Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > ზურაბ ჭავჭავაძე აფხაზებზე და ქართველებზე

Posted by: PNG 21 Mar 2017, 02:37

https://www.youtube.com/watch?v=Wq_LTL9CcxM

კრეტინი და იდიოტი ზვიად გამსახურდია აფხაზებზე

გამსახურდიას ბევრად ჯობდა ზურაბ ჭავჭავაძე ყველანაირ საკითში და აქ გამოჩდა ვინ იყო სინამდვილეში კგბ-ს აგენტი !!!

ზურა ჭავჭავაძე რომ არ დაღუპულიყო ის ნამდვილად საპრეზიდენტო კაცი იყო და არა ეგ შიზოიდი ზვიად გამსახურია

Posted by: gramatikikina 21 Mar 2017, 03:05
PNG
ავტონომიის გაუქმებას მოითხოვს მაგ "ლამაზი" სიტყვების ფონზე
როგორც ვაჟამ თქვა
მოლაპარაკებულებიც ვიყავით, რომ მიტინგებზე მოგვეთხოვა მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობაო
ჭავჭავაძემ პირობა დაარღვია და დაიწყო ავტონომიის გაუქმების მოწოდებებიო
ამიტომ თუ გამსახურდიას ადარებ, მაგაზე ჭკვიანი თუ კარგი ნამდვილად არ გამოდის

მერე მიაქციეთ ყურადღება, რომ ამ სიტყვების ფონზე იწყებენ სირბილს ის ჯარისკაცები
რა იყო მანდ სარბენი? არაფერი

Posted by: PNG 21 Mar 2017, 03:15
QUOTE (gramatikikina @ 21 Mar 2017, 03:05 )
PNG
ავტონომიის გაუქმებას მოითხოვს მაგ "ლამაზი" სიტყვების ფონზე
როგორც ვაჟამ თქვა
მოლაპარაკებულებიც ვიყავით, რომ მიტინგებზე მოგვეთხოვა მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობაო
ჭავჭავაძემ პირობა დაარღვია და დაიწყო ავტონომიის გაუქმების მოწოდებებიო
ამიტომ თუ გამსახურდიას ადარებ, მაგაზე ჭკვიანი თუ კარგი ნამდვილად არ გამოდის

მერე მიაქციეთ ყურადღება, რომ ამ სიტყვების ფონზე იწყებენ სირბილს ის ჯარისკაცები
რა იყო მანდ სარბენი? არაფერი

gramatikikina

სად მოითხოვს აბა ავტონომიის გაუქმებას ?
საერთოდ არ უხსენებია ამ ვიდეოში ავტონომია
ეგ ჯარისკაცები სულ იყვნენ მიტინგეებზე იქვე ახლოს აყენებდნენ ერთ 200 მეტრში და ხშირად იძახებდნენ თბილისში დისლოცილებულ ეგრედწოდებულ მერვე პოლკს ეგეთ ადგილებზე.

ზვიადი რომ იყო ჩასული ცხინვალთან შინაგანმა ჯარმა გადაუკეტა გზა იქაც იყო მერვე პოლკი რა მერე ? 1990 წელი იყო მგონი

ვინაა ეგ ვაჟაა ?

Posted by: gramatikikina 21 Mar 2017, 03:18
PNG
QUOTE
სად მოითხოვს აბა ავტონომიის გაუქმებას ?
საერთოდ არ უხსენებია ამ ვიდეოში ავტონომია

მოჭრილია ჯერ ერთი და აბა რატომ ლაპარაკობს საერთოდ აფხაზებსა და ქართველებს შორის შუღლზე? რა შუაშია?
ომამდეა ეგ ვიდეო გადაღებული, ომის მერე კი არა
ომამდე საერთოდ ვინ ლაპარაკობდა აფხაზებსა და ქართველებს შორის მტრობაზე? ეგ გაიგო ხალხმა მაგათი მიტინგებიდან
და ვინც მიტინგებზე არ დადიოდა, იმათ ომი რომ დაიწყეს, მაშინ გაიგეს, რომ თურმე აფხაზებს არ მოვწონვართgivi.gif ზოგმა პირდაპირ პლიაჟზე გაიგო
უმალავდნენ ეტყობა აფხაზები რა
QUOTE
ეგ ჯარისკაცები სულ იყვნენ მიტინგეებზე იქვე ახლოს და ხშირად იძახებდნენ თბილისში დისლოცილებულ ეგრედწოდებულ მერვე პოლკს

ხოდა იქ თუ იყვნენ, რას მოირბინეს კამერის წინ, რა უნდოდათ? :დ

facepalm.gif ამოწყვეტილან ის აფხაზები, ხედავთ თქვენ?
QUOTE
ვინაა ეგ ვაჟაა ?

ჩვენი ვაჟა მთავრიშვილი :დ

Posted by: aimo 21 Mar 2017, 03:25
QUOTE
ზურა ჭავჭავაძე რომ არ დაღუპულიყო ის ნამდვილად საპრეზიდენტო კაცი იყო და არა ეგ შიზოიდი ზვიად გამსახურია

ჭანტურიაზეც მაგას ამბობდნენ და თვით კოსტავაზეც, მაგრამ სინამდვილეში არავინ იცოდა ვის ჰყავდა ზვიადზე უარესი ტარაკანები თავში.

ჭანტურია ვაბშჯე კგბ-შნიკი იყო მგონი

Posted by: PNG 21 Mar 2017, 03:29
QUOTE
=gramatikikina,21 Mar 2017, 03:18 ] PNG
სად მოითხოვს აბა ავტონომიის გაუქმებას ?
საერთოდ არ უხსენებია ამ ვიდეოში ავტონომია
მოჭრილია ჯერ ერთი და აბა რატომ ლაპარაკობს საერთოდ აფხაზებსა და ქართველებს შორის შუღლზე? რა შუაშია?
ომამდეა ეგ ვიდეო გადაღებული, ომის მერე კი არა
ომამდე საერთოდ ვინ ლაპარაკობდა აფხაზებსა და ქართველებს შორის მტრობაზე? ეგ გაიგო ხალხმა მაგათი მიტინგებიდან
და ვინც მიტინგებზე არ დადიოდა, იმათ ომი რომ დაიწყეს, მაშინ გაიგეს, რომ თურმე აფხაზებს არ მოვწონვართgivi.gif ზოგმა პირდაპირ პლიაჟზე გაიგო
უმალავდნენ ეტყობა აფხაზები რა
ეგ ჯარისკაცები სულ იყვნენ მიტინგეებზე იქვე ახლოს და ხშირად იძახებდნენ თბილისში დისლოცილებულ ეგრედწოდებულ მერვე პოლკს
ხოდა იქ თუ იყვნენ, რას მოირბინეს კამერის წინ, რა უნდოდათ? :დ

gramatikikina

აი რო არ იცი გაჩერდი რაა

ეგ მიტინგი გაიმართა 1989 წლის 25 მარტს ორგანიზატორი იყო ილია ჭავჭავაძის საზოგადოება

მანამდე 1 კვირით ადრე 1989 წლის 18 მარტს აფხაზეთში გუდაუთის რაიონში სოფელ ლიხნში აფხაზებმა მოითხოვეს საქართველოს სსრ დან გამოყოფა და აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის აღდგენა ამის გამო მოხდა აფხაზების და ქართველების შეტაკება დაიღვარა სისხლი დაიღუპა რამდენიმე კაცი მაგის გამო გაიმართა ეგ მიტინგი 25 მარტს სოხუმში და მაგ მიტინგზე გამოვიდა სიტყვით ზურაბ ჭავჭავაძე.

QUOTE
1989 წლის 18 მარტს აფხაზეთში გუდაუთის რაიონში სოფელ ლიხნში

ეს მოვლენა ცნობილია ასევე ლიხნის დეკლარაციით

სოფელში გაიმართა აფხაზთა დიდი კრება მოითხოვეს აფხაზეთის საქართველოდან გამოყოფა ამის გამო გაიმართა მაგ ვიდეოში რომ მიტინგია

ჯარი რატომ გარბოდა არ ვიცი ვერაფერს ვიტყვი მაგაზე მე მათი კამანდირი არ ვყოფილვარ ის კი ვიცი რომ შინაგანი ჯარი სულ იყო მიტინგებთან ახლოს დაყენებული და ეს სხვა ფოტოებზეც არის ასახული.

Posted by: aca baca banci bunca 21 Mar 2017, 03:32
ყველა საქართველოს დამაქცევარი ან მეგრელია ან დასავლეთ საქართველოდან არის მინიმუმ.

Posted by: PNG 21 Mar 2017, 03:44
QUOTE
ჭანტურია ვაბშჯე კგბ-შნიკი იყო მგონი

კგბ-შნიკი არა ტოროლა

ზურა ჭავჭავაძე ერთერთი ყველაზე წესიერი ადამიანი იყო ასი თავით ჯობდა გამსახურდიას ვისაც გინდათ იმას კითხეთ ოღონდ არა იმ შიზოიდ ზვიადისტებს მაგათვის მხოლოდ ზვიადი იყო " ღმერთი '' დანარჩენები კაგებეშნიკები და მოღალატეები და მაგ მიდგომამ დაღუპა ეგენი და ქვეყანა !!!

