არ გაიკეთოთ იმპლანტი დავისაც გაქვთ მიაქციეთ ყურადღება! სიმსივნეს აჩენს!
* * *
იმპლანტის უკუჩვენებები!
https://vipmed.ge/kakha-gurgenidze-interview/-რომელი დაავადებების დროს არ არის იმპლანტაცია მიზანშეწონილი?
-ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, რადგან დენტალური იმპლანტაციის უკუჩვენებები ანუ შემთხვევები, რომლის დროსაც ამ მეთოდის გამოყენება სასურველი არ არის, სწორედ ის წყალქვეშა მეჩეჩებია, რომლებმაც შესაძლებელია წარუმატებლობასთან მიგვიყვანოს. ცნობილია, რომ დენტალური იმპლანტაციის წარმატებული შემთხვევები შესრულებული სამუშაოების 97%-ს წარმოადგენს. ეს წარმატება იმითაა განპირობებული, რომ ამ დარგში მუშაობა წინასწარ შედგენილი ზუსტი გეგმისა და ამ გეგმაზე შექმნილი პროგნოზების მიხედვით მიმდინარეობს. ამიტომაც არის საჭირო ისეთი უკუჩვენებების გათვალისწინება როგორებიცაა:
ოსტეოპათიები;
ოსტეოგენეზის ხელისშემშლელი დაავადებები;
ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები;
დაავადებები რომელთა მკურნალობის პროცესმა შეიძლება გამოიწვიოს ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზიმის დარღვევა;
დაავადებები რომლებიც იწვევენ იმუნიტეტის დაქვეითებას;
პირის ღრუსა და ყბა კბილთა სისტემის დენტალური იმპლანტაციისთვის ხელისშემშლელი პათოლოგიები და პათოლოგიური მდგომარეობები
რისკ-ფაქტორები, აბსოლუტური და ფარდობითი უკუჩვენებები.
უკუჩვენებები და ხელისშემშლელი ფაქტორებია:
სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. სისხლის და სისხლმბადი ორგანოების დაავადებები. (მიელომური დაავადება, ლეიკოზი, აგრანულოციტოზი, კოაგულოპათია, ჰემოლიტიური ანემია, თალასემია, ლიმფომა და ა.შ.). ენდოკრინული დაავადებები ( შაქრიანი დიაბეტი, ტოქსიური ჩიყვი, ჰიპოფიზის ფუნქციის დარღვევა, თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის დარღვევა.). თირკმელების დაავადებები: თირკმელების ქრონიკული უკმარისობა, აციდოზი, ფანკონის სინდრომი და ა.შ. სასქესო ჰორმონების გამომუშავების დისბალანსი. ჰიპოფიზის დაავადებები. გენეტიკური დარღვევები: არასრული ოსტეოგენეზი, ქონდროდისპლაზია, დიზოსტოზები და ა.შ. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები: მალაბსორბციის სინდრომი, ღვიძლის ქრონიკული დაავადებები, ფუნქციის დაქვეითება, წვრილი ნაწლავისა და კუჭის რეზექციის შემდგომი პერიოდი და ა.შ. ოსტეოპათიები, ძვალ-ხრტილოვანი სისტემის დაავადებები: დისპლაზია, ოსტეოდისტროფია, ოსტეოპოროზი: პირველადი, რომელიც გარკვეულწილად დაკავშირებულია ასაკობრივ ფაქტორებთან, განსაკუთრებით აღსანიშნავია პოსტმენოპაუზური დარღვევები. მეორადი, რომელიც ძირითადი დაავადებების შედეგს წარმოადგენს. ოსტეომალაცია -ეს არის ჩონჩხის პათოლოგია, რომელიც გამოიხატება ძვლოვანი მატრიქსის არაადეკვატურ მინერალიზაციაში, თუმცა ქსოვილოვანი მასა და მოცულობა შენარჩუნებულია. მიზეზები შეიძლება იყოს: ჰიპოვიტამინოზი, ციროზი, ჰეპატიტი, ჰიპოპარატირეოზი, ბარბიტურატებით ხანგრძლივი მკურნალობა, ტეტრაციკლინით ხანგრძლივი მკურნალობა, მალაბსორბცია, ჰიპერპარათირეოზი, ყაბზობის საწინააღმდეგო პრეპარატების ხანგრძლივი მიღება და ა.შ.
ავიტამინოზი;
A ვიტამინი: მისი დეფიციტი მინერალიზაციის დამუხრუჭებასა და სასქესო ჰორმონების დეფიციტს იწვევს. შესაბამისად, ჭარბობს ძვლოვანი ქსოვილის რეზორბცია.
C ვიტამინი: მისი დეფიციტი ოსტეობლასტების მიერ კოლაგენის სინთეზს ამუხრუჭებს. მცირდება ოსტეოგენეზი და იზრდება რეზორბციის პროცესები.
D ვიტამინი: მისი დეფიციტი იწვევს მინერალიზაციის დარღვევას, ხოლო ჭარბი რაოდენობა რეზორბციას.
რევმატიული დაავადებები: რევმატოიდული ართრიტი, წითელი მგლურა, სპონდილოართრიტი და ა.შ. ქრონიკული სომატური დაავადებები (ტუბერკულოზი, კოლაგენური აუტოიმუნური დაავადებები – რევმატოიდული ართრიტი, შეგრენის სინდრომი და სხვ. შემაერთებელი ქსოვილების სისტემური დაავადებები: სკლეროდერმია.
