forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (101) « პირველი ... 99 100 [101]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ზე’რაგბი 2018 = XXIII სეზონი, მეექვსე ზე15
giushki
super-xv member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3556
წევრი No.: 86686
რეგისტრ.: 15-March 09

გამოგზავნილია: 4 Aug 2018, 12:34  #53208412      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
dc120mm
სად დაიკარგე? smile.gif

სისტემა კი არა, იანკისმა ჯერ ის უნდა ისწავლოს, სად უნდა დაამიწოს ბურთი))) კუპერისნაირი ტაკიმასხარაა.

კომბრინკი და ვაითლი ფორმაში არ არიან, მარქსიც ახალი გამოსულია ტრავმიდან.

რაქის შენელება კი არა, პირიქით ვაბანკზე უნდა წასულიყვნენ თავიდანვე ლომები, ესე ჯვაროსნებს კი არა, ჩიტაზს ვერ მოუგებენ.


Datvlas-vin-gtxovs
ხ ე ვ ი ს ბ ე რ ი


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1887
წევრი No.: 227474
რეგისტრ.: 28-December 16

გამოგზავნილია: 4 Aug 2018, 13:19  #53208603      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოიგეს
ეკუთვნოდათ





--------------------
შინდისფერია ოპელი
Master_N1
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 561
წევრი No.: 241853
რეგისტრ.: 1-April 18

გამოგზავნილია: 4 Aug 2018, 13:24  #53208625      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ნაკლებნი რომ დარჩნენ, ეგრევე დაანახვეს, იმედიც არ გქონდეთო smile.gif
crusaders
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7567
წევრი No.: 112034
რეგისტრ.: 10-February 10

გამოგზავნილია: 4 Aug 2018, 13:24  #53208626      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
სისტემით უგებს ქრუსეიდერზი,მაგ სისტემის მოშლა იანკისს და მერვინ ორის ნაღდად არ შეუძლიათ

მოუგო და არც ერთ მომენტში არ დამდგარა იმის საშიშროება რომ წააგებდა
მოიგეს მარტივად.
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15454
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 4 Aug 2018, 13:42  #53208708      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE
იანკისმა ჯერ ის უნდა ისწავლოს

ეგ ქოქოსამ უკვე იცოდა 2017 ივნისში, პან’ამერიკულ ტურნეზე

აფრიკაში კი ახალ წესებს არ კითხულობენ ბიჭები
არადა, ბურულად დროულად ითარგმნა

Afrikaans | Laai die 2018 Reëlboek af
https://laws.worldrugby.org/downloads/World...aws_2018_AF.pdf

@


--------------------
^ ოვალური ოაზისი მრგვალ უდაბნოში
Ovaluri.comxa.com/2018 და FB.COM/OVALURI
< შევიდა ფარში და სამქულიანი ჩააგდო
& დებოში (დენბოშის) დეპოში
@ ჰაკკეი ეტო ნე რეგბი, ბლინდაააჟ..! >
# ხუზლი’ბაბინგის ზურზიკმა ოსტატებმა შარშან ძალა ბაბოჲ’ხუზლინგშიც სცადეს
king louis
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1370
წევრი No.: 164581
რეგისტრ.: 30-March 13

გამოგზავნილია: 4 Aug 2018, 14:05  #53208780      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ლუკასა და ნიკოს მამა
QUOTE
აფრიკაში კი ახალ წესებს არ კითხულობენ ბიჭები


მაგ ზანგებს არაფერი ეტყობათ რომ წერა-კითხვა იციან
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15454
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 4 Aug 2018, 16:01  #53209258      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
user posted image

ეგებ ფბ-ით დავუდოთ იანკისს = გვ.108

21.14. Indien ‘n speler wat in die doelgebied is ‘n bal vang of optel wat steeds in die speelveld is,
het daardie speler die bal in die doelgebied ingeneem.


user posted image

გვ.83 | http://files.rugby.ge/VARIA/ragbis_tesebi_2018.pdf

21.14. თუ ლელოში მყოფმა მოთამაშემ მოედნიდან აიღო ბურთი --
მას ბურთის "ლელოში შეტანა" ჩაეთვლება.

