#54740788 · 31 May 2019, 14:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
eleonoraa12345 მაკამ ამ თვეშე არ გამიკეთა სტიმულაცია, ისე გადაიკონტროლე რა სიტუაცია იქნებაო. ninoonin ხო მეც ასე მახსოვდა რო ამბობდი და გადავამოწმე, მადლობა * * * Anabeli111 ციკლის დამთავრებიდან კი არა, ციკლის დაწყებიდან გაიკეთე მე-2 ან მე-3 დღეს ექო. რომ ნახო ,,ჩამოცლიზე'' რა სიტუაციაა, ენდომეტრიუმი რამხელაა და საკვერცხეზე რა ხდება. მე-7- მე-9 დღეს უკვე გაზრდილი დაგხვდება ფოლიკიც და ენდომეტრიუმიც <3 * * * ninoonin მართალია ფიოს სწერდი, მაგრამ მეც გამოგეხმაურო მინდა)) 5წელი გავიდა, დიდი დროა, ძალიან ლაღად ვიყავი ყოველთვის და არც ჩავციკლულვარ რო უშვილოდ დავრჩები, ამაზე არც მიფიქრია არასდროს, რათქმაუნდა ცოტა გული მწყდებოდა მაგრამ იმედით სავსე ვიყავი.. დათო რო იტყოდა ამ თვესიც არაა ფოლიკულიო, იქით ვამშვიდებდი, ეგ არაფერი შემდეგ ციკლზე იქნებათქო. წელს 30ის გავხდი, ჩემი დაქალები წუწუენებნ ვაიმე ვბერდებითო)) საერთოდ არ ვგრძნობ ასაკს, თუმცა ყოველ ციკლზე ისე ვნერვოზდები ჩემი თავის მიკვირს.. აღარ მინდა შივილი ისე ვმწარდები ციკლი რო მეწყება.. ვიძახი რომ ნეტა საერთოდ მითხრან რო არასდროს მეყოლება რო ამ მოლოდინის იმედგაცრუებები მანადგურებს.. იქნებ ჯობია რომ არაფერს ველოდო და მოსახდენი ან მოხდეს და ან არა, ვიდრე საკუტარ თავს ვუმეორო რო აუცილებლად გავხდები დედა და ამ ,,თავის მოტყუებაში'' გავლიო ცხოვრება? არ ვიცი, ამ ბოლო დროს საკუთარ თავს ვეღარ ვერევი და მორევის სურვილიც კი არ მაქვს(( არ ვიცი რა ჯობია საერთოდ.
|