Posted by: aimo 21 Mar 2017, 03:51
PNG
ირინას შეხვეული იყო 80-იანებშიო smile.gif

Posted by: PNG 21 Mar 2017, 03:56
QUOTE (aimo @ 21 Mar 2017, 03:51 )
PNG
ირინას შეხვეული იყო 80-იანებშიო smile.gif

aimo

ვინაა ?
ჭავჭავაძეე ?

სად ირინა სად ზურა ?

მაგ ირინას თავის ახვარ ქმარისთვის მიეხედა

საწყალ ზურას რომ ეუბნებოდა მე შენ გაგიხვრიტავ შუბლსო ვის გაუხვრიტეს შუბლი აგერ ვნახეთ 1994 წელს მანქანაში რომ ჩააცხრილეს ჭანტურია

Posted by: John Jolie 21 Mar 2017, 04:00
მე როგორც ვიცი ჭავჭავაძე ჯერ დააინფიცირეს ც ჰეპატიტით და მერე მოკლეს

ერთი ვერსიით ზვიადამ უჩალიჩა. რადგან მისი კონკურენტი იყო. ასე გამიგია ჩემი მშობლებისგან

Posted by: gramatikikina 21 Mar 2017, 04:10
PNG
ნამდვილად ვერ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ ზუსტად ვიცი რა და როდის მოხდა
ჩვენთან მიტინგები მაგ მიზეზით დაიწყო?
QUOTE
მანამდე 1 კვირით ადრე 1989 წლის 18 მარტს აფხაზეთში გუდაუთის რაიონში სოფელ ლიხნში აფხაზებმა მოითხოვეს საქართველოს სსრ დან გამოყოფა და აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის აღდგენა ამის გამო მოხდა აფხაზების და ქართველების შეტაკება დაიღვარა სისხლი დაიღუპა რამდენიმე კაცი მაგის გამო გაიმართა ეგ მიტინგი 25 მარტს სოხუმში და მაგ მიტინგზე გამოვიდა სიტყვით ზურაბ ჭავჭავაძე.

სოფელ ლიხში აფხაზებმა მოითხოვეს დამოუკიდებლობა, თუ რამდენიმე მთვრალმა იჩხუბა სოფელში და ერთმანეთი დახოცეს?
რასაც მნიშვნელობა ჭავჭავაძემ და გამსახურიამ შესძინეს 1 კვირაში სოხუმში მიტინგის მოწყობით და მოითხოვეს ავტონომიის გაუქმება
QUOTE
ჯარი რატომ გარბოდა არ ვიცი ვერაფერს ვიტყვი მაგაზე მე მათი კამანდირი არ ვყოფილვარ ის კი ვიცი რომ შინაგანი ჯარი სულ იყო მიტინგებთან ახლოს დაყენებული და ეს სხვა ფოტოებზეც არის ასახული.

ხოდა კამანდირი არაადეკვატური ხომ არ იქნებოდა. რაღაც მიზეზის გამო ხდება ჯარების სირბილით გადაადგილება
მე მგონია, რომ დაძაბულობის ფონს ქმნიან ამათ გმირებად წარმოსაჩენად

Posted by: PNG 21 Mar 2017, 06:47
gramatikikina

1989 წლის 25 მარტის მიტინგები სოხუმში გაიმართა ლიხნის ინციდენტის გამო

სისხლი დაიღვარა სოფელ ლიხნში და პროტესტი იყო ეგ მიტინგი ლიხთან დაკავშირებით

თუ ჩემი არ გჯერავს გაიკითხე სადაც გინდა smile.gif

Posted by: piltakva 21 Mar 2017, 10:16
QUOTE
ზურაბ ჭავჭავაძე

QUOTE
ზურაბ ჭავჭავაძე

QUOTE
ზურაბ ჭავჭავაძე

ეს კაცი ცნობილი, აღიარებული კაგებეშნიკი და რუსეთის მონა იყო და აქეთ და ადიდეთ ეხლა რამდენიც გინდათ. smile.gif

რა თქვა ტყუილი?
ეხლა არ დაიწყოთ პოლიტიკურად გაუმართლებელია და როგორ შეიძლება ასეთი ლაპარაკიო.
ფაქტია ტყუილი არაფერი უთქვამს, სუფთა სიმართლე ილაპარაკა (სხვა საკითხია რამდენად გონივრულია პოლიტიკოსისგან მსგავსი მაგრამ სიმართლე სიმართლეა)
რუსებმა შექმნეს ხელოვნურად აფხაზი ერი, დამწერლობა და ა.შ. ეგ მაინც უნდა იცოდეთ.

Posted by: Warner Bros. 21 Mar 2017, 10:22
piltakva
QUOTE
ეს კაცი ცნობილი, აღიარებული კაგებეშნიკი და რუსეთის მონა იყო და აქეთ და ადიდეთ ეხლა რამდენიც გინდათ. 

გუშინ ლაშქარაშვილზე, დღეს ჭავჭავაძეზე
90-იანებში როგორც აკრავდნენ კაგებეშნიკის იარლიყებს
ისე არიგებენ უპრობლემოდ დღესაც
ცოტა მეტი გონიერება არ მოგეთხოვებათ იმ დროისგან განსხვავებით?
ან მტკიცებულება?

Posted by: piltakva 21 Mar 2017, 11:19
Warner Bros.
კგბ
და
მტკიცებულება? =)
ყველა დოკუმენტური "მტკიცებულება" ისე ექნებათ შეთხზული როგორც თავად მოისურვებდნენ.
ვინც არ უნდა ყოფილიყო საქართველოს პრეზიდენტი, თუ რუსეთისთვის მიუღებელი იქნებოდა ნებისმიერ შემთხვევაში სახეს გააძრობდნენ, და ვერავინ ამას წინ ვერ აღუდგებოდა, ფიზიკურად არც გონება და არც რესურსი არ ეყოფოდა არანაირ სისტემას რომ კგბ-ს დაპირისპირებოდა და გამკლავებოდა.

Posted by: ELguja90 21 Mar 2017, 11:21
PNG
QUOTE
ვინაა ?
ჭავჭავაძეე ?

სად ირინა სად ზურა ?

ჭანტურიაზე ამბობს yes.gif

პ.ს. მეც მაგ აზრის ვარ

Posted by: ინაველ 21 Mar 2017, 12:27
კაცურად,
დღევანდელ ე.წ. აფხაზებსა და ქართველებს შორის ძმური დამოკიდებულება როდის იყო?
ეგენი ჩამოსახლდნენ ჩრდ. კავკასიიდან ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში, დაიკავეს და შეავიწროვეს სამეგრელოს სამთავრო და დაიმკვიდრეს თავი - ისარგებლეს რა დასავლეთ საქართველოს სამთავროების დასუსტებით და საერთოდ, ქართული სახელმწიფოს შინაგათიშულობით.

მომხდურები არიან ეგენი და ის, რომ 4 საუკუნე გავიდა მათი ჩამოსვლის მერე, არაფერს ცვლის.

400 წელი ეკავათ არაბებს თბილისი მაგრამ დღეს ვერავინ იტყვის რომ თბილისი არაბების უნდა ყოფილიყო სამარადჟამოდ.
ალბათ მაშინდელი ქართველები აღარც მიიჩნევდნენ თბილისს ქართულ ტერიტორიად
მაგრამ პოლიტიკოსები და მმართველები იმიტომ არიან მმართველები, რომ სწორი ორიენტირები ჰქონდეთ

ასევეა აფხაზეთის შემთხვევაც
ჩვენ სწორი ორიენტირი უნდა გვქონდეს
ერთადერთი სწორი ორიენტირი კი არის აფხაზეთის დაბრუნება საქართველოს შემადგენლობაში
არამხოლოდ ტერიტორიულად, არამედ პირველ რიგში დემოგრაფიულად

ისევე როგორც თბილისი გაწმინდა პატივცემულმა დავითმა არაბებისგან
აფხაზეთიც უნდა გაიწმინდოს მომხვდურისაგან

ალტერნატივებზე ფიქრი თავის მოტყუებაა

yes.gif

Posted by: qar-tleti 21 Mar 2017, 12:36
QUOTE

გამსახურდიას ბევრად ჯობდა ზურაბ ჭავჭავაძე ყველანაირ საკითში და აქ გამოჩდა ვინ იყო სინამდვილეში კგბ-ს აგენტი

იმ ავარიის დროს ვერაფრით ვერ ვხსნი საოცარ დამთხვევებს-
1. გამოუცდელი მძღოლი
2.ჭავჭავაძე და კოსტავა ერთად
3. ავარიის დროს საიდანღაც ექიმის გაჩითვა (დაბარებულივით)

არმინდა შეთქმულების თეორიაში გადავარდნა, მაგრამ მაინც.

უცნაურია თვით ავარიის სედეგებიც, მაგრამ ავარია ისეთი თემაა, რომ, აზრი არ აქვს მასზე მსჯელობას

Posted by: wano 21 Mar 2017, 12:39
საერთო ჯამში დიდი არაფერი მნიშვნელობა არ ქონდა ვინ რა თქვა ან ვინ რას ფიქრობდა აფხაზეთსა და ე.წ. სამხ.ოსეთზე.

