted by: DIOGENA 9 Feb 2016, 00:11
ეს ჯიში საქართველოში ჰყავთ?

http:////http://www.nationalgeographic.ge/wm.php?page=world&id=419

Posted by: KalaSha1 9 Feb 2016, 00:41
QUOTE (KalaSha1 @ 8 Feb 2016, 03:55 )
გამარჯობა აპრილის დასაწყისისთვის მინდა ბიგლის ლეკვი ვინმეს ხო არ გეყოლებათ გასაყიდად მაგ დროისთვის ???
წინასწარ დავჯავშნი თუ რამეა biggrin.gif

http://pix.ge/

Posted by: KalaSha1 24 Mar 2016, 03:13
QUOTE (KalaSha1 @ 9 Feb 2016, 00:41 )
QUOTE (KalaSha1 @ 8 Feb 2016, 03:55 )
გამარჯობა აპრილის დასაწყისისთვის მინდა ბიგლის ლეკვი ვინმეს ხო არ გეყოლებათ გასაყიდად მაგ დროისთვის ???
წინასწარ დავჯავშნი თუ რამეა biggrin.gif

http://pix.ge/

არ გყავთ არავის ????????????? help.gif help.gif help.gif help.gif help.gif

Posted by: ilikeit 24 Mar 2016, 03:53
DIOGENA
მაგ ჯიშის ძაღლი თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარში ჩააბარეს ცოტა ხნის წინ

Posted by: DIOGENA 24 Mar 2016, 21:03
ilikeit
მეც ვნახე ფეისბუკზე ეგ პოსტი... გული მომიკვდა... sad.gif

Posted by: *ფორუმელი 27 Apr 2016, 23:35
QUOTE (Salvador @ 16 Aug 2011, 10:15 )
ბიგლი
ბრიტანული ჯიშის ძაღლი. გარეგნულად ფოქსჰაუნდის მსგავსი, მაგრამ უფრო მოკლე ფეხებით და გრძელი ყურებით. (ყურის ბოლოები უნდა წვდებოდეს ცხვირს) . სიმაღლე ნიდაოში 35-40 სმ. უნიკალური ყნოსვის მქონე მაძებარი. ცნობილი ძაღლის ჯიშებიდან მხოლოდ ბიგლის და ბლადჰაუნდს შეუძლიათ იგრძნონ სუნი 1,5 მეტრი გამდინარე წყლის ქვეშ, ან 4 მეტრი მიწის ქვეშ. ამიტომ ეს ჯიში აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა ქვეყნის პოლიციის მიერ.

ძალიან აქტიური და თავნება ჯიშია. ამავე დროს ძალიან ჭკვიანი. წვრთნას ძნელად ექვემდებარება. თავისი ცნობისმოყვარეობის გამო წვრთნის დროსაც პოულობს ისეთ რამეს რაზეც გადააქვს ყურადრება. გასეირნებისას სჯობს არ გაუშვათ. რადგან ყოველთვის იპოვის რაიმე სუნს რომელზეც დაიგეშება და შეიძლება დაიკარგოს. მაგრამ სხვა ჯიშებისგან განსხვავებით ბიგლი ადვილად პოულობს სახლს დიდი მანძილიდანაც კი.

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

ბიგლი კეთილი და მხიარული ძაღლია. უყვარს შორეული გასეირნებები. ბუნებრივად სისუფთავის მოყვარულია. იშვიათად უყეფს ვინმეს. არ იცის უცხოობა, რაც მეორეს მხრივ ცუდიცაა.


* * *
საერთოდ ჩემი უსაყვარლესი ჯიშებია კავკასიური ნაგაზი და დობერმანი. კავკასიური ალბათ უფრო „ჩვენებური“ ხასიათის გამო. დობერმანი კი ჯიშობრივი სელექციის მწვერვალად, შედევრად მიმაჩნია. მაგრამ ორივე ძლიან დიდია კორპუსის ბინისთვის.

ამიტომ გადავწყვიტე მომეძებნა ძაღლი შემდეგი მახასიათებლებით - საშუალო ზომის, მოკლე ბეწვით, არადეკორატიული (ანუ რამეში რომ გამოგადგეს კაცს smile.gif ). ასეთად ჩემთვის საერთოდ უცნობი ჯიში - ბიგლი (Beagle) ვიპოვე

ეს ჯიში ამ განყოფილების სარჩევში არ არის მითითებული ამიტომ ცალკე გავხსენი თემა.
მაინტერესებს საქართველოში თუ ყავს ვინმეს ეს ჯიში და რამდენად სწორია ის ინფორმაცია რომელიც მე გამაჩნია და ზემოთ გაგაცანით?



