ესეც ოვანეს გევორგის ძე აივაზიანი
Айвазовский - пример точнейшего попадания в собственную судьбую.
Ему везло во всем.
.
აივაზოვსკი დაიბადა 1817 წლის 17 ივლისს თეოდოსიის ერთ-ერთ უბრალო სომხურ ოჯახში.
აივაზოვსკით ის მხოლოდ 1840 წლიდან აწერდა ხელს.
ხატვისადმი ინტერესს სყრმიდანვე ამჟღავნებდა, მაგრამ იზრდებოდა როგორც ჩვეულებრივი ბიჭი და არაფრით განსხვავდებოდა სხვებისგან.
მასში ტალანტი ქალაქის ტავმა კაზნაჩეევმა აღმოაჩინა და სწორედ მისი დახმარებით აივაზოვსკიმ სწავლა დაიწყო ჯერ სიმფეროპოლის გინმაზიაში ,ხოლო შემდეგ პეტერბურგის სამხატვო აკადემიაში.
მას ძალიან გაუმართლა პედაგოგებში,კლასის ხელმჭღვანელი იყო ცნობილი პეიზაჟისტი ვორობიოვი.
მალე ივანმა კარლ ბრიულოვის ყურადღებაც მიიპყრო.
უკვე აკადემიაში იწყებს ზღვის ხატვას,მისი პირველი ჯილდოები სწორედ ზღვის მოტივებთან არის დაკავშირებული.
1840 წელს აივაზოვსკი წავიდა ევროპაში,იტალიაში ადუმეგობრდა გოგოლს.1843 წელს იღებს ფრანგული აკადემიისგან ოქროს მედალს, ხოლო 1857 წელს ხდება ფრანგული ორდენის საპატიო ლეგიონის კავალერი.
რუსეთში დაბრუნებისთანავე მას მიანიჭეს აკადემიკოსის ხარისხი.
თუმცა მას პეტერბურგში ცხოვრება არ იზიდავდა,ამიტომ შეიძინა თეოდოსიაში პატარა მიწის ნაკვეთი,სადაც აიშენა სახლი და სახელოსნო.
ცოლად ჰყავდა ინგლისელი იულია გრევსი, რომელთანაც შეეძინა 4 ქალიშვილი,
ქორწინებამ დიდხანს ვერ გასტანა, რადგან იულიას საშინლად მოსწყინდა ცხოვრება პროვინციაში.
1882 წელს აივაზოვსკი მეორედ ქორწინდება ანა სარკიზოვნაზე, ანა ივანზე თითქმის 40 წლით უმცროსი იყო.
სულ აივაზოვსკის ჰქონდა მოწყობილი 120 გამოფენა, რომელსაც საკმაოდ დიდი შემოსავალი მოჰქონდა მხატვრისთვის.
გარდაიცვალა 1900 წლის 19 აპრილს
ნახატებზე ცოტა ხანში ვისაუბროთ