@
giushki
super-xv member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3556
წევრი No.: 86686
რეგისტრ.: 15-March 09

გამოგზავნილია: 4 Aug 2018, 23:53  #53211412      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
BigG
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1320
წევრი No.: 226004
რეგისტრ.: 14-November 16

გამოგზავნილია: 6 Aug 2018, 11:16  #53216849      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
შავების გაფართოებული შემადგენლობა:
New Zealand squad:

Forwards: Dane Coles, Nathan Harris, Codie Taylor, Owen Franks, Joe Moody, Tim Perry, Karl Tu’inukuafe, Ofa Tuungafasi, Scott Barrett, Brodie Retallick, Samuel Whitelock, Sam Cane, Shannon Frizell, Jackson Hemopo, Kieran Read ©, Ardie Savea, Liam Squire, Luke Whitelock

Backs: TJ Perenara, Aaron Smith, Te Toiroa Tahuriorangi, Beauden Barrett, Damian McKenzie, Richie Mo’unga, Ryan Crotty, Jack Goodhue, Anton Lienert-Brown, Sonny Bill Williams, Jordie Barrett, Rieko Ioane, Nehe Milner-Skudder, Waisake Naholo, Ben Smith
Datvlas-vin-gtxovs
ხ ე ვ ი ს ბ ე რ ი


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1887
წევრი No.: 227474
რეგისტრ.: 28-December 16

გამოგზავნილია: 6 Aug 2018, 14:47  #53217847      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
Richie Mo’unga, Ryan Crotty, Jack Goodhue

კაია
dc120mm
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9378
წევრი No.: 90876
რეგისტრ.: 8-May 09

გამოგზავნილია: 6 Aug 2018, 21:43  #53219820      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Levan ch
NSW Waratahs Head Coach Daryl Gibson will lead a strong coaching team in 2019 after re-signing with the club for another year.

აბა ნახევარფინალში გავიდა გუნდიო და...
Levan ch
აღმართე წარმატება!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4832
წევრი No.: 174885
რეგისტრ.: 14-October 13

გამოგზავნილია: 6 Aug 2018, 23:59  #53220581      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
dc120mm
იდიოტები არიან. წინა ორი წელი სრული კატასტროფა იყო და მაინც არ გააგდეს.
წელსაც დებილი ჰაილენდერსესის ხარჯზე გაუმართლა თორე ნაღდად გასაშვები იყო.
ჩეკაც მფარველობს უეჭველი, თვითონ წავიდა და კაი დიდი ბუასილი დატოვა.

წესით შემდეგ წელს რებელსი მოიგებს კონფერენციას.


--------------------
Green and Gold...
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15454
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 11 Aug 2018, 21:55  #53245742      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
დაგვიანებული მიმოხილვა --
სეზონის ბოლოს ყველაზე გრძელი საწერია
მოვუნდი 9:20’ (( სუფთა დრო ))

მაგას დაერთო 80 განაცხადის მიღება,
ბიბლიოთეკაში ორი ლაშქრობა და წესების წიგნის მოტანა

"ჰამაც არ შაფათს ვისვენებდით -- ფალავნობის წინ"


user posted image

ერთურთის სიყვარულით

ზე 15-ის ფინალში ქრუსეიდერზმა ზე’მტკიცე დაცვითა და შანსების გამოყენებით
ძლია ლაიონზი და 23-ე სეზონში მეცხრედ იჩემპიონა


ქრუსეიდერზი პლეი’ოფში შინ უძლეველია * 21-0 და სამჯერ მეტი ტიტულიც მოუგია, ვიდრე უახლოეს მდევრებს – ბლუზსა და ბულზს, ლაიონზმა კი ზედიზედ მესამე ფინალიც წააგო ზელანდიის გუნდთან