საოცრად მიყვარს ეს ჯიში

გვყავს ბიგლის ლეკვები
ამ თემაში გამომეხმაურეთ ვისაც გნებავთ smile.gif


ფასი: კარგად უნდა მოუაროთ )))

Posted by: pippom 6 May 2016, 21:42
მინდა ბიგლის ლეკვის ყიდვა. თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ.

Posted by: *ფორუმელი 10 May 2016, 16:58
ჩვენი ბიგლის ლეკვები <3
დედალ მამალი გვყავს

user posted image

user posted image



user posted image

Posted by: FRANCHESKAA 11 May 2016, 10:49
*ფორუმელი
რა ღირს ბიგლის ლეკვი მამალი? რა ხნისები არიან?

Posted by: *ფორუმელი 22 Jun 2016, 11:26
QUOTE (FRANCHESKAA @ 11 May 2016, 10:49 )
*ფორუმელი
რა ღირს ბიგლის ლეკვი მამალი? რა ხნისები არიან?

უკვე გავაჩუქე კარგ პატრონებზე


ძაღლს ვერ გავყიდი, ჩემთვის ადამიანივითაა ძაღლი smile.gif

Posted by: imereti 8 Jul 2016, 17:45
ამ ჯიშის ლეკვის ყიდვა მინდა, არ მოგერიდოთ, მომყიდეთ biggrin.gif მსურველები გინდ PM გინდ ჩატი biggrin.gif

Posted by: ValarMorghulis 22 Jul 2016, 15:35
ჩემი ოცნების ძაღლია ბიგლი love.gif

Posted by: seagu11 3 Aug 2016, 21:48
ბინაში როგორ ეგუება ცხოვრებას? ბავშვებთან თუ უყვარს თამაში?
და რაიმე თავისებურებები ხომ არ აქვს მოვლის/ჯანმრთელობის მხრივ?

Posted by: no_one 1 Oct 2016, 13:44
ლეკვები ხომ არ გყავთ ვინმეს გასაჩუქებელი?

Posted by: uchachakhvadze 17 Oct 2016, 14:05
ბიგლი მინდა რომ ვიყოლიო და მაინტერესებს ეზოს ძაღლია თუ სახლის? გარეთ ხომ არ გაიყინება? sad.gif

Posted by: katherina88 16 Mar 2017, 12:16
მოგესალმებით,
ვიცი, ხმამაღალი განაცხადია, მაგრამ ძალიან მინდა(გვინდა ოჯახს) ბიგლი ... თუ ვინმეს, სადმე... ვიტყვი რომ, ახალბედა "მეძაღლეები" ვიქნებით, ფინიების გარდა (სოფელში, ეზოში) არ გვყოლია ჯერ ძაღლი, ახლა ბინაში ვაპირებთ ყოლას.. მივხედავთ როგორც ოჯახის წევრს და რაც არ ვიცით, ვისწავლით; მოკლედ, პასუხისმგებლობით მოვეკიდებით ძაღლს!

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 16 Mar 2017, 13:28
katherina88
ყველაზე ცუდი ვარიანტია დამწყებისთვის

Posted by: Scoorp 16 Mar 2017, 13:58
katherina88

მეც არ გირჩევდით ბიგლის
თუ მაინც და მაინც ჯიშიანი გინდათ არ ვიცი,მაგრამ ელიზბარაშვილის თავშესაფრიდან შეგიძლიათ აიყვანოთ ძაღლი
უამრავი ჯიშიანი და უჯიშოცაა იქ smile.gif
ლეკვები,დიდი ძაღლებიც და ა.შ.
უბრალოდ სანამ წამოიყვანთ (თუკი მოინდომებთ აყვანას) ვეტს შეამოწმებინეთ რომ არაფერი სჭირდეს

Posted by: katherina88 16 Mar 2017, 14:10
smile.gif მადლობა რჩევებისთვის smile.gif არც ჯეკ რასელია "ადვილი" ვარიანტი?