მთავარი მიზეზი რაც ამ კონფლიქტებს უკავშირდება სულ სხვაა...

და ეს სხვა კი, მემგონი საკმაოდ ნათელია;

1990 წლის 20 სექტემბერი - სამხ. ოსეთის ავტონომია თავს აცხადებს საბჭ.კავშირში შემავალ რესპუბლიკად.

1990 წლის 11 დეკემბერი - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო კანონი ''სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ''

1991 წლის 6 იავარი - ცხინვალში შეყვანილია ქართული მილიციისა და გვარდიის ქვეგანაყოფები.

1991 წლის 23 მარტი ყაზბეგი - ელცინი აღიარებს საქართველოს ტერ.მთლიანობას და სრულ მხარდაჭერას უცხადებს მის ხელისუფლებას სეპარატისტებთან ბრძოლოს საქმეში;

(სამართლიანობისათვის აქვე უნდა ითქვას, რომ ელცინი ძალიან კარგ/თბილ პირად ურთიერთობებში იმყოფებოდა გამსახურდიასთან)

1991 წლის 4 მაისი - სამხ.ოსეთის დეპუტატები თითქმის ერთხმად (1ხმა წინააღმდეგ) აუქმებენ რესპუბლიკად აღიარების დადგენილებას და უბრუნდებიან საქართველოში შემავალი ავტონომიის სტატუსს.

1991წლის 8 ივნისი - სესიაზე პირველად ოფიციალურად დუდაევმა ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის შექმნა დაანონსა. ამდაგვარად რესპუბლიკაში შეიქმნა ორხელისუფლებიანობა.

1991 წლის 19 აგვისტო - მოსკოვში განვითარებილ სამხ.გადატრიალების მოვლენებში საქართველოს პრეზიდენტი ირჩევს ელცინის საწინააღმდეგო ბანაკს და ემორჩილება ე.წ. ГКЧП-ს
(Госуда́рственный комите́т по чрезвыча́йному положе́нию в СССР)

1991 წლის 5 სექტემბერი - ჩეჩნეთის რესპუბლიკამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა.

1991 წლის სექტემბერი - საქართველომ სცნო ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა და დაამყარა დიპლომატიური კავშირი ჩეჩნეთთან.

ამასთანავე ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა მხოლოდ საქართველომ აღიარა.

1991 წლის 7 ნოემბერი - ელცინმა სეპარატისტულ რეგიონში საგანგებო ვითარება გამოაცხადა.

Posted by: kardinali100 21 Mar 2017, 12:43
QUOTE
დღევანდელ ე.წ. აფხაზებსა და ქართველებს შორის ძმური დამოკიდებულება როდის იყო?
ეგენი ჩამოსახლდნენ ჩრდ. კავკასიიდან ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში, დაიკავეს და შეავიწროვეს სამეგრელოს სამთავრო და დაიმკვიდრეს თავი - ისარგებლეს რა დასავლეთ საქართველოს სამთავროების დასუსტებით და საერთოდ, ქართული სახელმწიფოს შინაგათიშულობით.

მომხდურები არიან ეგენი და ის, რომ 4 საუკუნე გავიდა მათი ჩამოსვლის მერე, არაფერს ცვლის.

400 წელი ეკავათ არაბებს თბილისი მაგრამ დღეს ვერავინ იტყვის რომ თბილისი არაბების უნდა ყოფილიყო სამარადჟამოდ.
ალბათ მაშინდელი ქართველები აღარც მიიჩნევდნენ თბილისს ქართულ ტერიტორიად
მაგრამ პოლიტიკოსები და მმართველები იმიტომ არიან მმართველები, რომ სწორი ორიენტირები ჰქონდეთ

ასევეა აფხაზეთის შემთხვევაც
ჩვენ სწორი ორიენტირი უნდა გვქონდეს
ერთადერთი სწორი ორიენტირი კი არის აფხაზეთის დაბრუნება საქართველოს შემადგენლობაში
არამხოლოდ ტერიტორიულად, არამედ პირველ რიგში დემოგრაფიულად

Posted by: Xoshgeldi 21 Mar 2017, 12:48
PNG
QUOTE
გამსახურდიას ბევრად ჯობდა ზურაბ ჭავჭავაძე ყველანაირ საკითში და აქ გამოჩდა ვინ იყო სინამდვილეში კგბ-ს აგენტი !!!  ზურა ჭავჭავაძე  რომ არ დაღუპულიყო ის ნამდვილად საპრეზიდენტო კაცი იყო და არა ეგ  შიზოიდი ზვიად გამსახურია 

შიზოიდი კი, კაგებეშნი არა, ჯერ მისი აღიარებაც მიუთითებს რომ არ მუშაობდა მათზე,
არც ჩამოაგდებდნენ

John Jolie
QUOTE
მე როგორც ვიცი ჭავჭავაძე ჯერ დააინფიცირეს ც ჰეპატიტით და მერე მოკლესერთი ვერსიით ზვიადამ უჩალიჩა. რადგან მისი კონკურენტი იყო. ასე გამიგია ჩემი მშობლებისგან

არ არის ეს ზვიადის მეთოდი, მაქსიმუმ ტიპისთვის კაგებეს აგენტი ეწოდებინოს,
ყველაზე ცუდი ის მოხდა იმ პერიოდში რომ მეტ ნაკლებად ნორმალურმა პარტიებმა არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობა და შექმნეს ეროვნული კონგრესი, სხვა რა გზა დაგვრჩენოდა მივეცით ხმა ზვიადს, უალტერნატივო გავხადეთ ზვიადი ამის გამო და პარლამენტში წამოიჭიმნენ იდიოტები, ხოლო ოპოზიცია ქაჩაში დარჩა,
ორი ვარიანტია ან კაგებემ გააჩალიჩა ეროვნული კონგრესი, ან იჯდნენ და ყვ. იფხანდნენ ჩვენი ეროვნულები კი სისულელეს სისულელეზე ამატებდნენ

Posted by: vato3 21 Mar 2017, 12:52
PNG

ლაშქარაშვილი ხარ, თამარ ჩხეიძე თუ ირინე სარიშვილი? lol.gif

Posted by: ინაველ 21 Mar 2017, 13:38
wano
QUOTE
მთავარი მიზეზი რაც ამ კონფლიქტებს უკავშირდება სულ სხვაა...

სულ სხვაა მთავარი მიზეზი კი
და ეს ყველას დავიწყებული აქვს
და ეს მიზეზი 90იანებში არ იძებნება
არამედ უფრო ადრე
როცა ამ ე.წ. აფხაზებმა ჩამოსახლება დაიწყეს საქართველოში, შეავიწროვეს ქართველები და მიიტაცეს სამეგრელოს სამთავროს ნაწილი
შემდეგ რუსები წაეხმარნენ და აფხაზები გაასახლეს და ჩამოსახლებულები წაახალისეს

90იანებში არაფერი ახალი არ მომხდარა
90იანების ლიხნის მოთხოვნა ლოგიკური გაგრძელებაა იმისა, რაც მე-17 საუკუნეში დაიწყო

საკუთარი ცხვირის იქით თუ არ ვიხედებით, ამას ვერ დავინახავთ
და თუ გავიხედავთ, აშკარად გამოჩნდება შემდეგი კანონზომიერება:

მე-17 საუკუნე - ჩამოსახლებების დაწყება
მე-18 საუკუნე - დამკვიდრება-გავრცელება
მე-19 საუკუნე - აფხაზების სრული ჩანაცვლება და ”გააფხაზება” და საბოლოოდ ფესვის გადგმა
მე-20 საუკუნის 90იანებამდე - საბჭოთა რეალობაში ფესვგადგმული ”აფხაზების” დეფაქტო შევიწროება - მათი გადმოსახედიდან
მე-20 საუკუნის ბოლო - საბჭოთა სახელმწიფოს დაშლის მომენტის გამოყენება და საკუთარი მოთხოვნების წამოყენება - ანუ დაწყებული პოლიტიკის გაგრძელება
21-ე საუკუნე - გაუგებარი რეალობა ამ ე.წ. ”აფხაზებისთვის”

მოკლედ, მოცემულობა ორია. ერთი მთავარი, მეორე - დამხმარე.

1. მთავარი მოცემულობა: ჩრდილოკავკასიელები ისტორიულ დროში გახანგრძლივებულ რეალობაში გვახევენ აფხაზეთს - ჩამოსახლდნენ, ფესვები გაიდგეს, მიაღწიეს ”გააფხაზებას” და ამ გზით ლეგიტიმაციას და მოითხოვეს დამოუკიდებლობა.

2. დამხმარე მოცემულობა: რუსეთი მათ ეხმარება - ხედავს რა მათში კარგ ბერკეტს საქართველოს სახელმწიფოს დასასუსტებლად და კავკასიაში მისი გავლენის გასაძლიერებლად.

დანარჩენი ყველაფერი ბელეტრისტიკაა. ძმობა ერთობა მეგობრობა ისტორიული კავშირები და ა.შ. არის პირდაპირ რომ ვთქვათ ყ ლ ე ო ბ ა
ძმა ვიცი მე მოყვარე და თანამოაზრე
თუ მართმევს და მპარავს, ეგ რა ძმაა? ქურდია ეგ და ქურდს სათანადო დახვედრა უნდა.