თანამედროვე სპორტში სტატისტიკა გაფეტიშებულია, მაგრამ რაგბი იმდენად უცნაური ფენომენია, რომ ყველაფერს თავდაყირა აყენებს:

აგერ, ახლაც ლაიონზმა მეტად ივაჟკაცა ბურთის ფლობითა და ცენტრს იქეთ ყოფნით * 56-44 და 66-34%; მეტი უტია * 167-110 სოლო; რაქშიც აჯობა კივებს * 124-89 და ბოჭვაც მეტი დააჭირვა * 203-135, მაგრამ ქრუსეიდერზმა თამაში უკეთ რომ იცის, მეტოქეს ხაზი მეტად უჭრა * 13-7 და ნაკლებ წაღებაზე წინ უფრო მეტადაც წაწია ოვალი * 401-386

მაინც ბარეთსო

კივებს კრიტიკოსები ვირ’ეშმაკობას უწუნებენ და გარკვეულ’წილად მართლებიც არიან: მასპინძლები ორჯერ უფრო ხშირად * 15-7 ჯარიმდებოდნენ; მათ 10 წუთი კაც’ნაკლულებმაც ირაგბეს, მაგრამ სხვებზე უკეთ იციან, როდის შესცოდონ – ოღონდაც ლელო არ გაუშვან!

რაგბს შერკინება იგებს, მაგრამ ფორვარდთა გარჯა ფუჭი იქნება, თუ გუნდს მგეზავი არ უვარგა. ჯეელმა კივმა რიჩი მოჰუნგამ დააშამათა მულატი ელთონ იანკისი, ვინაც ვინ მოთვლის, მერამდენედ ჩაფლავდა დიდ სცენაზე, მაგრამ ქურციკეთში ხალხს სხვა საზომით აწინაურებენ

ფინალი დიდებული საცქერი გამოვიდა. ბედად, თემიდას ამჯერად აღარაფერი მიუქარავს. თამაშიც თავიდან ბოლომდე დაძაბული იყო და კვანძის გახსნის შემდეგაც არ გაუფერულებულა. კაპიტნებმა აქეს მეტოქე, "ოლ ბლექსის" გურუმ, სთივ ჰანსენმა კი ერს გამოუცხადა, მოჰუნგას გამოცდილება აკლია; "ოთხ ერზე" ათად მაინც ბოდენ ბარეთს დავაყენებ, ავსტრალიამ კი ბოლო თამაში მოგვიგო და ფავორიტიაო!

წინსვლის ნაცვლად

ქრუსეიდერზმა პირველი ტაიმი * 20:6 მოიგო 37% ბურთითა და 30%ტერიტორიით. ლაიონზმა საწყის 26 წუთში 5 მეტრიდან სამჯერ ააგორა ნაქები მოლი, მაგრამ წინსვლის ნაცვლად ყოველ ჯერზე უკან დაიხია

კივთა მოძღვარ სქოთ რობერთსონს მთელ მატჩში აღნუსხული შვიდი მოლი თურმე ოცად (!) დაახსომდა, მოჰუნგამ კი ნამატჩევს დაიტრაბახა, ერთურთის სიყვარულს (!) ბიჭები სწორედ რომ დაცვაში ვაქსოვთო

5’ წუთზე ხაზი გაჭრა რუან კომბრინკმა, მაგრამ იაპებს 13 ფაზის შემდეგ წითელ ზოლში დაუვარდათ ბურთი. მერე ბრიჯი თავის ალამთან გადადენეს კიდეზე, მაგრამ კივები მაგრად დადგნენ და ლაიონზი სამ ქულასღა დააჯერეს

