ზოგადად ძალიან დაწეულია საპროცენტო განაკვეთები მსოფლიოში და ამის ბრალია რომ ვალუტაში ჩვენთან არის დაბალი პროცენტები. აშშ ში 0,25 % ია რეფინანსურების განაკვეთი. ეს ყველაფერი გამოწვეული პანდემიის შედეგებთან ბრძოლით. ცდილობენ რომ მეტი ფული შეიტანონ ეკონომიკაში. დაახლოებით 6-9 თვის შემდეგ როდესაც ინფლაცია მოიმატებს, 2-2,5 % მდე, საპროცენტოი განაკვეთები დაიწყებს ზრდას იქაც და ჩვენთანაც. 80 % იანი ალბათობით 5-6 % მდე აიწევს განაკვეთები 12-15 თვიან პერიოდში.
ამ ეტაპზე ყველაზე კარგი პროცენტი, აშშ დოლარში, აქვს ტერა ბანკს 1 წლიან დისკონტურ სადეზოზიტო სერტიფიკატზე 3,4 %. მაგრამ გაითვალისწინეთ ეს
(დაზღვეულია ფიზიკური პირების დეპოზიტები 15 000 ლარის ფარგლებში თითოეული დეპოზიტორისთვის თითოეულ ბანკში. იმ შემთხვევაში თუკი დეპოზიტორს აქვს ერთ ბანკში რამდენიმე ანგარიში, მისი ანგარიშები აღნიშნული ბანკისთვის ჯამდება, თუმცა ანაზღაურებული თანხის მაქსიმალური ზღვარი უცვლელად 15 000 ლარია.
http://diagency.ge/ka/%E1%83%AE%E1%83%A8%E...83%91%E1%83%98)ლარში საპროცენტო განაკვეთი 1 წლიან დისკონტუ სადეპოზიტო სერტიფიკატზე შეადგენს 10,5 %
ცოტა უფრო მეტი მათემატიკა რომ გამოვიყენოთ აღნიშნული ციფრების ვიზუალიზაციისთვის
1000 $ რომელიც ბანკში განთავსებული 3,4 % იანი განაკვეთით გაორმაგდება - 21,18 წელში
3325 ლარი (დღევანდელი დღის კურსით 1000 $) 10.5 % იანი განაკვეთით გაორმაგდება - 6.86 წელში
დანარჩენი თქვენი გადასაწყვეტია რომელ ვალუტაში შეინახავთ თანხას. ჩემი აზრით ერთდროულად ორ ვალუტაში, დოლარში და ლარში, დეპოზიტების გახსნა იქნება სწორი, პროპორციით 70-75 % ლარში და 30-25 % დოლარში. თუმცა ეს ინდივიდუალურია და რა პროპორციაც ნაკლებ სულიერ შფოთვას მოგიტანთ ისე გადაანაწილეთ.