და არა მხოლოდ აქეთ. ინტერნეტში მოვძებნე ერთი საინტერესო ინფორმაცია.
http://artproject.ge/about-geo.htmlთეა მამუკელაშვილი
#
დაბადების თარიღი: 4/03/1979
#
განათლება: ქეთევან იაშვილის თელავის სამხატვრო სკოლა(1995) და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (2001) .
#
მოღვაწეობის სფერო:
#
ხელოვნება (ქართული ტრადიციული და თანამედროვე ქარგვა),
#
ქარგავს შთამბეჭდავ პერსონალურ მხატვრულ კომპოზიციებს, მუშაობს აგრეთვე ისტორიულ თემატიკაზე, კერძოდ: მეფეთა, წარჩინებულ ქართულ და საზღვარგარეთის საგვარეულოთა გერბებზე. სახელმწიფო სიმვოლიკაზე.
#
მიღწეული წარმატებები:
#
2000 წლის ნოემბერში თეა მამუკელაშვილის ნამუშევრები გამოიფინა ქეთევან იაშვილის სახელობის თელავის სამხატვრო გალერეაში;
#
2000 წლის 1-29 დეკემბერს გაიმართა მისი ნაქარგების I პერსონალური გამოფენა USAID-ის კავკასიის წარმომადგენლობაში (Sheraton Metechi Palace);
#
2000 წლის დეკემბერში შეიქმნა ინტერნეტ-საიტი,სადაც მოთავსებულია მისი ნაქარგების მნიშვნელოვანი ნაწილი
#
2001 წლის ივლისში მოეწყო მისი ნაქარგების გამოფენა .თელავის რაიონის გამგეობის შენობაში;
#
2001 წლის აგვისტოდან იმყოფება აღრიცხვაზე საქართველოს ხალხური შემოქმედების სამეცნიერო-მეთოდურ ცენტრში, როგორც გამოყენებითი ხელო ვნების ოსტატი;
#
2001 წლის სექტემბერში მისი ნამუშევრები გამოიფინა ქეთევან იაშვილის სახელობის თელავის სამხატვრო გალერეაში;
#
2001 წლის 10 ოქტომბერს ჰქონდა II პერსონალური გამოფენა საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, სადაც სხვა ნამუშევრებთან ერთად წარმოდგენილი იყო ნაქარგები ისტორიულ თემატიკაზე - წარჩინებულ ქართულ საგვარეულოთა 30 გერბი;
#
2001 წლის 22 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის მხარდაჭერით გაიმართა თეა მამუკელაშვილის ნაქარგების III პერსონალური გამოფენა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოფენო დარბაზში(I კორპუსი);
#
2001 წლის 29 ნოემბერ-21 დეკემბერს მოეწყო მისი ნაქარგების IV პერსონალური გამოფენა USAID -ის კავკასიის წარმომადგენლობაში (Sheraton Metechi Palace);
#
2002 წლის 22 მარტს--1 აპრილს გაიმართა თეა მამუკელაშვილის მხატვრული ნაქარგების V პერსონალური გამოფენა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში;
#
2002 წლის 23 სექტემბერს-6 ოქტომბერს თეამ მიიღო მონაწილეობა გამოფენაში, რომელიც გაიმართა საფრანგეთში, ქალაქ ოსერში (იონის დეპარტამენტი) სენ-ჟერმენის მუზეუმში, სადაც წარმოადგინა 15 მხატვრული ნაქარგი.
#
2003 წლის 10-17 ოქტომბერს ლადო გუდიაშვილის სახელობის ბათუმის მხატვრის სახლის საგამოფენო დარბაზში მოეწყო თეა მამუკელაშვილის მხატვრული ნაქარგების VI პერსონალური გამოფენა.
#
თეა არის საქართველოს მხატვართა ფედერაციის წევრი და თელავის რეგიონალური მხატვართა კავშირის გამგეობის წევრი.
#
თეა არის ორგანიზაცია ,, არტ პროექტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი;
#
15-24 მაისი, 2004, თეამ მონაწილეობა მიიღო ქართულ-ფრანგულ ერთობლივი გამოფენაში, რომელიც გაიმართა თელავის თეატრის ფოიეში. გამოფენა მიეძღვნა ფრანგული კულტურის დღეებს საქართველოში.
#
ამჟამად მუშაობს " World Vision" - ის საქართველოს მისიაში გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლად.