#53614706 · 18 Oct 2018, 11:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვინც კომპეტენტურია ამ საკითხში იქნებ რამე უჩიოთ
ან ექიმი, ვისთან მივიდეს, ან თუ პირადი გამოცდილება გაქვთ, უთხრათ რა უდნა გააკეთოს ასეთ შემთხვევაში.
"მოგესალმებით მეგობრებო. მჭირდება თქვენი დახმარება. მაქვს ასეთი პრობლემა დაახლოებით 20 წლის ასაკიდან. უცებ ვხდები ცუდად მიზეზ გარეშე, თვალების აჭრელება სისუსტე, რასაც მოსდევს სხვადასხვა ჩივილები მუცლის ტკივილიც დაახლოებით ნაღველთან, ჰიპერტენზიაც თავის უჩვეულო ტკივილები, უძილობა და საბოლოოდ უხასიათობა და დეპრესიული ფონი. სახის და თვალის სკრების სიყვითლის გამო ვიყავი გამოკვლევაზე და ანალიზში ჩანს რომ ბილირუბინის არაპირდაპირი და პირდაპირი რაოდენობა არის მომატებული არაპირდაპირი 70-80(ნორმ <18) ნუ მითხრეს რომ ეს ჟილბერნის სინდრომია და ხანდახან მწვავდება რა მიზაზით ეს ვერ მითხრეს, საჭიროა მოთმინება სითხეების მიღება და დასვენება, მაგრამ ეს ყველაფერი თვეობით გრძელდება და ძაან აუტანელი ხდება.. ჟილბერნის სინდრომის გამწვავება სხვა ფაქტორებმა შეიძლება გამოიწვიოს და არა თვითნებურად ,ამიტომ მოგმართავთ თქვენ იქნებ იცოდეთ ვინმე მსგავსი პრობლემით ვინც იმკურნალა ან კარგი ექიმი ვინც ნორმალურად გამოიკვლევს. გმადლობთ ყურადღებისთვის"
This post has been edited by MegaBit on 18 Oct 2018, 11:30
--------------------
¸.¤*¨¨*¤.¸¸...¸.¤*¨¨*¤. \¸.¤ FORZA JUVE ¤*¨*¤. .\¸.¤*¨¨*¤.¸¸.¸.¤*¨¨*¤. ..\ ☻/ ,▌ / \
|