ფსიქიატრიული სტატუსის მქონე პაციენტები, ასევე ალკოჰოლიკები, ნარკომანები;
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, რომლებიც დამოუკიდებლად ვერ აკონტროლებენ პირის ღრუს ჰიგიენას. პაციენტის დაბალი ჰიგიენური კულტურა;
პაციენტები, რომლებიც სხივურ თერაპიას იტარებენ. (ავთვისებიანი სიმსივნეების არსებობა, რომლის დროსაც საჭიროა ქიმიოთერაპია და სხივური თერაპიაwink.gif
სისტემური დაავადებები;
პაპიონ-ლეფევრის სინდრომი: ეს არის ექტოდერამლური დისპლაზიის იშვიათი ფორმა, რომელსაც ახასიათებს ხელისა და ფეხისგულების კანის კერატოდერმია და პაროდონტიტის ადრეულ ასაკში გამოვლენა. გვხვდება 1/250 000 და 1/1 000 000 სიხშირით.
იატროგენული დაავადებები – კერძოდ, მეორადი ოსტეოპოროზი შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მედიკამენტებით ხანგრძლივი მკურნალობის შედეგად, კერძოდ, კორტიკოსტეროიდები, ანტიდეპრესანტები, ბარბიტურატები და ა.შ.
გასათვალისწინებელია ბიფოსფონატებით მკურნალობაც, რომელიც მენოპაუზის დადგომის შემდეგ მანდილოსნებში ხშირად გვხვდება.
-ასაკს თუ აქვს მნიშვნელობა იმპლანტაციისთვის?
-დიახ, ასაკს დიდი მნიშვნელობა აქვს. დენტალური იმპლანტაცია ბავშევებსა და მოზარდებს არ უკეთდებათ, რადგან მათი სახის ჩონჩხი ჯერ კიდე იზრდება.
-რა გართულებები ახლავს თან დენტალურ იმპლანტაციას?
-ყველაზე მთავარი გართულება ეს დეზინტეგრაციაა, რომლის დროსაც იმპლანტატის ირგვლივ ძვლოვანი ქსოვილის შეხორცება არ ხდება. შემდგომში კი ფუნქციონირებისას იმპალნტებს ზუსტად ისეთივე დაავადებები აქვთ ჩასაფრებული, როგორიც კბილებს, თუ კბილთან გინგივიტის გავითარება შეიძლება მოხდეს, იმპლანტატთან მუკოზიტი, პაროდონტიტის ანალოგიური დაავადება პერიიმპლანტიტი შეიძლება იყოს. ამიტომ, 6 თვეში ერთხელ მაინც ყველა იმპლანტირებული პაციენტი უნდა მივიდეს ექიმთან დისპანსერულ დათვალიერებაზე.
-როგორ ხდება იმპლანტაციის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესი და როგორ ფასდება მკურნალობის შედეგები?
-რეაბილიტაციის პროცესი როგორც წესი საკმაოდ ნაზად მიმდინარეობს, რადგან თვითონ ოპერაციაც დელიკატური და ნაზი ჩარევაა. ხშირად ისმის ტექსტი იმის შესახებ, რომ იმპლანტაციის შემდეგ პაციენტი ტკივილებით იტანჯება, პოსტოპერაციული მცირე ტკივილი შესაძლებელია, რომელსაც ნებისმიერი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება გაუყუჩებს, ასევე დასაშვებია მცირე შეშუპება და სისხლნაჟღენთები სახის კანის ზედაპირზე, მაგრამ თუ იმპლანტატები პაციენტს ძალიან სტკივა, ასეთი იმპლანტატი თავის დროზე უნდა ამოვიღოთ და დაახლოებით 6 კვირააში ისევ გავიმეოროთ დენტალური იმპლანტაცია.
-როგორ უნდა მოუაროს პაციენტმა კბილებს იმპლანტაციის შემდგომ, რომ რეაბილიტაციის პროცესი წარმატებული იყოს? რა რჩევებს მისცემთ პაციენტებს?
-პირველ რიგში, პაციენტებმა ექიმის რჩევა-დარიგებები უნდა შეასრულონ. სასურველია ცივი საფენების მოთავსება კანის ზედაპირზე იმპლანტების საპროექციო არეში ჰემოსტაზის მიზნით, რათა ძლიერი შეშუპება არ განვითარდეს, მაგრამ ეს მხოლოდ ოპერაციის დღეს, მეორე დღიდან აუცილებელია ჰიგიენური სავლებები. აღსანიშნავია ისიც, რომ ექიმის დანიშნულების შესრულებაში ცვლილებების შეტანა თვითშემოქმედება დაუშვებელია.
-რამდენ ხანს ძლებს იმპლანტი?
-იმპლანტატი ტიტანისგანაა დამზადებული და ის დიდხანს ძლებს, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენ ხანს გაძლებს ძვალი იმპლანტატის ირგვლივ, ეს ძალიან ბევრ ფაქტორებზეა დამოკიდებულია.
შესაბამისი ჯანმრთელბის მდგომარეობის, სწორი ჰიგიენისა და დისპანსერული დაკვირვების უწყვეტობის შემთხვევაში, დენტალურ იმპლანტატებს მთელი სიცოცხლის მანძილზე შეუძლიათ იმუშავონ