ყ ლ ე ო ბ ა ა ასევე ”აფხაზების” დაცინვით გულის ფხანვა - თითქოსდა რა საცოდავები არიან, რომ სინამდვილეში რუსები მათ ჩაგრავენ ნაცვლად იმისა, რომ დამოუკიდებლობის განმტკიცებაში დაეხმარონ. და მერე ჩვენ რა ამით? ეს ცვლის მთავარ მოცემულობას? ეს დაგვიბრუნებს ჩვენ ტერიტორიას უკან? ცხადია არა. ჰოდა რაც არ გვეხმარება, ის გვასუსტებს.

ძალით არ უნდა დავილეღვოთ თავები და პრობლემას უნდა მივხედოთ
ვოტ ტაკ.

Posted by: piltakva 21 Mar 2017, 14:33
qar-tleti
QUOTE
არმინდა შეთქმულების თეორიაში გადავარდნა, მაგრამ მაინც.

რაც გინდა დაარქვი, მაგრამ მოწყობილი იყო ეს უდავოა და საკმაოდ ნაცადი ტრადიციული რუსული ხერხი. wink.gif

wano
QUOTE
სამართლიანობისათვის აქვე უნდა ითქვას, რომ ელცინი ძალიან კარგ/თბილ პირად ურთიერთობებში იმყოფებოდა გამსახურდიასთან

lol.gif
ეს ტელევიზორში ნანახით დაასკვენი? რა თბილ ურთიერთობებში, ელცინის დაწყებული იყო ზვიადის დამხობა. wink.gif

Xoshgeldi
up.gif
QUOTE
პარლამენტში წამოიჭიმნენ იდიოტები,

არა, იდიოტები არა, დავერბოვკებული აგენტები, მაქსიმალურად ახლოს უნდა ყოფილიყვნენ ზვიადთან მაქსიმალური კონტროლისა და ინფორმაციისთვის. მაგრამ შანსი არ იყო მათი უმეტესობის გამოვლენის. დღესაც მასეა პრინციპში, იქიდან მოყოლებული დღემდე.

Posted by: gramatikikina 21 Mar 2017, 14:40
PNG
QUOTE
1989 წლის 25 მარტის მიტინგები სოხუმში გაიმართა ლიხნის ინციდენტის გამო

სისხლი დაიღვარა სოფელ ლიხნში და პროტესტი იყო ეგ მიტინგი ლიხთან დაკავშირებით

თუ ჩემი არ გჯერავს გაიკითხე სადაც გინდა 

მჯერა და უარესი ყოფილა, რაც თავიდან ჩანდა
ჯერ გუდაუთა რა არის, მერე იმის სოფელი
აფხაზებმა დამოუკიდებლობა მოითხოვესო, ქართველებსა და აფხაზებს შორის შეტაკება მოხდაო
სოფელ ლიხნში facepalm.gif
მერე ესენი წავიდნენ და სოხუმში რა ქნეს? ფაქტობრივად აცნობეს დედაქალაქს, რომ დამოუკიდებლობა გაქვთ გამოცხადებულიო facepalm.gif
ამ დროს იმ ლიხნში მოხდებოდა სოფლელები ჩხუბი, რაც ყველგან ხდება და რასაც ყველგან მოყვება ან სიკვდილი, ან მინიმუმ კბილის ჩამომტვრევა

Posted by: aimo 21 Mar 2017, 14:58
PNG
ჭანტურიაზე ვამბობ.
"ჭ"-ს მერე რაც წერია იმას აღარ უყურებ და ეგრევე ჭავჭავაძე გელანდება? smile.gif smile.gif

Posted by: wano 21 Mar 2017, 16:25
QUOTE (ინაველ @ 21 Mar 2017, 12:38 )
wano
QUOTE
მთავარი მიზეზი რაც ამ კონფლიქტებს უკავშირდება სულ სხვაა...

სულ სხვაა მთავარი მიზეზი კი
და ეს ყველას დავიწყებული აქვს
და ეს მიზეზი 90იანებში არ იძებნება
არამედ უფრო ადრე

თუ ჩავყევით საუკუნეებს, მასე მიზეზები არ დაილევა....უამრავის თქმა შეიძლება.
მე გამოვყავი აქტუალური მიზეზი რომელსაც ადგილი ქონდა საქართველოს უახლოეს ისტორიაში და რომელსაც ბევრი აქ მყოფნი შევესწარით.

როდესაც შენი ქვეყნის პოლიტიკაზე გავლენის მქონე ყველაზე უმთავრესი და ძლიერი ქვეყნის მეთაური გვერდით გიდგება სეპარატისტებთან ბრძოლის ამბავში,
რბილად რომ ვთქვათ, დიდი უციცობა/სიბეცე/შეცდომაა როდესაც შენ საპირისპიროს აკეთებ და მხარში უდგები სეპარატისტებს რომლებიც უკვე მას ემუქრებიან.

რანაირად და როგორ განვითარდებოდა მოვლენები ეს არც არავინ იცის და არც დისკუსიას საჭიროებს, თუმცა ერთი ნათელია:

- გამსახურდიას რომ არ დაეჭირა მხარი ჩეჩენი სეპარატისტებისათვის და იმის მაგივრად, რომ (ერთადერთს) ეღიარებინა ინჩკერიის დამოუკიდებლობა,
ელცინის მსგავსად (როცა ის ყაზბეგში ჩამოვიდა) მოსკოვში ჩასულიყო და მის გვერდით დამდგარიყო, გაცილებით სხვაგვარად წავიდოდა საქმე.
უდიდესი 'შეცდომა'იყო საბჭოთა გენერლების მითითებების დამორჩილება და კომუნისტური პუჩის არ დაგმობა.

Posted by: Eric 21 Mar 2017, 16:40
gramatikikina
QUOTE
აფხაზებმა დამოუკიდებლობა მოითხოვესო, ქართველებსა და აფხაზებს შორის შეტაკება მოხდაო
სოფელ ლიხნში 
მერე ესენი წავიდნენ და სოხუმში რა ქნეს? ფაქტობრივად აცნობეს დედაქალაქს, რომ დამოუკიდებლობა გაქვთ გამოცხადებულიო 
ამ დროს იმ ლიხნში მოხდებოდა სოფლელები ჩხუბი, რაც ყველგან ხდება და რასაც ყველგან მოყვება ან სიკვდილი, ან მინიმუმ კბილის ჩამომტვრევა

ლიხნში შეკრება აფხაზებისთვის იგივეა დაახლოებით რაც ჩვენთვის რუსი ურბნისის კრება.
ზოგადაფხაზური კრებები იმართებოდა მანდ და არა პროსტა სოფლელების რაზბორკები.

Posted by: PNG 21 Mar 2017, 16:48
QUOTE (Warner Bros. @ 21 Mar 2017, 10:22 )
piltakva
QUOTE
ეს კაცი ცნობილი, აღიარებული კაგებეშნიკი და რუსეთის მონა იყო და აქეთ და ადიდეთ ეხლა რამდენიც გინდათ. 

კგბ-ს კაცს მოუწყვეს ავარია ?

ანუ ხო ამბობთ რომ კგბ-მ, მოაწყოო ავარიაო ანუ რა გამოდის კგბ-მ საკუთარ კაცს მოუწყო ავარია ? givi.gif

ნუთუ ვერ ხდებით რამხელა სისულელეს ამბობთ ? facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

ზურაბ ჭავჭავაძე რატომ ჯობია ზვიად გამსახურდიას ?

გეტყვით

ჯერ ერთი ჭავჭავაძე იყო მეორეს ერთი გამსახურდიასავით ბაქიბუქა ექსცენტრიული რადიკალი არ იყო

საოცრად დიპლომატი და განათლებული კაცი იყო ზურაბ ჭავჭავაძე ნაღდი თბილისელი ეგეთები საუკუნეში ერთი იბადებიან და ეროვნულ მოძრაობიდან სრული პასუხისგებლობით ვამბობ ერთერთი უწესიერესი კაცი იყო.

ამ გიჟი და შიზოიდი გამსახურდიას გაპრეზიდენტებას ისევ იმ კომუნისტი გივი გუმბარიძის გაპრეზიდენტება მერჩივნა yes.gif givi.gif

დარწმუნებული ვარ აქ მეგრელები პოსტავთ და იმიტომ იცავთ თავგადაკრული იმ გიჟ გამსახურდიას.

Posted by: keTili Zia 21 Mar 2017, 16:49
QUOTE (piltakva @ 21 Mar 2017, 10:16 )
QUOTE
ზურაბ ჭავჭავაძე

QUOTE
ზურაბ ჭავჭავაძე

QUOTE
ზურაბ ჭავჭავაძე

ეს კაცი ცნობილი, აღიარებული კაგებეშნიკი და რუსეთის მონა იყო და აქეთ და ადიდეთ ეხლა რამდენიც გინდათ. smile.gif

რა თქვა ტყუილი?
ეხლა არ დაიწყოთ პოლიტიკურად გაუმართლებელია და როგორ შეიძლება ასეთი ლაპარაკიო.
ფაქტია ტყუილი არაფერი უთქვამს, სუფთა სიმართლე ილაპარაკა (სხვა საკითხია რამდენად გონივრულია პოლიტიკოსისგან მსგავსი მაგრამ სიმართლე სიმართლეა)
რუსებმა შექმნეს ხელოვნურად აფხაზი ერი, დამწერლობა და ა.შ. ეგ მაინც უნდა იცოდეთ.