შარშან შემოიღეს

18’ წუთზე ბრიჯი სამმა კაცმა ძლივს ალაგმა ალამთან, დერეფნიდან კი რომ მიეძალნენ მორკინალები, მოჰუნგამ საფრანგეთში მიმავალ სეტა ტამანი’ვალუს ფრთაზე მიაწვდინა მოსროლილი * 10:3

მოჰუნგასივე გადაკიდებული თავის ლელოში მდგარმა იანკისმა მოედნიდან აიღო, დაამიწა და ძაანაც გაიოცა, რეფმა 5-მეტრა შერკინება რომ დანიშნა – არადა, ეს წესი დიდ რაგბში შარშან ივნისში შემოიღეს

შერკინებაში სტუმრები დაჯარიმდნენ და კიდევ 3 ქულით ჩამორჩნენ, შემდეგსავე ეპიზოდში კი იანკისმა უაზროდ რომ აუწია აბრაგანი ლიონელ მაპუს, იმავე მოჰუნგამ მოუხსნა, 55 მეტრიდან 25-მდე ირბინა და ჯექ გუდჰიუს დევიდ ჰავილიც მიჰყვა * 20:3

მეორე ტაიმის დასაწყისშივე კივებმა 12 ფაზა აკინძეს და 40 მეტრზე მოიპოვეს ჯარიმა * 23:6, მერე კი ლაიონზის 17-ფაზიანი შტურმი კვოხა სმითის რეიდით დასრულდა. სტუმრების მოლმა მეოთხედაც (!) დაიხია უკან; მოფინტავე იანკისს სულ ცოტა დააკლდა ხაზამდე, 5-მეტრა შერკინებაში კი შემტევი დაჯარიმდა

"ბრეიქ დანსი" დაუარა

ქრუსეიდერზის დაცვა მაინც გაირღვა – მეთ თოდი ხელის კვრით მოიშორა ქაილ ბრინკმა. საათის თავზე ტამანივალუმ უხეიროდ აიღო გადაკიდებული და დაჯარიმდა, მაგრამ კომბრინკს 40 მეტრიდან ძაან მოეცარა ფეხი და ანგარიში * 13:23 დარჩა

უმალ შეცდა სტუმართა კაპიტანი ვორენ ვაითლი, მორიგი 13 ფაზის ბოლოს კი თოდისა და ქოდი თეილორის ოფლოუდებით კარში შეიჭრა მიჩ დრამონდი * 30:13

ლაიონზი კომბრინკის მეორე რეიდის შემდეგაც შეფერხდა, მაგრამ უკვე უკეთ ჰკრავდა მოლს. რაიან ქროთი რაქში მყოფ ბურთზე ფეხის დარტყმისთვის გაასინბინეს და მალკომ მარქსმა ახლოდან იძალა, მაგრამ იანკისმა გარდასახვა დაახაია * 30:18

კივებმა უმალ სისხარტით დალელოვეს მეტოქე: ჰავილიმ კიდიდან უცებ შემოაგდო ბურთი, ბრიჯმა გააბითურა კვოხა, მერე კი პით სამუმ, ენდრიუ მაკალიომ და სქოთ ბარეთმა წაიბურთავეს * 37:18

ქრუსეიდერზმა ბოლოს ორჯერ გააჩაღა ფაზაობა თავის ნახევარზე და კინაღამ დაისაჯა, მაგრამ სირენის შემდეგ, მესამე წუთზე თოდმა ლამის ლელოში შეტანილი წაღლიტა სტუმრებს და მაქედან 25 წუთის შემდეგ მოძღვარმა რობერთსონმა ტრადიციული "ბრეიქ დანსი" დაუარა

დრო არ უთქვამთ

ასე დასრულდა სეზონი, რომელშიც ავსტრალია შარშანდელი * 0-26’ისშემდეგ * 4-13’ღა ჩამორჩა ზელანდიას. გაისად უკეთესი შეჯიბრი გველის, რადგან მსოფლიო თასის წელია და ზე’რაგბი 15 თებერვალს რომ დაიწყება, 21 კვირის შემდეგ, 6 ივლისს დასრულდება ფინალით

