თბილისის ზოომაღაზიების თუ ვეტ კლინიკების უმრავლესობაში სუფევს
უცოდინრობა / არაპროფესიონალიზმი.მაგალითად:
- არ აქვთ პასუხი ისეთ მარტივ შეკითხვებზე, როგორიცაა "რა განსხვავებაა სტერილიზებული და არასტერილიზებული კატის საკვებს შორის"?
- ერთ მაღაზიაში თავად გამყიდველი მეუბნება მიახლოებით შემდეგ ტექსტს: "15 ლარიანი საჭმელი კატას როგორ უნდა აჭამო, კატაა ბოლოსდაბოლოს, ადამიანი ხომ არაა".
- ხშირია ტექსტები: "8 თვის კატა რაღა დროს კნუტია, შეგიძლია ზრდასრულის საკვები მისცე". არადა ზრდასრულისას სტროგად ">12 თვე" აწერია და ა.შ.
-
საჭმელი უდევთ თავღია, არანაირი "გრილი და ბნელი" ადგილის წესს არ იცავენ(!)..- წარმოდგენა არ აქვთ რა ინგრედიენტები / დამზადების ტექნოლოგიები გამოიყენება, უბრალოდ მტკიცედ "იციან" რომ ის ბრენდი რომელიც მათ აქვთ მაინც "ცოტა უკეთესია" ვიდრე სხვა იმავე კლასის, იმავე ფასის ბრენდი კონკურენტ მაღაზიაში.
მოკლედ
მაგრად ტრაკში ვართ. სამწუხაროდ.
მყავს კატა. ვეძებ რაც შეიძლება
მაღალი ხარისხის საკვებს.
იქნებ აქ, ფორუმზე მაინც იყოს ვინმე, ვისთვისაც სულ ერთი არ არის რას აჭმევს საკუთარ ცხოველს, და ვისაც ოდნავ დაკვირვება / აზროვნება არ ეზარება. გაგვიზიარეთ, თბილისში, რომელ მაღაზიებში რა მაღალი ხარისხის საკვები იყიდება, რატომ მიგაჩნიათ სხვაზე უკეთესად, და ა.შ.
დავიწყებ საკუთარი გამოცდილებით: ჩემი მცირე დაკვირვებით, საუკეთესო ხარისხის კატის (ასევე ალბათ ძაღლის, თუმცა მე კატისა შემიძლია ვთქვა) საკვები არის აკანა (Acana Wild Prairie), იყიდება ზოომარტში, ღირს მიახლოებით 27 ლარი, ლამის ორჯერ ძვირი ვიდრე სხვა "სუპერ-პრემიუმ" საკვები რაც გავრცელებულია მასობრივად. რატომ ვფიქრობ რომ სხვაზე უკეთესია? ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია მაძლევს ამის საშუალებას პირველ რიგში, და მეორე რიგში - ინტერნეტში მოძიებული ინფო. უბრალოდ ჩემს ფისუნიას საერთოდ არ მოსწონს გემოთი, იმდენად რომ თუ არ მოშივდა ძაან - არც ეტანება. და განავლის ანალიზის მიხედვითაც მცირე შეუთავსებლობა დამიდგინეს და იძულებული ვარ შევუცვალო.
სანაცვლოდ მოვუტანე "მასიურად აღიარებული" როიალ კანინი. გემოთი გაგიჟდა ისე მოეწონა, ლამის ორჯერ მეტი ჭამა ვიდრე აკანა (და კიდევ ითხოვს განუწყვეტლივ).
მაგრამ... ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია მაძლევს საშუალებას ვივარაუდო, რომ შედარებით დაბალი (ვიტყოდი "საეჭვო") კლასის საკვებია, არამარტო აკანასთან, არამედ სხვა ზოგიერთ "სუპერ-პრემიუმ" კლასის საკვებთან შედარებით. მაგალითად: არ არის მითითებული კალორიულობა არსად, რაც ელემენტარული აუცილებლობაა. არ არის მითითებული რომელი ფრინველის ხორცი, და რა პროცენტულობით შედის, წერია პირველ ინგრედიენტად ძაან ზოგადი "dehydrated poultry protein", და ა.შ. დეტალურად აღარ გავაგრძელებ, უბრალოდ დავურთავ ეტიკეტის სურათს შედარებისთვის, აკანა vs როიალ კანინი (კნუტის).
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მოკლედ ჩემი "არაპროფესიონალი თვალისთვისაც" კი სხვაობა პირველ და მეორე ეტიკეტის პროდუქტებს შორის ნათელია. ის, რომ ნაკლებხარისხიან საკვებს არომატიზატორებს უკეთებენ და კატა "გიჟდება" ისე მოსწონს, ცნობილი ფაქტია, ასე რომ "მის გემოვნებას ვენდო" მთლად არ მინდა.
მოკლედ სად იყიდება შედარებით მაღალი ხარისხის საკვები, დაწერეთ
P.S.: მოდერ, ძაღლის საკვებზე არის თემა, მაგრამ ეს თემა სხვა ცხოველების საკვებს ეხება (მაგ. კატის), და ასევე - უფრო კონკრეტულად უმაღლესი ხარისხის საკვებს (რისი დეციფიტიც შეინიშნება!), ასე რომ გთხოვ ნუ დამიხურავ! This post has been edited by Davidex on 7 May 2018, 19:53