#53272915 · 17 Aug 2018, 11:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
andamat3
QUOTE | ჯერ ერთი, რომ შინ სწავლება დიდ ფულად რესურსებს საჭიროებს, რაც არ უნდა განათლებული იყოს მშობელი, ვერ შეძლებს ყველა საგანი თავად ასწავლოს შვილს, საჭირო იქნება კერძო პედაგოგების დაქირავება და ამას თუ კიდევ სხვადასხვა წრეებზე სიარულს დაუმატებთ, ხომ საერთოდ. |
ნუ მამენტ რომ დავფიქრდეთ ოჯახში ყველა პროფესია ვიყრით თავს, მაგრამ ეგ რათქმაუნდა არ განიხილება, იმ ვარაუდით რომ ავეწყოთ რომ ყველაფერი ასწავლოს მასწავლებელმა, კი ძვირია - მაგრამ რომ დაფიქრდე სკოლის პარალელურად ბევრს დაყავს ბავშვები მასწავლებელთან, აქედან გამომდინარე ხარჯი მაინც დიდია, უბრალოდ სტრესია ნაკლები. წრეს რაც შეეხება, მე არ ვგულისხმობდი საგანმანათლებლო წრეებს, მე ვგულისხმობ ცურვა/ჩოგბურთი/ხატვა/ძერწვა/მუსიკა ინტერესების მიხედვით ანუ.
QUOTE | მეორეც, რატომ უნდა დასჭირდეს ბავშვს სხვადასხვა წრეებზე სიარული, თუკი შესაძლებელია მრავალი სხვადასხვა პროფილის სკოლების შექმნა? (ოღონდ, არცერთი სკოლის არც ერთ კლასში კლასში მოსწავლეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 15-ს). ბავშვს ტექნიკური საგნები აინტერესებს? - იქნება ტექნიკური პროფილის სკოლა, სპორტი აინტერესებს? - იქნება სპორტული პროფილის სკოლა და ა.შ. გარდა ამისა აუცილებლად უნდა იყოს ე.წ. "თავისუფალი კრედიტებიც": თუ მაგალითად ბავშვი ირჩევს ჰუმანიტარული პროფილის სკოლას და ამავდროულად უნდა რომ ფეხბურთშიც გაიწაფოს, უნდა ჰქონდეს საშუალება, ამ თავისუფალი კრედიტების ხარჯზე რომელიმე სპორტულ სკოლაში მიიღოს ფეხბურთის გაკვეთილები. ცხადია, უნდა იყოს ყველა სკოლისათვის აუცილებელი საგნებიც, მაგ: უცხო ენა, ფიზკულტურა, საქართველოს ისტორია, მათემატიკა არითმეტიკის დონეზე და ა.შ.
|
მე სკოლის იდეა იმთავითვე მაშინებს იქედან გამომდინარე რომ ბავშვები როგორც წესი ძალიან უხეშები არიან, და მიდრეკილები არიან ძალადობისკენ და არც მოძალადე ბავშვების და დაუკმაყოფილებელი მასწავლებლების დასასტრესი ბოვში არ მყავს მე
|