Posted by: Scoorp 16 Mar 2017, 18:14
katherina88

არა biggrin.gif
ნუ იდეაში ყველა ძაღლს თავისებური ხასიათი და ბუნება აქვს
ზოგი ჯიუტია,ზოგი ცანცარა,ზოგი ნაკლებად დამჯერი,ზოგი ზედმეტად ენერგიული
გააჩნია თქვენ როგორი გინდათ
როგორს უფრო მარტივად მოუვლით და ა.შ

Posted by: katherina88 17 Mar 2017, 13:47
გასაგებია... ნუ დრო ბევრი მაქვს, "ცხელ გულზე" არ ვყიდულობთ smile.gif)))) შევარჩევთ, გამოვრიცხავთ და რაღაც გამოვა იმედია.. ანუ ძაღლის ზომები (შედარებით პატარა ტანის), ბეწვი (დაბალი) და ხასიეთი (არც ძალიან მშვიდი, არც მთლად გადარეული და ნუ ყველაფერი ასე, საშუალო) თუ აღმოვაჩინეთ, ხომ ჩვენს ბედს დაჰყეფს ძაღლი smile.gif თუ არ გამოვა და სოფლიდან მაინც ჩამოვუყვან ბავშვებს იქაური ფინიას ლეკვებს (ვგრძნობ, ბევრი დაეთანხმება ამ ბოლო ფრაზას smile.gif))) )
* * *
ტაკს... არჩევანი ამ მომენტისთვის ფრანგულ ბულდოგზეა... smile.gif))) ვერ ვისვენებთ smile.gif)))

Posted by: Salvador 10 Jun 2017, 17:05
მეგობრებო, ბიგლის ფანებო. ამ თემის გამხსნელს და ავტორს მაჩუქეთ ერთი ლეკვი გთხოვთ. user.gif

Posted by: rockforever 10 Jun 2017, 17:30
katherina88
ლაბრადორი არის ყველაზე კარგი

ძაან ჭკვიანია,არც აგრესიულია და მავნეც არაა თუ კარგად გაზრდი

თამაშის მოყვარულია,ოჯახის ყველა წევრთან თავისებური და განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს


Posted by: Dr NULL 15 Jun 2017, 11:21
დაახლოებით 3 თვეში ბიგლი ხომ არ ეყოლება ვინმეს გასაყიდად?

Posted by: nika5 26 Jul 2017, 10:02
მომწონს, მაგარი ჯიშია.....................................

Posted by: aschenputell-TARA 26 Jul 2017, 20:48
ეს ძაღლი კი არა ოჯახის ყველაზე ჭკვიანი, ერთგული, ცელქი, მხიარული და გადარეული წევრია. სამწუხაროდ საქართველოში ვერ ვახერხებ მის ყოლას და როცა ისევ წავალ საზღვარგარეთ საცხოვრებლად გეგმის 10 ათეულში ამ ძაღლის ყოლა შედის. '' სიყვარულის მზა ფორმულაა'' ეს ჯიში. არც მყეფარა არაა და კიდევ ერთი ამ ძაღლმა წონაში 15 კილო ისე დამაკლებინა ვერც მე გავიგე და ვერც მან.....და კი ვარ იმის მერე ხოშიანად. ანუ მინუმუმ 30-40 წუთი სეირნობა ყოველ ჯერზე.
ბედნიერებას გისრუვებთ და იმედია მეც მეყოლება.

პ.ს: როცა უხასიათოდ ვიყავი ან რაიმე მტკიოდა არ ვიცი როგორ მომეხუტებოდა ( ცდილობდა იქ სადაც მკიოდა თავი მიედო) და ტკვილი მცირდებოდა და მივლიდა.
ერთხელ ვნახე მარტო გაცოფებული......ავტობანის გასწვრირ ვასეირნებდი და ვიღაც დაქნეული შუა ასაკის კაცი თურმე აგვეკიდა( რა უნდოდა კაცმა არ იცის) ჰოდა ამ პატარა ბიგლუშას არ მოეწონა და ისე შეახტა ეგრევე ბეჭებზე დააგდო. რო არ მეჩალიჩა....მიახრჩობდა იმ უბედურს.