კაგებე თავის ხალხს ხოცავდა? smile.gif
აგენტები ცოცხლები არიან და კარგად გრძნობენ დღესაც თავს...
იდეისთვის თავი გაწირეს და იარლიყებს ნუ აკრავთ. მსგავსი ადამიანები დღეს აღარ დაგვრჩა, ყველა იმქვეყნად გაისტუმრეს.
* * *
Xoshgeldi
QUOTE
ყველაზე ცუდი ის მოხდა იმ პერიოდში რომ მეტ ნაკლებად ნორმალურმა პარტიებმა არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობა და შექმნეს ეროვნული კონგრესი, სხვა რა გზა დაგვრჩენოდა მივეცით ხმა ზვიადს, უალტერნატივო გავხადეთ ზვიადი ამის გამო და პარლამენტში წამოიჭიმნენ იდიოტები, ხოლო ოპოზიცია ქაჩაში დარჩა,
ორი ვარიანტია ან კაგებემ გააჩალიჩა ეროვნული კონგრესი, ან იჯდნენ და ყვ. იფხანდნენ ჩვენი ეროვნულები კი სისულელეს სისულელეზე ამატებდნენ

დიდი წნეხი იყო, დიდი უნდობლობა... ისტორიული მომენტი იყო და ვერ გაუძლეს ზეწოლას. ბევრი ჰყავდათ ჩანერგილი და ვინ ვინ იყო ვერ გაშიფრავდნენ.
ქართული უშიშროება დღესაც საიდანღაც მართული მგონია და მაშინ ეროვნულს დაიჭერდა?
გაეცალნენ, დაყვეს და გააცამტვერეს.
რუსეთი მეფისაა, კომუნისტების თუ პუტინის, მეთოდები ერთი აქვს.
საბოლოოდ კაციჭამია ვირთხა კი მივიღეთ...

Posted by: piltakva 21 Mar 2017, 17:13
PNG
keTili Zia

ვახ
პატარკაციშვილი ვისი იყო რომ გააგორეს? არ თქვათ ახლა ბუნებრივად მოკვდაო. biggrin.gif
თუ ვინმე გადაუხვევს მათ ბრძანებას ან კონკრეტულ მომენტში ზედმეტი იქნება, მოიცილებენ აბა რას იზამენ. რაში ადარდებთ თავისიანი იყო თუ არა, თუ ზედმეტია წამით არ გააჩერებენ.

Posted by: PNG 21 Mar 2017, 17:17
QUOTE (piltakva @ 21 Mar 2017, 17:13 )
PNG
keTili Zia

ვახ
პატარკაციშვილი ვისი იყო რომ გააგორეს? არ თქვათ ახლა ბუნებრივად მოკვდაო. biggrin.gif
თუ ვინმე გადაუხვევს მათ ბრძანებას ან კონკრეტულ მომენტში ზედმეტი იქნება, მოიცილებენ აბა რას იზამენ. რაში ადარდებთ თავისიანი იყო თუ არა, თუ ზედმეტია წამით არ გააჩერებენ.

piltakva

მიდი დადე მტკიცებულება რომ ზურაბ ჭავჭავაძე კგბ შნიკი იყო წინააღმდეგ შემთხვევაში ლაყბობაში ჩაგითვლი ამას

Posted by: keTili Zia 21 Mar 2017, 17:47
piltakva
QUOTE
პატარკაციშვილი ვისი იყო რომ გააგორეს? არ თქვათ ახლა ბუნებრივად მოკვდაო.

ფაქტი რაც მოხდა, რაც შედეგიც დადგა, იქიდან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ... ვინ იხეირა მომხდარით და ა.შ.

პატარკაციშვილი ჟვანიას გარდაცვალებას გადაჰყვა, სისტემას შეაკლა თავი... სხვა გზა არ დაუტოვეს.

Posted by: Xoshgeldi 21 Mar 2017, 20:23
keTili Zia
QUOTE
დიდი წნეხი იყო, დიდი უნდობლობა... ისტორიული მომენტი იყო და ვერ გაუძლეს ზეწოლას. ბევრი ჰყავდათ ჩანერგილი და ვინ ვინ იყო ვერ გაშიფრავდნენ.ქართული უშიშროება დღესაც საიდანღაც მართული მგონია და მაშინ ეროვნულს დაიჭერდა?გაეცალნენ, დაყვეს და გააცამტვერეს.რუსეთი მეფისაა, კომუნისტების თუ პუტინის, მეთოდები ერთი აქვს.საბოლოოდ კაციჭამია ვირთხა კი მივიღეთ...

როგორ მოახერხა რუსეთმა, რომელიც ინგრეოდა აერია ვითარება საქართველოში?
კომპარტიას მოეხაზა, ცერეუს და უცხო ქვეყნის აგენტები რუსეთის დედას ტირობდნენ, ხოდა როგორ არიეს აქ სიტუაცია

Posted by: piltakva 21 Mar 2017, 22:16
PNG
შეგიძლია პირდაპირ მის თვალებში ამოიკითხო.

თუ ვერა და დაიქირავე პროფესიონალი ფსიქოლოგი და ნებისმიერი იგივეს გეტყვის რამდენად ყალბია ეგ პიროვნება.

keTili Zia
შეაკლა არა ის კიდე. biggrin.gif უბრალოდ კგბ-ს გეგმებში აღარ ჩაჯდა, გადაუხვია გზას და მოაშორეს მაშინვე.

QUOTE
როგორ მოახერხა რუსეთმა, რომელიც ინგრეოდა აერია ვითარება საქართველოში?
კომპარტიას მოეხაზა, ცერეუს და უცხო ქვეყნის აგენტები რუსეთის დედას ტირობდნენ, ხოდა როგორ არიეს აქ სიტუაცია

რამოდენიმე წამით მაინც რომ დასუსტებულიყო იმდროინდელი რუსეთი როგორც ეხლა აღწერთ, სულ რამოდენიმე წამით, იმ წუთშივე ატომი მოხვდებოდა თავში და პრაშაი.
რეალურად, რუსეთის ტვინებმა კაი ხნით ადრე გათვალეს რომ სისტემა ვეღარ გაქაჩავდა, ამიტომ დაშლაც თავად განახორციელეს ისე რომ მაქსიმალურად იხეირეს საბოლოოდ და ფსევდო ვითომ დამოუკიდებელი ქვეყნები გააჩინეს ისევ. ყველა ქვეყანა თითქოს დამოუკიდებელი გახდა, მაგრამ რეალურად მაინც მათ ხელში დარჩა და ძალიანაც იხეირეს ამით. თუ არ იხეირეს და აგერ ჩანს დღევანდელი რუსეთი სახეს რომ ახევს ევროპას და ვერაფერი დააკლეს ამდენი სანქციების მერეც. აგენტურა ჰყავს უმაღლეს დონეზე, დავერბოვკების მასტერები არიან და მაგიტომ მოაღწიეს აქამდე... კუბა, სირია, ეგვიპტე და კიდევ ვინ იცის მაგისი იყო და აქ საქართველოს ხელში ჩაგდება გაუჭირდებოდა ?

Posted by: Xoshgeldi 21 Mar 2017, 22:32

90 წლებში ასეთი დვიჟუხა იყო მოსკვოში, შუქნიშანზე გაჩერებულ ავტომობილს უახლოვდებოდა ბომჟი და მძღოლს ფულს სთხოვდა, უარის შემთხვევაში მანქანაში ურწყევდა biggrin.gif

იგივე მეთოდი აქვთ ოღონდ სახელმწიფოებრივ დონეზე biggrin.gif

Posted by: piltakva 21 Mar 2017, 23:02
Xoshgeldi
biggrin.gif biggrin.gif
არქიპელაგი გულაგი
უმაგრესი წიგნი, წაიკითხეთ ვისაც არ გაქვთ წაკითხული და მერე გაიგებთ რეალურად რას ნიშნავს კგბ.
უბოროტესი, უმზაკვრესი სისტემა, სიმსივნე, მაგრამ ამის მოსპობა მხოლოდ ატომურ ბომბს შეუძლია, სხვა ვერაფერი მოერევა.

Posted by: სიცოცხლის_ხე 21 Mar 2017, 23:06
QUOTE
კაგებე თავის ხალხს ხოცავდა?

როცა ჭირდებოდათ ხოცავდნენ smile.gif ჭავჭავაძეზე არ ვამბობ, არავინ იცის იყო თუ არა აგენტი smile.gif

Posted by: piltakva 21 Mar 2017, 23:19
სიცოცხლის_ხე
რეალურად, 100-დან 1 შეიძლება გაგეშიფრა, ისიც თუ შეცდომას დაუშვა თავად.
ჭავჭავაძე საკუთარმა შეცდომებმა + ფსიქოლოგიურმა დაუმუშავებლობამ/მოუმზადებლობამ გაყიდა, რასაც ვერ იტყვი სხვებზე, ზვიადის გვერდზე ვინც იდგა და იჯდა, 80% დავერბოვკებული შეგზავნილი იყო დარწმუნებული ვარ და იმათმა გამოუთხარეს ძირი ნელ-ნელა.

