Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > რადიოელექტრონიკა > ციფრული აპარატის აკუმლატორი


Posted by: alexabla 21 Nov 2017, 05:07
აი ესეთი დამტენი სქემა მაქვს და დატენის ??

ბატარიას სამი კონტაქტი აქვს და შუა კონტაქტი არ ჭირდება დასატენად ?


Posted by: asphurcela 21 Nov 2017, 12:55
alexabla
ბატარეის შუა კონტაქტი მიერთებულია ტემპერატურის სენსორთან, რომელიც ბატარიაშივეა ჩამონტაჟებული, ზედაპირზე სადმე.
როცა დამტენის სქემა ტენის ინ მონიტორინგს უკეთებს როგორც ძაბვას + და - კონტაქტებზე, ასევე ტემპერატურას შუა და მინუს კონტაქტით.
ზოგადად ორივე პარამეტრის მონიტორინგი სასურველია. მაგრამ უფრო მეტად აუცილებელია ძაბვის მონიტორინგი.
შენს შემთXვევაში, შეგიძლია უგულებელჰყო შუა კონტაქტი. ამით ერთი ის მოხდება, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა შეიძლება შეუმცირდეს ბატარეას, რადგან ტემპერატურას ვერ აკონტროლებ.

მაგ ნახატზე ეგ სქემა არ ვიცი რას აკეთებს, მაგრამ თუ ბატარეის დამტენიაო, მაშინ შეგიძლია გამოიყენო.
მთავარია იმ ტიპის ბატარეის იყოს რაც გაქვს. ლითიუმ იონს თავისი ძაბვა აქვს, ტყვიისას თავისი და ასე შემდეგ.

Posted by: alexabla 22 Nov 2017, 13:15
asphurcela
აჰაა გასაგებია ,
არა ტყვიისას არ ვტენი , li-ion აწერია ბსტარიას

და ჩემს სქემას li-po ს დატენვა შეუძლია და ლი-იონ და ლი-პო განსხვავხება დატენვის მხრივ? ხოარ გააფუჭებს ნეტა

Posted by: asphurcela 22 Nov 2017, 22:10
alexabla
QUOTE
და ჩემს სქემას li-po ს დატენვა შეუძლია და ლი-იონ და ლი-პო განსხვავხება დატენვის მხრივ? ხოარ გააფუჭებს ნეტა

მე რამდენადაც ვიცი, დატენვის მხრივ არ განსხვავდებიან.

Posted by: alexabla 2 Dec 2017, 14:40
asphurcela
QUOTE
მე რამდენადაც ვიცი, დატენვის მხრივ არ განსხვავდებიან.

მადლობა გაიხარე....
ავაწყე და დატენა კარგად

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)