Unix Developmentევროპელი ინვესტორების მიერ დაარსებული სამშენებლო კომპანია „უნიქს დეველოპმენტი“, რომელმაც 2016 წლიდან დაიწყო თბილისში "ფრანგული უბნის" მშენებლობა.
კომპანიის მიზანია რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეუქმნას ქალაქის ხმაურისა და გამონაბოლქვისგან მოშორებით, სიმწვანეში, სასურველი სახლის შეძენის შესაძლებლობა. აერთიანებენ 4 ბიზნეს მიმართულებას: პროექტირება, მშენებლობა, დიზაინი & რემონტი, უძრავი ქონების მართვა.
"ფრანგული უბანი" ჩანაფიქრის თანახმად, თბილისის სწორ განვითარებასა და განტვირთვას მოემსახურება. ფრანგული უბნის შემუშავებისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბინების ხელმისაწვდომ პროექტირებას (ბინის კვადრატულობა 35,8 კვ.მ-დან იწყება და ამ ფართში იზოლირებული საძინებელიცაა მოთავსებული), სივრცის დაგეგმვას (საცხოვრებელი კომპლექსი ყველა აუცილებელი კომერციული-გასართობი ობიექტით არის აღჭურვილი) და რეკრეაციული ზონის მოწყობას (აქვს გამორჩეულად დიდი ეზო, სპორტული მოედანი და სკვერი).
კონცეფცია რომელიც ფრანგული უბნის პროექტირებისას იქნა გამოყენებული ეკუთვნის მე-20 საუკუნის ცნობილ ფრანგ მოდერნისტ არქიტექტორს - Le Corbusier-ს (ლე კორბუზიეს). სწორედ მას მიიჩნევენ სტუდიოს ტიპის ბინების იდეის ერთ-ერთ ავტორად. მისი კონცეფცია თანამედროვე ქალაქის შესახებ, ეხმარება ადამიანებს სწრაფად განვითარებადი ქალაქების პირობებში, დააღწიონ თავი ურბანულ სტრესს, რომელიც კლებადი მწვანე საფარით და მზარდი შენობებით არის გამოწვეული.
პროექტის ძირითადი მახასიათებლები:
მიწის ნაკვეთის საერთო ფართი: 30 000 კვ.მ
გამწვანების საერთო ფართი: 3 960 კვ.მ.
შიდა ეზოს ფართი: 2 200 კვ.მ
საცხოვრებელი ბინების რაოდენობა: 1 069 ბინა
ბინის გეგმარებები: ოროთახიანი და სამოთახიანი ბინები, შესაძლებელია გეგმარების შეცვლა
ბინის ფართები: 35.8 კვ.მ - 123 კვ.მ, შესაძლებელია ფართების შეცვლა
სპორტული მოედანი: მრავალფუნქციური სპორტული მოედანი კალათბურთის, ფეხბურთის და ჩოგბურთის სათამაშოდ
პარკინგი: 1069 ავტოსადგომი
საბავშვო ბაღი: 657,5 კვ.მ.-ის საბავშვო ბაღი და 90 კვ.მ. ეზო, გათვლილი 80 ბავშვზე
კომერციული ფართი: 2 234,4 კვ.მ.-ზე განთავსებული დახურული ფიტნესი კლუბი, მარკეტი, საცხობი, კაფე და ა.შ.
http://unix.ge/galleryმდებარეობა: თბილისი, მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის ქ. #10
ლოკაცია გამოირჩევა დიდი სივრცით, ბუნებრივი გამწვანებით, ლამაზი ხედებით მთებზე და ქალაქზე, სუფთა ჰაერით, განიავების მაღალი მაჩვენებლით, განვითარებული ინფრასტრუქტურით.
ფრანგულ უბანში არსებული კომერციული-გასართობი ობიექტების გარდა, მაცხოვრებლებს წვდომა აქვთ უკვე არსებულ და ფუნქციონირებად სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებზე, რომლებიც კომპლექსის მახლობლადაა განთავსებული.
ობიექტების არასრული ჩამონათვალი:
სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS - 20 მ.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი 112 - 200მ.
ხელბურთის ოლიმპიური ცენტრი - 250 მ.
მეტრო ახმეტელი - 450 მ.
გლდანი მოლი - 550 მ.
ავჭალის რაგბის სტადიონი - 600 მ.
მაკდონალდსი - 750 მ.
160-ე საჯარო სკოლა - 800 მ.
ფრანგულ უბანში ბინები ბარდება თეთრი კარკასით:
• რკინის მთავარი შესასვლელი კარი
• მაღალი ხარისხის მეტალო-პლასტმასის გარე კარ-ფანჯარა ორმაგი მინა-პაკეტით
• მაღალი ხარისხის ქვიშა-ცემენტით მოჭიმული იატაკი
• გაჯით გალესილი კედლები
• ბინაში შეყვანილი წყლისა და კანალიზაციის ძირითადი მილები
• ბინებამდე მიყვანილი ცენტრალური ელექტრო-გაყვანილობა
• დენის მრიცხველები
შენობა-ნაგებობები იგება მონოლითური რკინა-ბეტონის კარკასული კონსტრუქციით. კონსტრუქცია სეისმომედეგია და გათვლილია 8 ბალიან მიწისძვრაზე. მშენებლობაში გამოყენებულია ჰაიდელბერგის ბეტონი და საუკეთესო უკრაინული არმატურა (АрселорМиттал Кривой Рог –ის ბრენდის).
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)