Posted by: სიცოცხლის_ხე 21 Mar 2017, 23:25
piltakva
QUOTE
ჭავჭავაძე საკუთარმა შეცდომებმა + ფსიქოლოგიურმა დაუმუშავებლობამ/მოუმზადებლობამ გაყიდა

უფრო დეტალურად მოყევი მოგისმენ სიამოვნებით

Posted by: ganduras79 21 Mar 2017, 23:27
QUOTE (gramatikikina @ 21 Mar 2017, 03:18 )
PNG
QUOTE
სად მოითხოვს აბა ავტონომიის გაუქმებას ?
საერთოდ არ უხსენებია ამ ვიდეოში ავტონომია

მოჭრილია ჯერ ერთი და აბა რატომ ლაპარაკობს საერთოდ აფხაზებსა და ქართველებს შორის შუღლზე? რა შუაშია?
ომამდეა ეგ ვიდეო გადაღებული, ომის მერე კი არა
ომამდე საერთოდ ვინ ლაპარაკობდა აფხაზებსა და ქართველებს შორის მტრობაზე? ეგ გაიგო ხალხმა მაგათი მიტინგებიდან
და ვინც მიტინგებზე არ დადიოდა, იმათ ომი რომ დაიწყეს, მაშინ გაიგეს, რომ თურმე აფხაზებს არ მოვწონვართgivi.gif ზოგმა პირდაპირ პლიაჟზე გაიგო
უმალავდნენ ეტყობა აფხაზები რა
QUOTE
ეგ ჯარისკაცები სულ იყვნენ მიტინგეებზე იქვე ახლოს და ხშირად იძახებდნენ თბილისში დისლოცილებულ ეგრედწოდებულ მერვე პოლკს

ხოდა იქ თუ იყვნენ, რას მოირბინეს კამერის წინ, რა უნდოდათ? :დ

facepalm.gif ამოწყვეტილან ის აფხაზები, ხედავთ თქვენ?
QUOTE
ვინაა ეგ ვაჟაა ?

ჩვენი ვაჟა მთავრიშვილი :დ

კურაევის მაგას ამბობს . 2 წელი იცხოვრა აბხაზეთში და მერე ეს მოყვა /
პრაკტიკულად გაიმეორა ზვიადის სიტყვები , 25 წლის მერე

თან ეს კურაევი ანტიქართულად იყო განწყობილი და კიდე არის

Posted by: PNG 21 Mar 2017, 23:34
QUOTE (piltakva @ 21 Mar 2017, 22:16 )
PNG
შეგიძლია პირდაპირ მის თვალებში ამოიკითხო.

თუ ვერა და დაიქირავე პროფესიონალი ფსიქოლოგი და ნებისმიერი იგივეს გეტყვის რამდენად ყალბია ეგ პიროვნება.

keTili Zia
შეაკლა არა ის კიდე. biggrin.gif უბრალოდ კგბ-ს გეგმებში აღარ ჩაჯდა, გადაუხვია გზას და მოაშორეს მაშინვე.

QUOTE
როგორ მოახერხა რუსეთმა, რომელიც ინგრეოდა აერია ვითარება საქართველოში?
კომპარტიას მოეხაზა, ცერეუს და უცხო ქვეყნის აგენტები რუსეთის დედას ტირობდნენ, ხოდა როგორ არიეს აქ სიტუაცია

რამოდენიმე წამით მაინც რომ დასუსტებულიყო იმდროინდელი რუსეთი როგორც ეხლა აღწერთ, სულ რამოდენიმე წამით, იმ წუთშივე ატომი მოხვდებოდა თავში და პრაშაი.
რეალურად, რუსეთის ტვინებმა კაი ხნით ადრე გათვალეს რომ სისტემა ვეღარ გაქაჩავდა, ამიტომ დაშლაც თავად განახორციელეს ისე რომ მაქსიმალურად იხეირეს საბოლოოდ და ფსევდო ვითომ დამოუკიდებელი ქვეყნები გააჩინეს ისევ. ყველა ქვეყანა თითქოს დამოუკიდებელი გახდა, მაგრამ რეალურად მაინც მათ ხელში დარჩა და ძალიანაც იხეირეს ამით. თუ არ იხეირეს და აგერ ჩანს დღევანდელი რუსეთი სახეს რომ ახევს ევროპას და ვერაფერი დააკლეს ამდენი სანქციების მერეც. აგენტურა ჰყავს უმაღლეს დონეზე, დავერბოვკების მასტერები არიან და მაგიტომ მოაღწიეს აქამდე... კუბა, სირია, ეგვიპტე და კიდევ ვინ იცის მაგისი იყო და აქ საქართველოს ხელში ჩაგდება გაუჭირდებოდა ?

piltakva

ჯერ ერთი მაგ ვიდეოს გოგა ხაინდრავა იღებდა და მალევე გაუშვეს ეგ ვიდეო ვრემიაში და იმეორებდნენ მე შენ გაგიხვრიტავ შუბლსო როგორ მოხდა ეგ ვიდეო ვრემიაში 1989 წელს ?

ასევე მუშაობდა მეორე კამერაც ახალგაზრდა ბიჭი იღებდა

ეგ ვიდეო არაა მტკიცებულება რომ ზურაბ ჭავჭავაძე კგბ-ს აგენტი იყო

შენ მართლა ფილთაყვა გითხარი მტკიცებულება დადე თქო და ეს ###ობა ვიდეო დადე რომელიც არავითარ მტკიცებულებას არ იძლევა

პირიქით აქ უფრო ჩანს რომ სწორედაც გია ჭანტურია იყოს კგბ აგენტი და მისი მახინჯი ცოლი

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 21 Mar 2017, 23:40
QUOTE
aca baca banci bunca

QUOTE
ყველა საქართველოს დამაქცევარი ან მეგრელია ან დასავლეთ საქართველოდან არის მინიმუმ.

ღვინის წურვა ყლაპვის მეტი თუ გაგეგებათ რამე ჰა ბურთი და ჰა მოედანი

Posted by: gramatikikina 21 Mar 2017, 23:51
QUOTE (Eric @ 21 Mar 2017, 16:40 )
gramatikikina
QUOTE
აფხაზებმა დამოუკიდებლობა მოითხოვესო, ქართველებსა და აფხაზებს შორის შეტაკება მოხდაო
სოფელ ლიხნში 
მერე ესენი წავიდნენ და სოხუმში რა ქნეს? ფაქტობრივად აცნობეს დედაქალაქს, რომ დამოუკიდებლობა გაქვთ გამოცხადებულიო 
ამ დროს იმ ლიხნში მოხდებოდა სოფლელები ჩხუბი, რაც ყველგან ხდება და რასაც ყველგან მოყვება ან სიკვდილი, ან მინიმუმ კბილის ჩამომტვრევა

ლიხნში შეკრება აფხაზებისთვის იგივეა დაახლოებით რაც ჩვენთვის რუსი ურბნისის კრება.
ზოგადაფხაზური კრებები იმართებოდა მანდ და არა პროსტა სოფლელების რაზბორკები.

კარგი, დაგიჯერებთ, რომ ლიხნში შეკრებები იყო რუის ურბნისის კრება
ჭავჭავაძე მაგ ამბიდან 5 დღეში სოხუმში ქართულ ენაზე მართავს მიტინგს. აფხაზებმა ქართული არ იცოდნენ, ანუ ქართველებს მიმართავს.
მე მინდა სრული ტექსტი იმისათვის, რომ დავრწმუნდე, რომ ჭავჭავაძე იყო გამსახურდიაზე ჭკვიანი და არ მოითხოვდა მიტინგზე მაგ სიტყვების საფუძველზე აფხაზეთის ავტონომიის გაუქმებას
ganduras79
QUOTE
კურაევის მაგას ამბობს . 2 წელი იცხოვრა აბხაზეთში და მერე ეს მოყვა /
პრაკტიკულად გაიმეორა ზვიადის სიტყვები , 25 წლის მერე

არ აწყობთ რუსებს მაგათი იქიდან გაყრა და მაგიტომ არ გაიმეორებდაო, ვერ იტყვი:დ ვერც იმას იტყვი, რომ რუსებს ჩვენი და ჩერქეზების კარგი ურთიერთობა აწყობთ.
ვინ და სად გადაასახლეს ოსმალებმა აფხაზეთიდან, არ ვიცი
კახეთიდან სადაც გადაასახლეს, ვიცი. ფერეიდანში.
ლაზები და გურჯებიც ვიცი.
ქრისტიანულ რელიგიაზე დაბრუნება აჭარლებსაც არ უნდათ, მაგრამ ქართველები არიან.