ფორმულა უცვლელია – წლეულს აღდგენილი. 2015 წლის დარად, მოიკვეცება "ოთხი ერიც", მაგრამ ორი ბლედისლოუ მაინც ჩატარდება, წლეულს კი მესამე კივურ-ოზური ჯახი მსოფლიო თასის ფინალის არენაზე, იოკოჰამაშია დანიშნული, ოღონდაც დრო ჯერაც არ უთქვამთ

წესია და შედგა სიმბოლური ნაკრებები. ჩვენს მიერ ნაერთგულებ, "პლანეტ რაგბის" ვერსიაში ორი ჩემპიონიღა მოხვდა – გუდ’ჰიუ და მოჰუნგა, ზე’რაგბის პატრონმა "სანზაარ"მა კი უფრო შორსაც გაუტია და 15-ეულში ბრიჯი’ღა შეიყვანა

ოფიციოზის ვერსიით, წლის უმარგესია ჩიფსის კოლორიტი დამიენ მაკ’ქენზი, რაღაი "ოპტა"ს ზე’რთული ფორმულით საუკეთესო მონაგარი აქვს. არადა, როგორც თავშიც შევნიშნეთ, რაგბში სტატისტიკა ხშირად არაფრის მაქნისია!


ზე რაგბი 2018

ფინალი

<< ქრუსეიდერზ 37:18 ლაიონზ

სტატ >> http://en.espn.co.uk/scrum/rugby/match/296747.html

ქრაისთ’ჩერჩ ზელ [1]
ჰავილი ტამანი’ვალუ გუდ’ჰიუ ქროთი სბ 67, ბრიჯ (ენორ 77)
<10-9> მოჰუნგა (ჰანთ 77) ჰოლ (დრამონდ 54) /
მუდი (პერი 47) თეილორ (მაკალიო 69) ფრენქს (ალა’ალა’ტოა 60)
სქ.ბარეთ (რომანო 72) ს.ვაითლოქ^კაპ; ბედველ-ქერთის (სამუ 56) თოდ რიდ –
4ლ: ტამანი’ვალუ ჰავილი დრამონდ სქ.ბარეთ; 4გ 3ჯ: მოჰუნგა

იოჰანეს’ბერგ აფრ [2]
კუცია კომბრინკ მაპუ ფორსტერ (მნისი 76) სქოსან (დიანტი 54)
<10-9> იანკის კრონიე (სმიტ 69) /
ფან’რუიენ (დ.სმით 47) მარქს (ფური 76) დრეიერ (იონკერ 69)
ორი (ერაზმუს 54) მოსტერტ; კვ.სმით ბრინკ (სკუმან 63) ვაითლი^კაპ –
2ლ: ბრინკ მარქს; გ 2ჯ: იანკის

რეფ გარდნერ (ავს) 4/08

ვიდეო >> https://acrossthetasman.com/attachment.php?...40&d=1533385502
რჩეული >> https://youtu.be/1aWjHvDauXw

0:3(13) 3:3(16) 10:3(20) 13:3(33) 20:3(36) 20:6(39) /
23:6(43) 23:13(54) 30:13(63) სბ(67ქ) 30:18(68) 37:18(71) დას(80+3)

მატრიცები [ნატურალური ზომისა] >>
http://ovaluri.comxa.com/2018/S8/09_ZE-CX-2018.htm

EN >> http://ovaluri.comxa.com/2018/S8/09_ZE-CX-2018.htm


user posted image




user posted image




"პლანეტ რაგბის" სეზონის რჩეული

15 იზი ფოლაუ (ვრთ),
14 ბენ ლემ (ჰრქ), 13 ჯექ გუდ’ჰიუ (ქრს), 12 ქერთლი ბილ (ვრთ), 11 ტანქელე ნაია’რავორო (ვრთ);
10 რიჩი მოჰუნგა (ქრს), 9 არონ სმით (ჰლნ) /