Posted by: 365 6 Aug 2017, 08:33
უუსაყვარლესი ვინმეა, ბურთს ან რამეს რომ მომიტანს ხომ არ გგონია საჭმელს ვაძლევ, მივეფერები და ესეც საკმარისია...
უუჭკვიანესი, უუსაყვარლესი, ცელქი...
იცის თავის სათამაშო რა არის და მარტო იმით თამაშობს, არანაირი ჩუსტების დაღრღნა და ა.შ.
არ არსებობს უაზროდ დაიყეფოს, თუ პატრონს ვინმე უყვარს ეგრევე ხვდება და იმასაც უვლის, კნუტი მყავს და თავიდან ისეთი დაემართა გაგიჟდა, მაგრამ მერე რომ დაინახა რომ კნუტსაც ვეფერებოდი, მივიდა, დაყნოსა, თათი დაადო ... იმის მერე ხტუნაობენ და თამაშობენ, აღარ ერჩის...

Posted by: პიანისტი 23 Aug 2017, 16:36
იყიდება ლეკვები? ვინმე ყიდით?



..........

Posted by: Dr NULL 23 Aug 2017, 19:38
QUOTE
იყიდება ლეკვები? ვინმე ყიდით?

მეც მინდა თუ გამოჩნდება სადმე. ან ახლო მომავალში არ ელოდება ვინმე?

Posted by: პიანისტი 23 Aug 2017, 20:08
Dr NULL
რა ფასად ყიდიან ხოლმე ისე ამ ჯიშს?

Posted by: Dr NULL 23 Aug 2017, 23:54
პიანისტი
სამწუხაროდ, აქ არ ვიცი, ვერავინ მოვნახე. sad.gif
ძალიან მომწონს ეს ორი ჯიში:
user posted imageuser posted image
ბელორუსიაში ვიკითხე და ბიგლი გენიალოგიით 400$იდან იყო და კავალერი 1000$-ვდეც ადიოდა, კონკურსებში მედლებიანი მონაწილეების გენიალოგიის სიღრმეს გააჩნია, თან ორივე მხრიდან.

Posted by: JubaGr 14 Sep 2017, 14:39
საგამოფენო ბიგლი მინდა სასაჩუქრედ

საქართველოში არ აშენებს ვინმე>? sad.gif(((((((((

Posted by: ushuaia 19 Feb 2018, 23:16
გამოჩნდა
https://www.mymarket.ge/ka/product/view/11456002/

https://www.mymarket.ge/ka/product/view/11293858/

Posted by: ჰერმიონ 15 Mar 2018, 10:16
სამი თვის ბიგლი მყავს, საოცარი არსებაა, მოსიყვარულე, ჭკვიანი, დაფიქრებული, თუმცა ჯიუტი.


Posted by: mcho 1 Nov 2018, 17:32
სალამი,
მაინტერესებს თქვენი გამოცდილებით ბიგლი როგორ იტანს დღის საათებში მარტოობას?
ვფიქრობ ავიყვანო, დილით და საღამოს გასეირნების პრობლემა არ გვაქვს. შაბათ-კვირასაც არ იქნება უყურადღებოდ. მოკლედ დასაქმებულ პატრონებს რამდენად ეგუება? smile.gif

Posted by: littlemiss 24 Oct 2020, 00:59
cry.gif cry.gif

ძალიან ძალიან მინდა...
საიდან ამოვქექე ეს თემა და იქნებ ყიდდეთ ვინმე cry.gif cry.gif

Posted by: Lamorac 24 Oct 2020, 08:29
littlemiss
ძაღლების ბაზარში იყიდება
იყავი?

Posted by: sham 24 Oct 2020, 11:09
მოგესალმებით, რომელი საკვებია ამ ჯიშისთვის ყველაზე კარგი, რაც ჩვენთან იყიდება ?




Posted by: littlemiss 24 Oct 2020, 13:23
Lamorac
არა, არვიცი რაზე ამბობ
ფასიც არ ვიცი მიახლოებით რა ღირს რო ცოტა შევემზადო :დ

Posted by: Lamorac 24 Oct 2020, 14:52
littlemiss
4 თვის წინ კოკასპანიელი ვიყიდე ცხოველების ბაზრობაზე და 3 ბიგლის 1 თვის ლეკვებიც ყავდათ. Ფასი არ მიკითხავს

Posted by: PAINKILLER 26 Oct 2020, 23:49
საკმაოდ მომრავლდა ეს ჯიში ჩვენთან, დღეს საღამოს თბილისის ორ სხვადასხვა უბანში ვნახე ბიგლის ასეირნებდნენ smile.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)