Posted by: PNG 21 Mar 2017, 23:52
piltakva

მაგ ვიდეოს '' ღირსების სასამართლო '' ს კომენტარები გენახა ნახევარი საქართველო დედას აგინებს ზვიად გამსახურდიას lol.gif lol.gif lol.gif

ფუუ ეგ გამსახურდია სუფთა შიზოფნენიკი და პარანოიკი მარაზმატიკი იმიტომაც მიატოვა ნახევარმე ეროვნულმა მოძრაობამ მოწვეს ვისთან დაიჭირეს საქმე და გაერიდნენ yes.gif

Posted by: piltakva 22 Mar 2017, 00:25
PNG
ხო აბა ხალხი ბრძენია კომენტარებში ჭეშმარიტება იღაღადეს. biggrin.gif

QUOTE
იმიტომაც მიატოვა ნახევარმე ეროვნულმა მოძრაობამ

რომ იმ ნახევრის წამყვანი ნაწილი კგბს აგენტურა იყო და ბევრიც გულიანი პატრიოტი მაგრამ გაბრიყვებული. ხოლო მეორე ნახევრის ასევე წამყვანი ნაწილი რომელიც დარჩა ზვიადთან, ისინიც კგბს ბიჭები და გოგოები იყვნენ.
biggrin.gif
ელემენტარულია.
დღევანდელი გადასახედიდან კი.
მაგრამ მაშინ ამის დანახვა და "გაშიფრვა" ურთულესი და ბოლომდე შეუძლებელიც იყო.

სიცოცხლის_ხე
შევკრებ ერთ დღესაც ფაქტებს და ანალიზსაც მივაყოლებ.

PNG
ნუ რავიცი ბრმა უნდა იყო მაშინ.
ან იმის უნდა გჯეროდეს რომ ამერიკამ გადააგდო რუსეთის აგენტი ზვიადი და ამერიკამ მოიყვანა ესიკა.
კარგი დავდებ ჩემ ანალიზს ამ ტიპზე.
ზვიადის ვინც ებრძოდა ღიად, ან პროპაგანდის და ცრუ ჭორების მსხვერპლი იყო და რუსეთის ეგონა მართლა, ან რეალურად თავად იყო ამ ჭორების ამგორებელი და რუსის აგენტი.
დათა თუთაშხია მაინც არ გაქვს წაკითხული? ზღაპრები კი არ წერია, რეალურად ასეთი მეთოდებით უმსხვრევდა რეიტინგს და ბინძურ ჭორებს უვრცელებდა არასასურველ პირებს.
არქიპელაგი წაიკითხე აუცილებლად.
ვეჭვობ იმავე პროპაგანდის მსხვერპლი იყო რომელმაც ასევე არაერთი პატრიოტის გონება აურია და ძმა ძმას გადამტერა...

ჭანტურიას ცოლს რაც შეეხება, მაგაზე მეც მაქვს ეჭვი და ზვიადის ცოლზეც. ესეც ცნობილი მეთოდია, პროფესიონალურ დონეზე შესრულებული სპეცსამსაზურების მიერ, როცა ცოლების სახით ტენიან აგენტებს.

Posted by: სიცოცხლის_ხე 22 Mar 2017, 00:32
piltakva
QUOTE
შევკრებ ერთ დღესაც ფაქტებს და ანალიზსაც მივაყოლებ.

არ გამომაპარო smile.gif

Posted by: PNG 22 Mar 2017, 00:39
QUOTE
დათა თუთაშხია მაინც არ გაქვს წაკითხული? ზღაპრები კი არ წერია, რეალურად ასეთი მეთოდებით უმსხვრევდა რეიტინგს და ბინძურ ჭორებს უვრცელებდა არასასურველ პირებს.

piltakva

ზუსტად იგივეს აკეთებ ეხლა შენ ზურა ჭავჭავაძის მიმართ

იგივეს აკეთებდა გამსახურდია ზურაბ ჭავჭავაძის მიმართ

Posted by: piltakva 22 Mar 2017, 00:48
PNG
QUOTE
იგივეს აკეთებდა გამსახურდია ზურაბ ჭავჭავაძის მიმართ

პირიქიიიიიით
ამას აკეთებდა რუსეთი ზვიადის მიმართ ზურაბის ხელით.
ნუ კაი მაინც ჩვენ აზრზე ვართ და რა აზრი აქვს კამათს (მიუხედავად იმისა რომ კამათში იბადება ჭეშ.) biggrin.gif

Posted by: PNG 22 Mar 2017, 00:57
QUOTE (piltakva @ 22 Mar 2017, 00:48 )
PNG
QUOTE
იგივეს აკეთებდა გამსახურდია ზურაბ ჭავჭავაძის მიმართ

პირიქიიიიიით
ამას აკეთებდა რუსეთი ზვიადის მიმართ ზურაბის ხელით.
ნუ კაი მაინც ჩვენ აზრზე ვართ და რა აზრი აქვს კამათს (მიუხედავად იმისა რომ კამათში იბადება ჭეშ.) biggrin.gif

piltakva

რა ###ობას იძახი იცი ეხლა შენ აიი ძაან მაგარ ###ობას

შიზოფრენიკი ზვიადისტი ხარ ვიღაცაა ხაარ

დავაი ეხლა აქედან !!!

QUOTE
ნუ კაი მაინც ჩვენ აზრზე ვართ

თუ აზრზე არ ხარ მაშინ მოკეტე ეგ შენი ბინძური ენა და ხელები vik.gif vik.gif vik.gif

Posted by: piltakva 22 Mar 2017, 01:08
PNG
ყლეობა ის არის რო წერ ზვიადი რუსეთის იყოო როცა თავად რუსეთმა დაამხო.

QUOTE
შიზოფრენიკი ზვიადისტი ხარ ვიღაცაა ხაარ

მტყუანს... გაუნათდეს გონება. :-)

QUOTE
დავაი ეხლა აქედან !!!

მინიმუმ ### უნდა იყო მსჯელობა პირადულ სეურაცხყოფაში რომ გადაიყვანო.
ვაბშე რა გინდა ფორუმზე წადი იმკურნალე.

Posted by: PNG 22 Mar 2017, 01:15
QUOTE (piltakva @ 22 Mar 2017, 01:08 )
PNG
ყლეობა ის არის რო წერ ზვიადი რუსეთის იყოო როცა თავად რუსეთმა დაამხო.

QUOTE
შიზოფრენიკი ზვიადისტი ხარ ვიღაცაა ხაარ

მტყუანს... გაუნათდეს გონება. :-)

QUOTE
დავაი ეხლა აქედან !!!

მინიმუმ ### უნდა იყო მსჯელობა პირადულ სეურაცხყოფაში რომ გადაიყვანო.
ვაბშე რა გინდა ფორუმზე წადი იმკურნალე.

piltakva

სამკურნალო შენ ხარ

ჩამოსაგდები იყო ზვიადა და ჩამოაგდეს კიდეც

ქვეყანამ რომელიც რადიკალურ გზას ირჩევს განწირულია

ზვიადამ დაანგრია ეს ქვეყანა და დღესაც ვერ ამოვსულვართ იმ ჭაობიდან

Posted by: jmm75 22 Mar 2017, 03:10
ზურა ჭავჭავაზე ის კაცი იყო, ვისაც სიტყვა ეთქმოდა აფხაზეთში(ოსეთშიც), ვის სიტყვასაც უსმენდნენ და წონა ჰქონდა.
ძალიან ბევრი დაჰკარგა ეროვნულმა მოძრაობამ მისი სახით. კაცმა არ იცის რამდენად სხვანაირად წარიმართებოდა ჩვენი უახლესი
ისტორია, ზურა და მერაბი რომ არ დაღუპულიყვნენ.

Posted by: PNG 22 Mar 2017, 05:25
piltakva

შენ იცი რომ ეს ვიდეო https://www.youtube.com/watch?v=A7v6zHKQ3bc

მაშინ 1989 წელს აჩვენა ამოჭრილი კადრები საქართველოს ტელევიზიამ გადაცემა ვრემიაში ( მოამბე ) ამ კადრებს იღებდა ზვიადის მხარე ანუ გოგა ხაინდრავა და ტელევიზიამ გაუშვა ის კადრები სადაც გია ჭანტურია ეუბნება ზურაბ ჭავჭავაძეს მე შენ გაგიხვრიტავ შუბლს ამას იმეორებდნენ ათასჯერ და გადაცემდნენ ტელევიზიით

მაშინ ერთი ქართული სახელმწიფო ტელევიზია იყო და არ იკითხავ საიდან მოხდა ეგ კადრები ტელევიზიაში ? აქ გამოჩდა ვინაა სინამდვილეში კგბს აგენტი

Posted by: Beria1 22 Mar 2017, 05:44
QUOTE (wano @ 21 Mar 2017, 03:39 )
[b]
1991 წლის 19 აგვისტო - მოსკოვში განვითარებილ სამხ.გადატრიალების მოვლენებში საქართველოს პრეზიდენტი ირჩევს ელცინის საწინააღმდეგო ბანაკს და ემორჩილება ე.წ. ГКЧП-ს
(Госуда́рственный комите́т по чрезвыча́йному положе́нию в СССР)

1991 აგვისტოს სამხედრო გადატრიალება, ეგრეთ წოდებული მოსკოვის პუტჩი, იყო კგბ-ს მიერ გათამაშებული დრამის თეატრი lol.gif

ერთ მხარეს, სსრკ გენსეკი გორბაჩოვი და მეორე მხარეს გკჩპ - სსრკ მთავრობა-პოლიტბიურო lol.gif