1 ჟაკ ფან’რუიენ (ლნზ), 2 მალკომ მარქს (ლნზ), 3 ტანიელა ტუპოუ (რედ);
4 ბროდი რეთალიქ (ჩიფ), 5 ფრანკო მოსტერტ (ლნზ);
6 ლუქ ჯექობსონ (ჩიფ), 7 დევიდ პოქოქ (ბრმ), 8 აკირა იოანე (ბლუ)

სულ: 7 ზელ, 5 ავს, 3 აფრ * 0 არხ იაპ


სტატ’მოწინავენი

წყარო >> ფოქს’სპორთს
https://www.foxsports.com.au/rugby/super-ru...s?sortBy=points

ქულა: 223 ბერნარდ ფოლი (ვრთ); 215 რობერტ დიუ’პრე (შრქ); 177 დამიენ მაკ’ქენზი (ჩიფ);
173 ელთონ იანკის (ლნზ); 161 ნიკო სანჩეს (ხგრ); 158 ლიმა სოპოანგა (ჰლნ); 150 რიჩი მოჰუნგა (ქრს);
144 ჰანდრე პოლარდ (ბულ); 136 ჰეიდენ პარქერ (სნვ); 122 ბოდენ ბარეთ (ჰრქ); 117 რის ჰოჯ (რბლ)

ლელო: 16 ბენ ლემ (ჰრქ); 15 ჯორჯ ბრიჯ (ქრს), ტანქელე ნაია’ რავორო (ვრთ); 12 მალკომ მარქს (ლნზ);
11 იზი ფოლაუ (ვრთ); 10 ვაუტისტა დელგვი (ხგრ), ემილიანო ვოფელი (ხგრ), რიკო იოანე (ბლუ), ვაისაკე ნაჰოლო (ჰლნ);
9 თომ ბენქს (ბრმ), ნგანი ლაუმაპე (ჰრქ), ჯექ მედოქს (რბლ);
8 სოლომონ ალაი’მალო (ჩიფ), აკირა იოანე (ბლუ), ჯესი კრილ (ბულ), მანასა მატაელე (ქრს)

წუთი: 1,520 ელთონ იანკის (ლნზ), ფრანკო მოსტერტ (ლნზ); 1,485 ანდრის კუცია (ლნზ); 1,440 ჯორჯ ბრიჯ (ქრს);
1,418 ბერნარდ ფოლი (ვრთ); 1,367 კვოხა სმით (ლნზ); 1,353 ქერთლი ბილ (ვრთ); 1,350 მეთ თოდ (ქრს); 1,344 სოლომონ ალაი’მალო (ჩიფ);
1,338 ქერთის რონა (ვრთ); 1,330 რუან ბოთა (შრქ); 1,319 ლუკანიო ამ (შრქ); 1,313 რობერტ დიუ’პრე (შრქ); 1,304 მაიქლ ველს (ვრთ)

ნავარდი (მეტრი): 1,792 ამანაკი მაფი (რბლ); 1,766 ტანქელე ნაია’ რავორო (ვრთ); 1,727 სოლომონ ალაი’მალო (ჩიფ);
1,656 ჯორჯ ბრიჯ (ქრს); 1,466 ვაისაკე ნაჰოლო (ჰლნ); 1,431 რიკო იოანე (ბლუ); 1,327 იზი ფოლაუ (ვრთ); 1,313 თომ ბენქს (ბრმ);
1,287 ქერთის რონა (ვრთ); 1,281 ანდრის კუცია (ლნზ); 1,273 ბენ ლემ (ჰრქ)