ბევრი მიხვდა ამას, მათ შორის გამსახურდიაც და ნეიტრალური დაიჭირა - ანუ, არც ერთ მხარეს არ დაუჭირა მხარი და თქვა, გაურკვეველი ამბავია და შედეგებს დაველოდოთო.
თქვენ ვის დაუჭერდით მხარს, ჰა? givi.gif

სხვათა შორის, ელცინი და მისი კამანდა, რომელიც ვითომ გორბაჩოვის მხარეს იყო, ოთხ თვეში გორბაჩოვის და მისი მთავრობის ადგილზე დასკუპდა lol.gif

მარტო არიფები ჭამენ ხარბად კგბს მორთმეულს, ნამდვილ პოლიტიკოსს ეგეთები არ ეშლება.

yes.gif

Posted by: Eric 22 Mar 2017, 10:38
gramatikikina
QUOTE
კარგი, დაგიჯერებთ, რომ ლიხნში შეკრებები იყო რუის ურბნისის კრება

მე ნუ დამიჯერებ და დასერჩე

QUOTE
ჭავჭავაძე მაგ ამბიდან 5 დღეში სოხუმში ქართულ ენაზე მართავს მიტინგს. აფხაზებმა ქართული არ იცოდნენ, ანუ ქართველებს მიმართავს.
მე მინდა სრული ტექსტი იმისათვის, რომ დავრწმუნდე, რომ ჭავჭავაძე იყო გამსახურდიაზე ჭკვიანი და არ მოითხოვდა მიტინგზე მაგ სიტყვების საფუძველზე აფხაზეთის ავტონომიის გაუქმებას

მოიცა ო smile.gif)
რა ჭავჭავაძე რის გამსახურდია
ეგენი მე არაფერი მითქვამს.

"სოფელი ლიხნი საერთოაფხაზური სამხედრო დემოკრატიის ტრადიციული ცენტრი იყო. სწორედ აქ იკრიბებოდნენ აფხაზები ისტორიულად, საუკუნეთა განმავლობაში და წყვეტდნენ უმნიშვნელოვანეს საკითხებს. პირველი დიდი სახალხო შეკრება ლიხნში 1861 წელს გაიმართა, რომელიც შემდეგ ანტირუსულ აჯანყებაში გადაიზარდა. ბოლო შეხვედრა კი აფხაზეთის ომის წინ — 1989 წელს, 18 მარტს გაიმართა,"

მე მხოლოდ ვთქვი რომ ის რაც შენთვის სოფლელების მორდაბოია აფხაზებისთვის საერთოაფხაზური შეკრება ყოფილა

Posted by: Chxikvia 22 Mar 2017, 11:09
გამსახურდიაზე დაწერა იმ დროს მიქაბერიძემ

ყველას აგენტი დაარქვა
კრემლის და სუკის დამკაში,
ამ დროს ნამდვილი აგენტი
თვითონ გავიდა "დამკაში". war.gif

Posted by: Eric 22 Mar 2017, 11:45
Chxikvia
QUOTE
გამსახურდიაზე დაწერა იმ დროს მიქაბერიძემ

ყველას აგენტი დაარქვა
კრემლის და სუკის დამკაში,
ამ დროს ნამდვილი აგენტი
თვითონ გავიდა "დამკაში".

1) გამსახურდია თუ აგენტი იყო, რატომ მოკვდა სადღაც ტყეში?
აგერ იანუკოვიჩის უკრაინიდან გამოსაყვანად რუსეთმა ვერტმფრენები და სპეცრაზმები გაგზავნა
ედიკას აფხაზეთიდან გამოსაყვანად რუსების სადესანტო კატერი შევიდა ალყაშემორტყმულ სოხუმში.

2) ის ხალხი ვინ გამსახურდიას ჯგუფს ედგა კვალზე, რამდენიმე ჯგუფი იყო მხედრიონი გულუა მულუა შმულუები
ეგენი ვინ იყვნენ?
მაგათი დაფინანსება შექმნა ორგანიზება ხდებოდა თავიდანვე მოსკოვიდან

გამოდის მოსკოვის აგენტების ერთი ჯგუფი მისდევდა მეორე ჯგუფს (გამსახურდია)

აქედან ერთი დასკვნა - ან გამსახურდია არ იყო აგენტი, ან მოსკოვის კონტროლიდან გამოსული აგენტი იყო

მესამე არ არსებობს.

აქედან საბოლოო დასკვნა ჩემთვის პირადად

ყველაზე უარესი - ა) გამსახურდია თუ აგენტი იყო, ის გამოსული იყო მოსკოვის კოტროლიდან და მოსკოვის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა.
ბ) გამსახურდია არ იყო აგენტი.

ამიტომ გამსახურდიას მოქმედებები უფრო დამოუკიდებელი ხასიათისაა როცა მისი მოწინააღმდეგეების მოქმედებებში პირდაპირ მოსკოვის ხელი იკითხება უსათვალოდ და სიბნელეშიც.

ეს არის ფაქტი, რასაც ვერავინ გავექცევით და იგივეს განსჯის ისტორია როცა მიქებერიძეებისნაირ შნირისტანს წვდომა არ ექნება ოფიციალურ ისტორკონთან.

Posted by: Xoshgeldi 22 Mar 2017, 15:38
QUOTE (piltakva @ 21 Mar 2017, 23:02 )
Xoshgeldi
biggrin.gif biggrin.gif
არქიპელაგი გულაგი
უმაგრესი წიგნი, წაიკითხეთ ვისაც არ გაქვთ წაკითხული და მერე გაიგებთ რეალურად რას ნიშნავს კგბ.
უბოროტესი, უმზაკვრესი სისტემა, სიმსივნე, მაგრამ ამის მოსპობა მხოლოდ ატომურ ბომბს შეუძლია, სხვა ვერაფერი მოერევა.

უნიჭო ნაწარმოები რომელიც არაზუსტ დამახინჯებულ "ფაქტებზე"
რა წერია მაგ წიგნში რამდენი ადამიანი დაიღუპაო?

თვითონაც იჯდა მაგრამ საკმაოდ კარგ ადგილას-საჩვენებელ ზონაში-სამჯერადი კვებით,
ბიბლიოთეკარი იყო-მასეთ ადგილებს როგორც წესი ადამინისტრაციასთან შეკრული პატიმრები იკავებენ

jmm75
QUOTE
ისტორია, ზურა და მერაბი რომ არ დაღუპულიყვნენ.

თითქოს სპეციალურად-მაინცდა მაინც ეს ორი, ნამდვილად კარგი ადამიანი დაიღუპა,
მათი წასვლით-ბევრი რამ დავკარგეთ, არ გამოვრიცხავ რომ საქ. მთლიანი ყოფილიყო და სამოქალაქო ომიც აგვეცილებინა

Posted by: gramatikikina 22 Mar 2017, 16:06
Eric
QUOTE
"სოფელი ლიხნი საერთოაფხაზური სამხედრო დემოკრატიის ტრადიციული ცენტრი იყო. სწორედ აქ იკრიბებოდნენ აფხაზები ისტორიულად, საუკუნეთა განმავლობაში და წყვეტდნენ უმნიშვნელოვანეს საკითხებს. პირველი დიდი სახალხო შეკრება ლიხნში 1861 წელს გაიმართა, რომელიც შემდეგ ანტირუსულ აჯანყებაში გადაიზარდა. ბოლო შეხვედრა კი აფხაზეთის ომის წინ — 1989 წელს, 18 მარტს გაიმართა,"

მე მხოლოდ ვთქვი რომ ის რაც შენთვის სოფლელების მორდაბოია აფხაზებისთვის საერთოაფხაზური შეკრება ყოფილა

კი ბატონო, ყოფილა :დ არ ვიცოდი
ლოგიკურად ვიფიქრე, რომ ჭავჭავაძეს შეიძლებოდა სოფელი ლიხნი გადაექცია რუის ურბნისად :დ
QUOTE
მოიცა ო )
რა ჭავჭავაძე რის გამსახურდია
ეგენი მე არაფერი მითქვამს.

მაშინ ვინც ჭავჭავაძეს კეთილგონიერ და ეროვნულ ადამიანად წარმოაჩენს იმ ნაწყვეტი ვიდეოთი, იმან დადოს სრული ვიდეო და ვნახოთ რა გამოსვლები იყო იმ დღეს მიტინგზე და როგორი იყო ჭავჭავაძის სრული ტექსტი
ბოლობოლო 89 წლის 19 მარტს ჯერ კიდევ ცხელი წყალი მოდიოდა კრანიდან

Posted by: Dehumanizer 22 Mar 2017, 16:12
QUOTE
"სოფელი ლიხნი საერთოაფხაზური სამხედრო დემოკრატიის ტრადიციული ცენტრი იყო. სწორედ აქ იკრიბებოდნენ აფხაზები ისტორიულად, საუკუნეთა განმავლობაში და წყვეტდნენ უმნიშვნელოვანეს საკითხებს. პირველი დიდი სახალხო შეკრება ლიხნში 1861 წელს გაიმართა, რომელიც შემდეგ ანტირუსულ აჯანყებაში გადაიზარდა. ბოლო შეხვედრა კი აფხაზეთის ომის წინ — 1989 წელს, 18 მარტს გაიმართა,"

spy.gif
არც ისე ბევრი საუკუნე გამოდის biggrin.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)