ნარტყამი (მეტრი): 4,331 ბერნარდ ფოლი (ვრთ); 3,616 ელთონ იანკის (ლნზ); 3,611 დამიენ მაკ’ქენზი (ჩიფ);
3,197 ბოდენ ბარეთ (ჰრქ); 3,184 ლიმა სოპოანგა (ჰლნ); 3,118 რობერტ დიუ’პრე (შრქ); 2,849 ნიკო სანჩეს (ხგრ); 2,844 ქერვინ ბოშ (შრქ)

მბოჭავის გაბითურება: 87 აკირა იოანე (ბლუ); 76 დამიენ მაკ’ქენზი (ჩიფ); 75 ტანქელე ნაია’რავორო (ვრთ);
71 სოლომონ ალაი’მალო (ჩიფ), ნგანი ლაუმაპე (ჰრქ); 68 ანდრის კუცია (ლნზ); 64 მაიქლ ლითლ (სნვ), ამანაკი მაფი (რბლ);
63 სამუ კერევი (რედ); 62 რიკო იოანე (ბლუ); 60 ჯორჯ ბრიჯ (ქრს)

ბოჭვა: 217 ფრანკო მოსტერტ (ლნზ); 211 ლუქ ვაითლოქ (ჰლნ); 206 მაიქლ ველს (ვრთ); 201 დილონ ჰანთ (ჰლნ); 200 რიქი რიქითელი (ჰრქ);
193 თომ ფრენქლინ (ჰლნ); 192 ბრედ შილდს (ჰრქ); 188 მეთ თოდ (ქრს); 181 კვოხა სმით (ლნზ)

ღლეტვა: 10 დევიდ პოქოქ (ბრმ); 9 კვოხა სმით (ლნზ); 8 აგუსტინ კრევი (ხგრ); 7 სემ ქეინ (ჩიფ), მაიქლ ჰუპერ (ვრთ)


ზე 12/14/15/18-ის ჩემპიონები (1996-2018)

ქრუსეიდერზ (ქრაისთჩერჩ) ზელ 9
1998 1999 2000 2002 2005 2006 2008 2017 2018

ბლუზ (ოქლენდ) ზელ 3 1996 1997 2003
ბულზ (პრეტორია) აფრ 3 2007 2009 2010
ბრამბიზ (კანბერა) ავს 2 2001 2004
ჩიფს (ჰემილთონ) ზელ 2 2012 2013
რედს (ბრისბენ) ავს 1 2011
ვორათაზ (სიდნი) ავს 1 2014
ჰაილენდერზ (დანიდინ) ზელ 1 2015
ჰარიქეინზ (ველინგთონ) ზელ 1 2016



user posted image

23 წლის ჯამი (1996-2018) >> http://ovaluri.comxa.com/2018/ZE_JAMI-23.htm

EN >> http://ovaluri.comxa.com/2018/SR_TOTAL-23.htm



user posted image

https://www.vipbox.live/live-rugby
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/
http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html

@

dc120mm
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9378
წევრი No.: 90876
რეგისტრ.: 8-May 09

გამოგზავნილია: 11 Aug 2018, 22:57  #53246004      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მაქედან 25 წუთის შემდეგ მოძღვარმა რობერთსონმა ტრადიციული "ბრეიქ დანსი" დაუარა

ჩემს ბავშვს ძაან მოეწონა და ბევრჯერ უყურა smile.gif
dc120mm
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9378
წევრი No.: 90876
რეგისტრ.: 8-May 09

გამოგზავნილია: 14 Aug 2018, 21:18  #53260562      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image
The Lions Rugby Company is happy to announce that the following players have extended their contracts with the Lions:

Warren Whiteley
Malcolm Marx
Ross Cronje
Aphiwe Dyantyi
Cyle Brink
Marvin Orie

ანუ მომავალ წელს მთლად ბანდა არ იქნება ლაიონზი,როგორც მეგონა! კარგია!
მოსტერტი კი დააკლდებათ მაგრად.
იქნებ დაიმატონ ცოტა ნორმალური ვინმე.

1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (101) « პირველი ... 99 100 [101]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0554 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]